განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
330100119003164418
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119003164418

საქმე N1ბ/1860-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ა-------------–--

მსჯავრდებულ: მ------------------

ადვოკატის: ს---–--------–----

თარჯიმნების: მ---------------–---–----------------------–-–---–--

 

მონაწილეობით,განიხილა, მსჯავრდებულ მ------------------ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენის გაუქმების თაობაზე, მსჯავრდებულ მ-----------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------------------------–---- პირადი #------------ ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის

განაჩენით, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–-- და ბრალდებულ მ------------------ შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

მ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ მ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 20 ივლისიდან.

მ------------------ მსჯავრი დაედო მასში, რომ მათ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 20 ივლისს, დილის საათებში, ქ-------–--–-------–-------------------ში მდებარე ჰოსტელ ,,-----------–-----–--–----------------- მოქალაქე მ---------------- შეეცადა გაეტაცებინა ყ---------- მოქალაქე დ-----------–---------------ის’’ ფირმის ,-----------’-ის მოდელის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედებით ყ---------- მოქალაქეს შესაძლებელია მისდგომოდა 1980 (ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ-----------------მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, მან საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოაწერა პროკურორის, ადვოკატის და თარჯიმნის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დაშინებას და მუქარას. ამასთან, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა არა ძარცვის, არამედ ქურდობის მცდელობას.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან ის არის დაუსაბუთებელი, და არსებით წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერვე დაფიქსირებულ პოზიციასთან.

აპელანტმა სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტაცია, რომელიც პალატას შუქმნიდა თუნდაც ეჭვის საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მის მიმართ პროკურორის ან ადვოკატის და მით უმეტეს, თარჯიმნის მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ზემოქმედებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას ნანახი არ ჰქონდა საქმეზე დართული ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იყო მისი ქმდება, უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და მოითხოვა აღნიშნული ჩანაწერის სასამართლოზე გამოკვლევა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

2019 წლის 4 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მითითებული ვიდეოჩანაწერი, რომლის შემდეგაც მ---------------- თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. მოსამართლის შეკითხვაზე მან განმარტა, რომ სრულად ცნობდა თავს წარდგენილ ბარალდებაში, მისთვის გასაგები იყო ბრალდების არსი და საპროცესო შეთანხმებით შეთავაზებული სასჯელის ზომა, სრულად ჰქონდა მიღებული მისი ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაცია და მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მ------------------ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოასამართლისათვის არ განუცხადებია, რომ მან საპროცესო შეთანხმებას, პროკურორის ან ადვოკატის ზემოქმედების შედეგად მოაწერა ხელი, პირიქით მისი განმარტებით, მან თავისი ნებით მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას „უბრალოდ ეშინოდა იმაზე მეტი სასჯელი არ დაედგინა სასამართლოს, ვიდრე ეს საპროცესო შეთანხმებით იყო გათვალისწინებული“(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 31.10.19; 16:57:33). რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძარცვის და არა ქურდობის მცდელობა, აღნიშნული დასტურდება დაზარალებულის დ----------–------ მოწმეების: ვ---------–---–---------------------–---–------–--------------- გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დაამტკიცა მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და უასაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ------------------ სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. მ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

4. მ------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 20 ივლისიდან.

5. ნივთმტკიცება:·

-ერთი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი