განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
330100119003081001
ინსტანცია
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003081001

საქმე №1ბ/156-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ი------------–---–ის

მსჯავრდებულ: დ----------------ის

ადვოკატ: ა--------------ოს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ი------------–---–ის და მსჯავრდებულ დ----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა--------------ოს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ დ----------------ის დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–------------–---–--------------------; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----–------------–-------------–ი; მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 02:35 საათზე, ქ-------–--–---------------------- მ--------- სანაპიროზე, გაზგასამართ სადგურ ,--------------------–----------------ის სახელობის ხიდის მიმდებარედ, დ----------------ემ, რომელიც მართავდა ავტომობილ „----------ს“, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,ტ----------------ს“, სახელმწიფო ნომრით KB-------- რომელსაც მართავდა ი-----–-------–-----

 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ი-----–-------–---- და მისი მგზავრი - ს--–------–----------- გარდაიცვალა, ხოლო ი-----–--------–----ს მეორე მგზავრმა - ნ-------------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:

 

დ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ დ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 მაისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ი------------–---–მა და მსჯავრდებულ დ----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა--------------ომ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ დ----------------ეს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

აპელანტის პოზიციით სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას დამდგარი მძიმე შედეგი ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება და მესამე პირის დასახიჩრება; ამასთან, პროკორორი მიიჩნევს, რომ დ----------------ის მიერ დანაშაულის აღიარება არ იყო გულწრფელი, კერძოდ, მისი განმარტებით არ იცის დაეძინა თუ მისმა ჯანმრთელობის პრობლემამ გამოიწვია ყოველივე.

 

მსჯავრდებულ დ----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა--------------ოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ დ----------------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს კანონის ფარგლებში, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით;

 

ადვოკატის პოზიციით დ----------------ისათვის სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დ----------------ე ყოველთვის აღიარებდა და ინანიებდა მისი ქმედების შედეგად გამოწვეულ შედეგს, - ორი ადამიანის გარდცვალებას და ერთი ადამიანის მძიმედ დაშავებას. მან თავიდანვე უარი თქვა გირაოს გამოყენებაზე და დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. დ----------------ე ყოველთვის ცდილობდა დაზარალებულთა ოჯახებთან შერიგებას და მომხდარის გამო, გამოხატავდა დიდ სინანულს. დ----------------ე პენიტენციურ დაწესებულებაში გამოირჩევა კარგი ყოფა-ქცევით, მუშაობს და თავისუფლების აღკვეთის პირობებში დაიცვა დიპლომი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სქემატური ნახაზით, სატრანსპორტო - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და თავად დ----------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ დ----------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირება დამდგარ შედეგთან მიმართებით ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან დამდგარი შედეგი, - ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარის ნიშნებს. რაც შეეხება პროკურორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული დანაშაულის აღიარების დროს არ იყო გულწრფელი, სააპელაციო პალატა ვერც აღნიშნულ არგუმენტს გაიზიარებს, რადგან დ----------------ემ როგორც გამოძიების მიმდინარეობისას, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარებდა დანაშაულს, სააპელაციო პალატის სხდომაზეც აღიარა დანაშაულის ჩადენა და გარკვევით განმარტა, რომ მის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზანი არ ყოფილა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, არც ისეთი სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოუდგენია, რაც მის ბრალეულობას გამორიცხავდა. გულწრფელ სინანული გამოთქვა დამდგარი შედეგის მიმართ. პალატა დ----------------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის პიროვნულ მახასიათებლებსაც. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შემსუბუქდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.... საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი“. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციების გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. სააპელაციო პალატა დამდგარი მძიმე შედეგის გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მსჯავრდებულ დ----------------ის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი (ერთი მესამედი) ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად.

 

სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ----------------ის მიმართ, არის კანონიერი და სამართლიანი, ვინაიდან დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დამდგარ მძიმე შედეგს. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა და სასჯელის დამძიმება, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, რამაც სამართლიანი ასახვა უნდა ჰპოვოს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახესა და ზომაზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----------------ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორისა და ადვოკატის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ი------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ დ----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა--------------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ დ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები და სამედიცინო დოკუმენტაცია დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

„----------ს“ მარკის ავტომაქანები სახელმწიფო ნომრით L-------- და KB-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი