განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002921022
საქმე №3ბ/2673-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–---
მიწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-------–---–---–---–-
წარმომადგენელი - ნა------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ-------–---–---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N01-828/ო ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ-------–---–---–---–-ს ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით;
3.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მოსარჩელე - ნ-------–---–---–---–-, მისი შვილები - მა----- მა-------, დავით მა------- და გი------ მა------- არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ნ-------–---–---–---–-ს, მა----- მა------ის, დავით მა------ისა და გი------ მა------ის მუდმივ საცხოვრებელს ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა: ცხინვალი, 8 ივნისის ქ. N93. ნ-------–---–---–---–-სა და მისი შვილების - მა----- მა------ის, დავით მა------ისა და გი------ მა------ის დროებითი საცხოვრებელია ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) შიდა ქართლი, გორი, ი. სუხიშვილის ქ. N63 (იხ.ს.ფ. 95-98).
2017 წლის 10 თებერვალს ნინო მე–---–---–---–მა N710 განცხადებით (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - თე-------ზ მა------- და შვილები: მა----- მა-------, დავით მა------- და გი------ მა-------. განცხადებით ნინო მე–---–---–---–მა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ნინო მე–---–---–---–მა შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, ნ-------–---–---–---–-ს ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: ქალაქი გორი, რაზმაძის ქ. N57, განსახლების ქალაქად ირჩევს გორს. მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - თე-------ზ მა------- და შვილები: მა----- მა-------, დავით მა------- და გი------ მა------- (იხ.ს.ფ.75-79);
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2017 წლის 26 ივნისს ნ-------–---–---–---–-ს ოჯახის მდგომარეობა წინასწარ შეფასდა 5,5 ქულით, კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი - დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა; დევნილი ოჯახის არასრულწლოვანი 3 წევრი - 2 ქულა; მძიმე საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა(იხ.ს.ფ.73-74).
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2017 წლის 12 სექტემბერს შემოწმდა ნ-------–---–---–---–-ს საცხოვრებელი პირობები მისამართზე, ქ. გორი, ი. სუხიშვილის ქ. N63, კორპ. 2, სართ. 1, ბინა 2. განმცხადებელი მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა 1991 წლიდან 2005 წლამდე, ხოლო შემდეგ გადავიდა მეუღლესთან ქ. გორში, რაზმაძის ქუჩა N57-ში, თუმცა პერიოდულად იმყოფება მონიტორინგის მისამართზე. მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - თე-------ზ მა------- და შვილები: მა----- მა-------, დავით მა------- და გი------ მა-------. მეუღლე არის არადევნილი. ოჯახის შემოსავლის წყაროა: განმცხადებლის შემოსავალი - სუპერმარკეტი ,,მაგნიტი“ - 350 ლარი, განმცხადებლის და მისი შვილების დევნილობის თანხა - 45 ლარი (თითოეულის შემთხვევაში 45 ლარი). მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა განმცხადებელი მეუღლესთან, შვილებთან, დედასთან და დისშვილთან ერთად. ოჯახის საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით გადაღებული იქნა ფოტომასალა.
მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, განმცხადებლის ოჯახი სკოლის პერიოდში ცხოვრობს ქ. გორში რაზმაძის ქუჩა N57-ში, მისივე დედამთილის - მზ-- მა------ის სახელზე რეგისტრირებულ სახლში, ხოლო პერიოდულად ოჯახი იმყოფება მონიტორინგის მისამართზე. განმცხადებლის შვილები იმყოფებიან სუხიშვილის ქუჩა N63-ში, ვინაიდან განმცხადებელი სამსახურში ყოფნის დროს შვილებს დედასთან ტოვებს (იხ.ს.ფ. 85-87).
დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმის თანახმად, 2017 წლის 16 ოქტომბერს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე გორი, რაზმაძის N57. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა განმცხადებელი - ნ-------–---–---–---–-, მისი მეუღლე - თე-------ზ მა------- და მათი სამი არასრულწლოვანი შვილი. სახლი ეკუთვნის დედამთილს - მზ-- მა-------ს, რომელიც ცხოვრობს გორში, სულხან-საბას N24. სახლი რეგისტრირებულია მამამთილის - ჯე---– მა------ის სახელზე (იხ.ს.ფ.88).
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2018 წლის 16 აპრილს, შემოწმდა ნ-------–---–---–---–-ს საცხოვრებელი პირობები მისამართზე, ქ. გორი, რაზმაძის ქუჩა N57. განმცხადებელი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2005 წლიდან, ქირის გარეშე (მეუღლის მშობლების სახლი). მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - თე-------ზ მა------- და შვილები: მა----- მა-------, დავით მა------- და გი------ მა-------. მეუღლე არის არადევნილი. ოჯახის შემოსავლის წყაროა: განმცხადებლის და მისი შვილების დევნილის შემწეობა (თითოეულის შემთხვევაში 45 ლარის ოდენობით). ოჯახი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს დროებით, საცხოვრებელი სახლის ამჟამინდელი მესაკუთრეა მა---- ბა---------–---–ი (ფინანსური პრობლემების გამო დედამთილმა - მზ-- მა-------მ 2018 წლის 9 მარტს სახლი გაასხვისა). ოჯახის სახელზე უძრავი ან მოძრავი ქონება არ ფიქსირდება (იხ.ს.ფ. 80-84).
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განმცხადებლის ოჯახი არ ფიქსირდება (იხ.ს.ფ. 89).
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, რაზმაძის ქუჩა N57 (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 303 კვ.მ., შენობა N1 საცხოვრებელი ფართით 81.6 კვ.მ.) იყო მზ-- მა------ის საკუთრებაში.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, რაზმაძის ქუჩა N57 (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართი 303 კვ.მ., შენობა N1 საცხოვრებელი ფართით 81.6 კვ.მ.) 2018 წლის 9 მარტიდან დარეგისტრირდა მა---- ბა---------–---–ის საკუთრების უფლებით (იხ.ს.ფ. 113-114);
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 25 ივნისს განხილულ იქნა ნ-------–---–---–---–-ს განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (25.06.2018წ., ოქმი N26) ნინო მე–---–---–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (ცხოვრობს არადევნილი მეუღლის - თე-------ზ მა------ის დედის სახლში).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N01-828/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N26) ქ. გორში, გ. ანწუხელიძის ქუჩა N1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ნ-------–---–---–---–-ს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (იხ.ს.ფ. 90-94);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს ნინო მე–---–---–---–მა N710 განცხადებით (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - თე-------ზ მა------- (არადევნილი) და შვილები - მა----- მა-------, დავით მა------- და გი------ მა------- და ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ნინო მე–---–---–---–მა შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, მისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: ქალაქი გორი, რაზმაძის ქუჩა N57, განსახლების ქალაქად ირჩევს გორს. მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - თე-------ზ მა------- და შვილები - მა----- მა-------, დავით მა------- და გი------ მა-------. ოჯახს არ გააჩნია მოძრავი, უძრავი ქონება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში. ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალია 485 ლარი. ოჯახი არ იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსია - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის სახლში (დედამთილის საკუთრება), ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ოჯახი მძიმე საცხოვრებელ პირობებშია.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ-------–---–---–---–-ს ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 5,5 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა; დევნილი ოჯახის არასრულწლოვანი 3 წევრი - 2 ქულა; მძიმე საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა.
ამასთან, დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა გორში, რაზმაძის ქუჩა N57-ში. მონიტორინგის შედეგით დადგინდა, რომ ნ-------–---–---–---–- ოჯახთან ერთად 2005 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. სახლი ეკუთვნოდა განმცხადებლის დედამთილს. 2018 წლის მარტის თვიდან სახლი გადავიდა სხვა პირის საკუთრებაში.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 25 ივნისს განხილულ იქნა ნ-------–---–---–---–-ს განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (25.06.2018წ., ოქმი N26) ნინო მე–---–---–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (დედამთილის საკუთრებაში ცხოვრების გამო).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N01-828/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N26) ქ. გორში, გ. ანწუხელიძის ქუჩა N1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ნ-------–---–---–---–-ს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების კომპონენტებს წარმოადგენს: ბ) ოჯახში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრის არსებობა.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ნინო მე–---–---–---–ს ჰყავს მეუღლე - თე-------ზ მა------- (არადევნილი) და სამი არასრულწლოვანი შვილი - გი------ მა-------, მა----- მა------- და დავით მა-------, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით და არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ოჯახი 2005 წლიდან ცხოვრობს ქ. გორი, რაზმაძის ქ. N57-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც მოსარჩელის მეუღლის - თე-------ზ მა------ის დედის საკუთრებაში იყო, ხოლო 2018 წლის 9 მარტიდან სხვა პირის - მა---- ბა---------–---–ის საკუთრებაში გადავიდა.
ამდენად, სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ნ-------–---–---–---–-ს ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს ქ. გორში, რაზმაძის ქუჩა N57-ში სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზ--რა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას.
აპელანტის მითითებით, მოქმედი ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ - რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე უფრო შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ცხადია, ეს ნორმა არაფრით არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება ცხადია ძალაში რჩება მათთან მიმართებითაც, ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი და თავშესაფარი გააჩნია.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, იძულებით გადაადგილებულმა პირმა ნინო მე–---–---–---–მა შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. მის მიერ შევსებული განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 5,5 ქულით (1,5 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე, 2 ქულა - 18 წლამდე ასაკის ოჯახის წევრები (3 არასრულწლოვანი), 2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები).
ზემოხსენებული აქტებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განხორციელდა აპლიკანტის მიერ სააპლიკაციო განაცხადში მითითებული სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგად სააგენტოს (სამინისტროს) მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აპლიკანტის ოჯახს ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე, რომელიც ფაქტიურად ოჯახის საკუთრებაა და შეუზღუდავად შეუძლიათ ამ საცხოვრებლით სარგებლობა.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება განიხილება ბოლო ეტაპზე, ხოლო დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში შეტანილი ინფორმაციის თანახმად, მონიტრინგის თანამშრომლები იმყოფებოდნენ გორში, რაზმაძის ქ.N57-ში არსებულ მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე. მოსარჩელესთან გასაუბრებით დადგინდა, რომ სახლი არის მოსარჩელის მეუღლის მშობლების და აღნიშნულ საცხოვრებელში ცხოვრობენ 2005 წლიდან ქირის გარეშე.
იმავე მონიტორინგის ფორმის „ო“ მოდულში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, გორში, რაზმაძის ქ.N57-ში არსებული საცხოვრებელი სახლი მოსარჩელის დედამთილმა გაასხვისა 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო, თუმცა იქვე აგრძელებენ ცხოვრებას. ამასთან პარალელურ ქუჩაზე - სულხან-საბას ქ.N24-ში მოსარჩელის მეუღლის მამას საკუთრებაში აქვს ორსართულიანი სახლი (დაახლოებით 200 კვმ), რომელშიც ცხოვრობენ მეუღლის მშობლები, მეუღლის ძმა და მამიდა.
შესაბამისად, ფაქტიური მდგომარებით, მოსარჩელის ოჯახი შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს აღნიშნული საცხოვრებლით და ამასთან, მეუღლის მშობლებს ასევე საკუთრებაში აქვთ მეორე საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელეებისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა არის კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზ--რებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზ--რებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს ნინო მე–---–---–---–მა N710 განცხადებით (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - თე-------ზ მა------- (არადევნილი) და შვილები - მა----- მა-------, დავით მა------- და გი------ მა------- და ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ნინო მე–---–---–---–მა შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, მისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: ქალაქი გორი, რაზმაძის ქუჩა N57, განსახლების ქალაქად ირჩევს გორს. მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - თე-------ზ მა------- და შვილები - მა----- მა-------, დავით მა------- და გი------ მა-------. ოჯახს არ გააჩნია მოძრავი, უძრავი ქონება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში. ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალია 485 ლარი. ოჯახი არ იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსია - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის სახლში (დედამთილის საკუთრება), ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ოჯახი მძიმე საცხოვრებელ პირობებშია.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ-------–---–---–---–-ს ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 5,5 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა; დევნილი ოჯახის არასრულწლოვანი 3 წევრი - 2 ქულა; მძიმე საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა გორში, რაზმაძის ქუჩა N57-ში. მონიტორინგის შედეგით დადგინდა, რომ ნ-------–---–---–---–- ოჯახთან ერთად 2005 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. სახლი ეკუთვნოდა განმცხადებლის დედამთილს. 2018 წლის მარტის თვიდან სახლი გადავიდა სხვა პირის საკუთრებაში.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 25 ივნისს განხილულ იქნა ნ-------–---–---–---–-ს განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (25.06.2018წ., ოქმი N26) ნინო მე–---–---–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (დედამთილის საკუთრებაში ცხოვრების გამო).
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N01-828/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N26) ქ. გორში, გ. ანწუხელიძის ქუჩა N1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ნ-------–---–---–---–-ს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
სააპელაციო პალატა იზ--რებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების კომპონენტებს წარმოადგენს: ბ) ოჯახში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინო მე–---–---–---–ს ჰყავს მეუღლე - თე-------ზ მა------- (არადევნილი) და სამი არასრულწლოვანი შვილი - გი------ მა-------, მა----- მა------- და დავით მა-------, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით და არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ოჯახი 2005 წლიდან ცხოვრობს ქ. გორი, რაზმაძის ქ. N57-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც მოსარჩელის მეუღლის - თე-------ზ მა------ის დედის საკუთრებაში იყო, ხოლო 2018 წლის 9 მარტიდან სხვა პირის - მა---- ბა---------–---–ის საკუთრებაში გადავიდა.
ამდენად, სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ ნ-------–---–---–---–-ს ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს ქ. გორში, რაზმაძის ქუჩა N57-ში სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გაზ--რებული აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიი 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი