განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-862-2019 წელი
№080100119003078150
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
26 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ------- ჭ----------ის,ადვოკატის – რ---------- ხ----–--–---ს,მსჯავრდებულის – შ--–-- ნ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა შ--–-- ნ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
შ--–-- ნ--------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ-----------------------–----------------––-------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქა-ლაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწი-ნებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღ-კვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
შ--–-- ნ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 18:15 საათზე, ქალაქ ს-----------–------------–--ის ქუჩაზე მთვრალი (მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა) შ--–-- ნ--------ე, დასახლე-ბულ პუნქტში დასაშვებ ზღვრულ 60 კმ/სთ სიჩქარეზე გადაჭარბებით, დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით მართავდა J-------- სახელმწიფო ნომრის მქონე „სუბარუ ფორესტერის“ მარკის ავტომობილს. მოძრაობისას მან დაარღვია რა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართ-ველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები (33.1 „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“, 33.2 „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვა-ლისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არა-საკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“) მსვლელობისას, მოსახვევში შესვლის შემდეგ, შ--–-- ნ--------ემ საავტომობილო გზის კი-დესთან თანხვედრი მიმართულებით ველოსიპედით მოძრავ თეიმურაზ ნინუასთან შეჯა-ხების თავიდან აცილების მიზნით საჭე მიმართა მარჯვნივ და გადავიდა მისი სამოძრაო ზოლის გვერდულაზე, სადაც ვერ დაიმორჩილა ავტომობილი, მოცურდა და შეეჯახა გვერ-დულაზე არსებულ ბოძს. შეჯახების შემდეგ ავტომობილი გასწორდა წინა მიმართულებით და წინა ნაწილით შეეჯახა ველოსიპედით მოძრავ თეიმურაზ ნინუას. შეჯახების შედეგად თეიმურაზ ნინუამ სხეულის ბლაგვი შერწყმული ტრავმის, ჩონჩხის ძვლების და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანების სახით მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და ადგილზევე გარდაიცვალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ჭ----------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს შ--–-- ნ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ შ--–-- ნ--------ისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის დანიშვნისას ასევე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შ--–-- ნ--------ემ დანაშაული ჩაიდინა ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადამია-ნი. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ დაზარაულბელის უფლებამონაცვლე ითხოვს შ--–-- ნ--------ის მიმართ მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ შ--–-- ნ--------ის ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---------- ხ----–--–---მ, რომელიც შესაგებლით ით-ხოვს არ დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ვ------- ჭ----------ეს, რომელიც ითხოვს შ--–-- ნ--------ის მი-მართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– აპელანტს, მსჯავრდებულ შ--–-- ნ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---------- ხ----–--–---ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასა-ბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამა-რთლოს მსჯავრდებულ შ--–-- ნ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ შ--–-- ნ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხრის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას შ--–-- ნ---------ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შ--–-- ნ--------ისათვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა როგორც შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კო-დექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და შ--–-- ნ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი შ--–-- ნ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმა-ყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
შ--–-- ნ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
შ--–-- ნ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სას-ჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატე-ბითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ შ--–-- ნ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
შ--–-- ნ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 11 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულ შ--–-- ნ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყო-ფნის დრო 2019 წლის 19 ივნისიდან 2019 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
ნივთმტკიცება – ველოსიპედი (მოთავსებულია შპს „ი------------“-ის სპეც. ავტოსაჯარიმო სადგომზე), „სუბარუ ფორესტერის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით J-------- (მოთავსებულია შპს „ი------------“-ის სპეც. ავტოსაჯარიმო სადგომზე), შემთხვევის ადგი-ლიდან ამოღებული ქუდი, ველოსიპედის სავარძელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლო-ბელს, ან მის წარმომადგენელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ნატეხები განადგურ-დეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ორი ცალი CD-R დისკი, რომლებზეც ჩაწერილია ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili