განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001824163
საქმე №1/ბ-329-2019 წ.
განაჩენი
საქართველოსსახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - ა---- მ-------ას,მსჯავრდებულის - გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ე),ადვოოკატის - პ----- შ----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---- ი-----ის ძე ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ე) მიმართ, დაბადებული 197- წლის 09 ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–ის ქN2, ბინა N----
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ---- ჟ----------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 20 იანვარს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ ქ. ბათუმში, ხ--–--–---–ის ქ. #2, ბინა #5---ში ა---- ც-–--–--ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სხვა ნივთთან ერთად ამოღებული იქნა იარაღი და 07 ცალი ვაზნა, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის ქარხნული წესით დამზადებული „ბერეტას“ მოდელის პისტოლეტი და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო 7 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის P-------------- წლის ნიმუშის ვაზნები, ისინი განკუთვნილია 9 მ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის; შვიდივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დასრულებისთანავე ა---- ც-–--–--ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განაჩენით გ---- ჟ----------ე (იგივე ა---- ც-–--–--ე) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გ---- ჟ----------ეს (იგივე ა---- ც-–--–--ეს) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 07 (შვიდი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ---- ჟ----------ეს (იგივე ა---- ც-–--–--ეს) სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 20 იანვრიდან 2017 წლის 04 თებერვლის ჩათვლით და გ---- ჟ----------ეს (იგივე ა---- ც-–--–--ეს) სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 07 მარტიდან.
მსჯავრდებულ გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ეს) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ---- ჟ----------ემ (იგივე ა---- ც-–--–--ე) და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–- ბ-–--–---–მა, რომელებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ე) მიმართ, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენინ არის დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლო. გ---- ჟ----------ეს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშულოა. პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა იარაღი ჩადებული, რასაც მომწმობს სააპელაციო საჩივარზე დანართათ წარმოდგენილი ი------- ფ----------ის ახსნა-განმარტება, ასევე სხვა ფაქტებიც ანტკიცებენ, რომ გ.ჟ----------ე არის უდანაშაულო. ი. ფ----------ე ბრალდების მხარეს ჰყავდა მოწმეთა დასაკითხ სიაში, მაგრამ იმის გამო, რომ პროკურატურას ჰქონდა ვარაუდი აღნიშნული მოწმე იტყოდა სიმართლეს, საერთოდ მოხსნა მოწმეთა სიიდან, დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად. მსჯავრდებული დროებით დაკავების იზოლიატორში მიყვანილი იქნა ნაცემი, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. პოლიციელების მხრიდან იარაღი ჩადებული იქნა ხ--–--–---–ის ქუჩაზე ი------- ფ----------ის ნაქირავებ ბინაში, ფაქტიურად ჩხრეკა არ მომხდარა, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლები მივიდა საძინებელში მდებარე კარადასთან, გამოაღეს კარადა და აიღეს პარკი, რომელშიც იდო იარაღი და გ---- ჟ----------ის თმის საკრეჭი მანქანა. რაც ყველაზე საინტერესოა ექსპერტიზა ჩაუტარდა მხოლოდ იარაღს და მასში ჩადებული მჭიდი და ტყვიები არც კი გადაგზავნილა საექსპერტო გამოკვლევაზე, რადგან პროკურატურამ იცოდა, რომ ტყვიებზე და მჭიდზე გ. ჟ----------ის ხელის ანაბეჭდები არ იქნებოდა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ გ---- ჟ----------ეს (იგივე ა---- ც-–--–--ე) და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- შ----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა---- მ-------ას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ე) მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ე) მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 იანვარს პოლიციის პირველ განყოფილებაში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ ა---- ც-–--–--ე თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ბათუმი ხ--–--–---–ის ქ #2 ბინა 5---ში უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას;
მოწმის სახით დაკითხული ვ------- თ---------ის ჩვენების თანახმად, მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, გაადაამოწმა პიროვნება და მიღებული ინფორმაცია, რის შემდეგაც აღნიშნული მოახსენა ხელმძღვანელობას, მას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია;
მოწმის სახით დაკითხული ნ---- ნ---------ის ჩვენების თანახმად, ის აწარმოებდა გამოძიებას გ.ჟ----------ის სს საქმეზე; შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე. გამოძიების დაწყების შემდეგ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ქ. ბათუმში ხ--–--–---–ის ქ. #2 ბინის ნომერი არ ახსოვს, ბინაში დახვდა ა---- ც-–--–--ე და როგორც ახსოვს მისი მეგობარი, წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩხრეკის ჩატარებაზე, მეგობარმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, ხოლო ა---- ც-–--–--ე თავიდან დაეთანხმა, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადა, და ამიტომ მოიწვიეს გარეშე პირები. საძინებელ ოთახში კარადიდან ამოიღეს იარაღის მსგავსი საგანი. გ---- ჟ----------ეს განემარტა ბრალდებულის უფლება მოვალეობები, შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, დანიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა, დადგინდა რომ ამოღებული ნივთები იყო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა პოლიციის თანამშრომლებთან და ექსპერტთან ერთად. მოწმის განმარტებით, როგორც ახსოვს საძინებელ ოთახში, ა---- ც-–--–--ემ მიუთითა, რომ იქ იყო ის რასაც ეძებდნენ, ლურჯი ფერის „ვაიკიკის“ პარკი და ამავე პარკში იყო თმის საჭრელი მანქანა. ექსპერტ კრიმინალისტმა აიღოს ანაწმენდები, გარეშე პირები იყვნენ ზ----- ქ------–--ე და ა--–-- კ-------ე, მათ განემარტათ უფლება მოვალეობები, დაიწყეს მათთან ერთად საგამოძიებო მოქმედება და დაასრულეს მათთან ერთად; ოქმზე ხელი არ მოაწერა ა---- ც-–--–--ემ; ასევე დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა ა---- ც-–--–--ემ უარი განაცხადა ნიმუშის აღებაზე და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოახდინეს აღნიშნულის აღება; ასევე დამატებით დაინიშნა ფიზიკო ტექნიკური ექსპერტიზა რადგან იარაღზე არ იკითხებოდა ნომერი.
მოწმის სახით დაკითხული ჯ--- ხ--–--–---–ის და გ---- ვ----ის ჩვენების თანახმად, ისინი 2017 წლის 20 იანვარს შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამომძიებელ ნ---- ნ---------თან ერთად გავიდნენ ე.წ მ------–-ას კორპუსში, ბინა 5---ში, სადაც დახვდათ ა---- ც-–--–--ე, რომელსაც წარუდგინეს თავი და აუხსნეს რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, ბინაში მყოფმა სხვა პირმა უარი განაცხადა ჩხრეკაში მონაწილეობის მიღებაზე. გამომძიებელმა შემდგომ გამოიძახა ექსპერტები, ა---- ც-–--–--ემ თავიდან განაცხადა თანხმობა, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა და ამიტომ გამომძიებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეწვია გარეშე პირები, ბინა იყო სამოთახიანი, დამსწრე პირების შემოსვლის შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა. მისაღები ოთახის და სამზარეულოს ჩხრეკის დროს მოქალაქე ა---- ც-–--–--ე უკვე გამოხატავდა აგრესიას. მოწმეების განმარტებით გ.ჟ----------ეს თავიდანვე განემარტა, რომ თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჰქონდა ნებაყოფლობით წარმოედგინა, რაზედაც მან უარი განაცხადა, მაგრამ ჩხრეკის დროს როცა შევიდნენ საძინებელში გ. ჟ----------ემ თავად მიუთითა, რომ რასაც ეძებდნენ იყო საძინებლის კარადაში, სადაც ნახეს, რომ „ვაიკიკის“ წარწერით პარკში იყო იარაღის მსგავსი საგანი, ამავე პარკში იყო თმის საკრეჭი მანქანა და მისი სამუხტი; მოწმეების ჯ.ხ--–--–---–ის და გ.ვ----ის განმარტებით გ---- ჟ----------ეს გამომძიებელმა განუმარტო უფლებები და ადგილზე შეივსო ოქმი, რის შემდეგაც იგი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმეთა განმარტებით ა---- ც-–--–--ემ მათ კარი გაუღო ჩვეულებრივად, თავიანთი თავი წარუდგინეს აუხსნეს, რომ ინფორმაცია არსებობდა რომ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. გამომძიებელი რომ ავსებდა საპროცესო დოკუმენტებს ის აცხადებდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევი იყო და არცერთ დოკუმენტზე არ მოაწერდა ხელს; გ. ჟ----------ე თავიდან არ იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ რატომღაც აგრესიული გახდა. ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა ორი სხვა პირი, ასევე ექსპერტი, რომელმაც დაასურათა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და დალუქა ამოღებული საგნები; ბინაში იყო ასევე სხვა პირი მამაკაცი, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართვაზე უარი განაცხადა. გარეშე პირების მოწვევა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ თავიდან მსჯავრდებული თანახმა იყო ჩხრეკის ჩატარებაზე, მაგრამ შემდეგ წინააღმდეგობა გასწია და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად გამომძიებელმა მიიღო გადაწყვეტილება მოეწვიათ გარეშე პირები. ექსპერტმა აიღო ნიმუშები ხელის თითი კვლების დასადგენად და დალუქა.
მოწმის სახით დაკითხული კ------- დ-----ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 20 იანვარს გამოცხადდა ე.წ. „მ------–-ას“ შენობაში გამომძიებელი ნ---- ნ---------ის და ორი პოლიციელი დამსწრე პირებთან ერთად უნდა ჩაეტარებინათ ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის დროს იქ მყოფმა გ. ჟ----------ემ მიუთითა, რომ ამოსაღები საგანი იყო საძინებელი ოთახის კარადაში, საიდანაც ამოიღეს იარაღის მსგავსი საგანი და ასევე თმის საჭრელი აპარატი. ამოღებული ნივთები დაასურათა დალუქა, ასევე გამომძიებლის მითითებით აიღო ხელის კვლები და ისინიც შესაბამისად დაილუქა; მსჯავრდებული იყო იქვე როცა ეს საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
ა---- ც-–--–--ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (2---------- დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: იარაღის მსგავსი საგანი ერთი ცალი მჭიდითა და შვიდი ცალი ვაზნით, რომელიც მოთავსებული იქნა სპეც პაკეტში ლუქით F--------, თმის საჭრელი ელექტრო მოწყობილობა თავისი სამუხტით მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში ლუქით F--------, იარაღის მსგავსი საგნიდან აღებული ანაწმენდები სპეციალურ ჩხირებზე დაილუქა სპეციალურ პაკეტში ლუქით F--------, თმის საჭრელ ელექტრო მოწყობილობიდან აღებული ანაწმენდები დაილუქა სპეც. პაკეტში ლუქით F--------.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ა---- ც-–--–--ე დაკავებულია 2017 წლის 20 იანვარს, 17:01 საათზე; ბათუმში ხ--–--–---–ის ქ. #2, ბინა #5---ში.
მოწმის სახით დაკითხული ნ-------- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, ბათუმში ხ--–--–---–ის ქ. #2 ბინა # 5-- წარმოადგენს მის საკუთრებას, დაახლოებით სამი თვის წინ შემთხვევამდე მიაქირავა ბინა ი------- ფ----------ეს და ა---- ც-–--–--ეს, ორივე ერთად იხდიდა ქირის თანხას. მას ცეცხლსასროლი იარაღი ან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ბინაში არ ჰქონდა და არ ინახავდა.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ რ----- ბ-----ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომ იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების 9მმ კალიბრის „P--------”-მოდელის (ნომერი არ იკითხება)პისტოლეტი.იგი მიეკუთნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისი სროლისათვის. -7 (შვიდი) ვაზნა, არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის, P-------------- წლის ნიმუშის ვაზნები. განკუთვნილი 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. შვიდივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ნ---- კ--–----ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის (----------წ) №0-------- დასკვნის თანახმად, -პაკეტში, წარწერით :“... იარაღის მსგავსი საგნიდან ანაწმენდი...“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.№1)გეტეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა---- ც-–--–--ეს (ობ. №3; პაკეტი, წარწერით:“...ბრალდებულ ა---- ც-–--–--ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...“) -პაკეტში, წარწერით, „...თმის საჭრელი მანქანიდან აღებული ანაწმენდი...“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.№2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ა---- ც-–--–--ის (ობ.№3) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ექსპერტის განმარტებით საკვლევად დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა იარაღი და თმის საჭრელი მანქანა; ნიმუშების მიხედვით შეადარა საგნებიდან აღებულ კვლებს და გასცა შესაბამისი დასკვნა, რომლის სისწორეს ადასტურებს. იარაღზე უფრო ჭარბად იყო ა---- ც-–--–--ის ხელის კვალი, თუმცა იარაღზე იყო ასევე სხვა კვალიც, თუმცა ძირითადი და უმეტესი წილი ვლინდებოდა ა---- ც-–--–--ის ხელის თითის კვალის.
მოწმის სახით დაკითხული გ--- გ--------ის ჩვენების თანახმად, მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.
მოწმის სახით დაკითხული რ----- დ-------ის ჩვენების თანახმად, გ---- ჟ----------ეს პოლიციელებმა უთხრეს, რომ წარმოედგინა თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა, თუმცა რას ითხოვდნენ არ იცის. გ---- თავად გაკვირვებული იყო, რადგან არ იცოდა რას თხოვდნენ. მოწმის რ.დ-------ის განმარტებით ის წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს, თუ იცოდა რაიმე გ---- იგივე ა---- ც-–--–--ე თუ ინახავდა იარაღს, რაზედაც მანა უპასუხა, რომ არ იცოდა და არასდროს არ დაუნახავს გ.ჟ----------ის ხელში იარაღი. თავად ჩხრეკის ჩატარების დღეს იმყოფებოდა ბინაში, ვინაიდან წინა ღამით ა---- ც-–--–--ესთან და ი------- ფ----------ესთან დარჩა. დილით, როცა პოლიციელებმა გააღვიძეს ა---- ც-–--–--ე იყო ბინაში, მაგრამ იქ იმ დროს ი------- იყო თუ არა არ ახსოვს, ი------- შემდეგ ნახა პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე არ დათანხმდა და არ იცის იქ რა სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა;
მოწმის სახით დაკითხვისას ზ----- ქ------–--ის (ვ---–----ე) ჩვენების თანახმად, მან თანხმობა განაცხადა, რომ მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებაში ჩხრეკისას. ჩხრეკისას დათვალიერდა სხვადასხვა ოთახები, საძინებელი ოთახის დათვალიერებისას კარადიდან ამოიღეს ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი. ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტმა ჩაატარა მისთვის გაურკვეველი მოქმედებები, კერძოდ, რაღაც წაუსვა ამ საგანს და იღებდა ნიმუშებს. თავად იმ დღეს გადაადგილდებოდა ბათუმში ხ--–--–---–ის ქუჩაზე, გამომძიებელი იყო ქალი, სახელად ნ----, ექსპერტი, ასევე იყო მის მსგავსად დამსწრე ერთი პირი. ჩხრეკისას ა---- ც-–--–--ემ თავად უთხრა, რომ რასაც ეძებთ ის არის კარადაშიო, გამომძიებლის მითითებით პოლიციელები მივიდნენ და გამოიღეს კარადა. პოლიციელებს ხელთათმანები ეკეთათ. მოწმის განმარტებით ის საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თავიდან ბოლომდე. ამოღებული ნივთები იყო ლურჯი ფერის „ვაიკიკის„ პარკში, იმავე პარკში იყო ვაზნები, თმის საჭრელი აპარატი; იარაღი იყო როგორც ახსოვს მუქი ფერის; გამომძიებელი აძლევდა მითითებებს თან ავსებდა ფორმას და მოაწერინა მას და იქ მყოფ სხვა პირებს ხელი. პოლიციელების მოქმედება ხდებოდა მათ თვალწინ;
მსჯავრდებულ გ---- ჟ----------ემ (ა---- ც-–--–--ემ) წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ იარაღს არ ინახავდა და საერთოდ არასდროს ჰქონია იარაღთან კავშირი; ჩხრეკისას მას არ მიუთითებია რაიმე სახის იარაღზე. პლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს იარაღი და ანაწმენდების აღების მიზნით მას თავად იარაღი წაუსვეს ტანზე, რომ შემდეგ ნიმუშის აეღოთ და მსგავსება დაედგინათ. არცერთ მოწმეს სასამართლოსთვის სიმართლე არ უთქვამს. ბრალდების მხარემ არ დაკითხა მოწმეების, რომლებიც იტყოდნენ თუ რა მოხდა სინამდვილეში.
მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნის, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. დაცვის მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ე) მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ის) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–- ბ-–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ---- ჟ----------ე (იგივე ა---- ც-–--–--ე) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ---- ჟ----------ეს (იგივე ა---- ც-–--–--ეს) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 07 (შვიდი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ---- ჟ----------ეს (იგივე ა---- ც-–--–--ეს) სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 20 იანვრიდან 2017 წლის 04 თებერვლის ჩათვლით და გ---- ჟ----------ეს (იგივე ა---- ც-–--–--ეს) სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 07 მარტიდან.
მსჯავრდებულ გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ეს) მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ი----- ჟ----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბათუმი, ე----- დასახლება; საკადასტრო კოდი №------------ - 15.000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ის) დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული თმის საჭრელი ელექტრო მანქანა სამუხტთან ერთად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმი საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ბერეტას სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდთან და 04 ცალ საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმი საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.
- თმის საჭრელი ელექტრო მანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- გ---- ჟ----------ის (იგივე ა---- ც-–--–--ის) სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე