განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2020
საქმის ნომერი
330310017002001184
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002001184

საქმე №3ბ/2579-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნანა დარასელია

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს ,,ს------–----------------–--------ის“ უფლებამონაცვლე სს „ე----------------–--ი“

წარმომადგენლები - მ------–----–--ე, ე-–--------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1.1. პელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1.2 გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს------–----------------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის N0------- გადაწყვეტილება ს----–----------ის და ა------------------ის ნაწილში;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

2.1.1. პაციენტი ს----–----------ე (11 თვის) შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოში’’ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 2016 წლის 7 ოქტომბერს მიიყვანეს. პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს, მშობლის გადმოცემით, წინა დღეს ქვედა კიდურებზე აღმოაჩნდა ფეხსახსრიანთა ნაკბენები, აღენიშნებოდა ჰიპერემია, ბულოზური ელემენტით, ქავილი, რის გამოც მიმართეს კლინიკას. სტაციონარში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ქვედა მარცხენა კიდურზე ბარძაყის არეში აღინიშნა სავარაუდო მწერის ნაკბენის ირგვლივ ჰიპერემია, ბულოზური ელემენტი გამჭირვალე შიგთავსით, გულის ტონები - სუფთა, რითმული, აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა, ცნობიერება - ნათელი, მენინგიალური ნიშნები უარყოფითი, პირის ღრუ - სუფთა, მუცელი პალპაციით რბილი უმტკივნეულო, დეფეკაცია, დიურეზი - ნორმა. პაციენტს ჩაუტარდა ექიმისა და ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ტოქსიკოლოგის ჩანაწერის მიხედვით, გამოხატული იყო ალერგიული რეაქცია, სავარაუდოდ მწერის ნაკბენზე. ადგილობრივად ჰიპერემია ინფილტრაციის გარეშე. რეკომენდებული იყო ანტიჰისტამინური თერაპია, ბულების დაინფიცირების პრევენცია. პაციენტს ჩაუტარდა ანტიჰისტამინური პრეპარატით მკურნალობა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ იგი გაეწერა ბინაზე დანიშნულებით (ტომი 1, ს.ფ. 39-40).

 

2.1.2. პაციენტი ა------------------ე (2 წლის) შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოში’’ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 2016 წლის 10 ოქტომბერს მიიყვანეს. პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს, მშობლის გადმოცემით, დილიდან მარჯვენა მტევნისა და 4 თითის არეში აღენიშნა შეშუპება, ჰიპერემია, ტკივილი, რის გამოც მიმართეს კლინიკას. პაციენტს ჩაუტარდა ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ტოქსიკოლოგის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა წერტილოვანი ნაჩხვლეტი მარჯვენა მტევნის მე-4 თითის არეში, მტკივნეულობა, შეშუპება და ჰიპერტემია თითის და მტევნის მიდამოში. დაისვა დიაგნოზი ფეხსახსრიანთა ტოქსიური ეფექტი T63.4 და ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება, მტევანზე ჰიპერტონული საფენი. პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, გაეწერა ბინაზე (ტომი 1, ს.ფ. 43-44, 46-47).

 

2.1.3. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ს----–----------ისათვის და ა------------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ომ’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგინა (შემთხვევები N---------- და N---------). წარდგენილ მოთხოვნაში მიეთითა, რომ პაციენტებს გაეწია გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება - ინფუზიური თერაპია და ლაბორატორიული კვლევები (ტომი 1, ს.ფ. 41-42, 50-51, ტომი 2, ს.ფ. 40-43).

 

2.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მოთხოვნა N---------- და N--------- სამედიცინო შემთხვევების ანაზღურებაზე არ დაკმაყოფილდა შემდებ გარემოებებზე მითითებით: - პაციენტები ს----–----------ე და ა------------------ე არიან საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლეები; - პაციენტები შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოში’’ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით 2016 წლის 7 და 10 ოქტომბერს მკურნალობდნენ, დიაგნოზი: T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი; - ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ არსებობდა სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადაცემულ ინფორმაციას (ტომი 1, ს.ფ. 29-32),2.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილებაზე შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ომ“ 2017 წლის 28 აპრილს ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა (ტომი 1, ს.ფ. 17-27, 33-35).

 

2.1.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2017 წლის 28 აპრილის N827/02 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმაზე მითითებით, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (ტომი 1, ს.ფ. 33-35).

 

2.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე - შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ო’’ შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სს ,,ს------–----------------–--------ით“ (ტომი 2, ს.ფ. 137-138).

 

3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება N---------- და N--------- სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ს----–----------ესა და ა------------------ეს დიაგნოზის სახით დაუდგინდათ T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1.2 დანართის მიხედვით, მითითებული დიაგნოზის შემთხვევაში გათვალისწინებულია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება, რაც N---------- და N--------- სამედიცინო შემთხვევებში ჩატარდა, სადავო აქტებიდან კი არ ირკვევა თუ კონკრეტულად რა თვალსაზრისით არ აკმაყოფილებდა სადავო შემთხვევები პროგრამის პირობებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

 

ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილებითა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის N0------- გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ, კანონმდებლობის შეუსაბამოდ ეთქვა უარი ს----–----------ესა და ა------------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე.

 

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ს----–----------ესთან მიმართებით კლინიკის მიერ განხორციელებულ იქნა შემდეგი სახის მოქმედებები: ჩატარებული მკურნალობა - ანტიჰისტამინური პრეპარატი (12/12/2017 14:27 სთ.), ხოლო პაციენტ ა------------------ესთან დაკავშირებით კლინიკამ განახორციელა შემდეგი ქმედება ,,ჩატარებული მკურნალობა - ჰორმონოთერაპია - ადგილობრივი ხსნარის საფენები“ (12/12/2017 14:27 სთ.).

 

აპელანტის მითითებით, პრეპარატის მიღება და საფენის დადება არ არის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობა. ამავე დროს შეტყობინების მოდულში კლინიკა ერთდროულად უთითებს - ,,სტაბილიზაცია“ და ამავე დროს ,,გადაყვანას. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, თუ ადგილი აქვს პაციენტის გადაყვანას, მაშინ გამოსაყენებელია დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის რედაქცია (კერძოდ, პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, გადამყვანი დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დააფიქსიროს პაციენტზე გაწეული მომსახურეობის ფაქტობრივი დანახარჯი, არა უგვიანეს პაციენტის გადაყვანიდან 72 საათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ეპიზოდი არ ანაზღაურდება. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ,,სტაბილიზაცია“ არასწორი დასრულებაა და უნდა იყოს ,,რეფერალი“ - ,,გადაყვანა სხვა კლინიკაში.“ შესაბამისად, როდესაც მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას, სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება დაფინანსებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

5.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.2. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს“ მიერ ა------------------ისა და ს----–----------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა)პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ)ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

ამავე დანართის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დანართის მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი ერთის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პაციენტები - ა------------------ე და ს----–----------ე წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქმის მასალებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პაციენტი - ს----–----------ე (11 თვის) შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოში’’ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეყვანილ იქნა 2016 წლის 7 ოქტომბერს. პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს, მშობლის გადმოცემით, წინა დღეს ქვედა კიდურებზე აღმოაჩნდა ფეხსახსრიანთა ნაკბენები, აღენიშნებოდა ჰიპერემია, ბულოზური ელემენტით, ქავილი, რის გამოც მიმართეს კლინიკას. სტაციონარში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ქვედა მარცხენა კიდურზე ბარძაყის არეში აღინიშნა სავარაუდო მწერის ნაკბენის ირგვლივ ჰიპერემია, ბულოზური ელემენტი გამჭირვალე შიგთავსით, გულის ტონები - სუფთა, რითმული, აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა, ცნობიერება - ნათელი, მენინგიალური ნიშნები უარყოფითი, პირის ღრუ - სუფთა, მუცელი პალპაციით რბილი უმტკივნეულო, დეფეკაცია, დიურეზი - ნორმა. პაციენტს ჩაუტარდა ექიმისა და ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ტოქსიკოლოგის ჩანაწერის მიხედვით, გამოხატული იყო ალერგიული რეაქცია, სავარაუდოდ მწერის ნაკბენზე. ადგილობრივად ჰიპერემია ინფილტრაციის გარეშე. რეკომენდებული იყო ანტიჰისტამინური თერაპია, ბულების დაინფიცირების პრევენცია. პაციენტს ჩაუტარდა ანტიჰისტამინური პრეპარატით მკურნალობა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ იგი გაეწერა ბინაზე დანიშნულებით. 2016 წლის 07 ოქტომბერს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, დიაგნოზით: T63.4. ინტოქსიკაციები, ჩარევის კოდი: ZXXD05 გადაუდებელი პროცედურა.

 

პაციენტი ა------------------ე (2 წლის) შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოში’’ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიიყვანეს 2016 წლის 10 ოქტომბერს პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს, მშობლის გადმოცემით, დილიდან მარჯვენა მტევნისა და 4 თითის არეში აღენიშნა შეშუპება, ჰიპერემია, ტკივილი, რის გამოც მიმართეს კლინიკას. პაციენტს ჩაუტარდა ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ტოქსიკოლოგის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა წერტილოვანი ნაჩხვლეტი მარჯვენა მტევნის მე-4 თითის არეში, მტკივნეულობა, შეშუპება და ჰიპერტემია თითის და მტევნის მიდამოში. დაისვა დიაგნოზი ფეხსახსრიანთა ტოქსიური ეფექტი T63.4 და ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება, მტევანზე ჰიპერტონული საფენი. პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, გაეწერა ბინაზე. 2016 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, დიაგნოზით: T63.4. ინტოქსიკაციები, ჩარევის კოდი: ZXXD05 გადაუდებელი პროცედურა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-10 მუხლის 21 პუნქტით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა №IV- 100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD - 10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.

 

აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილ სამედიცინო ბარათებში დასმულ დიაგნოზს ,,სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი T63.4“. ასევე პაციენტთათვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების ადექვატურობას, თუმცა არ ეთანხმება იმას, რომ აღნიშნული პაციენტები საჭიროებდნენ ,,გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას“.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-17 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია.

 

მოცემულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით პალატა იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული საერთაშორისო კლასიფიკაციით (http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx), დიაგნოზი ,,T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“, მიეკუთვნება ინტოქსიკაციების ჯგუფს და მოიცავს „შხამიანი მწერის ნაკბენს ან ნაჩხვლეტს“, რაც დასტურდება სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაციით. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ ნაჩხვლეტი ჭრილობა, ტოქსიკოლოგის მიერ დაისვა დიაგნოზი - „სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“, რაც მიეკუთვნება გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს პაციენტის დაუყოვნებელ შეფასებას. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით - ,,Emergency Triage Assessment and Treatment (ETAT)“ (გადაუდებელი დახარისხება, შეფასება და მკურნალობა), პაციენტის ტრიაჟი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოიცავს გადაუდებელი ნიშნების შეფასებას, რის შემდეგაც ხორციელდება პაციენტის შეფასება პრიორიტეტული 3 TPR-MOB ნიშნით. პრიორიტეტული ნიშნის გამოვლინება მიუთითებს, რომ პაციენტს ესაჭიროება არა გადაუდებელი, არამედ დაუყოვნებელი შეფასება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და ადასტურებს პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების საჭიროებას. აღნიშნული პროტოკოლის თანახმად, პრიორიტეტულ ნიშანს მიეკუთვნება ინტოქსიკაცია (poisoning). მოცემულ შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებოდათ სწორედ პრიორიტეტული ნიშანი - „ინტოქსიკაცია“, რის გამოც ისინი მოთავსდნენ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურებულია, რომ შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ პაციენტების ს----–----------ისა და ა------------------ისათვის დასმული დიაგნოზი: T63.4. სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი საჭიროებდნენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. კლინიკის მიერ ჩატარებულ იქნა ყველა გამოკვლევა და გაკეთდა შესაბამისი ანალიზები, რაც საჭირო იყო მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სწორედ აღნიშნული დიაგნოზის საფუძველზე დანიშნული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა პაციენტების მდგომარეობა და ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გართულებას ან პაციენტის რეჰოსპიტალიზაციას იმავე ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ დაწესებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის დარღვევას, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სახეზე იყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პაციენტების ს----–----------ისა და ა------------------ის მიმართ, არ არსებობდა შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის №0------- გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც „შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 10 აპრილის N0------- გადაწყვეტილების მიღება კანონის მოთხოვნათა დარღვევით, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ნანა დარასელია