განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002908690
საქმე N3ბ/2940-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
18.02.2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გია ბერაია
სხდომის მდივანი: ნატო ხვთისავრიშვილი
აპელანტი(მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური,წარმომადგენელი -ე-------–-----–ია, ა-–--------------------.
მოწინააღმდეგე მხარე - გ---------–-–---ძე,წარმომადგენელი - ქ---------------ა.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1--------------ს გადაწყვეტილება.
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის №7-- ბრძანება, გ---------–-–---ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. აღდგენილ იქნეს გ---------–-–---ძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ესკორტის ოფიცრის თანამდებობაზე;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გ---------–-–---ძისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ---------–-–---ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22თებერვლის №7-- ბრძანება, გ---------–-–---ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1 დადგენილია, რომ გ---------–-–---ძე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებული იყო 2000 წლის 1 მარტიდან 2002 წლის 25 თებერვლამდე, 2004 წლის 16 აპრილიდან 2005 წლის 25 თებერვლამდე, 2012 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 2-----------–ამდე, სხვადასხვა თანამდებობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის M--A 0 15 0------3 ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი), იუსტიციის ლეიტენანტი - გ---------–-–---ძე გადაყვანილ იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ინსპექტორის (გუშაგი) თანამდებობაზე, 2015 წლის 1 ივლისიდან. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 1120 ლარის ოდენობით.
4.2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1--7 განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები განსაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18--------1 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №772 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18--------1 ბრძანების დანართი №2-ის თანახმად, საბადრაგო სამმართველო ჩამოყალიბდა 456 საშტატო ერთეულით, მათ შორის: თბილისის მეორე განყოფილება 109 შტატით, სადაც იყო განყოფილების უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1460 ლარი), ოცეულის მეთაურის - 4 შტატი (თანამდებობრივი სარგო - 1350 ლარი), გუშაგთა ცვლის უფროსის - 16 შტატი (თანამდებობრივი სარგო -1300 ლარი), გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილის - 16 შტატი (თანამდებობრივი სარგო - 1280 ლარი), ინსპექტორის (გუშაგი)–52 შტატი (თანამდებობრივი სარგო -1250ლარი), ინსპექტორის (გუშაგი-მძღოლი) – 20 შტატი (თანამდებობრივი -1250 ლარი).
4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი) გ---------–-–---ძე, 2019 წლის 11 იანვარს გაფრთხილებულ იქნა 2019 წლის 15 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების/ დათხოვნის შესახებ.
4.4. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1--7 განკარგულება. ამავე განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები, დანართი №1-ის შესაბამისად, 2019 წლის 15 თებერვლიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №4-- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4--1 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №4-- ბრძანების დანართი №1-ის თანახმად, ესკორტირე------------–---–-------------------------------------------–--–--------–-–------–-------------–-----------------–---–--------------------------------–---–----------------------------------–-----------–-–---------–------------–-----------------–----------–-------------–-----------------------–-------–------------------------–-----------–---–---------------------–-----------------------------------------–---------–----–-------------------–-------------------------------------------–------ ე----------------–----------–--------------------------------–------
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის №7-- ბრძანებით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს სა-----------------------–---------–-----------------------–-----------------------–-------------–-----–--------ტი გ---------–-–---ძე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.
4.5. დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსა და გარე დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები არ იყო განსაზღვრული 2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ სამსახურში განხორციელებული 2019 წლის 2-----------–ის რეორგანიზაციის შემდეგ, 2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილებაში საშტატო რიცხოვნობა არ შეცვლილა, კერძოდ, განყოფილება არსებობდა 78 საშტატო ერთეულით, სადაც ესკორტის ოფიცრის თანამდებობა განსაზღვრული იყო 73 შტატით.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის №7-- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე, უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლო განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ გ---------–-–---ძე დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი) თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული საკანონმდებლო აქტით დადგენილი რეგულაციები.
საქალაქო სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №3-- ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულებაზე. დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის №7-- ბრძანებით, ამავე სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს სა-----------------------–---------–-----------------------–-----------------------–-------------–-----–--------ტი გ---------–-–---ძე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, შტატების შემცირების საფუძვლით.
სასამართლო განმარტა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილი/ გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო, ხოლო 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ისამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისათვის არ მიუღწევია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ, როგორც საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ცვლილება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და/ან გაუქმება, წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. აქედან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა იმ საშტატო ერთეულის შემცირებას/გაუქმებას, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.
საქმეში წარმოდგენილი მასალით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18--------1 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საბადრაგო სამმართველო ჩამოყალიბდა 45----–-----------------–----------–-------------–-----------------------–--------–---------------–----------------–-------------------–-----------------------------------------–---------–----–-------------------–-------------------------------------------–----------–------–--–--------------------–------------------------------------------–----------–------–--–------------------------–--------–-------------------------------------------–--------------------------–--------–-----------------------------------------–--------------------------–-----------–--------–----------------------------------–----).
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 16 თებერვალს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაუქმდა გარე დაცვისა და ბადრაგირებისა და სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოები და ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო.
საქმეში არსებული საშტატო ნუსხებით დგინდება, რომ ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოში, რომელიც 555 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, შეიქმნა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველო და ეს უკანასკნელი ჩამოყალიბდა 435 საშტატო ერთეულით, მათ შორის, თბილისის მეორე განყოფილება 78 შტატით. თბილისის მეორე განყოფილებაში იყო უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 2090 ლარი), ოცეულის მეთაურის - 4 შტატი (თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი) და ესკორტის ოფიცრის -73 შტატი (თანამდებობრივი -1300 ლარი).
ამდენად, რეორგანიზაციამდე საბადრაგო სამმართველოში, რომელიც არსებობდა 456 საშტატო ერთეულით, შექმნილი იყო თბილისის მეორე განყოფილება - 109 შტატით. ცვლილების შედეგად გაუქმდა მითითებული სამმართველო, ხოლო ახლადშექმნილ ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოში ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველო, 435 საშტატო ერთეულით, რომლის შემადგენლობაშიც განისაზღვრა თბილისის მეორე განყოფილება 78 საშტატო ერთეულით, მათ შორის, ესკორტის ოფიცრის 73შტატით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №1-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია მითითებული სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს ფუნქციები, კერძოდ, საბადრაგო სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის პროცესთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური საკითხების ორგანიზებას; გ) ამუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანასთან/გადაყვანასთან დაკავშირებული სამართლებრივ დოკუმენტაციას და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს; დ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას უსაფრთხოებას; ე) სავარაუდო ან/და მოსალოდნელი საფრთხის არსებობისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს ბადრაგირების ჯგუფის გაძლიერებას დამატებითი შიდა ან/და გარე რესურსებით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
ამდენად, საბადრაგო სამმართველოს, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და აღნიშნულთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური საკითხების ორგანიზება, სამართლებრივი დოკუმენტაციის დამუშავება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები არ იყო განსაზღვრული 2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით. აქედან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული ცალსახად იმ გარემოებაზე აპელირება, რომ გაუქმდა ერთი სტრუქტურული ერთეული - საბადრაგო სამმართველო თავისი საშტატო ერთეულებით და შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, ახალი საშტატო ერთეულებით, რომელშიც აღარ არსებობდა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა.
სასამართლოს დასკვნით, მიუხედავად მითითებული სახით განხორციელებული ცვლილებებისა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება გ---------–-–---ძის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, რომ არ უმსჯელია უშუალოდ მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული მთლიანად გაუქმდა, რაოდენობრივად შეიცვალა (გაიზარდა/შემცირდა) თუ უცვლელად დარჩა, ანდა ახლად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულში არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ბრძანება კი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა იმ სტრუქტურულ ერთეულში შტატების შემცირების გამო, რომელიც ახლებურად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ასეთ პირობებში გაურკვეველია რა გარემოებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გ---------–-–---ძის გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას.
ამასთან, სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას და ადმინისტრაციული ორგანო იძულებული იყო ინდივიდუალურად შეეფასებინა მასთან დასაქმებული ყველა პირი, თუ რომელ მათგანს გააჩნდა უპირატესობა სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით, მაშინ მას ეკისრებოდა ვალდებულებაც წინაწარ განესაზღვრა, თუ რა კრიტერიუმებით მოხდებოდა ამ პირთა შეფასება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისადაურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარიგადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის №7-- ბრძანება, გ---------–-–---ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.
ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
სასამართლომ მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და ამავე დროს, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1-------------- გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომელ ნაწილში დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ: სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში არაერთი დოკუმენტი იყო წარმოდგენილი, რომელიც ადასტურებდა შტატების შემცირების ფაქტს. კონკრეტულად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის N4--1 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად, საბადრაგო სამმართველო შედგებოდა 456 საშტატო ერთეულისგან, აქედან თბილისის მეორე განყოფილებაში მუშაობდა 109 თანამშრომელი. რეორგანიზაციის შემდგომ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის N4-- ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად, საბადრაგო სამმართველოს ნაცვლად, შეიქმნა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველო და 456 საშტატო ერთეული შემცირდა და გახდა 435 საშტატო ერთეული, ხოლო თბილისის მეორე განყოფილებაში 109 საშტატო ერთეულის ნაცვლად გახდა - 78 საშტატო ერთეული (2018 წლის 12 ოქტომბრის N4--1 ბრძანება და 2019 წლის 16 თებერვლის N4-- ბრძანება). ამჟამინდელი ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველო არის ფუნქციური ექვივალენტი ადრინდელი (რეორგანიზაციამდე არსებული) საბადრაგო სამმართველოსი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეცვლილი სტრუქტურული ერთეულის ახალი დებულება მომზადების სტადიაშია, ეს იმას არ ნიშნავს, როგორც სასამართლო აღნიშნავს, რომ სტუქტურას თავისი ფუნქციები არ გააჩნია, რადგან, 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მეორე მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვით ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ახალი აქტების ძალაში შესვლამდე. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (მინისტრის), პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისა და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე.
ვინაიდან ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს დებულება მომზადების სტადიაზეა მასზე დღემდე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N1-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საბადრაგო სამმართველოს უფლებამოსილებები. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება იმაზე, რომ 2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით არ იყო განსაზღვრული თანამშრომლების უფლებამოსილებები და ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ იმის დასკვნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია დაკავებული საშტატო ერთეული გაუქმდა, რაოდენობრივად შეიცვალა თუ უცვლელი დარჩა. არსებითად, ეს იყო რეორგანიზაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვა სტრუქტურული გადაადგილებები, სახელწოდებების შეცვლა და შტატების შემცირება.
აპელანტი კატეგორიულად არ იზიარებს აღნიშნულ სასამართლოს მოსაზრებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იყო უტყუარი მტკიცებულებები, რითაც მტკიცდება, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი იყო დასაბუთებული და ეყრდნობოდა კონკრეტულ გარემოებებს. ასევე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ წინასწარ არ ყოფილა განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმი, რადგან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წლის 10 იანვარს გამოცემულ იქნა N-- ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების შემდეგი საშუალებები: ა) სახელმწიფო ენის მართლწერის ტესტი, ბ) ზოგადი უნარების ტესტი, გ) საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნის განმსაზღვრელი ტესტი, დ) ფიზიკური ნორმატივები (თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის შესაბამისად მოეთხოვებათ ფიზიკური ნორმტივების ჩაბარება, ე) გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში)“.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ტესტირებისა და ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების მიზნით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების განსაზღვრის შესახებ 2019 წლის 26 იანვრის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის N201 ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად ,,სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოსა და სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისათვის განისაზღვროს ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება“. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 9 თებერვლის N3-- ბრძანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოსა და გარე დაცვისა და ბარდაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია. ამავე ბრძანებაში 2019 წლის 12 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის N379 ახალი ბრძანებით შევიდა შემდეგი სახის ცვლილება, ,,გასაუბრებაზე დაბარებულ იქნეს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოსა და გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ის მოსამსახურეები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის N30 ბრძანებით გათვალისიწინებული ნორმატივები“.
აპელანტი აღნიშნავს და საყურადღებოს მიიჩნევს იმას, რომ ,,პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის“ მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად მოქალაქე გ---------–-–---ძე არ გამოცხადდა, 2019 წლის 2 თებერვალს ფიზიკური ნორმატივების ჩასაბარებლად. შესაბამისად ის არ იქნა დაშვებული გასაუბრებაზეც. სწორედ აღნიშნული გარემოებები იქნა გათვალისწინებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ მოქალაქე გ---------–-–---ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
აპელანტი მიუთითებს, სასამართლოს დასკვნების საპირისპიროდ, საქმეში არსებული მასალების მიხედვით: 1) რეორგანიზაციის შედეგად რეალურად მოხდა საშტატო ერთეულის შემცირება, რაც ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივ საფუძველს. 2). სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გაითვალისწინა კონკრეტული გარემოებები. შესაბამისად, 2019 წლის 2-----------–ის N7-- ბრძანება გ---------–-–---ძის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები, რისი გათვალისწინების შემთხვევაში საქმეზე დადგებოდა განსხვავებული სამართლებრივი შედეგი. სწორედ ამიტომ, აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციურისამსახურის მოსამსახურეებზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ გ---------–-–---ძე დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი) თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული საკანონმდებლო აქტით დადგენილი რეგულაციები.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამსახურის სპეციალური დანაყოფები შეადგენენ სპეციალური, გასამხედროებული ქვედანაყოფების ერთიან სისტემას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის, კრიზისული ვითარების მართვის და სპეციალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით
ამავე კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილი/ გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო, ხოლო 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ისამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისათვის არ მიუღწევია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №3-- ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულებაზე. დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ---------–-–---ძე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებული იყო 2000 წლის 1 მარტიდან 2002 წლის 25 თებერვლამდე, 2004 წლის 16 აპრილიდან 2005 წლის 25 თებერვლამდე, 2012 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 2-----------–ამდე, სხვადასხვა თანამდებობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 ივლისის M--A 0 15 0------3 ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი), იუსტიციის ლეიტენანტი - გ---------–-–---ძე გადაყვანილ იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ინსპექტორის (გუშაგი) თანამდებობაზე, 2015 წლის 1 ივლისიდან. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 1120 ლარის ოდენობით.
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1--7 განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები განსაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18--------1 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №772 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი№1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18--------1 ბრძანების დანართი №2-ის თანახმად, საბადრაგო სამმართველო ჩამოყალიბდა 456 საშტატო ერთეულით, მათ შორის: თბილისის მეორე განყოფილება 109 შტატით, სადაც იყო განყოფილების უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1460 ლარი), ოცეულის მეთაურის - 4 შტატი (თანამდებობრივი სარგო - 1350 ლარი), გუშაგთა ცვლის უფროსის - 16 შტატი (თანამდებობრივი სარგო -1300 ლარი), გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილის - 16 შტატი (თანამდებობრივი სარგო - 1280 ლარი), ინსპექტორის (გუშაგი)–52 შტატი (თანამდებობრივისარგო -1250ლარი), ინსპექტორის (გუშაგი-მძღოლი) – 20 შტატი (თანამდებობრივი -1250ლარი).
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი) გ---------–-–---ძე, 2019 წლის 11 იანვარს გაფრთხილებულ იქნა 2019 წლის 15 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების/ დათხოვნის შესახებ.
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1--7 განკარგულება. ამავე განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები, დანართი №1-ის შესაბამისად, 2019 წლის 15თებერვლიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №4-- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4--1 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №4-- ბრძანების დანართი №1-ის თანახმად, ესკორტირე------------–---–-------------------------------------------–--–--------–-–------–-------------–-----------------–---–--------------------------------–---–----------------------------------–-----------–-–---------–------------–-----------------–----------–-------------–-----------------------–-------–------------------------–-----------–---–---------------------–-----------------------------------------–---------–----–-------------------–-------------------------------------------–------ ე----------------–----------–--------------------------------–------
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის №7-- ბრძანებით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს სა-----------------------–---------–-----------------------–-----------------------–-------------–-----–--------ტი გ---------–-–---ძე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილის თანახმად საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.
მოცემულ შემთხვევაში ბრძანების სამართლებრივი ანალიზი არ იძლევა საფუძველს დაადასტუროს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის მართებულობა იმის თაობაზე, რომ სახეზეა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავსუფლების უპირობო და საკმარისი საფუძველი.
სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ, როგორც საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ცვლილება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და/ან გაუქმება, წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. აქედან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა იმ საშტატო ერთეულის შემცირებას/გაუქმებას, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატოერთეული.
საქმეში წარმოდგენილი მასალით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის MOC 3 18--------1 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საბადრაგო სამმართველო ჩამოყალიბდა 4-----–-----------------–----------–-------------–-----------------------–--------–---------------–----------------–-------------------–-----------------------------------------–---------–----–-------------------–-------------------------------------------–----------–------–--–--------------------–------------------------------------------–----------–------–--–------------------------–--------–-------------------------------------------–--------------------------–--------–-----------------------------------------–--------------------------–-----------–--------–---------------------------------–------
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 16 თებერვალს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაუქმდა გარე დაცვისა და ბადრაგირებისა და სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოები და ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო.
საქმეში არსებული საშტატო ნუსხებით დგინდება, რომ ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოში, რომელიც 555 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, შეიქმნა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველო და ეს უკანასკნელი ჩამოყალიბდა 435 საშტატო ერთეულით, მათ შორის, თბილისის მეორე განყოფილება 78 შტატით. თბილისის მეორე განყოფილებაში იყო უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 2090 ლარი), ოცეულის მეთაურის - 4 შტატი (თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი) და ესკორტის ოფიცრის -73შტატი(თანამდებობრივი -1300ლარი).
ამდენად, რეორგანიზაციამდე საბადრაგო სამმართველოში, რომელიც არსებობდა 456 საშტატო ერთეულით, შექმნილი იყო თბილისის მეორე განყოფილება - 109 შტატით. ცვლილების შედეგად გაუქმდა მითითებული სამმართველო, ხოლო ახლადშექმნილ ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოში ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველო, 435 საშტატო ერთეულით, რომლის შემადგენლობაშიც განისაზღვრა თბილისის მეორე განყოფილება 78 საშტატო ერთეულით, მათ შორის, ესკორტის ოფიცრის 73შტატით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №1-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია მითითებული სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს ფუნქციები, კერძოდ, საბადრაგო სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის პროცესთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური საკითხების ორგანიზებას; გ) ამუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანასთან/გადაყვანასთან დაკავშირებული სამართლებრივ დოკუმენტაციას და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს; დ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას უსაფრთხოებას; ე) სავარაუდო ან/და მოსალოდნელი საფრთხის არსებობისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს ბადრაგირების ჯგუფის გაძლიერებას დამატებითი შიდა ან/და გარე რესურსებით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
ამდენად, საბადრაგო სამმართველოს, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და აღნიშნულთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური საკითხების ორგანიზება, სამართლებრივიდოკუმენტაციის დამუშავება.
სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება საქალაქო სასამართლოს სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება გ---------–-–---ძის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, რომ არ უმსჯელია უშუალოდ მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული მთლიანად გაუქმდა, რაოდენობრივად შეიცვალა (გაიზარდა/შემცირდა) თუ უცვლელად დარჩა, ანდა ახლადშექმნილ სტრუქტურულ ერთეულში არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლომე-6მუხლის თანახმად, თუადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაცმინიჭებულიაქვს ეს უფლებამოსილება.
პალატა, განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა თავის მხრივ, დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც მოსამსახურე უნდა იაზრებდეს და დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანო სათანადოდ უზრუნველყოფდეს დასაქმებულის შრომით ინტერესს, უფრო მეტიც უნდა ითვალისწინებდეს იმ შრომასა და ძალისხმევას, რასაც პირი სწევს სახელმწიფო/საჯარო ინტერესისთვის. ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებულ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სამართლიანად და კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდეს, უნდა იკვლევდეს საქმის გარემოებებს და ამის შემდეგ უნდა ირჩევდეს საკითხის გადასაწყვეტად საუკეთესო გზას. დისკრეციულობა არ არის ის უფლებამოსილება, რომელიც შესაძლებელია ზედაპირულად დასაბუთდეს. მას სჭირდება სათანადო უნდა დასაბუთება, რათა მეორე მხარე უფლებამოსილია იცოდეს შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ასევე სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ინდივიდუალურად შეეფასებინა მასთან დასაქმებული ყველა პირი, თუ რომელ მათგანს გააჩნდა უპირატესობა სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით, მაშინ მას ეკისრებოდა ვალდებულებაც წინაწარ განესაზღვრა, თუ რა კრიტერიუმებით მოხდებოდა ამ პირთა შეფასება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილიარ ჰქონია.
ამასთან სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ შერჩევის კრიტერიუმს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სსიპ. ,,პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის" 2019 წლის 2 თებერვლის ფიზიკური ნორმატივების შედეგები, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა ფიზიკური ნორმატივების ჩასაბარებლად და შესაბამისად ის არ იქნა დაშვებული გასაუბრებაზე, რადგან ბრძანების თანახმად მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს წამოადგენს შტატების შემცირება, და არ არსებობს რაიმე მითითება, რომ გ---------–-–---ძემ ვერ გაიარა შერჩევის რომელიმე ეტაპი.
ამასთან სააპელაციო პალატა ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 10 იანვარს გამოცემულ იქნა N-- ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების შემდეგი საშუალებები და ,, დ" პუნქტად მითითებულია ფიზიკური ნორმატივები, იმ შემთხვევაში თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის შესაბამისად მოეთხოვებათ ფიზიკური ნორმტივების ჩაბარება და არ არის წარმოდგენილი აპელანტის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ გ---------–-–---ძესათვის ცნობილი იყო, რომ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ნორმატივების ჩაბარების აუცილებლობა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის შესაბამისად, ასევე რომ ცნობილი იყო მისი ჩატარების თარიღი, გამოძახებული იყო და არ გამოცხადდა, რისი დასაბუთებულ საფუძველს სასამართლოს ასევ აძლევს ის გარემოებაც, რომ სსიპ. ,,პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის" მიერ ნორმატივების შედეგები დათარიღებულია 2019 წლის 2 თებერვლით, მაშინ როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 9 თებერვლის N3-- ბრძანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოსა და გარე დაცვისა და ბარდაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეებთან გასაუბრების მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია. ამავე ბრძანებაში 2019 წლის 12 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის N379 ახალი ბრძანებით შევიდა შემდეგი სახის ცვლილება, ,,გასაუბრებაზე დაბარებულ იქნეს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოსა და გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ის მოსამსახურეები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის N30 ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატივები“., ე.ი. იმ პირთა, რომელთაც არ ჰქონდათ ჩაბარებული ნორმატივების გასაუბრებაზე არ დაშვების გადაწყვეტილება მიღებული იქნა არა თავიდანვე, არამედ 2019 წლის 12 თებერვალს, მას შემდეგ რაც ნორმატივების ჩაბარება გასული და სახეზე იყო ,,პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის" 2019 წლის 2 თებერვლის ფიზიკური ნორმატივების შედეგები, შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულ გარემოებასაც, რომ მაშინ როდესაც უკვე გავლილი იყო ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ეტაპი მის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურმა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ნორმატივების ჩაუბარებელ პირთა გასაუბრებაზე არ დაშვების.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის №7-- ბრძანება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს სა-----------------------–---------–-----------------------–-----------------------–-------------–-----–--------ტი გ---------–-–---ძე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" პუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ამავე კოდექსის 601-ე მუხლის თანახმად პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის №7-- ბრძანება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს სა-----------------------–---------–-----------------------–-----------------------–-------------–-----–--------ტი გ---------–-–---ძე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, გამოცემულია საქმისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და აქტის ბათილობისადმი არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სახეზეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 2-----------–ის №7-- ბრძანების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1-------------ს გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე: გია ბერაია