განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
060100119003166503
ინსტანცია
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060100119003166503

საქმე №1/ბ-31-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ ვ-–--------ის ზე ჩ--------ს მიმართ, დაბადებული: 13.11.1973 წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ოჩამჩირე, ა----ის ქ.N20; მცხოვრები: სამტრედიის რაიონი სოფელი დ-------ი.

 

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით თ------ ჩ--------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ------ ჩ--------მ, ქ. სამტრედიაში მდებარე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, დასაკეცი დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ----- ე---–----–---–ს, რომელსაც აღნიშნულით გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით თ------ ჩ--------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 1 წელი, რაც ჩაეთვალა 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. თ------ ჩ-------- იყო რა ნასამართლევი განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, ქ.სამტრედიაში მდებარე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს ქარხნული წესით დამზადებულ დასაკეც დანას, რაც 2019 წლის 13 ივნისს მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა სამტრედიის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით თ------ ჩ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ------ ჩ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ------ ჩ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ თ------ ჩ--------ს მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ------ ჩ--------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----- ე---–----–---–ის ჩვენებით; მოწმეების: დ----- ს----–---–ის; რ----- ძ---–--ის; კ------- ნ-----ს; გ------ი შ--–-----ის; გ--- მ------–---–ის და ნ--- დ--–---–---–ის ჩვენებებით; დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ნივთის ამოცნობის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N1---–- დასკვით; ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N5--------- დასკვნით; გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით; სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრით სადაოდ არ გაუხდია.

ამდენად, მსჯავრდებულ თ------ ჩ--------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ თ------ ჩ--------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ------ ჩ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი თ------ ჩ--------ს მიმართ დარჩეს უცვლელად:

თ------ ჩ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ------ ჩ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს წინა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ------ ჩ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

თ------ ჩ--------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 13 ივნისიდან.

თ------ ჩ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ორმოცდაათ თეთრიანი მონეტა ხელჩანთა და მზის სათვალე, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თ------ ჩ--------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი დანა, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე- თეიმურაზ სვანიძე