განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115699550
საქმე №1ბ/180-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: თ----------–-----–---–ის
ადვოკატის: ვ-–------------------ის
გამართლებულის: ნ-----–-----------–---ის
მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–------–-----------–----------–---ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–-–---–--------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, ნ-----–-----------–---ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ-----–-----------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შემთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2010 წლის 22 ოქტომბერს შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა ვალდებულება, რომ შპს „ს-------“ ჯ----–-------–ისა და ლ--–-------ისათვის უნდა გადაეხადა 699000 აშშ დოლარი. ნ-----–-----------–---მა, ჯ----–-------–ი და ლ--–-------ე მოატყუა და განუცხადა, რომ წილის გასხვისების გამო მიღებული სარგებელი იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით, 32%-ის ოდენობით, რის შემდეგაც შესთავაზა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან ურთიერთობას თავად მოაგვარებდა. ამ მიზნით, 2010 წლის 25 ოქტომბერს, ნ-----–-----------–---ს, ა------–---ს, ჯ----–-------–სა და ლ--–-------ეს შორის გაფორმდა დავალების ხელშეკრულება. 2010 წლის 26 ოქტომბერს, ქ.თბილისში ჯ----–-------–მა შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული თანხის ნაწილის 32%, კერძოდ 156 372 აშშ დოლარი, საშემოსავლო გადასახადის შეტანის მიზნით გადასცა ა------–---ისა და ნ-----–-----------–---ს, რის შემდეგაც ისინი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ჯ----–-------–ისა და ლ--–-------ის კუთვნილ 156372 აშშ დოლარს (278 545.4436 ლარი).
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----------–-----–---–მა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნ-----–-----------–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
აპელანტის აზრით, სასამართლო პოზიცია არ არის დასაბუთებული და არ ეყრდნობა სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მოწმეთა ჩვენებებსა და წერილობით მტკიცებულებებს. ნ-----–-----------–---ისათვის წარდგენილი ბრალდება შეეხება დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის და ა------–---ისათვის გადაცემული თანხის, მათი მხრიდან მოტყუებით დაუფლებას, რაც სწორედაც რომ სცდება სამოქალაქო წესით განხივლის ფარგლებს. დავალების ხელშკრულების პირველ პუნქტშივე იკვეთება, რომ მისი საფუძველი 2010 წლის 22 ოქტომბერს დადებული „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშკრულებაა. დავალების ხელშკრულებაში რწმუნებულის მოვალებებში ცალსახდაა განსაზღვრული, რომ დაფარონ ჯ----–-------–სა და ლ--–-------ეს და მეორეს მხრივ შპს „ს-------“ შორის 2010 წლის 22 ოქტომბერს დადებული შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებულის სახელზე დარიცხული გადასახადები. დავალების ხელშეკრულება, რომ სწორედ ზემოაღნიშნული თანხის (32%-ის) გადახდას გულისხმობდა დასტურდება როგორც ჯ----–-------–ისა და ლ--–-------ის, ასევე გ--–--------ის და მ-----------–---–ის ჩვენებებით. აღნიშნულ გარემოებებზე, რომ არ ყოფილიყო საუბარი მხარეებს შორის დაზარალებული არც მიმართავდა შემოსავლების სამსახურს ამ საკითხის გარკვევის მიზნით. გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 26 ოქტომბრის თანხის აღების შესახებ ხელწერილში, ნ-----–-----------–---მა მის პირად მონაცემებში დააფიქსირა სხვისი (გარდაცვლილის) პირადი ნომერი, რაც კონკრეტული ოდენობის თანხის დაფიქსირებისაგან თავის შეკავებასთან ერთად სწორედ მის დანაშაულებრივ განზრახვაზე და მისი გამოაშკარვებისგან თავის დაცვაზე მიუთითებს. ა------–---თან ერთად დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი კი დასტუდება იმ გარემოებებით, რომლის მხიდვითაც მოლაპრაკებებს ესწრებოდა სწორედ ა------–---ი, თავად ნ-----–-----------–---მა განუმატა ჯ----–-------–ს, რომ ის და ა------–---ი ერთნი იყვნენ და თანხა მისთვის გადაეცა, რაც განხორციელდა კიდეც.
სააპელაციო სასამართლოში გამართლებულმა ნ-----–-----------–---მა და მისი ინტრესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მხარეთა მიერ არ არის მიჩნეული სადავოდ. კერძოდ,2016 წლის 16 ოქტომბრის სანოტარო აქტის თანახმად, შ------–--------ი, რომელიც მოხსენიებულია, როგორც მინდობილობის გამცემი, თარჯიმან თ----------------ის მეშვეობით ა------–---ს, რომელიც მოხსენიებულია, როგორც მინდობილი პირი, ანიჭებს უფლებამოსილებას იყოს მისი როგორც შპს „ს------ის“ პარტნიორისა და დირექტორის წარმომადგენელი შპს „ს------ის“ პარტნიორთა კრებაზე, ხელი მოაწეროს შპს „ს------ის“ კრების ოქმს, დადოს გარიგება შპს „ს------ის“ სახელით შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილების ნასყიდობასთან დაკავშირებით.
2010 წლის 16 ოქტომბრით დათარიღებული შპს „ს------ის“ კრების ოქმის თანახმად, ნ-----–-----------–---ი და ა------–---ი წარმოადგენენ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 15-15 პროცენტიანი წილის მფლობელებს, ხოლო შ------–--------ი 70 პროცენტიანი წილის მფლობელია და იგი წარმოდგენილია მინდობილი პირის, ა------–---ის სახით.
2010 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ე-–---------------–-ას მიერ ნოტარიულად დამოწმებული შპს „ჩ-----–-----------“-ის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, საზოგადოების პარტნიორები არიან ჯ----–-------–ი და ლ--–-------ე. ისინი არიან საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50-50 პროცენტიანი წილის მფლობელები და თანხმობას აცხადებენ მათი კუთვნილი წილის გასხვისებაზე.
2010 წლის 22 ოქტომბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ ჯ----–-------–სა და ლ--–-------ეს (გამყიდველი) და მეორეს მხრივ შპს „ს-------“ (მყიდველი) შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული ნოტარიუს ე-–---------------–-ას მიერ, რომლის მიხედვით ჯ----–-------–მა და ლ--–-------ემ მყიდველს შპს „ს-------“ მიჰყიდეს შპს „ჩ-----–-----------“ საწესდებო კაპიტალში მათი კუთვნილი წილი სრულად 100%. კერძოდ, ჯ----–-------–ის კუთვნილი წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში იყო 50%-ის ოდენობით, ხოლო ლ--–-------ის კუთვნილი წილი ასევე 50%. მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი შეადგენდა 699000 აშშ დოლარს. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2010 წლის 5 ნოემბრამდე.
2010 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით, ჯ----–-------–ი და ლ--–-------ე ადასტურებენ მათ მიერ წილის ნასყიდობის 2010 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის მიღებას. კერძოდ, ჯ----–-------–ი და ლ--–-------ე ადასტურებენ, რომ მათ სრულად მიიღეს მყიდველისაგან 2010 წლის 22 ოქტომბერს შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ღირებულების ანგარიშში 699000 აშშ დოლარი, აქედან 489300 აშშ დოლარი მათ ანგარიშზე გადარიცხა შ------–--------მა, ხოლო 209700 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე გადასცეს - შპს „ს------ის“ დამფუძნებლებმა“ ნ-----–-----------–---მა და ა------–---მა. ამავე განცხადებით, მათვე გამოხატეს თანხმობა საზოგადოების 100 პროცენტიან წილზე შპს „ს------ის“ საკუთრების უფლების შეზღუდვის გაუქმების თაობაზე და აფიქსირებენ, რომ წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
2010 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით, ჯ----–-------–ი და ლ--–-------ე ადასტურებენ, რომ ნ-----–-----------–---ისგან და ა------–---ისგან ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წილის ნასყიდობის ღირებულების ანგარიშში მიიღეს 209700 აშშ დოლარი.
2010 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით, ჯ----–-------–ი და ლ--–-------ე ადასტურებენ, რომ 2010 წლის 22 ოქტომბერს შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული 100 პროცენტიანი წილის ღირებულების ანგარიშში მიიღეს 699000 აშშ დოლარი.
2010 წლის 25 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველია 2010 წლის 22 ოქტომბერს დადებული „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. დავალების ხელშეკრულების თანახმად, ნ-----–-----------–---ი და ა------–---ი გამოთქვამენ სურვილს იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშობა რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულება აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეხმარონ მეორე მხარეს საგადასახადო ვალდებულების შესრულებაში. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სწორედ წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებლის სავარაუდო საგადასახადო ვალდებულების მოწესრიგება. დავალების ხელშეკრულებაში რწმუნებულის მოვალეობებში ცალსახადაა განსაზღვრული, რომ დაფარონ ჯ----–-------–ის, ლ--–-------ის და მეორეს მხრივ შპს „ს-------“ შორის 2010 წლის 22 ოქტომბერს დადებული შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებლის სახელზე დარიცხული გადასახადები.
2010 წლის 26 ოქტომბრის ხელწერილის თანახმად, ნ-----–-----------–---მა პ/ნ 0---------- და ა------–---მა პ/-------------------------------------- ლ--–-------ისა და ჯ----–-------–ისაგან 2010 წლის 25 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულების შესრულების მიზნით მიიღეს თანხები სრული მოცულობით.
2014 წლის 21 მაისის ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის #00------- დასკვნის თანახმად, ხელნაწერი ტექსტები და ხელმოწერები ტექსტის სახით (ნ---------–----), განლაგებული შემდეგ საბუთებზე: ხელწერილზე, 2010 წლის 26 ოქტომბრის თარიღით, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: „მ------------------–-----...., მივიღეთ თანხები სრული მოცულობით:“ განცხადებაზე, 2010 წლის 25 ოქტომბრის თარიღით, მეორე გვერდზე, გრაფაში: „მხარეთა ხელმოწერები“, ბოლო ხელმოწერა და დავალების ხელშეკრულებაზე, 2010 წლის 25 ოქტომბრის თარიღით, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, გრაფაში: „რწმუნებულები“, შესრულებულია ნ-----–-----------–---ის მიერ; ხელმოწერა ნ-----–-----------–---ის სახელით, განლაგებული ხელწერილზე, 2010 წლის 26 ოქტომბრის თარიღით, სიტყვების შემდგომ: „მივიღეთ თანხები სრული მოცულობით“ შესრულებულია ნ-----–-----------–---ის მიერ; დავალების ხელშეკრულების, დათარიღებული 25 ოქტომბერი 2010 წლით (4 ფურცლად) პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე გვერდებზე, მარჯვენა შუა ნაპირებზე განთავსებული ბეჭდების ანაბეჭდების ნაწილები, მე-4 გვერდის ნაწილში და ამავე გვერდის უკანა მხარეებზე (ლუქის ადგილზე) განთავსებული ბეჭედის ანაბეჭდები, ასევე წარმოდგენილი განცხადების, დათარიღებული 25 ოქტომბერი 2010 წლით (2 ფურცლად), პირველ და მეორე გვერდებზე, მარჯვენა შუა ნაპირებზე განთავსებული ბეჭდების ანაბეჭდების ნაწილები, მეორე გვერდის ქვედა ნაწილში და ამავე გვერდის უკანა მხარეზე (ლუქის ადგილზე) არსებული ბეჭდების ანაბეჭდები არ არის დატანილი რაიმე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ დატანილია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდით. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ს--–---------–----–---–------------------------------------------–-–---–--.
განსახილველ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნული დავალების ხელშეკრულების გაფორმებისას ნ-----–-----------–---ი ა------–---თან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა თუ არ მართლსაწინააღმდეგოდ, ჰქონდა თუ არა წინასწარ განზრახული ჯ----–-------–ის და ლ--–-------ის კუთვნილი ქონების მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, შეიყვანა თუ არა დაზარალებულები შეცდომაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ჯ----–-------–მა განაცხადა, რომ 1995 წლიდან ის და მისი მეუღლე - ლ--–-------ე ფლობდნენ შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალის 50-50%-იან წილებს. საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ბენზინგასამართი სადგური. 2010 წელს ნ-----–-----------–---ის მეშვეობით ზემოაღნიშნული უძრავი ქონება გაასხვისა შპს „ს------ზე“, რომლის ღირებულებაც - 699 000 აშშ დოლარი, უნდა გადაეხადა შპს „ს------ის“ დირექტორს შ------–--------ს. ნ-----–-----------–---თან ერთად წილის გასხვისების პროცედურებში მონაწილეობდა ა------–---ი. ვინაიდან გადაწყდა, რომ შპს „ს-------ა“ და შპს „ჩ-----–-----------“-ს შორის უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, სამართლებრივ საკითხებში დახმარება სთხოვა მის ნაცნობ იურისტებს მ-----------–---–ს და გ--–--------ეს. ჯ----–-------–მა და მისმა მეუღლემ ლ--–-------ემ თბილისში, ყა-------------------ში მდებარე შპს „ს------ის“ ოფისში შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 2010 წლის 22 ოქტომბერს, შ------–--------ის, ა------–---ის, ნ-----–-----------–---ის, მათი იურისტის მ------------ის, ასევე გ--–--------ის, მ-----------–---–ის და ნოტარიუს ნ------------–---–ს წინაშე. 2010 წლის 25 ოქტომბერს მოწმე ნ-----–-----------–---ის თხოვნით მეუღლესთან ერთად მივიდა მის ოფისში, სადაც ნ-----–-----------–---მა სთხოვა ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომ თითქოს მან და ლ--–-------ემ ბენზინგასამართი სადგურის ნასყიდობის საფასური 699 000 აშშ დოლარიდან, 489 300 აშშ დოლარი მიიღეს ბანკის საშუალებით, რომელიც ჩაირიცხა ლ--–-------ის სახელზე, ხოლო 209.700 აშშ დოლარი მიღებული ჰქონდა ხელზე. იქიდან გამომდინარე, რომ ნ-----–-----------–---მა საკუთარი ქცევით (თანხის ნაწილის ანგარიშზე ასახვის დადასტურებით), გამოიწვია მათში ნდობა, მოწმე დათანხმდა ხელის მოეწერა მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, მათ შორის ნოტარიუსის წინაშე. რეალურად კი მას არანაირი თანხა მიღებული არ ჰქონდა და 2010 წლის 26 ოქტომბერს მხოლოდ 489.300 აშშ დოლარი ჩაერიცხათ საქართველოს ბანკში მას და მის მეუღლეს შ------–--------ისგან. მანამდე კი, 2010 წლის 25 ოქტომბერს, ნ-----–-----------–---მა მას და ლ--–-------ეს უთხრა, რომ ვინაიდან მათ იყიდეს უძრავი ქონება, გადასახდელი ექნებოდათ სახელმწიფოსათვის თანხის 32% და რომ არ შეწუხებულიყვნენ საგადასახადოში სიარულით, შესთავაზა მათ გაფორმებულიყო დავალების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრებოდა, რომ ნ-----–-----------–---ი და ა------–---ი შეასრულებდნენ ყველა საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც წარმოეშვებოდა მას და ლ--–-------ეს. დავალების ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წლის 25 ოქტომბერს. დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 156372 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა საგადასახადოს 32%-ს, მ--------–---–-- მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-----–-----------–---ის კუთვნილ ავტომანქანაში გადასცა ა------–---ს. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მისი მეუღლე ლ--–-------ე და გ--–--------ე. თანხის გადაცემის შემდგომ, ლ--–-------ესთან ერთად კვლავ შეხვდა ნ-----–-----------–---ს მისსავე ოფისში, სადაც მან დაუწერა ხელწერილი, რომ მან და ა------–---მა ლ--–-------ისა და ჯ----–--------–--აგან 2010 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული დავალების ხელშეკრულების შესრულების მიზნით მიიღეს თანხები სრული მოცულობით, რომელზეც ხელი მოაწერეს ნ-----–-----------–---მა და ა------–---მა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მან წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს, საიდანაც უპასუხეს, რომ ვინაიდან შპს „ჩ-----–-----------“-ის წილს ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით, წილის გასხვისების შემთხვევაში არ იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ--–-------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–--------ემ განაცხადა, რომ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს ჯ----–-------–თან და ლ--–-------ესთან. 2010 წლის შემოდგომის პერიოდში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დაუკავშირდა ჯ----–-------–ი, რომელმაც სთხოვა ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვასთან დაკავშირებით სამართლებრივ საკითხებში დახმარება. მოწმე ლ--–-------ესთან და ჯ----–-------–თან ერთად მივიდა ალ---------------------ში მდებარე ოფისში, სადაც დახვდა ნ-----–-----------–---ი, შპს „ს------ის“ დირექტორი შ------–--------ი, ა------–---ი და იურისტი მ------------ი, რომელიც ადგენდა შპს „ჩ-----–-----------“-ს და შპს „ს-------“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსს. ხელშეკრულებას 2010 წლის 22 ოქტომბერს მოეწერა ხელი ნოტარიუს ნ------------–---–ის წინაშე, რომელმაც შეასრულა მისი ვალდებულება. 2010 წლის 25 ოქტომბერს დაუკავშირდა ჯ----–-------–ი, რომელმაც უთხრა, რომ ნ-----–-----------–---ი მას სთხოვდა ხელწერილის დაწერას, თითქოს უკვე მიღებული ჰქონდა ნასყიდობის სრული თანხა - 699.000 აშშ დოლარი. გ--–--------ე ჯ----–-------–ს თავად გაჰყვა ნ-----–-----------–---თან და ურჩია, რომ თანხის მიღებამდე არ დაეწერა ხელწერილი, თუმცა ნ-----–-----------–---მა მოიპოვა ჯ----–-------–ის ნდობა (თანხის ნაწილის ანგარიშზე ასახვის დადასტურებით) და ეს უკანასკნელი დათანხმდა როგორც ხელწერილის, ასევე ნოტარიუსის წინაშე განცხადების დაწერაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად მიიღო. აღნიშნული განცხადებების გაფორმების შემდეგ იქვე გაფორმდა დავალების ხელშეკრულება, რითაც ნ-----–-----------–---ი და ა------–---ი იღებდნენ ვალდებულებას საგადასახადოში გადაეხადათ ნასყიდობის ღირებულების წილის 32%, რომლის გადახდაც ნ-----–-----------–---ის განმარტებით, იყო სავალდებულო. მოწმე მ--------–---–-- მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ----–-------–თან და ლ--–-------ესთან ერთად შეხვდა ა------–---ს, რომელსაც საგადასახადო გადასახადის სახით, გადასცა 156.372 აშშ დოლარი, რაზეც ა------–---მა გამოთქვა უკმაყოფილება და ჯ----–-------–მა განუმარტა, რომ 156.372 აშშ დოლარი იყო მათ მიერ მიღებული 489.300 აშშ დოლარის 32%, ხოლო დამატებით თანხას გადაუხდიდა, როდესაც მიიღებდა სრულ თანხას, რის შემდეგაც ა------–---ი დათანხმდა მათ და დაშორდნენ ერთმანეთს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯ----–-------–ს გადახდილი ჰქონდა დიდი ოდენობით თანხა, ხოლო ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდა, ურჩია ნ-----–-----------–---თან მისვლა და მისთვის ხელწერილის ჩამორთმევა. ამ მიზნით, ისინი მივიდნენ ნ-----–-----------–---ის ოფისში, სადაც ნ-----–-----------–---მა თავისი ხელით დაწერა, რომ მან მიიღო დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრული მოცულობით. ხელწერილზე ხელი მოაწერეს ნ-----–-----------–---მა და ა------–---მა. ამის შემდგომ ნ-----–-----------–---ი უკავშირდებოდა ჯ----–-------–ს და სთხოვდა მისივე ხელით ნაწერი ხელწერილის დედნის დაბრუნებას, რაზეც ჯ----–-------–ი ეუბნებოდა უარს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------–---–მა განაცხადა, რომ 2010 წლის ოქტომბრის თვეში მან სამართლებრივი დახმარება გაუწია ლ--–-------ეს და ჯ----–-------–ს ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვის პროცედურებში. მყიდველი იყო ა------–---ი და კიდევ ერთი პიროვნება, რომლის სახელსაც ვერ იხსენებს. ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ნ-----–-----------–---ის ოფისში. ამის შემდეგ წარმოიშვა ერთ-ერთი სადავო საკითხი, რაც ეხებოდა საგადასახადო სამსახურისთვის გადასახადის გადახდას, კერძოდ უნდა მომხდარიყო თუ არა საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული თანხის დაბეგვრა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდებოდა დაბეგვრა, რა ოდენობის გადასახადი იქნებოდა გადასახდელი. ნ-----–-----------–---ის ოფისში მისული იყო საგადასახადო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, გვარად ს------, რომელმაც განაცხადა, რომ საგადასახადოში გადასახდელი იყო თანხა. როგორც მოწმისათვის ცნობილი გახდა, ნ-----–-----------–---მა ნასყიდობის ხელშეკრულების თანხის ნაწილი ლ--–-------ეს ჩაურიცხა ანგარიშზე, ხოლო დაახლოებით 200000 აშშ დოლარი მათთვის ხელზე უნდა გადაეცა. ჯ----–-------–მა კი თავის მხრივ 150000 აშშ დოლარი გადასცა ნ-----–-----------–---ს, რაც იყო საშემოსავლო გადასახადის შეტანის მიზნით გადაცემული თანხის 32%. აღნიშნული თანხის გადაცემის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა გ--–--------ისგან, ჯ----–-------–ისგან და ლ--–-------ისგან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე შ------–--------ის ჩვენების თანახმად, საკუთრებაში ფლობს შპს „ს-------“, რომლის 100% წილის მფლობელიც არის თავად. აღნიშნულ კომპანიაში ყავდა ბიზნეს პარტნიორები ა------–---ი და ნ-----–-----------–---ი. შპს „ს------ის“ მიერ შპს „ჩ-----–-----------“-ის წილის ნასყიდობის პირობები, მათ შორის ღირებულება 699000 აშშ დოლარი შეთანხმებული იყო ნ-----–-----------–---ის და ა------–---ის მიერ, რომლებისგანაც იცოდა, რომ ნასყიდობის თანხის 70% უნდა გადაეხადა თავად, ხოლო 15-15% გადაიხდიდნენ ნ-----–-----------–---ი და ა------–---ი, როგორც წილის მფლობელები. მოწმემ თავის სიტყვა და ნასყიდობის თანხის 70%, რომელმაც შეადგინა 489300 აშშ დოლარი ბანკის საშუალებით გადარიცხა საქართველოში. მოწმის განმარტებით, მართალია იყო შპს „ს------ის“ დირექტორი, მაგრამ მის საქართველოში საქმიანობას წარმოადგენდა ძირითადად ფულადი თანხების გადახდა, ხოლო ნ-----–-----------–---ი და ა------–---ი კი აწარმოებდნენ ყველა დანარჩენ საკითხებს, რაც კი შეიძლებოდა წარმოშობილიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ჯ----–---------–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობდა შპს „ჩ-----–-----------“-ში ბუღალტერის თანამდებობაზე. საბუღალტრო საქმიანობა შეწყვიტა მაშინ, როდესაც ჯ----–-------–მა და ლ--–-------ემ შპს-ს 100% წილი მიყიდეს შპს „ს-------“. გადაბარების დღეს ჯ----–-------–თან, ლ--–-------ესთან და შპს „ს------ის“ ბუღალტერ ნ-----------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა მითითებულ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ნ-----------–-–---–ს უნდა ჩაებარებინა კომუნალური მრიცხველების მაჩვენებლების მონაცემები. მონაცემების ამოწერისას ბუღალტერმა უთხრა, რომ სახელმწიფოსთან დავალიანება განულებული იყო და ნ-----–-----------–---ის თხოვნა იყო ხელწერილის დაბრუნება. როგორც მოწმემ ჯ----–-------–ისგან იცის, აღნიშნული ხელწერილი ეხებოდა 156.000 აშშ დოლარის ნ-----–-----------–---ისთვის გადაცემას. კერძოდ, მოწმე 2010 წლის ოქტომბრის თვეში, ჯ----–-------–სა და ლ--–-------ეს ახლდა ნ-----–-----------–---ის ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ჯ----–-------–ის იურისტი მეგობრები, ნ-----–-----------–---ი და ა------–---ი. ოფისში მიმდინარეობდა ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვის დოკუმენტების დამზადება, სადაც ერთ-ერთ საკითხად წამოიჭრა სახელმწიფოსთან გამყიდველის მხრიდან საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რომელიც იქნებოდა საკმაოდ სოლიდური თანხა, რაზეც ჯ----–-------–მა იქვე განაცხადა, რომ საგადასახადო ვალდებულებას თვითონ აიღებდა თავის თავზე. დანამდვილებით იცის, რომ როდესაც ჯ----–-------–მა აიღო ნასყიდობის თანხის ნაწილი, ნ-----–-----------–---ს გადასცა 156.000 აშშ დოლარი. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი თანდასწრებით ჯ----–-------–ს ნ-----------–-–---–ისათვის ხელწერილი არ დაუბრუნებია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნოტარიუსებმა მ-----------------–---–მა, ნ-------------–---–მა და ე-–---------------–-ამ დაადასტურეს მათ მიერ ნ-----–-----------–---ს, ა------–---ს, შ------–--------ს, ჯ----–-------–სა და ლ--–-------ეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე შედეგნილი დოკუმენტების დამოწმების ფაქტი. მოწმეთა განმარტებით, მხარეებისათვის სრულიად გასაგები იყო იმ დოკუმენტების შინაარსი, რასაც ხელს აწერდნენ და თავიანთი თანხმობა გამოხატეს დოკუმენტებზე ხელმოწერით. ლ--–-------ეს და ჯ----–-------–ს იმ საფუძვლით, რომ თანხა არ ჰქონდათ სრულად მიღებული, თავი არ შეუკავებიათ დოკუმენტების ხელმოწერაზე. აღნიშნულ პირებს რაიმე სახის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ძალით აწერინებდნენ ხელშეკრულებაზე ხელს, ან მათზე იყო ზეწოლა, არ დაუფიქსირებიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დ----------–--ამ და მ------–-------–---–მა განაცხადეს, რომ ნ-----–-----------–---ს არ იცნობენ. დ----------–--ას განმარტებით, მან 2013 წელს დაკარგა პირადობის მოწმობა, რის შესახებაც არსად განუცხადებია, რადგან სარგებლობდა პასპორტით. ხოლო მ------–-------–---–მა განაცხადა, რომ მისი დედა - მ--------------–--ლი გარდაიცვალა 2000 წელს, რომლის პირადობის მოწმობა ჩააბარა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გარდაცვალების მოწმობის აღებისას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ----------------–---–მა განაცხადა, რომ 2010 წელს მუშაობდა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი საგადასახადო კონსულტანტის პოზიციაზე. შემოსავლების სამსახურში 2010 წლის 7 დეკემბერს შესულ N3---- განცხადებასთან დაკავშირებით, წერილობით აცნობა განცხადების ავტორს ლ--–-------ეს, რომ მის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში, აქტივის მიწოდებით მიღებული ნამატი არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, თუ აღნიშნულ წილს ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით. მოწმის განმარტებით, ვერ იხსენებს ლ--–-------ის მიერ დასმული კითხვის შინაარს და შესაბამისად, ვერ მიუთითებს მის მიერ გაცემული პასუხი იყო ზოგადი ხასიათის თუ კონკრეტული, რადგან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ----------მ განაცხადა, რომ დაზარალებულები ჯ----–-------–ი და ლ--–-------ე გაიცნო ნ-----–-----------–---ის ოფისში. 2010 წლის სექტემბრის ბოლოს მას დაუკავშირდა ნ-----–-----------–---ი და სთხოვა კონკრეტულ საკითხზე კონსულტაციის გაწევა. მოწმე ამ მიზნით მივიდა ყ--------------------ში მდებარე ოფისში, სადაც დახვდა ნ-----–-----------–---ი, ჯ----–-------–ი, მისი მეუღლე ლ--–-------ე და ა------–---ი. ნ-----–-----------–---ის კომპანიას სურდა ჯ----–-------–ისგან და მისი მეუღლისგან მიწის ნაკვეთის შეძენა და მათი საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა იმ საკითხს, თუ როგორ შეიძლებოდა მიწის ნაკვეთის ყიდვა ისე, რომ ყოფილიყო საგადასახადოში ნაკლები გადასახადი. ლ---------ის რჩევა მდგომარეობდა იმაში, რომ თუ შპს-ს მხრიდან მოხდებოდა ქონების გაყიდვა, აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია დაიბეგრებოდა გადასახადით, ხოლო თუ გაიყიდებოდა წილი, ის არ დაიბეგრებოდა. საკითხის დასაზუსტებლად დაუკავშირდა საგადასახდო სამსახურში მის ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც დაუდასტურა მისი ნათქვამის სისწორე. ამ უკანასკნელის საუბარი დამსწრე პირებს მოასმენინა ტელეფონის საშუალებით ხმამაღალ რეჟიმში. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია; ჯ----–-------–ს და მის მეუღლეს რაიმე ფორმით უკმაყოფილება ნ-----–-----------–---ის მიმართ არ გამოუთქვამთ.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება დაზარალებულების და ბრალდებულ ნ-----–-----------–---ის ვერსიები მათ შორის არსებული დავალების ხელშეკრულების და დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მიღების თაობაზე შედგენილი ხელწერილის შინაარსთან დაკავშირებით. ამდენად, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მათი ჩვენებების სანდოობასა და დამაჯერებლობაზე; ასევე იმ გარემოებებზე თუ რამდენად თანხვედრაშია თითოეული მხარის ვერსია საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. ამ თვალსაზრისით, პალატა აზრით ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საქმეზე წარმოედგინა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დააწმუნებდა სასამართლოს ნ-----–-----------–---ის მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებაში.
მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ჯ----–-------–ის და ლ--–-------ის მიერ წილების გასხვისების შემთხვევაში, აქტივის მიწოდებით მიღებული ნამატი არ უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით, ვინაიდან თითოეული მათგანი წილს ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით. თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე, რომ 2010 წლის 25 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულება უკავშირდებოდა სწორედ დაზარალებულების მიერ მითითებულ წილის გასხვისებით მიღებული შემოსავლის 32%-ს, რომელიც როგორც ნ-----–-----------–---მა დაარწმუნათ, იყო სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება და ნ-----–-----------–---ის მიერ 2010 წლის 26 ოქტომბერს თანხის მიღების თაობაზე შედგენილი ხელწერილი ეხებოდა ჯ----–-------–ისა და ლ--–-------ისგან ხსენებული 32%-ის მიღების ფაქტს.
მართალია დავალების ხელშეკრულებაში პირდაპირაა მითითებული, რომ რწმუნებულები ვალდებულნი არიან დაფარონ ჯ----–-------–ის, ლ--–-------ის და მეორეს მხრივ შპს „ს-------“ შორის 2010 წლის 22 ოქტომბერს დადებული შპს „ჩ-----–-----------“-ის საწესდებო კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებლის სახელზე დარიცხული გადასახადები, თუმცა ხელშეკრულების შინაარსი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევას, თუ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირს წარმოეშობა რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულება. მასში არ არის მითითებული, რომ ასეთი საგადასახადო ვალდებულება არსებობს, რაც გამოიხატება კონკრეტულ თანხაში (ბრალდების მხარის პოზიციით 32%-ში) და სწორედ ამ თანხის გადახდის ვალდებულებას კისრულობენ ნ-----–-----------–---ი და ა------–---ი.
ასევე, ნ-----–-----------–---ის და ა------–---ის მიერ შესრულებული 2010 წლის 26 ოქტომბრის ხელწერილში, რომლის თანახმადაც ნ-----–-----------–---ი და ა------–---ი ადასტურებს, რომ სრული მოცულობით მიიღეს თანხები ლ--–-------ისა და ჯ----–-------–ისაგან 2010 წლის 25 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულების შესრულების მიზნით, არ არის მითითება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობის 32%-ის მიღების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხელწერილი ნ-----–-----------–---ის და ა------–---ის მიერ შესრულებულია დაზარალებულების თანდასწრებით და მათი უშულო მონაწილეობით, მასში ნ-----–-----------–---ისათვის გადაცემული თანხის ოდენობა არ არის დაკონკრეტებული, რაც იძლევა ხელწერილის შინაარსის სხვადასხვა სახით ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ ნ-----–-----------–---ის მიერ ხელწერილში მითითებული სხვა პირის პირადი ნომერი არის მისი მხრიდან გამიზნული ქმედება და არა მექანიკური შეცდომა, წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის ვერსიას, რომელიც ნ-----–-----------–---ის მიერ დაზარალებულებისაგან სადავო თანხის 156372 აშშ დოლარის მიღების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში საფუძვლად ვერ დაედება მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
სააპეალციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ ნ-----–-----------–---სა და დაზარალებულებს შორის საგადასახადო ვალდებულების გადახდის თაობაზე საუბრებს მოწმობს დაზარალებულის შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვა, ამ საკითხში კომპეტენტური პირის ლ---------ის ჩართვა და ნასყიდობის ხელშკრულებისაგან დამოუკიდებლად, 3 დღის შემდგომ დავალების ხელშკრულების გაფორმება. დაცვის მხარე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 22 ოქტომბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს ნამდვილად წარმოადგენდა თუ რამდენად ექვემდებარებოდა ქონების გასხვისება შესაბამისი გადასახადით დაბეგვრას და ამ საკითხის გარკვევის მიზნით ნ-----–-----------–---ის მიერ მიწვეული იქნა ლ----------, რომელიც ადასტურებს, რომ მან დაზარალებულებს მოასმენინა საგადასახადო სამსახურის თანამშრომლის პასუხი არა ქონების, არამდ წილის გასხვისების შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების არ არსებობის შესახებ. ასევე, თავად დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ისინი მათი იურისტების და საგადასახადო ორგანოს მეშვეობით ცდილობდნენ გაერკვიათ ექვემდებარებოდა თუ არა მათ მიერ ქონების გასხვისებით მიღებული თანხა - 699000 აშშ დოლარი დაბეგვრას, თუმცა მათ პასუხი ვერ მიიღეს. ამდენად, ის გარემოება, რომ ჯ----–-------–ისა და ლ--–-------ისათვის ცნობილი არ იყო კონკრეტული პასუხი წილის გასხვისების დროს ნამდვილად წარმოეშვათ თუ არა საგადასახადო ვალდებულება, კიდევ უფრო განამტკიცებს დავის მხარის ვერსიას, რომ 2010 წლის 25 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულება იყო არა კონკრეტულად მიმდინარე 32%-იანის საგადასახადო ვალდებულების დაფარვის მიზნით შედგენილი, არამედ ზოგადად ითვალისწინებდა ნ-----–-----------–---ის და ა------–---ის ვალდებულებას თუ ჯ----–-------–ს და ლ--–-------ეს წარმოეშობოდათ რაიმე სახის საგადასახადო დავალიანება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეფარათ ეს გადასახადები.
სააპელაციო პალატისათვის ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია თუ 2010 წლის 25 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულებას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, მასში რატომ არ აისახა ამ მიზნისათვის განკუთვნილი, დაზარალებულების მიერ ბრალდებულისათვის გადასაცემი თანხის ოდენობა და ასევე იმ პირობებში, როდესაც როგორც ჯ----–-------–ი და მისი იურისტები აცხადებენ, დაზარალებულებს ჰქონდათ ნ-----–-----------–---ისგან ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი - 209700 აშშ დოლარი მისაღები, რატომ გადასცეს მას დამატებით 156372 აშშ დოლარი საგადასახადო ვალდებულებისათვის, რატომ არ მოხდა ამ თანხის კომპენსაცია მით მიერ მისაღები 209700 აშშ დოლარიდან. მით უფრო მაშინ, როდესაც ჯ----–-------–ი და ლ--–-------ე მათ იურისტებთან ერთად უშუალოდ იყვნენ ჩართულები თითოეული ხელშეკრულების თუ სხვა სახის დოკუმენტების შედგენაში და მათ მიერ თავისუფალი ნების გამოხატვის ფაქტი დაადასტურეს სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას ნოტარიუსებმა.
პალატა აანალიზებს რა დაზარალებულების ჩვენებებში ასახულ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ ისინი დამაჯერებლობის კუთხით კრიტიკას ვერ უძლებს არაერთ საკითხთან დაკავშირებით და წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერვე შედგენილ და ხელმოწერილ დოკუმენტებთან. მტკიცებულებები კი, რომლებსაც ემყარება განაჩენი, ბუნებრივია, რომ უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ნ-----–-----------–---ის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ნ-----–-----------–---ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. ისინი იძლევიან მხოლოდ ეჭვის საფუძველს რაც უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ნ-----–-----------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ-----–-----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
5. გამართლებულ ნ-----–-----------–---ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
6. ნივთმტკიცება:
- ინფორმაციის გამოთხოვისას მოპოვებული მონაცემები გადატანილი ორ ცალ CD დისკზე, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი