განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2020
საქმის ნომერი
330310018002702034
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002702034

საქმე №3ბ/2618-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

წარმომადგენელი - ლე--------------–--ე

 

მიწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მზ-----ი ქო-------ი

წარმომადგენელი - სო----------–-----ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

აპელანტთა მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებიტ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მზ-----ი ქო-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის №01-166/ო და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მზ-----ი ქო-------ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - მზ-----ი ქო-------ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო N076-00717). აღნიშნული პირის დროებით საცხოვრებელი ადგილად მითითებულია ქ. ხობი, მისამართის გარეშე (ს.ფ. 14);

 

2015 წლის 11 ნოემბრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით მზ-----ი ქო-------ი დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 11860. (ქულის მინიჭების თარიღი 07.11.2015 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 08.10.2015 წელი).ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია, ხობი, ც.დადიანის ძვ. რაიკომი.

 

2019 წლის 11 მარტის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით მზ-----ი ქო-------ი დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 10300. (ქულის მინიჭების თარიღი 15.01.2019 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 16.12.2018 წელი). ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია, ხობი, ც.დადიანის ძვ. რაიკომი (ს.ფ. 161, 216-217);

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად (საქმე №3/4514-15), მზ-----ი ქო-------ის, გელა ჩერშინცევის და ხათუნა ბელქანიას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 4 მაისის N01-02/08/11687 და 2015 წლის 19 მაისის N05-01/06/13112 გადაწყვეტილებები და დაევალა მოპასუხეს დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მზ-----ი ქო-------ის, გელა ჩერშინცევის და ხათუნა ბელქანიას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;

 

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის (Nბს-399-396(კ-17)) განჩინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის (Nბს-399-396(კ-17)) განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება (191-204, 206-209);

 

მზ-----ი ქო-------მა 2016 წლის 22 სექტემბერს ოჯახის სახელით შეავსო განაცხადი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. განმცხადებელის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ხობი, რაიკომის შენობა. განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 8 ქულით (2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები, 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან, 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა), 2 ქულა - შშმპ (მკვეთრად გამოხატული)) (ს.ფ. 67--82);

 

სსიპ ლევან სამხარაულის 2014 წლის 16 დეკემბრის N006884114 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზ-----ი ქო-------ის მიერ წარდგენილი, ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე N196-ში მდებარე ოთახი საცხოვრებლად უვარგისია (ს.ფ. 98-101);

 

მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ხობში, ძველ რაიკომის შენობაში. საცხოვრებელში არ დახვდათ განმცხადებელი. ის დაბრუნდა გარკვეული ხნის შემდეგ და მონიტორინგის თანამშრომლებს განუცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე, ქირის გარეშე. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ პერიოდულად ღამეს ათენებს და ცხოვრობს მულის შვილთან იამზე წულაიასთან, მისამართზე ხობი, მშვიდობის ქუჩა N3-ში. განმცხადებლის განმარტებით მისი შვილები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ გალში თავიანთ საკუთრებებში. ადგილზე ვითარების შედეგად დადგინდა, რომ ფართს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და არ ეკიდა ნათურა (ს.ფ. 86 );

 

2017 წლის 29 იანვრის ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ ქ. ხობში, ყოფილ რაიკომის შენობაში, დევნილ მზ-----ი ქო-------ის მონიტორინიგის მიზნით. დევნილი ადგილზე არ დახვდათ.

 

2017 წლის 01 თებერვლის ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ ქ. ხობში, ყოფილ რაიკომის შენობაში, დევნილ მზ-----ი ქო-------ის მონიტორინიგის მიზნით. დევნილი ადგილზე არ დახვდათ და გაესაუბრნენ მეზობელს. ჯგუფის წევრები დაახლოებით 40 წუთში კვლავ დაბრუნდნენ მისამართზე, სადაც დახვდათ მზ-----ი ქო-------ი, მეზობელი ანეტა თოდუა და პატრულის თანამშრომლები. პატრულის თანამშრომლების განმარტებით, გამოძახება განხორციელებული იყო მზ-----ი ქო-------ის მიერ, იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირებულიყო მისი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი.

 

2017 წლის 10 თებერვლის ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფის წევრები დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდნენ ხობში, მშვიდობის N3- ში, სადაც დახვდათ მეპატრონე ე.გელანტია. რომლის განმარტებით, მის კუთვნილ სახლში მე-2 სართულზე ერთი ოთახი დაახლოებით წელიწადნახევარი ქირით დაკავებული აქვს განმცხადებელის მზ-----ი ქო-------ის შვილს - გელა ჩერშენცოვს, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ფართში. მისივე განმარტებით, განმცხადებელი მზ-----ი ქო-------ი ზემოაღნიშნულ სახლში მიდის პერიოდულად (ს.ფ. 94-96);

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 მაისის N778/05 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გააქვს ქ. ხობში ც. დადიანის ქ. N188-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა. აღნიშნულ შენობაში მიწერილია და ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მზ-----ი ქო-------ის ოჯახი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მ.ქო-------ის საცხოვრებელი ოთახის კედლებს გააჩნია ბზარები საცხოვრებლად უვარგისია. შესაბამისად ითხოვა, შესაბამის სამსახურს დაევალოს ხელმეორედ დასვას საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინაშე დევნილი ოჯახის ფართით უზრუნველყოფის შესახებ (ს.ფ. 158);

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის სხდომის №22 ოქმით მზ-----ი ქო-------ის ოჯახს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი არასაკმარისი ქულის გამო. (დააკლდა სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; საკითხის ხელახლა განხილვა განხორციელდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ს.ფ. 104-110);

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის N01-166/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N22) მზ-----ი ქო-------ის ოჯახს, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქ. N7-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელის ფართით უზრუნველყოფაზე, არასაკმარისი ქულის გამო (ს.ფ.13);

 

2019 წლის 20 თებერვლის ანეტა თოდუას (პ.ნ58001006685), ალირა სანაიას (პ.ნ.58001014273) და რიმა არჯავანიძის (პ.ნ. 62006028300) ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ისინი ადასტურებენ, რომ მზ-----ი ქო-------ი (პ.ნ. 62006050448) არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და 1995 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. ხობი ცოტნე დადიანის ქ. N139-ში (ძველი რაიკომის შენობა) (ს.ფ. 153);

 

2019 წლის 12 მარტის N09/717 საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი მიმართული წერილის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გააქვს ქ. ხობში ც. დადიანის ქ.N 188-ში მდებარე ადმინისტრაციული (ძველი რაიკომის) შენობა, რომელიც კომპაქტური ჩასახლების ობიექტი იყო. დღემდე საცხოვრებელი ფართით არ არის დაკმაყოფილებული ამ შენობაში 25 წლის განმავლობაში მცხოვრები მზ-----ი ქო-------ის სოციალურად დაუცველი ოჯახი. მას შევსებული აქვს დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი. შესაბამისად ითხოვა აღნიშნული გარემოების გათვალისწინება და შესაძლებლობის ფარგლებში მზ-----ი ქო-------ის ბინით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის გადაწყვეტა (ს.ფ. 156);

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 02 აპრილის N01/5654 წერილის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 12 მარტის N 09/717 წერილის პასუხად, რომელიც ეხებოდა ქ. ხობი, ც. დადიანის ქ. N 188- ში მდებარე (ძველი რაიკომის) შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის მზ-----ი ქო-------ის ოჯახის დაკმაყოფილებას, ეცნობა, რომ აღნიშნულ ოჯახს მინისტრის N 320 ბრძანებაში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული აქვს 11 (თერთმეტი) ქულა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მზ-----ი ქო-------ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ განიხილება ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მშენებარე პირველივე განსახლების ობიექტზე (ს.ფ. 214);

 

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” 2019 წლის 13 მარტის წერილის თანახმად, აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, 2019 წლის 1 მარტის N7 წერილის (კომპანიაში შესვლის თარიღი 04.03.2019, N8468074) პასუხად ეცნობა, რომ წერილში აღნიშნული ობიექტზე აბონენტად რეგისტრირებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. ამასთან ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-16 მუხლის თანახმად, ხელმისაწვდომია მხოლოდ აბონენტისათვის. შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა წერილში მოთხოვნილი ინფორმაცია (ს.ფ. 220);

 

2019 წლის 27 მაისის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის შორენა ჭოლარიას (პ.ნ. 62006035526) ახსნა-განმარტების თანახმად, მზ-----ი ქო-------ი იყო მისი მეზობელი, ისინი ერთად ცხოვრობდნენ 1995 წლიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ხობში, ყოფილი რაიკომის შენობაში. 2015 წელს მოხდა მისი ოჯახის ფართით დაკმაყოფილება. 2012 წლიდან თვითონ ცხოვრობდა თბილისში, თუმცა წელიწადში ერთხელ მაინც ჩადიოდა ხობში და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მზ-----ი ქო-------ი ცხოვრობს ხობში, ყოფილი რაიკომის შენობაში (ს.ფ. 222-228);

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა- განმარტებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით, (სხდომის ოქმი N22) მოსარჩელე მზ-----ი ქო-------ს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი არასაკმარისი ქულის გამო. ოქმში მითითებულია, რომ დააკლდა სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირება მოხდა რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო შეფასების საფუძველზე.

 

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით კომისიამ მზ-----ი ქო-------ის საკითხის განხილვისას შეისწავლა როგორც განმცხადებლის 2016 წლის 22 სექტემბრის განაცხადი, ასევე ხელახლა იმსჯელა სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებულ გამოსაკვლევ გარემოებებზე და ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება.

 

მოპასუხის პოზიციის თანახმად, განხორციელდა აპლიკანტის მიერ სააპლიკაციო განაცხადში მითითებული სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგად სააგენტოს (სამინისტროს) მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აპლიკანტის ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ. ხობში, რაიკომის ყოფილი შენობაში, შესაბამისად ის სარეიტინგო ქულები, რომლებიც განპირობებული იქნებოდა ამ კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებით, მას უნდა დაკლებოდა. მოპასუხის პოზიციის თანხმად, მონიტორინგის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს მის საცხოვრებლად მითითებულ ფართში და აღნიშნული შენობაში ფართი მოკავებული აქვს, რათა იქ არსებულ არასათანადო საცხოვრებელ პირობებზე მითითებით უკანონოდ მიიღოს სტანდარტებისა და კრიტერიუმების შესაბამისი ქულები.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონიტორინგის ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროდ მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმება მომხდარიყო დევნილის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლით. ამ მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ხობში, ძველ რაიკომის შენობაში, რაზედაც მათ მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, საცხოვრებელში არ დახვდათ განმცხადებელი. ის დაბრუნდა გარკვეული ხნის შემდეგ და მონიტორინგის თანამშრომლებს განუცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე, ქირის გარეშე. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ პერიოდულად ღამეს ათენებს და ცხოვრობს მულის შვილთან იამზე წულაიასთან, მისამართზე ხობი, მშვიდობის ქუჩა N3-ში. განმცხადებლის განმარტებით მისი შვილები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ გალში თავიანთ საკუთრებებში. ადგილზე ვითარების შედეგად დადგინდა, რომ ფართს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და არ ეკიდა ნათურა.

 

2017 წლის 29 იანვრის ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ ქ. ხობში, ყოფილ რაიკომის შენობაში, დევნილ მზ-----ი ქო-------ის მონიტორინიგის მიზნით. დევნილი ადგილზე არ დახვდათ.

 

2017 წლის 01 თებერვლის ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ ქ. ხობში, ყოფილ რაიკომის შენობაში, დევნილ მზ-----ი ქო-------ის მონიტორინიგის მიზნით. დევნილი ადგილზე არ დახვდათ და გაესაუბრნენ მეზობელს. ჯგუფის წევრები დაახლოებით 40 წუთში კვლავ დაბრუდნენ მისამართზე, სადაც დახვდათ მზ-----ი ქო-------ი, მეზობელი ანეტა თოდუა და პატრულის თანამშრომლები. პატრულის თანამშრომლების განმარტებით, გამოძახება განხორციელებული იყო მზ-----ი ქო-------ის მიერ, იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირებულიყო მისი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი.

 

2017 წლის 10 თებერვლის ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფის წევრები დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდნენ ხობში, მშვიდობის N3- ში, სადაც დახვდათ მეპატრონე ე.გელანტია. რომლის განმარტებით, მის კუთვნილ სახლში მე-2 სართულზე ერთი ოთახი დაახლოებით წელიწადნახევარი ქირით დაკავებული აქვს განმცხადებელის მზ-----ი ქო-------ის შვილს - გელა ჩერშენცოვს, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ფართში. მისივე განმარტებით, განმცხადებელი მზ-----ი ქო-------ი ზემოაღნიშნულ სახლში მიდის პერიოდულად.

 

საქმეზე წარმოდგენილი მოპასუხის წერილობითი პასუხისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული წარმომადგენლის ახსნა-განმარტების საფუძველზე ირკვევა, რომ მოსარჩელისათვის ქულების დაკლების ერთადერთ საფუძველს წარმოდგენდა ის გარემოება, რომ მოკვლევის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ. ხობი, ყოფილი რაიკომის შენობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, მონიტორინგის ჯგუფის ფაქტობრივ მისამართზე გამოცხადების დროს დადგენილი გარემოებები ცალსახად არ გამორიცხავს მოსარჩელის ქ. ხობში, ყოფილი რაიკომის შენობაში ცხოვრების ფაქტს.

 

ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე წარმოდგენილ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 მაისის N778/05 მოხსენებით ბარათზე, რომლის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გააქვს ქ. ხობში ც. დადიანის ქ. N188-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა. აღნიშნულ შენობაში მიწერილია და ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მზ-----ი ქო-------ის ოჯახი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მ.ქო-------ის საცხოვრებელი ოთახის კედლებს გააჩნია ბზარები საცხოვრებლად უვარგისია. შესაბამისად ითხოვა, შესაბამის სამსახურს დაევალოს ხელმეორედ დასვას საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინაშე დევნილი ოჯახის ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2019 წლის 20 თებერვლის ანეტა თოდუას (პ.ნ58001006685), ალირა სანაიას (პ.ნ.58001014273) და რიმა არჯავანიძის (პ.ნ. 62006028300) ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ისინი ადასტურებენ, რომ მზ-----ი ქო-------ი (პ.ნ. 62006050448) არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და 1995 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. ხობი ცოტნე დადიანის ქ. N139-ში (ძველი რაიკომის შენობა).

 

2019 წლის 12 მარტის N09/717 საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი მიმართული წერილის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გააქვს ქ. ხობში ც. დადიანის ქ.N 188-ში მდებარე ადმინისტრაციული (ძველი რაიკომის) შენობა, რომელიც კომპაქტური ჩასახლების ობიექტი იყო. დღემდე საცხოვრებელი ფართით არ არის დაკმაყოფილებული ამ შენობაში 25 წლის განმავლობაში მცხოვრები მზ-----ი ქო-------ის სოციალურად დაუცველი ოჯახი. მას შევსებული აქვს დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი. შესაბამისად ითხოვა აღნიშნული გარემოების გათვალისწინება და შესაძლებლობის ფარგლებში მზ-----ი ქო-------ის ბინით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის გადაწყვეტა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 02 აპრილის N01/5654 წერილის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 12 მარტის N 09/717 წერილის პასუხად, რომელიც ეხებოდა ქ. ხობი, ც. დადიანის ქ. N 188- ში მდებარე (ძველი რაიკომის) შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის მზ-----ი ქო-------ის ოჯახის დაკმაყოფილებას, ეცნობა, რომ აღნიშნულ ოჯახს მინისტრის N 320 ბრძანებაში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული აქვს 11 (თერთმეტი) ქულა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მზ-----ი ქო-------ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ განიხილება ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მშენებარე პირველივე განსახლების ობიექტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 11 მარტის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით მზ-----ი ქო-------ი დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 10300. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია, ხობი, ც.დადიანის ძვ. რაიკომი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, 2019 წლის 27 მაისის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის შორენა ჭოლარიას (პ.ნ. 62006035526) ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, მზ-----ი ქო-------ი იყო მისი მეზობელი, ისინი ერთად ცხოვრობდნენ 1995 წლიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ხობში, ყოფილი რაიკომის შენობაში.

 

2015 წელს მოხდა მისი ოჯახის ფართით დაკმაყოფილება. 2012 წლიდან თვითონ ცხოვრობდა თბილისში, თუმცა წელიწადში ერთხელ მაინც ჩადიოდა ხობში და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მზ-----ი ქო-------ი ცხოვრობს ხობში, ყოფილი რაიკომის შენობაში.

 

ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მზ-----ი ქო-------ის ხობში, ძველი რაიკომის შენობაში ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, იძულებით გადაადგილებულმა პირმა მზ-----ი ქო-------მა შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. მის მიერ შევსებული განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 8 ქულით (2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები, 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან, 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა), 2 ქულა - შშმპ (მკვეთრად გამოხატული)).

 

ზემოხსენებული აქტებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განხორციელდა აპლიკანტის მიერ სააპლიკაციო განაცხადში მითითებული სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგად სააგენტოს (სამინისტროს) მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აპლიკანტის ოჯახი ფაქტიურად არ ცხოვრობს მის მიერ მითითებულ მისამართზე და შესაბამისად, ის სარეიტინგო ქულები, რომლებიც განპირობებული იქნებოდა ამ კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებით, მას უნდა დაკლებოდა. შესაგებელზე დართული მონიტორინგის მასალებით („პ“ მოდული - მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 29 იანვრის, 1 თებერვლის და 10 თებერვლის ოქმები) დადასტურდა, რომ მოსარჩელე მის მიერ მითითებულ ფართში (ქ.ხობი, რაიკომის ყოფილი შენობა) ფაქტიურად არ ცხოვრობს. კერძოდ, მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად (რომელ დასკვნაში გადმოცემული ფაქტების ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებს თავად მოსარჩელე და მისი ნათესავი), მონიტორინგის ჯგუფს მ.ქო-------ი საცხოვრებელში არ დახვდა. ის დაბრუნდა გარკვეული ხნის შემდეგ და მონიტორინგის თანამშრომლებს განუცხადა, რომ პერიოდულად ღამეს ათენებს და ცხოვრობს მულის შვილთან ი.წულაიასთან. ადგილზე ვითარების შედეგად დადგინდა, რომ თავის საცხოვრებლად მითითებულ ფართში არ დადასტურდა ვინმეს ცხოვრების ფაქტი: ფართს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, არ ეკიდა ნათურა, არ იყო განთავსებული ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი ინვენტარი, პროდუქტი და სხვ. ფართში არცხოვრების ფაქტი ასევე დადასტურდა დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 29 იანვრის ოქმით, რომლის თანახმად, მონიტორინგის თანამშრომლებს მოსარჩელე მისამართზე არ დახვდათ. ანალოგიურად, მოსარჩელე მისამართზე არ იმყოფებოდა 1 თებერვლის ოქმის თანახმადაც, რა დროსაც ის მისამართზე გამოცხადდა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ (სააგენტოს თანამშრომლების მიერ მეზობლისათვის სიტყვიერი შეტყობინების დატოვების შემდეგ, რომ დაბრუნდებოდნენ რამოდენიმე ხანში). მოსარჩელე ასევე არ იმყოფებოდა მის საცხოვრებლად მითითებულ ფართში 2017 წლის 10 თებერვალს განხორციელებული ვიზიტის დროსაც.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სააგენტოს მოსაზრება, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა მის საცხოვრებლად მითითებულ ფართში (ხობი, რაიკომის ყოფილი შენობა), აღნიშნულ შენობაში მხოლოდ მოკავებული აქვს ფართი, რათა იქ არსებულ არასათანადო საცხოვრებელ პირობებზე მითითებით უკანონოდ მიიღოს სტანდარტებისა და კრიტერიუმების შესაბამისი ქულები.

 

ამდენად, ამ გარემოების გათვალისწინებით, აპელანტს დასაბუთებულად მიაჩნია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც მას ჩამოერთვა (დააკლდა) 2 ქულა - მძიმე საცხოვრებელ პირობებში. აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს, რომ აპლიკანტს (მოსარჩელეს) უშუალოდ უნდა უწევდეს ცხოვრება ზემოაღნიშნული N320-ე ბრძანებით გათვალისწინებულ მძიმე პირობების საცხოვრებელში და აქ არ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც სახეზეა აპლიკანტის ფაქტიურ მფლობელობაში გარკვეული ფართის არსებობა, რომელიც განყენებულად, თავისთავად წარმოადგენს არასათანადო საცხოვრებელს.

 

აპელანტის მითითებით, ზემოხსენებული ფართი არ წარმოადგენს მძიმე საცხოვრებელს. მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 დანართის - საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის „ბ“ კრიტერიუმის თანახმად, მძიმე საცხოვრებელი განსაზღვრულია შემდეგნაირად - „საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია)“ და ეს კრიტერიუმი ფასდება 2 ქულით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნეობა აქვს მძიმე საცხოვრებლის განმარტებას და მის მისადაგებას მოსარჩელის ვითარებასთან. ზემოხსენებული ნორმის განმარტებით, იმისათვის რომ აპლიკანტმა მიიღოს ხსენებული 2 ქულა მძიმე საცხოვრებელი პირობებისათვის, მის დროებით სარგებლობაში არსებული ფართი, ფაქტიურად არ უნდა იყოს ადამიანთა საცხოვრებლად გათვალისწინებული ნაგებობა და ამასთან, ამ ფართის სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელი უნდა იყოს. თუ აპლიკანტის სარგებლობაში არსებული ფართი ამ განსაზღვრებას არ შეესაბამება, მასთან მიმართებით, ამ კრიტერიუმისათვის დადგენილი 2 ქულის გამოყენება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპლიკანტის მიერ მის დროებით სარგებლობაში არსებულ ფართად მითითებული ფართი, თავისი მდგომარეობით, არის კაპიტალურად ნაგები ადმინისტრაციული შენობა და ის ნამდვილად არ შეესაბამება ხსენებული ნორმით დადგენილ „მძიმე საცხოვრებელ პირობებს“. შესაგებელზე დართული ფოტომასალით აშკარად ჩანს, რომ შენობა არის კაპიტალური ნაგებობა, შენობის და მოსარჩელის საცხოვრებლად მითითებული ფართი (ინტერიერი) კონსტრუქციული თვისებებით, ტიხრებით, ჭერით, იატაკით, სართულების დამაკავშირებელი კიბით და სხვა მახასიათებლით, ნამდვილად გამოყენებადია საცხოვრებლად და მეტნაკლებად შეესაბამება ამ მიზანს. მართალია უშუალოდ მოსარჩელის მიერ მოკავებული ფართი მეტად კეთილმოუწყობელია, მაგრამ აღნიშნული გამოწვეულია მოსარჩელის მიერ ამ ფართით არ სარგებლობით (მიუხედავად მისი სიტყვიერი განმარტებისა, რომ მრავალი წელია ამ ფართში ცხოვრობს). კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავთ იმ გარემოებას, რომ თავად შენობა აშკარად არ შეესაბამება ნორმით განსაზღვრული „მძიმე საცხოვრებლის“ კატეგორიას. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, სააგენტოს (სამინისტროს) გადაწყვეტილება მოცემულ აპლიკანტთან მიმართებით „მძიმე საცხოვრებლის“ კატეგორიაში მინიჭებული 2 ქულის გაუქმების თაობაზე არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

აპელანტს ასევე დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელისათვის 1 ქულის დაკლება კრიტერიუმში - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან. რამდენადაც ფაქტობრივად არ დადასტურდა მოსარჩელის ცხოვრება აპლიკაციაში მითითებულ ფართში (ხობი, რაიკომის ყოფილი შენობა) და პირიქით, დადასტურდა, რომ ის აქ არ ცხოვრობს, არ დასტურდება მისი მარტოხელად, ერთსულიან ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ამ გარემოების შეფასებისას გასათვალისწინებელია მისი განმარტება, რომ პერიოდულად (ჩვენი მოსაზრებით მუდმივად) ცხოვრობს მულის შვილის ოჯახში, რაც დაადასტურა ამ პირმაც - იამზე წულაიამაც. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მარტო - მიუხედავად სააგენტოს არაერთგზისი მცდელობისა, ვერანაირად ვერ დადასტურდა. შესაბამისად, ამ კრიტერიუმში ქულის დაკლება აპელანტს ასევე კანონიერად და დასაბუთებულად მიაჩნია.

 

აპელანტს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელისათვის 3 ქულის დაკლება სოციალურ კრიტერიუმში (30001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა). სააპელაციო საჩივრის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის“ თანახმად, მზ-----ი ქო-------ის სარეიტინგო ქულა არის 11860, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია მისამართი, რომელიც არის მითითებული ამონაწერში და რომელ მისამართზე ვიზიტის შედეგადაც დადგინდა ეს ქულა. ამონაწერში მითითებულია მისამართი - ხობი, ძველი რაიკომის შენობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ფაქტიურად არ ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე, მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 დანართის (სოციალური კრიტერიუმი) 2-ე შენიშვნის თანახმად - „სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა“. ანუ, აპლიკანტი უნდა ცხოვრობდეს უშუალოდ იმ ფართში, რომელი საცხოვრებელი პირობებიც შეფასდა 30001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულით. სხვა შემთხვევაში, თუკი აპლიკანტს გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, რომელიც ამგვარ მინიმალურ სარეიტინგო ქულას იმსახურებს, მაგრამ ის ამ ფართში არ ცხოვრობს (არ დასტურდება მისი მუდმივად იქ ცხოვრება), ამ კრიტერიუმის გამოყენება და ქულის მინიჭება აპლიკანტისათვის არ არის დასაბუთებული და კანონიერი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სამინისტროს (სააგენტოს) გადაწყვეტილება, მოსარჩელისათვის იმ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ, არის კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, მზ-----ი ქო-------ის, გელა ჩერშინცევის და ხათუნა ბელქანიას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 4 მაისის N01-02/08/11687 და 2015 წლის 19 მაისის N05-01/06/13112 გადაწყვეტილებები და დაევალა მოპასუხეს დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მზ-----ი ქო-------ის, გელა ჩერშინცევის და ხათუნა ბელქანიას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;

 

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის (Nბს-399-396(კ-17)) განჩინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის (Nბს-399-396(კ-17)) განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის N22 სხდომის ოქმი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის N01-166/ო ბრძანება გამოცემული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მზ-----ი ქო-------მა 2016 წლის 22 სექტემბერს შეავსო განაცხადი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. განმცხადებელის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ხობი, რაიკომის შენობა. განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 8 ქულით (2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები,1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან, 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა), 2 ქულა - შშმპ (მკვეთრად გამოხატული)).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა- განმარტებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით, (სხდომის ოქმი N22) მოსარჩელე მზ-----ი ქო-------ს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი არასაკმარისი ქულის გამო. ოქმში მითითებულია, რომ დააკლდა სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირება მოხდა რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო შეფასების საფუძველზე.

 

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით კომისიამ მზ-----ი ქო-------ის საკითხის განხილვისას შეისწავლა როგორც განმცხადებლის 2016 წლის 22 სექტემბრის განაცხადი, ასევე ხელახლა იმსჯელა სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებულ გამოსაკვლევ გარემოებებზე და ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროდ მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმება მომხდარიყო დევნილის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლით. ამ მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ხობში, ძველ რაიკომის შენობაში, რაზედაც მათ მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, საცხოვრებელში არ დახვდათ განმცხადებელი. განმცხადებელი დაბრუნებულ იქნა გარკვეული ხნის შემდეგ და მონიტორინგის თანამშრომლებს განუცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე, ქირის გარეშე. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ პერიოდულად ღამეს ათენებს და ცხოვრობს მულის შვილთან იამზე წულაიასთან, მისამართზე ხობი, მშვიდობის ქუჩა N3-ში. განმცხადებლის განმარტებით მისი შვილები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ გალში თავიანთ საკუთრებებში. ადგილზე ვითარების შედეგად დადგინდა, რომ ფართს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და არ ეკიდა ნათურა.

 

2017 წლის 29 იანვრის ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ ქ. ხობში, ყოფილ რაიკომის შენობაში, დევნილ მზ-----ი ქო-------ის მონიტორინიგის მიზნით. დევნილი ადგილზე არ დახვდათ.

 

2017 წლის 01 თებერვლის ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ ქ. ხობში, ყოფილ რაიკომის შენობაში, დევნილ მზ-----ი ქო-------ის მონიტორინიგის მიზნით. დევნილი ადგილზე არ დახვდათ და გაესაუბრნენ მეზობელს. ჯგუფის წევრები დაახლოებით 40 წუთში კვლავ დაბრუდნენ მისამართზე, სადაც დახვდათ მზ-----ი ქო-------ი, მეზობელი ანეტა თოდუა და პატრულის თანამშრომლები. პატრულის თანამშრომლების განმარტებით, გამოძახება განხორციელებული იყო მზ-----ი ქო-------ის მიერ, იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირებულიყო მისი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი.

 

2017 წლის 10 თებერვლის ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფის წევრები დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდნენ ხობში, მშვიდობის N3- ში, სადაც დახვდათ მეპატრონე ე.გელანტია. რომლის განმარტებით, მის კუთვნილ სახლში მე-2 სართულზე ერთი ოთახი დაახლოებით წელიწადნახევარი ქირით დაკავებული აქვს განმცხადებელის მზ-----ი ქო-------ის შვილს - გელა ჩერშენცოვს, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ფართში. მისივე განმარტებით, განმცხადებელი მზ-----ი ქო-------ი ზემოაღნიშნულ სახლში მიდის პერიოდულად.

 

საქმეზე წარმოდგენილი აპელანტის წერილობითი პასუხისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული წარმომადგენლის ახსნა-განმარტების საფუძველზე ირკვევა, რომ მოსარჩელისათვის ქულების დაკლების ერთადერთ საფუძველს წარმოდგენდა ის გარემოება, რომ მოკვლევის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ. ხობი, ყოფილი რაიკომის შენობა.

 

სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, მონიტორინგის ჯგუფის ფაქტობრივ მისამართზე გამოცხადების დროს დადგენილი გარემოებები იმდენად მწირია, რომ ცალსახად ვერ გამორიცხავს მოსარჩელის ქ. ხობში, ყოფილი რაიკომის შენობაში ცხოვრების ფაქტს, მეტიც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებენ კიდეც საპირისპირო ფაქტებზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 მაისის N778/05 მოხსენებით ბარათის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გააქვს ქ. ხობში ც. დადიანის ქ. N188-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა. აღნიშნულ შენობაში მიწერილია და ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მზ-----ი ქო-------ის ოჯახი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მ.ქო-------ის საცხოვრებელი ოთახის კედლებს გააჩნია ბზარები საცხოვრებლად უვარგისია. შესაბამისად ითხოვა, შესაბამის სამსახურს დაევალოს ხელმეორედ დასვას საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინაშე დევნილი ოჯახის ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2019 წლის 20 თებერვლის ანეტა თოდუას, ალირა სანაიას და რიმა არჯავანიძის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ისინი ადასტურებენ, რომ მზ-----ი ქო-------ი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და 1995 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. ხობი ცოტნე დადიანის ქ. N139-ში (ძველი რაიკომის შენობა).

 

2019 წლის 12 მარტის N09/717 საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი მიმართული წერილის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გააქვს ქ. ხობში ც. დადიანის ქ.N 188-ში მდებარე ადმინისტრაციული (ძველი რაიკომის) შენობა, რომელიც კომპაქტური ჩასახლების ობიექტი იყო. დღემდე საცხოვრებელი ფართით არ არის დაკმაყოფილებული ამ შენობაში 25 წლის განმავლობაში მცხოვრები მზ-----ი ქო-------ის სოციალურად დაუცველი ოჯახი. მას შევსებული აქვს დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი. შესაბამისად ითხოვა აღნიშნული გარემოების გათვალისწინება და შესაძლებლობის ფარგლებში მზ-----ი ქო-------ის ბინით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის გადაწყვეტა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 02 აპრილის N01/5654 წერილის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 12 მარტის N 09/717 წერილის პასუხად, რომელიც ეხებოდა ქ. ხობი, ც. დადიანის ქ. N 188- ში მდებარე (ძველი რაიკომის) შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის მზ-----ი ქო-------ის ოჯახის დაკმაყოფილებას, ეცნობა, რომ აღნიშნულ ოჯახს მინისტრის N 320 ბრძანებაში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული აქვს 11 (თერთმეტი) ქულა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მზ-----ი ქო-------ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ განიხილება ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მშენებარე პირველივე განსახლების ობიექტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 11 მარტის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით მზ-----ი ქო-------ი დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 10300. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია, ხობი, ც.დადიანის ძვ. რაიკომი.

 

საგულისხმოა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 27 მაისის დაკითხული მოწმის შორენა ჭოლარიას ახნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ მზ-----ი ქო-------ი იყო მისი მეზობელი, ისინი ერთად ცხოვრობდნენ 1995 წლიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ხობში, ყოფილი რაიკომის შენობაში. 2015 წელს მოხდა მისი ოჯახის ფართით დაკმაყოფილება. 2012 წლიდან თვითონ ცხოვრობდა თბილისში, თუმცა წელიწადში ერთხელ მაინც ჩადიოდა ხობში და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მზ-----ი ქო-------ი ცხოვრობს ხობში, ყოფილი რაიკომის შენობაში.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ მზ-----ი ქო-------ის ხობში, ძველი რაიკომის შენობაში ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი დასკვნები და ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ/სამართლებრივი საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი