განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.02.2020
საქმის ნომერი
330310018002786724
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310018002786724

საქმე N3ბ/2933-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ----------–---–---–ი

 

მესამე პირი - შპს „მ---------ი“

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ----------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა - მესამე პირის, შპს ,,მ---------ის'' მიმართ გასცეს თანხმობა, რათა მან მოსარჩელე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია მის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრის (5-----------) დეტალური ამონაწერის 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში სატელეფონო საუბრების დროისა და ხანგრძლივობის, ასევე ესემეს შეტყობინებების მიხედვით მომსახურე ანძების, ანძების დასახელებისა და მდებარეობის მითითებითა და ბე ნომრების გამორიცხვით ანუ კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 5-7 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელე გ----------–---–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა დროსაც მასზე, როგორც ამ უწყების სხვა თანამშრომლებზე, განპიროვნებული იყო შპს „მ---------ში“ ჩართული მობილური ტელეფონის ნომერი 5----------- (ს.ფ. 22-23);

 

2018 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელე გ----------–---–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელშიც მიუთითა, რომ 2013 წლის დეკემბრის თვეში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა პერიოდშიც მასზე განპიროვნებული იყო შპს „მ---------ის“ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომერი - 5-----------. მას პირადი მიზნებიდან გამომდინარე სურდა მიეღო დეტალური ინფორმაცია 2013 წლის 5 დეკემბრიდან 2013 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში ზემოაღნიშნულ ნომერზე განხორციელებული აქტივობის შესახებ (ს.ფ. 18-19);

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოსარჩელე გ----------–---–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და პასუხად ეცნობა, რომ 2013 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში, სატელეფონო ნომერი - 5-------- სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განპიროვნებული იყო მოქალაქე გ----------–---–---–ის სახელზე და ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სატელეფონო ნომერი წარმოადგენდა სამინისტროს საკუთრებას, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მითითებული სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული ზარების შესახებ დეტალური ამონაწერი არ წარმოადგენს მხოლოდ პირის (მოქალაქე გ----------–---–---–ის) შესახებ პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს მესამე პირების პერსონალურ მონაცემებსაც. ამასთან, 2013 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში მოქალაქე გ----------–---–---–ს თავის სახელზე განპიროვნებულ სატელეფონო ნომრით შეეძლო ესარგებლა როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით, აგრეთვე პირადი მიზნებისთვისაც, მაგრამ ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სატელეფონო ნომრის დეტალური ამონაწერიდან მითითებული იდენტიფიცირება/სორტირება (მესამე პირების შესახებ პერსონალური მონაცემების გამომრიცხავი ფორმით ინფორმაციის გაცემა) (ს.ფ. 22-23);

 

2018 წლის 22 ნოემბერს გ----------–---–---–მა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სადაც დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვა 2013 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში მასზე განპიროვნებული შპს „მ---------ის“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- შესული და გასული ზარების და შეტყობინებების შესახებ ინფომაციის გამოთხოვა შპს „მ---------იდან“ კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით, ხანგრძლივობის, მომსახურე ანძის დასახელების და ადგილმდებარეობის მითითებით (ს.ფ. 12-13);

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ნოემბრის N----------------- წერილით გ----------–---–---–ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მას 2018 წლის 19 ნოემბერს ანალოგიური შინაარსის წერილზე გაეცა პასუხი (ს.ფ. 24);

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე; ამავე მუხლის „ნ“ პუნქტში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

 

ამრიგად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს პერსონალური მონაცემის ცნებას, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. თავის მხრივ, იდენტიფიცირებად მონაცემებად მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხე ადმისნიტრაციულ ორგანოს შპს ,,მ---------ის“ მიმართ გასცეს თანხმობა, რათა მან გ----------–---–---–ს მიაწოდოს ინფორმაცია მის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრის (5-----------) დეტალური ამონაწერის 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში სატელეფონო საუბრების დროისა და ხანგრძლივობის, ასევე ეს-ემ-ეს შეტყობინებების მომსახურე ანძების დასახელებისა და მდებარეობის მითითებითა და ბე ნომრების გამორიცხვით ანუ კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გ----------–---–---–ისათვის მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში მოხდებოდა სხვა პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, ვინაიდან მოსარჩელე არ მოითხოვდა კომუნიკაციის მეორე მხარის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. სასამართლოს მითითებით, შპს „მ---------ის“ წარმომადგენლის განმარტებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია მოთხოვნილი ფორმით, ისე რომ არ მოხდეს კომუნიკაციის მეორე მხარის პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირება. შესაბამისად გ----------–---–---–ის მიერ მოთხოვნილია ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთეს. აქედან გამომდინარე მოპასუხის მიერ წარმოჩენილი აღნიშნული დაბრკოლება რეალურ საფუძვლებს მოკლებულია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია სარჩელი დაკმაყოფილების უსაფუძვლობის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვერ ასაბუთებს უშუალოდ რა ზიანი ადგებოდა მას მოთხოვნილი ინფორმაციის გაუცემლობით.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, როდესაც საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, არ არის აუცილებელი, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. კანონის თანახმად, განმცხადებელს არ ეკისრება ვალდებულება დასაბუთოს მოტივაცია, თუ რა საჭიროებას წარმოადგენს მისთვის ესა თუ ის ინფორმაცია, შესაბამისად მხარის მითითება აღნიშნულ არგუმენტზე დაუსაბუთებელია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის ძირითად არგუმენტზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემით შესაძლოა გამჟღავნდეს კონკრეტულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები, ვინაიდან გ----------–---–---–ის მასზე განპიროვნებულ ტელეფონის ნომერს იყენებდა, როგორც პირადი მიზნებისათვის, ასევე ოპერატიული მიზნებისთვისაც მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სასამართლოს მითითებით. საგულისხმოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული პოზიციის დასასაბუთებლად არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაუდასტურებდა, რომ გ----------–---–---–ი 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში მართლაც იღებდა მონაწილეობას რაიმე ოპერატიულ ღონისძიებაში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ასევე მესამე პირის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციით შესაძლებელია მხოლოდ მითითებულ პერიოდში პირის დაახლოებითი ადგილსამყოფელის და არა ზუსტი მისამართის დადგენა. შესაბამისად, ამ ფაქტის დასადასტურებლად მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ ოპერატიული ინფორმაციის არსებობისა და მისი გამჟღავნების რეალური საფრთხე დადგენილი არ არის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტება და გონივრული არგუმენტაციით დაუსაბუთებელი შესაძლო საფრთხე ოპერატიული ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე ვერ გახდება პირისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შეზღუდვის საფუძველი.

 

ზემოხსენებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა მოსარჩელის - გ----------–---–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა და დაევალა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - მესამე პირის, შპს ,,მ---------ის“ მიმართ გასცეს თანხმობა, რათა მან მოსარჩელე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია მის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრის (5-----------) დეტალური ამონაწერის 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში სატელეფონო საუბრების დროისა და ხანგრძლივობის, ასევე ესემეს შეტყობინებების მიხედვით მომსახურე ანძების, ანძების დასახელებისა და მდებარეობის მითითებითა და ბე ნომრების გამორიცხვით ანუ კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში გ----------–---–---–ი ვერ ასაბუთებს მის იურიდიულ ინტერესს, თუ რა ზიანს აყენებს მას მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არ ცოდნა. აპელანტის მითითებით, იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელის აღძვრის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება უკავშირდება თავისი უფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის არძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი. ამასთან, აღნიშნული ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე სარჩელით დაყენებული მოთხოვნისადმი მოსარჩელეს არ გააჩნია კანონით დაცული ინტერესი, რადგან აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მისი კანონიერი უფლება ვერ აღდგება, რადგან საერთოდ არ დარღვეულა. აპელანტის მითითებით, მოსარჩელე ვერ ასახელებს ვერცერთ მიზეზს, თუ რა საჭიროებას წარმოადგენს მისთვის ამ ინფორმაციის ცოდნა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, არცერთი ნორმატიული აქტი არ ავალდებულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოითხოვოს ინფორმაცია და იგი მიაწოდოს გ----------–---–---–ს, რადგან აღნიშნული ნომერი წარმოადგენს სამინისტროს საკუთრებას, რომელიც გ----------–---–---–ს გადაცემული ჰქონდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 5-7 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელე გ----------–---–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა დროსაც მასზე, როგორც ამ უწყების სხვა თანამშრომლებზე, განპიროვნებული იყო შპს „მ---------ში“ ჩართული მობილური ტელეფონის ნომერი 5----------- (ს.ფ. 22-23);

 

2018 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელე გ----------–---–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელშიც მიუთითა, რომ 2013 წლის დეკემბრის თვეში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა პერიოდშიც მასზე განპიროვნებული იყო შპს „მ---------ის“ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომერი - 5-----------, მას პირადი მიზნებიდან გამომდინარე სურდა მიეღო დეტალური ინფორმაცია 2013 წლის 5 დეკემბრიდან 2013 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში ზემოაღნიშნულ ნომერზე განხორციელებული აქტივობის შესახებ (ს.ფ. 18-19);

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოსარჩელე გ----------–---–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და პასუხად ეცნობა, რომ 2013 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში, სატელეფონო ნომერი - 5-------- სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განპიროვნებული იყო მოქალაქე გ----------–---–---–ის სახელზე და ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სატელეფონო ნომერი წარმოადგენდა სამინისტროს საკუთრებას, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მითითებული სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული ზარების შესახებ დეტალური ამონაწერი არ წარმოადგენს მხოლოდ პირის (მოქალაქე გ----------–---–---–ის) შესახებ პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს მესამე პირების პერსონალურ მონაცემებსაც. ამასთან, 2013 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში მოქალაქე გ----------–---–---–ს თავის სახელზე განპიროვნებულ სატელეფონო ნომრით შეეძლო ესარგებლა როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით, აგრეთვე პირადი მიზნებისთვისაც, მაგრამ ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სატელეფონო ნომრის დეტალური ამონაწერიდან მითითებული იდენტიფიცირება/სორტირება (მესამე პირების შესახებ პერსონალური მონაცემების გამომრიცხავი ფორმით ინფორმაციის გაცემა) (ს.ფ. 22-23);

 

2018 წლის 22 ნოემბერს გ----------–---–---–მა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სადაც დააკონკრეტა თავისი მოთხოვნა და ითხოვა 2013 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში მასზე განპიროვნებული შპს „მ---------ის“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- შესული და გასული ზარების და შეტყობინებების შესახებ ინფომაციის გამოთხოვა შპს „მ---------იდან“ კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით, ხანგრძლივობის, მომსახურე ანძის დასახელების და ადგილმდებარეობის მითითებით (ს.ფ. 12-13);

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ნოემბრის N----------------- წერილით გ----------–---–---–ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მას 2018 წლის 19 ნოემბერს ანალოგიური შინაარსის წერილზე გაეცა პასუხი (ს.ფ. 24);

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ადმისნიტრაციული ორგანოსათვის შპს ,,მ---------ის“ მიმართ თანხმობის გაცემა, რათა მან გ----------–---–---–ს მიაწოდოს ინფორმაცია მის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრის (5-----------) დეტალური ამონაწერის 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში სატელეფონო საუბრების დროისა და ხანგრძლივობის, ასევე ესემეს შეტყობინებების მომსახურე ანძების დასახელებისა და მდებარეობის მითითებითა და ბე ნომრების გამორიცხვით ანუ კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე; ამავე მუხლის „ნ“ პუნქტში მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. ამრიგად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს პერსონალური მონაცემის ცნებას, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. თავის მხრივ, იდენტიფიცირებად მონაცემებად მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

სააპელაციო პალატა განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ იზიარებს აპელანტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრებას გ----------–---–---–ისათვის მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში სხვა პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესახებ, ვინაიდან მოსარჩელე არ მოითხოვდა კომუნიკაციის მეორე მხარის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე შპს „მ---------ის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განმარტებით დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია მოთხოვნილი ფორმით, ისე რომ არ მოხდეს კომუნიკაციის მეორე მხარის პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირება. შესაბამისად გ----------–---–---–ის მიერ მოთხოვნილია ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთეს. აქედან გამომდინარე მოპასუხის მიერ წარმოჩენილი აღნიშნული დაბრკოლება რეალურ საფუძვლებს მოკლებულია.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ უშუალოდ რა ზიანი ადგება კონკრეტული ინფორმაციის მიუღებლობით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირის მიერ წარდგენილ წერილობით განცხადებაში არ არის სავალდებულო, დასახელდეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. განმცხადებელი არ ასაბუთებს მოტივაციას, თუ რა მიზნის მისაღწევად ესაჭიროება მას ესა თუ ის ინფორმაცია. ამდენად, ამ თვალსზრისით საჩივრის ავტორის არგუმენტაცია სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

 

რაც შეეხება საჩივრის ავტორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემით შესაძლოა გამჟღავნდეს კონკრეტულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები, ვინაიდან გ----------–---–---–ი მასზე განპიროვნებულ სამსახურებრივ სააბონენტო ნომერს იყენებდა, როგორც პირადი მიზნებისათვის, ასევე ოპერატიული მიზნებისთვისაც.

 

მხარის დასახელებულ მოტივაციასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგებლის მიერ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე ვერ სააპელაციო პალატაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გ----------–---–---–ი 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში მართლაც იღებდა მონაწილეობას რაიმე ოპერატიულ ღონისძიებაში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მესამე პირის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციით შესაძლებელია მხოლოდ მითითებულ პერიოდში პირის დაახლოებითი ადგილსამყოფელის და არა ზუსტი მისამართის დადგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხოლოდ მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტება და გონივრული არგუმენტაციით დაუსაბუთებელი შესაძლო საფრთხე ოპერატიული ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე ვერ გახდება პირისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შეზღუდვის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

პროცესის ხარჯები:

 

აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება ;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი