განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2020
საქმის ნომერი
080100119003032769
ინსტანცია
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003032769

საქმე №1/ბ-47-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----ი ნ---- ძე ლ------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 05 ი--–--ს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ზესტაფონის რაიონი სოფელი კ---–---ი, ფაქტობრივად მცხოვრები ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქვედა კ---–---ი, მე-9 ქუჩა №--,გ--- გ-----ის ძე ლ------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 14 მ------, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ზესტაფონის რაიონი სოფელი კ---–---ი, ფაქტობრივად მცხოვრები ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქვედა კ---–---ი, მე-9 ქუჩა №--.

 

აღწერილობით ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ 1. გ-----ი ლ------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, არაერთგზის, (ორი ეპიზოდი). 2. გ--- ლ------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად (ორი ეპიზოდი). რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 31 იანვარს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გ-----ი ლ------ეს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. ზესტაფონში, კ---–---ის დასახლებაში, კ----–--ის ქუჩა №1ა-ში, სადაც მდებარეობს გ-----ი ბ--------–---–-სა და გ-----ი ლ------ის თანასაკუთრებაში არსებული სარიტუალო დარბაზი ,,ვ---–-ა’’, მივიდა გ-----ი ბ--------–---–-, სადაც დახვდა გ-----ი ლ------ე და მისი შვილი გ--- ლ------ე. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მათ მოუხდათ კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გ-----ი ბ--------–---–ს, მარჯვენა თვალბუდის არეში მუჭი დაარტყა გ-----ი ლ------ემ, იმავდროულად შუბლისა და მარცხენა წარბის არეში მასვე მუჭი დაარტყა გ--- ლ------ემ, რის გამოც იგი ძირს წაიქცა, ცემის შედეგად გ-----ი ბ--------–---–-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 31 იანვარს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გ-----ი ლ------ეს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე ქ. ზესტაფონში, კ---–---ის დასახლებაში, კ----–--ის ქუჩა №1ა-ში, სადაც მდებარეობს გ-----ი ბ--------–---–-სა და გ-----ი ლ------ის თანასაკუთრებაში არსებული სარიტუალო დარბაზი ,,ვ---–-ა’’, მივიდა გ-----ი ბ--------–---–-, მეუღლესთან შ------- ფ----------ესთან და შვილთან გიიორგი ბ--------–---–თან ერთად, სადაც დახვდა გ-----ი ლ------ე, მისი მეუღლე ნ--- ლ------ე და შვილი გ--- ლ------ე. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მათ მოუხდათ კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გ-----ი ბ--------–---–ს, სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ერთობლივად ცემა გ--- ლ------ემ და გ-----ი ლ------ემ, ცემის შედეგად გ-----ი ბ--------–---–-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე ქ. ზესტაფონში, კ---–---ის დასახლებაში, კ----–--ის ქუჩა №1ა-ში, სადაც მდებარეობს გ-----ი ბ--------–---–-სა და გ-----ი ლ------ის თანასაკუთრებაში არსებული სარიტუალო დარბაზი ,,ვ---–-ა’’, მივიდა გ-----ი ბ--------–---–-, მეუღლესთან შ------- ფ----------ესთან და შვილთან გ------- ბ--------–---–თან ერთად, სადაც დახვდა გ--- ლ------ე, მშობლებთან ნ--- ლ------ესთან და გ-----ი ლ------ესთან ერთად. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გ-----ი ლ------ესა და გ-----ი ბ--------–---–ს მოხდა კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, გ-----ი ბ--------–---–ს, სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჯგუფურად ცემა გ--- ლ------ემ და გ-----ი ლ------ემ, ცემის შედეგად გ-----ი ბ--------–---–-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. ზესტაფონში, კ---–---ის დასახლებაში, კ----–--ის ქუჩა №1ა-ში, სადაც მდებარეობს გ-----ი ბ--------–---–-სა და გ-----ი ლ------ის თანასაკუთრებაში არსებული სარიტუალო დარბაზი ,,ვ---–-ა’’, მივიდა გ-----ი ბ--------–---–-, შვილთან გ------- ბ--------–---–თან ერთად, სადაც დახვდა გ-----ი ლ------ე და მისი შვილი გ--- ლ------ე. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გ-----ი ბ--------–---–სა და გ-----ი ლ------ეს ერთმანეთში მოუხდათ კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, გ-----ი ბ--------–---–ს შუბლისა და მარცხენა წარბის არეში მუჭი დაარტყა გ--- ლ------ემ, ხოლო იმავდროულად, მარჯვენა თვალბუდის არეში მას მუჭი დაარტყა გ-----ი ლ------ემ, რის გამოც გ-----ი ბ--------–---–- ძირს წაიქცა, შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:

 

1. გ--- ლ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 ლის 26 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ლ------ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

გ--- ლ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

2. გ-----ი ლ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----ი ლ------ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

გ-----ი ლ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულებმა გ--- ლ------ემ, გ-----ი ლ------ემ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე----- ტ--–----ემ, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ--- და გ-----ი ლ------ეების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. შემდეგ მოტივებზე მითითებით: აღნიშნული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მიღებულია სისხლის სამართლის მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით. გასაჩივრებული განაჩენი გამომდინარეობს მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ 2019 წლის 31 იანვარსა და 2019 წლის 26 თებერვალს მხარეთა შეხვედრის მომენტში გ-----ი ლ------ესთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილი - გ--- ლ------ე. სასამართლო ექსპერტიზების დასკვნებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება გ--- და გ-----ი ლ------ეების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მხოლოდ დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები, ხოლო დანარჩენი თვითმხილველი მოწმეების: ლ-–- ჯ----–--–ის, ნ----------ის, ნ--- ლ------ის (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდში), მ------- ბ--------ის და შ----- შ------–-–---–ის (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდში) ჩვენებები არ გაიზიარა. პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში არ განმარტა, თუ რატომ იყო ეს ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში და რატომ არ შეიძლებოდა მათი გაზიარება. ზემოაღნიშნულ მოწმეებს არცერთ შემთხვევაში არ დაუნახავთ გ-----ი ბ--------–---–-ს სახეზე არანაირი დაზიანება. დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები არ არის შესაბამისობაში საქმეზე მტკიცებულებათა სახით დართულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებთან. პირიქით, აღნიშნული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი ადასტურებს გ-----ი და გ--- ლ------ეების უდანაშაულობას და გ-----ი ბ--------–---–-ს და მისი ოჯახის წევრების მიერ მიცემული ჩვენებების ურთიერთსაწინააღმდეგობას და არასანდოობას. დაზარალებულ გ-----ი ბ--------–---–-ს მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ყველა ჩვენება არც თანმიმდევრულია და არც დამაჯერებელი, ნამდვილად არსებობს მათ ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს, გ--- და გ-----ი ლ------ეები ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--- ლ------ის და გ-----ი ლ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ-----ი ბ--------–---–-ს ჩვენების თანახმად, მან და გ-----ი ლ------ემ, კ---–---ის დასახლებაში კ----–--ის ქუჩაზე, იყიდეს მიწის ნაკვეთი. 2018 წლის პირველ თებერვლამდე გ-----ი ლ------ე და გ-----ი ბ--------–---–- ერთობლივად მუშაობდნენ. ფულის დაკლება გახდა მათი კონფლიქტის მიზეზი. ფულის დაკლება რამდენჯერმე მოხდა, ასევე სახლში შენახულ თანხას მოაკლდა ნაწილი. თანხებთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოების შემდეგ მათ ერთად მუშაობა აღარ გაუგრძელებიათ. გარკვეული დროის შემდეგ გ-----ი ბ--------–---–- და გ--- ლ------ე შეთანხმდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში დარბაზი იქნებოდა გ-----ი ლ------ის, ხოლო მომდევნო ერთი წელი იქნებოდა გ-----ი ბ--------–---–-ს. გ-----ი ბ--------–---–-სა და გ--- ლ------ის შეთანხმება შედგა, დარბაზის გვერდით და ადგილზე მათ გარდა სხვა არავინ არ ყოფილა. ბ--------–---–-ა გ--- ლ------ეს უთხრა, რომ მას პატარა ბავშვი ჰყავდა სამკურნალო, ის ერთი წლის განმავლობაში უმუშევარი იქნებოდა და საერთო თანხას დაიტოვებდა, თავის სარჩენად, გრიგოლეთში არსებული ნაკვეთის სანაცვლოდ. ეს ნაკვეთი ლ------ეს და ბ--------–---–ს ერთად ჰქონდათ ნაყიდი, მაგრამ დარეგისტრირებული იყო გ-----ი ლ------ის სახელზე. ამ შეთავაზებაზე გ--- ლ------ეც დათანხმდა. გ-----ი ბ--------–---–- დარბაზიდან გამოვიდა პირველ თებერვალს და შევიდნენ ლ------ეები. მათ ერთი წელი უნდა ემუშავათ დარბაზში, ხოლო ერთი წლის შემდეგ იმუშავებდნენ ბ--------–---–ები. გ--- ლ------ემ უთხრა ბ--------–---–ს, რომ მისი საქმე ქურდმა გადაწყვიტა. ლ-–- შ--–---–---–ი 50%-ს სულ ართმევდა ბ--------–---–ს, ხოლო გ--- ლ------ე მას შეეხვეწა, რომ 50% მთლიანად არ წაერთმია, რადგან შვილიშვილი ჰყავდა ავად, რის შემდეგაც ქურდმა ლ-–- შ--–---–---–მა 30% დაუტოვა გ-----ი ბ--------–---–ს და თვითონ 20% წაიღო. გ-----ი ბ--------–---–-ა უთხრა გ--- ლ------ეს, რომ მიეხედა თავისი 50%-სთვის, ხოლო შემდეგ როდესაც ის შევიდოდა დარბაზში თვითონ მიხედავდა და გაარკვევდა საქმეს. ამ საუბრის შემდეგ გ-----ი ბ--------–---–-ა ქუთაისის სამხარეოში დაწერა განცხადება. გ-----ი ბ--------–---–-ა გ--- ლ------ესთან შეთანხმების შესახებ მოუყვა ოჯახის წევრებს. მისი შვილი გ-------, როდესაც შეთანხმების შესახებ გაიგო, წავიდა გ--- ლ------ესთან და უთხრა მას, რომ შვილი ჰყავდა ავად, რომელსაც მკურნალობა სჭირდებოდა და პირველი ერთი წელი დარბაზი ყოფილიყო მათი, ხოლო მომდევნო წელი ლ------ის. რაზედაც გ---მ უპასუხა, რომ ის და ბიძამისი შეთანხმდნენ, რომ გ-------–----ს მიწას იტოვებდნენ ისინი საერთო თანხის სანაცვლოდ, ხოლო ერთი წლის მერე დარბაზში შევიდოდნენ ბ--------–---–ები. საერთო თანხა იყო 14470 ლარი. ამ თანხის ნახევარი ეკუთვნოდა გ-----ი ლ------ეს და ნახევარი გ-----ი ბ--------–---–ს. მაგრამ ის ნახევარი იმიტომ დაიტოვა, რომ ერთი წელი ერჩინათ თავი, ერთი წლის მერე მივიდოდა და გააგრძელებდა მუშაობას. პირველ თებერვალს, როდესაც ერთი წელი გავიდა და ბ--------–---–ები უნდა შესულიყვნენ დარბაზში, იქ მივიდნენ გ-----ი ბ--------–---–-, მისი შვილი გ------- ბ--------–---–-, მისი მეუღლე და ბიძაშვილის ცოლი რ--------- კ-------ე. დარბაზთან მისვლისას იქ მათ დახვდა გ-----ი და გ--- ლ------ეები და არ შეუშვეს დარბაზში. უთხრეს რომ გაჰყოლოდა დარბაზის უკანა მხარეს, სადაც იყო 5 სხვა ბიჭი, რის შემდეგადაც შეატყო, რომ იქ სიტუაცია უფრო დაიძაბებოდა, შემდეგ მას გ---მ დაარტყა, უკნიდან გ-----ი ურტყამდა, ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. პირველად გ-----ი ბ--------–---–ს დაარტყა მისმა დისშვილმა გ---მ სახეში, მეორედ გ-----ი ლ------ემ სახეში დაარტყა და საათი გაძვრა, შემდეგ წიხლები დაარტყა. შემდეგ სხვები ჩაერივნენ და გააშველეს. ამ ყველაფრის მერე გ-----ი ბ--------–---–ს

4-5 დღე ტკივილები ჰქონდა. შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ისევ შეხვედროდნენ ერთმანეთს და მივიდნენ დარბაზში. მეორე შეხვედრის დროს იქ იყო გ-----ი ბ--------–---–-ს დის ქმარი, მ-------ი ბ--------ე, მისი დისშვილი და კიდევ ერთი ბიჭი რომლის სახელიც არ იცის მოწმემ. ეს ბიჭი ლ------ეებისა და ბ--------–---–ების პირველი შეხვედრის დროსაც იყო, მაგრამ მას არანირი რეაგირება არ ჰქონია და არც ხმა არ ამოუღია. მეორე შეხვედრისას გ-----ი ბ--------–---–თან ერთად იყო მისი შვილი გ------- ბ--------–---–-. ადგილზე დახვდათ შ-------- შ------–-–---–ი, გ--- ლ------ე, გ-----ი ლ------ე, მ-------ი ბ--------ე და კივე ერთი ბიჭი. გ-----ი და გ------- ბ--------–---–ები ამ ჯერზე შევიდნენ დარბაზში და დასხდნენ დარბაზის კარებიდან მოშორებით დაახლოებით 3-4 მეტრ მანძილზე მდგომ მაგიდასთან. საუბარი შეეხებოდა, გრიგოლეთში არსებულ მიწის ნაკვეთს. ამ ლაპარაკში კი გ-----ი ლ------ემ დაარტყა გ-----ი ბ--------–---–ს თვალის არეში. როცა შემოტრიალდა და თავის არიდებას ცდილობდა დაარტყა გ--- ლ------ემ და წაიქცა, რის შემდეგაც მას დასცხო წიხლები. ამ დროს გადაეფარა მ-------ი ბ--------ე და ეუბნებოდა მათ, რომ ხელი აღარ დაერტყათ. გ-----ი ბ--------–---–- ადგა ფეხზე, ძალიან ტკიოდა თვალი და მ-------ი ბ--------ემ გამოიყვანა გარეთ. მას სისხლი მოსდიოდა ცხვირიდან, იქვე აუზი იყო, მ-------ი ბ--------ემ მოწმინდა სახე და შეასუნთქა კაპლი, მიიყვანა მანქანასთან და ჩააჯინა შიგნით. მოწმემ უთხრა მ-------ს, რომ ცუდად იყო და დაეძახებინა გ-------სთვის, რათა წაეყვანა. გ-------ს მისვლის შემდეგ წავიდნენ. გ-----ი ლ------ე და გ-----ი ბ--------–---–ს შორის იყო მაგიდა, ისინი ფეხზე იდგნენ, გ-----ი ბ--------–---–-ს მარცხენა მხარეს იყო შ----- შ------–-–---–ი, ხოლო ახლოს იდგა მ------- ბ--------ე. მას შემდეგ რაც მათ შორის აღნიშნული ფაქტი მოხდა გ-----ი ბ--------–---–- წავიდა ქუთაისში სამხარეო პოლიციაში, სადაც ის დაკითხეს და ჩაუტარეს ექსპერტიზა. როდესაც მან განცხადება დაწერა, ის დათანხმდა პოლიციელებს, რომ ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები, კერძო უნდა მომხდარიყო ჩაწერა მტკიცებულების სახით და ჩატარებულიყო საიდუმლო გამოძიება. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მიმართ ორჯერ განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ერთი ფაქტი იყო დარბაზის გვერდით, ხოლო მეორე თვითონ დარბაზში. ამ ორივე შემთხვევაში ის იყო აღჭურვილი სპეციალური აღჭურვილობით იმისათვის, რომ საიდუმლო ჩანაწერები, მტკიცებულება ჰქონოდა, რადგან ისინი ხშირად ცვლიდნენ და უარყოფდნენ, მანამდე თავიათ ნათქვამს. მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაკავშირებია და შეხება არ ჰქონია კანონიერ ქურდებთან, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც პირველი ჩხუბიდან ნახევარი საათის შემდეგ მას დაურეკა ჩ----- ქ-–-----ემ, რომელმაც უთხრა რომ შეხვედროდა რადგან საქმე ჰქონდა მასთან. სამხარეოს პოლიციის გარდა არავინ არ იცოდა, რომ გ-----ი ბ--------–---–- აღჭურვილი იყო შესაბამისი აღჭურვილობით. გ-----ი ბ--------–---–-ა არ იცის ვინაა ზ----, რომლის მიყვანასაც სთხოვდა გ--- ლ------ე. მოწმე იცნობს ორ ზ----ს, ერთი რომელიც არის მისი ბიძაშვილი მამის მხრიდა და მეორე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო რომლის მიყვანას თხოვდა გ--- ლ------ე არ იცის, რადგან მას გვარი არ დაუსახელებია. როდესაც გ--- ლ------ე ეუბნებოდა მას, რომ მიეყვანა ვინმე ზ----, გ-----იმ უთხრა რო ეს პიროვნება თვითონ ჭირდებოდა და თვითონ მიეყვანა. მიზეზი იმისა, თუ რატომ აღიჭურვა გ-----ი ბ--------–---–- შესაბამისი აღჭურვილობით, იყო რომ მას ეგონა შეხვედრის დროს იქ იქნებოდნენ ქურდები, რადგან წილის დათმობასთან დაკავშირებით ლ------ეები მას ეჩემებოდნენ ქურდებით. მოწმე 4 წლის გამავლობაში მუშაობდა პოლიციაში. ის როგორც 31 იანვარს, ასევე 26 თებერვალს, ლ------ეებთან შეხვედრების დროს აღჭურვილი იყო სპეციალური აღჭურვილობით, მაგრამ ეს აღჭურვილობა არ აძლევდა იმის საფუძველს, რომ დანაშაულის პროვოცირება მოეხდინა.

 

მოწმის სახით დაკითხული შ----- შ------–-–---–ის ჩვენების თანახმად, ის ზესტაფონში კ---–---ის დასახლებაში, კ----–--ის ქუჩაზე მივიდა სარიტუალო დარბაზში, სადაც ასევე მივიდნენ გ-----ი ბ--------–---–- და მისი შვილი გ------- ბ--------–---–-. გ-----ი ლ------ე და გ-----ი ბ--------–---–- ერთმანეთის სიძე-ცოლისძმა არიან. გ-----ი ლ------ე ეუბნებოდა ბ--------–---–ს, რომ დარბაზის საერთო ფული, 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი, რომელიც მას ქონდა წაღებული დაებრუნებინა უკან, რის შემდეგაც ისევ გაეგრძელებინათ ერთად მუშაობა. მოწმის განმარტებით გ-----ი ბ--------–---–- არ უარყოფდა, რომ მას წაღებული ჰქონდა ეს თანხა, თუმცა წინააღმდეგი იყო თანხის დაბრუნებაზე და ამ თანხის სანაცვლოდ მიწას სთავაზობდა. მოწმემ განმარტა, რომ ის საუბრის დასრულებამდე არ გაჩერებულა, რადგან მისი ორსული მეუღლე შეუძლოდ გახდა და წავიდა. ზემოთ აღნიშნული პირების გარდა დარბაზში იმყოფებოდა მოწმის ბიძა, მ-------ი ბ--------ე, რომელთან ერთადაც მივიდა დარბაზში შ----- შ------–-–---–ი. დარბაზში, მოწმის ყოფნის დროს, გ-----ი ლ------ესა და გ-----ი ბ--------–---–ს შორის არ ყოფილა რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირება, ისინი მხოლოდ ისხდნენ და საუბრობდნენ. გ-----ი ბ--------–---–- არის შ----- შ------–-–---–ის დედის ძმა და მასთან აქვს ახლო ნათესაური კავშირი.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ----------ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს ის ლ-–-სთან ერთად სვამდა ყავას, გ-----ი გამოვიდა გარეთ, დარბაზის გვერდით, საიდანაც ხმამაღალი საუბარი ისმოდა, ისინიც გამოვიდნენ გარეთ, იქ მივიდა ასევე გ-----ი ბ--------–---–-ც. მოწმემ განმარტა, რომ სანამ ის გარეთ გავიდოდა, მას არ შეეძლო დაენახა თუ რა ხდებოდა გარეთ. ასევე არ შეუძლია ზუსტი თარიღი დაასახელოს თუ როდის მოხდა აღნიშნული შემთხვევა, მაგრამ მისი აზრით ეს იყო იანვარში ან თებერვალში. ლ------ეების სახლიდან დაახლოებით 150 მეტრშია სარიტუალო დარბაზი. საუბარი მხარეებს შორის მიდიოდა იმის თაობაზე, რომ გ-----ის ბ--------–---–ს უნდა დაებრუნებინა ობიექტის საერთო მოხმარების ფული, რომელიც მან აიღო, ამ თანხის ოდენობა იყო 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი, გ-----ი ლ------ეს ამ თანხით ბანკის ვალი უნდა გადაეხადა, რაზედაც გ-----ი ბ--------–---–-ა უთხრა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ მას აძლევდა მიწას და ვალი დარჩებოდა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით. საუბარი მშვიდ გარემოში არ მიმდინარეობდა. იქ ასევე იყვნენ გ-----ი ბ--------–---–-ს მეუღლე და მისი შვილი გ------- ბ--------–---–-, თუმცა როგორც ასეთი ჩხუბი იქ არ ყოფილია, მოწმე მათ შორის იდგა და ამშვიდებდა ორივე მხარეს. მხარეებს შორის მსგავსი სახით ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მოწმემ განმარტა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ის ესაუბრა გ-----ი ბ--------–---–ს და მან უთხრა რომ პრობლემის გადასაწყვეტად მიემართა სასამართლოსათვის. საუბრისას გ-----ი ბ--------–---–ს მსგავსი რაიმე იმის შესახებ, რომ ვინმემ მას ხელი დაარტყა არ უთქვია, მოწმე მოუწოდებდა მას, რომ შეენარჩუნებინა სიმშვიდე. ამ დროს გ-----ი ბ--------–---–-ს შვილი გ------- ბ--------–---–- სხვას ესაუბრებოდა. მოწმე ნ----------ეს კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა როგორც გ-----ისთან და მის შვილთან გ-------სთან.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ-–- ჯ----–---–ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ვარაუდობს რომ იყო თებერვალი, ეზოში იყვნენ ის და მისი მეგობარი ნ----------ე, როდესაც გ--- და მისი მშობლები გავიდნენ გარეთ ბიძამისთან შესახვედრად. ისინი თბილისში უნდა წასულიყვნენ და გაუარეს გ---ს. როდესაც მას ელოდებოდნენ გაიგონეს ხმაური, გავიდნენ გარეთ სადაც გ-----ი ლ------ე და გ-----ი ბ--------–---–- დაობდნენ თანხაზე 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარზე. გ--- ლ------ის გასვლის შემდეგ ლ-–- ჯ----–---–ი და ნ----------ე დაახლოებით 5 წუთში გავიდნენ გარეთ, რაც გამოწვეული იყო ხმაურის გაგონებით. აღნიშნული ფაქტი ხდებოდა სარიტუალო დარბაზის გვერდით. ადგილზე იყო გ--- ლ------ე, გ-----ი ლ------ე, ნ--- ბ--------–---–-, გ-----ი ბ--------–---–- და მისი შვილი, იქ ასევე იყვნენ სხვა პიროვნებები, რომელთაც ის არ იცნობს. გ-----ი ლ------ე გ-----ი ბ--------–---–ს არ უშვებდა დარბაზში რადგან მას ჰქონდა მისი ვალი, უნდა მიეტანა საერთო თანხა, რომელიც იყო ბანკში შესატანი. ხმამაღალი საუბარი მხარებს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა, ფიზიკურ დაპირისპირება ადგილი არ ჰქონდა და მოწმეს არ შეუნიშნავს, რომ რომელიმე მათგანს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა. შელაპარაკების დასრულებისას გ-----ი ბ--------–---–-ა თქვა, რომ ისევ მივიდოდა მათთან, თუმცა მოწმისთვის უცნობია ის თანხას მიიტანდა თუ არა. ლ-–- ჯ----–---–ი გ-----ი ბ--------–---–ს აღნიშნულ ფაქტამდე იცნობდა. მხარებს, გ-----ი ბ--------–---–-სა და გ-----ი ლ------ის ოჯახს, ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მოწმის განმარტებით მან იცოდა, რომ ამ ორ ოჯახს ერთმანეთთან დავა ჰქონდათ სარიტუალო დარბაზთან დაკავშირებით, რომელიც გ-----ი ბ--------–---–-სა და გ-----ი ლ------ის თანასაკუთრებას წარმოადგენდა.

 

მოწმის სახით დაკითხული მ------- ბ--------ის ჩვენების თანახმად, გ-----ი ბ--------–---–- არის მისი ცოლის ძმა. მას გ-----ი ლ------ე დაუკავშირდა ტელეფონზე და უთხრა, რომ გ-----ი ბ--------–---–ს უნდოდა ბატონ გ-----ი ლ------ესთან შეხვედრა, მათ კუთვნილ სარიტუალო დარბაზში. მოწმე წავიდა მათთან, მას თან ახლდა შ----- შ------–-–---–ი. მივიდნენ დარბაზში, რამდენიმე ხანში იქ მივიდა გ-----ი ბ--------–---–- და მისი შვილი გ------- ბ--------–---–-. მოწმემ იცოდა, რომ საუბარი უნდა ყოფილიყო თანხაზე, რომელიც უნდა მოეტანა გ-----ი ლ------ისთვის გ-----ი ბ--------–---–ს, რომელიც არ აბრუნებდა ამ თანხას. გ-----ი ბ--------–---–სა და გ-----ი ლ------ეს შორის საუბარი წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა. ისინი სარიტუალო დარბაზის კარიდან დაახლოებით 4-5 მეტრში იდგნენ. მოწმემ განმარტა, რომ ის გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც დარბაზში დარჩნენ: გ-----ი ლ------ე, გ-----ი ბ--------–---–-, გ------- ბ--------–---–-, შ----- შ------–-–---–ი, ნ--- ბ--------–---–- და ასევე მისთვის უცნობი პიროვნებები. მისი გარეთ ყოფნის პერიოდში, დარბაზიდან ხმაური არ გაუგონია. იმ შემთხვევაში დარბაზში რაიმე შეხლა-შემოხლა ან დაძაბული სიტუაცია ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა დარბაზს. როდესაც ის უკან დაბრუნდა, ამ დროს დარბაზიდან გამოდიოდა გ-----ი ბ--------–---–-, რომელსაც სახეზე კარგი ფერი არ ჰქონდა. მოწმემ ჰკითხა თუ რა ჭირდა მას, რაზეც გ-----იმ უპასუხა, რომ გული ჰქონდა ცუდად. მოწმის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ გ-----ი ლ------ე შეურაცხყოფას მიაყენებდა გ-----ი ბ--------–---–ს, ის მას ამის შესახებ აუცილებლად ეტყოდა. მოწმემ ის წაიყვანა, მობანა სახე და კაპლი შეასუნთქა რათა უკეთ გამხდარიყო, მიიყვანა მანქანასთან და მძღოლის გვერდით სავარძელში დასვა. გ------- ბ--------–---–- ამ დროს იმყოფებოდა შიგნით, გ-----იმ მას უთხრა რომ დაეძახა გ-------სთვის და სახლში წასულიყვნენ, რის შემდეგაც მ------- ბ--------ემ ნახა გ------- ბ--------–---–- და უთხრა, რომ მამამისი ელოდებოდა. საბოლოოდ გ-----ი ლ------ე და გ-----ი ბ--------–---–- არაფერზე არ შეთანხმებულან.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენების თანახმად, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ კ------- თ----------ის მომართვის საფუძველზე, მის მიერ ჩატარდა პირადი გასინჯვა ლაბორატორიულად, გ------- ბ--------–---–-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე. კითხვები იყო შემდეგი: გ-----ი შ--–-ას ძე ბ--------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა თუ არა დაზიანების (დაზიანებათა) კვლები? დადებით შემთხვევაში განგვისაზღვრეთ მათი წარმოშობის მექანიზმი, ლოკალიზაცია, ურთიერთ განლაგება, ხარისხი და ხანდაზმულობა. მოწმის მიერ გ-----ი ბ--------–---–-ს შემოწმება მოხდა 2019 წლის 26 თებერვალს, 19:52 საათზე. დასკვნის ნომერი: 0--------- მოქ. გ-----ი ბ--------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება გარემოებას 2019 წლის 26 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა კ---–---ში მცხოვრებ გ-----ი ბ--------–---–-ს მიმართ განხორციელებული იქნა ძალადობა. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 16:30 სთ-ზე ზესტაფონში, კ----–--ის ქუჩაზე მდებარე სარიტუალო დარბაზში „ვ---–-ა“, მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება სიძესთან გ-----ი ლ------ესთან და მის შვილთან გ--- ლ------ესთან, რა დროსაც ამ უკანაკნელებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. პირადი გასინჯვის მონაცემებით ირკვევა რომ, გ-----ი ბ--------–---–- უჩიოდა ტკივილებს ორივე თვალბუდის მოდამოებში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოებში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვრივი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო- მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0.5X0.2სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შემოწმება ჩატარდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

მოწმის სახით დაკითხული რ--------- თ----ის ჩვენების თანახნად, 2019 წლის იანვრის ბოლო რიცხვები იყო როდესაც, მას შ------- ფ----------ემ თხოვა, რომ წაყოლოდა დარბაში დასახმარებლად. მეორე დღეს დაახლოებით 11:00 საათი იქნებოდა, როდესაც ისინი მანქანით წავიდნენ დარბაზში. ადგილზე მისვლისას მათ დარბაზის კარი არ გაუღეს და არ შეუშვეს შიგნით. გ-----ი ბ--------–---–- და მისი ცოლ-შვილი შეეცადნენ დარბაზის კარის გაღებას, მაგრამ ვერ შეძლეს. დარბაზში მასთან ერთად წავიდნენ გ-----ი ბ--------–---–-, გ------- ბ--------–---–- და შ------- ფ----------ე. ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ გ-----ი ლ------ე, გ--- ლ------ე, ნ--- ლ------ე და გ---ს სამი მეგობარი. დარბაზში შეკრებილებმა, თავდაპირველად დაიწყეს საუბარი, რაც შემდგომში გადაიზარდა ჩხუბში. მოწმემ განმარტა, რომ მან დაინახა თუ როგორ დაარტყა გ-----ი ლ------ემ გ-----ი ბ--------–---–ს. მან ასევე დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე და მისი ხელმოწერის სისწორე მისივე გამოკითხვის ოქმზე. მოწმე რ--------- თ----ეს ზუსტად არ დაუნახავს სხეულის რა ნაწილზე დაარტყეს გ-----ი ბ--------–---–ს. ამის შემდეგ ისინი წამოვიდნენ, გ-----იმ ის დატოვა კ---–---ის გადასახვევთან, ჩასხდნენ ტაქსში და წავიდნენ სახლში. დარბაზიდან კ---–---ის გადასახვევი დაახლოებით მდებარეობს 200 მეტრში. მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცოდა, რომ მხარეებს შორის დავა იყო, მას ჰქონდა მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დარბაზი ერთი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო გ-----ი ლ------ის, ხოლო მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გ-----ი ბ--------–---–-ს. ჩხუბი და შელაპარაკება ხდებოდა დარბაზის მხარეს და ასევე მის წინა მხარეს. მოწმის განმარტებით მისი ყოფნის პერიოდში, იქ არ ყოფილა საუბარი თანხაზე, მისთვის უცნობია რამ გამოიწვია ჩხუბი და უთანხმოება.

 

მოწმის სახით დაკითხული შ------- ფ----------ის ჩვენების თანახმად, დავა იყო სარიტუალო დარბაზის თაობაზე, რომელიც მდებარეობას ზესტაფონში კ----–--ის ქუჩაზე. დავა იყო გ-----ი ბ--------–---–სა და გ-----ი ლ------ეს შორის, რომლის მიზეზი ის იყო, რომ ისინი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ დარბაზში იმუშავებდნენ გაყოფით, ანუ ერთი წელი ერთი მხარე და მეორე წელი მეორე მხარე. ადგილზე მივიდნენ მოწმე შ------- ფ----------ე, მისი მეუღლე გ-----ი ბ--------–---–-, მისი შვილი გ------- ბ--------–---–- და დასახმარებლად გაჰყვათ ბიძაშვილის ცოლი - რ--------- თ----ე. ისინი ოთხივე შევიდნენ დარბაზის ეზოში, მან დაინახა, რომ გარეთ იდგა გ-----ი და ახლდა რამდენიმე ბიჭი. გ--- ლ------ემ გაიყვანა გ-----ი და გ------- ბ--------–---–ები დარბაზის გვერდზე, სადაც დანარჩენებიც გავიდნენ. როცა იქ მივიდნენ გ-----ი ბ--------–---–-ს კეპი ძირს ეგდო. იქ იყო ჩხუბი და სრული ქაოსი, გ--- ხელით იწევდა გ-----ი ბ--------–---–-სკენ და სახეში. ურტყამდა მას. ჯერ გ--- ლ------ემ დაარტყა გ-----ი ბ--------–---–ს, ხოლო შემდეგ გ-----ი ლ------ემ. ამ ყველაფრის შემდეგ შ------- ფ----------ის მულმა თავისი ოჯახის წევრები და სტუმრები შეიყვანა სახლში. შ------- ფ----------ე, რ--------- თ----ე და გ------- ბ--------–---–- კ---–---ის გადასახვევიდან სახლში ტაქსით წავიდნენ, ხოლო გ-----ი ბ--------–---–- მათთან ერთად არ წასულა. მოწმის განმარტებით გ--- ლ------ემ გაიყვანა გ-----ი ბ--------–---–- გვერდზე, მათთან ერთად იყვნენ ასევე გ--- ლ------ის სამი მეგობარი, გ-----ი ლ------ე და ნ--- ლ------ეც. როდესაც ჩხუბი მოხდა და გ-----ი ბ--------–---–ს დაარტყეს, მოწმის შ. ფ----------ის განმარტებით თავად ცუდად გახდა და გაბრუნდა ჩამოხურული გარაჟისკენ და დაინახა როგორ ცდილობდა გ--- ლ------ე დანის ამოღებას, ხოლო დედამისი ცდილობდა მის შეჩერებას. აღნიშნული ფაქტი შ------- ფ----------ემ არ განაცხადა შესაბამის უწყებაში. მოწმემ იმ დროისათვის არ იცოდა, რომ მისი მეუღლე იქ მივიდა სათანადო ჩამწერი აღჭურვილობით. შ. ფ----------ის განმარტებით მან არ იცის გ--- ლ------ემ რომელიმე შეხვედრაზე მიიყვანა იქ თუ არა ქურდი.

 

მოწმის სახით დაკითხული გ------- ბ--------–---–-ს ჩვენების თანახმად, ის მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთი - გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ზესტაფონის სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში. მისი მამაც ადრე მუშაობდა პოლიციის უწყებაში. მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ კანონიერ ქურდებთან. მოწმის თქმით მან არ იცის ჰქონდა თუ არა რაიმე შემხებლობა გ--- ლ------ესა და გ-----ი ლ------ეს კანონიერ ქურდებთან. მან გამოძიებას მისცა ჩვენება იმის შესახებ, რომ მამამისს გ-----ი ბ--------–---–სა და გ-----ი ლ------ეს ერთად ჰქონდა აშენებული სარიტუალო დარბაზი, რომელიც გაიხსნა 2016 წელს. დარბაზი ააშენეს ბანკიდან გამოტანილი სესხით. სესხი გამოტანილი იყო გ-----ი ლ------ის სახელზე, ჩადებული იყო გ-----ი ბ--------–---–-ს მაღაზიაც და მისი სახლიც. დარბაზიდან მიღებული თანხა გ-----ი ლ------ეს შეჰქონდა ბანკში და მოგებას ცალკე იყოფდნენ. ისინი ერთად მუშაობდნენ, მოგების თანხას იყოფდნენ თანაბრად. შემდეგ მოუვიდათ რაღაც უთანხმოება, რაც მოწმემ შემდგომში შეიტყო. 31 იანვარს ისინი წავიდნენ დარბაზში გადმოსაბარებლად. ადგილზე მისვლისას ლ------ეებმა უთხრეს გ-----ი ბ--------–---–ს, რომ დარბაზის გვერდზე გასულიყვნენ, რაზედაც გ-----ი ბ--------–---–-ა უარი განუცხადა. ლ------ეები ბ--------–---–ებს არ უშვებდნენ დარბაზში. საუბარი დაიწყო გოჭის მოპარვაზე, ლ------ეებმა უთხრეს გ-----ი ბ--------–---–ს რომ მათ გოჭები მოპარეს და შეურაცხყოფა მიაყენეს გ-----ი ბ--------–---–ს. ამის შემდგე შუაში ჩადგნენ გ---ს მეგობრები, ჯერ გ--- ლ------ემ დაარტყა ხელი გ-----ი ბ--------–---–ს, ხოლო შემდეგ გ-----ი ლ------ემ. შემდეგ გააშველეს ისინი და წამოვიდნენ. დარბაზის გადასაბარებლად წავიდნენ მოწმე გ------- ბ--------–---–-, მამამისი გ-----ი ბ--------–---–-, დედამისი შ------- ფ----------ე და რ--------- თ----ე. ადგილზე მისვლისას დახვდათ გ-----ი ლ------ე, გ--- ლ------ე, ნ--- ლ------ე ლ-–- ჯ----–---–ი, ნ---, რომლის გვარიც მოწმემ არ იცი და ასევე იქ იყო კიდევ ერთი პირი რომლის სახელი და გვარიც არ იცის. კონფლიქტის მიზეზი იყო, რომ ადგილზე მისვლისას ისინი დარბაზში არ შეუშვეს, მათ თქვეს, რომ მათ არ ჰქონიათ შეთანხმება და ბ--------–---–ს ზ---- უნდა მიეყვანა. სწორედ ამ შელაპარაკების შემდეგ დაარტყეს გ-----ი ბ--------–---–ს. მოწმის აზრით, ხსენებული ზ---- არის ზ---- ბ--------–---–-, მაგრამ არ გამორიცხავს რომ ეს პიროვნება სხვა ზ---- ყოფილიყო. ოჯახების დაპირისპირების მიზეზი გახდა, ფულისა და გოჭების მოპარვა. პირველად მისვლისას ლ------ეებს თანხა არ უხსენებიათ, ხოლო მეორედ მისვლისას ახსენეს თანხა. 26 თებერვალს მოწმე და გ-----ი ბ--------–---–- მეორედ მივიდნენ გ-----ი ლ------ესთან, იქ ასევე იყვნენ გ--- ლ------ე, მ------- ბ--------ე, შ----- შ------–-–---–ი და კიდევ ერთი, მოწმისთვის უცნობი პიროვნება. ამ შეხვედრისას ლ------ემ უთხრა ბ--------–---–ს, რომ მას უნდა მიეტანა 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი. გ-----ი ბ--------–---–-ა უთხრა, რომ თანხა იყო არა 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი, არამედ 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი, რომელზედაც ის და გ--- შეთანხმდნენ, რომ ეს თანხა დარჩებოდა ბ--------–---–ს გრიგოლეთში არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. სწორედ ეს იყო გ-----ი ლ------ის გაბრაზების მიზეზი და დაარტყა გ-----ი ბ--------–---–ს. გ-----ი ლ------ე უშუალოდ თხოვდა გ-----ი ბ--------–---–ს 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარის მიტანას, რის შემდეგაც ის შეძლებდა დარბაზის დაკავებას. გ-----ი ლ------ე და გ-----ი ბ--------–---–- ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ისინი იქ მყოფებმა გააშველეს, ხოლო შემდეგ გ-----ი ბ--------–---–ს დაარტყა გ--- ლ------ემ და დავარდა ძირს, ხოლო მ------- ბ--------ემ ის ააყენა და გარეთ გაიყვანა ეზოში და გ------- ბ--------–---–-ც გამოყვა. გ-----ი ლ------ემ ბ--------–---–ს, მარჯვენა ხელი დარტყა მარცხენა მხარეს, ხოლო გ--- ლ------ემ გვერდიდან ჩაარტყა თვალის არეში. ამ შეხვედრის შემდეგ გ-----ი ლ------ე ესაუბრა გ------- ბ--------–---–ს და უთხრა, რომ 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი ჰქონდათ მათ მისატანი, ხოლო ამ თანხის მიტანის შემდეგ გაემტიხრათ დარბაზი. მათი შეხვედრების დროს იყვნენ რამდენიმე ბიჭი, რომლებსაც მოწმე არ იცნობს. ისინი გამოირჩეოდნენ, მაგრამ მისთვის ხელი არ დაურტყამს არც ერთს, თუმცა მათგან რომელიღაცამ მოარტყა მას გვერდებში მაგრამ არ დაუნახავს რომელმა. ნ--- აწყნარებდა მას, ხოლო ლ-–- ჯ----–---–ი გამოირჩეოდა აგრესიით. მოწმის გ------- ბ--------–---–-ს განმარტებით მან არ იცოდა, რომ მამამისი შეხვედრის დროს იყო აღჭურვილი შესაბამისი აღჭურვილობით, ამის შესახებ მან შემდეგ გაიგო. მისთვის ცნობილი იყო, რომ მამამისს განცხადება ჰქონდა დაწერილი, 31 იანვრის ფაქტზე, მან აცნობა მის უშუალო უფროსს. მოწმე არ იცნობს ვინმე ჩ----- ქ-–-----ეს, მაგრამ გაუგია ამ პიროვნების შესახებ. ეს პიროვნება, არც ერთი შეხვედრის დროს არ ყოფილა იქ. სანამ ლ------ეები შევიდოდნენ დარბაზში, გ-----ი ლ------ემ და გ-----ი ბ--------–---–-ა გაასწორეს ანგარიში, გადაიხადეს გადასახადები, რის შემდეგადაც ლ------ეს გადაეცა დარბაზი ერთი წლის განმავლობაში. გადასახადები გასწორდა საერთო ფულიდან, ხოლო დარჩენილი თანხა გაიქვითა მიწის ნაკვეთში.

 

მოწმის სახით დაკითხული დ----- ხ---–------ის ჩვენების თანახმად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაიწყო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, კერძოდ დეტექტივების სამმართველოში. გამოძიება დაიწყო გ-----ი ბ--------–---–-ს განცხადების საფუძველზე, სადაც ის მიუთითებდა მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებების შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია გამომძიებელ დ----- ხ---–------ის მიერ, მათ შორის, მოწმემ რამდენჯერმე დაკითხა დაზარალებული გ-----ი ბ--------–---–- მოწმის სახით, ასევე გამოკითხული ჰყავს ყველა ის მოწმე რომელიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს. დანიშნული აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და მიღებული აქვს დასკვნები. ასევე ამ საქმეზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულ იქნა მასალები, კერძოდ როდესაც გ-----ი ბ--------–---–- გამოცხადდა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში და განცხადებით განმარტა, რომ მის მიმართ ხდებოდა უკანონო მოქმედებები, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მას შეთავაზება მიეცა, რომ მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში, რაზედაც თანხმობა განაცხადა. ის გ-----ი და გ--- ლ------ეებთან შეხვედრის დროს ფარულად იქნა აღჭურვილი, სათანადო სამსახურის მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ჩატარდა მათი შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. გამოძიება თავდაპირველად დაიწყო გ-----ი ბ--------–---–-ს განცხადების საფუძველზე, სადაც მიუთითებდა გ-----ი და გ--- ლ------ეების, კანონიერ ქურდებთან გარკვეულ კავშირს და პროცენტების 20% დათმობას. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, ვინაიდან განცხადებაში იკვეთებოდა ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტი გ--- და გ-----ი ლ------ეების მხრიდან. თავდაპირველად მათ ჩაატარეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, სატელეფონო კომუნ---ციის ფარული მიყურადება, ასევე აუდიო-ვიდეო ჩაწერა შეხვედრების დროს. ამ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ერთი პირის, ჩ----- ქ-–-----ის მიმართ ქურდული სამყაროს წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტები და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარიმართა სასამართლოში განსახილველად. გ-----ი და გ--- ლ------ეების მიმართ, მოცემულ საქმეში გამოიკვეთა ძალადობის ნიშნები, რაც აისახებოდა გ-----ი ბ--------–---–-ს ცემის ფაქტებზე. ეს მოხდა 2019 წლის 31 იანვარს და 26 თებერვალს. კონკრეტულად, გ-----ი ბ--------–---–- შეხვდა, დარბაზის გადაბარების მიზნით, გ--- და გ-----ი ლ------ეებს. პირველ შემთხვევაში შეხვდნენ სარიტუალო დარბაზის ეზოში, სადაც მოხდა მისი ცემა გ-----ი და გ--- ლ------ეების მიერ, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულები, ნ--- ლ------ე, გ---ს მეგობრები ლ-–- ჯ----–---–ი და ნ-----–---- ა-----ე. ხოლო მეორე შეხვედრა მოხდა უშუალოდ დარბაზში, სადაც კამათის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და გ-----ი და გ--- ლ------ეებმა სცემეს გ-----ი ბ--------–---–-, ამ შემთხვევას ესწრებოდა გ-----ი ლ------ის ქვისლი მ-------ი ბ--------ე, ცოლის დისშვილი შ----- შ------–-–---–ი, ასევე მეუღლე. ეს ყოველივე ასახულია ფარულ აუდიო-ვიდეო მასალაში, ეს მასალა გადაცემულია დაცვის მხარისათვის და მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში. ფაქტი, რომ გ-----ი და გ--- ლ------ეებს ჰქონდათ კანონიერ ქურდებთან კავშირი, გამოძიებით არ დადასტურდა, თუმცა ამ საქმეში ერთი ეპიზოდი დადასტურდა, რომ საქმეში ჩაერია ქურდული სამყაროს წევრი ჩ----- ქ-–-----ე და მის მიმართ საქმე წარიმართა სასამართლოში, ხოლო გ-----ი და გ--- ლ------ეების მიმართ გამოეყო და ცალკე წარიმართა სასამართლოში ძალადობრივ ფაქტებზე, კერძოდ გ-----ი და გ--- ლ------ეების მიერ გ-----ი ბ--------–---–-ს ცემის ფაქტზე, ორი ეპიზოდი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ისმინებოდა გ-----ი და გ--- ლ------ეების სატელეფონო საუბრები. ვინაიდან განცხადებაში იკვეთებოდა ისეთი ფაქტი, როგორიცაა ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერ ქურდებთან კავშირი, გამოძიებამ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში განხორციელებულიყო ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნ---ციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, პირადი შეხვედრების აუდიო და ვიდეო ფარული ჩაწერა. გ-----ი ლ------ის განცხადება მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, ამ გაცხადებაში იკვეთება სამოქალაქო დავა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორ კერძო ფიზიკურ პირებს შორის დარბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წარმოიშვა უთანხმოება, ჯერ შეკამათება შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება, რაც საკმარისი იყო გამოძიებისათვის. სხვა თანხების ბრუნვასთან დაკავშირებით გამოძიება არ წარიმართა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ გამოძიებისათვის ეს არ იყო საინტერესო, არაერთხელ მიეცა მითითება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეეძლო გ-----ი ლ------ეს მიემართა სასამართლოსთვის სამოქალაქო წესით. აქედან გამომდინარე მათ გამოიძიეს მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული. აღნიშნულ განცხადებაში არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაული ნიშნები, ამიტომ განცხადება დაერთო საქმეს.

 

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის გარემოებანი: მამა-შვილი გ-----ი და გ--- ლ------ეები არიან ქურდული სამყაროს აქტიური წევრები, რომლებსაც კავშირი აქვთ კანონიერ ქურდებთან, რომელთა დავალებით ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 26.02.2019წ. 19:52-20:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ-----ი ბ--------–---–-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 16:30 სთ-ზე ზესტაფონში, კ----–--ის ქუჩაზე მდებარე სარიტუალო დარბაზში „ვ---–-ა“, მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება სიძესთან გ-----ი ლ------ესთან და მის შვილთან გ--- ლ------ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს.

 

პირადი გასინჯვის მონაცემები: 2---------–--------------- სთ. უჩივის ტკივილებს ორთავე თვალბუდის მიდამოებში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,5X 0,2სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 3---------–------------ სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ-----ი ბ--------–---–-ს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 31 იანვარს ზესტაფონში კ---–---ის დასახლებაში არსებული დარბაზის ეზოში ყოფნის დროს დაახლოებით 12:30 საათზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ--- და გ-----ი ლ------ეებმა მას მიაყენეს სხეულის დაზიანებები ხელის დარტყმით სხეულის სხვადასხვა მიდამოებში.

 

პირადი გასინჯვის მონაცემები: 3---------–------------ სთ. ჩივილები არ აქვს. მოქ. გ-----ი ბ--------–---–-ს სხეულზე, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგა 2019 წლის 24 იანვარს, დათვალიერების დაწყების დრო: 17:40 სთ, დასრულების დრო: 18:00 სთ, დათვალიერებაში მონაწილე პირები არიან - გ-----ი ბ--------–---–- და მ----- შ-----–-ა - გამოკითხვის შემდეგ გ-----ი ბ--------–---–-ა წარმოადგინა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, თანხმობა განაცხადა მოხდეს მისი დათვალიერება. ტელეფონი არის ,,ნოკიას“ ფირმის, შავი ფერის კლავიატურიანი კორპუსით. მენიუს დათვალიერებით ირკვევა, რომ მისი იმეი კოდებია 3-------------- და 3--------------- ტელეფონში მოთავსებულია ,,ჯეოსელის“ ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით 5--------. ტელეფონის კონტაქტების მენიუში სახელით G--- D------- ჩაწერილია ნომერი 5-------- და სახელით G--- D------ 2 ს ჩაწერილია ნომერი 5-----------, რომლებითაც გ-----ი ბ--------–---–-ს განმარტებით ეკუთვნის მის დისშვილს გ--- ლ------ეს, სახელით G----- Size ჩაწერილია ნომერი 5----------- , რომელიც გ-----ი ბ--------–---–-ს განმარტებით ეკუთვნის მის სიძეს, დისქმარ გ-----ი ლ------ეს და სახელით Nana ჩაწერილია ნომერი 5------------ რომელიც გ-----ი ბ--------–---–-ს განმარტებით ეკუთვნის მის დას ნ--- ლ------ეს. დათვალიერების პროცესში ზემოხსენებულ ჩანაწერებზე გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც დაერთო ოქმს. დათვალიერების შემდეგ მობილური ტელეფონი დაუბრუნდა გ-----ი ბ--------–---–ს.

 

საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგა 2019 წლის 24 იანვარს, დათვალიერების დაწყების დრო: 19:19 სთ, დასრულების დრო: 19:40 სთ, ოქმის შემდგენი პირია მ----- შ-----–-ა - მოქ. გ-----ი ბ--------–---–-ს გვერდის დათვალიერებისას გაირკვა, რომ გ-----ი შ--–-ას ძე ბ--------–---–-, დაბ: 0--------- წელს, საქართველო, ზესტაფონი, რეგისტრაციის ადგილი ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქვედა კ---–---ი, 29-ე ქ.N12, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, პირადობის ელექტრონული მოწმობის N-----------

 

ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, გ-----ი ბ--------–---–-ს საკონტაქტო ნომრად სამოქალაქო რეესტრის ბაზაში მითითებულია სააბონენტო ნომერი 5------------

მოქ. გ-----ი ლ------ის გვერდის დათვალიერებისას გაირკვა, რომ გ-----ი ნ---- ძე ლ------ე, დაბ: 0--------- წელს, საქართველო, ზესტაფონი, რეგისტრაციის ადგილი ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ---–---ი, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, პირადობის მოწმობის N------------

 

ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, გ-----ი ლ------ის საკონტაქტო ნომრად სამოქალაქო რეესტრის და მართვის მოწმობების ბაზაში მითითებულია სააბონენტო ნომერი 5-----------.

 

ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 13 აპრილს ამხილეს სოფელ ქვედა საქარაში მცხოვრები, 1--- წელს დ. მ------- ნ-------ის ძე ბ--------ე და სოფელ კ---–---ში მცხოვრები 1--- წ. დ. გ-----ი ნ---- ძე ლ------ე, რომლებმაც ქ. ზესტაფონში ჭ----------ს ქუჩაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს ქ. ზესტაფონი ჩ---–---ს ქ.N8/22-ში მცხოვრებ 1--- წ.დ. ნ--- დ-----ის ასულ ჭ----------ეს და სოფელ ქვედა საზანოში მცხოვრებ 1--- წ.დ. ნ-----–---- თ-----ის ძე ტ------ეს. მიმდინარეობს გამოძიება 126-ე მუხლით.

 

მოქ. გ--- ლ------ის გვერდის დათვალიერებისას გაირკვა, რომ გ--- გ-----ის ძე ლ------ე, დაბ: 1--------9 წელს, საქართველო, თბილისი, რეგისტრაციის ადგილი ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქვედა კ---–---ი, 9--------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, პირადობის ელექტრონული მოწმობის N---------.

 

ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, გ-----ი ლ------ის საკონტაქტო ნომრად სამოქალაქო რეესტრის ბაზაში მითითებულია სააბონენტო ნომერი 5------------

 

მოქ. ნ--- ლ------ის გვერდის დათვალიერებისას გაირკვა, რომ ნ--- შ--–-ას ასული ლ------ე დაბ: 2--------- წელს, საქართველო, ზესტაფონი, რეგისტრაციის ადგილი ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქვედა კ---–---ი, 9--------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, პირადობის ელექტრონული მოწმობის N----------. მოძიებული ინფორმაცია ამობეჭდილი იქნა 08 ფურცლად და დაერთო დათვალიერების ოქმს.

 

საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგა 2019 წლის 24 იანვარს, დათვალიერების დაწყების დრო: 19:45 სთ, დასრულების დრო: 20:00 სთ, ოქმის შემდგენი პირია მ----- შ-----–-ა - სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, მ----- შ-----–-ას სარგებლობაში არსებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონის საშუალებით მან ჩაატარა სატელეფონო აპლიკაციის ,,მობილური ნომრების ბაზის“ დათვალიერება:

 

5----------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - Ge---------------------------------------------------------------------------- - 5----------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - L------------------------–------------------------------ - 5----------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - Ga---------------------–----------------------------------------

 

5----------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - a------------------------------------- ნომრის მიხედვით, რომელიც ბაზაში დაფიქსირებულია სახელებით - N-----------------------------------------------------------. მონაცემები გადაღებული იქნა პროგრამა სქრინშოთის საშუალებით, რაც გადატანილი იქნა პერსონალურ კომპიუტერში, ამოიბეჭდა და დაერთო ოქმს.

 

სასამართლო სხდომაზე გ-----ი ლ------ემ განმარტა, რომ - გ-----ი ბ--------–---–- არის მისი მეუღლის ძმა, ისინი ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას, ჰქონდათ გაკეთებული სარიტუალო დარბაზი, თუმცა მათ შორის შემდეგ მოხდა კონფლიქტი. ზუსტი დრო არ ახსოვს, თუ როდის დაიწყო სარიტუალო დარბაზის მშენებლობა, თუმცა ის ტერიტორია სადაც ეს დარბაზი მდებარეობს ეკუთვნოდა მას. თავიდან მათ გაუჩნდათ იდეა, რომ შეესყიდათ ერთობლივად ეს მიწა და აეშენებინათ სარიტუალო დარბაზი, რაც შეძლეს კიდეც და მისივე სახსრებით ააშენეს დარბაზი და დახურეს. ბანკმა პირადად გ-----ი ლ------ეს მისცა სესხი 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი, რის საფუძველზეც ყველანაირი ქონება რაც მას გააჩნდა უძრავი თუ მოძრავი ჩადებული აქვს ბანკში. მოწმემ განმარტა, რომ ეს თანხა მან მიიღო სამ ეტაპად და ჩააბარა მის მეუღლეს, ანუ გ-----ი ბ--------–---–-ს დას. საღამოს, ზუსტი რიცხვი და თვე არ ახსოვს, დაიწყეს სამომავლო გეგმების შედგენა, თუ როგორ განეკარგათ ეს თანხები, რაში უნდა დაეხარჯათ, რა უნდა ეყიდათ და რა უნდა გაეკეთებინათ. ამ ლაპარაკისას გ-----ი ბ--------–---–- წამოდგა და უთხრა მოწმეს, რომ მათ ამ საქმეში წილში უნდა ჩაესვათ ვიღაც კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც მათ ,,კრიშად’’ ეყოლებოდათ, ვისთვისაც მოწმეს უნდა მიეცა ფული, ანუ სამ ნაწილად უნდა გაყოფილიყო ეს თანხა. გ-----ი ლ------ემ ამაზე უარი განაცხადა და განუმარტა გ-----ი ბ--------–---–ს, რომ ის თუ მის საკუთარ მიწაზე რაიმეს გააკეთებდა და გაუკეთებდა მის ავადმყოფ შვილს, მას არანაირი ,,კრიშა’’ არ სჭირდებოდა. ამის შემდეგ გ-----ი ბ--------–---–- წამოხტა მაგიდიდან, წავიდა კარებისკენ და კარებთან როცა მივიდა იქედან დაუძახა მოწმეს, რომ ,,დაგანახებ თუ არ ინანებო’’ და შემდეგ წავიდა. 1 თვის მერე მოვიდა მოწმესთან გ-----ი ბ--------–---–- და უთხრა, რომ 30 (ოცდაათ) ტონა ცემენტი იშოვა 1 პაჭკა 5 ლარად, მაშინ 1 პაჭკა ცემენტი ღირდა 10 (ათი) ლარი, მან უთხრა, რომ ამ ცემენტს მოიტანდა და ჩვეულებრივად გააგრძელებდნენ მუშაობას. იმის გამო, რომ მოყვრები იყვნენ, ძალიან კარგი ხალხი ჰყავდა, გააგრძელეს ისევ ერთად მუშაობა სარიტუალო დარბაზის მშენებლობაზე. გააკეთეს დარბაზი, დარბაზმა დაიწყო ფუნქციონირება, მათ დაიწყეს ვალების გადახდა. გ-----ი ლ------ემ განაცხადა, რომ მას ჰყავს ავადმყოფი ბავშვი, რომელიც მთავრობამ ჩასვა სახელმწიფო პროგრამაში და ყოველ კვირას ოთხშაბათ და ხუთშაბათ დღეს უნდა ეტარებინა თბილისში, დაკვირვებებს აწარმოებდნენ, წამალს რომ მიიღებდა როგორ იმოქმედებდა, რის გამოც მას უკვე აღარ ეცალა დარბაზისთვის. მოწმე ატყობდა, რომ თანხები შემცირდა თუ მაგალითად 100 კაციან სუფრაზე ღებულობდა 100 ( ასი) ლარს, მერე მიიღო 50 (ორმოცდაათი), ამან მოწმეს გაუჩინა ეჭვი, ამ ეჭვის ნიადაგზე მან დაიჭირა მისი ცოლის ძმა გ-----ი ბ--------–---–-, რომელმაც მას მოპარა სამი გოჭი და ცამეტი წიწილი. ამაზე მოხდა დავა და ჩხუბი. მათ შორის არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა, რომ ერთი წელი ამ დარბაზში იქნებოდა გ-----ი ლ------ე და ერთი წელი გ-----ი ბ--------–---–-. ამის შემდეგ გ-----ი ბ--------–---–- წავიდა და ერთი წლის მერე დაურეკა მოწმეს, იმის თაობაზე, რომ დარბაზში სურდა მისვლა, თუმცა გ-----ი ლ------ემ მას უთხრა, რომ თუ ფულს არ წამოიღებდა ისე არ მისულიყო მასთან. 2018 წლის 31 იანვარს გ-----ი ბ--------–---–-, მის მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა დარბაზში ეზოში და ითხოვდა, რომ გადაიბარებდნენ ჭურჭელს, რაზედაც მოწმემ უარი განუცხადა და უთხრა, რომ თუ ის თანხას არ მოიტანდა ის დარბაზში ვერ შევიდოდა. პირველი შეხვედრა ასე დასრულდა. 1 თვის შემდეგ მოწმეს დაურეკა გ-----ი ბ--------–---–-ს შვილმა გ------- ბ--------–---–-ა და უთხრა, რომ მამასთან ერთად უნდა მისულიყო მასთან და დალაპარაკებოდა, რაზეც მოწმემ განუცხადა, რომ ისიც მიიყვანდა მ------- ბ--------ეს, შ-------- შ------–-–---–ს, ერთი მისი სიძე იყო, მეორე დისშვილი, ასევე მის მეუღლეს და შვილს, ხოლო გ-----ი ბ--------–---–ს უნდა მოეტანა თანხა და შემდეგ გააგრძელებდნენ საუბარს დარბაზზე. ამაზე გ-----ი ბ--------–---–-ა განუცხადა, რომ თუ ის იპარავდა და მეორე დარბაზში მიჰქონდა რაიმე, წილსაც აძლევდა მას, ამაზე მოხდა შეხლა-შემოხლა თუმცა არანაირ ცემას ადგილი არ ჰქონია, მოწმის განმარტებით მას არავიზე არ დაურტყია ხელი, უბრალოდ იქ იყო შეხლა-შემოხლა ხმამაღალი ლაპარაკი. მან უბრალოდ მოსთხოვა გ-----ი ბ--------–---–ს, რომ მოეტანა ის თანხა, რაც მან წაიღო, რადგანაც მას მიადგა ამითი დიდი მატერიალური ზიანი, ხელი არავიზე არ დაურტყია. ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეხლა-შემოხლას. მოწმემ განაცხადა, რომ მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა, რომ გ-----ი ბ--------–---–-სათვის რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა, რადგანაც ის თითქმის მის ოჯახში იყო გაზრდილი, ახლობლები იყვნენ და თუ თანხას მოიტანდა მიტევებაც სურდა. პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ გ--- ლ------ე - შვილი, ნ-----–---- ა-----ე, ნ--- ბ--------–---–--ლ------ე - მეუღლე, თავად მოწმე და მისი ავადმყოფი შვილი. გ-----ი ბ--------–---–-ს მხრიდან კი ესწრებოდნენ თავად გ-----ი, მისი შვილი გ------- ბ--------–---–-, რ--------- თ----ე და შ------- ფ----------ე. 2018 წლის 26 თებერვლის შეხვედრას მოწმის მხრიდან ესწრებოდნენ შვილი გ--- ლ------ე, შვილი გ---- ლ------ე, მეუღლე - ნ--- ლ------ე, მ------- ბ--------ე, შ-------- შ------–-–---–ი, რომლებიც ყველა იყვნენ ახლობლები. ამ ხალხის მოყვანა მოხდა გ------- ბ--------–---–თან შეთანხმებით. გ-----ი ლ------ის განმარტებით მას არანაირი კავშირი არა აქვს კრიმინალურ სამყაროსთან, ის არის ერთი პატიოსანი ადამიანი. მოწმემ განაცხადა, რომ ის არ იცნობს ჩითო ქ-–-----ეს, არასდროს არ უნახავს. გ-----ი ლ------ის განმარტებით მან მეორე შეხვედრაზე, როდესაც ისინი დარბაზში შეხვდნენ ერთმანეთს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ-----ი ბ--------–---–ს, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, დამსწრე პირები პერიოდულად გადიოდნენ დარბაზიდან სიგარეტის მოსაწევად და ისევ ბრუნდებოდნენ, ხოლო ამ დროს ის და გ-----ი ბ--------–---–- მშვიდად საუბრობდნენ. 31 იანვრის შეხვედრის დროსაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხმამაღალ საუბრებს, ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია, გ-----ი ბ--------–---–- იდგა გვერდზე და თურმე კინოს უღებდა მათ, რაც მან არ იცოდა, მხოლოდ სიტყვიერი საუბარი იყო, რომ თანხა უნდა მოეტანათ მათთვის.

 

სასამართლო სხდომაზე გ--- ლ------ემ განმარტა, რომ - გ-----ი ლ------ე არის მამამისი, ხოლო გ-----ი ბ--------–---–- კი მისი ბიძაა, ანუ დედის ძმა, ვისთან ერთადაც გააკეთეს სარიტუალო დარბაზი. მამამისსა და დაზარალებულ გ-----ი ბ--------–---–ს შორის მოხდა უთანხმოება, გოჭებთან და ქათამთან დაკავშირებით, რომელსაც სხვა დარბაზში აკეთებდნენ. მათ ვალად ჰქონდათ გამოტანილი თანხა 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი, რომელიც დარბაზის ფუნქციონირებამდე გამოიტანეს და იყო მამამისის გ-----ი ლ------ის სახელზე, საიდანაც გ-----ი ბ--------–---–-ა აიღო ფული 21.000 (ოცდაერთი ათასი) ლარი და დღემდე არ აქვს ეს თანხა მიცემული. 31 იანვრის შეხვედრის ინიციატორები თავად გ-----ი და გ------- ბ--------–---–ები იყვნენ, მათ უბრალოდ უნდოდათ შეხვედრა და საუბარი, ხოლო როგორც მოწმემ განმარტა მას და მამამისს ნათქვამი ჰქონდათ, რომ თანხა მოეტანათ და ისე მოსულიყვნენ, რადგანაც თანხის გარეშე აზრი არ ჰქონდა შეხვედრას და საუბარს. შეხვედრა მოხდა დარბაზის გვერდზე, გ-----ი ბ--------–---–ს ახლდა თავისი შვილი გ------- ბ--------–---–-, მეუღლე შ------- ფ----------ე და მეზობელი რ--------- თ----ე, მათი მხრიდან იყვნენ თავად მოწმე გ--- ლ------ე, მამამისი გ-----ი ლ------ე, ძმა გ---- ლ------ე, დედა - ნ--- ბ--------–---–-, თავისი ძმაკაცი ნ-----–---- ა-----ე და ლ-–- ჯ----–---–ი. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს რა თანხაზე იყო საუბარი, თუმცა გ-----ი ბ--------–---–- გ-------–----ს მიწას სთავაზობდა ამ თანხის სანაცვლოდ. გ-------–----ს მიწა რა შუაში იყო ამ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ბანკის ვალი იყო აღებული. მოწმის განმარტებით რაიმე შეურაცხყოფას და ფიზიკური ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ხმამაღალი საუბარი იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა. მეორე შეხვედრის ინიციატორები ისევ გ-----ი ბ--------–---–- და გ------- ბ--------–---–- იყვნენ. შეხვედრა მოხდა დარბაზში, სადაც იყვნენ თავად მოწმე გ--- ლ------ე, მამამისი გ-----ი ლ------ე, ძმა გ---- ლ------ე, დედა ნ--- ბ--------–---–-, თვითონ გ-----ი ბ--------–---–-, მისი შვილი გ------- ბ--------–---–-, მ-------ი ბ--------ე და შ-------- შ------–-–---–ი. ამ შეხვედრის დროსაც არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. გ-----ი ბ--------–---–- ადრე მუშაობდა პოლიციაში, საიდანაც გამოაგდეს. მათ შორის რაიმე შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა, არანაირ ერთ წელზე. როდესაც უშუალოდ დარბაზში მოხდა შეხვედრა მათსა და გ-----ი ბ--------–---–ს შორის, სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ განმარტა, რომ ის რომ შეხვედროს დროს გ-----ი ბ--------–---–-ა თქვა ვერ ვიხედები თვალში და ავად ვარ გამიყვანეთო, ალბათ სცენარი იყო და მსახიობური სპექტაკლი, სხვას ვერაფერს დაარქმევს.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ--- ლ------ის ჩვენების თანახმად, ის თავის ოჯახით ცხოვრობს სოფელ კ---–---ში. მათ შეისყიდეს ეს ადგილი, რომელიც მისი მეუღლის სახელზე იყო დარეგისტრირებული, შემდეგ კი გადაწყვიტეს რომ გამოეტანათ სესხი და დაეწყოთ დარბაზის მშენებლობა. ვინაიდან ნ--- ლ------ის ძმასაც უნდოდა წილში შემოსვლა, გ-----ი ბ--------–---–- და გ-----ი ლ------ე შეზიარდნენ და ერთობლივად დაიწყეს მშენებლობა, რაც მორჩა თანხა ეს უნდა შეენახათ და როცა გაუჭირდებოდათ ბანკში შეიტანდნენ. დაახლოებით 17.000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი ჰქონდათ დადებული ფული. შემდეგ გააგრძელეს მუშაობა. ერთხელ გ-----ი ბ--------–---–- გაუბრაზდა მათ იმის გამო, რომ ვიღაც უნდა ჩაეჯინათ წილში, გაიქცა ერთი თვე არ გამოჩენილა, მერე მივიდა ისევ მათთან და უთხრა, რომ მის ახლობელს ჰქონდა რამდენიმე ტონა ცემენტი და უნდა ეყიდათ. მათაც არ უნდოდათ უსიამოვნება და გადაწყვიტეს რომ გ-----ი ბ--------–---–ს მოეტანა ეს ცემენტი და ისევ გააგრძელეს მშენებლობა, მას ასეთი რაღაცები ახასიათებდა, მაგრამ ვინაიდან მოწმის ძმა იყო თმობდნენ ყველაფერს. შემდეგ ერთობლივად იხდიდნენ ვალსაც, აშენებდნენ კიდეც ერთად. მათ ჰქონდათ შეგროვებული ფული დადებული, რითაც ძირი უნდა მოეკლოთ ერთიანად ბანკის ვალებისთვის, ზოგს რაღაცეებს ამატებდნენ და აგროვებდნენ. მისი მეუღლე ალალმართალი და პატიოსანი კაცი იყო, მისი შრომით აკეთებდნენ ყველაფერს. გ-----ი ბ--------–---–ს კრიმინალებთან ჰქონდა ურთიერთობა. 5 თვე აშინებდა მის მეუღლეს მოგკლავო და 5 თვე ისინი საერთოდ არ შესულან დარბაზში.

2018 წლის თებერვალში შევიდა დარბაზში გ-----ი ლ------ის ოჯახი. არავითარი შეთანხმება არ ყოფილა რა ვადით უნდა შესულიყო, უბრალოდ დარჩა დაგროვილი 21.000 (ოცდაერთი ათასი) ლარი, რომელიც წაიღო გ-----ი ბ--------–---–-ა, რის მერეც არანაირად არ მიეკარა მათ. გ-----ი ბ--------–---–- ემუქრებოდა ამოწყვეტით ნ--- ლ------ის ოჯახს. 2019 წლის 26 იანვარი იყო დაახლოებით, გ-----ი ბ--------–---–ს ფული უნდა მოეტანა. შეხვედრას ჯ----–---–ი ლ-–- და ა-----ე ნ-----–----იც ესწრებოდა, ასევე გ-----ი ბ--------–---–ს მეუღლე, შვილი და ბიძაშვილის ცოლიც ახლდა, შეხვედრის ინიციატორები თავად იყვნენ. მერე თებერვალში ისევ დაურეკეს და ისევ მოვიდნენ, სადაც სიძე და და იყო, ყოველთვის ოჯახური წრე იყო ყოველთვის როცა ხვდებოდნენ, მეორეჯერ თებერვალში იყო შეხვედრა თვითონ შენობაში. რაიმე შეურაცხმყოფელ მიმართვას და ფიზიკურ შეურაცხყოფას გენადი ბ--------–---–თან მიმართებაში არ ჰქონია ადგილი.

ფიზიკური შეურაცხყოფა არავის არ მიუყენებია მისი ძმისათვის, ღირსი კი იყო ყველაფრის, მაგრამ არ ჰქონია ასეთ ფაქტს ადგილი. მეუღლეს და შვილს კრიმინალებთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა, ძნელი სათქმელია მაგრამ ძმას ჰქონდა ურთიერთობა კრიმინალებთან და ბევრჯერ გაამწარა სხვები. ფარულ ჩაწერას თუ იკადრებდა მისი ძმა არ ეგონა. ორივე შეხვედრის დროს დარბაზის გარეთაც და დარბაზის შიგნითაც, არ ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფა მისი ძმის მიმართულებით.

მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულების გ--- ლ------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), ხოლო გ-----ი ლ------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო დაცვის მხარის აპელირებას, რომ გ--- და გ-----ი ლ------ეებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მათი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენი გ--- ლ------ის და გ-----ი ლ------ის მიმართ დასაბუთებული კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების გ--- ლ------ის, გ-----ი ლ------ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე----- ტ--–----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

1. გ--- ლ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ლ------ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ--- ლ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

2. გ-----ი ლ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----ი ლ------ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდეს გ-----ი ლ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გ--- ლ------ის და გ-----ი ლ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული გ-----ი ლ------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობით 300.00 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, მდებარე ლანჩხუთის რაიონი სოფელი გ-------–---- (ს/კ 2-----------) - გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- ფარული საგამოძიებო მოქმედებების - სატელეფონო კომუნ---ციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიო მასალა CD-R დისკზე, დალუქული 08 (რვა) პაკეტად - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- ფარული საგამოძიებო მოქმედებების - ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა - DVD-R დისკზე, დალუქული 03 პაკეტად - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე