განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-50-2020 წელი
№050100119002820857
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
17 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართ-ლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე პ----- ჟ----–---–---ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
პ----- ჟ----–---–---ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ლ----------------------------–-------ში, მსჯავრდებულია ოზურგე-თის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენო-ბით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
aRwerilobiTi nawili:
პ----- ჟ----–---–---ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ადამიანის დევნისათვის მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლ----------------–----–-----------------–-------ში „ი-----------–----ის ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში“ წევრები მ--–---- ი------–---–ი და ამ უკანასკნელის მეუღლე ი--- ი------–---–ი ეწეოდნენ რელი-გიურ მოღვაწეობას და ი------- რელიგიური მრწამსის შესახებ ესაუბრებოდნენ პ----- ჟ-----–---–---ს მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. აღნიშნულზე განაწყენდა პ----- ჟ----–----–---ი, რომელმაც მ--–---- ი------–---–ის და ი--- ი------–---–ის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით განახორციელა დევნა მათ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავში-რებით, კერძოდ, საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა სანადირო თოფი და მუქარით, რომ რელიგიურ მოღვაწეობის მიზნით აღარ დაენახა ისინი მასთან მისული, გაისროლა მათი მიმართულებით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა მ------ ნ--------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს პ----- ჟ----–---–---ის მიმართ საპატიმრო სასჯელის შეფარდებას, რასაც ასაბუთებს იმ მო-ტივირებით, რომ სასამართლომ სწორად არ შეაფასა პ----- ჟ----–---–---ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, რომ მან ჩაიდინა ადამიანთა დევნა მათ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ამასთან ძალადობით, კერძოდ, მ--–---- და ი--- ი------–---–ების მიმართულებით სანადირო თოფიდან გასროლით, რაც მომეტე-ბულ საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თანაც ორივე მათგანს იარა-ღის დემონსტრირებით მიმართავდა მუქარით, რომ მეორედ აღარ მისულიყვნენ. აღნიშნუ-ლი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება ხაზს უსვამს მის პიროვნებას, რომ მოძა-ლადეა. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ მსჯავრდებულს არც კი მოუნანიებია მის მი-ერ ჩადენილი დანაშაული, მის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ შეამცირებს მსჯავრდე-ბულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ პ----- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლე-ლი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ პ----- ჟ----–---–---ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნა-წილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ პ----- ჟ----–---–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვ-რულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცი-ლება და დამნაშავის რესოციალიზაცია და პ----- ჟ----–---–---ის მიერ ჩადენილი დანაშაუ-ლის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწი-ნებით სასჯელად დაუნიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ პ----- ჟ----–---–---ის მიმართ შეფარდე-ბული სასჯელი სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი პ----- ჟ----–---–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
პ----- ჟ----–---–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
პ----- ჟ----–---–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდეს მსჯავრდებულ პ----- ჟ----–---–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ლ----------------–----–----------------–-------ში მდებარე, პ----- ჟ----–---–---ის (პ/ნ 2----------) კუთვნილი ქონების (სა-სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 3600.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი – 2-----------) 3000 (სამი ათასი) ლარის წილზე დადებული ყადა-ღა და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება – 16 კალიბრიანი T----- მოდელის №----- ორლულიანი თოფი, დაუბ-რუნდეს მსჯავრდებულ პ----- ჟ----–---–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ.
ნივთმტკიცება – 12 კალიბრიანი „M-------“ მოდელის №--------- ორლულიანი თოფი, 5 ცალი 12 კალიბრის ვაზნა, 1 ცალი 12 კალიბრის მასრა და ვაზნების მოსათავსებელი ბუდე უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – მსჯავრდებულ პ----- ჟ----–---–---ის შარვალი და ქურთუკი დაუბრუნდეს მსჯავრდებულ პ----- ჟ----–---–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – მსჯავრდებულ პ----- ჟ----–---–---ისაგან ამოღებული ხელის ანაწმენდის ნიმუშები დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებუ-ლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili