განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
330100119003301993
ინსტანცია
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003301993

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/212-20 21 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ი-----–- შ------ს ძე მ------–-–---–ი, პირადი № 0----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ---–--–-------–----------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ი-----–- მ------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით ი-----–- მ------–-–---–ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ ი-----–- მ------–-–---–ს სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------მ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

 

მსჯავრდებულ ი-----–- მ------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-–----------------–---–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც ითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დარჩეს ი-----–- მ------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ. თ---–--–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----–- მ------–-–---–მა სიტყვიერი შელაპარაკებისას მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირება, რაც მისი მეუღლის მამამ - გ------ გ----------–---–მა აღიქვა სიცოცხლის მოსპობის მუქარად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საუძვლიანი შიში. ე.ი. ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით - სისცოცოხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ი-----–- მ------–-–---–ის მიერ მის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული შწემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ გ------ გ----------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - თ----- და გ---- გ----------–---–ების, გ------- ჭ---–-----ის, ს----- თ------ას გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის სახით ი-----–- მ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, ი-----–- მ------–-–---–ის ბინის და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, საქმეზე დართული ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საგნებით და ნივთებით, ბალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----–- მ------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–- მ------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისცოცოხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებული 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–- მ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლით განსაზღვრულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის. აღნიშნული მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის მათ შორის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულია ოჯახის წევრთა წრე, რომელთა შორისაცაა მეუღლის მშობელი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ი-----–- მ------–-–---–ისთვის ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნას და არ პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, არ არის ადეკვატური დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, არ შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში. სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.

 

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულსა და მის მეუღლეს შორის, რომლებიც ცალ-ცალკე ცხოვრობენ, საერთო მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის საკითხი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოწესრიგებული, რის გამოც სახეზე არ არის სტაბილურობის გარანტია. ეს კი წარმოადგენს მსჯავრდებულსა და მეუღლის ნათესავებს შორის ახალი კონფლიქტის წარმოშობის საფუძველს, რაც შესაძლოა კვლავ ახალი ძალადობრივი ქმედების ჩადენის მიზეზი გახდეს. ამდენად, ვინაიდან ამგვარი საფრთხე მომავალშიც არსებობს, ახალი დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელია მსჯავრდებულზე ზემოქმედებდეს ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის საჭიროა მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება - მსჯავრდებულის მიმართ უნდა განისაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, თუმცა სახეზე არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით პალატა შესაძლებლად მიიჩნევს მის პირობით ჩათვლას და გამოსაცდელი ვადის დანიშვნას. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მსჯავრდებულს არ დაურღვევია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პირობები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იოლად ექვემდებარება დაწესებულ კონტროლს, რომლითაც შესაძლებელი ხდება მისი სათანადო ქცევის უზრუნველყოფა. ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრი ეფექტური საშუალება იქნება მომავალში დანაშაულის პრევენციისთვის. მსჯავრდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მსგავსი ან უფრო მძიმე ქმედების ჩადენის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება თავისუფლების აღკეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი, რაც წარმოადგენს აუცილებელ შემაკავებელ ფაქტორს.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პიობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ი-----–- მ------–-–---–ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

სასჯელის დანიშვნის დროს პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განაჩენით დადგენილი ქმედების ჩადენამდე მსჯავრდებული ი-----–- მ------–-–---–ი ნასამართლევი არ ყოფილა, აღიარა დანაშაული, არ გაუხდია მტკიცებულებები სადავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ი-----–- მ------–-–---–მა განახორციელა აბსტრაქტული სახის მუქარა და ამ დროს იარაღის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ასევე არ ჰქონია ადგილი მსგავსი ძალადობრივი ქმედების განხორციელებას წარსულში, რაც დაადასტურეს გამოკითხვის ოქმებით როგორც დაზარალებულმა გ------ გ----------–---–მა, ასევე მოწმე თ----- გ----------–---–მა (მეუღლე). ამიტომ სახეზე არ არის მომეტებული საფრთხე ინკრიმინირებული ქმედების მომავალშიც განმეორებისა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ი-----–- მ------–-–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება. ი-----–- მ------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით უნდა ჩაეთვალოს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

პალატის აზრით, პირობითი მსჯავრი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ი-----–- მ------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----–-------ს ლაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ი-----–- მ------–-–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

ი-----–- მ------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ი-----–- მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ი-----–- მ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ი-----–- მ------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პნევმატური პიტოლეტი, ჭურვები და ორი ცალი აირის ბალონი, რომლებიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღების სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე