განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2323-19
№330310018002715607
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
12 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: სალომე გოგოლაძე
აპელანტი (მოპასუხე): სსიპ ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ უფლებამონაცვლე);
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): დ----- გ--------–---–ი;
წარმომადგენლები: ქ-------------–---–-, ნონა ასკილაშვილი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ, მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სრულად.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მოწინააღმდეგე მხარე: დ----- გ--------–---–ი და მისი წარმომადგენლები წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს. მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სააპლაციო საჩივარი, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით: 1) დ----- გ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. 2) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N01-866/ო ბრძანება. 3) მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----- გ--------–---–ის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, 2014 წლის 28 ოქტომბერს, დ----- გ--------–---–ის (პ/ნ: 5----------) სახელზე გაიცა დევნილის მოწმობა №A313450, რომლითაც დგინდება, რომ იგი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
3.3. დ----- გ--------–---–მა, 2017 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. განმცხადებელმა ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: გ----ი, ა----–-----–------------ (ყოფ. პოლიციის შენობა). საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში ოჯახის შემადგენლობაში მითითებული იქნა: თავად - დ----- გ--------–---–ი, მეუღლე - ე---------- ი----------ი, შვილი - ც------ გ--------–---–ი, მამა - ვ-–-------- გ--------–---–ი და დედა - ხ------- ფ--------–---–-.
დადგენილია, რომ დ----- გ--------–---–ის ოჯახს, 2017 წლის 9 ივნისს, გადამოწმების შედეგად მიენიჭა 5 ქულა. კრიტერიუმების შეფასების განყოფილებაში ასევე მითითებულია შენიშვნის სახით, რომ დ----- გ--------–---–ს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი და მშობლები, განაცხადს აკეთებს მათთან და არადევნილ მეუღლესთან - ე---------- ი----------თან ერთად. მამას საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობით, გ----ში, სოფ. გ----------------ში.
დ----- გ--------–---–მა, 2017 წლის 19 სექტემბერს დამატებით მიმართა სამინისტროს და მიუთითა, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს შეეძინათ ვაჟი - ე-----–- გ--------–---–ი და მოითხოვა დაემატებინათ იგი მისი ოჯახის შემადგენლობაში.
3.4. 2017 წლის 15 სექტემბერს და შემდგომ, 2018 წლის 17 აპრილს განხორციელდა დ----- გ--------–---–ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი მისამართზე: გ----ი, ა----–-----–------------ (ყოფ. პოლიციის შენობა). მონიტორინგის განხორციელების შედეგად დადგენილი იქნა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ - დ----- გ--------–---–ის მშობლები, კერძოდ მამა - ვ-–-------- გ--------–---–ი და დედა - ხ------- ფ--------–---–-. თავად დ----- გ--------–---–ი, მეუღლესთან - ე---------- ი----------თან და შვილებთან - ც------ და ე-----–- გ--------–---–ებთან ერთად ცხოვრობენ ე---------- ი----------ის მშობლების სახლში - ქ. გ----ში, თელავის ქ. №1ა-ში.
3.5.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №26 საოქმო გადაწყვეტილებით დ----- გ--------–---–ს (პ/ნ: 5----------; ს/ნ: 0--------) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე საკუთრების გამო.
3.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის №04/62332 წერილით დგინდება, რომ დ----- გ--------–---–ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის მიზნით შევსებული განაცხადი განხილული იქნა დევნილთა შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე (ოქმი №26) და უარი ეთქვა განაცხადში შეყვანილი მამის - ვ-–-------- გ--------–---–ის სახელზე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის გამო. ამავე წერილით დგინდება, რომ აღნიშნული სახლი რეალურად მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე - მის: გ----ი, სოფ. გ----------------- (ს/კ: 66.51.03.0--).
3.7. საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 22 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: გ----ი, სოფ. გ-----------------, დაზუსტებული ფართით: 2003.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.51.03.0--, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ-–-------- გ--------–---–ის სახელზე. ხოლო 2018 წლის 13 ივლისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ფიქსირდება - ც---–- ა------ი.
3.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის №01- 866/ო ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №26), ქ. გ----ში, გ. ა-–-----–---- ქ. №1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა დ----- გ--------–---–ის (პ/ნ: 5----------) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საკუთრების გამო.
3.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2018 წლის 7 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ ვ-–-------- გ--------–---–ის (მის: ქ. გ------------–-----–---------------------------------------------------–-----1----------3) ოჯახის მოქმედ სარეიტინგო ქულას წარმოადგენდა - 69960. აღნიშნულ მისამართზე ოჯახის შემადგენლობაში შედიან: ვ-–-------- გ--------–---–ი და ხ------- ფ--------–---–-.
3.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის №MIA 0 19 00393370 წერილით დგინდება, რომ გ----ის რაიონში, სოფელ გ----------------ში, №66.51.03.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, მოქალაქე - ც---–- ა------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი (რომელიც ირიცხებოდა ვ-–-------- გ--------–---–ის სახელზე), მდებარეობს საოკუპაციო ზოლიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით. ვინაიდან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ სისტემატიურად ხორციელდება ე.წ. პატრულირება, აღნიშნულიდან გამომდინარე საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მდებარე ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მუდმივად ცხოვრება შესაძლოა იყოს გარკვეული საფრთხის შემცველი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.11. სასამართლო განმარტებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
3.12. სასამართლო მიუთითა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (2018 წლის 8 ივნისის რედაქცია), რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგ----ც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანიც), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია).
სასამართლომ მიუთითა ამავე წესის მე-6 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის 3-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ო--------აჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.
ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ო--------აცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - №8 დანართის შესაბამისად.
3.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე“, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება.
სასამართლო ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“. აღნიშნული გეგმის 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში - სახელმწიფო სტრატეგია), რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა (სახელმწიფო სტრატეგის მე-2 მიზანი).
ამავე გეგმის 1.3. პუნქტის თანახმად, აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, ხოლო 1.9. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
განიმარტა, რომ მოსარჩელე - დ----- გ--------–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისთვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განაცხადი შევსებული აქვს მშობლებთან (ვ-–-------- გ--------–---–ი, ხ------- ფ--------–---–-), მეუღლესთან (ე---------- ი----------ი) და შვილებთან (ც------ და ე-----–- გ--------–---–ები) ერთად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის №01-866/ო ბრძანებით ქ. გ----ში, გ. ა-–-----–---- ქ. №1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა დ----- გ--------–---–ის (პ/ნ: 5----------) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საკუთრების გამო. ხოლო შემდგომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის №04/62332 წერილით განემარტა, რომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განაცხადში შეყვანილი მამის - ვ-–-------- გ--------–---–ის სახელზე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი, რომელიც მდებარეობს გ----ის რაიონის სოფ. გ----------------ში (ს/კ: 66.51.03.0--).
სასამართლო განმარტებით, დ----- გ--------–---–ი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (გ----ის რაიონის, სოფ. გ-----------------) იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. სწორედ აღნიშნული გარემოების გამო მას მიენიჭა დევნილის სტატუსი და რაც აძლევს იმის უფლებას, რომ მოითხოვოს დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
სასამართლომ მოიხმო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის №MIA 0 19 00393370 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს საოკუპაციო ზოლიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით, ხოლო ვინაიდან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ სისტემატიურად ხორციელდება ე.წ პატრულირება, აღნიშნულიდან გამომდინარე საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მდებარე ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მუდმივად ცხოვრება შესაძლოა იყოს გარკვეული საფრთხის შემცველი.
შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც ზემოთ მითითებული უძრავი ქონების იძულებით დატოვების გამო მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს მიენიჭათ დევნილის სტატუსი და დღეის მდგომარეობით მდგომარეობა არ შეცვლილა და მითითებულ ტერიტორიაზე ცხოვრება ისევ არ არის უსაფრთხო, სასამართლოსთვის გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ მიზეზით, რომ ვ-–-------- გ--------–---–ს გააჩნია საკუთრება ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე.
გარდა ზემოაღნიშნული გარემოებისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ ის უძრავი ქონება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე აღარ ფიქსირდება მოსარჩელის ოჯახის წევრის - ვ-–-------- გ--------–---–ის საკუთრებაში. სადავო აქტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის №01-866/ო ბრძანების გამოცემის დროისათვის ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - გ----ის რაიონის სოფ. გ----------------- (ს/კ: 66.51.03.0--) 2018 წლის 13 ივლისიდან რეგისტრირებულია ც---–- ა------ის საკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა ადმინისტრაციული კანონმდებლობა და აქტი გამოცემული იქნა არაჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად.
3.14. აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის №01-866/ო ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი - დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად, მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----- გ--------–---–ის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სრულად.
აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.
დ----- გ--------–---–მა (პ/ნ 5----------; დამისამართებული: ქ. გ----ი, ფაქტობრივი მისამართი: ქ. გ----ი, ა----–-----–-ს ქ. №42, ყოფ. "პოლიციის შენობა") შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი ქ. გ----ში მდებარე ობიექტზე, მშობლებთან, არადევნილ მეუღლესთან ე---------- ი----------თან და შვილთან - ც------ გ--------–---–თან ერთად. მეორე შვილი - ე-----–- გ--------–---–ი დაემატა განცხადების საფუძველზე.
ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა, რომ განმცხადებლის მამას - ვ-–-------- გ--------–---–ს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, მის: გ----ის რაიონი, სოფ. გ-----------------. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული საკუთრების მეოთხედი არის ოკუპირებული. მოსარჩელის განაცხადს 2017 წლის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით მიენიჭა 5 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: სიღარიბის მაჩვენებელი - 1 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 1 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ (მკვეთრად გამოხატული) - 3.00 ქულა.
განაცხადში მითითებული გარემოებების შესწავლის მიზნით, 2018 წლის 17 აპრილს განხორციელდა მონიტორინგი ქ. გ----ში, ყოფ. "პოლიციის შენობაში", სადაც დ----- გ--------–---–ი და მისი მეუღლე მოვიდნენ სატელეფონო საუბრის შემდეგ. დადგინდა, რომ ოჯახი შედგება 2 არასრულწლოვანისაგან. განაცხადში მითითებული ოჯახის წევრი, დედა ხ------- ფ--------–---–- არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან განმცხადებლის მშობლები - 69960 ქულით, ამავე მისამართზე. მოსარჩელე (განმცხადებელი) დ----- გ--------–---–ი ე---------- ი----------თან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. თავად განმცხადებელი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს სიმამრის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, მის: ქ. გ----ი, თელავის ქ. №1-1ა, (ს/კ 66.05.11.5--). დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებისა (სხდომის ოქმი №26) და მინისტრის მოადგილის 2018 წლის 25 სექტემბრის №1-866/ო ბრძანების საფუძველზე, დ----- გ--------–---–ის ოჯახს, უარი ეთქვა ქ. გ----ში, გ. ა-–-----–---- ქ. №1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საკუთრების გამო, რომელიც, ადმინისტრაციულ ორგანოში, საკითხის განხილვის დროისათვის ფიქსირდებოდა, მოსარჩელის ოჯახის წევრის, მამის - ვ-–-------- გ--------–---–ის სახელზე (ს/კ 66.51.03.0--).
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული სახლი, რეალურად მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" შესაბამისად.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში - წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილი ოჯახი - არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში; ხოლო დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა — გულისხმობს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგ----იის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. - ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ - დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ა) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან.
განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგ----ც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ო--------რულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 — „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, სააგენტოს ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge/) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სააგენტოში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას. მინიჭებული ქულების კორექტირების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი ბარათით დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე;
ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ;
ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №9) (შემდგომში — მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ო--------რულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დანიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, "1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ამინისტრაციული წარმოების დროს".
საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით დასტურდება, რომ სამინისტრომ შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სრულად.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამ კოდექსის 382.2. მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
ამ კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
6.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №A313450 დევნილის მოწმობის (გაცემის თარიღი: 28.10.2014 წელი) თანახმად, დ----- გ--------–---–ი (დაბადების თარიღი: 03/11/1989, პ/ნ: 5----------, სარეგისტრაციო №0--------) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №A322607 დევნილის მოწმობის (გაცემის თარიღი: 21.08.2015 წელი) თანახმად, ვ-–-------- გ--------–---–ი (დაბადების თარიღი: 03/03/1957, პ/ნ: 59001082985, სარეგისტრაციო №0--------) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
6.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №A312226 დევნილის მოწმობის (გაცემის თარიღი: 16.09.2014 წელი) თანახმად, ხ------- ფ--------–---–- (დაბადების თარიღი: 23/05/1968, პ/ნ: 59001076747, სარეგისტრაციო №0--------) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
6.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს №A346360 დევნილის მოწმობის (გაცემის თარიღი: 11.12.2017 წელი) თანახმად, ე-----–- გ--------–---–ი (დაბადების თარიღი: 17/09/2017, პ/ნ: 59550018372, სარეგისტრაციო №0--------) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (იხ.ს.ფ. 21; ტ-I);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (იხ.ს.ფ. 19; ტ-I);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (იხ.ს.ფ. 20; ტ-I);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (იხ.ს.ფ. 22; ტ-I);
6.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.06.2018 წლის სხდომის N26 ოქმის თანახმად, კომისიამ, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, იმსჯელა ქ. გ----ში, გ. ა-–-----–---- ქ. Nქ-ზე მდებარე, ახლადაშენებულ კორპუსებში დარჩენილი 34 სამოთახიანი ბინის განაწილების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (N22 საკითხი), დ----- გ--------–---–ი პ/ნ 5---------- დევნილის რეგისტრაციის N 0-------- 6 5 უარი საკუთრების გამო. დაევალა დევნილთა დეპარტამენტს, გონივრულ ვადაში, დადგენილი წესის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ოქმი მიაწოდოს მინისტრს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 25.06.2018 წლის სხდომის ოქმი N26 (იხ.ს.ფ. 56-59; ტ-I);
6.6. საქმეში წარმოდგენილია დანართი N2, განცხადების N233 (შევსების თარიღი 16/01/2017წ) განმცხადებელი დ----- გ--------–---–ი (პ/ნ 5---------- დევნილის რეგისტრაციის N 025-4352). ოჯახის შემადგენლობა: ე---------- ი---------- ა/დ (მეუღლე), ც------ გ--------–---–ი (შვილი), ვ-–-------- გ--------–---–ი (მამა), ხ------- ფ--------–---–- (დედა). ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი: გ----ი, ა----–-----–-ს ქ. N42 (ყოფ. პოლიციის შენობა)
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- დანართი N2, განცხადება ( (იხ.ს.ფ. 61-62; ტ-I);
6.7. საქმეში წარმოდგენილია დანართი N 3, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. სადაც მითითებულია ინფორმაცია რესპოდენტის შესახებ, სახელდობრ: რესპოდენტი: დ----- გ--------–---–ი. ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: გ----ი, ა----–-----–-ს ქ. N42 (ყოფ. პოლიციის შენობა). ოჯახის შემადგენლობა: ე---------- ი---------- ა/დ (მეუღლე), ც------ გ--------–---–ი (შვილი), ვ-–-------- გ--------–---–ი (მამა), ხ------- ფ--------–---–- (დედა). ოჯახის წევრების საცხოვრებელი მისამართი: გ----ი, ა----–-----–-ს ქ. N42 (ყოფ. პოლიციის შენობა). ო--------ხვა წევრები ს------- გ--------–---–ი ( და). გ----ის რ-ნი, ორთა. ინფორმაცია ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შესახებ: ც------ გ--------–---–ი (შვილი) „ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც ჯანმრთელბის გამო აქვთ სპეციალური საჭიროებები“ - ხ------- ფ--------–---–- (დედა); „ოჯახის უძრავი და მოძრავი ქონება“ სახლი, მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (მეოთხედი ოკუპირებულია), დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ოჯახის წევრებს მოძრავი ქონება არ გააჩნიათ და ვერ ამუშავებენ მიწას. ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. სარეიტინგო ქულა 70001-დან 100 000. ო--------აშუალო თვიური შემოსავალს იღებს დაქირავებული შრომიდან (ხელფასი): 1140 ლარი და დევნილთა შემწეობა: 180 ლარი. სულ შემოსავალი: 1320 ლარი. გააჩნიათ საბანკო კრედიტი 11 000 ლარი. ოჯახს ან მის რომელიმე წევრს საკუთრებაში ან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- დანართი N3, კითხვარი (იხ.ს.ფ. 61-74; ტ-I);
6.8. საქმეში წარმოდგენილი 09.06.2017 წლის აქტის მიხედვით, დ----- გ--------–---–ი დამისამართებულია გ----ი, ა----–-----–-ს ქ. N42 (ყოფ. პოლიციის შენობა. საბოლოო ქულა 5 (ხუთი). დამატებითი ინფორმაცია: დ----- გ--------–---–ს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი და მშობლები, განაცხადს აკეთებს მათთან და არადევნილ მეუღლესთან - ე---------- ი----------თან ერთად. მამას საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, გ----ში, სოფ. გ----------------ში. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული საკუთრების მეოთხედი არის ოკუპირებული. მეორე შვილი ე-----–- გ--------–---–ი დაემატა განცხადების საფუძველზე.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- 09.06.2017 წლის აქტი (იხ.ს.ფ. 60; ტ-I);
6.9. 2017 წლის 15 სექტემბერს, შემდგომ 2018 წლის 17 აპრილს განხორციელდა დ----- გ--------–---–ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი მისამართზე: გ----ი, ა----–-----–------------ (ყოფ. პოლიციის შენობა). ოჯახის შემადგენლობა: დ----- გ--------–---–ი (თვითონ), ე---------- ი---------- ა/დ (მეუღლე), ც------ გ--------–---–ი (შვილი), ვ-–-------- გ--------–---–ი (მამა), ხ------- ფ--------–---–- (დედა). მიეთითა, რომ დ----- გ--------–---–ი მეუღლესთან და შვილთან ერთად, პერიოდულად ცხოვრობს სიმამრთან, გ----ი, თელავის ქ. №1ა.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- 2017 წლის 15 სექტემბრის მონიტორინგის ფორმა (იხ.ს.ფ. 81-86; ტ-I);
- 2018 წლის 17 აპრილის მონიტორინგის ფორმა (იხ.ს.ფ. 75-80; ტ-I);
6.10 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.11.2019 წლის №04/62332 წერილით, დ----- გ--------–---–ს, მისი 2018 წლის N11-6/12192 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისაა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის მიზნით მოქ. დ----- გ--------–---–ის მიერ შევსებული განაცხადი განხილული იქნა დევნილთა შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე (ოქმი №26) და უარი ეთქვა განაცხადში შეყვანილი მამის - ვ-–-------- გ--------–---–ის სახელზე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის გამო. ამავე წერილით დგინდება, რომ აღნიშნული სახლი რეალურად მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე - მის: გ----ი, სოფ. გ----------------- (ს/კ: 66.51.03.0--).
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.11.2019 წლის №04/623324 წერილი (იხ.ს.ფ. 119, ტ-I);
6.11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის №01-866/ო ბრძანების თანახმად: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 1) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №26), ქ. გ----ში, გ. ა-–-----–---- ქ. №1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა დ----- გ--------–---–ის (პ/ნ: 5----------) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საკუთრების გამო.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- 2018 წლის 25 სექტემბრის №01-866/ო ბრძანება (იხ.ს.ფ. 28, ტ-I);
6.12. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 22/12/2009 წელი, 09:47:40) თანახმად, უძრავი ქონება (ს/კ 66.51.003.0--) მდებარე: გ----ი, სოფ. გ-----------------, დაზუსტებული ფართით: 2003.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) ნაკვეთი (საკარმიდამო), შენობა-ნაგებობა 143.03. კვ.მ. ს/კ №66.51.03.0--, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ-–-------- გ--------–---–ის სახელზე, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 13/07/2018 წელი, 09:42:40) თანახმად, უძრავი ქონება (ს/კ 66.51.003.0--), მდებარე: გ----ი, სოფ. გ-----------------, დაზუსტებული ფართით: 2003.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) ნაკვეთი (საკარმიდამო), შენობა-ნაგებობა 143.03.კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია ც---–- ა------ის სახელზე.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 97, ტ-I);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, (იხ.ს.ფ. 151-152, ტ-I).
6.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის №MIA 0 19 00393370 წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინების პასუხად, ეცნობა, რომ გ----ის რაიონში, სოფელ გ----------------ში, №66.51.03.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, მოქალაქე - ც---–- ა------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი (რომელიც ირიცხებოდა ვ-–-------- გ--------–---–ის სახელზე), მდებარეობს საოკუპაციო ზოლიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით. ვინაიდან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ სისტემატიურად ხორციელდება ე.წ. პატრულირება, აღნიშნულიდან გამომდინარე საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მდებარე ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მუდმივად ცხოვრება შესაძლოა იყოს გარკვეული საფრთხის შემცველი.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 14.02.2019 წლის №MIA 0 19 00393370 წერილი (იხ.ს.ფ. 143, ტ-I).
7. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
7.1. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაადგინოს ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომ – ოკუპირებული ტერიტორიები): ბ) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები); დ) ამ მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცე.
ამ კანონის 5.2. მუხლის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლება დაცულია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
7.2. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
ამ კანონის მე-2 მუხლით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ამ კანონის მე-3 მუხლი, ამ კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში; ბ) ხელს უწყობს დევნილის ინტეგრაციას მისი რეგისტრაციის ადგილზე; გ) ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას.
7.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წლის №320 ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1).
მითითებული ,,წესის“ მე-2 მუხლის (2018 წლის 25 სექტემრისთვის მოქმედი რედაქცია) თანახმად, წინამდებარე წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში; ბ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება;
ამ ,,წესის“ 3.1. მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს. ამავე ნორმის მე-14 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებისა და მე-12 პუნქტის გათვალისწინებული დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დევნილ ოჯახს დეპარტამენტის მიერ ეცნობება წერილობით.
მითითებული ,,წესის“ 6.5. მუხლით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-12 ნაწილით, განსაკუთრებულ შემთხვევად შესაძლებელია, ამ წესის შესაბამისად განხილულ იქნეს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, თუ იგი ფლობს საკუთრებაში საცხოვრებელ ფართს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებისაგან, ხოლო საბაზრო ფასი იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მის საფასურად ალტერნატიული, ამ პუნქტში აღნიშნული სტანდარტების მქონე საცხოვრებელ ფართის შეძენა. ამასთან აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მას არ უნდა ჰქონდეს გადაცემული საკუთრებაში დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
7.4. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“.
ამ ,,გეგმის“ პირველი პუნქტის თანახმად, 1.1. 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში - სახელმწიფო სტრატეგია). სახელმწიფოს სტრატეგიის დამატება, რომელიც მიღებულ იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის №854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მოაქცია სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. 1.2. პუნქტით, სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა (სახელმწიფო სტრატეგის მე-2 მიზანი), ხოლო 1.3. პუნქტის მიხედვით, აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.
მითითებულია ,,გეგმის“ 1.6. პუნქტის თანახმად, 2017–2018 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა (შემდგომში - სამოქმედო გეგმა), რომელიც უკავშირდება სახელმწიფო სტრატეგიის ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევას, ითვალისწინებს სამი ძირითადი ამოცანის შესრულებას: ა) დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით; ბ) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება; გ) დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა.
ამ გეგმის“ 2.1.2. პუნქტის მიხედვით, სამოქმედო გეგმის 2.1.2.2., 2.1.2.5. და 2.1.2.6. პუნქტების მიხედვით, დევნილებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და ცხოვრობენ უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას საცხოვრებლად მოწყობილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ცარიელ შენობებში, ან სახელმწიფოს მიერ ახლად აშენებულ კორპუსებსა და სახლებში, ასევე შესაძლოა სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ბინებსა და სახლებში (მათ შორის, თანადაფინანსებით), ასევე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში სოფლად.
7.5. საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- გ--------–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის ოჯახის შედგება - ეკატერინე ი----------ი (მეუღლე-არადევნილი პირი), ც------ და ე-----–- გ--------–---–ები (შვილები), ვ-–-------- გ--------–---–ი (მამა), ხ------- ფ--------–---–- (დედა). ამასთან, დავით გ--------–---–ის ოჯახის წევრები - ვ-–-------- გ--------–---–ი (მამა), ხ------- ფ--------–---–- ( დედა), ც------ და ე-----–- გ--------–---–ები (შვილები) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ოჯახის საცხოვრებელი მისამართი: გ----ი, ა----–-----–-ს ქ. N42 (ყოფ. პოლიციის შენობა). 13.07.2018 წლამდე. ვ-–-------- გ--------–---–ის (დ----- გ--------–---–ის ოჯახის წევრი - მამა) სახელზე საუთრების უფლებით აღრიცხული გახლდათ უძრავი ქონება - 2003.00 კვ.მ. სასოფლო-სამაეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.51.003.0--) და 143.30. კვ.მ. შენობა-ნაგებობა, მდებარე: გ----ი, სოფ. გ----------------ში. ამასთნ სადავო არ არის, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილი (1/4) მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ნაწილი საოკუპაციო ზოლიდან 50 მეტრში, სადაც მუდმივად ცხოვრება არის გარკვეული საფრთხის შემცველი, რადგან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ სისტემატურად ხორციელდება ე.წ. პატრულირება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ უძრავი ქონება - 2003.00 კვ.მ. სასოფლო-სამაეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.51.003.0--) და 143.30. კვ.მ. შენობა-ნაგებობა. მდებარე: გ----ი, სოფ. გ----------------- - 13.07.2018 წლიდან, საკუთრების უფლებით, აღირიცხა ც---–- ა------ზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის №26 საოქმო გადაწყვეტილებით დ----- გ--------–---–ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ,,საკუთრების გამო“. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის №01-866/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №26), ქ. გ----ში, გ. ა-–-----–---- ქ. №1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა დ----- გ--------–---–ის (პ/ნ: 5----------) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საკუთრების გამო.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტისათვის, 2018 წლის 25 სექტემბერს, ვ-–-------- გ--------–---–ზე (დ----- გ--------–---–ის ოჯახის წევრი - მამა) საკუთრების უფლებით აღარ ირიცხება უძრავი ქონება - 2003.00 კვ.მ. სასოფლო-სამაეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.51.003.0--) და 143.30. კვ.მ. შენობა-ნაგებობა, მდებარე: გ----ი, სოფ. გ----------------ში, ამრიგად, დ----- გ--------–---–ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) 2018 წლის 25 სექტემბერს საკუთრება, უძრავი ქონების სახით არ გააჩნია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დ----- გ--------–---–ის ოჯახის არცერთი წევრი, მათ შორის ვ-–-------- გუგუტშვილიც (მამა), მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ოკუპირებული ტერიტორია და საოკუპაციო ზოლის სიახლოვე) ვერ სარგებლობდნენ 13.07.2018 წლამდე ვ-–-------- გ--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე, ქ. გ----ი, სოფ. გ----------------- ( 2003.00 კვ.მ. სასოფლო-სამაეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.51.003.0--) და 143.30. კვ.მ. შენობა-ნაგებობა) ამდენად, დ----- გ--------–---–ის ოჯახისთვის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი თქმა ,,საკუთრების გამო" ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გაწყვეტილება.
9. საპროცესო ხარჯები:
9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე, 386-ე, 390-ე-391-ე; 397-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ სსიპ ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო-ს“ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა)მეშვეობით;
4. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი