განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
080100118002720398
ინსტანცია
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-14-2020 წელი

№080100118002720398

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი-ლე გ------- ც-------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- ც-------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ----------–---–-----–-----------------ში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

გ------- ც-------–---–ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქა-რის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ-------–---–-----–----------------ში მდებარე სახლში, გ------- ც-------–---–ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყო-ფილ მეუღლეს ნ-----–-- მ-------–---–ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციე-ლების საფუძვლიანი შიში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით გ------- ც--------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- ც-------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ პოლიციის მუშაკებმა ი---- ა-----ემ, ბ----- ა---–------მა, უ–---- კ-----ემ და გ---- ლ------მ სასამართლოს უჩვენეს, რომ შეტყობინების გამო ქ-------–---–-----–--ის ქუჩაზე გამოცხადებისას მათ დახვდათ შეშინებული და ანერვიულებული ნ-----–-- მ-------–---–ი, რომელიც მათ მო-უყვა, რომ ცოტა ხნის წინ მას ცემით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფი-ლი მეუღლე გ------- ც-------–---–ი. მან ასევე მოუყვა პოლიციის მუშაკებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე ნასამართლევია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, ამიტომ მან მუქარა აღიქვა რეალურად. მათ ადგილზევე დააკავეს გ------- ც-------–----–ი.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა გ------- ც-------–----–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- კ--–---მა, რომლებიც შესა-გებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განა-ჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა ნ-----–-- მ-------–---–მა და არასრულწლოვნმა მოწმეებმა თ-------- და დ-------- ც-------–---–ებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს მათ-თვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინა-აღმდეგ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ბ----- ა---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის ინიციატორიც იყო ნ-----–-- მ-------–---–ი, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ქ----------–--–-----–----------------ში. სახლში იმყოფებოდა ნ-----–-- მ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე გ------- ც-------–---–ი ემუქრებოდა მას ცემით. ქალ-ბატონი იყო შეშინებული. მითითებულ დროს გ------- ც-------–---–იც იმყოფებოდა სახლში. დაზარალებულის განცხადების საფუძველზე გ------- ც-------–---–ი დააკავეს ბრალდებულის სახით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ---- ლ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ქ----------–--–-----–--ის ქუჩაზე, სადაც დაზარალებული ნ-----–-- მ-------–---–ი ითხოვდა დახმარებას ოჯახურ კონ-ფლიქტთან დაკავშირებით, ადგილზე მისვლისას ბინაში იმყოფებოდნენ დაზრალე-ბული ნ-----–-- მ-------–---–ი და ბრალდებული გ------- ც-------–---–ი, მდგომარეობა იყო მშვიდი, დაზარალებულის გადმოცემით მას ყოფილი ქმარი ემუქრეოდა. ვინაიდან გ------- ც-------–---–ი წარსულში ნასამართლევი იყო ოჯახური ძალადობისთვის, იგი ადგილზე დააკავეს. მოწმის განმარტებით, ის რაიმე მუქარის ან ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, მხოლოდ დაზარალებულის განცხადების საფუძველზე მოხდა გ------- ც--------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ–---- კ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის ინიციატორიც იყო ნ------–-- მ-------–---–ი, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ქ---------–--–-----–-----------------ში. სახლში იმყოფებოდა ნ-----–-- მ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- ც-------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხ-ყოფა და ემუქრებოდა ცემით. დაზარალებული იყო აღელვებული და შეშინებული, ამ-ბობდა, რომ ის მუქარას შეასრულებდა ვინაიდან წარსულში გასამართლებული იყო ოჯახური ძალადობისთვის. მოწმის განმარტებით, ბრალდებული იმ დროს იმყოფებო-და მითითებულ მისამართზე, ეზოში. მისი დაკავება მოხდა დაუყოვნებლივ. ბრალდე-ბულის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფრო-სის მოადგილის ი---- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის ინიციატორიც იყო მოქალაქე ნ-----–-- მ-------–---–ი, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ქ---------–--–-----–----------------ში. სახლში იმყოფებოდა ნ-----–-- მ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- ც-------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, კერძოდ ეუბნებოდა, რომ „დაუმტვრევ-და სახეს“ დაზარალებული იყო აღელვებული და შეშინებული, ამბობდა, რომ ის მუქა-რას შეასრულებდა. მოწმის განმარტებით, გ------- ც-------–---–ის შესახებ მისთვის ცნობილია, იგი წარსულში გასამართლებული იყო ოჯახური ძალადობისთვის. მოწმის განმარტებით მოხდა გ------- ც-------–---–ის ადგილზე დაკავება. მისი მხრიდან ადგი-ლი არ ჰქონია რაიმე სახის წინააღმდეგობას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გ------- ც-------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში თავი დამნაშავედ არ სცნო მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებაში და განმარტა, რომ მასსა და დაზარალე-ბულ ნ-----–-- მ-------–---–ს შორის, რომელიც არის მისი ყოფილი მეუღლე კონფლიქტი წარმოიშვა მხოლოდ სოციალურ ნიადაგზე. კერძოდ, განქორწინების შემდეგ ნ-----–-- მ-------–---–ი და მათი ოთხი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს ბრალდებულის სახლში, ხოლო თვითონ ბრალდებული ძირითადად იმყოფება ქ.თბილისში სამუშაოდ, სადაც მუშაობს ფიზიკურად. დაბრუნების შემდეგ მივიდა შვილების სანახავად ქ. ქ--------–--–-----–--ის ქუჩაზე. კონფლიქტის დროს, რომელიც იყო მხოლოდ სიტყვიერი, მან დაზარალებულს უთხრა, რომ გაუარესდებოდა მისი მდგომარეობა, მაგრამ აღნიშნული მან უთხრა ნ-----–-- მ-------–---–ს არა იმ კუთხით, რომ რაიმეს დაუშავებდა, არამედ იმ კუთხით, რომ თუ მარტო ცხოვრებას აპირებდა, იოლი არ იქნებოდა ოთხი შვილის გაზრდა და შესაბამისად მისი მდგომარეობა დამძიმდებოდა, როგორც მარტოხელა დედის. სხვა არანაირი კონტექსტი მის ნათქვამს არ ჰქონია და მიეცა არასწორი ინტერ-პრეტაცია. ბრალდებულმა განმარტა, რომ თუ კი რაიმეს დაშავება უნდოდა ყოფილი ცოლისათვის ამას დაუბრკოლებლად შეძლებდა, მაგრამ ამის არც სურვილი და არც განზრახვა არ ჰქონია. სიტყვები, რომელიც მან ნ-----–-- მ-------–---–ს უთხრა, მხოლოდ აღელვების ნიადაგზე წარმოთქმული იყო და არც ერთ შემთხვევაში არ შეიცავდა მუქარას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადგენი-ლია, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება შს ქუთაისის საქალაქო სამმართ-ველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, რომლის თანახმად ქ.ქ-------–---–-----–----------------ში განხორციელდა ნ-----–-- მ-------–---–ზე მუქარა.

საქმეში არსებული, №------- შეტყობინების თანახმად დადგენილია, რომ 03.10.2018 22:14 საათზე, მიღებულ იქნა შეტყობინება შს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, შსს სპდ სახაზო-საპატრულო ეკიპაჟის მიერ, რომლის მიხედვით დახმარებას ითხოვს ნ-----–-- მ-------–---–ი, ვინაიდან მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ გ-------- ც-------–---–მა.

საქმეში არსებული, №------- შეტყობინების თანახმად დადგენილია, რომ 03.10.2018 წ. 20:59:45 საათზე, მიღებულ იქნა შეტყობინება შს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, ნ------–-- მ-------–---–ის მიერ, მეუღლის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, მეუღ-ლე აპირებს მისი სახლიდან გაგდებას.

საქმეში არსებული, №------- შეტყობინების თანახმად დადგენილია, რომ 03.10.2018 წ. 21:14:05 საათზე, შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილე-ბაში შესულია ანონიმური შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ---------–----–-----–--ის ქუჩაზე იმყოფება სტუმრად და მეზობლად არის ოჯახური კონფლიქტი.

საქმეში არსებული, №------- შეტყობინების თანახმად დადგენილია, რომ 03.10.2018 23:17 საათზე, მიღებულ იქნა შეტყობინება შს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, ვინმე თ------- აცხადებს, რომ იმყოფება ქ---------–--–-----–--ის ქუჩაზე და მეზობლად მდებარე სახლიდან ესმის ხმაური ხმა, მისი აზრით შესაძლოა იყოს ოჯახური კონფლიქტი.

საქმეში არსებული, 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგე-ნილია, რომ გ------- თ------ს ძე ც-------–---–ი დააკავეს 2019 წლის 03 ოქტომბერს 21:35 საათზე, ბრალდებულის სახით.

საქმეში არსებული, 2018 წლის 3 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერის №------ ოქმის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლს წარმოადგენს ნ-----–-- მ-------–---–ი, ხოლო სავარა-უდო მოძალადეა გ------- ც-------–---–ი.

გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სააპელა-ციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივირებას გ------- ც-------–----–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალ-დების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლე-ბიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში და რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა გ------- ც-------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

ბრალდების მხარის მიერ გ------- ც-------–---–ის მიმართ ბრალის მადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებებია პოლიციის მუშაკების ი---- ა-----ის, ბ----- ა----–------ის, უ–---- კ-----ისა და გ---- ლ------ს ჩვენებები.

გ------- ც-------–---–ის მიერ ნ-----–-- მ-------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციე-ლებაზე მიუთითებს მხოლოდ მოწმეების – ი---- ა-----ის, ბ----- ა---–------ის, უ–----- კ-----ისა და გ---- ლ------ს ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილ-ველნი და გადმოსცემენ ნ-----–-- მ-------–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდე-ნად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამ-დენად უტყუარია მათთვის ნ-----–-- მ-------–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

თავად ნ-----–-- მ-------–---–მა და არასრულწლოვანმა მოწმეებმა თ-------- და დ--------- ც-------–---–ებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს მათთვის კანო-ნით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება გ------- ც-------–---–ის წინააღმდეგ. შესაბამისად, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ც--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული სიცოცხლის მოს-პობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსა-ხილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომ-ჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით ქმედების ჩადენით: სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების გა-ნადგურების მუქარით.

დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელე-ბა, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუციელებლი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწ-ვევა. თუ ასეთი შიში მას არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

საკითხის გადაწყვეტისას გაუჩნდა თუ არა პირს მუქარის განხორციელების საფუძვლია-ნი შიში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს როგორც ობიექტური (მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოუკიდებულება დამ-ნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, პირის შეიარაღება მუქარის განხორციელებისას . . . ), ასევე სუბიექტური კრიტერიუმები. სუბიექტური კრიტერიუმი ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს ასეთი შიში. თუ იმას, ვისაც ემუქრებიან, ეს შიში არ გასჩენია, მუქარა საფუძვლიანი შიშის მომგვრელიც რომ იყოს, დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს. კონკრეტულ შემთხვევაში ნ-----–-- მ-------–---–მა ჩვენება არ მისცა სასამართლოს. ამდენად, შეუძლებელია დადგინდეს გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის დადგენის გარეშე კი შეუძლებელია გ------- ც-------–----–ს შეერაცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ც-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერე-ბელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ-------- ც-------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი გ------- ც-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩე-ნი გ------- ც-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

გ------- ც-------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს გ------- ც-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ყადაღა, გირაოს უზრუნველსაყოფად, მ---- ზ--------–---–ის (პ/ნ –5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ხ-----------------------–-------------–ში (საკადასტრო კოდი – 3-----------).

გამართლებულ გ------- ც-------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხ-ლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili