განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-762-2019 წელი
№080100119003183668
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
29 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- ც-------ის,ადვოკატის – ნ----- ჩ-------ის,მსჯავრდებულის – გ------- გ--–-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა გ------- გ--–-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქ-მე.
გ------- გ--–-----ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, რეგისტრირებული ზ----------–---------------------------ში, ფაქტობ-რივად მცხოვრები ქ-------–--–-------------–--------------------–-------------–---ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩე-ნით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვე-თა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
გ------- გ--–-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძ-რაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 21.30 საათზე დასახლებულ პუნქტში, ქ. ქ-------–-----------------------------ში მდებარე შპს „ე----“-ს მაღაზიის შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა დაშვებული არის 50 კმ/სთ სიჩქარით, გ------- გ--–-----ე თავის მართვის ქვეშ მყოფი პორშეს მარკის სახ. ნომრით S-------- ავტომო-ბილით, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა მ--------------------დან, გზაგამ-ტარი ხიდის მიმართულებით, რა დროსაც მან დარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და ამავე კანონის დანართის 1.3 პუნქტის მოთხოვნები (33.1 მძღოლს ეკრძალება სატრანპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუა-ლება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“ ჰორიზონტალური მონიშვნე-ბი 1.3. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატნასპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი ან ოთხზე მეტი ზოლი აქვს, 1.3. ხაზის გადაკვეთა აკრძა-ლულია). ნაწილობრივ გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძული ხაზი და შეეჯახა ქვეით გ--------- მ-------–---–ს, რომელიც იდგა გზის გამყოფ ორმაგ უწყვეტ ღერძულა ხაზზე და ცდილობდა გაცლოდა აღნიშნულ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, გ--------- მ-------–---–მა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, სხეუ-ლის ბლაგვი შერწყმული ტრამვა შინაგანი ორგანოების და ჩონჩხის ძვლების მრავლო-ბითი დაზიანების სახით და ადგილზევე გარდაიცვალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრეს პროკურორმა დ----- ც-------ემ და მსჯავრდებულ გ------- გ--–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- ჩ-------მა.
აპელანტი, პროკურორი დ----- ც-------ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- გ--–------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივი-რებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ------- გ--–-----ე ავტომანქანას მართავდა მართვის უფლების გარეშე, არ არის ანაზღაურებული მისი ქმედებით გამოწვეული ზიანი, ბოდიშიც კი არ მოუხდია დაზარალებულის უფლებამო-ნაცვლისათვის. მის მიმართ დანიშნული მინიმალური სასჯელი არ შეესაბამება მსჯავ-რდებულის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელე-ბას. გ------- გ--–-----ე საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ავტომანქანა, ამიტომ მითითება თითქოს მან ითანამშრომლა გამოძიებასთან არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გა-მოყენება ვერ გამორიცხავს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, ასევე ვერ იქნება დამაფიქრებელი გ------- გ--–-----ისათვის, რათა უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და შესაბამისად ვერ შეუწყობს ხელს სასჯელის მიზნების მიღწევას.
აპელანტი, მსჯავრდებულ გ------- გ--–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ----- ჩ-------ი თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- გ--–-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის ჩათვლას პირობით, ან ალტერნატივის სახით ითხოვენ გ-------- გ--–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ბრალის აღიარებით გამოცხად-და პოლიციაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან. მის მიერ ვერ მოხერხდა დაზარალე-ბული მხარისათვის ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის პოზიციის გამო.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ გ------- გ--–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- ჩ-------მა, რომელიც შესაგებ-ლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ----- ც-------ეს, რომელიც ითხოვს გ------- გ--–-----ის მი-მართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– აპელანტს, მსჯავრდებულ გ------- გ--–-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატს ნ----- ჩ-------ს, რომლებიც მხარს უჭერენ თავიანთ სააპელაციო საჩივარს და ითხოვენ მის დაკმაყოფილებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამა-რთლოს მსჯავრდებულ გ------- გ--–-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხ-ლის მეექვსე ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- გ--–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მო-თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხა-სიათის, ხარისხისა და დანაშაულებრივი ქმედების შედეგის (გარდაიცვალა ადამიანი) გათვალისწინებით გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს საუარესო ცვლი-ლება, გ------- გ--–-----ეს დანიშნული სასჯელი უნდა გაუმკაცრდეს 01 (ერთი) წლით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო სა-ჩივრის მოტივაციას მსჯავრდებულ გ------- გ--–-----ის მიმართ შეფარდებული სას-ჯელის მთლიანად ან ნაწილობრივ პირობით ჩათვლის თაობაზე.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უენდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------- გ--–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
გ------- გ--–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ გ------- გ--–-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 01 აგვისტოდან – მისი დაკავების მომენტიდან.
გ------- გ--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.
ნივთმტკიცებები – პლასტმასის ორი ნატეხი დალუქული 01 პაკეტად N----------, მოწითალო ფერის ლაქა დალუქული 01 პაკეტად N----------, რომლებიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმე-ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – მოწითალო ფერის ბოტასი, დალუქული 01 პაკეტად N----------, მოწითალო ფერის ბოტასი, დალუქული 01 პაკეტად N----------, სათვალე, სათვალის შუშის თვალი და ბოტასში ჩასაფენი დალუქული 01 პაკეტად N----------, სათვალის თვალი დალუქული 01 პაკეტად N----------, სათვალის ტარი და შუშის ნაწილაკები დალუქული 01 პაკეტად N N----------, სამსუნგის ტელეფონის აპარატი და საათი ტყავის სამაჯურით დალუქული 01 პაკეტად N----------, ბეჭედი დალუქული 01 პა-კეტად N-----------, გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული გ--------- მ--------–---–ის ტანსაცმელი დალუქული 1 პაკეტად N-----------, რომლებიც ინახება საპატ-რულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში, გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული შემთხვევის მონაწილე „პორშე კაიენის“ მოდელის ავტო-მობილი სახელმწიფო ნომრით S--------, რომელიც განთავსებულია ქუთაისის სპეც. საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მესაკუთრეებს ან მათ წარმო-მადგენელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი და ამოღების ამსახველი ფოტოსურათები 03 ცალი DVD დისკი, შენა-ხულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე : marine imerliSvili