განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
010210117001775224
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210117001775224

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2/ბ-1250-2019 19 თებერვალი 2020 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

თეიმურაზ სიხარულიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე): ა-------------------–----------–-------------------------------------

წარმომადგენელი: თ----- ს-----

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს ,,ვ-------“

წარმომადგენელი: ო---- ხ----–---–-, თ---------- ქ--------

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: შპს ,,ვ-------ს“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, შპს ,,ვ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად უარის თქმა

 

შპს ,,ვ-------ს“ სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 01 აპრილს, მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №78 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ს------–------------- საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა, რომლის ღირებულება იყო 490 817 ლარი.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შპს ,,ვ-------მ“ 2016 წლის 27 დეკემბრამდე შეასრულა და შემსყიდველს მიაწოდა 472 414,84 ლარის სამუშაოები, ხოლო შესასრულებელი დარჩა 18 402,16 ლარის სამუშაოები, რაც დარჩენილ 3 დღეში ვერ ესწრებოდა, ამიტომ წერილობით მიმართეს სამინისტროს და მოითხოვეს სახელშეკრულებო ვადის 20 დღით გაგრძელება, თუმცა შემსყიდველმა ვადის გაგრძელებაზე უარი განუცხადათ და სახელშეკრულებო ვადის გასვლმდე ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

გარდა ამისა, შემსყიდვ--–--- ნაცვლად 472 414,84 ლარისა, სახელშეკრულებო ვადაში (2016 წლის 27 დეკემბრამდე) მიწოდებულად ჩაუთვალა, მხოლოდ 385 100,84 ლარის სამუშაოები, ე.ი. 87 314 ლარით ნაკლები, საიდანაც მათ ანგარიშზე ჩარიცხა 365 400,84 ლარი, ე.ი. 19 700 ლარით ნაკლები, რითაც უხეშად დაარღვია ხელშეკრულების 4.2 და 7.2.1 მუხლის მოთხოვნები.

ასევე, არ ჩაუთვალა დამატებით მიწოდებული 98 314,84 ლარის სამუშაო და გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებაზე გაწეული 25 585 ლარის სამუშაოები.

ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის №---------- დასკვნით დადგენილია, რომ შემსყიდველს მიმწოდებელ შპს ,,ვ-------“-ზე ასანაზღაურებელი აქვს, ამ უკანასკნელის მიერ, დამატებით შესრულებული სამუშაოების თვითღირებულება დღგ-ს ჩათვლით 51 167,27 ლარი, ხოლო გაუთვალისწინებელი სამუშაოების თვითღირებულება დღგ-ს ჩათვლით 17 857,04 ლარი.

ამდენად, საქმეზე დართული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ შემსყიდველს მათ მიმართ ერიცხება დავალიანება 88 724,31 ლარის ოდენობით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დაეკისროს შპს "ვ-------ს" სასარგებლოდ.

 

შპს ,,ვ-------ს“ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ, ა-------------------–----------–-------------------------------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაოები არც შესაბამისი ოდენობით და არც ხარისხობრივად არ შეუსრულებია, რის გამოც შემსყიდველმა შეწყვიტა ხელშეკრულება და შპს „ვ-------ს“ დააკისრა პირგასამტეხლო.

 

შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: ა-------------------–----------–-------------------------------------მ შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო, შპს „ვ-------“-ზე 11276,90 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

შეგებებულმა მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შპს „ვ-------მ“ ჯეროვნად არ შეასრულა სამუშაოები. სამუშაოს შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ სამუშაოთა მწარმოებელმა მ------------–------ შეუსრულებელ და უხარისო სამუშაოებზე შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტები, რის შემდეგაც, სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად მომზადდა დეფექტური აქტი და შესასრულებელ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც შევიდა, როგორც დაუსრულებელი, ისე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რათა ახალი ტენდერის მეშვეობით მომხდარიყო მათი დასრულება.

ამ გარემოებების გამო, შემსყიდველმა შეწყვიტა ხელშეკრულება და შემსრულებელს დაარიცხა პირგასამტეხლო-11276,90 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს შპს „ვ-------ს“.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. შპს „ვ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე, ა---------------------------------–------------–----------–--------------------------------------ს დაეკისროს შპს „ვ-------ს“ სასარგებლოდ 88 724,13 ლარის გადახდა;

3. შპს „ვ-------ს“ უარი ეთქვას ზიანის ანაზღაურების სახით, ზე თანხის დაკისრებაზე;

4. მოპასუხე, ა---------------------------------–------------–----------–--------------------------------------ს შპს „ვ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ვ-------ს“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2662.72 ლარის გადახდა;

5. მოპასუხე, ა---------------------------------–------------–----------–--------------------------------------ს შპს „ვ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის 1919 ლარის გადახდა;

6. მოპასუხე, ა---------------------------------–------------–----------–--------------------------------------ს, შპს „ვ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 3548 ლარის გადახდა;

7. აჭ----------------------------------–-------------–-----------–----------------------------------------- შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

8. შპს „ვ-------ს“ დაეკისროს ა---------------------------------–------------–----------–--------------------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 11 276,90 ლარის ოდენობით;

9. შპს „ვ-------ს“ დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 338,30 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 1 აპრილს, შპს „ვ-------“-ს (საიდენტიფიკაციო კოდია 4--------) და ა-------------------–-------------–----------–--------------------------------------ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №78 ხელშეკრულება.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ს------–------------- საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა (ხელშეკრულების მე-2 მუხლი);

სამუშაოთა საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა 490817 ლარი (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი);

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ხელშეკრულების 11.2. პუნქტი);

მიმწოდებელი ვალდებული იყო მიწოდება განეხორციელებინა გეგმა-გრაფიკის ფარგლებში, კერძოდ: ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება (სულ 40%), ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება (სულ 60%) (ხელშეკრულების 6.2 პუნქტი);

მხარეთა შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2016 წლის 25 აპრილიდან და დასრულებულიყო 2016 წლის 12 სექტემბრამდე.

ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

2.2. შპს „ვ-------მ“, 2016 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 27 დეკემბრამდე შეასრულა და შემსყიდველს- აჭ-------------------–----------–--------------------------------------ს მიაწოდა შემდეგი მოცულობის სამუშაოები:

1) 2016 წლის 13 მაისს - 109.170.95 ლარის;

2) 2016 წლის 21 ივნისს -54.683 ლარის;

3) 2016 წლის 07 ივლისს-51.196 ლარის;

4) 2016 წლის 02 აგვისტოს-57.993.67 ლარის

5) 2016 წლის 08 სექტემბერს-39.901 ლარის;

6) 2016 წლის 04 ოქტომბერს - 19.361 ლარის;

7) 2016 წლის 18 ოქტომბერს-20.442 ლარის;

8) 2016 წლის 16 ნოემბერს-32.353.22 ლარის;

სულ, 385.100.84 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც შემსყიდველმა კომისიური მიღება–ჩაბარების აქტების საფუძველზე აღიარა და ჩაიბარა.

 

2.3. შემსყიდვ--–--- ა-------------------–----------–--------------------------------------მ შპს „ვ-------“–ს მიერ მიწოდებული, 8 მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებული შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, შპს „ვ-------“–ს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 365.400.84 ლარი.

 

2.4. მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ სამუშაოთა დასრულების ვადა 2016 წლის 12 სექტემბრიდან გაგრძელდა 2016 წლის 29 დეკემბრამდე.

ვინაიდან, ამ დროისთვის სამუშაოები მაინც ვერ დასრულდა შემსყიდვ--–--- 2016 წლის 29 დეკემბერს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და შპს „ვ-------ს“ დააკისრა პირგასამტეხლო.

ა-------------------–----------–--------------------------------------მ შპს „ვ-------სთან“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე აცნობა მიმწოდებელს, ასევე მის მიერ გაგზავნილი იქნა მოთხოვნა საბანკო გარანტიების გამცემ კომპანიებთან ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და საავანსო გარანტიების ამოქმედების თაობაზე.

 

2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის 5--------- დასკვნით დადგინდა:

1) შპს "ვ-------"-ს მიერ ქო----–------------–----–-----------------–------------------------ სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების (გაუთვალისწინებელი სამუშაოები) ღირებულება წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტი ფორმა №2-ების მიხედვით დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 25.585 ლარს. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოს ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 17.857.04 ლარს. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს (25.167.27 – 17.857.04)=7727.96 ლარს;

2) შპს "ვ-------"-ს მიერ, ქ------–-----------–----–-----------------–-------------- საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების (დამატებით შესრულებული სამუშაოები) ღირებულება, წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2-ების მიხედვით, დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 87 314 ლარს. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 51.167.27 ლარს. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 36.14673 ლარს (87.314-51.167.27=36.14673 ).

 

გასაჩივრებულ ნაწილში დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა მე-8, 50-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 395-ე, 400, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 629-ე, 636-ე, 648-ე, 649-ემუხლებზე და განმარტა:

მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. შპს „ვ-------მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც ა-------------------–----------–--------------------------------------მ, 2016 წლის 29 დეკემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველის მხრიდან, შპს „ვ-------“-სთვის პირგასამტეხლოს დარიცხვა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან, რაც საოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ა-------------------–----------–--------------------------------------ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

2.7. შპს „ვ-------“-ს სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლომ განმარტა:

საქმეში წარმოდგენლი და დადატურებული 8 მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ქ------–-----------–----–-----------------–--------------- საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიზნით, შპს "ვ-------"-ს მიერ გაწეული სამუშაოებიდან სამინისტრომ აღიარა მიწოდებული, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა 385.100.84 ლარის ოდენობით, საიდანაც შპს „ვ-------“–ს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა, მხოლოდ 365.400.84 ლარი და გადასახდელი დარჩა 19 700 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის №---------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს „ვ-------“-მ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოებიდან დამატებით შეასრულა 51.167.27 ლარის სამუშაოები, ასევე 17 857.04 ლარის გაუთვალისწინებელი სამუშაოები. სულ- 69024,31 ლარის სამუშაოები.

ამდენად, მოპასუხის დავალიანება შპს „ვ-------ს“ მიმართ მთლიანობაში შეადგენდა 88 724.13 ლარს (19700+51.167.27+17857.04=88724,13), რაც მოსარჩელის არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, შემსყიდველს დღემდე არ აუნაზღაურებია.

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ვ-------ს“ მოთხოვნა ა---------------------------------–------------–----------–--------------------------------------ზე სამუშაოების შესრულებისათვის გადასახდელი თანხის 88 724.13 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო, რის გამოც იგი დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სამინისტრომ მიღებული 385 100,84 ლარის ღირებულების სამუშაოდან აანაზღაურა, მხოლოდ 365 400,84 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, ასევე მოსარჩელემაც აღიარა, რომ ავანსის სახით მას გადაერიცხა 55 000 ლარი.

შესაბამისად, სამინისტროს მიერ, შპს ,,ვ-------"-სთვის გადარიცხულია, ავანსის სახით 55 000 ლარი და აღიარებული და დადასტურებული რვა მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება-365 400,84 ლარი, რაც ერთობლიობაში შეადგენს 420 400,84 ლარს.

 

3.2. სასამართლომ ისე მიიჩნია დადგენილად, რომ შემსყიდველს-ა--------------–----------–--------------------------------------- მიმწოდებელის-შპს ,,ვ-------ს" მიმართ ერიცხება დებიტორული დავალიანება 88 724,31 ლარის (19700+51167,27+17 857,04) ოდენობით, რომ არ უმსჯელია ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველზე.

კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით არ ჩათვალა საჭიროდ, ემსჯელა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე-ქ------–-----------–----–----------------–------------- საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის დარჩენილ სამუშაოებთან დაკავშირებით სს ,,ა--------–----" მიერ შემუშავებულ ხარჯთაღრიცხვაზე, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,,ვ-------ს" მიერ სამუშაოების ნაწილობრივ შესრულების შედეგად, შეუსრულებელი დარჩა 89272 ლარის ღირებულების სამუშაოები (ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 490 817 ლარს).

 

3.3. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ ექსპერტიზის 5--------- დასკვნის პირველ პუნქტში მითითებული 25 585 ლარის მოცულობის გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რაც 17 857,04 ლარამდე შემცირდა, წარმოადგენდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ სამუშაოებს, რომელიც არ დაუკვეთია სამინისტროს და რომლის შესრულების საჭიროება და მიზანშეწონილობაც არ არსებობდა.

რეალურად, შპს ,,ვ-------ს" მიერ შეუსრულებელ, დარჩენილ სამუშაოებზე სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი ღირებულებით 89 000 ლარი და გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს შპს ,,ვ-------ს“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს:

დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აპრილს შპს „ვ-------“-სა და ა-------------------–-------------–----------–--------------------------------------ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №78 ხელშეკრულების 3.1-3.2. პუნქტების თანახმად, სამუშაოთა საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა 490 817 ლარი (3.1. პუნქტი), თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ღირებულება შესაძლებელია დაზუსტებულიყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად (3.2. პუნქტი);

ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მხარეეები მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაზე შეთანხმდნენ, რაც გულისხმობდა ისეთი სამუშაოების შესრულებას, რაც აუცილებელი იქნებოდა ამ ვალდებულების შესრულებისათვის და რომლის წინასწარ გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო.

(იხ. ხელშეკრულება, ტომი 1, ს/ფ 23-28).

 

4.4. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ა------------------–-------------–----------–--------------------------------------მ, შპს ,,ვ-------ს“ ავანსის სახით ჩაურიცხა 55 000 ლარი. აღნიშნული თანხა შპს „ვ-------მ“ საბანკო გარანტიის უზრუნველსაყოფად გამოიყენა.

ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ბენეფიციარმა გარანტორისაგან გამოითხოვა საბანკო გარანტია, რომლის საფუძველზეც, ა------------------–-------------–----------–--------------------------------------ს, გარანტორისაგან ჩაერიცხა 55000 ლარი.

ამდენად, ა------------------–-------------–----------–--------------------------------------ს, შპს ,,ვ-------“-სთვის, 2016 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში, სულ ჩარიცხული აქვს 420 400,84 ლარი (365 400,84+55 000=420 400,84).

 

4.5. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 29 დეკემბერს.

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია მენარდის მიერ შესრულებული 88 724,13 ლარის ოდენობის სამუშაოს ანაზღაურება.

მხარეთა განმარტებებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის №---------- დასკვნით ირკვევა, რომ შპს „ვ-------“-მ 88 724,13 ლარიდან ნაწილი- 19700 ლარის სამუშაოს შეასრულა ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ხოლო 69024,13 ლარის- ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.

იმისათვის, რომ გაირკვეს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, სასამართლომ, მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს.

მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, შპს „ვ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოსათვის თანხის დაკისრების ნაწილში შეიძლება გამომდინარეობდეს სკ-ის 636-ე მუხლიდან, ხოლო შეწყვეტის შემდეგ, 987.1 მუხლიდან.

 

4.6. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

იმის გათვალისწინებით, რომ ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში შპს „ვ-------ს„ შესრულებული აქვს 385 100.84 ლარის სამუშაო, შემკვეთის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ამ ოდენობით თანხის ანაზღაურება, რაც განახორციელა კიდეც, ვინაიდან შპს „ვ-------ს„ ანგარიშზე უკვე ჩარიცხული აქვს 420 400,84 ლარი.

 

4.7. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.

მოთხოვნა გამორიცხულია, თუ პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე.

ვინაიდან, მხარეთა განმარტებებითა და 2017 წლის 13 მარტის №---------- დასკვნით ირკვევა, რომ შპს „ვ-------“-მ 69024,13 ლარის სამუშაო ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ შეასრულა, საიდანაც 51.167.27 ლარი ხარჯთაღრიცხვით გაწერილი სამუშაოების შესაბამისი იყო, ხოლო 17 857.04 ლარი ამ სამუშაოს შესრულებისთვის გაუთვალისწინებელი სამუშაოები და მათ განხორციელებაში შემკვეთს ხელი არ შეუშლია და ხარჯების გაწევა სადავო არ გაუხდია, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც დასაბუთებულს ხდის მოსარჩელეს მოთხოვნას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გაწეული დანახარჯების- 69024,13 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

 

4.8. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ვ-------ს“, ქ------–-----------–----–----------------–------------- საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული აქვს 454 125,15 ლარის სამუშაოები, აქედან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 385 100,84 ლარის, ხოლო მისი შეწყვეტის შემდეგ- 69 024,31 ლარი, ამასთან ა------------------–-------------–----------–--------------------------------------ს, ამ სამუშაოების შესრულებისათვის ჩარიცხული აქვს, მხოლოდ 420 400,84 ლარი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუზველზე, მოსარჩელეს მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და აჭ-----------------–----------–--------------------------------------ს შპს ,,ვ-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადაუხდელი თანხის 33 724,31 ლარის ანაზღაურება.

 

4.9. აპლანტის მოწინაღმდეგე მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ ავანსის სახით ჩარიცხული თანხა 55000 ლარი არ უნდა ჩაითვალოს გადასახდელი თანხის ანგარიშში, ვინაიდან იგი გამოყენებული იქნა არა სამუშაოთა შესრულებისათვის, არამედ საბანკო გარანტიის უზრუნველსაყოფად, რაც ა------------------–-------------–----------–--------------------------------------ს მოთხოვნის საფუძველზე გარანტორისაგან უკანვე წაიღო ბენეფიციარმა-მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და გაზიარებული ვერ იქნება.

პალატა აღნიშნავს, რომ ავანსად ჩარიცხული თანხის გამოყენების მიზნობრიობა, თავად შპს “ვ-------ს“ გადასაწყვეტი იყო, რაც თავისი შეხედულებით განკარგა კიდეც და ეს თანხა საბანკო გარანტიისათვის გამოიყენა.

ამდენად, შპს „ვ-------ს“ მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ბენეფიცირის მიერ საბანკო გარანტიის თანხის მიღება, შესაბამისობაშია სკ-ის 880-ე მუხლის დანაწესთან, რაც გამორიცხავს ა------------------–-------------–----------–--------------------------------------ს მიერ ამ თანხის მიღებასთან დაკავშირებით სხვა სამართლებრივ შეფასებას.

 

4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია.

თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ნაწილობრივ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ნაწილში შპს „ვ-------ს“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-386-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ა------------------–-------------–----------–--------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს ,,ვ-------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

შპს ,,ვ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ა-------------------–----------–-------------------------------------ს, შპს ,,ვ-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 33724,30 ლარის ანაზღაურება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

დადგენილია, რომ შპს “ვ-------ს“ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 3157,33 ლარი, ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გაწეული სამუშაოების შეფასების მიზნით, ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი აქვს-1919 ლარი, ხოლო ადვოკატის მომსაურეობისთვის-3810 ლარი.

დადგენილია, რომ შპს „ვ-------“ სარჩელით ითხოვდა 145 048,83 ლარს მათ შორის 88 724,13 ლარს შესრულეული სამუშაოს სანაცვლოდ, ხოლო 56 324,70 ლარს ზიანის სახით, საიდანაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მხოლოდ 33 724,30 ლარი, რაც თავდაპირველი მოთხოვნის (145048,83 ლარ) 23,25%-ს შეადგენს.

ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ა-------------------–----------–-------------------------------------ს, შპს ,,ვ-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (23,25%), პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3158 ლარის ნაწილი (23,25%)- 734,23 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის (23,25%)-1348,97 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის-1919 ლარის ანაზღაურება;

საქართველოს კანონის სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ა-------------------–----------–------------------------------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენდა 88 724,13 ლარს, საიდანაც შპს ,,ვ-------ს“ სასარგებლოდ დაკმაყოფილდა 33 724,13 ლარის გადახდის თაობაზე მოთხოვნა, სსსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,ვ-------ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის 55000 ლარის პროპორციულად (4%), სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 2 200 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------------------–----------–-------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს ,,ვ-------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,ვ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ა-------------------–----------–-------------------------------------ს, შპს ,,ვ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 33724,13 ლარის ანაზღაურება;

5. ა-------------------–----------–-------------------------------------ს, შპს ,,ვ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-734,23 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის-1348,97 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის-1919 ლარის ანაზღაურება;

6. შპს ,,ვ-------ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 2 200 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

თეიმურაზ სიხარულიძე