განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002596094
საქმე №1ბ/756-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
6 მარტი, 2020 წელი თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნ---- სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ----- მესტვირიშვილი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ფ------–- მ--------ი (პირადი ნომერი 1----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, სოფელი ფონიჭალა, თ---------–------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ადვოკატი: ნ---- მიქატაძე
თარჯიმანი: ასიფ სულეიმანოვი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ------–- მ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დათუნა მოდებაძემ და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ფ------–- მ--------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 1,4367 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 2018 წლის 30 იანვარს, დღის საათებში, სოფელ ფონიჭალაში 1100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა პ----- კ--------ეზე. ზემოაღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება ამოღებული იქნა 2018 წლის 30 იანვარს, დღის საათებში, სოფელ ფონიჭალაში, დ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პ----- კ--------ისგან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე პ----- კ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ფ------–- მ--------ი სოფელ ფონიჭალაში დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო, როდესაც იგი იქ ნარკოტიკის საყიდლად ჩავიდა. ფ------–- მ--------მა მას უთხრა, რომ მიჰყიდდა 5 გრამ ნარკოტიკს 1100 ლარად. იმ დროისათვის მას თანხა არ ჰქონდა, ამიტომ გაცვალეს მხოლოდ ტელეფონის ნომრები. მოგვიანებით კი, როდესაც თანხა იშოვნა, დაუკავშირდა მ--------ს და მისგან 5 გრამი ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. ამის შემდგომ, 2018 წლის იანვრის დასაწყისში, მან გადაწყვიტა ეთანამშრომლა პოლიციასთან. გადაწყვიტა მოეყოლა სამართალდამცავებისათვის ფ------–- მ--------ის პიროვნების შესახებ, რაც მოგვიანებით გააკეთა კიდეც, რის გამოც, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება. კერძოდ, ჩამოართვეს ჩვენება, ამის შემდეგ, იგი დაიბარეს მოდულის შენობაში, გადასცეს ვიდეოკამერა და ასწავლეს მისი ჩართვა-გამორთვა, ასევე, მისცეს თანხა და უთხრეს, რომ მას კვლავ უნდა შეეძინა ნარკოტიკული ნივთიერება ფ------–- მ--------ისგან. 2018 წლის იანვრის ბოლოს, დაახლოებით 25-დან 30 იანვრამდე დროის შუალედში, შუადღისას, იგი მოდულის შენობიდან ვიდეოკამერით აღჭურვილი გავიდა და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გაემართა ფონიჭალის მიმართულებით. ჩასვლის შემდეგ, იგი ავტომანქანიდან გადმოვიდა და ფეხით გააგრძელა გზის გარკვეული მონაკვეთი, რა დროსაც შეხვდა ფ------–- მ--------ს. ამ უკანასკნელის ა/მანქანის დანახვისთანავე, მან ვიდეოკამერა ჩართო. ისინი ავტომობილში დასხდნენ, რა დროსაც ფ------–- მ--------მა სთხოვა ეჩვენებინა, ხომ არაფერი ჰქონდა თან რაიმე საეჭვო, რადგან ეშინოდა დაჭერის და ამავე დროს იცოდა, რომ ნარკოტიკების გაყიდვისათვის დიდი სასჯელი იყო კანონით გათვალისწინებული. მას შემდეგ კი, რაც იგი დარწმუნდა, რომ პ----- კ--------ეს თან არაფერი საეჭვო საგანი/ნივთი ჰქონდა, ფერად პოლიეთილენში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება გადასცა. თავის მხრივ, პ----- კ--------ემ თანხა გადასცა ფ------–- მ--------ს და ისინი ამით ერთმანეთს დაშორდნენ. პ----- კ--------ემ დააფიქსირა რა, რომ ფერად პოლიეთილენის შეკვრაში ნამდვილად ნარკოტიკული საშუალება იყო, გათიშა კამერა და პირდაპირ პოლიციის თანამშრომლებთან მივიდა, გადასცა მათ ნარკოტიკული საშუალება და ვიდეოკამერა, რაზეც შედგა დოკუმენტი, გაეცნო მას და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმე დ----- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის იანვრის თვეში ფ------–- მ--------ის მიმართ მოქალაქე პ----- კ--------ის მიმართვის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე. პ----- კ--------ის გამოკითხვის შემდეგ, მათ მოსამართლისგან აიღეს განჩინება მისი ვიდეოკამერით აღჭურვაზე, რის შემდგომაც, მას გადასცეს ვიდეოკამერა და თანხა, რათა ამ უკანასკნელს მოეხდინა საკონტროლო შესყიდვა ფ------–- მ--------ისგან. იმ დღეს, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც განხორციელდა ფ------–- მ--------ისგან პ----- კ--------ის მიერ საკონტროლო შესყიდვა, ისინი ახდენდნენ პ----- კ--------ის ვიზუალურ კონტროლს. მათ მიერ გაკონტროლებული იქნა ფ------–- მ--------ის ავტომობილში როგორც ჩაჯდომა, ისე მისი იქიდან გადმოსვლა. მოგვიანებით კი, ფ------–- მ--------ისგან პ----- კ--------ის მიერ შეძენილ და შემდგომში, მოწმისგან ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. თავად ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება კი მ------ ნ-----–-–---–მა განახორციელა. მან მ------ ნ-----–-–---–თან ერთად აგრეთვე განახორციელა ფ------–- მ--------ის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკა, ასევე, მისი დაკავება ბრალდებულის სახით.
მოწმე დ----- ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მიმდინარეობდა გამოძიება ფ------–- მ--------ის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას მონაწილეობა აქვს მიღებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფ------–- მ--------ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები ადგილზე შედგა და ბრალდებულმა იგი დაადასტურა ხელმოწერით, მასზე რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს.
მოწმე ბ--- ბ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017-2018 წლის მდგომარეობით მუშაობდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივ-გამომძიებლის პოზიციაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას დავალებული ჰქონდა, გაერკვია ფ------–- მ--------ის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც დაადგინა, რომ მას დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორია და მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, რომ იგი იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტ ხანს და უნდა შემოეტანა ნარკოტიკი, რაც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელ პირებს. სხვა სახის მონაწილეობა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას არ მიუღია.
2018 წლის 13 ივლისის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 ივლისს, 07:31 საათზე, ქ.თბილისში, სოფელი ფონიჭალა, თ---------–----------------ში, პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე, ფ------–- მ--------ი დაკავებულ იქნა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. დაკავებისას გულმკერდისა და ზურგის არეში დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლეები, რომელიც მისივე განმარტებით, აქვს კანის დაავადების გამო.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფარულ ვიდეოჩანაწერში აღწერილია 2018 წლის 30 იანვრის 12:50:08 სთ-დან 2018 წლის 30 იანვრის 12:53:32 სთ-მდე დროის შუალედში, ქ.თბილისი, სოფელი ფონიჭალა, ბზიფის ქუჩაზე ერთი მხრივ, პ----- ი----ს ძე კ--------ის, ხოლო, მეორე მხრივ, ფ------–- მ-------–ის ძე მ--------ის და მასთან ერთად ავტომობილში მყოფი პიროვნების შეხვედრის და საუბრის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარულის ვიდეო და აუდიო ჩაწერის მიმდინარეობა, რა დროსაც დგინდება, თუ როგორ გადაადგილდება პ----- კ--------ე საკონტროლო შესყიდვის დროს, როგორ ხვდება იგი ფ------–- მ--------ს, ესაუბრება თანხასა და ნარკოტიკებზე, რის შემდგომაც ხდება მათ შორის თანხისა და მუქი ფერის პარკში გახვეული შეკვრის გაცვლა. ჩანაწერში ასევე, ჩანს მათი დაშორების მომენტიც, რა დროსაც ა/მანქანა იძვრება და აგრძელებს გზას. ნარკოტიკული საშუალების მიმღები პიროვნება კი ფეხით გადაადგილდება, რა დროსაც მას ხელის გულზე კვლავ უფიქსირდება მუქი ფერის პარკში გახვეული ერთი შეკვრა ნივთი.
2018 წლის 30 იანვრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ფონიჭალაში, დ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა პ----- კ--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მის მიერ წარმოდგენილი იქნა ფ------–- მ--------ისაგან შეძენილი ერთი ცალი ლურჯი ფერის თავმომწვარ პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული (ე.წ. ჩეკი) ფხვნილისებრი ნივთიერება.
2018 წლის 13 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დ----- ნ--------ის მიერ, თავის სამუშაო ოთახში, ქ. თბილისი, კ. ჩალაძის ქ. N1-ში მოახდინა სისხლის სამართლის საქმეზე N090061017001 საქმეზე 2018 წლის 30 იანვარის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის - 1 ცალი DVD დისკის გახსნა დათვალიერება, რომელიც მოთავსებულია თეთრის ფერის ქაღალდის კონვერტში და დალუქულია N6/2/1 ლუქით, რაზეც აღინიშნება ხემოწერა, თარიღი 30.01.18 და იკითხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის ნ. ხუჯაძის 27.01.18წ. N565/18ს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა: 1 ცალი "PRINCO"-ს ფირმის DVD-R დისკი. დისკი md5sum e325db41a9f2bb4ec0ed75c0e4c678da პაკეტი დალუქულია N6/2/1 ბეჭდით, საიდუმლო. ქარალდის კონვერტის და ლუქის მთღლიანობა დარღვეული არ არის, რის შემდეგაც მოხდა ქაღალდის კონვერტის გახსნა, ამოღებული იქნა მასში მოთავსებული 1 ცალი DVD-R დისკი, რაც მოათავსა თავის სამსახურებრივი კომპიუტერის პროცესორში და DVD დისკზე ერთ ფაილად არსებული ინფორმაცია, ვიდეო ჩანაწერი გადატანილი (კოპირებული) იქნა სხვა DVD დისკზე მხარეზე გადაცემის მიზნით. ხოლო ორიგინალი დისკი დაილუქა პირველად კონვერტთან ერთად მუყაოს კონვერტში N19 ბეჭდიანი ლუქით.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 31 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #147/სქ-218/ქრ დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 2,6363 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 1,4367 გრამი.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ნ----–---–მა.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #651/ჰვტ დასკვნის მიხედვით: სს N090260118003 საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით “Rec1_0001.avi” არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
სს N090260118003 საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით “Rec1_0001.avi” 00:01:16 სთ-ზე ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
სს N090260118003 საქმეზე, ექსპერტიზის ხელთ არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 10.09.1983 წელს დაბადებული ფ------–- მ-------–ის ძე მ--------ის (პ/ნ 1----------) სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
სს N090260118003 საქმეზე, ექსპერტიზის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 10.09.1983 წელს დაბადებული ფ------–- მ-------–ის ძე მ--------ის (პ/ნ 1----------) ფოტოსურათზე და ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: “Rec1_0001.avi”, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ------- ბ----------ემ.
2008 წლის 11 სექტემბრის გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ ფ------–- მ--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენით 2008 წლის 11 სექტემბრის გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ ფ------–- მ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ფ------–- მ--------ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 10(ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით - 2(ორი) წლით და 6(ექვსი) თვით და დარჩა მოსახდელად თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წელი და 6(ექვსი) თვის ვადით.
ბრალდებულმა ფ------–- მ--------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მის საბოლოო სიტყვის ეტაპზე განაცხადა, რომ კამერაში არც ფული იყო და არც ნარკოტიკი დაფიქსირებული.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ფ------–- მ--------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, მოწმეების დ----- გ-------–---–ის, ე-–----- ა--–-----ის, მ------ ნ-----–-–---–ის, ს------- ც--------ს, რ----- ზ------–---–ის, რ---------- ქ-----–--ის, ე----- კ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმით, ხმის ნიმუშის ამოღების ოქმით და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N171/ფ დასკვნით, ოქმით ფულადი თანხის გადაცემის შესახებ, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ფ------–- მ--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ფ------–- მ--------ის გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მოსამართლემ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები სარწმუნოობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მოწმეთა ჩვენებები არ შეესაბამება ერთმანეთს და რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა აღმოფხვრილი ეჭვი ნივთმტკიცების გამოცვლის თაობაზე, რადან აღნიშნული არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თუ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ფ------–- მ--------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ: მოწმე პ----- კ--------ე დეტალურად აღწერს ფ------–- მ--------ისგან ნარკოტიკული ნივთიერების შესყიდვის ფაქტებს. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ პირველად მან ფ------–- მ--------ი გაიცნო დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფელ ფონიჭალაში, როდესაც იქ ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ჩავიდა და ფ------–- მ--------მა შესთავაზა, რომ ნარკოტიკულ საშულებას მიჰყიდდა 5 გრამს 1100 ლარად. მოგვიანებით საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით ფ------–- მ--------ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშულება, ხოლო 2018 წლის იანვარში გადაწყვიტა პოლიციასთან თანამშრომლობა, დაუკავშირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმოამდგენლებს და საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, მათგან გადაცემული ფულით, ფ------–- მ--------ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მოხდა მისი აღჭურვა და რომ ამ შესყიდვის აუდიო-ვიდეო გადაღება. ნარკოტიკული საშუალების შესყიდვა მოხდა ავტომანქნაში, სადაც მას ფ------–- მ--------მა გადასცა ფერად პოლიეთილენის პარკში გადაცემული ნარკოტიკული საშუალება. მისვე ჩვენებით დადგენილია, რომ მან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და აღჭურვილობა გადასცა პოლიციის თანამშრომელებს, რაზეც შედგა დოკუმენტი, რომლის სისწორეც დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმე პ----- კ--------ის ჩვენება შესაბამისობაშია, მოწმე დ----- ნ--------ის ჩვენებასთან, რითაც დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო სწორედ პ----- კ--------ის განცხადების საფუძველზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა მისი აღჭურვა, საკონტროლო შესყიდვისათვისთვის თანხის გადაცემა და მის მიერ ფ------–- მ--------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ ოპერაციის პეროდში, მუდმივად მიმდინარეობდა ვიზუალურად მისი თვალთვალი და შემდგომ მისგან ამოღებული იქნა შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და აუდიო-ვიდეო აღჭურვილობა. ასევე შესაბამისობაშია მოწმეების: ბ--- ბ-------ის და დ----- ნ------ის ჩვენებებთან.
მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია საქმეში არსებულ და სასამართლოზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებთან.
გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ფ------–- მ--------ის მიერ მაზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ ფულადი თანხის გადაცემის ოქმებით, ამოღების ოქმებით, რომლებიც სასამართლოს განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომლებიც სრულ შესაბამისობაში და თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან.
ამოღების ოქმის თანახმად, პ----- კ--------ისაგან ამოღებული იქნა მის მიერ ფ------–- მ--------ისაგან შეძენილი და ნებაყოფლობით წარმოდგენილი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერება, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, წონით 1,4367 გრამი. სასამართლო სხდომაზე გამოკლვეულ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერში, ნათლად ჩანს პ----- კ--------ისა და ფ------–- მ--------ის შეხვედრა, ისმის მათი საუბარი ნარკოტიკული საშუალების ოდენობასა და თანხაზე, რის შემდეგაც ხდება მათ შორის თანხისა და მუქი ფერის პარკში გახვეული შეკვრის გაცვლა, მათი დააშორების მომენტი და ის ფაქტი, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიმღებ პიროვნებას, ფეხით გადაადგილებისას ხელის გულზე კვლავ უფიქსირდება მუქი ფერი პარკში გახვეული ერთი შეკვრა ნივთი. ჰაბიტოსპოპიური ექსპერტიზის დაკსვნითა და ექსპერტ ვ------- ბ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ექსპერტიზის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 10.09.1983 წელს დაბადებული ფ------–- მ--------ის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამაზე სახელწოდებით ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: “Rec1_0001.avi”, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ამასთან, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადგინდა, რომ ვიდეოგრამაში წარმოდგენილ აუდიონაწილს მონატაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სასამართლო მტკიცებულებების შეფასებას, ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ფ------–- მ--------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ფ------–- მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ფ------–- მ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ნასამართლევია განხრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
N0719414 ცნობით დადგენილია, რომ ფ------–- მ--------ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა და განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენით და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით) დადგენილი სასჯელის მოხდა დაასრულა 2017 წლის 10 ივლისს. შესაბამისად, მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, ფ------–- მ--------ს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი ტავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ფ------–- მ--------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი ფ------–- მ--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: საქმეზე პ----- კ--------ისგან 2018 წლის 30 იანვარს ამოღების წესით ამოღებული, ფ------–- მ--------ისგან შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის ამსახველი ერთი ცალი დისკი დალუქული სახით, ასევე, ერთი ცალი დისკი, მასზე არსებული ფ------–- მ--------ის ხმის ნიმუშით, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ------–- მ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დათუნა მოდებაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ფ------–- მ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
ფ------–- მ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.
ფ------–- მ--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ფ------–- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: საქმეზე პ----- კ--------ისგან 2018 წლის 30 იანვარს ამოღების წესით ამოღებული, ფ------–- მ--------ისგან შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის ამსახველი ერთი ცალი დისკი დალუქული სახით, ასევე, ერთი ცალი დისკი, მასზე არსებული ფ------–- მ--------ის ხმის ნიმუშით, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/