განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003229109
საქმე N1/ბ-879-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ გივი კაპანაძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ბ---–----–- მ–------ის
მსჯავრდებულის _ დ----- ბ-----ის
ადვოკატის _ თ--- ი----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ დ----- ბ-----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--- ი----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ბ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------- ქ.ბათუმში, საქართველოს მოქალაქის (პირადი N6----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–-------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
დ----- ბ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
დ----- ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
მსჯავრდებულ დ----- ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 11 სექტემბრიდან.
„-----–-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით _ S--------, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენის მიხედვით, დ----- ბ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ--------–-----------------–--–---------------------------- საცხოვრებელი სახლის წინ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ბ-----ემ, რომელიც მართავდა „-----–-ს” მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით _ S------, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე გ------- დ---–--ეს. შეჯახების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გ------- დ---–--ე გარდაიცვალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ----- ბ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ--- ი----ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დ----- ბ-----ისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მძიმედ ავადმყოფი შვილი, რომელსაც ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა თ--- ი----ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს დ----- ბ-----ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ბ---–----–- მ–------ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ----- ბ-----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--- ი----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ დ----- ბ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების _ თ----------–---–-ს, მ------ ქ---------ის და გ---- ლ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0-------- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №2---- დასკვნით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №ს------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ----- ბ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ----- ბ-----ისათვის სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ დ----- ბ-----ეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით დანიშნული აქვს სამართლიანი სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში მიიღო რა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ დ----- ბ-----ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, მას განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის ზომა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი პალატას არ გააჩნია. ამასთან, მსჯავრდებულ დ----- ბ-----ის ქმედების _ ავტომანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვისა და მისი მართლსაწინააღმდეგო შედეგის (ადამიანის სიცოცოხლის მოსპობა), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტოავარიის შემდეგ მან არ გააჩერა ავტომანქანა, დაზარალებული მიატოვა შემთხვევის ადგილზე და მიიმალა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა არ არის მიზანშეწონილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ----- ბ-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--- ი----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დ----- ბ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ დ----- ბ-----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--- ი----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დ----- ბ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.დ----- ბ-----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
4.მსჯავრდებულ დ----- ბ-----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 11 სექტემბრიდან.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
6.ნივთიერი მტკიცებულება _ „-----–-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით _ S--------, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/