განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
330100119002857353
ინსტანცია
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002857353

საქმე #1/ბ-1559-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე

 

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - რო------------ე, ვა--------------–---–ი;

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ნი----–----------–-–---–ი, შო---------–--ე, თა----------–--ი;

 

1) მსჯავრდებული - გი-------------------------------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ვ----------- ქუჩა N3- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ-–----–----–-- გამზირი, კვარტალი N4- კორპუსი N1-- ბინა N2-- ამჟამად პატიმარი.

 

2) მსჯავრდებული - გი---------–------------------ე, დაბადებული 1--- წლის 1-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, თ----- მე-3------ მე--- კორპუსი, ბინა #7- ამჟამად პატიმარი.

 

3) მსჯავრდებული - ბი---------–----------–------ე , დაბადებული 1--- წლის 18 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ნ------ ქუჩა N1-- ამჟამად პატიმარი.

 

გი------------–---–ის ქმედების კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად);

 

გი-----------------ის ქმედების კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად);

 

ბი-------–------ის ქმედების კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად);

 

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით:

1) გი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

გი------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.

2) გი-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

გი-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ნოემბრიდან.

3) ბი-------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

ბი-------–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ნოემბრიდან.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულების გი-----------------ის და ბი-------–------ის (აპელანტი) ადვოკატებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა გი-----------------ემ და ბი-------–------ემ შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების ქმედების იძულებად დაკვალიფიცირება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულების მხრიდან ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია. ყაჩაღობის შემადგენლობის აუცილებელი კომპონენტები - თავდასხმა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი სახეზე არ არის. დაზარალებულების ჩვენებებით, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავია, არ დგინდება ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს რეალური, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს სიცოცხლის მოსპობა ან სხეულის დაზიანება, თუ არ იქნება რეალიზებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ქონების გადაცემის შესახებ. მნიშვნელოვანია ასევე იარაღის ფორმა და ზომა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, შეამჩნიეს რომ დანის ტარი იყო წითელის ფერის „ვ----------------“ ფირმის, მაშინ როდესაც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან ნათლად ჩანს, რომ იყო საღამოს საათები და სიბნელეში ყოვლად შეუძლებელია, არათუ დანის ტარის ფერის გარჩევა, რამედ მისი ფორმის და ლოგოს იდენტიფიცირება. მსჯავრდებულების დაზარალებულებისადმი მიმართვა წარმოადგენდა მხოლოდ თხოვნას და რაიმე ძალადობას გამორიცხავს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულ ამ------–-–--–---–ის მიერ გაცხადებული გარემოებები, რომ სურვილის შემთხვევაში გი-----------------ეს თავისუფლად შეეძლო დანის გამოყენება, ხოლო დაზარალებულმა გი------------–---–მა განაცხადა, რომ გი-----------------ეს დანა არ გაუშლია.

 

მსჯავრდებულ გი------------–---–ის (აპელანტი) ადვოკატმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა გი------------–---–ის ქმედების იძულებად დაკვალიფიცირება იმ საფუძვლით, რომ ყაჩაღობის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტში, თავდასხმაში იგულისხმება უეცარი აგრესიული მოქმედება. გამამტყუნებელი განაჩენი სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ძირითადად ეყრდნობა დაზარალებულების ამ------–-–--–---–ის და გი------------–---–ის ჩვენებებს. დაზარალებულ ამ------–-–--–---–ის ჩვენება განაჩენში გადმოტანილია არასწორად, იმ ვერსითაა მოწოდებული, რომელი ვერსიითაც უფრო მეტად ადვილი იქნებოდა ყაჩაღობით განაჩენის დადგენა. ჯვარედინი დაკითხვის დროს დაზარალებულმა ამ------–-–--–---–მა განმარტა, რომ მსჯავრდებულები თან სთხოვდნენ და თან არწმუნებდნენ რომ თანხა, ან მობილური ტელეფონი გადაეცათ, რაც დაახლოებით 15 დან 20 წუთამდე გაგრძელდა. დაზარალებული მუდმივად აფიქსირებდა, რომ იყო თხოვნა და არა მოთხოვნა. დანა გამოჩნდა, რაც ამ------–-–--–---–მა დაადასტურა, მაგრამ მიუთითა, რომ ამის შემდეგაც გაგრძელდა გადაცემის თხოვნა და დარწმუნება. ყაჩაღობა თავისთავად არ გულისხმობს ნივთის გადაცემის თხოვნას და ნივთის გადაცემამდე დაზარალებულის დარწმუნებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა. მსჯავრდებულებსა და დაზარალებულებს შორის კონტაქტს არ უძღვოდა რაიმე აგრესიული ქმედება. დაზარალებულების განმარტებით, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე არწმუნებდნენ, რომ გადაეცათ ნივთი. ყაჩაღობის დროს კი, დანაშაულის ჩამდენი პირი სწორედ იმ მიზნით ესხმის თავს დაზარალებულს, რომ მან მცირე დროში, ყოველგვარი კონტაქტის გარეშე მიაღწიოს მიზანს და ნივთი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთროს.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან. მსჯავრდებულების მხრიდან განხორციელებულია ყაჩაღობის შემადგენლობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სწორად აქვს შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 12 ნოემბერს დაახლოებით 18:00 საათზე ქ.თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი N2--–- მდებარე „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“, ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში გი------------–---–ი, გი-----------------ე და ბი-------–------ე ორ თანმხლებ პირთან ერთად თავს დაესხნენ ამ------–-–--–---–სა და გი------------–---–ს და დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:

დაზარალებულ ამ------–-–--–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე მივიდა უნივერსიტეტში, სადაც შეხვდა მეგობარ გი------------–---–ს, რომელთან ერთადაც იყო დაახლოებით 16:00 საათამდე, რის შემდეგ წავიდნენ მაღაზია „ორ ნაბიჯში“, სადაც შეიძინეს ლუდი, თევზი და პური. მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ წავიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ, შევიდნენ „ემერჯენსის“ მხრიდან, გადაკვეთეს გზა, ეზო და გავიდნენ მეორე მხარეს შედარებით მოფარებულ ადგილზე. მათ მშვიდად უნდოდათ ლუდის დალევა. იქ დაახლოებით 40-45 წუთი გაჩერდნენ, 18:00 საათამდე, რა დროსაც გვერდით მხრიდან ჩაიარა რამდენიმე პირმა, აათვალიერ-ჩაათვალიერეს და გაიარეს ისე, რომ არ გაჩერებულან. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, აღნიშნული პირები დაბრუნდნენ უკან, მათ გამოეყო ერთი მაღალი, გამხდარი პირი, შავი თმებით, რომელსაც ეხურა წითელი, თვალებამდე ჩამოფარებული ქუდი, როგორც გამოძიებით დადგინდა - გი-----------------ე და დაუწყო საუბარი. ეკითხებოდა „რა უბნელები იყვნენ, იქ რას აკეთებდნენ“, რაზეც ჩვეულებრივი, ადექვატური პასუხი გასცეს. ამის შემდეგ გი-----------------ემ უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა, რაზეც უთხრა, რომ მხოლოდ ლარნახევარი ჰქონდა, რომლითაც სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ამის გაგონებაზე დამცინავად უპასუხა, „ვის რაში სჭირდება შენი ლარნახევარიო“ და მოსთხოვა მობილური ტელეფონი, ერთ-ერთს მაინც გექნებათ, 100 ლარად დაალომბარდეთ და თანხას 10 დღეში მოგცემთო. გი------------–---–ს მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, თავად კი უთხრა, რომ ტელეფონი ჰქონდა, მაგრამ სჭირდებოდა და ვერ მისცემდა. აღნიშნულზე გი-----------------ემ უპასუხა, „დამიჯერე დღეს ჩვენ უფრო გვჭირდება ეგ ნივთი, ვიდრე შენო“ და დაემუქრა „თუ გინდათ აქედან ცოცხლები გახვიდეთ, მომეცით ტელეფონიო“. გი------------–---–მა უპასუხა, რომ გამორიცხული იყო, ტელეფონს არ მისცემდნენ. ამის შემდეგ გი------------–---–მა, ნერვების მომშლელად დაიწყო საუბარი, „ამის ნაცვლად შენ რატომ საუბრობო“. ფულის მოთხოვნიდან გასული იყო ხუთი წუთი, გი-----------------ემ ჯიბიდან ამოიღო წითელტარიანი 8-9 სმ სიგრძის „ვ----------------“ ფირმის დანა, რომელსაც ეხატა თეთრი ჯვარი, გახსნა და დანის დემონსტრირებით დაიწყო ტელეფონის მოთხოვნა. გი------------–---–მა უთხრა „ტელეფონი გვთხოვეთ, არ მოგეცით და დანის მუქარით გინდათ წაგვართვათო? ეს არასწორიაო „ბეზპრიძელიაო“, რაზეც გი------------–---–მა გინებით მიმართა გი-----------------ეს და ბი-------–------ეს, რას ალაპარაკებთ „ბეზპრიძელად“ ყოფნაზე, დაჭერით და დაყარეთ აქვეო“, რაზეც არაფერი უპასუხეს. გი-----------------ემ გი------------–---–ს დაუყვირა „შენ ბევრს ტლიკინებ და ამ დანის გამოყენება რომ მდომოდა, შენ ყელს გამოგჭრიდი, ხოლო შენ ძმაკაცს გადაგიჭრიდი შუაზეო“. გი------------–---–ი მხოლოდ სიტყვიერად იმუქრებოდა, მას დანა არ ჰქონია. აღნიშნულის გაგონებაზე მას და მის მეგობარს შეეშინდათ, რადგან ეს ხუთი პიროვნებაც ანერვიულებული იყვო და ჰქონდათ დანა, რაც რეალურ საფრთხედ აღიქვეს. ამ დროს საუბარში ჩაერთო მესამე პირი, როგორც გამოძიებით დადგინდა ბი-------–------ე, რომელმაც უთხრა, რომ ამ უბნელები ვართ, თქვენ სტუდენტები ხართ და თუ გინდათ გააგრძელოთ მშვიდად სიარული და პრობლემები არ შეგექმნათ, უნდა გააკეთოთ, რასაც გეუბნებითო, რის შემდეგაც გიორგი რამიშვილი და ბი-------–------ე გავიდნენ 4-5 მეტრის მოშორებით და საუბრობდნენ, თუმცა საუბრის შინაარსი არ გაუგია, რადგან თავად ადგილზე დარჩა. ამ დროს მიუახლოვდა გი-----------------ე, რომელმაც პირადობის მოწმობის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა პირადობის მოწმობა. შემდეგ გი------------–---–ს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა პირადობის მოწმობა, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ არ ჰქონდა. გი-----------------ე ისევ მასთან დაბრუნდა და უთხრა, რომ არ იყო პრობლემა, იპოვიდა პირს, ვისაც ექნებოდა პირადობის მოწმობა, მაგრამ თუ უნდოდათ, რომ ჯანმრთელები და ცოცხლები წასულიყვნენ ტელეფონი უნდა მიეცათ. ამ დროს ჭ---------ეს დანა მისი მიმართულებით მუცლისკენ ჰქონდა მიმართული, რის გამოც შეეშინდა, რეალურ საფრთხედ აღიქვა, ამოიღო მობილური ტელეფონი და გადასცა გი-----------------ეს. კოდის მოხსნა მოსთხოვეს, რომელიც ანაბეჭდზე იყო და მოუხსნა კოდი. გი-----------------ემ მობილური ტელეფონი გადააწოდა ერთ-ერთ პირს, რომელს არ ახსოვს. სამმა პირმა, ორმა არასრულწლოვანმა და გი------------–---–მა მობილური წაიღო, ხოლო ორი ადგილზე დარჩა. გი------------–---–მა უთხრა, რაც თქვენ გააკეთეთ არანაირ ადამიანურ საქციელში არ ჯდებაო, რაზეც გი-----------------ემ არაფერი უპასუხია, დანით ხელში ბოლთას სცემდა, შემდეგ თქვა კი ვხდებით, მაგრამ ფული გვჭირდებაო. ამ დროს დაბრუნდა ორი არასრულწლოვანი, რომლებსაც გი------------–---–ი აღარ ახლდათ. მათ გი------- უთხრეს, ლომბარდების ჩაყოლებაზე, N1--–- არის თქვენი ტელეფონი დალომბარდებული 100 ლარად, მიხვალთ და ეტყვით „გ----------------------“, ხოლო 10 დღის მერე, ჩვენ თვითონ გიპოვით და 100 ლარს მოგცემთო. მერე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, გადასცა სიმბარათები. ამის შემდეგ ეს პირები წავიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს პატარა რკინის კარისკენ, რომელიც უნივერსიტეტში გადის, ხოლო თავად წავიდნენ შადრევნისკენ ცენტრალური კარისკენ და მიმართეს პოლიციას. აღნიშნულ პერიოდში შემთხვევის ადგილზე არავის გაუვლია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის გი------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს მეგობართან ამ------–--–--–---–--ან ერთად ლუდის დალევა გადაწყვიტა და დაახლოებით 16:00 საათზე შევიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ განყოფილების წინ არსებულ სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“. მათ შეიძინეს ლუდი და საკვები, რის შემდეგაც გადავიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის უკანა მხარეს შედარებით მოფარებულ ადგილას. ადგილზე მისვლიდან დაახლოებით ერთ საათში ჩაუარა პირთა ჯგუფმა, რომლებმაც საეჭვოდ აათვალიერ-ჩაათვალიერეს და რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდნენ. მათ შორის იყვნენ ბრალდებულები და კიდევ ორი პირი. მიესალმნენ და ჰკითხეს ვინ იყვნენ, რაზეც უპასუხეს, რომ იყვნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ამის შემდეგ უთხრეს, რომ სჭირდებოდათ ფული და თუ ჰქონდათ მათთვის გადაეცათ,რაზეც უთხრა, რომ თანხა არ ჰქონდა, ხოლო ამ------- უპასუხა, რომ ხურდები ჰქონდა და სამგზავროდ სჭირდებოდა. აღნიშნულზე გი------------–---–მა უპასუხა ეს ხურდები ვის რაში არგიაო. გიორგი ხაჭაპურიძემ უთხრა, თუ ფული არ გაქვთ ტელეფონი გექნებათ, დაალომბარდეთ თქვენი პირადობის მოწმობით 100 ლარად, 10 დღეში გიპოვით და თანხას დაგიბრუნებთო. მან უპასუხა, რომ ტელეფონი არ ჰქონდა, ხოლო ამ------- უთხრა, რომ ჰქონდა, მაგრამ სჭირდებოდა. აღნიშნულზე გი-----------------ემ უთხრა „დამიჯერე მე უფრო მჭირდებაო“, რაზეც უპასუხა, რომ ამ------ უფრო სჭირდებოდა. გი------------–---–მა უთხრა სხვის მაგივრად რატომ ლაპარაკობდა, რაზეც უპასუხა, რომ მისი მეგობარი იყო და ამიტომ ლაპარაკობდა. ამ დროს გი-----------------ემ ამოიღო საშუალო ზომის „ვ----------------“ ფირმის წითელ ტარიანი გასაშლელი დანა, რომელიც გაშალა, მიიტანა მის გულმკერდის არესთან, თუმცა მალე გაწია, თან ტელეფონს სთხოვდა. ტელეფონის გადაცემის იმპერატიული მოთხოვნის აგრესიული ტონის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიფარებულ ადგილას იმყოფებოდნენ და ირგვლივ არავინ არ იყო, ჩათვალა, რომ მისი და მისი მეგობრის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მან უთხრა, გეუბნებით, რომ ტელეფონს არ გაძლევთ და დანას გვიშლი გამოდის, რომ გვაყაჩაღებო, ე.ი. „ბეზპრედელურად“ მიდგებიო, რაზეც გი------------–---–ი გაბრაზდა და უთხრა „ბეზპრედელების“ დედაც და იმისაც, ვისაც ჩვენ „ბეზპრედელები ვგონივართო“. გი-----------------ემ უთხრა, დანის გაშლა რომ სდომოდა მასაც ყელს გამოჭრიდა და მის ძმაკაცს შუაზე გადახევდა, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა. სიტუაციის განსამუხტავად ბი-------–------ეს სთხოვა გვერდზე გასულიყვნენ და ესაუბრათ. მან ბი----ს უთხრა, ხომ ხედავ არასწორად იქცევით, არასწორია რასაც აკეთებთ და უსამართლობააო, რაზეც ბი-------–------ემ უპასუხა, რომ იცოდა არასწორი საქციელი იყო, მაგრამ ასე ცხოვრობდა და ფული სჭირდებოდათ, რაზეც უპასუხა, რომ მას მისი ცხოვრება ჰქონდა და არ განსჯიდა, მაგრამ ხომ არსებობდა ადამიანობაც, ამ------- მთელი წელი იშრომა, ტელეფონი რომ ეყიდა და ამ ტელეფონის წართმევა არაადამიანური და უსამართლო საქციელი იყო. ამაზე ბი-------–------ემ უპასუხა, რომ ფული სჭირდებოდა და რა ექნა. მათ შორის საუბარი არ იყო დასრულებული, როდესაც ჯგუფიდან, სადაც ამირანი იყო, მათ შორის გი------------------ძე, რომელიც ამირანის პირისპირ იდგა, ხელში დანა ეჭირა, გვერდზე და ქვევით ჰქონდა მიმართული, დაიყვირეს ტელეფონი გადმოგვცაო. მათთან გადაინაცვლეს და დაინახა, როგორ გადასცა ამ------- ტელეფონი გი------------------ეს, რომელსაც კოდი მოუხსნა. ამის შემდეგ დაიწყო უკვე ტელეფონის დალომბარდებაზე საუბარი, ჰკითხეს ჰქონდათ თუ არა პირადობის მოწმობები, რაზეც უარი მიიღეს. შემდეგ გადარეკეს ძმაკაცთან, ჩამოიყვანეს და მას დაალომბარდებინეს ეს ტელეფონი. გი-----------------ემ დალომბარდების მიზნით ტელეფონი გადასცა სამ პირს, რომლებიც წავიდნენ. თავად დარჩნენ ბი-------–------ესა და გი-----------------ესთან ერთად. მას და ამ------ უთხრეს, რომ იმ უბნელები იყვნენ და ისე არ მოქცეულიყვნენ, რომ შემდგომში პრობლემები შექმნოდათ, რადგან ხშირად შეხვდებოდნენ და ცხადია არ უნდა მიემართათ პოლიციისთვის. იმ სამი პირიდან, რომლებმაც ტელეფონი წაიღეს, დაბრუნდა ორი, რომელთა შორის აღარ იყო გი------------–---–ი. აღნიშნულმა პირებმა ამ------–--–--–---–ს გადასცეს სიმ ბარათები და უთხრეს, რომ N1--–- მდებარე ლომბარდში მივიდოდა, ეტყოდა „ქ------------“ და გადასცემდნენ ტელეფონს. ამის შემდეგ ბრალდებულები წავიდნენ, თავად კი წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში.

საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე გუ-------------–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ დაზარალებულის კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი დალომბარდებული იყო ქ.თბილისში, ალ. ყ-------- გამზირი N1--–- მდებარე ი/მ „ი-----–----------“ კუთვნილ ლომბარდში, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე ი-----–---------- სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ დაახლოებით ორი წელია მუშაობს ქ.თბილისში, ალექსანდრე ყ-------- გამზირი N1--–- მდებარე ტექნიკის ლომბარდში, რომელიც ტექნიკის უზრუნველყოფით გასცემს სესხებს. ნივთის ჩაბარების დროს ოპერატორი ადგენს ნივთის ფასს, ადგენს აქტს, რომელშიც უთითებენ ნივთის ჩამბარებელი პირის ვინაობას, ნივთის რაოდენობას და სესხის ხანგრძლივობას, რომელიც 10 დღის ვადით გაიცემა. 2018 წლის ნოემბრის თვეში, მის ლომბარდში სა-----------–---–მა ჩააბარა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის თაობაზეც შეადგინეს ხელშეკრულება, რომელიც აღნიშნული მობილურ ტელეფონთან ერთად ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. რამდენიმე დღეში ლომბარდის გარეთ და შიგნით განთავსებული ვიდეოკამერიდან ამოღებული იქნა ვიდეოჩანაწერი, რის თაობაზეც პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც გაეცნო და მოაწერა ხელი და გამოკითხა მოწმის სახით. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ტელეფონის დაბრუნება იმ მონაცემებით, რომელიც ხელშეკრულებაში იყო მითითებული, სა-----------–---–ის გარდა სხვა პირს არ შეეძლო. სხვა პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო ტელეფონის გატანა ლომბარდიდან, თუკი მინდობილობის ველს შეავსებდნენ და შესაბამის უფლებამოსილებას მიანიჭებდნენ.

 

მოწმე გე-–--------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ყ-------- გამზირი N1--–- აქვს ლომბარდი, რომელზეც დამონტაჟებული აქვს ვიდეოკამერები, რომელიც ჩანაწერს ინახავს ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვიდეოკამერები ახორციელებს ჩაწერას ორივე მხარეს, დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში. ჩანაწერის ცდომილება შესაძლოა იყოს 5-6 წუთი. 2018 წლის 15 ნოემბერს ლომბარდში მივიდა გამომძიებელი, რომელმაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოიღო ვიდეოკამერების ჩანაწერები, შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი.

საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გამომძიებლის მოწმე ან-----------------–ის ჩვენებით გაირკვა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ამ------–-–--–---–ის დაყაჩაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით. გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც წარუდგინა მობილური ტელეფონის ყუთი. ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში დაზარალებულმა მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილზე. 2018 წლის 13 ნოემბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდა ყ-------- გამზირი N1--–- მდებარე ი-----–---------- ლომბარდში. გამოკითხა ი-----–---------, რომლისგანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ყ-------- გამზირ N1--–- მდებარე ლომბარდიდან გამოთხოვილი იქნა ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც დაათვალიერა დაზარალებულის მონაწილეობით. დაზარალებულისგან ამოღებული იქნა სიმბარათები, მობილური ოპერატორებიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია. ბრალდებულს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გააცნო დაზუსტებული დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომელიც გამოკითხა ბრალდებულის სახით. მის მიერ 2018 წლის 18 ნოემბერს გამოკითხული იქნა პატაკის ავტორი და------------–---–ი.

საქართველოს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილის - მოწმე გო-----–---–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნა თო----------------ი, რომელთანაც ჩაატარა ამოცნობა და დააკავა ბრალდებულის სახით. მისგან ამოღებული იქნა ე.წ. „კეპი“, რომელიც ეფარა დანაშაულის ჩადენის დროს. რამდენიმე დღეში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბორჯომიდან ჩამოყვანილი იქნა ბი-------–------ე და გი-----------------ე, რის შემდეგ გი-----------------ესთან ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ამ------–--–--–---–მა და მისმა მეგობარმა გი------------–---–მა ამოიცნეს გი-----------------ე. ამის შემდეგ გი-----------------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, ხოლო შემდეგ ჩაატარა გი-----------------ის ბინის ჩხრეკა.

 

მოწმე თო--------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მან ჩაატარა ბი-------–------ის და გი------------–---–ის ამოცნობა და მონაწილეობა მიიღო მათ დაკავებაში. მის მიერ ბი-------–------ესთან ჩატარდა ამოღება, რა დროსაც მისგან ამოიღო ქუდი, რომელიც დაილუქა კანონმდებლობის შესაბამისად.

მოწმე და------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დეტექტივის თანამდებობაზე. შემთხვევის დროს მუშაობდა შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გი------------------ე, დაბადებული 1--- წელს, ცხოვრობდა ქ.თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონი, კორპუსი N9, ბინა N39-ში, ხოლო ბი-------–------ე დაბადებული 1--- წელს ცხოვრობდა ქ.თბილისში, ა---––---- N1--–-- დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში დაზარალებულების მითითებით, ბი-------–------ეს უნდა ჰქონოდა წითელი ფერის ქუდი. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.

მოწმე რო------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ნოემბრის თვეში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქ.თბილისის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამმართველოში მთავარი ექსპერტის პოზიციაზე. 2018 წლის 13 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში, რომლის ფარგლებში დაზარალებულმა მიუთითა დანაშულის ჩადენის ადგილზე.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის და------------–---–-ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, დადგინდა, რომ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ან-----------------–ის მიერ წარდგენილი დადგენილების საფუძველზე ჩაატარა საექსპერტო კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

 

მოწმე ლა–-----------ის ჩვენებით გაირკვა, რომ ბრალდებულებთან გი-----------------ესთან და ბი-------–------ესთან ბავშვობიდან მეგობრობს. 2018 წლის 18 ნოემბერს გი-----------------ე და ბი---- ნი–------ე იმყოფებოდნენ მასთან, ბორჯომის რაიონის სოფელ ც--–-- ისინი სტუმრად ჩავიდნენ დაახლოებით ერთი კვირით ადრე და მასთან იმყოფებოდნენ. დაახლოებით 01:00 საათიდან 02:00 საათის შუალედში დაიძინეს. საძინებელში ეძინა მას, მის ძმას იო-------------ეს, გი------- და ბი------ დაახლოებით 04:00 საათისთვის გაეღვიძა და დაინახა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 8-9 პირი, რომლებიც იარაღით ხელში შეცვივდნენ ოთახში. ხმაურზე გი------- გარდა ყველას გაეღვიძა. ეს პირები მივიდნენ გი-------თან, 2-3-ჯერ ხელი ჩაარტყეს ზურგში, „გაიღვიძე ბიჭოო“, რის გამოც მის მშობლებსაც გაეღვიძათ. ამ პირებმა სახელი და გვარები ჰკითხეს, შემდეგ გავიდნენ სახლიდან და ისევ შევიდნენ. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაგრძელდა. ათ წუთში ერთხელ ეკითხებოდნენ ვინ და საიდან იყვნენ. პოლიციის თანამშრომლები დაახლოებით 40 წუთი, ერთი საათი იმყოფებოდნენ მათთან სახლში. ბოლოს გი-----------------ე და ბი-------–------ე გაიყვანეს, თეთრი ფერის „შკოდას“ მარკის მანქანებში ცალ-ცალკე ჩასვეს და წაიყვანეს. მეორე დღეს თბილისში ჩამოვიდა და გაარკვია, რომ გი-----------------ე და ბი-------–------ე პეკინზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იყვნენ გადაყვანილები. მასთან ჩასვლისას ბი-------–------ეს ეცვა ჯინსის შარვალი, გი------- სპორტული, ხოლო წაყვანისას გი------- მისი ტანსაცმელი ეცვა, ნაცრისფერი სპორტული და მისი ზედატანი, ბი----ს ჯინსის შარვალი და თავისი ქურთუკი, თავზე ეფარა მისი თბილი სათხილამურო ქუდი, „ნორთფეისის“ ფირმის, რომელიც ერთ მხარეს შავია და მეორე მხარეს ნარინჯისფერი-ფორთოხლისფერი, რომელიც თან წაიღო. მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში, სადაც დაფიქსირებული იყო პოლიციის განყოფილების შესასვლელში გაჩერებული მანქანები, ბიჭები ორ-ორმა თანამშრომელმა გადაიყვანა და შეიყვანეს განყოფილებაში. დაბა ცემში ყოფნისას, არც მას და არც იქ მყოფებს ხელი არაფერზე მოუწერიათ, გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გარეთ იყო გასული. რაიმე დოკუმენტზე ხელი რომ მოეწერათ, აუცილებლად ეტყოდნენ. ცემში ყოფნისას გი-----------------ე და ბი-------–------ე არსად არ წასულან, სულ ერთად იმყოფებოდნენ.

 

მოწმე იო-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გი-----------------ე და ბი-------–------ე არიან მისი ძმის მეგორები და მათ წლების განმავლობაში იცნობს. 2018 წლის 16 ნოემბერს, დედასთან მა-------–-----–---–--ან ერთად ჩავიდა დაბა ცემში, სადაც დახვდა მისი ძმა ლა–-------------ე, მამამისი, გი-----------------ე და ბი-------–------ე. 2018 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე კარზე ბრახუნის ხმა იყო, რა დროსაც შევარდა ათი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელთაგან ნახევარს ხელში იარაღი ეჭირა. ყველა გააღვიძეს, გი-----------------ემ ვერ გაიღვიძა, რის გამოც ხელის კვრით და უხეში მიმართვით გააღვიძეს. შემდეგ სურათები გადაიღეს, დაბნეულები იყვნენ, რამდენჯერმე გავიდნენ და შევიდნენ უკან სახლში, სურათებს უღებდნენ და სადღაც აგზავნიდნენ.ეკითხებოდნენ რა ხდებოდა, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, თუმცა ამ პირებს რეაგირება საერთოდ არ ჰქონდათ და პასუხის გარეშე ტოვებდნენ. შესვლიდან დაახლოებით 40 წუთში, ერთ საათში გი-----------------ე და ბი-------–------ე გარეთ გაიყვანეს და ჩასვეს თეთრი ფერის „შკოდას“ მარკის სხვადასხვა ავტომანქანებში. ოთხში იმყოფებოდა თავად, მისი ძმა ლა–-----------ე, გი------- ბი---- და მისი მშობლები და მთლიანად ადევნებდა თვალყურს იქ განვითარებულ მოვლენებს. ძმისგან გაიგო, რომ ბიჭები გადაყვანილი ჰყავდათ შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში. მისი სოფელში ჩასვლისას, ბიჭები უკვე ერთი კვირის ჩასულები იყვნენ. 2018 წლის 18 ნოემბერს ბი----ს ეცვა ჯინსები და ჩვეულებრივი ზედატანი, გი------- ნაცრისფერი სპორტული, შავი ზედა, ბი----ს ეფარა მისი ძმის ნათხოვარი „ნორთფეისის“ ფირმის თბილი სათხილამურო ქუდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი სახლში იყო და არსად გასულა და პოლიციის თანამშრომლებს არანაირი დოკუმენტი არ შეუდგენიათ. ბრალდებულებისთვისაც არ უკითხავს რატომ ჩავიდნენ მათთან სტუმრად, რადგან ხშირად დადიოდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

მოწმე სა-----------–---–ის ჩვენებით, რომელიც უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, დასტურდება, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს, საღამოს საათებში, დაახლოებით 19:30 საათზე შეხვდა მეგობარ თა------------ეს და ნათესავს თო----------------ს. ქ.თბილისში, ო----–---- ქუჩაზე, სტადიონთან ფაცხაში, სადაც იკრიბებოდნენ ხოლმე. თა------------ეს იცნობს დაახლოებით ორი წელია, ხოლო თო----------------ს იცნობს ბავშვობიდან. როგორც იცის, თა----- ცხოვრობს ზ----------–-- თო------ კი ცხოვრობს ქ.თბილისში, ზ------------ დასახლებაში. ისინი ო----–---- ქუჩაზე იკრიბებოდნენ ხოლმე, სადაც უწევდათ ხოლმე შეხვედრა. თა------------ე არის 16 წლის, თო----------------ი 17 წლის. ვინაიდან ისინი არასრულწლოვნები არიან, თო----------------მა სთხოვა, მისი პირადობით დაელომბარდებინა „ს-------------–-------------“ მობილური ტელეფონი. უთხრეს, რომ მობილური ტელეფონი პიროვნებებს წაართვეს დანის მუქარით, რომლებიც სვამდნენ ტყეში და რომ ტელეფონზე პოლიცია არ მოაკითხავდა, არავისგან პრობლემა არ შეექმნებოდა და ტელეფონსაც არავინ არ მოიკითხავდა, რადგან ის პიროვნებები იყვნენ ძალიან ნასვამები და არ ექნებოდათ იმის თავი, პოლიციაში განეცხადებინათ, ტელეფონი ჩარჩებოდა ლომბარდში. ასვე, უთხრეს, რომ თანხა ძალიან სჭირდებოდათ და მისი პირადობის მოწმობა სჭირდებოდათ, რაზეც უარი აღარ უთხრა, ვინაიდან თა----- მისი მეგობარია, თო------ კი ნათესავი. შორიახლოს იდგა გი------------–---–ი, რომელსაც დაახლოებით 2-3 წელია იცნობს უბნიდან, თუმცა გი------------–---–ი მათთან საუბრის დროს ახლოს არ მისულა, გამარჯობაც უთქვამს მისთვის, რადგან შორს იდგა. შემდეგ გაჰყვა ქ.თბილისში, ალ.ყ-------- გამზირი №1--–- მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, რომლის დასახელება არ ახსოვს, ერთად შევიდნენ ის, თა----- კარკაძე და თო----------------ი, რომელმაც ოპერატორს მობილური ტელეფონი მიაწოდა, ხოლო პირადობის მოწმობა მან მიაწოდა. მობილური ტელეფონი ოპერატორმა 350 ლარად შეაფასა, იკითხა მობილური ტელეფონის წარმომავლობა, რაზეც თო----------------მა უპასუხა, რომ მისი ძმის კუთვნილება იყო. აღნიშნულზე თო----------------მა ოპერატორს სთხოვა, რომ გარკვეული თანხა დაემატებინა, რაზეც ოპერატორი დათანხმდა და 50 ლარი დაამატა. საერთო ჯამში მობილური ტელეფონი 400 ლარად დაალომბარდეს. ოპერატორმა გამოწერა ხელშეკრულება მისი მონაცემებით, საცხოვრებელი მისამართის და მისი მობილური ტელეფონის ნომრის 5----------- მითითებით. მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ასლი თო-----------------მა აიღო. ამის შემდეგ ისინი დაშორდნენ, იგი წავიდა საღამოს უნივერსიტეტში, თო------ და თა----- თუ წავიდნენ მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო მობილური ტელეფონის წარმომავლობა, თუმცა მის ნათესავს თო----------------ს და მეგობარს თა----- კარკაძეს უარი არ უთხრა ხათრის გამო. თო----------------ს და თა------------ეს მისთვის არ უთქვამთ, რამდენი პიროვნება ახლდა მათ იმ მომენტში, როდესაც უცნობ პიროვნებებს მობილური ტელეფონი დანის მუქარით წაართვეს. ასევე, მათ არ დაუკონკრეტებიათ, რომელს ეკავა დანა.

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი-------------–---–მა ექსპერტიზაზე წარდგენილ DVD დისკებზე არსებულ ვიდეო ჩანაწერებში „I--------------------------------------------------------------- კადრის მარჯვენა კუთხეში წარწერა „camera 01“ კადრის მარცხენა მხარეს მითითებულ დროს 11-18-2018 Sun 06:40:21-23 მონაკვეთში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ნაცრისფერი სპორტული შარვალი კოჭებამდე, შინდისფერი სპორტული ფეხსაცმელი და შავი მუქი ფერის ქურთუკი, სახე გაუპარსავი თმები ხშირი, იდენტიფიცირდება და არის გი-----------------ე. წარდგენილ DVD დისკებზე არსებულ ვიდეო ჩანაწერებში „I--------------------------------------------------------------- კადრის მარჯვენა კუთხეში წარწერა „camera 01“ კადრის მარცხენა ზედა მხარეს მითითებულ დროს 11-18-2018 Sun 06:41:13 მონაკვეთში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ლურჯი შარვალი (ჯინსები გაცვეთილი), მუქი ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი, სტაფისლოსფერი ქუდი, სახე გაუპარსავი, იდენტიფიცირდება და არის ბი-------–------ე. თეთრი ფერის ავტომობილი შკოდას, რომლიდანაც გადმოიყვანეს გი-----------------ე, სახ. ნომერია T------- თეთრი ფერის ავტომობილი შკოდას, რომლიდანაც გადმოიყვანეს გი-----------------ე, სახ. ნომერია I-------

2018 წლის 13 ნოემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისი, ალ. ყ-------- გამზირი N1--–- მდებარე ინდ მეწარმე „ი-----–----------“ ლომბარდიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „S-----------------------ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------- რომელსაც აქვს რეზინის გამჭვირვალე დამცავი. ასევე, ამოღებული იქნა 2018 წლის 12 ნოემბრის სალომბარდო ხელშეკრულება N2------ დედანი, სადაც მხარეს წარმოადგენს ი/მ „ი-----–---------“, ხოლო მეორე მხარეს სა-----------–---–ი (პ/ნ 0----------), მითითებულია საკონტაქტო ნომრები. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „S-------------------------ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმედი კოდით 3--------------- ხოლო სესხის ოდენობაში მითითებულია 400 ლარი.

2018 წლის 13 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ან-----------------–ის მიერ დათვალიერებულ იქნა მოწმე ამ-------–-–--–---–ის მიერ წარდგენილი „S---------------------“-ის მოდელის მობილური ტელეფონის მუყაოს ყუთი, რომლის ზედაპირზე განთავსებულია სამარკო ნიშნები, ხოლო ერთ გვერდზე არის საინფორმაციო ხასიათის სტიკერი, მასზე არსებული მობილურის საიდენტიფიკაციო მონაცემით, იმეი კოდით 3---------------

2018 წლის 13 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ამ------–-–--–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მეორე ანუ შუაში მდგომი მამაკაცი გი------------–---–ი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც 2018 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში ვ-–----–----–-- გამზირი N2--–- მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში, კერძოდ: კლინიკის ეზოში ელაპარაკებოდა აგრესიულად. ასევე ერთ-ერთმა პირმა მოახდინა დანის დემონსტრირება, რომელსაც უთხრა გი------------–---–მა „ამათ რას ვალაპარაკებთ, დავჭრათ და აქ დავტოვოთო“. ასევე ამოსაცნობს და მის თანმხლებს უთხრა ვისაც „ბეზპრიძელშიკები ვგონივართ იმის დედაცო“, მათ გასტაცეს მობილური ტელეფონი. ამ------–-–--–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: 20 წლამდე ასაკით, საშუალო აღნაგობით, მომრგვალო პირისახით, მოგრძო წაბლისფერი თმით და წაბლისფერი წვერით, საშუალო ზომის ცხვირით და ყურებით. დარწმუნებულია ამოცნობაში.

2018 წლის 13 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამომცნობმა პირმა გი------------–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მესამე მდგომი მამაკაცი გი------------–---–ი. იგი არის სწორედ ის მამაკაცია, რომელიც 2018 წლის 12 ნოემბერს ქ.თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი N2--–- მდებარე ნ.ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში ელაპარაკებოდა მას და მის მეგობარ - ამ------–-–--–---–ს აგრესიული ტონით. ასევე ერთ-ერთმა პირმა მისი მისამართით მოახდინა გაშლილი დანის დემონსტრირება. გი------------–---–მა დანიან პიროვნებას უთხრა „ამათ რას ვალაპარაკებთ, დავჭრათ და აქ დავტოვოთო“. გი------------–---–მა თანმხლებ პიროვნებებთან ერთად მას და მის მეგობარს ამ------–-–--–---–ს გასტაცა მობილური ტელეფონი. გი------------–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: 20 წლამდე ასაკით, საშუალო აღნაგობით, მომრგვალო პირისახით, მოგრძო წაბლისფერი თმით და წაბლისფერი წვერით, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის ყურებით. დარწმუნებულია ამოცნობაში.

2018 წლის 18 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამომცნობმა პირმა ამ------–-–--–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მეორე და მარცხნიდან მარჯვნივ მეორე ადგილზე ანუ შუაში მდგომი მამაკაცი გი------------------ე. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 12 ნოემბერს ქ.თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი N2--–- მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში, დანის დემონსტრირებით თანმხლებ 4 მამაკაცთან ერთად სიცოცხლის მოსპობის მუქარით მას წაართვა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ამ------–-–--–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 25-27 წლის ასაკით, 185 სმ. სიმაღლით, ოდნავ მოგრძო პირისახით, საშუალო აღნაგობით, საშუალო კეხიანი ცხვირით და საშუალო ტუჩებით.

2018 წლის 18 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგინდა, რომ ამომცნობმა პირმა გი------------–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მესამე და მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილზე მდგომი მამაკაცი - გი-----------------ე. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 12 ნოემბერს ქ.თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი N2--–- მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში. აღნიშნულმა პირმა დანის დემონსტრირებით თანმხლებ 4 მამაკაცთან ერთად სიცოცხლის მოსპობის მუქარით ამ------–-–--–---–ს წაართვა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. გი------------–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 25-27 წლის ასაკით, 185 სმ. სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, ოდნავ მოგრძო პირისახით, საშუალო ზომის კეხიანი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით.

2018 წლის 18 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ბი-------–------ისგან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ქუდი, მასზე არსებული შავი ფერის წარწერით „T-------------“, შიდა მხარეს შავი ფერის სარჩულით.

2018 წლის 18 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ამ------–-–--–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ პირველ ადგილზე მდგომი მამაკაცი - ბი-------–------ე. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 12 ნოემბერს ქ.თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირი N2--–- მდებარე კლინიკის ეზოში, რა დროსაც მას წაართვეს მობილური ტელეფონი, მის მიერ გაცნობილი პირი ესაუბრებოდა აგრესიულად და უთხრა „იყვნენ ამ უბნელები, სადაც თავად ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ, ისე ნუ მოიქცევით, რომ მომავალში პრობლემები შეგექმნათ“. ამ------–-–--–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 185 სმ. სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, დაახლოებით 27-დან 30 წლამდე ასაკით, მოგრძო პირისახით, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, მუქი ფერის წარბებით. დარწმუნებულია ამოცნობაში.

2018 წლის 18 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა გი------------–---–მა მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ მეორე ადგილზე მდგომი მამაკაცი ბი-------–------ე. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 12 ნოემბერს ქ.თბილისში, ვ-–----–----–-- გამზირი N2--–- მდებარე კლინიკის ეზოში, რა დროსაც მის თანმხლებ პირს ამ------–-–--–---–ს წართვეს მობილური ტელეფონი. მის მიერ გაცნობილი პირი ესაუბრებოდა აგრესიულად და უთხრა „იყვნენ ამ უბნელები, სადაც ისინი სწავლობდნენ, ისე ნუ მოიქცევით, რომ მომავალში პრობლემები შეგექმნათო“. გი------------–---–მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალო სიმაღლით, დაახლოებით 27-დან 30 წლამდე ასაკით, მოგრძო პირისახით, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, მუქი ფერის წარბებით. დარწმუნებულია ამოცნობაში.

2018 წლის 23 ნოემბრის ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ამ------–-–--–---–ისგან ამოღებული იქნა შპს „ჯეოსელის“ ქსელში ჩართული ორი სიმ ბარათი საიდენტიფიკაციო ნომრებით: 8------------------------------------------

2018 წლის 23 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ან-----------------–ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. N2--–- მდებარე შპს „აპექსის“ რესტორნის „მუსაკაის დელის“ გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, 2018 წლის 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 18:59 საათამდე დროის მონაკვეთში. ჩანაწერში კამერა მიმართულია ვაჟა ფშაველას გამზირის დასასრულისკენ. ჩანაწერში ჩანს, რომ 18:32:01 საათზე, აღნიშნული რესტორნის გვერდით არსებული ქუჩიდან ჩამორბის ოთხი მამაკაცი, რომელთაგან სამს აცვია მუქი ფერის ქურთუკი, ხოლო ერთს მოყავისფრო ფერის. ისინი ჩამოსვლის შემდეგ კუთხეში ყოვნდებიან რამდენიმე წამი, შემდეგ მიდიან ვ-–----–----–-- გამზირის დასასრულისკენ. აღნიშნულის შემდეგ ისევ ყოვნდებიან, აჩერებენ ავტომობილს და სხდებიან მასში. ავტომანქანა მიემართება ვ-–----–----–-- გამზირის დასასრულისკენ და 18:33:00 საათზე ეფარება თვალთახედვის არეს.

2018 წლის 22 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ- გამომძიებლის ან-----------------–ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ალექსანდრე ყ-------- გამზ.N1--–- მდებარე შპს „კრედიტ იმედის“ გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2018 წლის 12 ნოემბრის 18:20 საათიდან 18:25 საათამდე დროის მონაკვეთში. აღნიშნულ ჩანაწერში კამერა მიმართულია ალექსანდრე ყ-------- გამზირის დასაწყისისკენ. 18.22.05 საათზე კადრში ჩნდება ალექსანდრე ყ-------- გამზირის დასაწყისის მხრიდან მომავალი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქურდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს ასევე აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. ისინი ყოვნდებიან აღნიშნულ ლომბარდთან და შემდეგ 18:22:18 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა მიმართულია ალექსანდრე ყ-------- გამზირის დასასრულისკენ. 18:22:12 საათზე კადრში ჩნდება ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი. ისინი ჩერდებიან მითითებულ შპს „კრედიტი იმედის“ ლომბარდთან, შემდეგ მიემართებიან ალ. ყ-------- დასასრულისკენ და ეფარებიან თვალთახედვის არეს.

2018 წლის 23 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ- გამომძიებლის ან-----------------–ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ალ. ყ-------- გამზ. N1--–- მდებარე ი.მ. „ი-----–----------“ ლომბარდის შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2018 წლის 12 ნოემბრის 18:10 საათიდან 18:25 საათის ჩათვლით მონაკვეთში. 18:14:25 საათზე აღნიშნულ ლომბარდში ჩადის სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქუდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს ასევე აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მოყავისფრო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი ოპერატორს აძლევს მობილურ ტელეფონს და ეკონტაქტება ხსენებულ ოპერატორს. ამის შემდეგ 18:17:00 საათზე შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას. 18:19:11 საათზე ოპერატორი თავის მხრივ ამ უკანასკნელს აძლევს დოკუმენტს, რაზეც იგი აწერს ხელს და აწვდის უკან. ოპერატორი ამის შემდეგ უწვერო მამაკაცს აძლევს პირადობას, ხოლო უშუალოდ ფულს 18:19:57 საათზე აწვდის მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს, რომელიც იღებს აღნიშნულ ფულად თანხას. ისინი კვლავ ყოვნდებიან ლომბარდში, დროდადრო ხსენებული პირები გადიან და შემოდიან ლომბარდში ისე, რომ ხვდებიან კამერის თვალთახედვის არეში. ბოლოს ოპერატორი მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს აწვდის გარკვეულ ნივთს, შემდეგ სამივე გადის ობიექტიდან და 18:23:00 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა დამონტაჟებულია ხსენებული ლომბარდის გარე პერიმეტრზე. 18:14:20 საათზე ზემოხსენებულ ლომბარდთან მიდის პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი, რომლებიც ჩადიან მითითებულ ლომბარდში. დროდადრო აღნიშნული პირები გამოდიან გარეთ და ისევ შედიან ლომბარდში. ბოლოს სამივე გამოდის, მიდიან და 18:23:02 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს.

2018 წლის 29 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N2378/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „S---------------------“, მოდელი - „S--------“ საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 700 (შვიდასი) ლარს.

2018 წლის 30 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ან-----------------–ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ალ. ყ-------- გამზ. N1--–- მდებარე ი.მ. „ი-----–----------“ ლომბარდის შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2018 წლის 12 ნოემბრის 18:10 საათიდან -18:25 საათის ჩათვლით მონაკვეთში. ვიდეო მასალა წარდგენილია ორ ფაილად. ჩანაწერის 18:14:25 საათზე აღნიშნულ ლომბარდში ჩადის სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქუდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს ასევე აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მოყავისფრო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი ოპერატორს აძლევს მობილურ ტელეფონს, რომელსაც ეკონტაქტება. ამის შემდეგ 18:17:08 საათზე შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი, რომელსაც არ აქვს წვერები, ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას. 18:19:11 საათზე მითითებული ოპერატორი თავის მხრივ ამ უკანასკნელს აძლევს დოკუმენტს, რაზეც იგი აწერს ხელს და აწვდის უკან. ოპერატორი ამის შემდეგ უწვერო მამაკაცს აძლევს პირადობას, ხოლო უშუალოდ ფულს 18:19:57 საათზე აწვდის მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს, რომელიც იღებს აღნიშნულ ფულად თანხას. ისინი კვლავ ყოვნდებიან ლომბარდში, დროდადრო ხსენებული პირები გადიან და შემოდიან ლომბარდში ისე, რომ ხვდებიან კამერის თვალთახედვის არეში. ბოლოს ოპერატორი მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს აწვდის გარკვეულ ნივთს, შემდეგ სამივე გადის ობიექტიდან და 18:23:00 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა დამონტაჟებულია ხსენებული ლომბარდის გარე პერიმეტრზე. ვიდეო ჩანაწერის ზედა მარჯვენა მხარეს განთავსებულია დრო და თარიღი. 18:14:20 საათზე ზემოხსენებულ ლომბარდთან მიდის ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი, რომლებიც ჩადიან მითითებულ ლომბარდში. დროდადრო აღნიშნული პირები გამოდიან გარეთ და ისევ შედიან ლომბარდში. ბოლოს სამივე გამოდის, მიდიან და 18:23:02 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. გი------------–---–ის განმარტებით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი აღნიშნულ ვიდეო მასალაში ასახული, მოყავისფრო ფერის ქურთუკის მქონე მამაკაცი არის თო-----------------ი, შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი, რომელსაც არ აქვს წვერები და რომელიც ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას და დოკუმენტზე აწერს ხელს, არის სა-----------–---–ი, ხოლო მესამე, რომელსაც აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, არის თა------------ე.

2018 წლის 30 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ- გამომძიებლის ან-----------------–ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ალ. ყ-------- გამზ. N1--–- მდებარე ი.მ. „ი-----–----------“ ლომბარდის შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2018 წლის 12 ნოემბრის 18:10 საათიდან - 18:25 საათის ჩათვლით მონაკვეთში. ვიდეო მასალა წარდგენილია ორ ფაილად, რომელშიც კამერა დამონტაჟებულია მითითებული ობიექტის შიდა მხარეს. 18:14:25 საათზე აღნიშნულ ლომბარდში ჩადის სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქურდი. მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს ასევე აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. მოყავისფრო ფერის ქურთუკიანი მამაკაცი ოპერატორს აძლევს მობილურ ტელეფონს, რომელსაც ეკონტაქტება. ამის შემდეგ 18:17:00 საათზე შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვლის მქონე პირი, რომელსაც არ აქვს წვერები, ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას, 18:19:11 საათზე მითითებული ოპერატორი თავის მხრივ ამ უკანასკნელს აძლევს დოკუმენტს, რაზეც იგი აწერს ხელს და აწვდის უკან. ოპერატორი ამის შემდეგ უწვერო მამაკაცს აძლევს პირადობას, ხოლო უშუალოდ ფულს 18:19:57 საათზე აწვდის მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს, რომელიც იღებს აღნულ ფულად თანხას. ისინი კვლავ ყოვნდებიან ლომბარდში, დროდადრო ხსენებული პირები გადიან და შედიან ლომბარდში ისე, რომ ხვდებიან კამერის თვალთახედვის არეში. ბოლოს ოპერატორი მოყავისფრო ფერის ქურთუკიან მამაკაცს აწვდის გარკვეულ ნივთს, შემდეგ სამივე გადის ობიექტიდან და 18:23:00 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა დამონტაჟებულია ხსენებული ლომბარდის გარე პერიმეტრზე. ვიდეო ჩანაწერის ზედა მარჯვენა მხარეს განთავსებულია დრო და თარიღი. 18:14:20 საათზე ზემოხსენებულ ლომბარდთან მიდის ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი, რომლებიც ჩადიან მითითებულ ლომბარდში. დროდადრო აღნიშნული პირები გამოდიან გარეთ და ისევ შედიან ლომბარდში. ბოლოს სამივე გამოდის, მიდიან და 18:23:02 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. ამ------–-–--–---–ის განმარტებით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულ ვიდეო მასალაში ასახული, მოყავისფრო ფერის ქურთუკის მქონე მამაკაცი არის თო----------------ი, შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი, რომელსაც არ აქვს წვერები და რომელიც ოპერატორს აწვდის პირადობის მოწმობას და დოკუმენტზე აწერს ხელს, არის სა-----------–---–ი, ხოლო მესამე, რომელსაც აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, არის თა------------ე.

2018 წლის 30 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ- გამომძიებლის ან-----------------–ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგს გამზ. N1--–- მდებარე შპს „კრედიტი იმედის“ გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, 2018 წლის 12 ნოემბრის კამერის დროით 18:20 საათიდან - 18:25 საათამდე დროის მონაკვეთში. ვიდეო მასალა წარდგენილია ერთ ფაილად. აღნიშნულ ჩანაწერში კამერა მიმართულია ალექსანდრე ყ-------- გამზირის დასაწყისისკენ. ვიდეო მასალის 18:22:05 საათზე კადრში ჩნდება ალექსანდრე ყ-------- გამზირის დასაწყისის მხრიდან მომავალი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქურდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და ლურჯი ფერის შარვალი, ხოლო მესამეს აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. ისინი ყოვნდებიან აღნიშნულ ლომბარდთან და შემდეგ ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა მიმართულია ალექსანდრე ყ-------- გამზირის დასასრულისკენ. ვიდეო მასალის 18:22:12 საათზე კადრში ჩნდება ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი. ისინი ჩერდებიან შპს „კრედიტი იმედის“ ლომბარდთან, შემდეგ მიემართებიან ალ. ყ-------- დასასრულისკენ და ეფარებიან თვალთახედვის არეს. გი------------–---–ის განმარტებით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი, აღნიშნულ ვიდეო მასალაში ასახული, მოყავისფრო ფერის ქურთუკის მქონე მამაკაცი არის თო----------------ი, შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვლის მქონე პირი არის სა-----------–---–ი, ხოლო მესამე, რომელსაც აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, არის თა------------ე.

2018 წლის 30 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ- გამომძიებლის ან-----------------–ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელზეც ჩაწერილია ქ.თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგს გამზ. N1--–- მდებარე შპს „კრედიტი იმედის“ გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, 2018 წლის 12 ნოემბრის კამერის დროით 18:20 საათიდან - 18:25 საათამდე დროის მონაკვეთში. ვიდეო მასალა წარდგენილია ერთ ფაილად. ვიდეო მასალის 18:22:05 საათზე კადრში ჩნდება ალექსანდრე ყ-------- გამზირის დასაწყისის მხრიდან მომავალი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთს, რომელსაც აქვს წვერები, აცვია მოყავისფრო ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კენგოლის“ ქურდი, მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი, ხოლო მესამეს აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი. ისინი ყოვნდებიან აღნიშნულ ლომბარდთან და შემდეგ 18 საათზე ეფარებიან თვალთახედვის არეს. მეორე ფაილში კამერა მიმართულია ალექსანდრე ყ-------- გამზირის დასასრულისკენ. ვიდეო მასალის 18:22:12 საათზე კადრში ჩნდება ზემოაღნიშნულ პირველ ფაილში ასახული სამი მამაკაცი. ისინი ჩერდებიან შპს „კრედიტი იმედის“ ლომბარდთან, შემდეგ მიემართებიან ალ. ყ-------- დასასრულისკენ და ეფარებიან თვალთახედვის არეს. ამ------–-–--–---–ის განმარტებით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულ ვიდეო მასალაში ასახული, მოყავისფრო ფერის ქურთუკის მქონე მამაკაცი არის თო----------------ი, შავი ფერის ქურთუკის და მოლურჯო ფერის შარვალის მქონე პირი არის სა-----------–---–ი, ხოლო მესამე, რომელსაც აქვს წვერები, აცვია შავი ფერის ქურთუკი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, არის თა------------ე.

2019 წლის 25 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N121/ვტ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებით - DVD დისკის დათვალიერების ოქმით გაირკვა, რომ დათვალიერება ჩაატარა ადვოკატმა ნი----–----------–-–---–მა 2018 წლის 25 დეკემბერს ქ.თბილისში, სასჯელაღსრულების №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ ბი-------–------ესთან ერთად. დათვალიერდა 9 ცალი DVD დისკი, რომელზეც ასახულია ვაკე-საბურთალოს №7 პოლიციის განყოფილების შიდა და გარე კამერების ჩანაწერები. პერსონალური კომპიუტერის ე.წ. „ქეისში“ მოთავსებული იქნა DVD დისკი. ვიდეო-ფაილის გახსნისას ვიდეო-კადრს მარჯვენა დაბლა კუთხეში აწერია Camera 05, ხოლო ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თვე, რიცხვი და წელი 11.18.2018 წელი. ვიდეო-ფაილში 06:43:47 საათზე ჩნდება თეთრი ფერის პოლიციის ,,შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც გადის კადრიდან და რამოდენიმე წამში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებს შენობაში შეჰყავთ ბი-------–------ის განმარტებით, მისი მეგობარი გი-----------------ე, რომელსაც აცვია ღია ფერის სპორტული შარვალი, მუქი მოშავო ფერის ზედა და ყავისფერი თეთრძირიანი ბოტასები. ნი–------ის განმარტებით, მას მიჰყვება ორი პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც იმყოფებოდნენ უშუალოდ ცემში მათი დაკავებისას. 06:44:47 საათზე კადრში ჩნდება მეორე თეთრი ფერის ,,შკოდას“ ფირმის პოლიციის ავტომანქანა, სახ. ნომრით: IIS – 511, რომელიც ჩერდება უშუალოდ პოლიციის შენობის მთავარი შესასვლელის კიბეების წინ. უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოდის, ბი-------–------ის მითითებით, მისი ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, რომელსაც აცვია მომწვანო ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი. ამავე პოლიციელს გადმოჰყავს თავად ბი-------–------ე, რომელსაც აცვია ღია ფერის ჯინსის შარვალი. ნი–------ის განმარტებით, აცვია ასევე შავი ფეხსაცმელი, მუქი შავი ქურთუკი და ახურავს სტაფილოსფერი ქუდი. ნი–------ის განმარტებით, ამ დროს იგი იყო დაკავებული და ჩამოიყვანეს ბორჯომის რაიონის სოფ. ც-------- ვიდეო კადრში ჩანს, რომ პოლიციელს ნი–------ე დაკავებული ჰყავს მარცხენა ხელით და იძულებით აჰყავთ პოლიციის კიბეებზე. მათ უკან მიჰყვებიან ამავე ავტომანქანიდან გადმოსული სხვა ორი პოლიციის თანამშრომელი. ერთ-ერთი DVD დისკის დათვალიერების დროს გახსნილი იქნა ვიდეო-ფაილი, რომელიც წარმოადგენს Camera012-ს, სადაც კარგად ჩანს პოლიციის შესასვლელი კიბეები და იგივე დროს 06:43:47 ბი-------–------ემ ასვე ამოიცნო პოლიციის ავტომანქანიდან გადმოყვანილი გი-----------------ე, ხოლო 06:44:47 საათზე საკუთარი თავი. ასევე ჩვენს მიერ დათვალიერებულ იქნა ვიდეო ფაილი Camera09, რომელიც პირდაპირ უყურებს პოლიციის შენობის შესასვლელ კარს და იყურება პეკინის ქუჩის მიმართულებით. 06:43:37 საათზე ჩნდება იგივე პირველი „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება პოლიციის შენობის წინ. სახ. ნომრით TTE – 013- საიდანაც გადმოჰყავთ გი-----------------ე, ხოლო 06:43:45 საათზე მეორე მანქანიდან, ბი-------–------ის განმარტებით, პოლიციელებს გადმოჰყავთ თავად იგი, რა დროსაც ახურავს სტაფილოსფერი ქუდი. ერთ-ერთ DVD დისკზე ასევე დათვალიერდა პოლიციის შენობის შიდა პერიმეტრის ვიდეო-კამერის ჩანაწერი Camera01, სადაც ასევე ცალსახად ჩნდება, რომ 06:40:16 საათზე პოლიციის შენობაში შეჰყავთ გი-----------------ე, ხოლო 06:41:15 საათზე დაკავებული ბი-------–------ე. ამავე კადრში ისმის პოლიციელთა ხმები, სადაც იღებენ მითითებას „ლაშა ქვევით ჩაიყვანე“, რითაც დათვალიერება დასრულდა.

DVD დისკის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერება ჩაატარა ადვოკატმა ნი----–----------–-–---–მა 2018 წლის 20 დეკემბერს სასჯელაღსრულების #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გი-----------------ესთან ერთად. დათვალიერდა 9 ცალი DVD დისკი, რომელზეც ასახულია ვაკე-საბურთალოს №7 განყოფილების პოლიციის გარე პერიმეტრზე და შიდა პერიმეტრზე 2018 წლის 18 ნოემბრის ვიდეო-ჩანაწერები. კომპიუტერში მოთავსებულ იქნა ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც გაიხსნა და მონიტორზე გამოჩნდა ვიდეო-კადრი, რომელსაც მარჯვენა კუთხეში აწერია ლათინური ასოებით Camera012. აღნიშნული კამერა მიმართულია პეკინის ქუჩა №4--–- განთავსებული პოლიციის ასასვლელი კიბეებისაკენ და იყურება გაგარინის მოედნის მიმართულებით. კამერის ხედვის არეალი ასევე მოიცავს პოლიციის შენობის უკანა შესასვლელი გზის ტერიტორიის მთლიან ნაწილს და ასევე, გაგარინის მოედნის მხრიდან კიბეების გვერდით ამოსასვლელ პანდუსს მთლიანად. Camera 012-ის პირველი ფაილის დათვალიერების შედეგად საქმისათვის საინტერესო ინფორმაცია არ აღმოჩნდა, რის გამოც გაგრძელდა მეორე ვიდეო-ფაილის გახსნა და დათვალიერების დროს 06:42 საათზე გი-----------------ემ განმარტა, რომ ვიდეო კადრში გამოჩნდა სწორედ ის თეთრი ფერის „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, რომლის მეშვეობითაც იგი ჩამოიყვანეს ბორჯომის რაიონ სოფელ ც-------- კერძოდ, კადრში ჩანს თეთრი ფერის ავტომობილი, რომელიც შემოდის პოლიციის შენობის წინ არსებულ კიბეებთან გაგარინის მოედნის მხრიდან. ავტომანქანის სახ. ნომერია TTE – 013. პირველად იღება ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი, საიდანაც გადმოდის, გ.ჭ---------ის განმარტებით, მისი დამკავებელი პოლიციელი, რომელიც მანქანას უვლის უკანა მხრიდან და აღებს ავტომობილის უკანა მარჯვენა კარს, საიდანაც გადმოჰყავს დაკავებული გ.ჭ---------ე. ამავე დროს ავტომობილიდან გადმოდიან სხვა პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც ისხდნენ ავტომანქანის წინა სალონში. გ.ჭ---------ის განმარტებით, მას აცვია ღია ნაცრისფერი სპორტული შარვალი, მუქი შინდისფერი ბოტასები და მუქი შავი ქურთუკი, ხოლო შიგნით კაპიუშონიანი ზედატანი. ამის შემდგომ პოლიციელებს გ.ჭ---------ე შეჰყავთ პოლიციის შენობაში. 06:44:53 საათზე ვიდეო-კადრში ჩნდება მეორე თეთრი ფერის „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გ.ჭ---------ის განმარტებით, უკანა სალონის მარჯვენა კარიდან პოლიციელებს გადმოჰყავთ მისი მეგობარი ბი-------–------ე. პოლიციელებს ნი–------ე აჰყავთ განყოფილებაში მარცხენა მკლავით დაკავებული. დამკავებელ პოლიციელს აცვია მწვანე ქურთუკი, ხოლო ბ.ნი–------ეს, გ.ჭ---------ის განმარტებით, მოსტაფილოსფერო-მოყვითალო ქუდი, მუქი გრძელი ქურთუკი და აცვია ღია ფერის ჯინსის შარვალი.

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ DVD დისკებზე არსებულ ვიდეო ჩანაწერებში „I---------------------------------------------------------------- კადრის მარჯვენა კუთხეში წარწერა „camera 01“ კადრის მარცხენა მხარეს მითითებულ დროს 11-18-2018 Sun 06:40:21-23 მონაკვეთში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ნაცრისფერი სპორტული შარვალი კოჭებამდე, შინდისფერი სპორტული ფეხსაცმელი და შავი მუქი ფერის ქურთუკი, სახე გაუპარსავი თმები ხშირი, იდენტიფიცირდება და არის გი-----------------ე. წარდგენილ DVD დისკებზე არსებულ ვიდეო ჩანაწერებში „I--------------------------------------------------------------- კადრის მარჯვენა კუთხეში წარწერა „camera 01“ კადრის მარცხენა ზედა მხარეს მითითებულ დროს 11-18-2018 Sun 06:41:13 მონაკვეთში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ლურჯი შარვალი (ჯინსები გაცვეთილი), მუქი ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი, სტაფისლოსფერი ქუდი, სახე გაუპარსავი, იდენტიფიცირდება და არის ბი-------–------ე. თეთრი ფერის ავტომობილი შკოდა, რომლიდანაც გადმოიყვანეს გი-----------------ე, სახ. ნომერია T------- თეთრი ფერის ავტომობილი შკოდა, რომლიდანაც გადმოიყვანეს გი-----------------ე, სახ. ნომერია I-------

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად დგინდება, რომ გი------------–---–მა, გი-----------------ემ და ბი-------–------ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------------–---–მა, გი-----------------ემ და ბი-------–------ემ ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, საიდანაც არ დგინდება ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, ვინაიდან დანაშაულის უშუალო შემსწრე პირების ამ------–-–--–---–ის და გი------------–---–ის ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ ამ------–-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს, მეგობარ გი------------–---–თან ერთად, დაახლოებით 40-45 წუთი, 18:00 საათამდე, იმყოფებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის უკანა მხარეს, შედარებით მოფარებულ ადგილას, სადაც მიირთმევდნენ ლუდს. ამ დროს ხუთმა პირმა ჩაიარა, აათვალიერ-ჩაათვალიერა და ისე გაიარა, რომ არ გაჩერებულან. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, დაბრუნდნენ უკან. მათ გამოეყო გი-----------------ე და დაუწყო საუბარი, რომ თანხა სჭირდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ ჰქონდა ლარნახევარი სახლში დასაბრუნებლად. ამის გაგონებაზე გი-----------------ემ დამცინავად უპასუხა, რაში გვჭირდება შენი ლარნახევარიო და შემდეგ დაუწყო უკვე ტელეფონის თხოვნა, ერთ-ერთს მაინც გექნებათ, 100 ლარად დაალომბარდეთ და თანხას 10 დღეში მოგცემთო. გი------------–---–ს მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, თავად კი უთხრა, რომ მას ჰქონდა ტელეფონი, თუმცა სჭირდებოდა და ვერანაირად ვერ მისცემდა. გი-----------------ემ უპასუხა, დამიჯერე ჩვენ უფრო გვჭირდება დღეს ეგ ტელეფონი, ვიდრე შენო. ამის შემდეგ, უკვე ჯიბიდან ამოიღო „ვ----------------“ ფირმის წითელ ტარიანი დანა და ისევ ტელეფონის მოთხოვნა დაიწყო. დანას გაშლიდა, დახრიდა, მათკენ მიმართავდა და ტელეფონის თხოვნას განაგრძობდა. გი-----------------ემ გი------------–---–ს დაუყვირა „შენ ბევრს ტლიკინებ და ამ დანის გამოყენება რომ მდომოდა, შენ ყელს გამოგჭრიდი, ხოლო შენ ძმაკაცს გადაგიჭრიდი შუაზეო“. აღნიშნულის გაგონებაზე რათქმაუნდა შეეშინდათ, ის ხუთი პიროვნება ანერვიულებულები იყვნენ, ვინაიდან დანა ჰქონდათ, რეალურ საფრთხედ აღიქვეს ყველაფერი. ბი-------–------ემ უთხრა, რომ იმ უბნელები იყვნენ, ესენი კი სტუდენტები, თუ უნდოდათ გაეგრძელებინათ მშვიდად სიარული და პრობლემები არ შექმნოდათ, უნდა გაეკეთებინათ ის, რასაც ეუბნებოდნენ. გი-----------------ემ მოსთხოვა პირადობის მოწმობა, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა. გი------------–---–საც ჰკითხა, რომელმაც უპასუხა, რომ არც მას ჰქონდა. ამის შემდეგ, გი-----------------ე კვლავ მასთან დაბრუნდა და უთხრა, რომ პრობლემა არ იყო და იპოვიდა პირს, ვისაც პირადობის მოწმობა ექნებოდა, მაგრამ თუ უნდოდათ, რომ ჯანმრთელები და ცოცხლები გასულიყვნენ ტელეფონი უნდა მიეცათ. ამ დროს გი-----------------ეს დანა მისი მიმართულებით, მუცლისკენ ჰქონდა მიმართული, რის გამოც შეეშინდა, აღიქვა რეალურ საფრთხედ, ამოიღო მობილური ტელეფონი და გადასცა გი-----------------ეს. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა გი------------–---–მა. მისივე განმარტებით გი-----------------ემ ამოიღო დანა, რომელიც იყო საშუალო ზომის, „ვ----------------“ ფირმის, წითელ ტარიანი, გაშალა, მისი გულ-მკერდის არეში მიიტანა და შემდეგ უკან გაწია. ტელეფონის გადაცემის იმპერატიული მოთხოვნის, აგრესიული ტონის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიფარებულ ადგილას იმყოფებოდნენ და ირგვლივ არავინ იყო, რეალურად ჩათვალა, რომ მას და მისი მეგობრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მოწმე ი-----–---------- ჩვენებით და საქმეზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ 2018 წლის ნოემბრის თვეში, ქ.თბილისში, ალექსანდრე ყ-------- გამზირი N1--–- მდებარე მის კუთვნილ ლომბარდში სა-----------–---–ის მიერ ჩაბარებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებების გარდა, მსჯავრდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის N2378/ს დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N121/ვტ დასკვნით, რომელიც თანხვდენილია დაზარალებულების ჩვენებებთან და სრულად ადასტურებს მათ მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულების გი------------–---–ის, გი-----------------ის და ბი-------–------ის ქმედებების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დასტურდება, რომ დაზარალებულების მიმართ ადგილი ჰქონდა ჯგუფურ თავდასხმას, რასაც თან ახლდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა დანის გამოყენებით და რომ გი------------–---–ს, გი-----------------ეს და ბი-------–------ეს ამოძრავებდათ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც ყაჩაღობის აუცილებელ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს.

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ყაჩაღობის შემადგენლობის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტში - თავდასხმაში იგულისხმება უეცარი, აგრესიული მოქმედება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ყაჩაღობის დროს მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა რეალურად აღიქვას მასზე განხორციელებული სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ანდა ძალადობის მუქარა, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია. დაზარალებულებმა დაკითხვისას დამაჯერებლად და კატეგორიულად მიუთითეს, რომ გი-----------------ემ დანის დემონსტრირებით და მათ მიმართ განხორციელებული მუქარით აიძულა დაზარალებული ამ------–-–--–---–ი გადაეცა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. დაზარალებულ ამ------–-–--–---–ის განმარტებით, გი-----------------ემ ჯიბიდან ამოიღო წითელტარიანი, „ვ----------------“ ფირმის დანა, რომელიც მის მუცელთან ჰქონდა მიმართული, ეუბნებოდა რომ თუ უნდოდათ ცოცხლები წასულიყვნენ ტელეფონი უნდა მიეცათ. იმ ვითარებაში, როდესაც გი-----------------ე თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებიც ნერვიულად იქცეოდნენ, ითხოვდა მობილური ტელეფონის გადაცემას, ახდენდა მის ხელთ არსებული დანის დემონსტრირებას, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულ ამ------–-–--–---–ის ჩვენებასთან თანხვდენილია გი------------–---–ის ჩვენებაც, რომელიც ანალოგიურად აღწერს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს და ცალსახად მიუთითებს გი-----------------ის მიერ საშუალო ზომის „ვ----------------“ ფირმის წითელტარიანი გასაშლელი დანის დემონსტრირებით მობილური ტელეფონის მოთხოვნაზე და მსჯავრდებულთა მხრიდან არსებული მუქარის განხორციელების შიშზეც. ტელეფონის გადაცემის იმპერატიული მოთხოვნის, აგრესიული ტონის, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულები მიფარებულ ადგილას იმყოფებოდნენ და ირგვლივ არავინ არ იყო, მუქარა აღიქვეს რეალურად და ჩათვალეს, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობასა საფრთხე ემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატების აპელირება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არასწორი ინტერპრეტაციითაა გადმოცემული დაზარალებულების ჩვენებები, არამედ პირიქით, დაცვის მხარე უთითებს დაზარალებულების ჩვენებიდან მხოლოდ მათთვის სასარგებლო არგუმენტებს და მოჰყავს ცალკეული ამონარიდები მთლიანი კონტექსტიდან ამოღებული დეტალების სახით, რომლებიც თითქოს ადასტურებენ გი------------–---–ის, გი-----------------ის და ბი-------–------ის უდანაშაულობას. დაზარალებულების ამ------–-–--–---–ის და გი------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები პირდაპირ მიუთითებს მსჯავრდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და მოვლენების თანმიმდევრობას.

აპელანტის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდასხმის არსებობას და გი-----------------ის მხრიდან დანის გამოყენების განზრახვას გამორიცხავს დაზარალებულისთვის ნათქვამი სიტყვები იმის შესახებ, დანის გამოყენება რომ სდომოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა, პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მართალია ამ------–-–--–---–ი ადასტურებს გი-----------------ის მიერ ზემოაღნიშნული სიტყვებით მიმართვას, მაგრამ როგორც დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, გი-----------------ეს არ ენდო, ვინაიდან, მისკენ მიმართული დანა ეჭირა და უცნობი იყო, თუ რას მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაში თუ ტელეფონს არ გადასცემდა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულებმა დაზარალებულებს უთხრეს ლომბარდის ადგილსამყოფელი და კოდური სიტყვა, რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ ტელეფონის გამოტანას, ასევე დაპირდნენ, რომ 10 დღეში თავად იპოვიდნენ და ტელეფონის გამოსატანად 100 ლარს გადასცემდნენ, აღნიშნული ვერ გამოდგება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არარსებობის მამტკიცებლად და მსჯავრდებულების უდანაშაულობის დასადასტურებლად.

სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების გი------------–---–ის, გი------------------ის და ბი-------–------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტები ვერ გახდება კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დასჯადია ქმედება - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ობიექტური მხრივ გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის (მოთხოვნის) მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. მუქარა ყაჩაღობის დროს უნდა იყოს იმწუთიერი, რომელიც ქმნის ძალადობის გამოყენების დაუყოვნებლივ საშიშროებას, თუ დაზარალებული არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელის მოთხოვნას.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მსჯავრდებულების მიერ განხორციელებული ქმედება, რაც გამოიხატა გარკვეული თანხის მოთხოვნაში, ხოლო შემდეგ დანის დემონსტრირებასა და მობილური ტელეფონის გადაცემის მოთხოვნაში, სახეზეა ყაჩაღობის შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა ნიშანი: გი------------–---–ის, გი-----------------ის და ბი-------–------ის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაზარალებულებზე თავდასხმა, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც დაზარალებულებმა რეალურად აღიქვეს და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

რაც შეეხება მსჯავრდებულებისთვის განსაზღვრულ სასჯელებს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას გი------------–---–ის, გი-----------------ის და ბი-------–------ის მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელები შეესაბამება როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. როგორც მსჯავრდებულები, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულები გააცნობიერებენ ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, მოახდენენ საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდებიან საზოგადოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების გი-----------------ის და ბი-------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ნი----–----------–-–---–ის და შო---------–--ის, მსჯავრდებულ გი------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თა----------–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი გი------------–---–ი, გი-----------------ის და ბი-------–------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულების გი-----------------ის და ბი-------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ნი----–----------–-–---–ის და შო---------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ გი------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თა----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი გი------------–---–ი, გი-----------------ის და ბი-------–------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

გი-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

გი------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.

გი------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

გი------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

გი-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ნოემბრიდან.

გი-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ბი-------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

ბი-------–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ნოემბრიდან.

ბი-------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს თა------------ისა და თო----------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე