განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
330100119003298036
ინსტანცია
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 330100119003298036

საქმე №1ბ/232-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ყ---–-----–--ლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------) – გ--–- ჯ----–ის ძე კ--–-----ას - (საქართველოს მოქალაქე, პირადი № 6----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული სოხუმი, სოფელი ბ---–---ი, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, კ--–------ ქუჩა N------------------------- ) მიმართ, დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

 

გ--–- კ--–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

გ--–- კ--–-----ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 7 ნოემბრიდან 2019 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----- ყ---–-----–--ლმა, აპელანტმა ითხოვა გ--–- კ--–-----ას მიმართ სასჯელის დამძიმება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ განაჩენი არის უკანონო სასჯელის ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--–- კ--–-----ას განუსაზღვრა შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელი, აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი და მსჯავრდებული პიროვნება, იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ გ--–- კ--–-----ა რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა თავისი მეუღლის მიმართ მუქარას, გარდა ამისა ეს უკანასკნელი ცდილობდა გაეკონტროლებინა ე---------- კ--------–-ას ქმედებები და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევას მის მიმართ ახორციელებდა მუქარას. აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას და ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ გ--–- კ--–-----ა განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ--–- კ--–-----ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის მარტიდან 2019 წლის აგვისტომდე პერიოდში გ--–- კ--–-----ა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით უკავშირდებოდა თავის მეუღლეს -ე---------- კ--------–-ას, რომელსაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, პოლიეთილენის პარკის თავზე წამოცმითა და გაგუდვით, ასევე ყელის გამოჭრით, დაჩოქილ მდგომარეობაში დამარხვით და დასახიჩრებით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულ ქმედებებს გ--–- კ--–-----ას მხრიდან ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. მუქარის განხორციელების დროს ე---------- კ--------–-ა იმყოფებოდა სამსახურში, თბილისი, ფ--–--–---–ის ქუჩა N---ში მდებარე ესთეტიკურ ცენტრ „ფ-–-------ში“ და თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, ტ-–----------------------------

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ყ---–-----–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი გ--–- კ--–-----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში გ--–- კ--–-----ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს პირველი ინსტანციაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს გ--–- კ--–-----ას მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133 2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144 3, 149-ე−151 1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ გ--–- კ--–-----ა და ე---------- კ--------–-ა 2014 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და გარკვეული ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. შესაბამისად, გ--–- კ--–-----ა და ე---------- კ--------–-ა ითვლებიან ოჯახის წევრებად.

 

პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (გ--–- კ--–-----ას აღიარება, მოწმეების - ე---------- კ--------–-ას, ნ-----–-----------------–--–-------–---–-ს გამოკითხვის ოქმების, შემაკავებელი N------ ორდერის და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ--–- კ--–-----ას მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–- კ--–-----ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, დანიშნული სასჯელი კი კანონიერი და სამართლიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ--–- კ--–-----ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--–- კ--–-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, დამამძიმებელი გარემოება დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ--–- კ--–-----ას მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენების თაობაზე და არ თვლის მიზანშეწონილად მის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდას. დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლის პირობები გ--–- კ--–-----ა შეძლებს უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია ყველა ის გარემოება (მათ შორის აპელანტის მიერ მითითებული დანაშაულის ხასიათი და დამნაშავის პიროვნება) რომელიც აუცილებელია სასჯელის ინდივიდუალიზაციის და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, ამას გარდა, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.

 

სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ--–- კ--–-----ა ნასამართლობის არმქონეა, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც აღიარებს და ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამავდროულად ვინაიდან დაზარალებულის განმარტებით მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და ითხოვს პირობითი მსჯავრის გამოყენებას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, გ--–- კ--–-----ას ჩაეთვალოს პირობითად, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამავდროულად პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, გ--–- კ--–-----ას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ--–- კ--–-----ამ განახორციელა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ--–- კ--–-----ას დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება და ქაღალდის ფრაგმენტები (ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით განსაზღვრული წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ყ---–-----–--ლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი გ--–- კ--–-----ას მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

გ--–- კ--–-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ასევე, დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

 

გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 7 ნოემბრიდან 2019 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება და ქაღალდის ფრაგმენტები (ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით განსაზღვრული წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი