განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
160100118002746608
ინსტანცია
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100118002746608

საქმე №1ბ/1793-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი

მანუჩარ კაპანაძე

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ზ-----–-----------

ადვოკატების: გ----------------–---–-----------------------------

გამართლებულის: რ------–----------

თარჯიმნის: ა---------–----------

მონაწილეობით,მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ-----–----------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ------–------------------------- მიმართ - დაბადებული 1-----–-–----------------–-- პ/N2----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული:მ--------–------------------------ მცხოვრები: ქ------–----------------------–---- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით, რ------–--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

რ------–--------- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 26 ნოემბერს დაახლოებით 11:30 საათზე, მ--------–----------–--–-----–-------–---–--------–--------–--------------------–----------- რ------–---------, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა ფ-----------------–---------------------------–---------–----------------- რომლებიც გადაადგილდებოდნენ შ----------------- მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „მერსედესით“ სახელმწიფო N-------- და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ფ------------------–-------------------------------–----- დიდი ოდენობით ფულად თანხას, 790 000 რუსულ რუბლს, რაც შეადგენს 32 000 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–------------ რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმება და რ------–---------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ------–---------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რაც მოსამართლის მიერ არასათანადოდ იქნა შეფასებული და მის მიმართ უსაფუძვლოდ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაასატურებდა რ------–---------- მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების: ფ------------------–----------------------------–----- ჩვენებებით, მოწმეების: შ-----------------, ა------------------------------------------ ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით უდაოდ დასტურდება, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს მ--------–-- რაიონში წ-----–--------–---–--------–--------–--------------------–---------------------------------–-----------------------------–----------–------------------ ნამდვილად განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით. თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები არ ადასტურებენ რ------–---------- მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმაში.

- ბრალდების მხარეს, სასამართლოში რ------–---------- მიმართ, პირდაპირი მტკიცებულების სახით წარდგენილი ჰქონდა დაზარალებულ ზ-------------–----- გამოძიებისას მიცემული ჩვენება და ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ბრალდებულის პირადი ჩრეკის ოქმი. მაგრამ აღნიშნულმა მტკიცებულებებმა დადასტურება ვერ ჰპოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

დაზარალებულმა ზ-------------–----- გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერა მათზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დეტალები და 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული ამოცნობისას, სამი პირიდან ამოიცნო რ------–--------- და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება 2018 წლის 26 ნოემბერს ყაჩაღურად დაესხა თავს და გასტაცა ფულადი თანხა. მან რ------–--------- ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, თვალების ფერით, წვერით, ხშირი მუქი წარბებით, შავი პირსახით და ვიზუალური იერსახით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში კი დაზარალებულმა ზ-------------–----- არსებითად საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა და განმარტა, რომ მას არ შეეძლო თავდამსხმელის ამოცნობა, რადგანაც დაარტყა მუშტი და თავი დაახრევინა. მისი მხრიდან რ------–---------- ამოცნობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პოლიციამ მიუთითა მასზე და უთხრა, რომ ეს პიროვნება აღიარებდა დანაშაულს. რ------–--------- თავდაასხმის დროს არ უნახავს, ხოლო ვინც მას თავს დაესხა, ჰქონდა წვერები და მწვანე თვალები. დაზარალებულმა არ უარყო, რომ მის დაკითხვას თარჯიმანი ესწრებოდა, მაგრამ ოქმში რა ეწერა, მისთვის არავის წაუკითხავს.

- პირველი ინსტანციის სასამართლოში რ------–----------- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს იმყოფებოდა თ---–--–------------ დასახლებაში, დაურეკა ბიძაშვილმა ო-------------- და სთხოვა ავტომანქანა. ო------------- შეხვდა ა-------- გამოსასვლელში, რომელსაც ახლდა ორი პირი. ერთს ერქვა ვ--–----- ხოლო მეორის სახელი, არ იცის. ო------ განმარტებით, ეს პირები იყვნენ მისი სტუმრები და ქალაქში უნდა გაესეირნათ. მან მანქანასთან ერთად გადასცა მანქანის ტექპასპორტიც. თავად კი სოფელში წავიდა რ--------- გავლით. დაახლოებით 4-5 საათზე დაურეკა ო------ და უთხრა, რომ მანქანა მოგიყვანეო, ასევე უთხრა, რომ მანქანას რაღაც ჰქონდა შესაკეთებელი, თან დაუტოვა რუსული ფული და წავიდა. რ------–---------- განმარტა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, ჰქონდა წნევა, რის გამოც დაურეკა ს-------------------- და სთხოვა წაყვანა. ს--------------------- წაიყვანა მ------------–--–-- იმ დღეს რ------–--------- დარჩა მასთან. მეორე დღეს ს-------------------- სთხოვა წაეყვანა თბილისში. მას პოლიციისათვის არ უთქვამს, რომ ყაჩაღობის დროს იმყოფებოდა მანქანაში, ქართულ ენას არ ფლობს, არც ოქმი წაუკითხავს, პოლიცია მას ესაუბრებოდა რუსულად. ამოცნობის დროს განუმარტეს, რომ ამომცნობმა მისი მანქანა ნახა ყაჩაღობის ადგილას და ამიტომ აჩვენებდნენ. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ მიყავდათ იმ ადგილებში, სადაც მისი მანქანა ნახეს და გზადაგზა იღებდნენ სურათებს და თან ეუბნებოდნენ, რომ პროცედურების დასრულების შედეგ მას გაუშვებდნენ. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს მას თარჯიმანი არ ჰყოლია და შესაბამისად, უარი განაცხადა სასამართლოს ეხელმძღვანელა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში თარჯიმნად მონაწილე პირი ვ-------------–----- სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში არ ყოფილა შეყვანილი და შესაბამისად, არც დაკითხულა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში რ------–---------- ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ს---------------------.

- 2018 წლის 27 ნოემბრის რ------–----------- პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, ელვა შესაკრავით, რომელშიც აღმოჩნდა 43 ცალი 100 დოლარიანი, 1 ცალი 200 რუბლიანი კუპიურა, 81 ცალი 1000 რუბლიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი. რ------–---------- ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, სახელმწიფო ნომრით S--------- აღნიშნული ნივთები დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები.

პირველი ინსტანციის სასამართლოში რ------–---------- განმარტა, რომ ო-------------- მას თანხა შესანახად დაუტოვა, ხოლო პირადი ჩხრეკისას ამოღებული 4300 დოლარი მას გადასცა ძმამ და ესაჭიროებოდა დედის მკურნალობისათვის.

პალატა აღნიშნავს, რომ ამოცნობის ოქმზე რ------–---------- მიერ გაკეთებული შენიშვნა, რომ ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ტაქსიდან არ გადასულა, რაც სასამართლოში თავადვე უარყო, ასევე პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული თანხის ოდენობა, რომელთან დაკავშირებითაც რ------–---------- ვერსიის საპირისპირო ბრალდების მხარეს არაფერი წარმოუდგენია, ობიექტურ პირს შეიძლება უჩენდეს ეჭვს მის ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის მხოლოდ ეჭვი, რომელიც არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით და შესაბამისად, პალატა ასეთ შემთხვევაში მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას უტყურად და ეჭვისგამომრიცხავად დაასაბუთოს რ------–---------- ბრალეულობა.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ-----–----------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. რ------–---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ რ------–---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

5.საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, რ------–--------- უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. ნივთმტკიცებები:

- რ------–---------- ტანისამოსი დაუბრუნდეს რ------–---------.

- რ------–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 4300 აშშ დოლარი, 1 ცალი 10 ლარიანი, შავი ფერის სამსუნგის მობილური ტელეფონი და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა დაუბრუნდეს რ------–---------.

- რ------–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული - 82 ცალი 500 რუბლიანის, 1 ცალი - 200 რუბლიანის, 81 ცალი 1000 რუბლიანი კუპიურების - ბედი გადაწყდეს აღნიშნულ საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

- ავტომანქანა ,------------------ 8 ცალი დაქტილოფირის, თუნუქის ქილის, სავარძლების შალითის ბედი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ბ.ბუგიანიშვილი

 

მ. კაპანაძე