განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
080100119002862360
ინსტანცია
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002862360

საქმე №1/ბ-646-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის _ გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- ც-------ის

მსჯავრდებულის _ კ------- ი-----ის

ადვოკატის _ კ------- გ--–-----ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ც-------ის და მსჯავრდებულ კ------- ი-----ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ------- გ--–-----ის და მ--- ლ-----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------- ი-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), უმაღლესი განათლების მქო---, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქო---, მცხოვრების ქ----–--------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ------- ი-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კ------- ი-----ე თავისი კუთვნილი P-------- სახელმწიფო ნომრის მქონე „-----------------ის მოდელის ავტომანქანით მივიდა ქ----–-------------------- მდებარე სს „ე------------------------ს” ო--- ფილიალის შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მახლობლად, ს------------ში მცხოვრებ ნ------- ბ--------–--ესთან. მათ შორის დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. განვითარებული კონფლიქტისა და ჩხუბის პროცესში, ნ------- ბ--------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობით განაწყენებული კ------- ი-----ე რამდენიმე წამით განერიდა კონფლიქტს, მივიდა მის ავტომანქანასთან და ამოიღო დაახლოებით 14 სმ მჭრელი პირის მქონე დანა, რომელიც მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და განზრახ მოკვლის მიზნით, ნ------- ბ--------–--ეს რამდენჯერმე ჩაარტყა მუცლისა და წელის არეში, რის შედეგადაც ნ------- ბ--------–--ემ მიიღო სისხლმდენი, ნაკვეთ-ნაფლეთი, მუცლის ღრუში შემავალი, არასწორ კიდეებიანი ჭრილობა, ზომით 3X4 სმ-ზე, ხოლო წელის არეში სისხლმდენი, სწორ კიდეებიანი ჭრილობა, ზომით 1X4 სმ-ზე. მიყენებული მძიმე დაზიანებით ნ------- ბ--------–--ემ მიმართა რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ო--- რაიონულ საავადმყოფოს, სადაც მისი მდგომარეობა შეფასდა რა ჯანმრთელობისათვის მძიმედ, იგი გადაყვანილი იქნა ჯერ თ--------–ის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და შემდეგ გაგრძელდა მისი მკურნალობა.

 

ზემოაღნიშნულის გამო კ------- ი-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 108-ე მუხლით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენით:

 

კ------- ი-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

კ------- ი-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

კ------- ი-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოყავისფრო კეპიანი ქუდი და თეთრი ფერის მაისური, კ------- ი-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, გ------- კ-------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, გ------- მ---------–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ნ------- ბ--------–--ის ჯინსის შარვალი, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

· თმის ღერები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანა; კ------- ი-----ისაგან აღებული თმის ნიმუშები, კანის ნახჭის ნიმუშები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები; გ------- კ-------–--ის დაქტილობარათი; გ------- კ-------–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუშები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები; გ------- მ---------–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ორივე ხელის ფრჩხილების ნიმუშები, ორივე ხელის ანაწმენდის ნიმუშები, ხელის კანის ნახჭის ანაბეჭდები; მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები; ანაწმენდი სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე და ნ------- ბ--------–--ის ნერწყვის ნიმუში, უნდა განადგურდეს.

 

· „ფ------------------ის“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც ინახება შსს ო--- რაიონული სამმართველოს ეზოში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გ------- მ---------–ის და გ------- კ-------–--ის მონაწილეობით ექსპერიმენტების ჩატარებისას, ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას და ქ----–--------–-----–-- მოედნის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, გადატანილი 5 (ხუთი) ცალ CD-R დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

3.1.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

3.1.1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დ----- ც-------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა კ------- ი-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და არ არის სამართლიანი, იგი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

3.1.2. მსჯავრდებულმა კ------- ი-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა კ------- გ--–-----ემ და მ--- ლ-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ------- ი-----ის უდანაშაულოდ ცნობა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

განაჩენში არასწორად არის ინტერპრეტირებული დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები და არასწორი შეფასება აქვთ მიცემული მათ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა მიკერძოებულად. გამოძიება პირველივე წუთებიდან მოქმედებდა ერთი მიმართულებით და ერთი მიზნით _ შეკრებილიყო მტკიცებულებები კ------- ი-----ის მიერ ნ------- ბ--------–--ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის დასადასტურებლად. სასამართლო განხილვამ კი აჩვენა, რომ ბრალდებულს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა შემთხვევიდან 6 საათის შემდეგ, რა დროსაც გამოძიებამ ამოიღო გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სამხილი _ დანა, რომელზეც მიუხედავად 6 საათიანი ძლიერი წვიმისა, ხილული სახით მაინც შენარჩუნდა საექსპერტო კვლევისათვის საკმარისი ბიოლოგიური მასალა, რაც ბადებს ეჭვს ამ მტკიცებულების ავთენტურობისა და მასზე არსებული კვლების ნამდვილობასთან დაკავშირებით. სისხლის წვეთების კვალი აღმოჩენილი იქნა ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში სახლიდან ჭიშკრის მიმართულებით, თუმცა სისხლის კვლები აღმოჩენილი არაა ნ------- ბ--------–--ის ეზოს გარეთ, კონფლიქტის მიმდინარეობის ადგილას, არადა ფაქტია, რომ კ------- ი-----ის მიერ მუცლის წინა მხარეს დაზიანების მიყენების შემთხვევაში, ისინი აუცილებლად იქნებოდა შემთხვევის ადგილზეც. გამოძიების მიერ სრულყოფილად არ იქნა დათვალიერებული ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზო, სადაც შესაძლებელია მას მიეღო მუცლის წინა მხარეს არსებული დაზიანება, რაიმე საგანთან კონტაქტის შედეგად. სრულყოფილად არ არის დათვალიერებული მეორე შემთხვევის, კერძოდ, ავტოავარიის ადგილიც.

 

საქმეზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოძიების მიერ ამოღებული დანის პირზე აღმოჩენილი ბიომასალა _ სისხლი ეკუთვნის ნ------- ბ--------–--ეს, ხოლო დანის ტარზე აღმოჩენილი ბიომასალა ეკუთვნის როგორც ნ------- ბ--------–--ეს, ასევე კ------- ი-----ეს, თუმცა ამავე დასკვნით ვერ დგინდება თუ რომელი ბიომასალა იყო დარჩენილი დანის ტარზე _ სისხლი, ოფლი, ცხიმოვანი უჯრედები თუ სხვა. ეს გარემოება გამორიცხავს პროკურორის მოსაზრებას, რომ დანის ტარით იქნა მიყენებული უსწორო კიდეებიანი ჭრილობა, ზომით 3X4 სმ-ზე, რადგან აღნიშნული არის მხოლოდ ვარაუდი. დანის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას აქვს სწორი, ერთგვაროვანი, ერთლესული მჭრელი პირი და მის ბოლოში არანაირი განსხვავებული მოყვანილობა არ გააჩნია, რომელსაც შეეძლო გაეგლიჯა მუცლის კანი ან შიდა ქსოვილები, ასეთი გასხვავებული დეტალი თუ ფორმა არ გააჩნია დანის ტარსაც. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, შ----- თ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ნაკვეთი ჭრილობა არ შეიძლება იყოს არასწორი კიდეებით, ასევე, უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება გამოწვეული მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მოცემულ შემთხვევაში დანით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე მიიჩნია დადასტურებულად ნ------- ბ--------–--ისათვის მუცლის წინა მხარეს არსებული ჭრილობის კ------- ი-----ის მიერ მიყენების ფაქტი და მიუთითა, რომ ვინაიდან კ------- ი-----ემ დანა რამდენჯერმე მოიქნია, ორივე ჭრილობა აუცილებლად მის მიერ იქნებოდა მიყენებული, რაც აბსურდია. საქმის მასალებით არ არის დადგენილი, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო მუცლის არეში არსებული დაზიანება ნ------- ბ--------–--ემ _ საკუთარ ეზოში, ავარიის დროს თუ მის შემდეგ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ კ------- ი-----ის ქმედებაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ფაქტია, რომ მას არანაირი მოტივი არ გააჩნდა, განეზრახა ნ------- ბ--------–--ისათვის სიცოცხლის მოსპობა, ასეთი ვერც სასამართლო განხილვით იქნა დადასტურებული. კ------- ი-----ეს მართლაც რომ ჰქონოდა ნ------- ბ--------–--ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა, არაფერი უშლიდა ხელს სისრულეში მოეყვანა იგი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დ----- ც-------ემ ითხოვა თავისი სააპელაციო საჩვრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლის სანქციის ფარგლებში.

 

მსჯავრდებულმა კ------- ი-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------- გ--–-----ემ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს კ------- ი-----ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ც-------ის, ასევე მსჯავრდებულ კ------- ი-----ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ------- გ--–-----ისა და მ--- ლ-----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ------- ი-----ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული კ------- ი-----ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

 

დაზარალებულ ნ------- ბ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 21 ნოემბერს, იმყოფებოდა ო-–-, ს------------------–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჰყავდა სტუმრები და იყო ნასვამი. სტუმრების წასვლის შემდეგ, უკვე გვიანი იყო, როცა დასაწოლად ადიოდა, გაიგონა ხმაური და გარეთ გავიდა, სადაც იმყოფებოდნენ კ------- ი-----ე, გ------- მ---------–ი და გ------- კ-------–--ე. მათთან მოუვიდა უკმაყოფილება, რაც გადაიზარდა კონფლიქტსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში. რამდენიმე წუთში შებრუნდა სახლში და როდესაც აივანზე ავიდა, შენიშნა, რომ ძირს დაიღვარა სისხლი, რომელიც მუცლიდან მოსდიოდა. იმავდროულად დაინახა, რომ მუცლის არეში ჰქონდა ჭრილობა, საიდანაც ბუშტები ამოდიოდა და ამობერილივით იყო ხორცი. ამის შემდეგ მოიძია მანქანის გასაღები, ჩაჯდა იქვე სახლის წინ გაჩერებულ თავის კუთვნილ ავტომანქანაში და საავადმყოფოში წავიდა. გზაში თვალები აემღვრა და ამ დროს გაიგონა შეჯახების ხმა, რის შემდეგაც გადმოვიდა მანქანიდან და საავადმყოფომდე ფეხით მივიდა. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადიოდა 40 დღე _ 2018 წლის 21 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომხდარის დეტალებს ვერ იხსენებს, კონკრეტულად ვისთან მოუვიდა კონფლიქტი არ ახსოვს, ჩხუბის დროს ტკივილი ან დაჭრა არ გაუგია, რადგან იმ ღამით ნასვამი იყო. დაზარალებულის განმარტებით, შევიდა თუ არა სახლში, დაინახა მხოლოდ ერთი ჭრილობა წინა მხარეს, მუცლის არეში, ხოლო უკან მიყენებული ჭრილობა არ დაუნახავს და არც იცოდა თუ ჰქონდა.

 

მოწმე გ------- მ---------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იმ პერიოდში მუშაობდა დაცვის პოლიციაში და უფლებამოსილებას ახორციელებდა ო--- იუსტიციის სახლში. 2018 წლის 21 ნოემბერს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სამსახურთან შეხვდა კ------- ი-----ე. ორივენი წავიდნენ და დალიეს ლუდი. ვინაიდან სჭირდებოდათ კ------- ი-----ის ფარდულის გასაღები, რომელიც მათ ახლობელს, გ------- კ-------–--ეს ჰქონდა, მიაკითხეს მას სამსახურში _ ქ----–-------------------- მდებარე „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქვესადგურში, რათა გამოერთმიათ გასაღები და წასულიყვნენ დომინოს სათამაშოდ. ადგილზე მისვლისას დაასიგნალეს და დაუძახეს გ-------ს, რა დროსაც გამოიხედა ქვესადგურის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრებმა ნ------- ბ--------–--ემ, რომელმაც დაუწყოთ აგრესიული საუბარი, თუ რას აკეთებდნენ იქ, რა უნდოდათ და რას დადიოდნენ შუაღამისას გარეთ. ამას მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში და ფიზიკურ დაპირისპირებაში. სიტუაცია იმ დონემდე მივიდა, რომ ნ------- ბ--------–--ემ ხელი დაარტყა კ------- ი-----ეს, რომელიც ძირს დავარდა. ამ დროს ის (გ------- მ---------–ი) ჩაერია და დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში მასსა და ნ------- ბ--------–--ეს შორის გაგრძელდა ჩხუბი, რის შემდეგაც თვითონ წაიქცა, ხოლო ნ------- ბ--------–--ე კ------- ი-----ისაკენ გაიქცა. ამ უკანასკნელმა მანქანიდან აიღო დანა და ნ------- ბ--------–--ეს ეძახდა _ არ მომეკარო, თორემ დაგარტყამო, მაგრამ ნ-------ი აგრესიულად იწევდა მისკენ. კ-------მა მას რამდენჯერმე მოუქნია დანა და ერთხელ დაარტყა უკანა მხარეს, რის შემდეგაც ნ------- ბ--------–--ე გაიქცა სახლისაკენ და იძახდა _ „დამჭრეს, დაგხოცავთო“. ის მალევე გამოვიდა სახლიდან, ჩაჯდა თავის მიკროავტობუსში და წავიდა. ამის შემდეგ ის და კ------- ი-----ეც წამოვიდნენ იქედან.

 

მოწმე გ------- კ-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა სს „ე------------------------ს“ ო--- ფილიალში, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქვესადგურში პირველი კატეგორიის მორიგის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს იყო მორიგე და იმყოფებოდა სამსახურში, რომელიც მდებარეობს ქ.ო-–-, ს-------------ში. წინა დღით წამოღებული ჰქონდა კ------- ი-----ის სახლის წინ მდებარე ფარდულის გასაღები, რომელიც მას დასჭირდა და გ-------------–თან ერთად მიაკითხა სამსახურში გასაღების წასაღებად. მათი დანახვისთანავე შეტრიალდა, აიღო გასაღები და გავიდა გარეთ. ამ დროს დაინახა, რომ კამათობდნენ კ------- ი-----ე და ნ------- ბ--------–--ე, რომელიც ქვესადგურის წინ ცხოვრობს, მაგრამ რაზე კამათობდნენ არ იცის. შემდეგ ნ------- ბ--------–--ემ ხელი დაარტყა კ------- ი-----ეს. ამ დროს თვითონ გვერდზე იდგა ერთი მეტრის მოშორებით, ხოლო გ-------------–ი იდგა ნ------- ბ--------–--ის სახლის წინ გაჩერებულ, კ------- ი-----ის კუთვნილ „----–---ს“ მარკის ავტომანქანასთან. როდესაც ნ-------მა კ-------ს დაარტყა, თავად ჩადგა შუაში და ცდილობდა მათ გაშველებას, რადგან კ-------ი და ნ-------ი იწევდნენ ერთმანეთისკენ, ყვიროდნენ და იგინებოდნენ. გ-------------–ი ნ------- ბ--------–--ეს აკავებდა, რადგან კ-------ი და ნ-------ი იწევდნენ ერთმანეთისკენ. ერთ მხარეს იყვნენ გ-------------–ი და კ------- ი-----ე, ხოლო თავად შუაში იდგა და ნ-------ის აკავებდა, მაგრამ ვეღარ დააკავა და ნ-------მა ჯერ გ-------------–ი წააქცია, ხოლო შემდეგ კ------- ი-----ე. მოწმის განმარტებით, მან ხელი მოჰკიდა ნ------- ბ--------–--ეს და მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით წაიყვანა. ამ დროს გ-------------–ი ძირს ეგდო, რომელსაც უთხრა, რომ ამდგარიყო, რაზეც მან უპასუხა, რომ თავი ჰქონდა დარტყმული და ვერ დგებოდა. ამის გამო მიეშველა მას, რა დროსაც ნ------- ბ--------–--ე გაექცა კ------- ი-----ისკენ და გ-------------–ის წამოყენების მომენტში დაინახა, რომ ნ------- ბ--------–--ე და კ------- ი-----ე ჩხუბობდნენ. ამ უკანასკნელმა ორჯერ მოუქნია ნ-------ს დანა, რომელიც მარჯვენა ხელში ეჭირა _ ერთხელ წინა მხარეს მოუქნია, რომელიც მას არ მოხვედრია, ხოლო მეორედ გვერდიდან და უკანა მხარეს დაარტყა. ნ------- ბ--------–--ეს წინა მხარეს ჭრილობა და სისხლი არ ეტყობოდა, ხოლო მეორეჯერ მოქნევის დროს იყო შეყოვნება. ამის შემდეგ ნ-------ი წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლისკენ, საიდანაც მალევე გამოვიდა, ჩაჯდა საკუთარ მიკროავტობუსში, რომელიც სახლთან ახლოს ეყენა და წავიდა. ამ დროს თვითონ კ------- ი-----ეს და გ-------------–ს ამშვიდებდა, მერე ისინიც ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.

 

მოწმე რ-------- შ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ი--------ს სამხარეო სამედიცინო ცენტრ ,,თ--------–ამედში“ ქირურგის პოზიციაზე. 2018 წლის 22 ნოემბერს, დილის 06:40 საათზე, კატასტროფის ბრიგადის მიერ ქ--------- შეყვანილი იქნა პაციენტი ნ------- ბ--------–--ე, რომელსაც ჰქონდა ერთი მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და ერთი წელის მიდამოში არაშემავალი ჭრილობა. პაციენტი მიყვანილი იქნა ხელოვნური სუნთქვით, მას ჩაუტარდა ექოსკოპია, ხოლო შემდეგ ლაპარატომია, დაზიანებული ორგანოების მთლიანობის აღდგენა და სხვა სამედიცინო მანიპულაციები. მუცლის ღრუში მუცლის წინა კედელი იყო დაზიანებული განივი კოლინჯის მარცხენა ნახევარში. წინა კედელზე მარცხენა მხარეს იყო შემავალი ჭრილობა, რომელსაც გარედან კანზე ჰქონდა ლათინური V-ს ფორმა, ხოლო შიგნითა ზედაპირიდან იყო სწორი ჭრილობა. განივ კოლინჯზე იყო ნაფლეთოვანი ჭრილობა, უსწორო კიდეებიანი, რაც გამოწვეულია ნაწლავის თავისებურებით, იგი არის არათანაბარი და უსწორმასწორო და ასევე იყო დაზიანებული ამ განივი კოლინჯის ჯორჯალი, რაზედაც არის ჩამოკიდებული ცხიმოვანი და სისხლძარღვოვანი წანაზარდი. მუცლის ღრუში გამოდიოდა ნაწლავის შიგთავსი და პირველადი დამუშავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკვები იყო მუცლის ღრუში და კუჭის დათვალიერების დროს უკანა კედელზე ნანახი იქნა დაახლოებით 5X2 სანტიმეტრზე მოგრძო ჭრილობა, გარდა ამისა, ბადექონზე იყო რამდენიმე ჭრილობა, ხოლო წელის მიდამოში მარჯვენა მხარეს იყო კიდევ ერთი ჭრილობა. ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით, პაციენტი გადაყვანილი იქნა ქ.თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც დასჭირდა განმეორებითი ოპერაცია, იყო გართულებებიც.

 

ბრალდებულმა კ------- ი-----ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აჩვენა, რომ იგი მუშაობდა მ---–---–------–--------------------–-–- ჭადრაკის მასწავლებლად. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 21 ნოემბერს, 18 საათზე დაასრულა მუშაობა და საკუთარი ავტომანქანით წავიდა ბენზინის ჩასახმელად. ბენზინგასამართი სადგური მდებარეობდა იუსტიციის სახლთან, სადაც მუშაობდა მისი მეზობელი და მეგობარი გ------- მ---------–ი. ვინაიდან, ისიც 18 საათზე ამთავრებდა მუშაობას, დაურეკა და ჰკითხა სახლისკენ ხომ არ მიდიოდა. ამ დროს ისიც გამოვიდა სამსახურიდან, ჩაუჯდა მანქანაში და გაჰყვა. გზად გაჩერდნენ არახალხმრავალ ადგილას და თითო ბოთლი ლუდი და ორასი გრამი არაყი დალიეს. შემდეგ გადაწყვიტეს დალევა გაეგრძელებინათ მისი სახლის ეზოში მდებარე ფარდულში, რომლის გასაღები გ------- კ-------–--ეს ჰქონდა, რის გამოც ქ----–-------------------- მდებარე სამსახურში მიაკითხეს მას. ადგილზე მისულებმა დაახლოებით ხუთი მეტრის დისტანციიდან დაუსიგნალეს გ------- კ-------–--ეს, მან გამოიხედა და როცა გაიგო, რომ გასაღების წასაღებად იყვნენ მისულები, შებრუნდა უკან, რათა გასაღები გამოეტანა. ამ დროს გ------- მ---------–ი გადავიდა მანქანიდან, ხოლო თვითონ ამოიღო მანქანაში არსებული დანა და მანქანის დინამიკის შეკეთება დაიწყო. შემდეგ დაინახა, რომ გ------- მ---------–ი ესაუბრებოდა ნ------- ბ--------–--ეს, რომელიც სახლიდან გამოვიდა და ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. ნ------- ბ--------–--ემ უთხრა გ------- მ---------–ს _ „რა იყო რა ამბავიაო“, რაზეც გ-------მ ნახევრად ხუმრობით უპასუხა _ „რა შენი საქმეაო“. მერე სიტუაცია დაიძაბა და მიხვდა, რომ ჩხუბზე გადადიოდნენ. ნ------- ბ--------–--ემ გაიწია გ-------სკენ და მათ ფიზიკურად დაიწყეს ჩხუბი. აგრესია პირველად ნ------- ბ--------–--ის მხრიდან წამოვიდა. ამიტომ დანა დააგდო მანქანის სავარძელზე და გაემართა მათ გასაშველებლად, მაგრამ ნ-------მა მოასწრო გ------- მ---------–ისთვის ხელის დარტყმა და იგი წაიქცა. მასთან გ------- კ-------–--ე მივარდა მისაშველებლად, ხოლო თვითონ ნ------- ბ--------–--ესთან მივიდა და უთხრა „ნოდო ჩვენ ვართო“, რადგან იფიქრა, რომ ძლიერი სიმთვრალის გამო ვერ ცნობდა მათ. ამის გაგონებაზე მან, თითქოს, თავი შეიკავა, მაგრამ აგრესია უკვე გ------- მ---------–ისგანაც მოდიოდა და ისინი იწევდნენ ერთმანეთისაკენ. თავად ნ------- ბ--------–--ეს აკავებდა, გ------- კ-------–--ე კი გ------- მ---------–ს. ამ დროს უკვე მასზე წამოვიდა აგრესია და ნ------- ბ--------–--ემ მასაც მოუქნია ხელი, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და წაიქცა, მაგრამ მალევე წამოდგა. როდესაც წაქცეული იყო და წამოდგომას ცდილობდა, იგი წაქცეულსაც ეჩხუბებოდა. ამის შემდეგ უკვე მასსა და ნ------- ბ--------–--ეს შორის დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც გ------- კ-------–--ე მივიდა და ჩადგა მათ შორის. ამ მომენტში გაექცა მას და მანქანისკენ წავიდა, მაგრამ ნ------- ბ--------–--ე ისევ დაედევნა. როდესაც მანქანასთან მივიდა და კარები გააღო, სავარძელზე დადებულ დანას დაავლო ხელი და ნ------- ბ--------–--ეს ეძახდა არ მიჰკარებოდა, თან უკან იხევდა, რადგან ფიქრობდა, რომ დანას დაინახავდა და მოერიდებოდა, თუმცა ნ------- ბ--------–--ე მაინც მიიწევდა მისკენ. ნ------- ბ--------–--ეს ორჯერ დაუსხლტა ხელიდან, მაგრამ მესამედ უკვე მის ზურგს უკან აღმოჩნდა, რა დროსაც ხელი მიადო ზურგზე, მაგრამ მისთვის დანა არ დაურტყამს და შესაძლებელია, როგორღაც მოხვდა დანა წელის არეში. ნ------- ბ--------–--ე რამდენიმე ხანი შეყოვნდა და შემდეგ სახლში შევიდა. იგი დაახლოებით 15 წუთში უკანვე გამობრუნდა, ჩაჯდა თავის კუთვნილ „---------ს“ მარკის მიკროავტობუსში და წავიდა. ამის შემდეგ ის და გ------- მ---------–იც წამოვიდნენ იქედან. როდესაც სახლში მივიდა, აფორიაქებული და განერვიულებული იყო, რის გამოც ჩავიდა თავის ფარდულში, სადაც ალკოჰოლურ სასმელს ინახავდა და დალია. შემდეგ გაიგო, რომ ნ------- ბ--------–--ეს ავტოავარია მოსვლია და საავადმყოფოში იმყოფებოდა. ბრალდებულ კ------- ი-----ის განმარტებით, მუცლის არეში არსებული ჭრილობა ნ------- ბ--------–--ისათვის მას არ მიუყენებია, მისთვის დანა მუცლის არეში არ მოუქნევია და როდესაც დაშორდა, ნ-------ს მუცელი სუფთა ჰქონდა. წელის არეში არსებული ჭრილობა კი მის მიერ არის მიყენებული, რადგან იგრძნო, რომ მას შეეხო ამ ადგილზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ----–--------------------. შემთხვევის ადგილიდან 30 მეტრის მოშორებით, აღმოსავლეთ მხარეს, მაღალი ძაბვის ქვესადგურის ღობესთან, გარეთა მხარეს აღმოჩენილი იქნა მოყავისფრო კეპიანი ქუდი, რომელიც იყო სველ მდგომარეობაში. ქუდიდან უფრო აღმოსავლეთით, 3 მეტრის მოშორებით აღმოჩენილი იქნა თეთრი ფერის მოკლე სახელოებიანი სველი მაისური, რომელიც დასვრილი იყო ტალახით და აღენიშნება გახევის კვალი კისრის არეში. ამის შემდეგ დათვალიერება გაგრძელდა ქვესადგურის ეზოში, სადაც დასავლეთის მხარეს, 25 მეტრის მოშორებით აღმოჩენილი იქნა 25 სმ სიგრძის დანა, რომელზეც შეინიშნებოდა წითელი ფერის ლაქები.

 

ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ.ო-–-, გ------- ს--------------ში. ქუჩიდან ეზოში შესასვლელი საცალფეხო ბილიკი მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით, რომლის ზედაპირზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, რაც იწყებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი კარის შიგნითა მხარეს არსებული ბეტონის ზედაპირიანი ფილებიდან და მთავრდებოდა საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ მხარეს ეზოში მდებარე საცალფეხო ბილიკის ბეტონის ფილებზე. ბილიკზე მოწითალო ფერის ლაქები გავრცელებული იყო ზიგზაგისებურად. მოწითალო ფერის ლაქები აღინიშნებოდა ასევე საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთის მხარეს ქვის ფილებით დაგებულ ვიწრო ბილიკზე. აივანზე შესასვლელი კარის კუთხეში, ხის ფიცრის ზედაპირზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბის ზედაპირი ალაგ-ალაგ მოსვრილი იყო მოწითალო ფერის ლაქებით. მეორე სართულის აივნის ხის იატაკის ზედაპირზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. სახლის მეორე სართულის დერეფანში დაგებული პარკეტის ზედაპირზე და საძინებელ ოთახში იატაკზე ალაგ-ალაგ აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე გ------- მ---------–ს მიეცა წინადადება შემთხვევის ადგილზე დაედასტურებინა და დაეზუსტებინა მის მიერ გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, მოწმე გ------- მ---------–ის მითითებით მივიდნენ ქ.ო-–-, ს--------------ში მდებარე ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს საავტომობილო მოასფალტებულ გზას. მოწმე გ------- მ---------–მა მიუთითა ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე „ე------------------------ს“ ქვესადგურის ეზოში შესასვლელი ჭიშკრის წინ საავტომობილო გზაზე ადგილი, სადაც კ------- ი-----ემ შეაჩერა თავისი კუთვნილი ავტომანქანა, საიდანაც ჩამოვიდა მასთან ერთად და ქვესადგურის მხარეს დაუძახეს გ------- კ-------–--ეს. შემდეგ გ------- მ---------–მა მიუთითა ს--------------ში მდებარე ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელ სახლზე, რომლის წინ ეზოში იმყოფებოდა ნ------- ბ--------–--ე, რომელიც გავიდა ეზოდან და დაუწყო სიტყვიერი კამათი. შემდეგ საავტომობილო გზის შუა ნაწილში მიუთითა ადგილზე, სადაც მან და ნ------- ბ--------–--ემ დაიწყეს სიტყვიერი კამათი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ჩხუბში, რომელიც გაგრძელდა სააკაძის ქუჩის აღმოსავლეთით. შემდეგ მიუთითა ადგილი, სადაც წაიქცა ჩხუბის დროს, ასევე ადგილი, სადაც ფიზიკური ჩხუბი გაგრძელდა ნ------- ბ--------–--ესა და კ------- ი-----ეს შორის. შემდეგ მიუთითა ადგილი, სადაც თავისი ავტომანქანიდან ამოღებული დანა კ------- ი-----ემ რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა სხეულზე ნ------- ბ--------–--ეს. აღნიშნულის უკეთ წარმოჩენის მიზნით, ნ------- ბ--------–--ის ადგილი დაიკავა შსს ო--- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ჭ--–--ემ და მისი მისამართით დანისმაგვარი ხის საგნით გ------- მ---------–მა მოახდინა იმ მოქმედებების დემონსტრირება, თუ როგორ დაარტყა დანა რამდენჯერმე კ------- ი-----ემ ნ------- ბ--------–--ეს. შემდეგ გ------- მ---------–მა მიუთითა ნ------- ბ--------–--ის სახლზე, საითაც გაიქცა დაჭრილი ნ------- ბ--------–--ე, ხოლო თავად კ------- ი-----ესთან ერთად მისი ავტომანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე გ------- კ-------–--ეს მიეცა წინადადება შემთხვევის ადგილზე დაედასტურებინა ან დაეზუსტებინა მის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია. გ------- კ-------–--ემ სრულად დაადასტურა გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია, რის შემდეგაც მისი მითითებით მივიდნენ ქ----–-------------------- მდებარე „ე------------------------ს“ ო--- ფილიალის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქვესადგურის წინამდებარე ტერიტორიაზე, ასევე ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი ჭიშკრის წინამდებარე ტერიტორიაზე. გ------- კ-------–--ემ მიუთითა ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურის ეზოში შესასვლელ ჭიშკარზე, ასევე მის წინამდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე შეამჩნია გ-------------–ი. მანვე აღნიშნული ადგილის მოპირდაპირედ, ქუჩის მეორე მხარის ნაწილში მიუთითა ადგილი, სადაც იდგა კ------- ი-----ის „-----–------------–---ს“ მარკის ავტომანქანა, ასევე ადგილი აღნიშნული ავტომანქანის ახლოს, ქუჩაში, სადაც ერთმანეთთან ჩხუბობდნენ ნ------- ბ--------–--ე, გ-------------–ი და კ--- ი-----ე. აღნიშნულის შემდეგ გ------- კ-------–--ემ მიუთითა ქუჩაში ჩხუბის ადგილიდან 10 მეტრის მოშორებით მანძილი, სადაც ნ------- ბ--------–--ე და კ------- ი-----ე ერთმანეთთან ჩხუბით გადაადგილდნენ და ის ცდილობდა მათ გაშველებას. ასევე მიუთითა ადგილი, სადაც ჩხუბისას გია მ---------–ი წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ გ------- კ-------–--ემ მიუთითა, რომ კ------- ი-----ე მითითებული ადგილიდან წავიდა თავისი ავტომანქანისაკენ, ხოლო თვითონ წამოდგომაში მიეხმარა წაქცეულ გ-------------–ს, რის შემდეგაც დაინახა, რომ „-----–------------–---ს“ მარკის ავტომანქანასთან ერთმანეთთან კვლავ ჩხუბობდნენ კ------- ი-----ე და ნ------- ბ--------–--ე, რა დროსაც კ------- ი-----ემ მას ორჯერ მოუქნია მარჯვენა ხელში დაჭერილი დანა, რა დროსაც ნ------- ბ--------–--ე იწევდა მის მიმართ გვერდულად. აღნიშნულის შემდეგ გ------- კ-------–--ემ მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ დაარტყა დანა კ------- ი-----ემ ნ------- ბ--------–--ეს, რისთვისაც დანის იმიტაციის მიზნით, მარჯვენა ხელში დაიჭირა ჯოხის ნაჭერი, ხოლო ნ------- ბ--------–--ის პოზიციისა და ადგილსამყოფელის იმიტაციაში მონაწილეობა მიიღო დეტექტივების სამმართველოს განყოფილების უფროსმა თ------ გ-–--ემ, რომელმაც ზემოხსენებული იმიტაცია განახორციელა გ------- კ-------–--ის მითითებით. გ------- კ-------–--ემ განმარტა, რომ დანის დარტყმის შემდეგ ნ------- ბ--------–--ე შევიდა თავის ეზოში, საიდანაც მალევე გამოვიდა და იქვე მდგომი, მისი კუთვნილი „ფ------------------ის“ მარკის მიკროავტობუსით დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად კ------- ი-----ეს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა.

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ო--- რაიონული საავადმყოფოს მიმღების მორიგე ექიმის, თ------ გ-------–---–ისგან ამოღებულ ნ------- ბ--------–--ის ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ზედა მხარეს და უკანა ჯიბეზე, მარცხენა მხარეს აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.

 

კ------- ი-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა კ------- ი-----ის ტანსაცმელი, მათ შორის: მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომლის მარჯვენა ტოტის მუხლის არეში გვერდითა მხრიდან აღინიშნებოდა მოწითალო ფერის და ტალახისმაგვარი ლაქები, მარჯვენა ტოტის ჯიბის მიმდებარედ აღინიშნებოდა ლაქები, შარვლის მარცხენა ტოტზე, მუხლის და ქვემოთ წვივის არეში აღინიშნებოდა მუქი ფერის ლაქები, უკანა მხარეს საჯდომის არეში აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა და მოშავო ფერის გრძელსახელოებიანი „დუტი“ ქურთუკი, რომელსაც მარჯვენა მკლავზე აღენიშნებოდა მუქი ფერის ლაქები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია შემდეგი:

 

თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ს.ს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი“ ო--- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №197-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა №197 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 22.11.18წ.)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ------- ბ--------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 21 ნოემბერს, 23:00 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 2018 წლის 22 ნოემბერს, 04:00 სთ-ზე, დიაგნოზით: მუცლის კედლის ღია შემავალი ჭრილობა, წელის არეში მარჯვნივ ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა.

 

თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ---------------“ _ ი--------ს სამხარეო სამედიცინო ცენტრის (თ--------–ამედი) სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №2880-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა №3--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 22.11.18წ)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ.ნ------- ბ--------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 22 ნოემბერს, 06:40–20:40 სთ-ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის შემავალი ჭრილობა, ჰემოპერიტონეუმი, მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა წელის მიდამოში.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკად. ო---------–-----------------------–---------–-----–-------ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1-----ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ.ნ------- ბ--------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 22 ნოემბერს, 23:10 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, კუჭის განივი კოლინჯის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, წელის ნაკვეთი არაშემავალი ჭრილობა, ლაპარატომიის, მუცლის ღრუს რევიზიის, დრენირების, ჭრილობების პ.ქ.დ შემდგომი მდგომარეობები. ორმხრივი პნევმონია, სეფსისი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

 

დაზიანების _ მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების ურთიერთგამომრიცხავი და არასრული მორფოლოგიური სურათის გამო, იზოლირებურად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

დაზიანება წელის მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ:

 

–შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ურთიერთგარდამავალი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–--ეს, ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის კ------- ი-----ეს, ხოლო მეორე წილი ნ------- ბ--------–--ეს;

 

–ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნის მოაჯირის ხის ზედაპირიდან, მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბიდან, მეორე სართულის აივნის იატაკიდან და მეორე სართულის კორიდორის იატაკიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–--ეს;

 

–ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მარცხნივ მდებარე საძინებელი ოთახის იატაკის ზედაპირიდან, ავტომანქანა „---------ს“ წინა მარცხენა კარების „აბივკიბიდან“, საჭიდან, ტორპედოს მარჯვენა ნაწილიდან და გადაცემათა კოლოფის სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–--ეს.

 

–შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მაღალი ძაბვის ქვესადგურის ღობესთან ბალახის ზედაპირიდან ამოღებულ თეთრი ფერის დაზიანებულ, სველ მაისურზე არსებული თმის ღერები ეკუთვნის ნ------- ბ--------–--ეს. ამავე მაისურზე არსებულ მონაცრისფრო-მოყავისფრო და მომწვანო-მოყავისფრო ლაქებში არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ბ--------–--ეს.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ქ--------–-–---–მა.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ თეთრი ფერის მაისურზე (რომელზეც აღმოჩნდა ნ------- ბ--------–--ის თმის ღერები და ბიოლოგიური მასალა), საყელოსა და მხრების მიდამოში _ სახელოების ჩათვლით არსებული დაზიანებები განვითარებულია რღვევითა და ხევით _ ძლიერი მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ამავე დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა (რომლის საერთო სიგრძეა 26 სმ, პირის სიგრძე _ 14,3 სმ, პირის მაქსიმალური სიგანე _2,4 სმ, პირის მაქსიმალური სისქე _ 0,1 სმ) დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების, ცალმხრივლესილი პირის მქონე დანას, რომელსაც გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები, რის გამოც მიჩნეულია ცივ იარაღად.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- შ--–-----–---–მა.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ------- ბ--------–--ის ჯინსის შარვლის და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე აღინიშნებოდა მოწითალო-მოვარდისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნდათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ------- კ-------–--ის მოკლესახელოებიანი მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნებოდა მოლურჯო-მომწვანო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ------- კ-------–--ის სპორტული ჟაკეტის და სპორტული შარვლის ქსოვილების ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე აღინიშნებოდა მუქი მოლურჯო ფერის ბაც მორუხო ფერში გადასვლით პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნდათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ------- მ---------–ის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ექსპერტიზაზე წარდგენილი, კ------- ი-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „დუტი“ ქურთუკის და სვიტერის, გ------- მ---------–ის ქურთუკის და შარვლის, გ------- კ-------–--ის სპორტული ჟაკეტის, მოკლესახელოებიანი მაისურის და შარვლის და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე აღინიშნებოდა არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნდათ საერთო გვარობრივი კუთვნილება კ------- ი-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ჯინსის შარვლის და ნ------- ბ--------–--ის ჯინსის შარვლის ქსოვილების ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ-----–---–მა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ კ------- ი-----ემ ჩაიდინა ნ------- ბ--------–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ კ------- ი-----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს დაზარალებულ ნ------- ბ--------–--ეს დანის გამოყენებით მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა წელის არეში, თუმცა უარყოფს მის მიერ ნ------- ბ--------–--ისათვის მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის მიყენებას და არ ეთანხმება ქმედების კვალიფიკაციას, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ კ------- ი-----ეს არ ჰქონდა დაზარალებულის მკვლელობის განზრახვა, რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ნ------- ბ--------–--ეს როგორც ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება წელის მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობის სახით, ასევე სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის სახით მიაყენა სწორედ კ------- ი-----ემ, რომლის ქმედებაც მიმართული იყო დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, კერძოდ:

 

თავად ბრალდებულ კ------- ი-----ის, ასევე დაზარალებულ ნ------- ბ--------–--ისა და ფაქტის თვითმხილველი მოწმეების _ გ------- მ---------–ისა და გ------- კ-------–--ის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე დანა კ------- ი-----ის გარდა სხვას არავის ჰქონია. მოწმეების _ გ------- მ---------–ისა და გ------- კ-------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მან აღნიშნული დანა რამდენჯერმე მოუქნია ნ------- ბ--------–--ეს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გაიქცა თავისი სახლისკენ და იძახდა დამჭრესო. ნ------- ბ--------–--ის ჩვენებით კი დასტურდება, რომ ჩხუბის შემდეგ სახლში შესულმა დაინახა, რომ მუცლის არეში იყო დაჭრილი, საიდანაც სისხლი სდიოდა და ამ ჭრილობის დანახვისთანავე თავისი ავტომანქანით წავიდა საავადმყოფოში. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანის პირზე აღმოჩნდა ნ------- ბ--------–--ის სისხლი, ხოლო ამავე დანის ტარზე _ კ------- ი-----ისა და ნ------- ბ--------–--ის ბიოლოგიური მასალა. აღნიშნული გარემოებებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, თითქოს, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ნ------- ბ--------–--ისათვის კ------- ი-----ეს არ მიუყენებია, უსაფუძვლოა და მოფიქრებულია მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, ჰქონდა თუ არა კ------- ი-----ეს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ------- ბ--------–--ეს მიყენებული აქვს 2 ჭრილობა, რომელთაგან ერთ-ერთი არის მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, კუჭის განივი კოლინჯის დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. პალატა განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ, თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა _ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ------- ი-----ეს ჰქონდა სწორედ მკვლელობის განზრახვა, რაც დასტურდება იმით, რომ მან ჩხუბში, ფიზიკური ურთიერთდაპირისპირების დროს, დაზარალებულ ნ------- ბ--------–--ეს მუცლისა და წელის არეში დაარტყა 14.3 სმ. მჭრელი პირის მქონე დანა, რის შედეგადაც ორი დაზიანება მიაყენა მას, მათ შორის, ერთ-ერთი _ სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილში. აღნიშნული ნათლად მეტყველებს დაზარალებულის მოკვლის განზრახვაზე და იგი მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს. შესაბამისად, აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ კ------- ი-----ეს დაზარალებულ ნ------- ბ--------–--ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რადგან ასეთი განზრახვა რომ ჰქონოდა, განახორციელებდა კიდეც მას, რაშიც ხელს არაფერი უშლიდა _ უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კ------- ი-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ------- ი-----ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კ------- ი-----ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ც-------ის, ასევე მსჯავრდებულ კ------- ი-----ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ------- გ--–-----ისა და მ--- ლ-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენი კ------- ი-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.კ------- ი-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.კ------- ი-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 22 ნოემბრიდან.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ კ------- ი-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღო---ძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

6.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოყავისფრო კეპიანი ქუდი და თეთრი ფერის მაისური; კ------- ი-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი; გ------- კ-------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი; გ------- მ---------–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ნ------- ბ--------–--ის ჯინსის შარვალი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

· თმის ღერები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანა; კ------- ი-----ისაგან აღებული თმის ნიმუშები, კანის ნახჭის ნიმუშები, ორივე ხელის ფრჩხილების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ორივე ხელიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები; გ------- კ-------–--ის დაქტილობარათი; გ------- კ-------–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ორივე ხელის ანაწმენდების ნიმუშები, ორივე ხელის ფრჩხილების ნიმუშები; გ------- მ---------–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ორივე ხელის ფრჩხილების ნიმუშები, ორივე ხელის ანაწმენდის ნიმუშები, ხელის კანის ნახჭის ანაბეჭდები; მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები; ანაწმენდი სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე და ნ------- ბ--------–--ის ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს.

 

· „ფ------------------ის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია შსს ო--- რაიონული სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გ------- მ---------–ის და გ------- კ-------–--ის მონაწილეობით ექსპერიმენტების ჩატარებისას, ნ------- ბ--------–--ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას და ქ----–--------–-----–-- მოედნის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, გადატანილი 5 (ხუთი) ცალ CD-R დისკზე, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/