განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
521210019002968949
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 521210019002968949

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-956 12 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე): მ----- ბ----–--

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): მ----- ნ-------

წარმომადგენელი: დ----- მ---------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. მ----- ნ-------მ (შემდგომში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელით მიმართა ჩოხატაურის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხედ მ----- ბ----–-- (შემდგომში: მოპასუხე, აპელანტი) მიუთითა და ითხოვა მოპასუხისათვის, მ----- ნ-------ს სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით 3108 ლარის, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მომზადებისათვის 372.96 ლარისა და სპეციალური ავტოსაჯარიმო სადგომ შპს ,,ბათ - ავტო 23“-ზე ავტომანქანის განთავსების ხარჯის 275 ლარის დაკისრება;

2. მოსარჩელის განმარტებით: 2019 წლის 27 იანვარს, მოპასუხე მ----- ბ----–--მ მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა და შეეჯახა მ----- ნ-------ს კუთვნილ ავტომანქანას ,,N-----------'', სახელმწიფო ნომრით TF 414 FT. იმავე დღეს შედგა სამართალდარღვევის ოქმი Nენ 012699, რომლითაც მოპასუხე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევ პირად. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხემ არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ავტომანაქანაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა - 3 108 ლარი. მოსარჩელის ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე, რა დროსაც გადახდილი იქნა - 275 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მართალია ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაზიანდა მ----- ნ-------ს ავტომანქანა, მოხდა მ----- ბ----–--ს ბრალით, თუმცა ზიანის ოდენობა, რასაც მოსარჩელე მიუთითებს არარეალურია. რეალურად კი დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისთვის საჭირო არის თანხა - 600 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

4. ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მ----- ნ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ----- ბ----–--ს მ----- ნ-------ს სასარგებლოდ დაეკისრა - 3108 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის სანაცვლოდ - 372.96 ლარისა და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომის ხარჯის - 275 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე მ----- ბ----–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა.

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5. 2019 წლის 27 იანვარს, მოპასუხე მ----- ბ----–--მ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა და შეეჯახა მ----- ნ-------ს კუთვნილ ავტომანქანას ,,N-----------'', სახელმწიფო ნომრით T------.

6. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2019 წლის 27 იანვარს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საჯარიმო ქვითარი Nენ 012699, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 6.2 და 7.8 ნაწილებით, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა მძღოლი მ----- ბ----–--.

7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 14 თებერვლის N000985319 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ 2005 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ ,,N-----------''-ზე, სახელმწიფო ნომრით T------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 3108 ლარს.

8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 14 თებერვლის N000985319 დასკვნით დადგენილია, რომ მ----- ნ-------ს ავტომანქანაზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 3108 ლარს.

9. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სპეციალური ავტოსაჯარიმო სადგომ შპს ,,ბათ-ავტო 23“ -ზე ავტომანქანის განთავსებისათვის მ----- ნ-------ს მიერ გადახდილი იქნა - ჯამში 275 ლარი, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მომზადებისათვის 372.96 ლარი.

10. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992, 999.1 მუხლებზე.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

11. დასახელებული გადაწყვეტილება, ზიანის ოდენობის ნაწილში სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოპასუხე მ----- ბ----–--ს მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ითხოვა და განმარტა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა არ შეადგენს 3108 ლარს, და ამ ოდენობის თანხა ზიანი ანაზღაურების მიზნით, მას არ უნდა დაკისრებოდა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხა არაგონივრული და არარეალურია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

13. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

14. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ----- ნ-------ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები .

15. დადგენილია, რომ 2019 წლის 27 იანვარს, მოპასუხე მ----- ბ----–--მ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა და შეეჯახა მ----- ნ-------ს კუთვნილ ავტომანქანას ,,N-----------'', სახელმწიფო ნომრით T------.

16. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2019 წლის 27 იანვარს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საჯარიმო ქვითარი Nენ 012699, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 6.2 და 7.8 ნაწილებით, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა მძღოლი მ----- ბ----–--. (ს.ფ. 23)

17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2019 წლის 14 თებერვალს შედგენილი იქნა N000985319 დასკვნა. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2005 წელს დამზადებული მსუბუქი ავტომობილის ,,N-----------'', სახელმწიფო ნომრით T------, აღდგენისათვის საჭირო, საორიენტაციო ღირებულება შესაცვლელი დეტალებისა და ჩასატარებელი სამუშაოს გათვალისწინებით შეადგენს - 3108 ლარს (ს.ფ.14-21).

18. ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია ავტომანქანის დაზიანებები, რაც დადგინდა ვიზუალური დათვალიერებით. კერძოდ: ავტომანქანას ,,N-----------''-ს, სახელმწიფო ნომრით T------, უკანა, წინა და მარცხენა მხარეს აღენიშნება ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები, რთული და საშუალო დეფორმაციების სახით, კერძოდ დაზიანებულია უკანა ბამპერი, უკანა მარცხენა ფრთა, უკანა მარჯვენა მაშუქი და სხვა (ს.ფ.17) .

19. ამავე დაზიანებებზე მიუთითებს სამართალდარღვევისთვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების, 2018 წლის 29 სექტემბრის მიღება - ჩაბარების აქტი. კერძოდ მითითებულ აქტში ასახულია თუ რა გარეგნული დაზიანებები გააჩნდა ავტომანქანას ჩაბარებისას. ესენია: უკანა ფარი, უკანა ბამპერი, საბარგულის კარი, მარცხენა ორივე კარი. (ს.ფ.25).

20. ლარი.მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდეგენილი ექსერტიზის დასკვნის საპირისპირო, საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რის გამოც პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----- ნ-------ს ავტომანქანის აღდგენისთვის საჭირო თანხას შეადგენს - 3108 ლარი.

21. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სპეციალური ავტოსაჯარიმო სადგომ შპს ,,ბათ-ავტო 23“ -ზე ავტომანქანის განთავსებისათვის მ----- ნ-------ს მიერ გადახდილი იქნა - ჯამში 275 ლარი (ს.ფ.24-241), ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მომზადებისათვის 372.96 ლარი (ს.ფ.22).

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

22. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“.

23. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება დაეკისრება პირს, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ამ მოქმედების განმახორციელებელ პირს მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში ეს ყოველივე კი წარმოადგენს საკმარის საფუძველს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის.

24. იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში მ----- ბ----–--ს მიუძღვის ბრალი, პალატა მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელე მხარის მ----- ნ-------ს მოთხოვნა მ----- ბ----–--სათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

25. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატა მიუთითებს,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

26. საქმეზე შკრებილი მტკიცებულებებით, მოსარჩელე მხარემ შეძლო დადასტურება იმისა, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 3108 ლარს, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი ვერ გააქარწყლა მოპასუხე მხარემ.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

28. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, მ----- ბ----–--ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

29. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ----- ბ----–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე