განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019002961472
საქმე №2ბ/8813-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
23 იანვარი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები - დიანა ბერეკაშვილი, ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – ნატო გოგიშვილი
აპელანტი - შპს ,,კ------------–-- X--“
დირექტორი - ლ-–- კ----ა
წარმომადგენელი - მ--–------ მ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------ია“
წარმომადგენელი - ბექა ტუხაშვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2018 წლის 2 ივნისს სს ,,ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იის“ დაკვეთით, შპს ,,კ------------–-- X--“ ახორციელებდა 500 მმ-იანი ახალი მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს.
2. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს შპს ,,კ------------–-- X--“-ს მიერ დაზიანდა ,,ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იანი განშტოების 66 კმ-ზე არსებული მონაკვეთი, რამაც გამოიწვია ბუნებრივი აირის გაფრქვევა.
3. შპს ,,ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იის“ კუთვნილი, დაზიანებული ბუნებრივი აირის მილისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის წარმოებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ, ასევე, ჰაერში გაფრქვეული ბუნებრივი აირის რაოდენობის ღირებულების გათალისწინებით, მოსარჩელისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 54564.35 ლარი. მხარეთა შორის ზიანის ოდენობა სადავო არ გამხდარა.
4. მოსარჩელის მიერ მოხდა მოპასუხის ინფორმირება მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის თაობაზე, რომლის ანაზღაურებაზეც მოპასუხე მხარემ განაცხადა უარი.
5. შპს ,,ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ,,კ------------–-- X--“-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 54564,35 ლარის ოდენობით.
5.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 2 ივნისს სს ,,ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იის“ დაკვეთით, შპს ,,კ------------–-- X--“ ახორციელებდა 500 მმ-იანი ახალი მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა ,,ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იანი განშტოების 66 კმ-ზე არსებული მონაკვეთი, რამაც გამოიწვია ბუნებრივი აირის გაფრქვევა. დაზიანებული გაზსადენის აღდგენისა და დაზიანების შედეგად ჰაერში გაფრქვეული ბუნებრივი აირის ოდენობის ღირებულების დაჯამების შედეგად ზიანმა შეადგინა 54 564,35 ლარი. მოსარჩელემ შპს ,,კ------------–-- X--“-ს წერილით აცნობა მათი ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობის თაობაზე და მოსთხოვა მისი ანაზღაურება, რაზეც მოპასუხემ განაცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ მომართა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
6. მოპასუხის შესაგებელი:
6.1. მოპასუხე შპს ,,კ------------–-- X--“-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხე არ იყო ინფორმირებული, რომ ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იანი განშტოების 66 კმ-ზე არსებულ მონაკვეთზე გაზსადენის ჩაღრმავება იყო 45 სმ სიღრმის და არა 80 სმ სიღრმის, როგორც ეს მითითებული იყო პროექტში. გარდა ამისა, მოპასუხის თანამშრომლები იმყოფებოდნენ დაზიანების ადგილას, შესაძლებელი იყო დაუყვნებლივ ონკანის გადაკეტვა, რაზეც ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის მხრიდან მიიღეს უარი იმ მოტივით, რომ აჭარა დარჩებოდა ბუნებრივი აირის მომარაგების გარეშე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს ,,კ------------–-- X--“-ს, მოსარჩელე შპს „ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 54564,35 ლარის გადახდა;
მოპასუხე შპს ,,კ------------–-- X--“-ს, მოსარჩელე შპს „ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის“ სასარგებლოდ, დაეკისრა მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1636,94 ლარის ანაზღაურება. (იხ.გადაწყვეტილება)
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,კ------------–-- X--“-მა. აპელანტის განმარტებით:
8.1. სს ,,ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იის“ დაკვეთით მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 45 კვ. მონაკვეთის მშენებლობის პროექტის 59-60 სამუშაოების შესრულება დაიწყეს 2018 წლის 01 მაისს. სამუშაოების შესრულებას ზედამხედველობას უწევდა სს ,,ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იის“ წარმომადგენელი და სამუშაოების დაწყების პირველივე დღიდანვე ყოველდღიურ ინსპექტირებას ახდენდა შპს „ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის“ შემოვლითი ჯგუფის თანამშრომელი. 2018 წლის 2 ივნისს სამუშაოების შესრულებისას დაზიანებულ იქნა ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის დნ500 მმ-იანი განშტოების 66 კვ.მ. - ზე არსებული მონაკვეთი, რომელიც მდებარეობდა მათ სამშენებლო დერეფანში. აღნიშნული მოხდა არა ტრანშეის გათხრის დროს, არამედ ჩვეულებრივი მუშა პროცესის დროს, მაღალი წნევის გაზსადენის ჩაღრმავება არ იყო იმ სიღრმის, როგორიც იყო პროექტში. პროექტის თანახმად, გაზსადენის ჩაღრმავებაა მინიმუმ 80 სმ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩაღრმავება იყო 45 სმ. აღნიშნულის შესახებ კ------ია არ იქნა გაფრთხილებული ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის მიერ.
8.2. აპელანტის განმარტებით, მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 45 კვ. მონაკვეთის მშენებლობა დაიწყეს 2017 წლის 23 თებერვლიდან, ხოლო კონკრეტულად პროექტის 59-60 სამუშაოების შესრულება დაიწყეს 2018 წლის 01 მაისს. სამუშოების შესრულებას ზედამხედველობას უწევდა სს ,,ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იის“ წარმომადგენლები. სამშენებლო სამუშოების დაწყების დღიდან აღნიშნული ცნობილი იყო ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იისთვის. სამუშაოს ყოველდღიურ ინსპექტირებას ახდენდა მათი შემოვლითი ჯგუფის წარმომადგენელი და მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ წერილობით არ იქნა ცნობილი სამუშაოების დაწყების შესახებ სრულად უსაფუძვლოა. სამუშაოების დაწყების თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა 2017 წლის 17 ნოემბრის წერილით, რომლითაც აცნობეს, რომ აწარმოებდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების სამუშაოებს და კონკრეტულ მონაკვეთზე ესაჭიროებოდა საჰაერო გადასასვლელზე დროებითი პოლიეთილინის მილის დაკიდება.
სამოტივაციო ნაწილი
9. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. ს----------–--- წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
10. პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. სს „ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იასა“ და შპს ,,კ------------–-- X--“-ს შორის 2017 წლის 23 თებერვალს დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის 2.2. მუხლის თანახმად: მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (500მმ) 45 კმ.-იანი განშტოების სამშენებლო სამუშოები განახორციელოს საპროექტო დოკუმენტაციის, სატენდერო დოკუმენტაციის და ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ასევე გამოაწოროს შესრულებულ სამუშოებზე გამოვლენილი დეფექტები. ამავე ხელშეკრულების 13.1. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ზიანზე ან დანაკარგზე, რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიადგება როგორც შემსყიდველს ასევე მესამე პირს, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან საგარანტიო ვადის მოქმედების დასრულებამდე, ხელშეკრულების 13.4. პუნქტის თანახმად ხარვეზის გამოსწორებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია ასევე, ს----------–--- კანონმდებლობის შესაბამისად აანაზღაუროს ყველა ის ზიანი, რომელიც მისი ქმედებით მიადგება მესამე პირს, ხოლო ხელშეკრულების მე-20 მუხლის თანახმად შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს სახელმწიფო ორგანოებიდან მის მიერ მოპოვებულ მშენებლობის ნებართვას, ასევე მიანიჭებს მიმწოდებელს მიწის ნაკვეთებზე მისი კუთვნილი სერვიტუტის და აუცილებელი გზის უფლებით სარგებლობის უფლებამოსილებას. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია თავად, საკუთარი ხარჯებით მოიპოვოს სამუშაოთა საწარმოებლად საჭირო ყველა სხვა უფლებები, ნებართვები და ლიცენზიები.
10.2. 2018 წლის 2 ივნისს სს ,,ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იის“ დაკვეთით, შპს ,,კ------------–-- X--“ ახორციელებდა 500 მმ-იანი ახალი მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა ,,ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500მმ-იანი განშტოების 66 კმ-ზე არსებული მონაკვეთი, რამაც გამოიწვია ბუნებრივი აირის გაფრქვევა.
10.3. 02.06.2018 წლის აქტის თანახმად, 2018 წლის 2 ივნისს შპს „კ------------–--ი“ ახორციელებდა დ500მმ-იანი მილსადენის მშენებლობას, რომელიც პარალელურად მიუყვება ქობულეთის განშტოებას დ500მმ-იან გაზსადენს. 16:50 სთ-ზე ექსკავატორმა დააზიანა ქობულეთის განშტოების 66-ე კმ-ზე არსებული მოქმედი დ500მმ-იანი გაზსადენის მილი, რის გამოც გათიშეს მაგ/გაზსადენი 45.6კმ-დან 67.3 კმ.-მდე და დაცალეს ბუნებრივი აირისგან. აღნიშნული აქტი შედგენილი იქნა სს ,,ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იის“ მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელის - ნიკოლოზ მენაღარიშვილის, ექსპლუატაციის სექტორის უფროსის არჩილ ლაცაბიძის და შპს „კ------------–--ის“ წარმომადგენლის - ნუგზარ რობაქიძის მიერ.
10.4. შპს ,,ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად დ=500მმ მილის დაზიანების აღდგენის და ჰაერში გაფრქვეული ბუნებრივი აირის რაოდენობის ღირებულების გათალისწინებით, ზიანი შეადგენს 54564.35 ლარს, რაც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
10.5. ს----------–--- მთავრობის N365-ე ,,მაგისტრალური მილსადენების (ნ-------ის, ნ-------პროდუქტების, ნ-------ის თანმდევი და ბუნებრივი გ----- და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ ს----------–--- მთავრობის დადგენილების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს ოპერატორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით და მისი წარმომადგენლის მეთვალყურეობით.“
10.6. ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის 01.08.2018 წლის წერილის თანახმად დაზიანებული მილსადენის ჩაღრმავების გაზომვა მოხდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მიწის ზედაპირიდან მოხსნილი იყო ნიადაგის ნაყოფიერი ფენა (ე.წ. „ტოპსოილი“), რა დროსაც, ჩაღრმავება იქნებოდა ნორმაზე უფრო ნაკლები. ამასთან, იმისათვის, რომ მომხადრიყო დაზიანებული მონაკვეთის გამორთვა, საჭირო იყო ორი უახლოესი ურდულის გადაკეტვა, რომლებიც მდებარეობს ქობულეთის DN_500 მმ-იანი განშტოების 67.2 და 45.6 კმ-ებზე. 67.2 კმ-ზე მდებარე ურდული, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის რეგიონში ბუნებრივი გ----- გადადინებას, დაკეტილ იქნა ოპერატორის მიერ 17:23 საათზე, ხოლო 45.6 კვ-ზე მდებარე ურდული, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მიმდებარედ, დაიკეტა 19:35 საათზე შპს „ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის“ დასავლეთის ფილიალის თანამშრომლების მიერ, რომლებიც მობილიზებულნი იყვნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარბევში. ამდენად, კ------იის მიერ დროულად იქნა მიღებული ყველა შესაძლო ზომა ბუნებრივი გ----- დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ზიანის ოდენობის დადგომას ხელი შეუწყო მოსარჩელის დაგვიანებულად მიღებულმა ზომებმა, ვინაიდან კ------იამ ავარიიდან რამოდენიმე საათის შემდეგ გადაკეთა ბუნებრივი აირი და ამავე დროს არ მისცა უფლება მოპასუხის თანამშრომლებს, რომ თავად გადაეკეტათ ბუნებრივი აირი და მოსარჩელის მიერ მოხდა მისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება მიწის ქვეშ არსებული ბუნებრივი აირის მილის სიღრმესთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხის მითითებით, მას ეცნობა, რომ ბუნებრივი აირის მილი იყო მიწის ზედაპირიდან 80 სმ სიღრმეზე, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ მითითებული მილი განთავსებული იყო მიწის ზედაპირიდან 45 სმ სიღრმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები (იხ. განჩინების 10.2, 10.4. პუნქტები). მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში პალატა მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა რომ ზიანი გამოიწვია მოსარჩელის მიერ დაგვიანებულად მიღებულმა ზომებმა და რომ, ბუნებრივი აირის მილი განთავსებული იყო მიწის ზედაპირიდან 45 სმ სიღრმეზე, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ზიანის ანაზღაურებას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპირო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი წინაპირობაა.
გარდა ამისა პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს ს----------–--- უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.(სუსგ ას-72-72-2018)
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შეთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე მხარემ სრულად უზრუნველყო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება. მოპასუხე მხარეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის უსწორობას და გააქარწყლებდა მას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.
გარდა ამისა პალატა განმარტავს, რომ აპელანტს არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი, რადგან მისი პრეტენზიები ძირითადად ეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მოწინააღმდეგის მტკიცების გასაქარწყლებლად სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საპირწონე არც ერთი მტკიცებულება. მოპასუხე მხარეს სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანი და მისი ოდენობა.
სს „ს----------–--- ნ-------ისა და გ----- კ----------–იასა“ და შპს ,,კ------------–-- X--“-ს შორის 2017 წლის 23 თებერვალს დადებული ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ზიანზე ან დანაკარგზე, რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიადგება როგორც შემსყიდველს ასევე მესამე პირს, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან საგარანტიო ვადის მოქმედების დასრულებამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია თავად, საკუთარი ხარჯებით მოიპოვოს სამუშაოთა საწარმოებლად საჭირო ყველა სხვა უფლებები, ნებართვები და ლიცენზიები.
შპს ,,ს----------–--- გ----- ტ------------------- კ------იის“ რაიმე სახის ვალდებულება ან მართლსაწინააღმდეგო მოქმედება მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,კ------------–-- X--“-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
11. საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,კ------------–-- X--“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--- უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა