განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340100119003157525-1ბ/337-20წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე:ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ფ--------–-----–---–-- დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პ---------------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------------–------------
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გ----------- რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ--------–-----–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ალ--------------------, მოითხოვა ფ---------–-----–---–-- მიმართ გ----------- რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვარს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა.
ბრალდების მხარემ ითხოვა გ----------- რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი ფ--------–-----–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ფ--------–-----–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.
სასამართლომ დაადგინა :
2011 წლის 22 ივნისს, იპოთეკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თ----------------- გახდა ქ------------–------------------–-- ქუჩა N6-ში მდებარე ფ---------–-----–---–-- ბინის მესაკუთრე. თ--------------------ანცხადების საფუძველზე, შსს გ----------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2015 წლის ივლისში, ფ---------–-----–---–- გამოსახლებული იქნა თავისი ყოფილი ბინიდან. 2018 წლის იანვრის თვეში, ფ---------–-----–---–-, უკანონოდ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, შევიდა ქ. გ---------–-----------------–------------–ი მდებარე თ------------------ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე აგრძელებს ცხოვრებას, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
მოწმე (დაზარალებული) თ------------------- მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, 2011 წელს ფ--------–-----–---–-საგან იპოთეკური ვალდებულებით შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც ქ. გ---------–----------------–------------–ი მდებარეობს. მათ შორის გაიწერა ვალდებულების შესრულების გრაფიკი, თუმცა ფ--------–-----–---–- არ იხდიდა თანხას. რის გამოც, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფ--------–-----–---–-ს საკუთრებაში არსებული, ქ. გ---------–----------------–------------–ი მდებარე სახლი გადავიდა თ------------------ საკუთრებაში. თ-----------------მ მოითხოვა მისი კუთვნილი სახლის დაცლა, მაგრამ ფ--------–-----–---–-- სახლი არ გაათავისუფლა. თ-----------------მ მიმართა პოლიციას. 2015 წლის 17 ივლისს ფ--------–-----–---–- გაასახლეს პოლიციის ჩართულობით. ამავე წელს, თ-----------------ს დაუკავშირდა ფ--------–-----–---–-ს მეუღლე და სთხოვა ზამთარში შეეშვა ბინაში, რაზეც უარი უთხრა. მიუხედავად ამისა, ფ--------–-----–---–- მაინც შევიდა თ------------------ კუთვნილ სახლში, რის გამოც თ-----------------მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.
მოწმე დ---------------–-- მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2014 წლის დეკემბერში თ-----------------მ განცხადებით მიმართა შსს გ----------- რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა ქ.გ---------–-----------------–------------–ი მდებარე მისი კუთვნილი სახლიდან ფ--------–-----–---–-ს გამოსახლება. აღნიშნული განცხადება შესასრულებლად დაეწერა დ---------------–-- რომლის მონაწილეობით 2015 წლის 17 ივლისს ფ--------–-----–---–- გამოსახლებული იქნა და თ------------------- ნახევრად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა სახლი.
მსჯავრდებულ ფ---------–-----–---–-- მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2011 წელს ისესხა თანხა თ------------------აგან, სანაცვლოდ იპოთეკური ვალდებულებით დატვირთა მისი კუთვნილი ბინა მდებარე ქ. გ---------–-----------------–------------–ი. ორი თვის გადასახადი გადაიხადა, მაგრამ შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო გადახდა, რის გამოც საჯარო რეესტრში მისი კუთვნილი ბინა გადააფორმა თ------------------ სახელზე. თ-----------------ს პრეტენზია არ ჰქონდა და ამიტომ ბინაში ცხოვრებას აგრძელებდა. 2015 წელს თ-----------------მ გამოსახლებაზე განცხადება შეიტანა პოლიციაში, მივიდა პოლიცია და ნახევრად გაათავისუფლა ბინა, რადგან ბევრი ნივთი იყო და მთლიანად ვერ გამოიტანდა. ამის შემდეგ ხშირად უკავშირდებოდა ფ--------–-----–---–- და მისი ოჯახი თ-----------------ს, თუმცა ის შეთანხმებაზე არ მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თ-----------------მ კატეგორიული უარი განუცხადა, ფ--------–-----–---–- მაინც შევიდა თ------------------ სახლში საცხოვრებლად. ფ--------–-----–---–- ამჟამადაც აგრძელებს ცხოვრებას თ------------------ კუთვნილ სახლში.
ფ---------–-----–---–-- მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ მოწმე ა-–-----–-----–---–-- გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, საჯარო რეესტრის ამონაწერს, გამოსახლების მასალებს და სხვა მტკიცებულებებს რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ფ--------–-----–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელის ხელშეუხებლობის დარღვევას. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელის ხელშეუხებლობის დარღვევას. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელის ხელშეუხებლობას. სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში. დანაშაულის ჩადენის მოტივი კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს.
პალატა აღნიშნავს, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ფ--------–-----–---–-ს მიერ ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმე თ------------------, მოწმე დ---------------–--, მსჯავრდებულ ფ---------–-----–---–-- ჩვენებები, ა-–-----–-----–---–-- გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ამონაწერი, გამოსახლების მასალები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. დაზარალებული და მოწმეები ერთ მნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ 2011 წლის 22 ივნისს, იპოთეკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თ----------------- გახდა ქ. გ---------–------------------–------------–- მდებარე ფ---------–-----–---–-- ბინის მესაკუთრე. თ--------------------ანცხადების საფუძველზე, შსს გ----------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2015 წლის ივლისში, ფ---------–-----–---–- გამოსახლებული იქნა თავისი ყოფილი ბინიდან. 2018 წლის იანვრის თვეში, ფ---------–-----–---–-, უკანონოდ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, შევიდა ქ. გ---------–-----------------–------------–ი მდებარე თ------------------ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე აგრძელებს ცხოვრებას, რითაც დარღვეული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ფ--------–-----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ფ--------–-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ფ--------–-----–---–-ს ადვოკატის ა-–-------------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულ ფ--------–-----–---–-ს მიმართ გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი;
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ფ--------–-----–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ფ--------–-----–---–-სთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გ----------- რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი, ფ--------–-----–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ფ--------–-----–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატის ა-–-------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. გ----------- რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. ფ--------–-----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფ--------–-----–---–- დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 17 იანვრიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი