განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-99-2020 წელი
№060100119003182099
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
28 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართ-ლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ--- ვ-–-----ის ბრალდების №050170819001 სისხლის სამართლის საქმე.
გ--- ვ-–-----ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, მცხოვრები ქ. ქ-------–------------------------ში, სამტრედიის რაიონუ-ლი სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
გ--- ვ-–-----ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო შემაკავე-ბელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრუ-ლებლობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 აგვისტოს, გ--- ვ-–-----ის მიერ მეუღლის - ი----- ქ-------ის მიმართ გან-ხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ--- ვ-–-----ეს აეკრძალა ი----- ქ-------ის საცხოვრებელ სახლთან, სამსა-ხურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექ-ნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 15 და 16 აგვისტოს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, გ--- ვ-–-----ემ არ შეასრულა შემაკავე-ბელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და სოციალური ქსელის, „ფ--------ის“ საშუალებით მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ი----- ქ-------ეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გ--- ვ-–------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ--- ვ-–-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნა-შავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ არ არის დამაჯერებელი და სარწმუნო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმის – მსჯავრდებულის ძმის მიერ მიცემუ-ლი ჩვენება, რომელმაც ისაუბრა გ--- ვ-–-----ისა და ი----- ქ-------ის კონფლიქტის მი-ზეზებზე, აღნიშნული ჩვენება განსხვავდებოდა მის მიერ შემაკავებელი ორდერის გამო-წერისას პოლიციის თანამშრომლებისათვის მიცემული განმარტებისაგან და ასევე ეწი-ნაღმდეგებოდა თავად დაცვის მხარის მიერ უდაოდ გახდილ ლ-- ხ----–--ის გამოკი-თხვის ოქმს. ასევე არადამაჯერებელი და არასარწმუნოა მსჯავრდებულის ბიძაშვილის – გ--- ვ-–-----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგება და-ცვის მხარის მიერ უდაოდ გახდილ მტკიცებულებებს (დანაშაულის ჩადენის თარიღს არ უთითებს სწორად). შესაბამისად დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ეწი-ნააღმდეგება დაცვის მხარის მიერ უდაოდ მიჩნეულ ბრალდების მხარის მტკიცებულე-ბებს, ვერ გამოდგება გამამართლებელი განაჩენის დასასაბუთებლად. უდაოდაა მიჩნე-ული ფაქტის პირდაპირი მოწმის ლ-- ხ----–--ის გამოკითხვის ოქმი, ასევე სოციალური ქსელიდან გაგზავნილი შეტყობინების ამონაწერი და სოციალური ქსელის დათვალიე-რების ოქმი, შესაბამისად დაცვის მხარე დადგენილად მიიჩნევს გ--- ვ-–-----ის სოცია-ლური ქსელიდან ი----- ქ-------ისათვის შეტყობინების გაგზავნას.
სააპელაციო საჩივარზე გამართლებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეში არსე-ბული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გ--- ვ-–-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ
მოწმე ი----- ქ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი მეუღლის – გ--- ვ-–-----ის წინააღმდეგ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- მ----–----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს შსს ვანის რაიო-ნული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლად. 2019 წლის 17 აგვისტოს იგი ასრუ-ლებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მოქალაქე ლ-- ხ----–--ემ ტელეფო-ნით შეატყობინა, რომ მისმა სიძემ გ--- ვ-–-----ემ, მისი შვილის, ი----- ქ-------ის მიმართ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, აღნიშნულთან დაკავშირებით მან დაიწყო გამოძიება 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით. საპროცესო წარმომადგენლის თანადასწრებით გამოკითხულ იქნა არასრულწლოვანი მოწმე ი----- ქ-------ე, რომელ-მაც განმარტა, რომ ჰყავს მეუღლე გ--- ვ-–-----ე და 2 შვილი. მეუღლესთან სიტყვიერი კონფლიქტის საფუძველზე, 2019 წლის 12 აგვისტოს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც გ--- ვ-–-----ეს მასთან აეკრძალა ყოველგვარი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 15 აგვისტოს ი----- ქ-------ის ფ------- გვერდზე გ--- ვ-–------ის ფ------- გვერდიდან გაგზავნილ იქნა 2 მესიჯი, აღნიშნულის შემდეგ კი ი----- ქ-------ის თანხმობითა და მისივე მონაწილეობით დათვალირებულ იქნა მისი ფ------- გვერდი, რა დროსაც სქრინ შოთის ფორმით თაბახის ფურცელზე გადაუდებელი აუცი-ლებლობით ამოღებულ იქნა აღნიშნული მესიჯები, რაც შემდგომ სასამართლოს განჩი-ნებით კანონიერად იქნა ცნობილი. მის მიერ ასევე გამოკითხულ იქნა გ--- ვ-–-----ეც, რომელმაც დაადასტურა რომ შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, რომლითაც აკრძა-ლული ჰოქნდა ი----- ქ-------ესთან ყოველგავარი კომუნიკაცია, 2019 წლის 15 აგვისტოს მეუღლეს გაუგზავნა 2 მესიჯი. ასევე დათვალიერებულ იქნა გ--- ვ-–-----ის ფ------- გვერდიც, სადაც აღნიშნული მესიჯები წაშლილი იყო. მის მიერ ასევე გამოკითხული იქნა ლ-- ხ----–--ე, რომელმაც დაადასტურა იგივე ფაქტობრივი გარემოება, რაც განუ-მარტა მისმა ქალიშვილმა, ი----- ქ-------ემ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ--- ვ-–-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი არის გ--- ვ-–-----ის ბი-ძაშვილი. ის და მისი ბიძაშვილები გ--- ვ-–-----ე და გაგა ვ-–-----ე ერთად ცხოვ-რობდნენ ქ. ქ-------–--------ს ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში. გ--- 15 წლიდან ფიზიკურად შრომობს, კერძოდ ვაჭრობს ბაზარში. მათთან ერთად ასევე ცხოვრობდა გ--- ვ-–-----ის მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. გ---ს, მეუღლესთან, ი----- ქ-------ესთან ჰქონდა ძალიან კარგი დამოკიდებულება. ერთ დღეს სახლში დაბრუნებულს გ--- ვ-–-----ეს ჩვილი ბავშვი ა-------- დახვდა შეუძლოდ, რის გამოც სასწრაფოდ იქნა წაყვანილი ექიმ-თან, ექიმის რეკომენდაციით ბავშვს შეეცვალა კვების რეჟიმი და საჭირო გახდა მისთვის ჰაერის გამოცვლა, რის გამოც გ---მ ბავშვი წაიყვანა ვანის რაიონში. გარკვეული პერიო-დის გასვლის შემდეგ, ვინაიდან ბავშვის მდგომარეობა არ იყო შეცვლილი უკეთესობის-კენ, მიზეზად კი ექიმი ასახელებდა ბავშვის არაჯეროვან მოვლას, გ---ს კონფლიქტი მოუვიდა მეუღლეთან, რის გამოც გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ასევე შემაკავებელი ორდერი გამოწერილ იქნა გ--- ვ-–-----ის ძმისა და დედის მიმართ, ნათე-სავებისაგან მხოლოდ გ---ს ბიძა ახერხერხებდა ბავშვთან ურთიერთობას. იმ პერიოდში იგი სარგებლობდა გ--- ვ-–-----ის ტელეფონით, ასევე მისი მესენჯერით, რადგანაც თავისი ტელეფონი დაუზიანდა. მან ბავშვის მდგომრეობის გასარკვევად მესიჯი გაუგ-ზავნა ი----- ქ-------ეს, ამ უკანასკნელმა კი პასუხიც არ გასცა, რის შემდეგაც გაუგზავნა მოწონების სმაილი, მაღლა აღმართული ცერით. შემდეგ გაიგო, რომ აღნიშნულის გამო გ--- ვ-–-----ე დააკავეს. მას (გ--- ვ-–-----ეს) შეეშალა და ისარგებლა გ--- ვ-–-----ის მესენჯერით, რის შესახებაც მოგვიანებით აცნობა ადვოკატს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-- ხ----–--ის ჩვენებით (პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე) დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ვ----------------------–-------------ში. მისი ქალიშვილი ი----- ქ--------ე, 14 წლის ასაკში, გათხოვდა ვ----------------------–-------ში მცხოვრებ გ--- ვ-–------ეზე, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: ა------- ვ-–-----ე, რომელიც დაიბადა 2017 წლის 5 ნოემბერს და ა-------- ვ-–-----ე, რომელიც დაიბადა 2019 წლის 16 იანვარს. მისი ქალიშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ქ-------–--------ს ქუჩაზე, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში. 2019 წლის 12 აგვისტოს, მასთან სახლში მივიდა მისი სიძე გ--- ვ-–-----ე, რომელმაც მას და მის ქალიშვილს მიაყენა შეურაცხ-ყოფა, კერძოდ, აგინა დედის მისამართით, ვინაიდან მის შვილს აბრალებდა, თითქოსდა იგი წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვიღაც უცხო მამაკაცს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ვანის პოლიციის თანამშრომელების მიერ სიძის – გ--- ვ-–-----ის მიმართ შედ-გენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას აეკრძალა მის ქალიშვილთან და მასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა. 2019 წლის 15 აგვისტოს, მისი შვილის ი----- ქ-------ის ფ-------ის მესენჯერში მის სიძეს გ--- ვ-–-----ეს მიუწერია შეტყობინება შინაარსით: „ა--------ს გადაუღე ფოტო გამომიგზავნე მაინტერესებს არის თუ არა მომატებული“, აღ-ნიშნული შეტყობინება ი-----მ აჩვენა დილით, რამაც ძლიერ ააღელვა და დარეკა 112-ის სამსახურში და ითხოვა მისი სიძის – გ--- ვ-–-----ის დაკავება.
მოწმე ა-–---- ა----–---–ის ჩვენებით (პრეიუდიციული მანიშვნელობის მქონე) დადგე-ნილ--, რომ მუშაობს შს ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყო-ფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 12 აგვისტოს 21:30 საათზე პოლიციაში მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ვ-----------------------–-------ში მცხოვრებ ი----- ქ-------ეს მეუღლე გ--- ვ-–-----ესთან ჰქონდა ოჯახური კონფლიქტი და ითხოვდა დახმარებას. იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გა-ვიდა შემთხვევის ადგილზე ვ----------------------–-------ში, სადაც მისვლისას ადგილზე დახვდათ ამავე სოფელში მცხოვრები ლ-- ხ----–--ე, მისი შვილი, არასრუწლოვანი ი------ ქ-------ე და ამ უკანასკნელის ორი მცირეწლოვანი შვილი. ლ-- ხ----–--ისა და ი----- ქ-------ის განმარტებით, 2019 წლის 12 აგვისტოს, გ--- ვ-–-----ემ, რომელიც არის არა-სრულწოვან ი----- ქ-------ის მეუღლე, ლ-- ხ----–--ესა და ი----- ქ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა მათ და წავიდა ქალაქ ქუთაისში, სადაც იგი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. ი----- ქ-------ის განმარტებით, ოჯახური კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ გ--- ვ-–-----ე მას აბრალებდა დაუდგენელ, უცხო პირებთან სოციალური ქსე-ლით მესიჯობას და ურთიერთობას. აღნიშნულის შემდეგ ლ-- ხ----–--ე და ი----- ქ--------ე გადმოყვანილი იქნენ ვანის შს რაიონულ სამმართველოში, სადაც გასაუბრების დასრულების შემდეგ, მის მიერ დაუყოვნებლივ შევსებული იქნა შემაკავებელი ორდერი №------ და შემაკავებლი ორდერის ოქმი №------, რომლის მიხედვითაც მოძალადე გ--- ვ-–-----ეს აეკრძალა მსხვერპლთან ი----- ქ-------ესთან, მის სამსახურთან, იმ ადგილებთან, სადაც ის იმყოფება და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ი----- ქ-------ე ცხოვრობს, ასევე მოძალადე გ--- ვ-–-----ეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთ-პიროვნული სარგებლობა და მსხვრპლთან ი----- ქ-------ესთან ნებისმიერი სახის კომუ-ნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენე-ბით. აღნიშნულის შემდეგ, დაუყოვნებლივ, 22:44 სთზე, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რომლის სააბონენტო ნომერია 5-----------, დაუკავშირდა მოძალადე გ--- ვ-–-----ეს, სააბონენტო ნომერზე 5-----------, რომელსაც განუმარტა, რომ მის, როგორც მოძალადის, მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მას, 30 დღის განმავლობაში, აეკრძალა მსხვერპლთან, ი----- ქ-------ესთან მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია. სატელეფონო გასაუბრებისას გ--- ვ-–-----ე მის მიერ ასევე დაბარებულ იქნა ვანის შს რაიონულ სამმართველოში გასაუბრების მიზნით. 2019 წლის 13 აგვისტოს, ვანის შს რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა გ--- ვ-–-----ე, რომელ-თანაც მოახდინა გასაუბრება, შეადგინა გასაუბრების ოქმი და კიდევ ერთხელ განუმარტა გ--- ვ-–-----ეს, რომ მის მიმართ, მეუღლეზე, ი----- ქ-------ეზე, განხორციელებული ფსიქიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო შედგენილი იყო შემაკავე-ბელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მას 30 დღის განმავლობაში ეკრძალებოდა მსხვერ-პლთან – ი----- ქ-------ესთან მიახლოება და სატელეფონო, სოციალური ქსელით და სხვა ტექნიკური საშუალებით კომუნიკაცია. აღნიშნულის შემდეგ გ--- ვ-–-----ეს მის მიერ ჩაბარდა შემაკავებელი ორდერის ერთი პირი. 2019 წლის 17 აგვისტოს, ვანის შს რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების მიხედვით გ--- ვ-–-----ემ დაარ-ღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მსხვერპლს ი----- ქ-------ეს სოციალური ქსელის, ფ-------ის, გამოყენებით მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებები. აღნიშნულ ფაქტზე ვანის შს რაიონულ სამმართვე-ლოში დაიწყო გამოძიება, გ--- ვ-–-----ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწი-ნებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე.
საქმეში არსებული, ამოღების ოქმით (პრეიუდიციული მანიშვნელობის მქონე) დადგე-ნილ--, რომ 2019 წლის 17 აგვისტოს, გ--- ვ-–-----ის მეუღლისაგან, ი----- ქ-------ისაგან ამოღებულ იქნა ერთი თაბახის ფურცელი, რომელზეც ამობეჭდილია მის კუთვნილ ფ-------- გვერდზე 2019 წლის 15 აგვისტოს 15:12 საათზე და 2019 წლის 16 აგვისტოს 00:17 საათზე გ--- ვ-–-----ისაგან მიწერილი მესიჯები. პირველი მესიჯი დაბეჭდილია ინ-გლისურენოვანი ასოებით და არის შემდეგი შინაარსის: „ა--------ს ფოტო გამომიგზავნე მაინტერესებს არის თუ არა მომატებული“, მეორე მესიჯი არის ე.წ. „სმაილის“ სახით, მაღლა აღმართული ცერით, ე.წ. „ლაიქი“.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის აპელირებას იმის თაობაზე, რომ გ--- ვ-–-----ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორ-დერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ბრალის მადასტურებლად ბრალდების მხარე აპელირებს მოწმე ლ-- ხ----–--ის ჩვენებაზე, ასევე სოციალური ქსელიდან გაგზავნილი შეტყობინების ამონაწერზე და და აღნიშნავს, რომ გ--- ვ-–-----ის მიერ ი----- ქ-------ისათვის სოციალურ ქსელში მიწე-რილია ტექსტური შეტყობინება „ა--------ს გადაუღე ფოტო გამომიგზავნე მაინტერესებს არის თუ არა მომატებული“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ--- ვ-–-----ის მეუღლემ - ი----- ქ--------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება გ--- ვ-–-----ის წინააღმდეგ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელ ფ-------ის საშუალებით, გ--- ვ-–-----ის სახელით, ი----- ქ-------ისათვის გაგზავნისლ შეტყობინებას, აღნიშნული ვერ გამოდგება გ--- ვ-–-----ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან პირველი ინსტანციის სასა-მართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ვ-–-----ემ აჩვენა, რომ დაზიანებული ჰქონდა თავისი ტელეფონი, რის გამოც სარგებლობდა გ--- ვ-–-----ის ტელეფონით და მესენჯერით. ბავშვის მდგომარეობის გასარკვევად მესიჯი გაუგზავნა ი----- ქ-------ეს. მოგვიანებით კი გაიგო, რომ აღნიშნულის გამო დააკავეს გ--- ვ-–-----ე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე-ვანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გ--- ვ-–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდე-ბის დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკი-ცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ--- ვ-–-----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი გ--- ვ-–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ--- ვ-–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ--- ვ-–-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ გ--- ვ-–-----ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
გ--- ვ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გი-რაოს შემტანს, ხ------- კ-------–---–ს (პ/ნ 1----------) სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვა-ლისწინებით) 2000 ( ორი ათასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili