განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2020
საქმის ნომერი
330310019002844514
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002844514

საქმე №3ბ/2910-1

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - პ----ა მალ---ა

წარმომადგენელი - თ-------–----–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი

წარმომადგენელი - მი----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ცი----------–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

 

მესამე პირი - ას---- მალ---ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით პ----ა მალ---ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

პ----ა მალ---ას (დაბადების თარიღი - 23.06.1980 წელი) აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი (ს.ფ. 19);

 

პ----ა მალ---ა წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირს (ს.ფ. 20);

 

,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის.

 

განკარგულების თანახმად, უძრავი ქონება (მდებარე: ქ. თბილისი, ვეზიროვის ქ. N6, მე-3 სართული, 44 კვ.მ, 5 ოთახი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად გადაეცათ ას---- მალ---ას, სო------ მალ---ას, პ----ა მალ---ას და რუ--–-- მალ---ას.

 

ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

 

განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე არ გადადიოდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

 

განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (ს.ფ. 43-45);

 

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 11 მარტს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ას---- მალ---ას (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ას---- მალ---ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვეზიროვის N6, მე-3 სართული, 44 კვ.მ, 5 ოთახი.

 

დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ას---- მალ---ამ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო სო------ მალ---ა, პ----ა მალ---ა, რუ--–-- მალ---ა საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.

 

დასახელებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობენ ან არ ფლობენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.

 

დასახელებული ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა ას---- მალ---ას ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ იგი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ სათანადო საცხოვრებელი პირობებით.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების, გარდა ამ ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით (ს.ფ.14-15);

 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ვეზიროვი, N6 (ნაკვ.06/024) დაზუსტებული ფართობი: 1323 კვ.მ, (ს.კ. 01.18.04.006.024.01.024) საკუთრების უფლებით 2009 წლის 11 მარტიდან აღრიცხულია ას----ი მალ---ას სახელზე (ს.ფ. 16-17);

 

2017 წლის 30 აგვისტოს პ----ა მალ---ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება (ს.ფ. 82);

 

2018 წლის 26 ნოემბერს პ----ა მალ---ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ფართით დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული უარის განმარტება (ს.ფ. 80);

 

2018 წლის 26 დეკემბერს, 2018 წლის 26 ნოემბრის N128987 განცხადების პასუხად პ----ა მალ---ას ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მის ოჯახს, გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი მისამართზე ქ. თბილისი, ვეზიროვის ქ. N6 (კავკასია). ამავე წერილით პ----ა მალ---ას განემარტა, რომ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით განხილოს მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი (ს.ფ. 18);

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.04.2019 წლის N04-7368 წერილის პასუხად ეცნობა: დღეის მდგომარეობით პ----ა მალ---ას ოჯახი რეგისტრირებულია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” (საიდენტიფიკაციო კოდი: 010510414803, მისამართი: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რ-ნი, ვეზიროვის; N6, მე-3 სართ. ბინა N 24). ოჯახს, 2017 წლის 6 თებერვლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შე---გად, მინიჭებული აქვს 1000 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში შესულია 2017 წლის 4 ოქტომბრიდან. ოჯახის წევრთა შემადგენლობა: მალ---ა პ----ა - პ/ნ 62--------1, მი---ა ი--- - პ/ნ 01--------3, მალ---ა ლა-----ე- პ/ნ 0---------1 მალ---ა მ---- - პ/ნ 017-------2 სადავო პერიოდში:

 

1. პ----ა მალ---ას ოჯახი რეგისტრირებული იყო ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” (საიდენტიფიკაციო კოდი: 010510400599, მისამართი: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რ-ნი, ვეზიროვის; ქ. N6; მე-3 სართ. ბინა N33). ოჯახს, 2007 წლის 8 მაისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შე---გად, მინიჭებული ჰქონდა 54420 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში შესული იყო 2007 წლის 8 მაისიდან. ოჯახის წევრთა შემადგენლობა: მალ---ა მ----- - პ/ნ 62--------5 მალ---ა ას---- - პ/ნ 62--------2 მალ---ა პ----ა - პ/ნ 62--------1 მალ---ა სო------ - პ/ნ 62--------0 მალ---ა რუ--–-- - პ/ნ 62--------7 ცქ-------------–---ე - დაბ. მოწმ. 222204.

 

2. აღნიშნულ საიდენტიფიკაციო კოდზე (მისამართი: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რ-ნი, ვეზიროვის; N6, მე-3 სართ. ბინა N 24). ოჯახს, 2009 წლის 1 აპრილის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შე---გად, მინიჭებული ჰქონდა 124560, სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში შესული იყო 2009 წლის 1 აპრილიდან. ოჯახის წევრთა შემადგენლობა: მალ---ა ას---- - პ/ნ 62--------2 მალ---ა პ----ა - პ/ნ 62--------1 მალ---ა სო------ - პ/ნ 62--------0 მალ---ა ნიკა - პ/ნ 62003013345, მალ---ა რუ--–-- - პ/ნ 62--------7, პ---–---–---------- - პ/ნ 22--------2, პა--–---–------------–- - დაბ. მოწ. 008867, მალ---ა მე---ა - პ/ნ 62--------4, პ---–---–---------- - დაბ. მოწმ. 646595, აღნიშნულ საიდენტიფიკაციო კოდზე, ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია შეუწყდა 2011 წლის 2 თებერვალს. 3. პ----ა მალ---ას ოჯახი რეგისტრირებული იყო ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” (საიდენტიფიკაციო კოდი: 010510409831, მისამართი: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რ-ნი, ვეზიროვის; ქ. N6, ბინა N24). ოჯახს, 2011 წლის 7 მარტის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შე---გად, მინიჭებული ჰქონდა 91350 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში შესული იყო 2011 წლის 6 აპრილიდან. ოჯახის წევრთა შემადგენლობა: მალ---ა პ----ა - პ/ნ 62--------1, მალ---ა რუ--–-- - პ/ნ 62--------7, პა--–---–------------–- - პ/ნ 62--------7, მალ---ა მე---ა - პ/ნ 629-------4, პ---–---–---------- - პ/ნ 62902014980, პ---–---–----ა - პ/ნ 61-------0) - დაემატა ოჯახს 02.04.2012 წელს. აღნიშნულ საიდენტიფიკაციო კოდზე, ოჯახს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრაცია შეუწყდა 2012 წლის 9 ივნისს (ს.ფ. 86-87);

 

საქმეში დაცულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტები, რომლის მიხედვითაც პ----ა მალ---ას დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ვეზიროვის N6 (კავკასია), რომელიც სახელმწიფომ გადასცა ას---- მალ---ას გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში (ს.ფ. 97-99);

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების თანახმად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ვეზიროვის ქ. N6, მე-3 სართული, 44 კვ.მ, 5 ოთახი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ას---- მალ---ას, სო------ მალ---ას, პ----ა მალ---ას და რუ--–-- მალ---ას.

 

დადგენილია ასევე, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 11 მარტს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ას---- მალ---ას (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ას---- მალ---ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვეზიროვის N6, მე-3 სართული, 44 კვ.მ, 5 ოთახი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმე---ბის შესრულების ან მოქმე---ბისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა, მოსარჩელე სადავოდ ხდის და მის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულება ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” პ----ა მალ---ას ნაწილში და ასევე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ას---- მალ---ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვეზიროვის N6, მე-3 სართული, 44 კვ.მ. ამასთან, როგორც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულება დადებულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობის საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შე---გები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

„ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს.“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმე №2ბ/5464-13).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა. თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა და-----ალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შე---გად დადგენილად მიაჩნია, რომ პ----ა მალ---ამ 2009 წლის 11 მარტს (სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას) უკვე იცოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსარჩელის სხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. რაც შეეხება მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების შინაარსი და ასევე, უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ არ არის საკმარისი სადავო აქტისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია იძულებით გადაადგილებული პირის - მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრის - ას---- მალ---ას ანკეტები, სადაც საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ვეზიროვის ქ. N6. აღნიშნული, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პ----ა მალ---ამ მისი იცოდა ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების საფუძველზე იქნა დადებული.

 

შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან მოსარჩელისათვის ხელშესახები გახდა მისი უფლებების შესაძლო ხელყოფის ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქმნის ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დადების მომენტიდან, საიდანაც სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი, რამეთუ პ----ა მალ---ას მიერ სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების ბათილად ცნობის (პ----ა მალ---ას ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ას---- მალ---ას შორის 2009 წლის 11 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით სასამართლოში წარმოდგენილია 2019 წლის 11 თებერვალს - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, ამავე დროს არ არსებობს სასარჩელო ხანდაზმულობის შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----ა მალ---ას სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა (პ----ა მალ---ას ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ას---- მალ---ას შორის 2009 წლის 11 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

პ----ა მალ---ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, მან 2018 წლის 26 ნოემბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტოს განცხადებით ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში“ საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ. აპელანტის მითითებით, სააგენტომ 2018 წლის 26 დეკემბრის N04/69677 წერილით აცნობა (წერილი ჩამბარდა 11.01.2019 წ.), რომ ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში“ იგი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულია სახელმწიფოსგან, ვინაიდან საკუთრებაში გადაცემული აქვს საცხოვრებელი ფართი მისამართზე: ქ. თბილისი, ვეზიროვის ქ. N6 (კავკასია), რის გამოც აპელანტის არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს საცხოვრებლით უზრუნველყოფა. აპელანტის მითითებით, მისთვის აღნიშნული ინფორმაცია უცნობი იყო, რის გამოც საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების საფუძველზე ას---- მალ---ასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2009 წლის 11 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად ას---- მალ---ა ვალდებულია უზრუნველყოს აპელანტი საცხოვრებლით მისთვის გადაცემულ ქონებაში.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მისთვის უცნობი იყო 2009 წლის 11 მარტის ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულებაში მითითებული პირობა არღვევს მის უფლებებს, ვინაიდან მას სახელმწიფოსგან არ მიუღია საცხოვრებელი ფართი და იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ ხელშეკრულებაში რაიმე სახით მის დაკმაყოფილებაზე იქნებოდა საუბარი. აპელანტის მითითებით, მას არ განუცხადებია თანხმობა, რომ ას---- მალ---ას უზრუნველეყო იგი საცხოვრებლით. რაც შეეხება ას---- მალ---ას, მან როცა ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ იქ მსგავსი რამ ეწერა, მას როგორც მიუთითეს, მოაწერა ხელი ხელშეკრულებაზე, ხოლო ხელშეკრულება მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი იყო, რომელიც ჩაბარდა საჯარო რეესტრს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი; თავის მხრივ, აპელანტმა ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი წონადი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

გასახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ვეზიროვის ქ. N6, მე-3 სართული, 44 კვ.მ, 5 ოთახი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ას---- მალ---ას, სო------ მალ---ას, პ----ა მალ---ას და რუ--–-- მალ---ას.

 

ასევე დადგენილია, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 11 მარტს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ას---- მალ---ას (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ას---- მალ---ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვეზიროვის N6, მე-3 სართული, 44 კვ.მ, 5 ოთახი.

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების საფუძველზე მართებულად მიიჩნევს ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის უარყოფას და თვლის, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის შემოწმების პროცესში სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორ გამოყენებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმე---ბს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პრეზიდენტისათვის მინიჭებული უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესში გამოიყენოს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმა. სადავო არ არის ასევე მოსარჩელეზე გასხვისებული ქონების სახელმწიფო საკუთრების ფაქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება არ საჭიროებს შემოწმებას ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე დადებული ნებისმიერი გარიგება ექვემდებარება ხანდაზმულობას. ხანდაზმულობის ვადები ატარებს იმპერატიულ ხასიათს და განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე-146-ე მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22.2 მუხლის საფუძველზე პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

 

რამდენადაც სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს ხანდაზმულობის საერთო და სპეციალურ ვადებს, სააპელაციო სასამართლო, მოცემული ურთიერთობის მიმართ მართებულად მიიჩნევს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენებას და თვლის, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლას კანონმდებელი უკავშირებს შესაბამის სამართლებრივ შე---გს, პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტის დადგენას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყების მომენტად მიიჩნევს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მუხლის დანაწესი იმთავითვე გამორიცხავს აპელანტის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაუკავშირდეს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 26 დეკემბრის N04/69677 წერილის მიღების თარიღს, ვინაიდან აპელანტისათვის მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ ცნობილი გახდა სწორედ აღნიშნული წერილის გაცნობის შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----ა მალ---ამ 2009 წლის 11 მარტს (სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას) უკვე იცოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ. აღნიშნულს მოწმობის ისიც, რომ ეს უკანასკნელი 1996 წლიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს ხსენებულ მისამართზე და ამავე მისამართზეა ს რეგისტრირებული მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება აპელანტის სხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. რაც შეეხება აპელანტის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების შინაარსი და ასევე, უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ არ არის საკმარისი სადავო აქტისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტისა და მათთვის სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართების გადაცემის თაობაზე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმე---ბანი საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენდა, განსაკუთრებით იმ პირთათვის ვინც იყო დაინტერესებული და წარმოადგენდა ხსენებული გეგმის პოტენციურ ბენეფიციარს. შესაბამისად, ნაკლებ დამაჯერებელია აპელანტის განმარტებანი ამ ფაქტის არცოდნის კონტექსტში, რამეთუ იმ დროს ზემოხსენებული სტრატეგიის განხორციელების შესახებ მას შეეძლო შეეტყო მასმედიის საშუალებით, რომელიც აქტიურად აშუქებდა მას, მისი დედისგან, რომელსაც უშუალოდ გადეცა ქონება, იმავე შენობის მობინადრეებისგან, რომლებიც ასევე დაკმაყოფილდნენ ფართებით, ან/და მისსავე მდგომარეობაში მყოფი სხვა დევნილებისაგან. ასევე, შეეძლო ინტერნეტის საშუალებით საჯარო რეესტღის ვებგვერდზე გადაემოწმებინა სადავო ფართთან დაკავშირებული გარიგებისა და მისი მესაკუთრის შესახებ. აგრეთვე, საქმეში დაცულია იძულებით გადაადგილებული პირის - აპელანტის და მისი ოჯახის წევრის - ას---- მალ---ას ანკეტები, სადაც საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვთ ქ. თბილისი, ვეზიროვის ქ. N6. აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პ----ა მალ---ამ იცოდა ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების საფუძველზე იქნა დადებული.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან მოსარჩელისათვის ხელშესახები გახდა მისი უფლებების შესაძლო ხელყოფის ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქმნის ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დადების მომენტიდან, საიდანაც სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი, ხოლო პ----ა მალ---ას მიერ სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების ბათილად ცნობის (პ----ა მალ---ას ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ას---- მალ---ას შორის 2009 წლის 11 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში წარმოდგენილია 2019 წლის 11 თებერვალს - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, ამავე დროს არ არსებობს სასარჩელო ხანდაზმულობის შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, განსახილველი შემთხვევა ვერ მოექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი რეგულაციაში, რა დროსაც ხანდაზმულობის საერთო ვადა სეადგენს 10 წელს, რამეთუ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენდა ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას, რომლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო ვალდებულ პირს ეძლევა უფლება უარი თქვას მოქმე---ბის შესრულებაზე; ხანდაზმულობის ვადის არსებობა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს აიძულებთ დროულად მიმართონ დარღვეული უფლებების აღდგენის საშუალებებს.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რამდენადაც წინამდებარე შემთხვევაში უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გაშვების ფაქტი, სააპელაციო საჩივრის მოტივი - სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის ზემოაღნიშნული საფუძვლით უარყოფის კანონშეუსაბამობის თაობაზე - სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება და ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----ა მალ---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი