განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
010100119003181027
ინსტანცია
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-57-2020 წელი

№010100119003181027

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

20 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ------- დ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

კ------- დ------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, მცხოვრები ქ. ბ------–--------------------------ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

კ------- დ------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის იძულებისათვის, ესე იგი ადამიანისათვის ქმედე-ბის თავისუფლების უკანონო შეზღუდვისათვის, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულებისათ-ვის, შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი სიცოც-ხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 01 აგვისტოს დაახლოებით 13:30 საათზე, ჯ-----–---–--------------ში მდებარე ც---–- დ------ის მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში, კ------- დ------ემ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დედას – ც---–- დ------ეს მოსთხოვა ფუ-ლადი თანხის გადაცემა.

2019 წლის 05 ივლისს დღის საათებში, ჯ-----–---–--------------ში მდებარე ც---–- დ-------ის მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში, კ------- დ------ემ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დედას – ც---–- დ------ეს მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით კ------- დ------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაა-საჩივრა პროკურორმა ა-- ბ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს კ------- დ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპი-ზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი). მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ 2019 წლის 1 აგვის-ტოს ც---–- დ------ესა და კ------- დ------ეს შორის ნამდვილად ჰქონდა ადგილი კონ-ფლიქტს, რის შედეგადაც კ------- დ------ემ დააზიანა და გაანადგურა დედის მაღაზიაში არსებული სხვადასხვა ნივთები. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დაადსტურებუ-ლი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სადაც ასახულია ც---–- დ------ის მა-ღაზია და დეტალურადაა აღწერილი დაზიანებული ნივთების ჩამონათვალი. ფსიქოლო-გიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ც---–- დ------ემ ექსპერტის წინაშეც არ უარყო მასსა და თავის შვილს – კ------- დ------ეს შორის არსებული ხშირი კონფლიქტისა და უთანხმოების შესახებ. კ------- დ------ის ქმედებით ც---–- დ------ე განიცდიდა ფსი-ქოლოგიურ ტრავმას. ც---–- და კ------- დ------ეებს შორის კონფლიქტური სიტუაციის არსებობა დაადასტურა ც---–- დ------ის დამ - ც------ შ------ემაც, რომლის ჩვენებასაც მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კ------- დ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა ც---–- დ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მის-თვის კანონის მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება შვილის – კ------- დ------ის წინააღმდეგ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივირებას კ------- დ------ის საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშა-ვედ ცნობის თაობაზე და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩე-ნის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრა-ლეულობაში და რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა კ------- დ------ის მი-მართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

ბრალდების მხარის მიერ კ------- დ------ის მიმართ ბრალის მადასტურებლად წარმოდ-გენილი მტკიცებულებებია სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და ფსიქოლოგიური ექსპერ-ტიზის დასკვნა, ასევე მოწმე ც------ შ------ის ჩვენება.

კ------- დ------ის მიერ ც---–- დ------ის მიმართ იძულებისა და მუქარის განხორციელე-ბაზე მიუთითებს მხოლოდ მოწმე – ც------ შ------ე, რომელიც არ არის შემთხვევის თვით-მხილველი და გადმოსცემს ც---–- დ------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მისი ჩვენება ირიბი ჩვენებაა, რადგან მას არ შეუძლია დაადასტუროს რამდენად უტყუარია მისთვის ც---–- დ------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

დაზარალებულმა ც---–- დ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მის-თვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება კ------- დ------ის წინააღ-მდეგ. შესაბამისად, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ------- დ------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არა-მედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით ქმედების ჩადენით: სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარით.

დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვ-ლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუციელებლი ნიშანია არა მუქარის რეალუ-რობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში მას არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

საკითხის გადაწყვეტისას გაუჩნდა თუ არა პირს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს როგორც ობიექტური (მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოუკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, პირის შეიარაღება მუქარის განხორცი-ელებისას . . . ), ასევე სუბიექტური კრიტერიუმები. სუბიექტური კრიტერიუმი ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა თუ არა დაზარალე-ბულს ასეთი შიში. თუ იმას, ვისაც ემუქრებიან, ეს შიში არ გასჩენია, მუქარა საფუძვლიანი შიშის მომგვრელიც რომ იყოს, დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს. კონკრეტულ შემ-თხვევაში ც---–- დ------ემ ჩვენება არ მისცა სასამართლოს. ამდენად, შეუძლებელია დად-გინდეს გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ასევე შეუძ-ლებელია დადგინდეს კ------- დ------ის მხრიდან თანხის გამოძალვის ფაქტი. აღნიშნუ-ლის დადგენის გარეშე კი შეუძლებელია კ------- დ------ეს შეერაცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კ------- დ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდე-ბის დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცე-ბულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა კ------- დ------ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებ-ლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი კ------- დ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმა-ყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი კ------- დ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

კ------- დ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 05 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

კ------- დ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 05 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

კ------- დ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

კ------- დ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს კ------- დ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ყადაღა, გირაოს უზრუნველსაყოფად, ხ-----------------------–-------------–ში მდებარე მ---- ზ--------–---–ის (პ/ნ – 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, (საკადასტრო კოდი – 3-----------).

გამართლებულ კ------- დ------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათ-ვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili