განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100119002942797-1ბ/291-20წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე:ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ი-----–-----–----–----, დაბადებული 1----–-–----------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-–---------------------–----------------
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია:სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-----–-----–----–----ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------–------, ითხოვეს მსჯავრდებულ ი-----–-----–----–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
სასამართლომ დაადგინა :
2019 წლის 21 მარტს, ქ. თ---–--–-----------–----------------–- ი-----–-----–----–---- იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმისშვილს რ----–-----–----–ოვს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, დაზარალებულ რ----–-----–----–ოვის გამოკითხვის ოქმების თანახმად, ქ. თ---–--–-----------–----------------–- ცხოვრობს მამამისის ოჯახი, ასევე ორი ბიძა (ოჯახებით), მათ შორის ი-----–-----–----–----. ბიძამისი ი-----–-----–----–---- ალკოჰოლზე დამოკიდებულია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხშირად უმიზეზოდ ჩხუბობს, აგინებს და ემუქრება ნათესავებს. მსგავსი ქმედებების გამო ი-----–-----–----–----ს მიმართ მრავალჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–-----–----–----ა ე.წ. „ლომის“ საშუალებით სამაგრებიდან ამოაგდო რკინის ჭიშკარი, რომელიც მცირედით ასცდა იქვე მოთამაშე მის შვილს. აგრესიულ ქმედებას თან ახლდა ლანძღვა/გინება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა მის მიმართ. ვინაიდან ი-----–-----–----–----ს მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა (ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი-----–-----–----–---- ხშირად ისვროდა სხვადასხვა ნივთებს), სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად. შეეშინდა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიძახა საპატრულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პატრულის თანამშრომლებმა შეძლეს სიტუაციის განმუხტვა და ი-----–-----–----–----ს დაკავება.
გამოძიებაში გამოკითხვისას მოწმეებმა უ-–-------–---------------–-----–----–----- განმარტეს, რომ 2019 წლის 21 მარტს, საღამოს საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–-----–----–----ა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნათესავებს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ----–-----–----–ოვს. ი-----–-----–----–----ს მხრიდან გინებას, ჩხუბს და მუქარას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, რის გამოც ი-----–-----–----–----ს მიმართ, წარსულში არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. რ----–-----–----–ოვის მიმართ განხორციელებული მუქარა აღიქვეს რეალურად და შეეშინდათ.
პატრულ-ინსპექტორებმა მ-------------–---–------------------------–--–---- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით შვიდის ნახევარზე,მიღებული შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდნენ ქ-------–--–-----–-–-------–-----------–----------------–-. შემთხვევის ადგილზე დახვდათ დაზარალებული რ----–-----–----–ოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბიძა - ი-----–-----–----–---- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. დაზარალებულის განმარტებით, ი-----–-----–----–----ა რკინის ,,ლომის“ დახმარებით, სამაგრებიდან ამოგადო დიდი ზომის ჭიშკარი, რითაც მცირეწლოვან ბავშვს შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე. ძლიერ ნასვამი ი-----–-----–----–---- პატრულის თანამშრომლების დანახვაზე გამოვიდა თავისი ოთახიდან, რომელიც კვლავ აგინებდა და ემუქრებოდა ძმისშვილს, როგორც ქართულ ისე აზერბაიჯანულ ენაზე.ი-----–-----–----–---- ძალიან აგრესიულად იქცეოდა, არაერთი მოწოდების მიუხედავად არ დამშვიდდა და პატრულის თანამშრომლებს არ მისცა სიტუაციაში გარკვევის საშუალება. აღნიშნული გარემოებების გამო დააკავეს ი-----–-----–----–----. დაზარალებული აღშფოთებული და გაღიზიანებული იყო. განაცხადა, რომ ი-----–-----–----–----ს მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა. აღნიშნულ მისამართზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არაერთხელ იყო გამოძახებული და ი-----–-----–----–----ს მიმართ რამოდენიმენეჯრ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ი-----–-----–----–---- პატრულის ავტომანქანაში იქცეოდა არაადეკვატურად, ცდილობდა თვით დაზიანების მიყენებას.
გამომძიებელმა ბ--------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა. განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს, საღამოს საათებში, გამოძახების საფუძველზე, პატრულის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, არაადეკვატური ი-----–-----–----–----, რომელიც აგინებდა და ემუქრებოდა რ----–-----–----–ოვს, რის გამოც დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა. ი-----–-----–----–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.
მსჯავრდებულმა ი-----–-----–----–----ა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, გაბრაზებულმა ძმის შვილს უთხრა მუქარის შემცველი სიტყვები, თქვა რომ გამოსწორდებოდა და ითხოვა პატიება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ი-----–-----–----–----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161);
პალატა აღნიშნავს, რომ ი-----–-----–----–----ს მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ რ----–-----–----–ოვის, მოწმეების ულ-------–------------–-----–----–------------------------–--–--------------------–---–--------------------–---–-- ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი და ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა მსჯავრდებულ ი-----–-----–----–----ს სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი დაზარალებულ რ----–-----–----–ოვის, მოწმეების უ-–-------–----------------–-----–----–---ის გამოკითხვის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი და ექსპერტიზის დასკვნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
პალატა აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ი-----–-----–----–---- 2019 წლის 21 მარტს, ქ. თ---–--–-----------–----------------–- ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმისშვილს რ----–-----–----–ოვს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. მსჯავრდებულის აგრესიული ქმედებები, არაერთგზის გინება, მუქარის შემცველი სიტყვები ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეუქმნიდა განცდას მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით. ამასთან, დამმუქრებლის პიროვნების, დამნაშავესა და მსხვერპლს შორის ურთიერთ დამოკიდებულების, მუქარის გამოხატვის ხერხისა და დაზარალებულის განმარტებების მათ შორის წარსულში მსჯავრდებულის აგრესიული ქმედებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ რ----–-----–----–ოვის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–-----–----–----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–-----–----–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა (არის შეზღუდული შერაცხადი), ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა ოჯახური კატეგორიის დანაშაულისა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისათვის.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი-----–-----–----–----სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------–-----ს და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი-----–-----–----–----ს მიმართ, მსუბუქი არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მისი აღიარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა, არის შეზღუდული შერაცხადი) და დამამძიმებელი გარემოებები (მისი ნასამართლობა ოჯახური კატეგორიის დანაშაულისა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისათვის) გათვალისწინებული იქნა ი-----–-----–----–----ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ი-----–-----–----–---- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ----–-----–----–ოვს) ი-----–-----–----–----ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება (მის მტკიცე სურვილი, მისწრაფება დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე, მყუდროება), მის პირადი და ეკონომიკური პირობები (არის უმუშევარი, არის შეზღუდული შერაცხადი, არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, არის ნასამართლევი), ი-----–-----–----–----ს ქცევა სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, ასევე ის გარემოება, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან დაახლოებით ერთ თვეში ი-----–-----–----–----ა ჩაიდინა ახალი დანაშაული, დანიშნულმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო დანაშაულის პრევენციის მიზანი, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ი-----–-----–----–---- სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი-----–-----–----–----სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 დეკემბრის განაჩენი, ი-----–-----–----–----ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი-----–-----–----–----სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. ი-----–-----–----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ი-----–-----–----–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
5. ი-----–-----–----–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 21 მარტიდან.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი