განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2019
საქმის ნომერი
120310019002895048
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2463-19

საქმე №120310019002895048

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

21 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: მარინე კახაძე, ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები): ი---- გ----–-–---–ი, მ--- მ------–---–-;

წარმომადგენელი: იოსებ ხითარიშვილი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი: დ----- ს--------ე;

 

მესამე პირი: ნ--- მ--–----ე;

წარმომადგენელი: ე---------- ა--–--ე;

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის №3/039-19 გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ი---- გ----–-–---–ის და მ--- მ------–---–-ს მოთხოვნა.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ შესაგებლსა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს. მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო, უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

 

2.2. მესამე პირის ნ--- მ--–----ის წარმომადგენილი, სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ შესაგებლსა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს. მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო, უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება. დამატებით განმარტა, რომ მიშენება განხორციელდა 2008 წლამდე და გასათვალისწინებელია ხანდაზმულობის ვადა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, ი---- გ----–-–---–ის და მ--- მ------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.2.1. ქალაქ ა---––---ში, კ--------ს ქუჩა N1---ში მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის მესამე სართულზე, ბინა N8-ში ი---- გ----–-–---–ს და მ--- მ------–---–ს გააჩნიათ უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა ს/კ 62.09.32.010.0-----. 43კვმ. ფართი. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება N---------------, დამოწმების თარიღი 25/07/2014, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

3.2.2. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ს/კ 62.09.32.010.0-----, სართული მეორე, ფართი 67.60 კვ.მ, წარმოადგენს ნ--- მ--–----ის საკუთრებას.

 

უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს: საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება N4-ით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლი მე-9. საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება N1-1827, დამოწმების თარიღი: 11/04/2006.

 

3.2.3. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს საჩივრით მიმართა მოსარჩელეების წარმომადგენელმა და ითხოვა ბრძანების გამოცემა ნ--- მ--–----ის უკანონოდ წარმოებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ.

 

3.2.4. ახალციხის მერიის მიერ 2019 წლის 28 თებერვალს N887/7 მიმართვით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) ეცნობა მოსარჩელეების წარმომადგენელს, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შესული მისი საჩივარის პასუხად აცნობედნენ, რომ აღნიშნული ტერტორია არ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და, შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და აღნიშნულ მოქალაქეზე არ გაცემულა არანაირი ნებართვა რაიმე სახის მიშენებასთან დაკავშირებით. დაწყებულია აღნიშნული ტერიტორიის (ე.წ. სამხედრო დასახლება) გადაცემის პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდება დაიწყოს განხილვა იმ საკითხების, რომელიც დაკავშირებულია ხსენებულ ტერიტორიაზე უნებართვო/უკანონო მშემებლობების ლეგალიზება-დემონტაჟთან. რაც შეეხება მათ საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს სამეზობლო დავასთან დაკავშირებით, ის სცილდება მერიის კომპეტენციას, რადგან განეკუთვნება სამოქალაქო დავის საგანს და მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

 

3.2.5. შპს ,,ი-----------ის“ დირექტორის მიმართვით დადგენილია, რომ ქ. ა---––---, კ--------ს ქ. N------ში ი---- გ----–-–---–ის სახელზე აბონეტის ნომრით 3--------- შედგა აქტი 2019 წლის 22 იანვარს, რის შედეგადაც აბონეტს შეუწყდა გაზის მიწოდება ოთახის გამათბობელზე, რომელიც იყო დამონტაჟებული ტექნიკური ნორმების დარღვევით. აღნიშნული გამათბობელის მილები გადიოდა სახლის სახურავში.

 

2010 წლის 25 ოქტომბრიდან არის გაზიფიცირებული კ--------ს ქუჩა N1---ში მდებარე N8 ბინა მ----–-----------ზე, ხოლო 2014 წლიდან აბონეტად დარეგისტრირდა ი---- გ----–-–---–ი.

 

3.2.6. ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ქ.ა---––---, კ--------ს ქ. N193, ბინა-8. ფართი მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის უკან ეზოში საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს. მეორე სართულზე. საცხოვრებელ ბინას უკანა მხრიდან ასასვლელი არ გააჩნია. სადარბაზოს გამოყენებით ავდივართ მეორე სართულზე, მესამე პირის - ნ--- მ--–----ის საცხოვრებელ ბინაში, გავდივართ აივანზე. საცხოვრებელ ბინაზე მიშენებულია 2 ოთახი დაახლოებით 24კვ.მ, ხოლო აივნის ფართია 8-10 კვ.მ.

 

სადარბაზოს გამოყენებით ავდივართ მე-3 სართულზე მოსარჩელე მ--- მ------–---–-ს ბინაში. ფაქტობრივად მიშენებული 2 ოთახის სახურავი განთავსებულია, მოსარჩელის აივანის პირისპირ საცხოვრებელი ბინის ფანჯრამდე.

მე-3 პირის საცხოვრებელი ბინის მიმატების სახურავი შედგება ორი ნაწილისგან. ბეტონის სახურავი მდებარეობს მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის აივნის იატაკის პირისპირ, ხოლო ზემოდან, 70-80 სმ-ის სიმაღლეზე განთავსებულია აზბესტის (შიფერის) სახურავი კედელთან ახლოს, რომლის სიმაღლეც უტოლდება მოსარჩელის ფანჯარას და ებჯინება მას. მოსარჩელის გაზის გამათბობელის მილი გადის მესამე პირის კუთვნილი ბეტონისა და აზბესტის (შიფრის) სახურავებს შორის და ადის სახურავის ზემოთ. სპეციალისტის - თეიმურაზ აღუშაშვილის განმარტებით, გაზის გამათბობლის ჩართვისათვის აუცილებებლია სახურავის დაბლა დაწევა სხვა შემთხვევაში გაზი არ ჩაირთვება, ასევე მისი განმარტებით, მილის დაბლა სიცარიელე უნდა იყოს, დაახლოებით, 10 სმ.

სპეციალისტის - თეიმურაზ აღუშაშვილის განმარტებით, როდესაც გამოცხადდა მოსარჩელის ბინაში, მის მიერ მოხდა გაზის ონკანის გადაკეტვა და სათანადო წესით დალუქვა. მისივე განმარტებით, მდგომარეობა არ არის შეცვლილი.

 

3.2.7. სადავო ფართი, რომლის დემონტაჟსაც ითხოვს მოსარჩელე, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მესამე პირის - ნ--- მ--–----ის სახელზე და მიშენება ნაწარმოებია მოსარჩელეების მიერ ბინის შეძენამდე.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ახალციხის მერიის 2019 წლის 28 თებერვლის N887/7 მიმართვა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რადგან აღნიშნული აქტით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა უარი უთხრა ი---- გ----–-–---–ს და მ--- მ------–---–ს განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომლის შესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს კანონმდებლობის მიმართებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ქალაქ ა---––---ში, კ--------ს ქუჩა N1---ში მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის მესამე სართულზე, ბინა N8-ში მოსარჩელეებს გააჩნიათ უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა ს/კ 62.09.32.010.0-----. 43კვმ. ფართი. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება N---------------, დამოწმების თარიღი 25/07/2014, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

ასევე დადგენილ იქნა, რომ ქონება, საკადასტრო კოდით ს/კ 62.09.32.010.0-----, სართული მეორე, ფართი 67.60 კვ.მ. წარმოადგენს ნ--- მ--–----ის საკუთრებას. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს: საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება N4-ით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლი მე-9. საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება N1-1827, დამოწმების თარიღი: 11/04/2006.

 

აღინიშნა, ახალციხის მერიის მიერ 2019 წლის 28 თებერვალს N887/7 მიმართვით ეცნობა მოსარჩელეების წარმომადგენელს, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შესული მისი საჩივარის პასუხად აცნობებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია არ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შესაბამისად ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და აღნიშნულ მოქალაქეზე არ გაცემულა არანაირი ნებართვა რაიმე სახის მიშენებასთან დაკავშირებით. დაწყებულია აღნიშნული ტერიტორიის (ე.წ. სამხედრო დასახლება) გადმოცემის პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდება დაიწყოს განხილვა იმ საკითხების, რომელიც დაკავშირებულია ხსენებულ ტერიტორიაზე უნებართვო/უკანონო მშემებლობების ლეგალიზება-დემონტაჟთან. რაც შეეხება მათ საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს სამეზობლო დავასთან დაკავშირებით, ის სცილდება მერიის კომპეტენციას, რადგან განეკუთვნება სამოქალაქო დავის საგანს და მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

 

შპს ,,ი-----------ის" დირექტორის მიმართვით დადგენილ იქნა, რომ ქ. ა---––---, კ--------ს ქ. N------ში ი---- გ----–-–---–ის სახელზე აბონეტის ნომრით 3--------- შედგა აქტი 2019 წლის 22 იანვარს, რის შედეგადაც აბონეტს შეუწყდა გაზის მიწოდება ოთახის გამათბობელზე, რომელიც იყო დამონტაჟებული ტექნიკური ნორმების დარღვევით. აღნიშნული გამათბობელის მილები გადიოდა სახლის სახურავში. 2010 წლის 25 ოქტომბრიდან არის გაზიფიცირებული კ--------ს ქუჩა N1---ში მდებარე N8 ბინა მ----–-----------ზე, ხოლო 2014 წლიდან აბონეტად დარეგისტრირდა ი---- გ----–-–---–ი.

 

ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ქ.ა---––---ში, კ--------ს ქ. N193, ბინა-8. ფართი მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის უკან ეზოში საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს, მეორე სართულზე. საცხოვრებელ ბინას უკანა მხრიდან ასასვლელი არ გააჩნია. სადარბაზოს გამოყენებით ავდივართ მეორე სართულზე, მესამე პირის - ნ--- მ--–----ის საცხოვრებელ ბინაში, გავდივართ აივანზე. საცხოვრებელ ბინაზე მიშენებულია 2 ოთახი, დაახლოებით, 24კვ.მ, ხოლო აივნის ფართია 8-10 კვ.მ. სადარბაზოს გამოყენებით ავდივართ მე-3 სართულზე მოსარჩელე მ--- მ------–---–-ს ბინაში. ფაქტობრივად მიშენებული 2 ოთახის სახურავი განთავსებულია, მოსარჩელის აივანის პირისპირ საცხოვრებელი ბინის ფანჯრამდე. მე-3 პირის საცხოვრებელი ბინის მიმატების სახურავი შედგება ორი ნაწილისგან. ბეტონის სახურავი მდებარეობს მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის აივნის იატაკის პირისპირ, ხოლო ზემოდან, 70-80 სმ-ის სიმაღლეზე განთავსებულია აზბესტის (შიფერის) სახურავი კედელთან ახლოს, რომლის სიმაღლეც უტოლდება მოსარჩელის ფანჯარას და ებჯინება მას. მოსარჩელის გაზის გამათბობელის მილი გადის მესამე პირის კუთვნილი ბეტონისა და აზბესტის (შიფრის) სახურავებს შორის და ადის სახურავის ზემოთ. სპეციალისტის - თეიმურაზ აღუშაშვილის განმარტებით, გაზის გამათბობლის ჩართვისათვის აუცილებებლია სახურავის დაბლა დაწევა სხვა შემთხვევაში გაზი არ ჩაირთვება, ასევე მისი განმარტებით მილის დაბლა სიცარიელე უნდა იყოს დაახლოებით 10 სმ.

 

სპეციალისტის - თეიმურაზ აღუშაშვილის განმარტებით, როდესაც გამოცხადდა მოსარჩელის ბინაში, მის მიერ მოხდა გაზის ონკანის გადაკეტვა და სათანადო წესით დალუქვა. მისივე განმარტებით მდგომარეობა არ არის შეცვლილი.

 

სადავო ფართი, რომლის დემონტაჟსაც ითხოვს მოსარჩელე, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მესამე პირის - ნ--- მ--–----ის სახელზე და მიშენება ნაწარმოებია მოსარჩელეების მიერ ბინის შეძენამდე.

 

სასამართლო განმარტებით, მოცემული დავის ფარგლები ვერ იმსჯელებდა, რამდენად უშლის მიშენება ხელს მოსარჩელებს და რამდენად კანონიერია საჯარო რეესტრის რეგისტრაცია, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ხელშეშლა წარმოადგენდა სამოქალაქო დავის საგანს, ხოლო დავა საჯარო რეესტრის რეგისტრაციის კანონიერების თაობაზე - სხვა დავას, რომლის ტრანსფორმირება მოცემული დავის ფარგლებში ვერ მოხდებოდა, ხოლო მოცემულ დავის ფარგლებში სასამართლო ვალდებული იყო, შეეფასებინა მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეებს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

3.3.2. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

სადავო ფართი, რომლის დემონტაჟსაც ითხოვს მოსარჩელე, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ნ--- მ--–----ის სახელზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.

 

ამავე კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს, ბათილად იქნეს ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 28 თებერვლის N887/07 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ--- მ--–----ის მიერ უძრავ ქონებაზე უკანონო მიშენების დემონტაჟის შესახებ, სადავო ფართი კი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელეზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამავე კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ აქტის ბათილობას იწვევს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიერ განსახილველ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადება-გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ი---- გ----–-–---–ის და მ--- მ------–---–- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტები ითხოვენ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლომ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია სადავო აქტი, რომლითაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ უარი უთხრა მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო ტერიტორია არ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და აღნიშნულ მოქალაქეებზე არ გაცემულა ნებართვა რაიმე სახის მიშენებასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხის განხილვა მათ კომპეტენციას არ განეკუთვნება. სააპელაციო საჩივრის თანახმად, თუკი სასამართლომ სადავო აქტი კანონიერად მიიჩნია, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ეთანხმება აქტში მოყვანილ არგუმენტაციას, თუმცა სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლო არ ავითარებს იმავე მსჯელობას და უთითებს სხვა გარემოებაზე, განმარტავს რა, რომ რადგან უკანონო მიშენება უკვე რეგისტრირებულია საკუთრების უფლებით, მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა.

 

აპელანტების მოსაზრებით, მიუხედავად სადავო ტერიტორიის მერიის ბალანსზე არარსებობისა, მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია გამოავლინოს უკანონო მშენებლობის ფაქტები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათზე. ამასთანავე, ნებისმიერი უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობისა თუ მიშენების საჯარო რეესტში რეგისტრაცია არ ნიშნავს მის ლეგალიზაციას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკანონო მიშენება უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მერია ვალდებულია გამოავლინოს მსგავსი ფაქტები და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში უქმდება საკუთრების უფლება უკანონო მიშენებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ არ განახორციელა.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლები ვერ იმსჯელებს, რამდენად უშლის მიშენება ხელს მოსარჩელეებს და რამდენად კანონიერია საჯარო რეესტრის რეგისტრაცია, რადგან სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე, საპაექრო სიტყვაში მოსარჩელე მხარეს არ მისცა საშუალება, სასამართლოს ყურადღება გაემახვილებინა ხელშეშლის ფაქტზე და მიუთითა, რომ მოხდებოდა მხოლოდ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმება. აპელანტების განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სწორედ ხელშეშლის ფაქტი, რომ მოსარჩელეებს შეუწყდათ გაზის მიწოდება ოთახის გამათბობელზე, რომელიც იყო დამონტაჟებული ტექნიკური ნორმების დარღვევით. გამათბობლის მილები გადის სახლის სახურავში. თუ სასამართლო თვლიდა, რომ ხელშეშლის ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქმისათვის, აპელანტების მოსაზრებით, გაუგებარია, რატომ განხორციელდა ადგილზე გასვლა და დათვალიერება, რატომ გამოკვეთა სასამართლომ ხელშეშლის ფაქტი, თუკი შემდგომში მისი გაზიარება და გათვალისწინება არ მოხდებოდა. აპელანტები თვლიან, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს მიდგომა, რომ აღნიშნული განეკუთვნება სამოქალაქო დავის საგანს, რადგან ანალოგიური სარჩელით მიმართეს იმავე სასამართლოს, მაგრამ წარმოებაში მიღებაზე ეთქვათ უარი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ განეკუთვნებოდა სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას და უნდა მიემართათ ადმინისტრაციული სარჩელით.

 

აპელანტებმა მიუთითეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 96-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებზე და აღნიშნავენ, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მათ ინტერესებს, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. 2019 წლის 11 თებერვლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო ტერიტორია არ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და მათ კომპეტენციას არ განეკუთვნება ნებართვის გაცემისა და დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მსგავსი მიდგომა საკითხისადმი სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, რადგან მიუხედავად იმისა, ტერიტორია არის თუ არა მუნიციპალიტეტის ბალანზე, მასზე მაინც ვრცელდება მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო პირობების დადგენის შესახებ საქართველოს კანონის, ასევე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსის მოქმედება. სადავო მიშენება აწარმოა მესამე პირმა მშენებლობის ნებართვის გარეშე, რითაც ირღვევა მოსარჩელეთა უფლებები, რადგან ხელი ეშლებათ საკუთრებით თავისუფლად ფლობასა და სარგებლობაში.

 

სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას წარმოადგენს განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა უკანონო მშენებლობის ფაქტზე. მოცემულ შემთხვევაში კი ადგილი აქვს მოპასუხის ვალდებულებების შეუსრულებლობას, ხოლო ის გარემოება, რომ სადავო მიშენება უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, არ ცვლის გარემოებას არსებითად, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ ნიშნავს უკანონო მიშენების ლეგალიზაციას. ითხოვენ, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს ი---- გ----–-–---–ისა და მ--- მ------–---–-ს სარჩელი.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

ამ კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

5.1. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ, რომლის თანახმად: განაცხადის რეგისტრაციის N1279/06, თარიღი 14.04.2006წ. ა) საკუთრების განყოფილება: სარეგისტრაციო ზონა: ა---––--- 62; სექტორი ა---––--- 09; კვარტალი 32; მისამართი კ--------ს193/5, ბ) მესაკუთრის განყოფილება: სართული II, ბინის N5, წილობრივი მონაცემები 40,0; ნ--- მ--–----ე; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიუსის ც. ნათენაძი მიერ რეესტრით N1-1827, 11.04.2006 წ.

 

5.2. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 62.09.32.010.01.005, მომზადების თარიღი 15/09/2016წ.), რომლის თანახმად: ქ. ა---––---ში, კ--------ს ქუჩა N1---ში, მე-2 სართული, ბინა N5, ფართი 67,60 კვ.მ. საკუთრების უფლებით ეკუთვნის ნ--- მ--–----ეს. განცხადების რეგისტრაცია: N622006001279, თარიღი 14/04/2006. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება N4-ით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9; საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება N1-1827, დამოწმების თარიღი: 11/04/2006 წ. ნოტარიუსი ცისანა ნათენაძე. იპოთეკა: იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების თარიღი: 12/02/2016წ, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო''

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყდნობა სასამართლო :

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 49; 15; ტ. I);

 

5.3. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ (განაცხადის რეგისტრაციის N0471/08, თარიღი: 21.02.08წ.წ), რომლის თანახმად: ა) საკუთრების განყოფილება: სარეგისტრაციო ზონა: ა---––--- 62; სექტორი ა---––--- 09; კვარტალი 32; მისამართი კ--------ს193/8, ბ) მესაკუთრის განყოფილება: სართული III, ბინის N8, წილობრივი მონაცემები 43,0; თ----ა მ----–--ე; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიუსის ც. ნათენაძი მიერ რეესტრით N1-881, 21.02.2008 წ.

 

5.4.საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 62.09.32.010.01.008, მომზადების თარიღი: 16/05/2012წ.), რომლის თანახმად, ქ. ა---––---ში, კ--------ს ქუჩა N1---ში, მე-3 სართული, ბინა N8, ფართი 43.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მ-------- ბ--–-----–---–ს, განცხადების რეგისტრაცია: N882012200307, თარიღი: 10.05.2012წ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 10.05.2012წ. სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო''

 

5.5. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 62.09.32.010.01.008, მომზადების თარიღი 31/07/2014წ.) შესახებ, რომლის თანახმად, ქ. ა---––---ში, კ--------ს ქუჩა N1---ში, მე-3 სართული, ბინა N8, ფართი 43.00 კვ.მ. თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ი---- გ----–-–---–ს და მ--- მ------–---–ს. განცხადების რეგისტრაცია: N882014394832, თარიღი: 25/07/2014. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 25/07/2016წ. იპოთეკა: უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების თარიღი: 25/07/2014 , სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო''

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყდნობა სასამართლო :

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 52; 53; 13; ტ. I).

 

5.6. 2019 წლის 11 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას საჩივრით მიმართა აპელანტების ი---- გ----–-–---–ისა და მ--- მ------–---–-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და გამოიცეს ბრძანება ნ--- მ--–----ის მიერ უკანონოდ წარმოებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ.

 

განცხადებაში აღინიშნა, რომ ქ. ა---––---ში კ--------ს ქუჩა N1---ის ბინა N5-ში, აივანზე, ასევე მის გასწვრივ, ბინის გაფართობის მიზნით ნ--- მ--–----ემ აწარმოა მშენებლობა და ააშენა ნაგებობა იმგვარად, რომ კედლებია ამოსულია მოსარჩელეების (ი---- გ----–-–---–ი, მ--- მ------–---–-) აივნამდე, ხოლო ნაგებობის სახურავი განთავსებულია ფანჯარასთან. ამ ფანჯარასთან მოსარჩელეებს დამონტაჟებული აქვთ გაზის გამათბობელი, რომლის გამწოვი მილი გადის მოპასუხის (ნ--- მ--–----ე) მიერ უნებართვოდ აშენებული შენობის სახურავში. პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც რეაგირების გარეშე დატოვა, როგორც მშენებლობის ფაქტი, ასევე ნ--- მ--–----ის მიერ განხორციელებუილი საკუთრების ხელშეშლის ფაქტი. 22.01.2019 წელს გაზის მომწოდებელმა კომპანიამ შეამოწმა N8 ბინაში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და დაადგინა, რომ ოთახის გამათბობელი დამონტაჟებულია ყოველგვარი ტექნიკური ნორმების დაცვის გარეშე, რადგან გამათბობლის მინები გადის გადის მეზობლის სახურავში და შეყდა გაზის მიწოდება, დაედო სპეციალური ლუქი.

 

5.7. საქართველო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 28 თებერვლის N887/7 წერილით, ი---- გ----–-–---–ისა და მ--- მ------–---–-ს წარმომადგენელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 11 თებერვალს შესული მისივე საჩივრის (რეგ.N07/1162) პასუხად, ეცნობა, რომ აღნიშნული ტერიტორია არ არის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და, შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და აღნიშნულ მოქალაქეზე არ გაცემულა არანაირი ნებართვა რაიმე სახის მიშენებასთან დაკავშირებით. იმჟამად, დაწყებული გახლდათ აღნიშნული ტერიტორიის (ე.წ. სამხედრო დასახლება) გადაცემის პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის, რომლის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დაიწყოს განხილვა იმ საკითხების, რომელიც დაკავშირებულია ხსენებულ ტერიტორიაზე უნებართვო/უკანონო მშემებლობების ლეგალიზება-დემონტაჟთან. რაც შეეხებოდა საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს სამეზობლო დავასთან დაკავშირებით, ის სცილდება მერიის კომპეტენციას, რადგან განეკუთვნება სამოქალაქო დავის საგანს და შეეძლოთ მიემართათ შესაბამის სამართალდამცავი ორგანოებისათვის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყდნობა სასამართლო:

- 11.02.2019წ. საჩივარი (იხ. ს.ფ. 24-241; ტ. I);

- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 28.02.2019 წლის N887/7 წერილი (ს.ფ. 242; ტ. I).

 

5.8. შპს ,,ი-----------ი-ს“ დირექტორის 13.05.2019წ. N97 წერილით, ე---------- ა--–--ეს, მისივე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. ა---––---ში, კ--------ს ქ. N------ში მდებარე, ი---- გ----–-–---–ის სახელზე, აბონენტის ნომრით 3---------, შედგა აქტი 2019 წლის 22 იანვარს, რის შედეგადაც აბონეტს შეუწყდა გაზის მიწოდება ოთახის გამათბობელზე, რომელიც იყო დამონტაჟებული ტექნიკური ნორმების დარღვევით. კერძოდ, აღნიშნული გამათბობელის მილები გადიოდა სახლის სახურავში. 2010 წლის 25 ოქტომბრიდან არის გაზიფიცირებული კ--------ს ქუჩა N1---ში მდებარე N8 ბინა მ----–-----------ზე, ხოლო 2014 წლიდან აბონენტად დარეგისტრირდა ი---- გ----–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ი-----------ი-ს" 13.05.2019წ. N97 წერილი (იხ. ს.ფ.141, ტ. I).

 

6. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 19.1. მუხლით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 74.3. მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 75.1. მუხლით, სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება საკანონმდებლო აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

 

6.2. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 2.1. მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

 

ამ კოდექსის 7.1. მუხლით, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს.

 

ამ კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

 

6.3. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.1. მუხლით, სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამავე ნომის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სამინისტროებია: დ) თავდაცვის;

 

ამ კანონის 15.5. მუხლით, სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამ კანონის 16.1. მუხლით, სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

 

ამ კნონის 27.1. მუხლით, სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც დაადასტურეს, რომ ქ. ა---––---ში, კ--------ს ქუჩა N1---ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს, ამდენად, თვითმმართველი ერთეული ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია არ არის უფლებამოსილი ერთპიროვნულად განახორციელოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა.

6.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა; ზ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება; თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ი) სარეგისტრაციო წარმოება – სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით; კ) სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ლ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები; რ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან;

 

ამ კანონის 4.2. მუხლით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

ამ კანონის მე-5 მუხლით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

ამ კანონის 11.1.,,ა“ მუხლით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:

ა) საკუთრება; ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

 

სააპელაციო პალატას საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქ. ა---––---ში, კ--------ს ქუცა N1---ში, მე-2 სართულზე მდებარე ბინა N5, ფართით 67,60 კვ.მ., საკუთრების უფლება რეგისტრირებულია და მესაკუთრეა მესამე პირი ნ--- მ--–----ე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება N4-ით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9; საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება N1-1827, დამოწმების თარიღი: 11/04/2006 წ. ამასთან, უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი და უდავოა მესამე პირის ნ--- მ--–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მდებარე: ქ. ა---––---, კ--------ს ქუჩა N1---ში, მე-2 სართული ბინა N5 ფართი 67,60 კვ.მ.. ამრიგად, მესამე პირის ნ--- მ--–----ის მიერ განხორციელებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

6.5. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონის 14.1. მუხლის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.

 

ამ კოდექსის მე-15 მუხლით, ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ი) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები; ჟ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია; რ) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით; ს) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება; ტ) სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, დადგენილებაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია: 14.დემონტაჟი - არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა; 60. სამშენებლო სამუშაო – მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს;

 

ამ დადგენილების 4.1. ,,დ“ მუხლით, მშენებლობის სახეობებია: დ) დემონტაჟი; ამავე ნორმის მე03 ნაწილით, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, დემონტაჟი გულისხმობს შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევას.

 

ამ დადგენილების 36.2. ,,გ" მუხლით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე;

 

საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მესამე პირის ნ--- მ--–----ის მიერ სამშენებლო სამართალდღარვევის (უკანონო მშენებლობა) ჩადენის ფაქტი, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის განხორციელება (მიშენება). ამასთან, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტების მიერ ,,უკანონო მშენებლობად" მიჩნეული უძარავი ქონების ნაწილი, კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მესამე პირის ნ--- მ--–----ის სახელზე და მასთანავე წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს - დატვირთულია იპოთეკით.

 

6.6. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტების მიერ არც სააპელაციო ინსტანციაში არ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა მესამე პირის მხრიდან ,,უკანონო მშენებლობის“ განხორციელების ფაქტი

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტების და მათი წარმომომადგენლის მოსაზრებას დავის საგანთან მიმართებაში.

 

6.7. სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და ახალი დივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. ამასთან, სამეზობლო ურთიერთობები, ასევე მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს საკუთრების უფლების სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა, წესრიგდება სამოქალაქო კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2. მუხლის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით, რაც განიხილება სამოქალაქო სამართაწარმოების წესით.

 

6.8. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 28 თებერვლის N887/7 მიმართვა არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი ბათილად ცნობის საფუძვლები, ამასთან, არ არსებობს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტების და მათი წარმომომადგენლის მოსაზრებას დავის საგანთან მიმართებაში.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38.1.,,ვ“ მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ვ) სააპელაციო საჩივარზე.

 

ამ კოდექსის 55.2. მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (იხ. ს.ფ. 212, ტ. I), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 390-ე-391-ე; 397-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---- გ----–-–---–ისა და მ--- მ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინებაზე შეიძლება საკასაციო საჩივრის შეტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით, განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში;

 

4. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე ლეილა მამულაშვილი