განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119003125206
საქმე№1/ბ-857-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის- დ------- ვ-----------ას
ადვოკატის - ა-–---------ე კ--------ის
მსჯავრდებულის - რ----- კ------–--ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ე-----ას ძე კ------–--ის მიმართ,დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: სამტრედიის რაიონი, სოფელი ნ------------ში.
აღწერილობითნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- კ------–--ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისიწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 0016 საათზე, სამტრედიის სოფელ ნ------------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----- კ------–--ი ნაჯახის გამოყენებით მეუღლეს - ი--- უ-----ეს და შვილს - ნ--- კ------–--ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 0900 საათზე, სამტრედიის სოფელ ნ------------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში რ----- კ------–--მა მეუღლეს - ი--- უ-----ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი მოუჭირა გვერდის არეში. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2015 წლიდან 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით რ----- კ------–--ი სისტემატურად, თითქმის ყოველ მეორე დღეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ი--- უ-----ეს. დაზარალებული აღნიშნული ქმედების შედეგად განიცდიდა ტანჯვას.
2015 წლიდან 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით რ----- კ------–--ი სისტემატურად, თითქმის ყოველ მეორე დღეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს ნ--- კ------–--ს. დაზარალებული აღნიშნული ქმედების შედეგად განიცდიდა ტანჯვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენით რ----- კ------–--ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
რ----- კ------–--ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ--- კ------–--ის მიმართ ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში.
რ----- კ------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი--- უ-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 10 საათი ჩაეთვალა მოხდილად და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დ------- ვ-----------ას მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დარ----- კ------–--ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, შესაბამისად გამამართლებელი განაჩენი არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რითაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. აპელანტი მხარე აღნიშნავს, რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ რ----- კ------–--ის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, კერძოდ, მოწმეების: გ--- მ------–---–ის და ე---------ე ა------ის ჩვენებები. ბრალდების მხარე იშველიებს უზენაესი სასამართლოს მიერ ოჯახურ ძალადობათა საქმეებზე გაკეთებულ განმარტებას, რომლითაც ხსნის თუ რატომ განაცხადა ნ--- კ------–--მა ჩვენების მიცემაზე უარი და თვლის, რომ ნ--- კ------–--ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალური ანალიზით.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საგამონაკლისო წესით უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდება დაეფუძნოს ირიბ მტკიცებულებებს, თუ ირიბი მტკიცებულების გამოყენება აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებები ერთობლიობაში და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ------- ვ-----------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
მსჯავრდებულ რ----- კ------–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ა-–---------ე კ--------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ--- კ------–--მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის მამის - რ----- კ------–--ის წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ი--- უ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- კ------–--ი არის მისი მეუღლე. მათ ჰყავთ ორი შვილი. 2015 წლიდან რ----- კ------–--ი გახდა ალკოჰოლური სასმლის ხშირი მომხმარებელი და ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის კონფლიქტიც. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ყოველთვის აგინებდა და ემუქრებოდა ცოლს და შვილებს. რ.კ------–--ს კონფლიქტი ჰქონდა ასევე დედასთან, ც----- კ------–--თან, რომელიც იმავე ეზოში მდგარ სახლში ცალკე ცხოვრობს. 2019 წლის პირველ ივნისს, სააბაზანო ოთახში ყოფნისას, მასთან მივიდა რ.კ------–--ი და გვერდში მოუჭირა ხელი, რაც ძალიან ეტკინა. 2019 წლის 10 ივნისს კი მას და ნ--- კ------–--ს დაემუქრა ნაჯახით.
მოწმის სახით დაკითხული გ--- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის ივლისის თვემდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. მან გამოკითხა ი--- უ-----ე, რომლის მითითებითაც აღმოაჩინა და ამოიღო ნაჯახი და ბენზო ხერხი, რომლითაც ი--- უ-----ის განმარტებით რ----- კ------–--ი ემუქრებოდა.
მოწმის სახით დაკითხული სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ვ-–-------- გ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მითითებულ საქმეზე გამომძიებელ გ.მ------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და რ.კ------–--ის დაკავებაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა ეზოში, სადაც იდგა ორი სახლი. ი.უ-----ე და ნ.კ------–--იც მონაწილეობდნენ და მიუთითებდნენ იმ ადგილებზე, სადაც რ.კ------–--ი ემუქრებოდა მათ. ი.უ-----ემ მიუთითა სააბაზანოზე, სადაც რ.კ------–--მა იძალადა მასზე და მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ასევე, მიუთითეს ნაჯახისა და ხერხის სავარაუდო სამყოფელზე, რაც ამოიღეს და დალუქეს. დაკავებისას რ.კ------–--ი იყო მთვრალი და აგრესიას გამოხატავდა მეუღლისა და შვილის მიმართ. პოლიციის მიმართ აგრესია არ გამოუხატავს.
მოწმის სახით დაკითხული ც----- კ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- კ------–--ი არის მისი შვილი, ი--- უ-----ე - რძალი, ნ--- კ------–--ი კი შვილიშვილი. ი.უ-----ე არის რთული პიროვნება, მას არ უნდა არც ქმარი და არც მისი ნათესავები. მასთან კონფლიქტის გამო, ც----- კ------–--ი დაახლოებით 15 წელია ცალკე ცხოვრობს. მოწმის განმარტებით ნ---ს ერქვა ბაბუის სახელი, რაც ჩუმად შეუცვლია და ამის შემდეგ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა. ამჟამად რ.კ------–--იც განცალკევებით ცხოვრობს იმავე სახლში. ცოლი და შვილები მას არაფრად აგდებენ. არ აძლევენ საშუალებას ისარგებლოს სააბაზანო ოთახით. მათ შორის ხშირად ხდება სიტყვიერი კამათი. რ.კ------–--ის დაკავების დღესაც იყო კამათი, თუმცა მას არ გაუგონია, რომ რ.კ------–--ი ვინმეს მოკვლით დამუქრებოდა.
რ----- კ------–--მა განაცხადა, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მის მეუღლესა და შვილებს არასდროს დამუქრებია, მითუმეტეს ნაჯახით ან ბენზოხერხით. 2019 წლის 10 ივნისს კონფლიქტი მოუვიდა შვილთან, რომელიც თხოვდა დაებრუნებინა სახლის გასაღები, ხოლო რ----- კ------–--მა არ დაუბრუნა, იმ მოტივით, რომ მათი სახლში არყოფნის დროს ესარგებლა აბაზანით. მეუღლესთანაც ხშირად ჰქონდა კამათი, თუმცა არც მისთვის მიუყენებია ზიანი. ი.უ-----ეს აბაზანაში ყოფნისას მსუბუქად მიადო ხელი გვერდზე და უთხრა, რომ გონს მოგებულიყო.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ-ფსიქოლოგის ე---------ე ა------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჩაატარა ამბულატორიული-სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩასატარებლად მას გადაეცა საქმის მასალები, უშუალოდ შეხვდა და გამოკითხა ი.უ-----ე, ნ.კ------–--ი და გასცა შესაბამისი დასკვნები, რომელთა სისწორესაც ადასტურებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივლისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბოლატორიული - სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, რ----- კ------–--ის ქმედებიდან გამომდინარე ი--- უ-----ე განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივლისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბოლატორიული-სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემე-ბით, რ----- კ------–--ის ქმედებიდან გამომდინარე ნ--- კ------–--ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ ნ------------ში, იგი წარმოადგენს ი--- უ-----ის საცხოვრებელ სახლს. სახლს დასავლეთით ესაზღვრება სოფელი ნინუაკუთხის ცენტრალური გზა, აღმოსავლეთით თხილის პლანტაცია, სამხრეთით მამუკა ლაბაძის სახლი, ჩრდილოეთით ნანა ნადარეიშვილის სახლი, ეზო შემოღობილია მესრით, ეზოში შევდივართ სამფრთიანი ლითონის ჭიშკრის მეშვეობით, შესასვლელიდან პირდაპირ 30 მეტრში დგას ე.წ. ბელეტაჟის ტიპის სახლი. მის გვერდით, ჩრდილოეთით არის ე.წ. „კუხნასახლი“, სადაც ცხოვრობენ ნ---და ი---, ხოლო ბელეტაჟის ტიპის სახლში ცხოვრობდა რ----- კ------–--ი დედასთან ერთად. ე.წ. ბელეტაჟის ტიპის სახლს უკანა მხარეს განთავსებული აქვს სარდაფი, სადაც შენახულია ნაჯახი და ბენზო ხერხი, რომელზეც ი--- უ-----ემ მიუთითა და განმარტა, რომ მისი მეუღლე სისტემატურად ემუქრებოდა თავისმოჭრით. აღნიშნული იქნა ამოღებული და დასურათებული. ამის შემდეგ ი--- უ-----ემ მიუთითა აბაზანაზე, სადაც მისმა მეუღლემ ხელი მოუჭირა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ნასამართლობის ცნობები, ცნობები ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ და ცნობა პრობაციის ბიუროდან სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით, რ----- კ------–--ის მიერ შვილის - ნ--- კ------–--ის და ცოლის - ი--- უ-----ის მიმართ, მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან ამ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ი--- უ-----ის ჩვენება, რომელიც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა და საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მართალია საქმეში არსებობს შეტყობინების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ეს მტკიცებულებები (ამ ეპიზოდში) ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ისეთ ქმედებას, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ახორციელებს ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით, რ----- კ------–--ის მიერ შვილის - ნ--- კ------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ასევე ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან, დაზარალებულმა ნ--- კ------–--მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, მამის - რ----- კ------–--ის წინააღმდეგ, შესაბამისად, დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა.
ამასთან პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მართალია საქმეში არსებობს სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებებიც თუმცა ეს მტკიცებულებები (ამ ეპიზოდში) ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ--- კ------–--ის ეპიზოდი) პოლიციის თანამშრომლების: გ--- მ------–---–ის, ვ-–-------- გ------------ის ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ნ.კ------–--ის მონათხრობს, რ----- კ------–--ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - ნ.კ------–--მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) გრიშა მინაძის მიერ განხორციელებული ქმედების თაობაზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ რ----- კ------–--ის მიერ ი--- უ-----ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება წარდგენილ ბრალდება.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით, რ----- კ------–--ის მიერ ცოლის - ი--- უ-----ის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის დასადასტურე-ბლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომელმაც განმარტა, რომ რ----- კ------–--ი 2015 წლიდან აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2019 წლის 1 ივლისს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული დანაშაული დასტურდება ასევე ც.კ------–--ის, რ.კ------–--ის, ვ.გ------------ის, გ.მ------–---–ის, ე.აბრამიძის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმის სხვა მასალების ერთობლიობით, რომლებიც დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში სადაოდ არ გაუხდია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოსსსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენსსაფუძვლადდაედოსვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონულისასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიისრაიონული პროკურორის მოადგილის დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციონაწილი:
სააპელაციოპალატამიხელმძღვანელასაქართველოსსსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნა :
სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი რ----- კ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
რ----- კ------–--ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
რ----- კ------–--ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ--- კ------–--ის მიმართ ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში.
რ----- კ------–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი--- უ-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 10 საათი ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.
რ----- კ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ზ------ ფ--–------ას (პ/ნ3----------) საკუთრებაში არსებულ, სამტრედია, თელიას ქ. N2, ბ. 43-ში მდებარე უძრავ ქონებას (ზონა-სამტრედია 34-------------------------------------------–--------------------------------------------------------- –5000 (ხუთიათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხერხი და ნაჯახი, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე