განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002018813
საქმე N3ბ/1750-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ-------- ს-----------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. დ-------- ს-----------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–----------------- განკარგულებისა და 2----–-–------------–------- ოქმის ბათილად ცნობა; ასევე მოპასუხისათვის დ-------- ს-----------ის 2016 წლის 20 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი 354 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ განკარგულების გამოცემის დავალება.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ-------- ს-----------ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------- სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება დ-------- ს-----------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, იმავე კომისიის 2----–-–----------------- განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დ-------- ს-----------ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დ-------- ს-----------ემ 2016 წლის 20 სექტემბერს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N--------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, გ-----–-–---–-- ქ N---ში მდებარე, კუთვნილი, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა (ს.ფ. 93-94).
2.2. დ-------- ს-----------ის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გადაუგზავნა. პასუხად, აღნიშნული სამსახურის 2017 წლის 9 მარტის წერილით კომისიას ეცნობა, რომ დ-------- ს-----------ის განცხადებით მითითებული, ქალაქ თბილისში, გ-----–-–---–-- ქუჩა N---ში მდებარე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, საცხოვრებელ ზონაში იყო მოქცეული (ს.ფ. 91).
2.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------- სხდომაზე დ-------- ს-----------ის 2016 წლის 20 სექტემბრის N--------- განცხადება არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ 2005, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოების მიხედვით არ დასტურდებოდა დ-------- ს-----------ის მიერ მისი კუთვნილი ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი (ს.ფ. 83-88).
2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–----------------- განკარგულებით დ-------- ს-----------ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, გ-----–-–---–-- ქ N---ში მდებარე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების მიხედვით, აეროფოტოგადაღებით დადგინდა, რომ დ-------- ს-----------ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით და ამდენად, არ დასტურდებოდა დ-------- ს-----------ის მიერ შესაბამისი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (ს.ფ. 81-82).
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტით, მე-5 და მე-601 მუხლებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ", ,,ე" პუნქტებით, მესამე მუხლის მეორე პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, მე-4 მუხლით, მე-51 მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მე-7 პუნქტებით, მე-76 მუხლებით.
4.1 პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა იქნეს შეფასებული, გააჩნდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელისათვის მის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლო ჩათვალა, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხემ სადავო აქტით მოსარჩელის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე უარყო.
4.3. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, გ-----–-–---–-- ქ N--- ში, მდებარე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ-------- ს-----------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე მსჯელობისას კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სათანადოდ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, ქალაქ თბილისში, გ.ავალაშვილის ქ N---ში მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთის დ-------- ს-----------ის მიერ ფლობის დასადასტურებლად მოპასუხეს დ-------- ს-----------ის განმარტება, საკადასტრო აზომვითი ნახაზები, საჯარო რეესტრის ამონაწერი, ორთოფოტოები, ფოტოსურათები და მოწმეთა განცხადებები (ს.ფ. 94, 100, 102, 103-104, 105, 106, 107-114) წარედგინა. აღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობის გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ საქმის წარმოებისას გამოვლენილი არ ყოფილა. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთად ვერ ჩაითვლება 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოები (ს.ფ. 123-126) და მოპასუხის მითითება მასზე, რომ ხსენებულ ორთოფოტოებზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ღობით შემოსაზღვრა არ ჩანს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ ორტოფოტოებზე ღობე არ ჩანს არც მოსარჩელის კუთვნილ და არც მის მიერ თვითნებურად დაკავებულად მითითებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა ამ უკანასკნელის ნაწილი ცხადად აღიქმება მოსარჩელის კუთვნილ N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთთან ერთიან სივრცედ, რაც დ-------- ს-----------ის მიერ მის თვითნებურად დაკავების ფაქტზე მიუთითებს. ამასთან, დ-------- ს-----------ის განმარტებით, მიწის ნაკვეთის დახრისა და ხშირი წვიმების გამო მის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა, რაც გამორიცხავდა კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობას მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ათვისების გარეშე. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, მან გაამაგრა კუთვნილი მიწის ნაკვეთი მომიჯნავე ნაკვეთზე ბეტონის ჩასხმით, დარგო მრავალწლოვანი ნარგავები, გააშენა ბაღი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩაანაცვლა ახალი კულტურებით და ეწეოდა სხვა სამეურნეო საქმიანობას (2018 წლის 14 თებერვლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი); ყოველივე აღნიშნული გარემოებების გამო პირველი ინსტანციის სასამართლო ჩათვალა მოპასუხის მიერ ადგილზე გამოკვლევის ფაქტი საქმის მასალებიდან არ ირკვევა.
4.4. პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას საკუთრების აღიარებაზე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. სააპელაციო საჩივრის ავტორმა წარმოდგენილი საჩივარში იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, იმავე კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 394-ე მუხლის ,,ე" და ,,ე1" პუნქტებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტით, მე-11 მუხლის მეორე, მე-3 და მე-5 პუნქტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმეზე Nბს-311-307(2კ-14)).
5.2. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ დ-------- ს-----------ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 1994 წლიდან ფლობის ფაქტს, თუმცა საქმეში წარდგენილი ორთოფოტოებით არ დგინდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნით (ღობით). ამდენად აპელანტი მიიჩნევს, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებებს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს. აპელანტი აღნიშნავს, საქმეში წარდგენილი ქვითრები ვერ მიიჩნევა რელევანტურ მტკიცებულებად, ვინაიდან დათარიღებულია 2010, 2011 და 2016 წლებით. შესაბამისად აღნიშნული არ მიუთითებს მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობასა და სარგებლობაზე. აპელანტი აღნიშნავს, პირველი ინსტანციაში საქმის განხილვისას ყურადღება გამახვილდა თითოეულ მტკიცებულებაზე, მათ შორის ორთოფოტოზე, თუმცა სასამართლომ მიიღო სრულიად ალოგიკური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ვერ დგინდება რეალურად რა გახდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5.3. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ ყოფილა გაანალიზებული დასახელებული საპროცესო ნორმის რეალური შინაარსი; გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითებული თუ რა გარემოება არ გამოიკვლია ან რომელი მტკიცებულება არ შეაფასა კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი და ბუნდოვანი განმარტებით, კომისია ეყრდნობოდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტში მოცემულ დასკვნას, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი პოზიცია არ იქნა წერილობით ასახული სადავო აქტში, არ ქმნიდა მისი ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალების საფუძველს. აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რაც დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. თუკი სასამართლო არ ეთანხმებოდა ფაქტობრივი გარემოებების მოპასუხისეულ შეფასებას, ვალდებული იყო თავად მიეთითებინა შესაბამისი სამართლებრივი დასკვნები მიღებულ გადაწყვეტილებაში.
5.4. აპელანტი ასევე თვლის, რომ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დანაწესების მიუხედავად სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება რაც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდან ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ისე მატერიალური ნორმების დარღვევით, საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
5.5. სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და რაც მთავარია ვერ უზრუნველყო მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა აპრიორი სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც შესაძლებელია არ წარმოადგენდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსარჩელეს უქმნიდეს ნათელ წარმოდგენას მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის/უსაფუძვლობის თაობაზე.
6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. სააპელაციო პალატა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს იმავე სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
7.1. დ-------- ს-----------ემ 2016 წლის 20 სექტემბერს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N--------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, გ-----–-–---–-- ქ N---ში მდებარე, კუთვნილი, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა (ს.ფ. 93-94).
7.2. დ-------- ს-----------ის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გადაუგზავნა. პასუხად, აღნიშნული სამსახურის 2017 წლის 9 მარტის წერილით კომისიას ეცნობა, რომ დ-------- ს-----------ის განცხადებით მითითებული, ქალაქ თბილისში, გ-----–-–---–-- ქუჩა N---ში მდებარე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, საცხოვრებელ ზონაში იყო მოქცეული (ს.ფ. 91).
7.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------- სხდომაზე დ-------- ს-----------ის 2016 წლის 20 სექტემბრის N--------- განცხადება არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ 2005, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოების მიხედვით არ დასტურდებოდა დ-------- ს-----------ის მიერ მისი კუთვნილი ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი (ს.ფ. 83-88).
7.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–----------------- განკარგულებით დ-------- ს-----------ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, გ-----–-–---–-- ქ N---ში მდებარე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების მიხედვით, აეროფოტოგადაღებით დადგინდა, რომ დ-------- ს-----------ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით და ამდენად, არ დასტურდებოდა დ-------- ს-----------ის მიერ შესაბამისი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (ს.ფ. 81-82).
8.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა იქნეს შეფასებული, გააჩნდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელისათვის მის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
8.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხემ სადავო აქტით მოსარჩელის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე უარყო.
8.3. სააპელაციო პალატა ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას იმის შესახებ, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, გ-----–-–---–-- ქ N--- ში, მდებარე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ-------- ს-----------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე მსჯელობისას კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სათანადოდ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, ქალაქ თბილისში, გ.ავალაშვილის ქ N---ში მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 354 კვ.მ მიწის ნაკვეთის დ-------- ს-----------ის მიერ ფლობის დასადასტურებლად მოპასუხეს დ-------- ს-----------ის განმარტება, საკადასტრო აზომვითი ნახაზები, საჯარო რეესტრის ამონაწერი, ორთოფოტოები, ფოტოსურათები და მოწმეთა განცხადებები (ს.ფ. 94, 100, 102, 103-104, 105, 106, 107-114) წარედგინა. აღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობის გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულებები კი მოპასუხის მიერ საქმის წარმოებისას გამოვლენილი არ ყოფილა. ამასთან, ასეთად ვერ ჩაითვლება 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოები (ს.ფ. 123-126) და მოპასუხის მითითება მასზე, რომ ხსენებულ ორთოფოტოებზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ღობით შემოსაზღვრა არ ჩანს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად აღნიშნა, რომ ორტოფოტოებზე ღობე არ ჩანს არც მოსარჩელის კუთვნილ და არც მის მიერ თვითნებურად დაკავებულად მითითებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა ამ უკანასკნელის ნაწილი ცხადად აღიქმება მოსარჩელის კუთვნილ N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთთან ერთიან სივრცედ, რაც დ-------- ს-----------ის მიერ მის თვითნებურად დაკავების ფაქტზე მიუთითებს. ამასთან, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაითვალისწინა დ-------- ს-----------ის განმარტება, რომლის შესაბამისად მიწის ნაკვეთის დახრისა და ხშირი წვიმების გამო მის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა, რაც გამორიცხავდა კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობას მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ათვისების გარეშე. კერძოდ, მან გაამაგრა კუთვნილი მიწის ნაკვეთი მომიჯნავე ნაკვეთზე ბეტონის ჩასხმით, დარგო მრავალწლოვანი ნარგავები, გააშენა ბაღი, რომელიც დროთა განმავლობაში ჩაანაცვლა ახალი კულტურებით და ეწეოდა სხვა სამეურნეო საქმიანობას.
8.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას საკუთრების აღიარებაზე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე