განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210016001374825
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წ. ქ.თბილისი
საქმე №2ბ/4705-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, მიხეილ გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი აპელანტი/მოსარჩელე - სს "თ----- ბანკი"
წარმომადგენელი - მერაბ როსტიაშვილი
მოწინააღმდეგე მხარე - შ------ ი----------ი, ა----- ი----------ა, ა----- ი----------ი; ნ----- მ-------ი, შახლარ ი----------ი
მეორე აპელანტი/მოპასუხე - შ------ ი----------ი, ა----- ი----------ა, ა----- ი----------ი; ნ----- მ-------ი
წარმომადგენელი - დიმიტრი ნაცვლიშვილი
დავის საგანი – კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტ სს "თ----- ბანკის" მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტების შ------ ი----------ის, ა----- ი----------ას, ა----- ი----------ის და ნ----- მ-------ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2008 წლის 20 მაისს სს „ბანკ რ-------–--ასა (უფლებამონაცვლეა „თ----- ბანკი“) და შ------ ი----------ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ, რომლის თანახმად საკრედიტო თანხის მაქსიმალური მოცულობა 70 000 აშშ დოლარი. ზღვრულ თანხაში იგულისხმება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ნებისმიერ დროს აღებულ ძირითად ვალდებულებათა ერთობლიობა დასარიცხი საპროცენტო სარგებლის, საბანკო გარანტიისათვის საზღაურის და ჯარიმების, ასეთის არსებობის გაუთვალისწინებლად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შ------ ი----------მა მიიღო კრედიტის თანხა 50 000 აშშ დოლარი.
2. 2008 წლის 20 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2008 წლის 20 მაისს სს „ბანკ რ-------–--ასა“ და შ------ ი----------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შ------ ი----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - გ--------ის რაიონის სოფელ ყ--------–---ში მდებარე 4001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი და მასზე მდებარე 2 ნაგებობა კოდი 8-----------. საჯარო რეესტრში იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია სს „ბანკ რ-------–--ას“ იპოთეკის უფლება, ხოლო უძრავი ქონების დაყოფის რეგისტრაციის შედეგად იპოთეკით დატვირთული ქონება რეგისტრირებულია ორ საკადასტრო ერთეულად - 2001 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი 8----------- და 2000 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი 8------------ ორივე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელის იპოთეკის უფლება.
3. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ რ-------–--ასა“ და შ------ ი----------ს შორის დაიდო N0------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიზანია N0-------- სესხის რესტრუქტურიზაცია. კრედიტის ოდენობაა 36 012 აშშ დოლარი, ვადა 89 თვე და 29 დღე, 2018 წლის 29 მაისამდე. კრედიტო სარგებელი წლიური 18%. კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შედგენს დავალიანების 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დამატებით ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ჩერდება საურავის დარიცხვა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და მსესხებელს ეკისრება ძირითადი თანხის დავალიანების 12%.
4. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ რ-------–--ასა“ და ა----- ი----------ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ა----- ი----------ი თავდებად დაუდგა შ------ ი----------ს ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი.
5. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ რ-------–--ასა“ და ა----- ი----------ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ა----- ი----------ი თავდებად დაუდგა შ------ ი----------ს ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი.
6. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ რ-------–--ასა“ და ნ----- მ-------ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ნ----- მ-------ი თავდებად დაუდგა შ------ ი----------ს ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ბანკი რ-------–--ამ“ და მოპასუხეების შ------ ი----------ის, ა----- ი----------ას, ა----- ი----------ის და ნ----- მ-------ის მიმართ მოითხოვა შ------ ი----------ის, ა----- ი----------ას, ა----- ი----------ის და ნ----- მ-------ისათვის 24 514,89 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 22 386.26 აშშ დოლარი, სარგებელი 1 127,23 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1001,4 აშშ დოლარი. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება - გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–---ში მდებარე უძრავი ქონება კოდი 8----------- და კოდი 8----------- მესაკუთრე შ------ ი----------ი. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მსესხებლის მოთხოვნის სრულად შესასრულებლად და/ან შეუძლებელი იქნება ქონების რეალიზაცია რაიმე საფუძვლით, მოთხოვნა არ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების შ------ ი----------ის, ა----- ი----------ის, ა----- ი----------ის და ნ----- მ-------ის ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
7. სარჩელის საფუძვლები:
7.1. 2008 წლის 20 მაისს სს „ბანკ რ-------–--ასა“ და შ------ ი----------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შ------ ი----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გ--------ის მუნიციპალიტერის სოფელ ყ--------–---ში, კოდი 8-----------.
გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2010 წლის 30 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა 36 012 აშშ დოლარი 89 თვის და 29 დღის ვადით. წლიური სარგებელია 18%. საკრედიტო ხელშეკრულება დამატებით უზრუნველყოფილია თავდებობით. 2010 წლის 30 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარული თავდებებმა ა----- ი----------მა, ა----- ი----------მა და ნ----- მ-------მა იკისრეს კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. თითოეულის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 70 000 აშშ დოლარით. მხარეები ასევე შეთანხმებულნი არიან, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, უნდა განხორციელდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაცია. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს დავალიანების 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ვალდებულება სრულად არ შესრულდა, გადასახდელია ძირითადი თანხა 22 386,26 აშშ დოლარი, სარგებელი 1 127,23 აშშ დოლარი, პირგასმატეხლო 1001,4 აშშ დოლარი.
8. მოპასუხის შესაგებელი:
8.1. მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს შემდეგი გარემოებეები: 2010 წლის 30 ნოემბერს ბანკისგან სესხის თანხა არ მიუღიათ. შ------ ი----------მა სს „ბანკ რ-------–--ასთან“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხად მიიღო 50 000 აშშ დოლარი, პროცენტთან ერთად სულ უნდა გადაეხადა 69 149,84 აშშ დოლარი. 2008 წლის 5 ივლისიდან 2009 წლის 5 ოქტომბრამდე გადახდილია 29 550 აშშ დოლარი, 2009 წლის 31 დეკემბიდან 2010 წლის 30 აპრილამდე გადახდილია 3423,47 აშშ დოლარი, 2010 წლის 31 მაისიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე გადახდილია 8512 აშშ დოლარი, 2010 წლის 31 დეკემბრიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე გადახდილია 1598,34 აშშ დოლარი, ხოლო 2011 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 31 იანვრამდე გადახდილია 34 986 აშშ დოლარი, სულ გადახდილი აქვთ 76 453 აშ დოლარი, ნაცვლად 69 149,84 აშშ დოლარისა. ამდენად, ბანკის წინაშე ვალდებულება სრულად შესრულებულია.
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის საოქმო განჩინებით სს „ბანკი რეასპუბლიკას“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმული იქნა სს „თ----- ბანკი“.
10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „თ----- ბანკის“ სარჩელი. შ------ ი----------ს, ნ-----ი მ-------ს, ა----- ი----------ს და ა----- ი----------ს დაეკისრათ სს „თ----- ბანკისათვის“ 12 659,49 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა; დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება - გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–---ში მდებარე 2001 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი 8----------- და 2000 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი 8------------ თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მსესხებლის მოთხოვნის სრულად შესასრულებლად და/ან შეუძლებელი იქნება ქონების რეალიზაცია, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების შ------ ი----------ის, ა----- ი----------ის, ა----- ი----------ის და ნ-----ი მ-------ის ნებისმიერ შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე; (იხ. გადაწყვეტილება)
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, და სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: შ------ ი----------ს, ნ-----ი მ-------ს, ა----- ი----------ს და ა----- ი----------ს დაეკისრათ სს „თ----- ბანკისათვის“ 15 581,08 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა;
12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელე სს „თ----- ბანკმა“, ასევე მოპასუხეებმა შ------ ი----------მა, ა----- ი----------ამ, ა----- ი----------მა და ნ----- მ-------მა. (იხ. სააპელაციო საჩივრები)
სამოტივაციო ნაწილი
13. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
14. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების და პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/,სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილი /მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი/, 873-ე მუხლი /კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა./ 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლი /თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი./
15. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის, სს „თ----- ბანკის“ განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ 2009 წლის 26 ნოემბრიდან 2010 წლის 30 ნოემბრამდე არსებული გადახდები მსესხებელს ჩაუთვალა ძირი თანხის ნაწილში სრულად, რითაც ბანკს მოესპო ამ პერიოდისთვის პროცენტის მოთხოვნის უფლება, გადახდილ თანხებში შედიოდა პროცენტიც და ჯარიმაც, რადგან მსესხებელი ვადაგადაცილებით ახორციელებდა გადახდას. გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ რეფისნანსებამდე გადახდილი თანხები მხოლოდ ძირითადი თანხის დავალიანების დაფარვად და არ გაითვალისწინა, რომ ბანკი ამ პერიოდში გადახდილი თანხებიდან სარგებელსაც იღებდა და პირგასამტეხლოსაც, ამასთან საპროცენტო განაკვეთი გამოთვლილია არასწორი თანხიდან.
აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, სადაც აღნიშნულია, რომ არასწორად არის გამოანგარიშებული 2010 წლის 30 ნოემბერს რეფინანსირების მიზნით საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს გადასახდელი საკრედიტო დავალიანების მოცულობა. კერძოდ, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილის 3.2.1. პუნტში, გადაწყვეტილების მე-8 გვერდის მე-3 აბზაცში არასწორადაა მითითებული რეფინანსირების შეთანხმების დროს გადასახდელი დავალიანების ოდენობა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ უნდა შემცირდეს 2012 წლის 20 სექტემბრის და 2015 წლის 15 აპრილის ამონაწერებში 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება 34 607,69 აშშ დოლარი იმ თანხით, რაც გადახდილია რეფინანსირებამდე და სულ გადახდილი თანხა შეადგენს 9322,44 აშშ დოლარს. ამდენად, რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 25 285,25 აშშ დოლარი. სასამართლომ აღწერილობითი ნაწილის ამ აბზაცში მსჯელობს რეფინანსირების დროს გადასახდელი თანხის მოცულობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობთ არსებულ დავალიანებას სრულად უნდა გამოკლებოდა ამის შემდეგ რეფინანსირების ხელშეკრულების დადებამდე გადახდილი თანხა, რის შედეგად განსაზღვრა რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დროს არსებული დავალიანება.
ზემოაღნიშნული განჩინებით სასამართლო მსჯელობს: გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2009 წლის 26 ნოემბერს არსებული დავალიანებაა 34 631,3 აშშ დოლარი, რაც არის უსწოროდ მითითებული მონაცემი, რადგან საბანკო ამონაწერების თანახმად, 2009 წლის 26 ნოემბერს შ------ ი----------ის დავალიანება შეადგენდა 36 644,26 აშშ დოლარს. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, რეფინანსირების დროს გადასახდელი დავალიანება განისაზღვრა შემდეგნაირად - 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანებას გამოაკლდა ამის შემდეგ გადახდილი თანხა, რის შედეგად გამოანგარიშებული თანხა მოვალეს გადასახდელი ჰქონდა რეფინანსირების დროს. 2009 წლის 26 ნოემბერს დავალიანება შეადგენს 36 644,26 აშშ დოლარს, რის შემდეგ გადახდილია 9272,6 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოვალეს 2010 წლის 1 ნოემბერის მდგომარეობით გადასახდელი ჰქონდა 27 371,66 აშშ დოლარის დავალიანება. 2010 წლის 30 ნოემბერს რეფინანსირების ხელშეკრულების დადების შემდეგ მოვალემ 2015 წლის 19 მარტის ჩათვლით პერიოდში გადაიხადა სულ 37 680 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა ვადიანი 8768,56 აშშ დოლარი, ვადაგადადაცილებული ძირი 4857,18 აშშ დოლარი (სულ 13 625,74 აშშ დოლარი); პროცენტი ვადიანი 17 692,10 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებულ 5496,37 აშშ დოლარი (სულ 23 188,47 აშშ დოლარი); პირგასამტეხლო 866,02 აშშ დოლარი. 2010 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არსებულ დავალიანებას 27 371,66 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს ამის შემდეგ გადახდილი ძირითადი თანხა 13 625,74 აშშ დოლარი და მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს 14 579,68 აშშ დოლარით.
საკრედიტო ხელშეკრულება სარგებლიანია და მსესხებელს უნდა გადაეხადა სესხის სარგებელი წლიური 18%, რაც უნდა განისაზღვროს რეფინანსირების დროს არსებული დავალიანების - 27 371,66 აშშ დოლარის წლიური 18%-ით. წელიწადში გადასახდელი თანხაა 4926,89 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადის 7 წლის, 5 თვის და 29 დღის ვადაში გადასახდელი სარგებელია 36 951,67 აშშ დოლარი.
რეფინანსირების შემდეგ გადახდილია ძირითადი თანხა 13 625,74 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტია 23 188,47 აშშ დოლარი. რეფინანსირების შედეგად შ------ ი----------ს სულ უნდა გადაეხადა ძირითადი თანხა 27 371,66 აშშ დოლარი, სარგებელი 36 951,67 აშშ დოლარი, ჯამურად 64 323,33 აშშ დოლარი.
მოვალე სესხის თანხას იხდიდა 2010 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით - 4 წლისა და 4 თვის მანძილზე. ამ დროის მანძილზე რეფინანსირების დროს არსებული რეალური დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 21349,85 აშშ დოლარი, ხოლო რეალურად გადახდილია ვადის დაცვით 17 692,10 აშშ დოლარი, ხოლო ვადის გადაცილებით 5496,37 აშშ დოლარი (სულ 23 188,47 აშშ დოლარი). ამდენად, პროცენტის დავალიანება მსესხებელს აღარ გააჩნია, რადგან მოსარჩელე მოითხოვს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადაუხდელ საპროცენტო სარგებელს და არა ხელშეკრულების დარჩენილ ვადაში გადაუხდელ სარგებელს.
ამდენად, სს თ----- ბანკის მიმართ მოპასუხეების მიერ გადასახდელი დავალიანებაა ძირითადი თანხა 14 579,68 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1001,4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 15 581,08 აშშ დოლარი.
პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და თვლის, რომ სს „თ----- ბანკის“ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით: სს ,,თ----- ბანკი’’- სარჩელზე მოპასუხეების შ------ ი----------ის, ა----- ი----------ის, ა----- ი----------ის და ნ----- მ-------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–---ში მდებარე 2001 კვ.მ მიწის ფართის და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის კოდი 8----------- და 2000 კვ.მ მიწის ფართის და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის კოდი 8-----------, რეალიზაციის შესახებ მოთხოვნებზე, იპოთეკის საგნის საკადასტრო კოდით 8-----------, რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე შ------ ი----------ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა შახლარ ი----------ი (პ.ნ. 12001038079
პალატა ვერ გაიზიარებს შ------ ი----------ის, ა----- ი----------ას, ა----- ი----------ის და ნ----- მ-------ის სააპელაციო საჩივარს იმის თაობაზე, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება სრულად შესრულებული იქნა, რის თაობაზეც სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, თუმცა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძირი თანხა დაფარული იქნა, სასამართლომ პროცენტები და საურავები მაინც დაარიცხათ.
პალატა განმარტავს რომ, მოპასუხეებმა/აპელანტებმა სადაო თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგინეს სალაროს შემოსავლის ორდერები. სალაროს შემოსავლის ორდერებში მითითებულია ინფორმაცია 2008-2015 წლებში თანხის გადახდის შესახებ. 2009 წლის 8 ივლისის ამონაწერის შემდგომი პერიოდის სალაროს შემოსავლის ორდერებში ტრანზაქციის დანიშნულებად მითითებულია ვალუტის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, რაც გულისხმობს ბანკში ვალუტის გაცვლის ოპერაციის შესრულებას. ამასთან, 2009 წლის 30 იანვრის (თანხა 245 აშშ დოლარი), 2009 წლის 20 მარტის (თანხა 174 აშშ დოლარი), 2009 წლის 20 თებერვლის (თანხა 174 აშშ დოლარი) სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით მასში მითითებული თანხა გადარიცხულია სს „ფინკასათვის“ სესხის დასაფარად. 2009 წლის 20 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, 400 აშშ დოლარის გადამხდელია ნამაზოვი, ხოლო თანხის მიმღებია შ------ ი----------ი. ამდენად, სალაროს შემოსავლის ორდერებით არ დასტურდება, რომ მათში მითითებული თანხა გადახდილია სადაო საკრედიტო ხელშეკრულების შესასრულებლად, რადგან ორდერში თანხის გადახდის დანიშნულებად არ არის მითითებული სს „ბანკ რ-------–--აში“ არსებული სესხის დაფარვა.
გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოვალე სესხის თანხას იხდიდა 2010 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით - 4 წლისა და 4 თვის მანძილზე. ამ დროის მანძილზე რეფინანსირების დროს არსებული რეალური დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 21349,85 აშშ დოლარი, ხოლო რეალურად გადახდილია ვადის დაცვით 17 692,10 აშშ დოლარი, ხოლო ვადის გადაცილებით 5496,37 აშშ დოლარი (სულ 23 188,47 აშშ დოლარი). ამდენად, პროცენტის დავალიანება მსესხებელს აღარ გააჩნია, რადგან მოსარჩელე მოითხოვს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადაუხდელ საპროცენტო სარგებელს და არა ხელშეკრულების დარჩენილ ვადაში გადაუხდელ სარგებელს. ამდენად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სს თ----- ბანკის მიმართ მოპასუხეების მიერ გადასახდელი დავალიანებაა ძირითადი თანხა 14 579,68 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1001,4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 15 581,08 აშშ დოლარი.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). (სუსგ ას-1242-2018)
მოცემულ შემთხვევაში აპელანტები მიუთითებენ, რომ მათ მიერ დავალიანება სრულად იქნა დაფარული, თუმცა მათ მიერ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
17. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ----- ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შ------ ი----------ის, ა----- ი----------ის, ა----- ი----------ის და ნ----- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
მიხეილ გოგიშვილი