განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
330100115791838
ინსტანცია
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100115791838, №1/ბ-1362-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ---–--–---–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - ი----- ნ---–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ა-------------------------–-----------ი (დასწრების გარეშე);

 

ადვოკატი - ი--------------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი (1960 წლის რედაქცია -განზრახ მკვლელობა, 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე).

 

სასჯელი:

 

ი----- ნ---–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმება, ი----- ნ---–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით სასჯელის ¼-ით შემცირება და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოწმეების: ლ------ ქ------–---–ის და ფ-–-----ა კ----------–----ს ჩვენებები, რომელთა განმარტებით, ზ------------ის მეუღლე იყო ი----- ნ---–---–ი;

▪ ზ------------ის ნათესავების ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ------------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვინმე ი-----სთან;

▪ სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული ოქმი N52-ით დადგენილია, რომ ქ.თბილისი, მ---–---ის ქუჩა N---ში მცხოვრები ლ------ ქ------–---–ის საცხოვრებელ სახლში საპასპორტო რეჟიმის დარღვევით მცხოვრებ 1--- წელს დაბადებულ ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება დაცალოს ბინა და გადავიდეს ჩაწერის მისამართზე;

▪ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს ზ------------ის მკვლელის იდენტიფიცირება. აღნიშნული პირი არის 1--- წელს დაბადებული ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ ი----- ნ---–---–ის იდენტიფიკაციის მიზნით არ ჩატარებულა ფოტოსურათით ამოცნობა;

▪ სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული არ არის ი----- ნ---–---–ის პიროვნების დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ი----- ნ---–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რომელიც ჩადენილია 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1995 წლის 23 ივლისს, თბილისში, მ---–---ის ქუჩა №-- სახლის წინ, დაახლოებით 19:00 საათზე, ი----- დ-------ის ძე ნ---–---–მა, ურთიერთშელაპარაკების და უსიამოვნების ნიადაგზე, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ზ--- ი----ს ასულ ა-------ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით, ი----- ნ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დადგენილია, რომ 1995 წლის 24 ივლისს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით, ზ------------ის მკვლელობის ფაქტზე.

 

შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმით, 1995 წლის 23 ივლისს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ნაძალადევის რაიონი, მ---–---ის ქუჩა №-- სახლის წინ, სადაც გულდაღმა მდგომარეობაში ესვენა მდედრობითი სქესის გვამი. გვამის თავიდან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით, მიწაზე ეგდო ხისტარიანი დანის სახელური, რომელსაც შერჩენილი ჰქონდა დაახლოებით 1,5 სმ. სიგრძის პირის (დანის) მოტეხილი ნაწილი. გვამს აღენიშნებოდა დაზიანება, გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე-12-11 მალების დონეზე, სხეულში ჩარჭობილი იყო დანის მოტეხილი პირის ნაწილი. ზურგზე არსებული ჭრილობის ზომა იყო 1,5X0,3 სმ-ზე. გვამს ასევე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის წინა ზედაპირზე წინ მარცხნივ ძუძუსა და მკერდის ხაზებს შორის, მეორე მესამე ნეკნების დონეზე ოდნავ ირიბად მდებარე სწორკიდეებიანი ჭრილობა, ზომით 1,8X0,3 სმ. ასეთივე ჭრილობები აღენიშნებოდა მარცხენა ფერდქვეშა არეში და მუცლის მარჯვენა ნახევარში ზემო მესამედში ზომებით 2X0,3 სმ და 1,8X0,2 სმ. გვამიდან 60 მეტრის დაშორებით №28 სახლთან ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც მიემართებოდა ქვევით კიბეებისაკენ, სადაც იწყებოდა გვირაბი.

 

სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას, მოწმე ლ------ ქ------–---–მა განმარტა, რომ ქ.თბილისში, მ---–---ის ქუჩაზე აქვს სახლი, რომლის ოთახებსაც აქირავებდა. 1995 წელს, პირველ სართულზე მდებარე პატარა ოთახი იქირავეს ი----- ნ---–---–მა და მისმა მეუღლე ზ---მ. ეს უკანასკნელი რამდენიმე თვე წასული იყო მოსკოვში, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი ცხოვრობდა ისევ ი----- ნ---–---–თან. ზ---ს ჩამოსვლიდან მალევე, მას მოესმა კამათის ხმა და დაინახა, რომ ზ--- გავიდა სახლიდან. რამდენიმე წუთში მას უკან გაჰყვა ი----- ნ---–---–იც, რომელსაც მარცხენა ხელში ეჭირა დიდი დანა და მალავდა. ეზოდან ი----- ნ---–---–ის გასვლას მოჰყვა ქალის განწირული კივილი. აღნიშნულ ხმაზე თავადაც გაიქცა ეზოდან და დაინახა ი----- ნ---–---–ი, რომელიც მორბოდა და ხელიდან გასდიოდა სისხლის წვეთები. აღელვებულმა ჰკითხა თუ რა ჩაიდინა, რაც გაიკვირვა ი----- ნ---–---–მა და გზა განაგრძო სახლში შეუსვლელად. ამის შემდეგ მან დაინახა ძირს დაგდებული, დაჭრილი, უგონოდ მყოფი მომაკვდავი ზ------------ი, რომლის ზურგშიც შენიშნა დანის პირი, რომელიც ჩატეხილი იყო სხეულში, დანის ტარი კი ეგდო მარჯვნივ, გზის მეორე მხარეს. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის არის ცნობილი, ი----- ადრე ნასამართლევი იყო მკვლელობისთვის.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე ფ-–-----ა კ----------–----მ განმარტა, რომ მას მ---–---ის ქუჩაზე, პირველ სართულზე ნაქირავები ჰქონდა ოთახი, მის გვერდით ოთახი კი დაქირავებული ჰქონდა ზ------------ს, რომელიც ცხოვრობდა მამაკაცთან - ი-----სთან ერთად. სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა დიასახლისი შვილებთან ერთად. მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ--- რამდენიმე თვით მოსკოვში გაემგზავრა სამუშაოდ, ი----- კი ცხოვრობდა მარტო. მას შემდეგ, რაც ზ------------ი დაბრუნდა საქართველოში, მეუღლეებმა განაგრძეს ერთად თანაცხოვრება. რამდენიმე დღის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, მეუღლეებს შორის ოთახში იყო ჩხუბი. მოწმის განმარტებით, ხანგრძლივი დროის გასვლის გამო მას არ ახსოვდა დეტალები და დაეთანხმა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. ჩვენების თანახმად, ეზოდან გასულ ზ------------ს უკან გაჰყვა ი----- ნ---–---–იც, რომელსაც ხელში ეჭირა დანა პირით უკან, რომელსაც მალავდა. აღნიშნულიდან მალევე შემოესმა სახლის მესაკუთრის - ლ------ ქ------–---–ის ყვირილი. გავიდა გარეთ და ნახა, რომ ზ------------ი იყო გარდაცვლილი. მის გვამთან მისვლამდე, გზად შეხვდა ი----- ნ---–---–ი, რომელსაც ხელი ჰქონდა სისხლიანი. კითხვაზე რა ჩაიდინა, ი----- ნ---–---–მა უპასუხა - ,,არაფერი“ და წავიდა. ამის შემდეგ მან ნახა მიწაზე დაგდებული ზ------------ის ცხედარი, რომელსაც ზურგში ჩატეხილი ჰქონდა დანა, რომლის ხის ტარიც ეგდო იქვე მიწაზე.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა მოწმე მ------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად, იგი 1995 წლის 23 ივლისს, 19:00 საათისათვის იმყოფებოდა სახლში, მისამართზე: ქ.თბილისი, მ---–---ის ქუჩა №---ში, რა დროსაც შემოესმა ქალის ხმამაღალი კივილი. გავიდა ქუჩაში და ნახა შეკრებილი ხალხი, რომელთა შორის იყო მეზობელი - ლ------ ქ------–---–ი, რომელიც იყო აღელვებული, ყვიროდა, ითხოვდა შველას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას. მივიდა ახლოს და დაინახა ზ------------ი, რომელსაც ზურგში ჩარტყმული ჰქონდა დანა. ასევე დაინახა მამაკაცი, რომელიც გარბოდა. როგორც მისთვის არის ცნობილი, აღნიშნული მამაკაცი იყო მკვლელი - ი----- და გარბოდა მ---–---ის ქუჩის დასაწყისისაკენ.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა მოწმე ე--------- კ--–-–---ის დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ზ------------ი იყო მისი ცოლის - გ---–-- ა-------ის და, რომელსაც იცნობდა დაახლოებით ხუთი წელი და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ზ------------ს გაცნობისას ჰყავდა ერთი შვილი, მეუღლესთან იყო დაშორებული და ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, მისი შვილი კი ცხოვრობდა ბებიასთან და ბაბუასთან. მისთვის ცნობილი არ არის ვინმესთან ერთად ცხოვრობდა თუ არა აწ გარდაცვლილი. იგი არ იცნობს, არ უნახავს და არც ზ------------ისგან სმენია რამე ი----- ნ---–---–ის შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმე გ---–---- ა-------ის ჩვენება, რომლის თანახმად, ზ------------ი იყო მისი და. ბრალდებული ჰყავდა ნანახი, თუმცა მისი გვარი არ იცოდა, გაიცნო როგორც ი-----. მისთვის ზ------------ისგან ცნობილია, რომ ამ უკანასკნელმა ი----- გაიცნო დიდუბის ბაზარში, სადაც ვაჭრობდა ორივე. პირადად მას ი----- ბაზრობაზე ჰყავს ნანახი ხუთჯერ, პირველად ნახა დაკითხვამდე ექვსი თვით ადრე. მოწმის ჩვენებით, ი----- არის მელოტი, ყავისფერი თმით, მოგრძო, წითური სახით, გრძელი ცხვირით და ტუჩთან ლოყაზე ორი ღარით. ზ------------ისაგან ასევე იცის, რომ ი----- რუსეთში ნასამართლევი იყო დედინაცვლის მკვლელობისთვის და მოხდილი ჰქონდა სასჯელი. ზ------------ი ბოლო პერიოდში ცხოვრობდა მ---–---ის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თუმცა მარტო ცხოვრობდა თუ არა მისთვის უცნობია. მოწმის ჩვენებით, ზ------------ი ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა რუსეთში, საიდანაც ჩამოვიდა გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე და დასთან აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას. მან ზ------------ი ბოლოს ნახა 23 ივლისს, გარდაცვალების დღეს. ზ------------ი იყო შეშინებული, ამიტომ მას და ე--------- კ--–-–---ს თხოვა ნივთების წამოსაღებად ბინაში გაყოლა. ზ------------ის გარდაცვალების ამბავი 23 ივლისს, საღამოს შეატყობინა დედამ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა მოწმე გ------–- ა-------ის დაკითხვის ოქმი. მოწმის ჩვენებით ზ------------ი იყო მისი და. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია მამა ი------------ი, რომელიც გარდაიცვალა 2000 წელს, მაგრამ მისი გარდაცვალება არ არის დარეგისტრირებული და არ არსებობს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა დაზარალებულ ტ------ ა-------ის ჩვენებაც, რომლის თანახმად, 1995 წლის 23 ივლისს, მისი ქალიშვილი ზ------- ა-------ი, მეუღლესთან ი----- ნ---–---–თან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისი, მ---–---ის ქუჩაზე, თუმცა მათი ურთიერთობის ან კონფლიქტის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. მან მეუღლისაგან შეიტყო, რომ 23 ივლისს ი----- ნ---–---–ს და ზ------------ს მოსვლიათ შელაპარაკება, რა დროსაც ი----- ნ---–---–მა საოჯახო დანით მოკლა ზ---. მოწმის ჩვენებით, ი----- ნ---–---–ი არის კახეთიდან და მის შესახებ სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 1995 წლის 27 ივლისის №--- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ზ------------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული სხეულის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებიდან სისხლდენის, შინაგანი ორგანოების დაზიანების შედეგად.

▪ ზ------------ის გვამს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები: ა) გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ მეორე მესამე ნეკნების დონეზე, რომელიც შემავალი იყო გულმკერდის ღრუში და აზიანებდა გულის კუნთსა და მარცხენა ფილტვის ქსოვილს; ბ) მარცხენა ფერდქვეშა არეში, დაზიანებული იყო ელენთა; გ) მარჯვენა ფერდქვეშა არეში, დაზიანებული იყო ღვიძლის ქსოვილი; დ) გულმკერდის უკანა ზედაპირზე, დაზიანებული იყო მარჯვენა თირკმლის ქსოვილი.

▪ ყველა ეს დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე აღებულნი, ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

▪ გვამიდან აღებული სისხლის სასამართლო ქიმი----- გამოკვლევით მასში ეთილის ალკოჰოლი არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 1995 წლის 8 აგვისტოს №--- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ზ--- ი----ს ასული ა-------ის ტანსაცმელზე, კერძოდ, მაისურზე აღინიშნება ოთხი დაზიანება ობიექტები №1, 2, 3, 4 რომლებიც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი მჭრელი ცალმხრივლესული საგნის მოქმედებით, შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანით მის გადატეხვამდე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების რესპუბლიკური არქივის 1995 წლის 11 აგვისტოს ცნობით, ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი ჩუმლაყის ს/ს გურჯაანის რაიონის მმაჩის რესპუბლიკურ არქივში, 1952-1954 წლების წიგნებში შენახული არ არის.

 

ა-----ის შს რაიონული განყოფილების საპასპორტო სამსახურის უფროსის ო-------–---–ის 1995 წლის 21 სექტემბრის №8/976 წერილის თანახმად, ა-----ის შს რაიონის განყოფილების საპასპორტო სამსახურში, მოქალაქე ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ის ფორმა №1 არ აღმოჩნდა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 23 მარტის №76/58987 წერილით დადგენილია, რომ ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ის შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კართოტეკაში და ერთიან ფორმირებულ ბაზაში მონაცემები არ მოიძებნა. ბაზაში არის 03.10.1995 წლის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ძებნა.

 

საქართველოს შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ა-----ის რაიონული სამმართველოს უფროსის ბ-------ის 2015 წლის 31 მარტის №------------------ წერილით ირკვევა, რომ ა-----ის რაიონული სამმართველოს წარმოებაშია თბილისიდან ტერიტორიული ქვემდებარეობით გადაგზავნილი სამძებრო საქმე №001053/95, ა-----ის რაიონის სოფელ კ--------ში მცხოვრები, ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ის მიმართ, ზ------- ა-------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. ბ-------ის განმარტებით, სამძებრო საქმეში არ მოიპოვება ი-----–---–ის პიროვნების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია. არსებული ინფორმაციით, ი-----–---–ი დანაშაულის ჩადენის დღიდან ცხოვრობდა ჩრდილო ოსეთში, კერძოდ, ქ.ორჯონიკიძეში, სადაც გარდაიცვალა და ამჟამად დაკრძალული უნდა იყოს აღნიშნულ მისამართზე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) დასჯად ქმედებად მიიჩნევდა განზრახ მკვლელობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 1995 წლის 23 ივლისს, თბილისში, მ---–---ის ქუჩა №-- სახლის წინ, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ზ------------ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მისმა მეუღლემ, რის შედეგად ზ------------ი გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე, ვინმე ი----- ნ---–---–ი, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზ------------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული სხეულის მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებიდან სისხლდენის, შინაგანი ორგანოების დაზიანების შედეგად. ამავე დასკვნით, ზ------------ისთვის ყველა დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე აღებულნი, ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატის შესაფასებელ ძირითად საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ ვინ არის ზ------------ის მეუღლე ი----- ნ---–---–ი და არის თუ არა ეს საბრალდებო დასკვნაში მითითებული 1----–-–------------–ს დაბადებული ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ი.

 

მტკიცებულებების ნაწილით, კერძოდ, ლ------ ქ------–---–ის და ფ-–-----ა კ----------–----ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ------------ის ქმარი იყო ვინმე ი----- ნ---–---–ი. რაც შეეხება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1998 წლის 20 თებერვლის რედაქციის კანონის 481-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა, დგინდება მხოლოდ აღნიშნული პირის სახელი - ი-----. არცერთ მოწმეს არ მიუთითებია ზ------------ის მეუღლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, კერძოდ, მამის სახელი ან დაბადების თარიღი. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა ი----- ნ---–---–ის პიროვნება, არ არის ჩატარებული ამოცნობა, არ არის დადგენილი მისი საცხოვრებელი ადგილი, საქმეში არ არსებობს ფოტოსურათი, ან რაიმე სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მკვლელობა ჩადენილი ჰქონდა 1----–-–------------–ს დაბადებულ ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული წერილების თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კართოტეკაში ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი და ფორმა №1 არ არსებობს, ერთიან ფორმირებულ ბაზაში კი მონაცემები არ მოიძებნა. ამასთან, სისხლის სამართლის და სამძებრო საქმეებში ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოიპოვება. ასევე დაუდგენელია წყარო, რის საფუძველზეც ი----- ნ---–---–ის დაბადების თარიღად მიეთითა - 1--------- წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა არა იმის გამო, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია არასაკმარისად მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად, არამედ იმის გამო, რომ ვერ დაადგინა მისი ჩამდენი პირი იყო თუ არა 1----–-–------------–ს დაბადებული ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ი.

 

პალატა სრულად ეთანხმება განაჩენში მითითებულ არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა 1----–-–------------–ს დაბადებული ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ის პიროვნების არსებობას, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დანაშაული სწორედ ამ პირს აქვს ჩადენილი მითითებული მონაცემებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ა-----ის რაიონული სამმართველოს უფროსის ბ-------ის 2015 წლის 31 მარტის №----------------- წერილის თანახმად, სამძებრო საქმეშიც არ მოიპოვება ი----- ნ---–---–ის პიროვნების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია და მათ ხელთ არსებული ინფორმაციით (რომლის წყარო ასევე უცნობია), ი-----–---–ი დანაშაულის ჩადენის დღიდან ცხოვრობდა ჩრდილო ოსეთში, კერძოდ, ქ.ორჯონიკიძეში, სადაც გარდაიცვალა და ამჟამად დაკრძალული უნდა იყოს აღნიშნულ მისამართზე. ბრალდების მხარე უთითებს N52 ოქმზე, რომლის თანახმად, ქ.თბილისი, მ---–---ის ქუჩა N---ში მცხოვრები ლ------ ქ------–---–ის საცხოვრებელ სახლში საპასპორტო რეჟიმის დარღვევით მცხოვრებ 1--- წელს დაბადებულ ი----- დ-------ის ძე ნ---–---–ს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება დაცალოს ბინა და გადავიდეს ჩაწერის მისამართზე (არ არის დადგენილი სად მდებარეობს ჩაწერის მისამართი), თუმცა, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე საბრალდებო დასკვნაში მითითებულ პირთან გაიგივება, პალატას არ მიაჩნია კანონიერად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია), სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, კანონმდებელი განაჩენს კანონიერად მიიჩნევს, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, ხოლო დასაბუთებულობაში გულისხმობს - განაჩენის დასკვნების დამყარებას სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და ამ მტკიცებულებების საკმარისობას სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატის მოსაზრებით, ვერ პასუხობენ მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა 1----–-–------------–ს დაბადებული იური დ-------ის ძე ნ---–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლით, 510-512-ე, 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 550-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია),-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---–--–---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი.

 

ი----- ნ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ი----- ნ---–---–ის მიმართ 1995 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

განემარტოს ი----- ნ---–---–ს რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე