განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2020
საქმის ნომერი
010210018002105923
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
08.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018002105923

№2\ბ-832-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - ინდირა მაშანეიშვილი

მოსამართლეები - ირმა პერანიძე, თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტი - შპს „ს---“

წარმომადგენელი - ლ---- მ-----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - ი------ ა-–---------ი

წარმომადგენელი - გ-- გ---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახა-–- გადაწყვეტილების მიღებით შპს „ს---ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1. ი------ ა-–---------მა 2018 წლის 19 ნოემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს „ს---ს“ მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის თანხის - 23 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 10 000 აშშ დოლარის დაკისრება. ასევე, სარგებლობაში გადაცემული ობიექტების რემონტისათვის გაწეული ხარჯის 7 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. (ტომი 4; ს. ფ. 1-16)

 

1.2. მოპასუხე შპს „ს---მ“ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის სესხის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა, მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებები გაყალბებულია, ხელშეკრულებები ხელმოწერილი არ არის შპს „ს---ს“ დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. შპს „ს---ს“ სესხის სახით გაცემული თანხა არ მიუღია.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ი------ ა-–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2.2. შპს ,,ს---ს“ ი------ ა-–---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 აშშ დოლარის გადახდა.

2.3. სარჩელი, რემონტის ხარჯისა და პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

2.4. შპს ,,ს---ს“ ი------ ა-–---------ის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

2.5. ი------ ა-–---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 900 ლარის გადახდა. ი------ ა-–---------ს უკან დაუბრუნდა ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხის ნაწილი 217,38 ლარი.

2.6.საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. შპს ,,ს---“ სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 13 ივნისს. მისი დამფუძნებელი და იმავდროულად დირექტორია ს--- უ--–--.

 

3.2. შპს ,,თ----“ სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 14 აგვისტოს. მისი დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ:

- ს--- უ--–-- - 60 % წილი;

- ლ------ ქ------ე - 40 % წილი.

 

3.3. ი------ ა-–---------მა შეიძინა ჯერ შპს ,,თ----–ი“ ს--- უ--–--ს წილი, შემდეგ კი ლ------ ქ------ის წილი და გახდა საწარმოს 100 % წილის მფლობელი.

 

3.4. ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი №1---ში არსებული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ი-----– შ-–---ის საკუთრებად. დასახელებულ მისამართზე მდებარე რესტორანი და სასტუმრო 2016 წლის ზაფხულის მდგომარეობით იჯარით ქონდა აღებული შპს ,,ს---ს“.

 

3.5. 2016 წლის 1 აგვისტოს, შპს ,,ს---მ“ იჯარით აღებული სასტუმრო და რესტორანი, ქვეიჯარით გადასცა შპს ,,თ----ს“.

 

3.6. შპს “ს---მ“, შპს ,,თ----სთან“ არსებული საიჯარო ურთიერთობა შეწყვიტა 2017 წლის 14 აგვისტოს და შპს ,,თ----ს“ მოსთხოვა ქვეიჯარით მიღებული ფართის დაცლა და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

 

3.7. ი------ ა-–---------მა “ შპს ,,ს---ს“ აცნობა, რომ რემონტზე დახარჯული აქვს 5000 აშშ დოლარი, გარდა ამისა შპს ,,ს---საგან“ ეკუთვნის სესხის სარგებელი თვეში 2300 აშშ დოლარი, რის გამოც ფართის დაცლაზე უარი განაცხადა.

 

3.8. საქმის განხილვის მომენტისათვის შპს ,,თ----“ და მისი დირექტორი ი------ ა-–---------ი, სასტუმროს და რესტორანს აღარ ფლობენ.

 

3.9. ს--- უ--–-- არის ა-–- ჯ-- უ--–--ს შვილი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 5 აპრილს ი------ ა-–---------სა და ა-–- ჯ-- უ--–--ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ი------ ა-–---------ი შპს ,,ს---ს“ 6 თვის ვადით სესხად გადასცემდა 20 000 აშშ დოლარს. შპს ,,ს---“ სარგებელის სახით გადაიხდის სესხად მიღებული თანხის 10 %-ს. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ ი------ ა-–---------ი შპს ,,ს---ს“ ავანსის სახით გასცემს 5000 აშშ დოლარს. ავტომანქანის მისაბმელების მიწოდების შემდეგ გადასცემს დარჩენილ 15 000 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გამსესხებელი მსესხებელს დაუბრუნებს მისაბმელებს, ხოლო მსესხებელი გამსესხებელს გადასცემს სესხად მიღებულ 20 000 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულების პერიოდში მსესხებელი ყოველთვიურად გადაიხდის სარგებელს. ვადის გასვლის შემდეგ კი დაუბრუნებს სესხის ძირ თანხას სრულად. სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,15 %. ხელშეკრულება ნათარგმნი იქნა რუსულ ენაზე და თარგმანი დამოწმდა ნოტარიუსის მიერ.

 

3.11. 2017 წლის 5 მაისს, შპს ,,თ----ს“ სახელით ა-–----- უ--–--მ, ი------ ა-–---------თან გააფორმა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ა-–----- უ--–--მ აღიარა ი------ ა-–---------ის ვა-–- - 30 000 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით ა-–----- უ--–--მ, ი------ ა-–---------ს სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა ,,DAF“ სახ. №M--------. იმ პირობით, რომ თუ ერთი წლის ვადაში ა-–----- უ--–-- სესხს ი------ ა-–---------ს არ დაუბრუნებდა, სატრანსპორტო საშუალებები საკუთრებაში დარჩებოდა ი------ ა-–---------ს. ვალი შეადგენს 30 000 აშშ დოლარს. აქედან 20 000 აშშ დოლარის ანგარიშში მფლობელობაში გადასცემს რესტორანსა და სასტუმროს.

 

3.12. 2017 წლის 20 მაისს, ი------ ა-–---------სა და შპს ,,ს---ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ მასზე, რომ ი------ ა-–---------ი შპს ,,ს---ს“ 6 თვის ვადით სესხად გადასცემს 23 000 აშშ დოლარს. შპს ,,ს---“ სარგებელის სახით გადაიხდის სესხად მიღებული თანხის 10 %-ს. სესხის უზრუნველსაყოფად შპს ,,ს---“ ი------ ა-–---------ს გადასცემს შემდეგი საიდენტიფიკაციო კოდის ავტომანქანის მისაბმელებს:

------------------

- P---------------

- P---------------

სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გამსესხებელი მსესხებელს დაუბრუნებს მისაბმელებს, ხოლო მსესხებელი გამსესხებელს გადასცემს სესხად მიღებულ 23 000 აშშ დოლარს. მხარეები შეთანხმდნენ მასზე, რომ სესხის გადაცემა უნდა დადასტურდეს ხელწერილით.

 

3.13. ი------ ა-–---------ისა და შპს ,,ს---ს“ შეთანხმებით, სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0. 15 %.

 

3.14. 2017 წლის 20 მაისის ხელშეკრულებას ხელს აწერს ერთი მხრივ ი------ ა-–---------ი, ხოლო მეორე მხარის ანუ შპს ,,ს---ს“ გრაფაში ხელმომწერ პირად მითითებულია ს--- უ--–--. მიუხედავად ამისა მხარეებმა დაადასტურეს რომ ხელმოწერა ს--- უ--–--ს არ ეკუთვნის. დოკუმენტს დასმული აქვს შპს ,,ს---ს“ ბეჭედი.

 

3.15. საქმეში წარმოდგენილია თურქულ ენაზე შედგენილი ხელით ნაწერი დოკუმენტი, სადაც მითითებულია (ტექსტი დაცულია): ,,ხ--------- 2000 ი------ისაგან ავიღე (2000) ორი ათასი დოლარი 24/04/2017 წ. (შემდეგში კი თარიღის გვერდით ხელმოწერაა შესრულებული). ხ--------- 5000 ათასი დოლარი ლ------ ქ------ემ აიღო 26/04/2017 (შემდეგში კი თარიღის გვერდით ხელმოწერაა შესრულებული). 6000 ავიღე, ექვსი ათასი დოლარი (შემდეგში კი თარიღის გვერდით ხელმოწერაა შესრულებული). ავიღე ათი ათასი დოლარი (შემდეგში კი თარიღის გვერდით ხელმოწერაა შესრულებული).

 

3.16. მოწმე ზ----- ი--------ემ დაადასტურა, რომ ხელწერილში მითითებული ხ---------, ა-–- ჯ-- უ--–--ა.

 

3.17. სასამართლომ განმარტა, რომ სესხის გაცემა, ფაქტობრივი გარემოებაა. ის, რომ ი------ ა-–---------მა ა-–- ჯ-- უ--–--ს თანხა ასესხა და თანხის მიღების დროს ა-–- ჯ-- უ--–-- წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“, ეს ფაქტი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. როგორც წესი თანხის სესხად გადაცემა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. წერილობით დადებულ გარიგებაში კონკრეტულად უნდა იყოს ასახული ვინ, ვის რა თანხა ასესხა, ასევე სხვა პირობებიც. საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე ხელშეკრულება, რაც ართულებს საქმის არსის აღქმას. თუმცა მათი ერთობლიობა საკმარისია კონკრეტული ურთიერთობის დასადგენად. სირთულე მასში მდგომარეობს, რომ 2017 წლის აპრილ-მაისის თვეში სესხის ამსახველი სამი გარიგებაა წარმოდგენილი, ესაა 2017 წლის 5 აპრილის სესხის ხელშეკრულება, 2017 წლის 5 მაისის შეთანხმება და 2017 წლის 20 მაისის ხელშეკრულება. სამივე გარიგებაში მონაწილეობს ი------ ა-–---------ი და ა-–- ჯ-- უ--–--. სირთულე სესხად გაცემული თანხის ოდენობებშია. თუ პირველ გარიგებაში სესხის ოდენობად მითითებულია 20 000 აშშ დოლარი, მეორე გარიგებაში მითითებულია 30 000 აშშ დოლარი, ხოლო ბოლო გარიგებაში 23 000 აშშ დოლარი. სამივე გარიგების ერთობლიობით დგინდება, რომ ი------ ა-–---------მა ა-–- ჯ-- უ--–--ს გადასცა სესხი. თავდაპირველად მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მოსარჩელე ა-–- ჯ-- უ--–--ს გადასცემდა სესხს 20 000 აშშ დოლარს. საქმეში წარმოდგენილი თურქული ენაზე შედგენილი ხელწერილით დგინდება, რომ მოსარჩელემ საწყის ეტაპზე გადასცა 5000 აშშ დოლარი, შემდეგ გადასცა 2000 აშშ დოლარი, შემდეგში კი 6000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში მას გადაცა 13 000 აშშ დოლარი. აღნიშნული, გარდა ხელშეკრულებებისა და მოსარჩელის განმარტებისა, დგინდება ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ შედგენილი ხელწერილითაც. აღნიშნულის შემდეგ მან ა-–- ჯ-- უ--–--ს გადასცა 10 000 აშშ დოლარი. აღნიშნული დგინდება 2017 წლის 20 მაისის ხელშეკრულებით, რომლითაც ა-–- ჯ-- უ--–--მ დაადასტურა მოსარჩელისაგან 23 000 აშშ დოლარის სესხად მიღება თვეში 10 % სარგებელის გადახდის პირობით. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ, 23 000 აშშ დოლარის სესხად მიღება.

 

3.18. სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მნიშვნელოვანია მოსამართლის შინაგანი რწმენა. საქმის განხილვით სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა მასზე, რომ 23 000 აშშ დოლარი ნამდვილად მიღებული აქვს ა-–- ჯ-- უ--–--ს და იგი თანხის მიღებისას წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საქმის მასალათა ერთობლიობამ. ისეთ სიტუაციაში, როცა შპს ,,ს---“ და შპს ,,თ----“ დაფუძნებულია ს--- უ--–--ს მიერ, მის ფაქტიურ მართვას ეწევა ა-–- ჯ-- უ--–--, თანხის სესხად მიღებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს ა-–- ჯ-- უ--–--, შპს ,,თ----–ი“ ს--- უ--–--ს 60 % წილს მოსარჩელეს გადასცემს ა-–- ჯ-- უ--–--, მასვე აქვს საწარმოს ბეჭედი, დოკუმენტებზე სვამს შპს ,,ს---ს“ შტამპს და მისი სახელით აწერს ხელს, ასევე მათი ნათესაური კავშირი იმას ნიშნავს, რომ ა-–- ჯ-- უ--–-- მოქმედებს შპს ,,ს---ს“ სახელით. ის დებს გარიგებებს, შემდეგში არ იხდის ვალს და ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით აცხადებს რომ ის არ არის შპს ,,ს---ს“ წარმომადგენელი.

 

3.19. სასამართლომ მიუთითა მოწმე ზ----- ი--------ის ჩვენებაზე, რა დროსაც მოწმემ განმარტა, რომ ა-–- ჯ-- უ--–-- წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“ ფაქტობრივ მმართველს და ეს ფაქტი შტამპის გამოყენებით დადებული გარიგებითაც დგინდება.

 

3.20. საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ლ---- მ-----–--ემ საქმის განხილვაში შპს ,,ს---ს“ სახელით მონაწილეობის უფლება მიიღო ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 24 აპრილს გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მინდობილობაში მითითებულია, რომ ა-–- ჯ-- უ--–-- წარმოადგენს შპს ,,ს---ს“ დირექტორს ს--- უ--–--ს. აღნიშნულის თაობაზე მინდობილობა გაცემულია 2016 წლის 12 სექტემბერს. მინდობილობა ადასტურებს მას, რომ ა-–- ჯ-- უ--–-- 2016 წლის 12 სექტემბერს წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“. შესაბამისად იმის უარყოფა, რომ ა-–- ჯ-- უ--–-- არ წარმოადგენდა შპს ,,ს---ს“, უსაფუძვლოა და არ შეესაბამება რეალობას. გარდა ამისა, ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ შპს ,,ს---ს“ სახელით გარკვეული მოქმედებების შესრულება დგინდება სხვა დოკუმენტებითაც. მაგალითად, 2017 წლის 13 სექტემბერს შპს ,,ს---მ“ მოთხოვნის უფლება დაუთმო მზია რესულიძეს. მოთხოვნის უფლების დათმობას შპს ,,ს---ს“ სახელით ხელი მოაწერა ა-–- ჯ-- უ--–--მ. მანვე შპს ,,ს---ს“ დირექტორის სახელით სასამართლოს მომართა 2018 წლის 10 მაისს. განცხადებაში ის მითითებულია შპს ,,ს---ს“ დირექტორად. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს მას, რომ ა-–- ჯ-- უ--–-- სესხის მიღების დროს მოქმედებდა, როგორც შპს ,,ს---ს“ წარმომადგენელი და სესხიც მიღებული აქვს შპს ,,ს---ს“ საკეთილდღეოდ. მართა-–-ა, საქმეში არაა წარმოდგენილი ასეთი მინდობილობა, მაგრამ შპს „ს---ს“ მიერ, ა-–- ჯ-- უ--–--ს სახელზე მინდობილობა რომ შედგენილია, სასამართლომ დაადგინა 2018 წლის 24 აპრილს გაცემული მინდობილობით, სადაც აღნიშნულია, რომ ა-–- ჯ-- უ--–-- წარმოადგენს შპს ,,ს---ს“ დირექტორს ს--- უ--–--ს.

 

3.21. შპს „ს---ს“ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც ის ითხოვდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის ი------ ა-–---------ისთვის თანხის დაკისრებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რესტორნისა და სასტუმროს რემონტზე დახარჯული სახსრების მიზნობრიობა და მათი ოდენობა. შესაბამისად, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, კონკრეტული რემონტის ჩატარება და მასზე ხარჯის გაწევა სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.22. სასამართლომ, ი------ ა-–---------ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებით ოქმზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და საქართველოს კონსტიტუციაზე და განმარტა, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს, როგორც სესხის ძირი თანხის, ისე პირგასამტეხლოს თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

3.23. ი------ ა-–---------სა და შპს ,,ს---ს“ შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

3.24. გარიგების დადების შემდეგ, მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ გამსესხებელი იძენს მოთხოვნის უფლებას - მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მსესხებელი მოვალე იყო სესხად მიღებული თანხის გამსესხებლისათვის დაბრუნების ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული 23 000 აშშ დოლარი. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და მოსარჩელეს სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნა. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას.

 

3.25. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს ,,ს---“ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.26. პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებიდან. დასახელებული ნორმებით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო დავალიანების 0.15 %. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

3.27. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს 23 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 6 თვეში ანუ 2017 წლის 23 ნოემბერს. მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, შესაბამისად მას ამ პერიოდიდან ერიცხება პირგასამტეხლო. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველდღიურად შეადგენს 34,5 აშშ დოლარს, რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 12 595,5 აშშ დოლარს. მოსარჩელემ ითხოვა 10 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

3.28. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

3.29. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არ არის კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.15 % ეწინააღმდეგება გონივრულობას. შესაბამისად გადასახდელი პირგასამტეხლო სასამართლომ 5000 აშშ დოლარით განსაზღვრა.

 

3.30. შპს „ს---ს“ სარჩელი, რომლითაც ეს უკანასკნელი ითხოვდა სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 987-ე მუხლებზე მითითებით. დასახელებული ნორმის თანახმად: ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”. ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.

 

3.31. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

3.32. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

3.33. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის მითითებული, რომ მან გაარემონტა მოპასუხის ქონება და მის ხარჯზე მოპასუხე გამდიდრდა. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ის.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარის შპს „ს---ს“ წარმომადგენელმა, სესხისა და პირგასამტეხლოს სახით თანხის (28 000 აშშ დოლარის) დაკისრების ნაწილში. აპელანტმა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

4.2. აპელანტის მითითებით, არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ თითქოს 2017 წლის 5 აპრილს ი------ ა-–---------სა და ა-–- ჯ-- უ--–--ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ი------ ა-–---------ი შპს "ს---ს" 6 თვის ვადით სესხად გადასცემდა 20 000 აშშ დოლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება ს---მდვილეს.

 

4.3. შპს "ს---ს", მოპასუხე ი------ ა-–---------თან 2017 წლის 05 აპრილს არანაირი ხელშეკრულება, მათ შორის სესხის ხელშეკრულება 20 000 აშშ დოლარზე არ გაუფორმებია. სარჩელზე დართული ხელშეკრულება ყალბია და მასზე შპს "ს---ს" ხელმძღვანელის – ს--- უ--–--ს ხელმოწერა გაყალბებულია. ხელშეკრულების დადების დროისათვის შპს "ს---ს" ხელმძღვანელი – ს--- უ--–-- საქართველოში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ვერც ხელშეკრულებაზე მოაწერდა ხელს. მართალია, აღნიშნულ სესხის ხელშეკრულებაზე დასმულია შპს "ს---ს" შტამპი, მაგრამ ვის მიერ, როდის და რა მიზნით არის იგი დასმული და ვისი ხელმოწერაა დამოწმებული ხელშეკრულებაზე - უცნობია. ანალოგიური შტამპის დამზადება და გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს. მთავარია ის, რომ ხელშეკრულებაზე არ არის შპს "ს---ს“ დირექტორის – ს--- უ--–--ს ხელმოწერა. საპაექრო სიტყვაში მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა ახალ გარემოებაზე და განმარტა, რომ აღნიშნულ სესხის ხელშეკრულებას შპს "ს---ს" დირექტორის ნაცვლად ხელს აწერდა გარეშე პირი - ლ------ ქ------ე, აღნიშნული განმარტებით მოსარჩელე მხარემ თავადვე დაადასტურა, რომ ეს ხელშეკრულება იყო გაყალბებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს "ს---სა" და ი------ ა-–---------ს შორის სასესხო–სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა. საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება რომ გაყალბებულია, ამის შესახებ გაცხადებული იყო, როგორც სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ გაყალბებულ ხელშეკრულებას დააფუძნა გადაწყვეტილება, რაც უსწოროა.

 

4.4. აპელანტის მითითებით, შპს "ს---ს", მოპასუხე ი------ ა-–---------თან 2017 წლის 20 მაისს არანაირი ხელშეკრულება, მათ შორის სესხის ხელშეკრულება 23 000 აშშ დოლარზე არ გაუფორმებია. სარჩელზე დართული ხელშეკრულებაც არის გაყალბებული და მასზე შპს "ს---ს" ხელმძღვანელის – ს--- უ--–--ს ხელმოწერა არ არის შესრულებული. მართალია, აღნიშნული სესხის ხელშეკრულებაზეც დასმულია შპს "ს---ს" შტამპი, მაგრამ ვის მიერ, როდის და რა მიზნით არის იგი დასმული ამ ხელშეკრულებაზე - უცნობია. შესაბამისად, არც აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს "ს---სა" და ი------ ა-–---------ს შორის სასესხო–სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.

 

4.5. არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულებები ხელმოწერილია შპს „ს---ს“ დირექტორის ს--- უ--–--ს მამის - ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ. შპს „ს---ს“ სახელით შედგენილი სესხის ხელშეკრულებები ხელმოწერილი არ არის არც შპს „ს---ს“ დირექტორის ს--- უ--–--ს და არც მისი მამის ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ. ასევე არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე ი------ ა-–---------თან სასესხო ურთიერთობისას ა-–- ჯ-- უ--–-- წარმოადგენდა შპს "ს---ს" და რომ ი------ ა-–---------ისგან სესხი მიიღო ა-–- ჯ-- უ--–--მ არა როგორც ფიზიკურმა პირმა, არამედ როგორც შპს "ს---ს" უფლებამოსილმა წარმომადგენლმა. ასევე არასწორია დასკვნა, რომ სესხის თანხა მოხმარდა შპს „ს---ს“ ინტერესებს, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

4.6. სარჩელის განმხილველი სასამართლო, აღნიშნულ გარემოებებსა და სხვადასხვა მცდარ ფაქტებზე მითითებით ჩამოყალიბებული შინაგანი რწმენის საფუძველზე ასკვნის, რომ ა-–----- უ--–--ს ნამდვილად აქვს ი------ ა-–---------ისგან აღებული სესხი 23 000 აშშ დოლარის ოდენობით და რომ იგი თანხის მიღებისას წარმოადგენდა შპს "ს---ს". საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა უსწოროა, ვინაიდან იგი დაფუძნებულია არარსებულ, გაყალბებულ, მცდარ გარემოებებზე დაფუძნებულ სასამართლოს შინაგან რწმენაზე და არა საქმეში წარმოდგენილ დასაშვებ მტკიცებულებებზე.

 

4.7. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი------ ა-–---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

5. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

5.1. მოწინააღმდეგე მხარემ - ი------ ა-–---------ის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა სწორად. ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვეტოს იგი.

 

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

 

6.4. პალატა განმარტავს, შპს „ს---ს“ მიერ აღძრული სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

6.4.1. შპს ,,ს---“ სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 13 ივნისს. მისი დამფუძნებელი და დირექტორია ს--- უ--–--. ს--- უ--–-- არის ა-–- ჯ-- უ--–--ს შვილი.

 

6.4.2. მოსარჩელე ი------ ა-–---------ი, შპს „ს---ს“ მიმართ სესხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნას აფუძნებს 2017 წლის 5 აპრილისა და 2017 წლის 20 მაისით დათარიღებულ სესხის ხელშეკრულებებზე.

 

6.4.3. საქმეში ასლის სახით წარმოდგენილი 2017 წლის 05 აპრილის სესხის ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებლად მითითებულია ი------ ა-–---------ი, ხოლო მსესხებლად - შპს „ს---“. სესხის თანხა განსაზღვრულია 20000 აშშ დოლარით, თვეში 10%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ვადა განსაზღვრულია 6 თვით. (ტომი 4; ს.ფ. 18-19)

 

6.4.4. 2017 წლის 20 მაისის სესხის ხელშეკრულების (ასლის) თანახმად, გამსესხებელი ი------ ა-–---------ია, ხოლო მსესხებელი - შპს „ს---“. სესხის თანხა განსაზღვრულია 23000 აშშ დოლარით, თვეში 10%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, სესხის ვადა განსაზღვრულია 6 თვით. (ტომი4; ს.ფ.31-32) მოსარჩელის განმარტებით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა - 23 000 აშშ დოლარი, მოიცავს 2017 წლის 5 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის თანხას.

 

6.4.5. 2017 წლის 5 აპრილითა და 2017 წლის 20 მაისით დათარიღებული სესხის ხელშეკრულებები დამოწმებულია შპს „ს---ს“ ბეჭდით და ხელმოწერილია შპს „ს---ს“ დირექტორის - ს--- უ--–--ს სახელით, თუმცა მხარეთა განმარტებებით დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებები რეალურად არ არის ხელმოწერილი შპს „ს---ს“ დირექტორის - ს--- უ--–--ს მიერ.

 

6.4.6. მოსარჩელის (იგივე მოწინააღმდეგე მხარის) მტკიცებით, ხელშეკრულებები შპს „ს---ს“ სახელით ხელმოწერილი და საწარმოს ბეჭდით დამოწმებულია ა-–- ჯ-- უ--–--ს (კომპანიის დირექტორის ს--- უ--–--ს მამის) მიერ, რომელსაც შპს „ს---ს“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, გააჩნდა შპს „ს---ს“ სახელით გარიგებების (მათ შორის სესხის ხელშეკრულების) დადების უფლებამოსილება. ამ გარემოებას კატეგორიულად უარყოფს მოპასუხე შპს „ს---“.

 

6.4.7. ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ სესხის ხელშეკრულებების ხელმოწერის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმეში ასევე არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა-–- ჯ-- უ--–--ს უფლებამოსილებას დაედო გარიგებები (მათ შორის მიეღო სესხი) შპს „ს---ს“ სახელით.

 

6.4.8. სესხის ხელშეკრულებები, მოსარჩელე ი------ ა-–---------ის მიერ, წარმოდგენილია ასლის სახით. მოსარჩელემ ხელშეკრულებების დედნის სახით წარმოდგენა ვერ უზრუნველყო და ვერც მისი წარმოუდგენლობის განმაპირობებელ ობიექტურ გარემოებებზე (მიზეზებზე) მიუთითა.

 

6.4.9. შპს „ს---ს“ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა - 23 000 აშშ დოლარი, არ მიუღია. შპს „ს---ს“ ინტერესების სასარგებლოდ სესხის თანხის გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

6.5. პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

 

6.6. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

6.7. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“.

 

6.8. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

6.9. პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მტკიცების ტვირთი, გამსესხებელს (განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს) ეკისრებოდა, თუმცა, მან ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მხარეთა შორის სესხის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ გარემოების დადასტურება, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

 

6.10. მხარეთა შორის სესხის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა სესხის ხელშეკრულებები ასლის სახით. მოსარჩელემ, სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ შეძლო ხელშეკრულებების დედნის სახით წარმოდგენა, ამავდროულად ვერ მიუთითა დოკუმენტების დედნის სახით წარმოუდგენლობის რაიმე ობიექტურ გარემოებებზე/მიზეზებზე, რასაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევდა.

 

6.11. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლზე, რომლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა შეუძლებელია გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

6.12. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ კანონმდებელი იმპერატიულად არ მოითხოვს დოკუმენტის მხოლოდ დედნის სახით წარმოდგენას, არამედ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წერილობითი დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების უფლებამოსილებას. ასლის სახით წარმოდგენილი დოკუმენტისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება სასამართლოს შეფასების საგანია, რაც უნდა განხორციელდეს ყველა გარემოების ობიექტური შეფასების, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში.

 

6.13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა რომ “მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი საპროცესო შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).

 

6.14. პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა მოპასუხე მხარე (შპს „ს---“) არ ადასტურებს და საქალაქო სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან სადავოდ ხდიდა მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს, ასევე, არ ადასტურებდა შპს „ს---ს“ დირექტორის ს--- უ--–--სა და მისი მამის ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ ხელშეკრულებების ხელმოწერის ფაქტს და მიუთითებდა წარმოდგენილ დოკუმენტებზე ამ პირთა ხელმოწერების გაყალბების თაობაზე, ასევე, იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ ვერ მიუთითა წერილობითი დოკუმენტების დედნის სახით წარმოუდგენლობის რაიმე ობიექტურ გარემოებებზე/მიზეზებზე, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის რეალიზაციის პირობებში, ასლის სახით წარმოდგენილი დოკუმენტებისათვის (სესხის ხელშეკრულებებისათვის), მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დაუშვებელია.

 

6.15. აქვე ნიშანდობლივია, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელე მხარემ ნაწილობრივ დაადასტურა მოპასუხე მხარის პოზიცია ხელმოწერებთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ 2017 წლის 5 აპრილის ხელშეკრულება, შპს „ს---ს“ დირექტორის სახელით, ნამდვილად არ არის ხელმოწერილი ს--- უ--–--ს ან ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ, არამედ ის ხელმოწერილია მოქ. ლ------ ქ------ის მიერ, შპს „ს---ს“ დირექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. (ამ გარემოების შესახებ მოსარჩელე მიუთითებდა 19.11.2018 წლის დაზუსტებულ სარჩელშიც (ტომი4; ს.ფ.4). მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამგვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული ლ------ ქ------ის მიმართ), საქმეში არ აღმოჩნდა, მოსარჩელე მხარემ პოზიცია შეცვალა და მიუთითა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, 20.05.2017 წლის ხელშეკრულების მსგავსად ეკუთვნოდა ა-–- ჯ-- უ--–--ს. ეს გარემოებაც, სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლოს არწმუნებს, რომ ასლის სახით წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებისათვის - სესხის ხელშეკრულებებისათვის, სსსკ-ის 135-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იურიდიული ძალის (მტკიცებულებითი მნიშვნელობის) მინიჭება დაუშვებელია. პალატა მიიჩნევს, რომ საწინააღმდეგო დასკვნა ხელყოფს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ ასლის სახით წარმოდგენილი დოკუმენტებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს ერთმევა უფლება განახორციელოს სათანადო, სამართლიანი შედავება, მოიპოვოს საწინააღმდეგო მტკიცებულებები. (მაგ. შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ხელმოწერის ნამდვილობის უარსაყოფად).

 

6.16. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასლის სახით წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების შემთხვევაშიც, არ დასტურდება სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შპს „ს---ს“ ვალდებულების წარმოშობის წინაპირობებიც, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის გარიგებაში საზოგადოების სახელით ა-–- ჯ-- უ--–--ს მონაწილეობის უფლებამოსილების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ასევე წარმოდგენილი არ არის საზოგადოების მიერ სესხის თანხის მიღების ან/და სესხის თანხის კომპანიის მიზნებისათვის/საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

6.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ან წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის მიხედვით, შპს-ში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 9.2 მუხლის მიხედვით კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამდენად, სამეწარმეო სუბიექტის მონაწილეობით დადებული გარიგებების დროს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კანონის საფუძველზე გააჩნიათ დირექტორებს. („მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი).

 

6.18. უდავოა, რომ სესხის ხელშეკრულება შპს „ს---ს“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი არ არის. მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი - ა-–- ჯ-- უ--–--, აღჭურვილი იყო უფლებით შპს „ს---ს“ სახელით დაედო გარიგებები, არ ადასტურებს მოპასუხე მხარე. მართალია, მხარის ახსნა-განმარტება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულების ერთერთი სახეა, მაგრამ ამავე კოდექსის 102.3. მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვა-–-სწინებული წესით სათანადო მტკიცებულება (მაგ, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა), რაც დაადასტურებდა ა-–- ჯ-- უ--–--ს უფლებამოსილებას ს---ს სახელით გარიგების დადების თვალსაზრისით, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მოწმის -ზ----- ი--------ის ჩვენება, რომ შპს „ს---ს“ საქმიანობას ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ა-–----- უ--–-- და ის ფლობდა კომპანიის ბეჭედს, არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას საზოგადოების წარმომადგენლობის ფაქტის დასადასტურებლად.

 

6.19. საწარმოს მონაწილეობას სესხის გარიგებაში არ ადასტურებს სადავო ხელშეკრულების საზოგადოების ბეჭდით დამოწმების ფაქტიც. პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილსა (საწარმოს რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში (ნიმუშები)) და საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, კანონმდებელი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და არა ბეჭედს (შდრ. სუსგ #ას-952-910-2013, 27.01.14 წ.). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხელწერილზე დასმული ბეჭედი ვერ ჩაითვლება ამ ხელწერილში საზოგადოების სახელით ნების გამოვლენის დამადასტურებელ უდავო გარემოებად.

 

6.20. მოცემული დავის გადაწყვეტისას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას პალატა ანიჭებს იმ გარემოებას, რომ არ დასტრურდება შპს „ს---ს“ მიერ სესხის მიღების და მისი საწარმოს მიზნებისა და ინტერესებისათვის გამოყენების ფაქტი. ამ მხრივ რაიმე მტმკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რომ გამსესხებელს ეკისრებოდა ხელშეკრულების დადებისა და სესხის თანხის მსესხებლისათვის გადაცემის მტკიცების ტვირთი, თუმცა, მან ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სესხის თანხის შპს „ს---სათვის“ გადაცემის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

 

6.21. პალატა, საქმეში არსებული მასალების, მათ შორის თანხის მიღების შესახებ ფიზიკური პირის ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ თურქულ ენაზე შესრულებული ხელწერილების საფუძველზე (ტომი, 4; ს. ფ. 30; 37) ბუნებრივია ვერ გამორიცხავს ი------ ა-–---------სა და ა-–- ჯ-- უ--–--ს, (ხ---------ს) როგორც ფიზიკურ პირს შორის რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობს ფაქტს, მაგრამ ამგვარი ურთიერთობა, მისი რეალურად არსებობის პირობებშიც, შპს „ს---სათვის“ სასეხო ვალდებულების დაკისრების წინაპირობას არ ქმნის. ნიშანდობლივია, რომ ა-–- ჯ-- უ--–--ს მიერ შედგენილი ხელწერილი ი------ ა-–---------ისაგან თანხის მიღების თაობაზე, არ შეიცავს რაიმე მითითებას შპს „ს---ს“ შესახებ. ამ ხელწერილში არ არის მითითება საწარმოს ვალდებულებაზე.

 

6.22. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას.

 

6.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი).

 

6.24. მოსარჩელის მოთხოვნა, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მას სურს, (სესხის თანხის დაბრუნება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რა დროსაც თანმიმდევრობით უნდა არსებობდეს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი გარემოებები: გამსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა მსესხებლისთვის საკუთრებაში და ის უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

 

6.25. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი - შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის მოვალისთვის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“. (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.; №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

 

6.26. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ანუ სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული.

 

6.27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის სამართლებრივი ურთიერთობის მაკვალიფიცირებელი არცერთი გარემოება სახეზე არ არის. სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელე ი------ ა-–---------სა და მოპასუხე შპს „ს---ს“ შორის სესხთან დაკავშირებით გარიგების არსებობისა და გარიგების საფუძველზე ი------ ა-–---------ის მიერ შპს „ს---სათვის“ საკუთრებაში თანხის გადაცემის ფაქტი, შემდეგში მისი უკან დაბრუნების პირობით. ეს გარემოება კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

6.28. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ს---ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სადავო გადაწყვეტილება შპს „ს---სთვის“, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახა-–- გადაწყვეტილება, რომლითაც ი------ ა-–---------ის სარჩელი შპს „ს---ს“ მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

7.3. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, აპელანტს შპს „ს---ს“ გადაუვადდა სააპელაციო წარმოებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის 3192 ლარის გადახდა მოცემული დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.

 

7.4. დადგენილია, რომ შპს „ს---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს ი------ ა-–---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3192 ლარის ანაზღაურება.

 

7.5. ი------ ა-–-კბეროვის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

8.2. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვა-–-სწინებით, რომ არ დაკმაყოფილდა ი------ ა-–---------ის სარჩელი შპს „ს---ს“ წინააღმდეგ, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე, უნდა გაუქმდეს მითითებულ სარჩელთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ,,ს---ს“ (ს/კ 4--------) აეკრძალოს კუთვნილი ავტომანქანების, სახელდობრ MERDEDES- BENZ A---------, სახელმწიფო ნომერი O-----. და MERDEDES-BENZ A---------, სახელმწიფო ნომერი O-----, გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, ი------ ა-–---------ის სასარგებლოდ შპს “ს---სათვის“ თანხის დაკისრების თაობაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ი------ ა-–---------ის სარჩელი შპს „ს---ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ი------ ა-–---------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. ი------ ა-–---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის - 3192 ლარის ანაზღაურება.

 

6. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ,,ს---ს“ (ს/კ 4--------) აეკრძალა კუთვნილი ავტომანქანების, სახელდობრ MERDEDES- BENZ A---------, სახელმწიფო ნომერი O-----. და MERDEDES-BENZ A---------, სახელმწიფო ნომერი O-----, გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ინდირა მაშანეიშვილი

 

მოსამართლეები ირმა პერანიძე

 

თეიმურაზ სიხარულიძე