განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2020
საქმის ნომერი
330310018002654676
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002654676

საქმე N3ბ/2369-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

წარმომადგენელი - ლე--- ბა--------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მა---ა ჯა---ა

წარმომადგენელი - თა---- კი-–----ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით მა---ა ჯა---ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 ივლისის №01-02/08/16110 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 13 სექტემბრის №01/4322-ს გადაწყვეტილება მა---ა ჯა---ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე - სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში, მე-4 სართულზე, ბინა №23-ის (ჭიდაობის სპორტსკოლა) სანაცვლოდ მა---ა ჯა---ას ხუთსულიანი ოჯახისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

3.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, 2014 წლის 22 იანვარს, მა---ა ჯა---ას (პ/ნ: 62006061478) სახელზე გაცემულია №A 177872, სანდრო თოლორაიას (პ/ნ: 62602010282) სახელზე - №A 177873, ნინო თოლორაიას (პ/ნ:62006062176) სახელზე - №A 177871, ხოლო მიხეილ თოლორაიას (პ/ნ: 62006058384) სახელზე - №A 177870 დევნილის მოწმობები. ამასთან, 2018 წლის 25 ივნისს გია თოლორაიას (პ/ნ: 62006061479) სახელზე გაცემულია №A352854 დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობებით დგინდება, რომ ისინი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

 

საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტებით დგინდება, რომ მა---ა ჯა---ას და სანდრო თოლორაიას დროებით საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს - ქ. თბილისი, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5 (ჭიდაობის სპორტ- სკოლა), ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს - ქ. თბილისი, ალ. მირცხულავას ქ. №9.

 

საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტებით დგინდება, რომ გია თოლორაიას, ნინო თოლორაიას და მიხეილ თოლორაიას, როგორც დროებით, ასევე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ქ. თბილისი, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5 (ჭიდაობის სპორტ-სკოლა) (ს.ფ. 19, 24, 73-77);

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 ივლისის №01-02/08/16110 წერილით მა---ა ჯა---ას, 2018 წლის 29 ივნისის №29689/01 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში, მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა №5-ში მდებარე შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. ვინაიდან, განმცხადებელი, როგორც აღნიშნული მისამართის ფაქტობრივი მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა აღწერის მასალებში, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას არ უმსჯელია მა---ა ჯა---ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოს წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით გათვალისწინებული საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე (ს.ფ. 20).

 

2018 წლის 13 აგვისტოს მა---ა ჯა---ამ №79089 საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 ივლისის №01-02/08/16110 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა (ს.ფ. 59-60).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 27 აგვისტოს სხდომის ოქმით დგინდება, რომ მა---ა ჯა---ას საჩივრის თაობაზე გაიმართა ზეპირი მოსმენა (ს.ფ. 25-27).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 13 სექტემბრის №01/4322-ს წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა №5, ბინა №23- ში („ჭიდაობის სპორტსკოლა“) მდებარე საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების პერიოდისათვის, მა---ა ჯა---ას ოჯახი არ ფიქსირდებოდა აღნიშნულ ობიექტში, როგორც ფაქტობრივი მაცხოვრებელი, შესაბამისად, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი სამინისტროს მიერ არ განხილულა.

 

ამავე წერილში მითითებულია, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით (23/08/2018; №01-1678/ს) 2013 წლის დევნილთა რეგისტრაციის შემდეგ, მა---ა ჯა---ას ფაქტობრივი მისამართია - ქ. თბილისი, ალ. მირცხულავას ქ. №9, ხოლო 2018 წლის 27 ივნისს სამინისტროში შეტანილი განცხადებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული ოჯახის ამჟამინდელი მისამართია - ქ. თბილისი, წყალტუბოს ქუჩა №24, ბინა №19.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მა---ა ჯა---ას ოჯახი, ობიექტის გამოთავისუფლების პერიოდისთვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე (ს.ფ. 24, 66, 71);

 

2019 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულ ბადრი თაკალანძის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში (ჭიდაობის სპორტ-სკოლა), მე-4 სართულზე. მისი განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს და მოსარჩელის ოჯახს კარგად იცნობს, ვინაიდან ისინიც ამავე სართულზე ცხოვრობენ. მისი მითითებით ოჯახი 5 წევრისაგან შედგება: მა---ა ჯა---ა, მისი მეუღლე და სამი შვილი. მოსარჩელის ოჯახის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დაადასტურა ასევე ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზურაბ კეკუამ. მოწმის ჩვენებით, მონიტორინგის განხორციელების დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში, ხოლო შემდგომ ბინა მიიღო ვაზისუბანში და იქ გადავიდა საცხოვრებლად. მისი განმარტებით, ბელიაშვილის ქუჩაზე 1999 წლიდან ცხოვრობდა და მასთან ერთად ცხოვრობდა თოლორაიების ოჯახი, კერძოდ, მოსარჩელე - გივი თოლორაია მეუღლესთან მა---ა თოლორაიასთან ერთად, მათი შვილი გია თოლორაია, რძალი - მა---ა ჯა---ა და შვილიშვილები. მოწმის ჩვენებით, მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ მისამართზე, მაგრამ მან, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს განუმარტა, რომ ისინი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ.

 

ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა---ა ჯა---ას დედამთილმა - მა---ა თოლორაიამ მიუთითა, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში, ხოლო რაც ბინა მიიღო ცხოვრობს ვაზისუბანში. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რძალთან - მა---ა ჯა---ასთნ მოუვიდა კონფლიქტი და მისი რძალი საცხოვრებელად მის დასთან გადავიდა, თუმცა მალევე შერიგდნენ და ისევ ერთად ცხოვრობდნენ აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში. მონიტორინგის განხორციელებისას მისამართზე მარტო იმყოფებოდა, შვილი საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული, რძალი მის დასთან იმყოფებოდა სტუმრად, ხოლო შვილიშვილები გასულები იყვნენ გარეთ. მოწმის ჩვენებით, მა---ა ჯა---ას, გია თოლორაიასა და მათი შვილების პირადი ნივთები ისევ ზემოაღნიშნულ მისამართზე (აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5) არის. მოწმის ჩვენებით, მოსარჩელის ოჯახს სხვა ალტერნატიული ფართი არ გააჩნია, ხოლო მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინა წარმოადგენს მოსარჩელის - მა---ა ჯა---ას დის საცხოვრებელ სახლს (ს.ფ. 84-90).

 

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა №5, ბინა №23-ში („ჭიდაობის სპორტსკოლა“) მდებარე საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების პერიოდისათვის, მა---ა ჯა---ას ოჯახი არ ფიქსირდებოდა აღნიშნულ ობიექტში, როგორც ფაქტობრივი მაცხოვრებელი, შესაბამისად, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი სამინისტროს მიერ არ განხილულა.

 

ამასთან, სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, კერძოდ, დევნილთა საკითხების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით (23/08/2018; №01- 1678/ს), 2013 წლის დევნილთა რეგისტრაციის შემდეგ, მა---ა ჯა---ას ფაქტობრივი მისამართია - ქ. თბილისი, ალ. მირცხულავას ქ. №9, ხოლო 2018 წლის 27 ივნისს სამინისტროში შეტანილი განცხადებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული ოჯახის ამჟამინდელი მისამართია - ქ. თბილისი, წყალტუბოს ქუჩა №24, ბინა №19.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, 2019 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ბადრი თაკალანძის ჩვენებაზე, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში (ჭიდაობის სპორტ-სკოლა), მე-4 სართულზე. მისი განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს და მოსარჩელის ოჯახს კარგად იცნობს, ვინაიდან ისინიც ამავე სართულზე ცხოვრობენ. მისი მითითებით ოჯახი 5 წევრისაგან შედგება: მა---ა ჯა---ა, მისი მეუღლე და სამი შვილი. მოსარჩელის ოჯახის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დაადასტურა ასევე ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზურაბ კეკუამ. მოწმის ჩვენებით, მონიტორინგის განხორციელების დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში, ხოლო შემდგომ ბინა მიიღო ვაზისუბანში და იქ გადავიდა საცხოვრებლად. მისი განმარტებით, ბელიაშვილის ქუჩაზე 1999 წლიდან ცხოვრობდა და მასთან ერთად ცხოვრობდა თოლორაიების ოჯახი, კერძოდ, მოსარჩელე - გივი თოლორაია მეუღლესთან - მა---ა თოლორაიასთან ერთად, მათი შვილი - გია თოლორაია, რძალი - მა---ა ჯა---ა და შვილიშვილები. მოწმის ჩვენებით, მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ მისამართზე, მაგრამ მან, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს განუმარტა, რომ ისინი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ.

 

სასამართლოს მითითებით ასევე საგულისხმოა ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მა---ა ჯა---ას დედამთილის მა---ა თოლორაიას ჩვენებაც, რომელმაც მიუთითა, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში, ხოლო რაც ბინა მიიღო ცხოვრობს ვაზისუბანში. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რძალთან - მა---ა ჯა---ასთნ მოუვიდა კონფლიქტი და მისი რძალი საცხოვრებელად მის დასთან გადავიდა, თუმცა მალევე შერიგდნენ და ისევ ერთად ცხოვრობდნენ აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში. მონიტორინგის განხორციელებისას მისამართზე მარტო იმყოფებოდა, შვილი საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული, რძალი მის დასთან იმყოფებოდა სტუმრად, ხოლო შვილიშვილები გასულები იყვნენ გარეთ. მოწმის ჩვენებით, მა---ა ჯა---ას, გია თოლორაიასა და მათი შვილების პირადი ნივთები ისევ ზემოაღნიშნულ მისამართზე (აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5) იყო. მოწმის ჩვენებით, მოსარჩელის ოჯახს სხვა ალტერნატიული ფართი არ გააჩნია, ხოლო მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინა წარმოადგენს არა მოსარჩელის - მა---ა ჯა---ას, არამედ მისი დის საცხოვრებელ სახლს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი მოსარჩელის ოჯახის ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში (ჭიდაობის სპორტ-სკოლა) ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი. მითითებული გარემოება კი საფუძვლად დაედო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. ამდენად, კონკრეტული შემოწმების დღეს მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მისამართზე არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო აღნიშნულ მისამართზე მათი უტყუარად არცხოვრების ფაქტის დამადასტურებელ გარემოებად. საქმის სასამართლო განხილვის შედეგად კი, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება მოსარჩელის - მა---ა ჯა---ას ოჯახის ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში (ჭიდაობის სპორტ-სკოლა) ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოს აზრით, დაადასტურეს მოსარჩელის ცხოვრება აღნიშნულ ობიექტში. აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არ მოხდა აღნიშნული მტკიცებულებების კრიტიკული შეფასება და ამგვარი შეფასების გარეშე მიიღო ისინი სარწმუნოდ და უტყუარად. აპელანტი განმარტავს, რომ საქმეზე დაკითხული პირები წარმოადგენდნენ საქმის შედეგით უშუალოდ დაინტერესებულ პირებს და მოსარჩელის ოჯახთან იმგვარად დაახლოებულ პირებს, რომელთა ჩვენებების შინაარსი, გარკვეულწილად განპირობებული იყო ამ სიახლოვით. მიუხედავად ამისა, მათი ჩვენებებითაც ცალსახად და უტყუარად არ დგინდება მოსარჩელის ცხოვრება ხსენებულ მისამართზე, პირიქით, მათი ჩვენებებით დადასტურდა, რომ ობიექტის გამოთავისუფლების დროს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა შენობაში - დადასტურდა. ასე მაგალითად, მოწმე მა---ა თოლორაიას ჩვენებით (მოსარჩელის დედამთილი) დადასტურდა, რომ მოსარჩელე, ოჯახური კონფლიქტის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ ცხოვრობდა მათ ოჯახში და საცხოვრებლად გადასული იყო დასთან სხვა მისამართზე (სადაც მოსარჩელე და მისი ერთ-ერთი შვილი რეგისტრირებულებიც იყვნენ). ასევე მიუთითა, რომ მიუხედავად მონიტორინგის სამსახურის მიერ მათ ობიექტში არაერთგზის განხორციელებული ვიზიტისა, მოსარჩელე და მისი შვილები არცერთხელ არ დახვდნენ ბინაში მონიტორინგის სამსახურს. ის გარემოება, რომ მონიტორინგის სამსახურს ადგილზე არ დახვდა მოსარჩელის ოჯახი, ასევე დაადასტურა მოწმე ბ.თაკალანძემ.

 

აპელანტის მითითებით, საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულ და ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ობიექტში სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ვიზიტი განხორციელდა არაერთგზის, დღე-ღამის სხვადასხვა დროს. ამასთან, ვინც მონიტორინგის ჯგუფს თუნდაც ერთხელ დახვდა შენობაში, ისინი ყველანი დაკმაყოფილდნენ საცხოვრებლით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებით, უფრო მეტად დადასტურდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა ობიექტში, აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. აპელანტის მითითებით, თუ მოხდება იმის გათვალისწინებაც, რომ ამგვარ სიტუაციაში, ადგილზე რაიმე მიზეზით არმყოფი, მაგრამ რეალურად მაცხოვრებელი დევნილები თვითონ უკავშირდებიან მონიტორინგის სამსახურს (სააგენტოში ვიზიტით, სატელეფონო შეტყობინებით, წერილობით განცხადების წარდგენით და სხვ.) და ითხოვენ დამატებით ვიზიტებს მათი საკითხის გასარკვევად (რაც ასევე დამატებით მოწმდება), მოსაზრება, რომ მოსარჩელე ნამდვილად არ ცხოვრობდა ობიექტში, არის სარწმუნო და დასაბუთებული.

 

აპელანტის მითითებით, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) სამინისტროს (სააგენტოს) ბაზაში ფიქსირდებოდა თბილისი, ბელიაშვილის N5 (დიღომი, ჭიდაობის სპორტკოლა), იქ მაცხოვრებელ სხვა ოჯახებთან ერთად, განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის მონიტორინგიც. აღნიშნული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივი მდგომარეობით აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. მონიტორინგის განხორციელების დროს ობიექტზე არ აღმოჩნდა ოჯახის არცერთი წევრი. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2018 წლის 23 აგვისტოს N01-1678/ს და 2018 წლის 7 სექტემბრის N01-2292/ს სამსახურებრივი ბარათებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახი მონიტორინტის სამსახურს ხსენებულ მისამართზე არ დახვდა, რის გამოც, ისინი შეყვანილნი ვერ აღმოჩნდნენ ობიექტზე ჩატარებული აღწერის მასალებში.

 

აღნიშნულით დადგინდა, რომ ოჯახი ფიქტიურად იყო რეგისტრირებული ხსენებულ შენობაში. ამასთან, სამინისტროს (სააგენტოს) ბაზების მიხედვით დადგინდა, რომ მოსარჩელე მ.ჯა---ას და მის შვილს სანდრო თოლორდავას დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაციის შემდეგ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვთ სხვა მისამართი - თბილისი, ალ.მირცხულავას ქ.N9. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, თბილისი, ბელიაშვილის N5 (დიღომი, ჭიდაობის სპორტკოლა) შენობაში ფაქტიურად არცხოვრების გამო მოსარჩელის დევნილი ოჯახი ვერ მოექცეოდა იმ პირთა წრეში, რომლებიც საგამონაკლისო წესის შესაბამისად სახელმწოფოს მიერ დაკმაყოფილდნენ ხსენებული ობიექტის გამოთავისუფლების საფუძველზე.

 

აქვე სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსარჩელის ოჯახი, სახელმწიფოს მიერ, კანონომდებლობით დადგენილი წესით, როგორც დევნილი ოჯახი, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული არ არის მასთან მიმართებით სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართით - რჩება ძალაში. მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა №5, ბინა №23-ში („ჭიდაობის სპორტსკოლა“) მდებარე საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების პერიოდისათვის, მა---ა ჯა---ას ოჯახი არ ფიქსირდებოდა აღნიშნულ ობიექტში, როგორც ფაქტობრივი მაცხოვრებელი, შესაბამისად, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი სამინისტროს მიერ არ განხილულა.

 

ამასთან, სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, კერძოდ, დევნილთა საკითხების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით (23/08/2018; №01-1678/ს), 2013 წლის დევნილთა რეგისტრაციის შემდეგ, მა---ა ჯა---ას ფაქტობრივი მისამართია - ქ. თბილისი, ალ. მირცხულავას ქ. №9, ხოლო 2018 წლის 27 ივნისს სამინისტროში შეტანილი განცხადებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული ოჯახის ამჟამინდელი მისამართია - ქ. თბილისი, წყალტუბოს ქუჩა №24, ბინა №19.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 28 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბადრი თაკალანძის ჩვენებაზე, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში (ჭიდაობის სპორტ-სკოლა), მე-4 სართულზე. მისი განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს და მოსარჩელის ოჯახს კარგად იცნობს, ვინაიდან ისინიც ამავე სართულზე ცხოვრობენ. მისი მითითებით ოჯახი 5 წევრისაგან შედგება: მა---ა ჯა---ა, მისი მეუღლე და სამი შვილი. მოსარჩელის ოჯახის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დაადასტურა ასევე ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზურაბ კეკუამ. მოწმის ჩვენებით, მონიტორინგის განხორციელების დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში, ხოლო შემდგომ ბინა მიიღო ვაზისუბანში და იქ გადავიდა საცხოვრებლად. მისი განმარტებით, ბელიაშვილის ქუჩაზე 1999 წლიდან ცხოვრობდა და მასთან ერთად ცხოვრობდა თოლორაიების ოჯახი, კერძოდ, მოსარჩელე - გივი თოლორაია მეუღლესთან - მა---ა თოლორაიასთან ერთად, მათი შვილი - გია თოლორაია, რძალი - მა---ა ჯა---ა და შვილიშვილები. მოწმის ჩვენებით, მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ მისამართზე, მაგრამ მან, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს განუმარტა, რომ ისინი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ.

 

ასევე ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა---ა ჯა---ას დედამთილმა მა---ა თოლორაიამ განმარტა, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში, ხოლო რაც ბინა მიიღო ცხოვრობს ვაზისუბანში. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რძალთან - მა---ა ჯა---ასთან მოუვიდა კონფლიქტი და მისი რძალი საცხოვრებელად მის დასთან გადავიდა, თუმცა მალევე შერიგდნენ და ისევ ერთად ცხოვრობდნენ აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5-ში. მონიტორინგის განხორციელებისას მისამართზე მარტო იმყოფებოდა, შვილი საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული, რძალი მის დასთან იმყოფებოდა სტუმრად, ხოლო შვილიშვილები გასულები იყვნენ გარეთ. მოწმის ჩვენებით, მა---ა ჯა---ას, გია თოლორაიასა და მათი შვილების პირადი ნივთები ისევ ზემოაღნიშნულ მისამართზე (აკ. ბელიაშვილის ქუჩა №5) იყო. მოწმის ჩვენებით, მოსარჩელის ოჯახს სხვა ალტერნატიული ფართი არ გააჩნია, ხოლო მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინა წარმოადგენს არა მოსარჩელის - მა---ა ჯა---ას, არამედ მისი დის საცხოვრებელ სახლს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ობიექტური დამკვირვებლის სტანდარტის გათვალისწინებით, რა დროსაც საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს უნდა ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის საქმეში არსებულ ფაქტებსა და დასკვნას შორის არსებული კანონზომიერება გაუგებარი არ იყოს, არ არის საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა მიერ მოსარჩელეთა რეგისტრაციის მისამართზე ერთჯერადად მისვლა და ამავე მისამართზე მცხოვრები პირების ზედაპირული გამოკითხვა, ვინაიდან იგი არ იძლევა საკმარის და სრულყოფილ ინფორმაციას იმისათვის, რათა ცალსახად გამოირიცხოს მოსარჩელის ხსენებულ მისამრთზე ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით საჭიროა სხვა მეთოდიკის დანერგვა ან/და შესაძლებელია თუნდაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით/დახმარებით გაცილებით სარწმუნო მტკიცებულებების მოძიება და ფაქტების დადგენა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ამდენად უდავოა, რომ გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის დანაწესებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი