განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
110100119002860730
ინსტანცია
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119002860730

საქმე №1/ბ-516-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის – გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-–-- გ--–------ის

ადვოკატის – მ-----– ნ-----ის

მსჯავრდებულის – თ------ დ-------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ თ------ დ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ დ-------ის მიმართ, დაბადებულის 1995 წლის 02 მარტს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ჭ----------------------------–-–---------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი :

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ------ დ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 5 ოქტომბრის 24:00 საათიდან 2018 წლის 6 ოქტომბრის 02:00 საათამდე პერიოდში, თ------ი დ-------ე სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა ჭ----------------–----–----------------–---------–- მცხოვრებ კ----–-- გ----------–---–ს, სცემეს მას, მიაყენეს დაზიანებები და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ოქროს ნივთები, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თანხას – 25 ლარს და სახლში არსებულ სხვა ნივთებს.

 

ზემოაღნიშნულის გამო თ------ დ-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენით:

 

თ------ დ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

თ------ დ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ თ------ დ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 6 ოქტომბრიდან.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს კ----–-- გ----------–---–ის საცხოვრებელი სახლის აივნის შესასვლელი კარის სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; აივნის შესასვლელი კარის შიდა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; ფანჯრის რაფაზე არსებული მინის ნამსხვრევებიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგარი პლასტმასის სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; საძინებელ ოთახში არსებული პლასტმასის სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარე საძინებელი ოთახიდან ამოღებული, იატაკზე გადმოგდებული მოთეთრო ფერის ქსოვილი მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქებით; ექვსი ხელის კვალი; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ არსებული საძინებელი ოთახიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები; საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის შიგნითა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს არსებული ფერდობიდან ამოღებული მორუხო ფერის პულოვერი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით და მოლურჯო ფერის ჟაკეტი, რომლებიც ინახება ჭ---------------------–-------------–--ში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საძინებელ ოთახში ამოღებული, მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის „მაგთიფიქსის“ ტელეფონის ყურმილი ელექტროსადენებით; საძინებელ ოთახში ამოღებული, მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის ელექტრო ბატარეა დაზიანებულ მდგომარეობაში; საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან ამოღებული მომწვანო ფერის ელემენტი წარწერით „H-----“; საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის საფეხურიდან ამოღებული „მაგთიფიქსის“ ტელეფონის ელემენტების ჩასადების ხუფი; ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული პრაიმის (-----) ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ჭ---------------------–-------------–--ში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ კ----–-- გ----------–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

· ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული გრძელსახელოიანი მორუხო ფერის სვიტერი, უცხოენოვანი წარწერით „------“, რომელსაც მარჯვენა მკლავზე და წინ შუა ნაწილში აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი; მოშავო ფერის კეპიანი ქუდი, წარწერით „-------“; მოკლე სახელოიანი, უმკლავო ე.წ. „დუტი“ ქურთუკი, წარწერით „-----“; აიფონის (I-----) და ფლაის (F--) ფირმის მობილური ტელეფონები; მოვერცხლისფრო ბეჭედი და ტურისტული ნაკრები, ე.წ. „ბრელოკი“ (რომელსაც ერთად აქვს ქანჩების მოსაჭერი, ბრტყელტუჩა, დანა და სახრახნისი), რომლებიც ინახება ჭ---------------------–-------------–--ში, უნდა დაუბრუნდეს ზ------ ჩ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

· ბრალდებულ თ------ დ-------ისგან ამოღებული მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს მარჯვენა ზემოთა კუთხეში აქვს უცხოენოვანი წარწერა „--------“; მონაცრისფრო სვიტერი; მოშავო ფერის ტყავის ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს შავი ფერის თასმები და ზემოთა მხარეს, შუა ნაწილში მიკერებული აქვს მოყვითალო ფერის ტყავი, უცხოენოვანი წარწერით „-----“, რომლებიც ინახება ჭ---------------------–-------------–--ში, უნდა დაუბუნდეს თ------ დ-------ეს ან/და მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ დ-------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 5 ოქტომბრის 24:00 საათიდან 2018 წლის 6 ოქტომბრის 02:00 საათამდე პერიოდში, თ------ი დ-------ე, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა ჭ----------------–----–----------------–---------–- მცხოვრებ კ----–-- გ----------–---–ს, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს ფული და ოქროს ნივთები, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თანხას – 25 ლარს და კ----–-- გ----------–---–ის კუთვნილ „-------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ------ დ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

 

აპელანტის მითითებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის ბრალეულობას. განაჩენი ემყარება ყალბ მტკიცებულებებს, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. საქმეზე დაკითხული არიან პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრული ჩვენებები აქვთ მიცემული, მაგრამ აღნიშნული წინააღმდეგობები აღმოფხვრილი არ ყოფილა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს არსებითადაა დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. დაზარალებული კ----–-- გ----------–---–ი საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, ვინაიდან, პირადი ინტერესი გააჩნია მის მიმართ და ცდილობს არარსებულ დანაშაულზე მისცეს პასუხისგებაში. შემთხვევის დღეს კ----–-- გ----------–---–ის საცხოვრებელ სახლში მივიდა არა ყაჩაღობის მიზნით, არამედ თავის მეუღლესთან – მ------ გ----------–---–თან შეთანხმებისამებრ, მასთან შერიგების თაობაზე სასაუბროდ. საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებაში ასახულ გარემოებებს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ----------–---–ების სახლიდან წამოსვლის შემდეგ იგი გზაში გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც მისგან არანაირი ნივთი ან თანხა არ ამოუღიათ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, მსჯავრდებულმა თ------ დ-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----– ნ-----ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ი-–-- გ--–------მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ------ დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თ------ დ-------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ------ დ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულ კ----–-- გ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ------ დ-------ე არის მისი ყოფილი სიძე. 2018 წლის 5 ოქტომბერს, გვიან ღამე, „ვანოს შოუს“ დასრულების შემდეგ დაწვა დასაძინებლად. ამ დროს მოესმა კარების საკეტის ხმა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო. უცებ ვიღაცამ აივანზე დადებული სკამი დასცხო შესასვლელი ოთახის ფანჯრებს, სადაც მას ეძინა და მინები ჩაამტვრია, ასევე გატეხა ფანჯრის ჩარჩოც და იქედან უნდოდა გადმოსვლა. შეშინებული წამოდგა და მივიდა „მაგთიფიქსის“ ტელეფონთან, რათა პოლიციაში დაერეკა, მაგრამ ამ პიროვნებამ ხელი გადმოჰყო ჩამტვრეული ფანჯრიდან, ტელეფონი წაართვა და დაამტვრია. მას თავზე კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული და სახეზე ნიღაბი ეკეთა. სილუეტზე მიხვდა, რომ თ------ დ-------ე იყო. ვინაიდან, ძირს დამტვრეული ფანჯრის მინები ეყარა, თ------ი იქედან ვერ გადმოვიდა და ისევ კარებს მიადგა, რის გამოც იფიქრა, რომ იგი კარებსაც დალეწავდა და მაინც შევიდოდა, ამიტომ დაუძახა, რომ არ გაეტეხა კარები და თვითონ გაუღებდა. კარების გაღებისთანავე ნიღაბში სწვდა მას და წამოაძრო, რა დროსაც დაინახა, რომ ნამდვილად თ------ დ-------ე იყო. თ------მა მალევე გაიკეთა ნიღაბი და თანმხლებ პირთან ერთად შევიდა სახლში. მათ ხელი მოჰკიდეს, ტანსაცმელებით წაათრიეს და ისევ იმ ოთახში შეიყვანეს, სადაც ეძინა. თ------მა ოქრო და ფული მოსთხოვა, რაზეც უპასუხა, რომ ოქრო მის რძალს, ნინოს ჰქონდა თბილისში წაღებული, ხოლო რაც შეეხება ფულს, უთხრა, რომ 25 ლარი ედო იქვე წამლების ყუთში, საიდანაც თ------მა ამოიღო და ჩაიდო ჯიბეში, მაგრამ თანხა ეცოტავა და ცემა დაუწყო, სახეში ურტყამდა მუშტებს, თან უძახდა – შენ დამინგრიე ოჯახიო. ახსოვს, რომ თ------ დ-------ე ცემდა, წაქცეულს ურტყამდა წიხლებს, ხოლო მეორე პიროვნება ცემდა თუ არა, არ იცის. შემდეგ ორივემ მოჰკიდეს ხელი და გაიყვანეს მეორე ოთახში, გამოაღეს ტანსაცმლის კარადა, საიდანაც ყველაფერი გადმოყარეს და დაიწყეს ოქროსა და ფულის ძებნა. ვერაფერი რომ ვერ ნახეს, სულ აეშალათ ნერვები. თ------მა ისევ დაუწყო ცემა და მეორე ბიჭს უთხრა უთო მოეტანა. ისიც გავიდა, თუმცა უკან დაბრუნებულმა თქვა, რომ უთო ვერ იპოვა. მერე თ------მა თავის თანმხლებ პირს უთხრა მეორე სართულზე ასულიყო და ენახა, შესაძლოა, იქ ყოფილიყო რამე. მეორე თავდამსხმელი ავიდა ზემოთ, მაგრამ მალევე დაბრუნდა და თქვა, რომ იქაც არაფერი იყო. ბოლოს თ------მა წიხლი მიარტყა და მოსინჯა ცოცხალი იყო თუ არა, რის შემდეგაც თავი დაანებეს და წავიდნენ, რადგან მკვდარი ეგონათ. როდესაც გათენდა, მეზობელ რ-----ს დაუძახა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.

 

დაზარალებულის განმარტებით, თ------ დ-------ემ სახლში შესვლისთანავე დაუწყო ცემა და ფულის და ოქროს მოთხოვნა. ის და მისი თანმხლები პირი დაახლოებით 2 საათი იყვნენ მასთან სახლში. ამ ხნის განმავლობაში თ------ი სულ ცემდა და ფულს და ოქროს თხოვდა. სანამ ძირს დააგდებდნენ, მეორე პიროვნებას მისთვის არ დაურტყამს, ხოლო მერე, ძირს დაგდებულს ურტყამდა თუ არა ის, არ იცის. თ------ დ-------ემ და მისმა თანმხლებმა მეორე თავდამსხმელმა მისი სახლიდან გაიტაცეს ფულადი თანხა 25 ლარის ოდენობით და ფანჯარაზე დადებული, გაფუჭებული „-------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც, ალბათ, მუშა მდგომარეობაში ეგონათ.

 

მოწმე მ---–---- მ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ოქტომბერს, დილით, როდესაც ადგა და ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად, გაიგონა მეზობლად მცხოვრები კ----–-- გ----------–---–ის ხმა, რომელიც იძახდა მამამისის სახელს – რ-----ს. მის შეკითხვაზე, თუ რა ხდებოდა, კ----–--მ უპასუხა, რომ ქურდები იყვნენ მასთან და პოლიციაში დაერეკა. აღნიშნულის შესახებ უთხრა დედამისს, რომელმაც მაშინვე დარეკა პოლიციაში. როდესაც კ----–--სთან გადავიდა, ნახა, რომ იგი ნაცემი იყო და სისხლჩაქცევები ემჩნეოდა სახეზე, სახლი კი არეული იყო. როგორც მან მოუყვა, ქურდები ყოფილან, მათ შორის, მისი სიძე – თ------ დ-------ე და ფული და ოქრო მოუთხოვიათ.

 

მოწმე ბ----------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობდა შსს ჭ---------------------–-------------–--ში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2018 წლის 6 ოქტომბერს, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული კ----–-- გ----------–---–ი, რომელმაც განუმარტათ, რომ მას ყაჩაღურად დაესხა თავს ყოფილი სიძე – თ------ დ-------ე. ვინაიდან დაზარალებულის მიერ დასახელებული იქნა კონკრეტული პირი, დადგინდა მისი ადგილსამყოფელი და გაირკვა, რომ იგი იმყოფებოდა სოფელ პ--------ში, ზ------ ჩ------ის ოჯახში. მითითებულ მისამართზე მისულებს სახლში დახვდნენ ძმები ჩ------ეები, მათი დედა და ბაბუა, ასევე, მოგვიანებით მივიდა ბიძა. ადგილზე დაკავებული იქნა თ------ დ-------ე, რომელიც გადაყვანილი იქნა პოლიციის სამმართველოში.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შსს ჭ---------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების – მ------- ბ-------ის და ი-----–- ტ-------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ოქტომბერს იყვნენ ოპერატიულ ჯგუფში და მოძრაობდნენ ქალაქის ტერიტორიაზე. გამთენიისას, აღმაშენებლის ქუჩაზე შეამჩნიეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც შეაჩერეს გადამოწმების მიზნით. ისინი აღმოჩნდნენ თ------ დ-------ე და ზ------ ჩ------ე. მათი განმარტებით, მიდიოდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში. ორივეს ასდიოდათ ალკოჰოლის სუნი და ემჩნეოდათ სიმთვრალე. მოახდინეს მათი მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება, ხოლო ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ.

 

მოწმე თ------ ნოზაძის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ჭ---------------------–-------------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 5 ოქტომბერს იყო ოპერატიულ ჯგუფში. 6 ოქტომბერს, გამთენიისას, ქ-----------–--------–-----–-----------, თანამშრომლებთან ერთად მოახდინა ორი ახალგაზრდა მამაკაცის – თ------ დ-------ის და ზ------ ჩ------ის გადამოწმება, რომლებსაც ემჩნეოდათ ნასვამობა. როგორც მათ განაცხადეს, მიდიოდნენ ზ------ ჩ------ის საცხოვრებელ სახლში. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მონაწილეობა მიიღო ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა 3 ცალი – „--------ს“, „---–--ს“ და „-------ს“ ფირმის მობილური ტელეფონები. ადგილზე დადგინდა მხოლოდ „--------ს“ და „---–--ს“ ფირმის მობილური ტელეფონების მფლობელების ვინაობა, ხოლო „-------ს“ ფირმის ტელეფონი ვის ეკუთვნოდა, ვერ დაადგინეს.

 

მოწმე მ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა შსს ჭ---------------------–-------------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 6 ოქტომბერს, თანამშრომლებთან – მ-----– გ-------თან და ბ----------–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო თ------ დ-------ის დაკავებაში. იგი დაკავებული იქნა ზ------ ჩ------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც არაფერი ამოღებულა.

 

იგივე გარემოებები დასტურდება დაკავების ოქმის შემდგენი პირის, შსს ჭ---------------------–--------------–--- დეტექტივ-გამომძიებლის, ბ----- ჩ------ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით.

 

მოწმე რ---- ა-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს შსს ჭ---------------------–-------------–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომლებთან – რ----- ა------სთან, ლ-–- კ------ესთან და თ------ ნ-------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რასაც ესწრებოდა ოჯახის დიასახლისი ე-–---- ნ--------ე. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 3 ცალი მობილური ტელეფონი _ „--------ს“, „---–--ს“ და „-------ს“ ფირმის, ერთი ცალი დანა და ტანსაცმელი. ე-–---- ნ--------ის განცხადებით, „---–--ს“ და „--------ს“ ფირმის მობილური ტელეფონები მისი ოჯახის წევრების საკუთრება იყო, ხოლო „-------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი არ იცოდა ვის ეკუთვნოდა. ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა, რაც ხელის მოწერით დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის, ე-–---- ნ--------ემ.

 

იგივე გარემოებები დასტურდება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შსს ჭ---------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ლ-–- კ------ის და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, რ----- ა-----ის ჩვენებებით.

 

მოწმე ე-–---- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ჭ----------------–----–------ის სოფელ პ--------ში, დედამთილ-მამამთილთან და შვილებთან – ტ----- და ზ------ ჩ------ეებთან ერთად. 2018 წლის 5 ოქტომბერს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. საღამოს საათებში მათთან სტუმრად მივიდა თ------ დ-------ე, რომელსაც გაუმასპინძლდნენ. თ------მა და ზ------მა დალიეს. მათ საწოლები გაუშალა მეორე სართულზე. როდესაც თვითონ დასაძინებლად დაწვა, თ------ი და ზ------ი სახლში იყვნენ. დილით ისინი საწოლში იწვნენ, როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დააკავეს. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ზ------ის ქურთუკი და 3 ცალი მობილური ტელეფონი, რომელთაგან ერთი არ ეკუთვნოდა მისი ოჯახის წევრებს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კ----–-- გ----------–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 06 ოქტომბერს 11:20 საათზე, რა დროსაც დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის დაჟეჟილობა, ინტრაკრანიალური ტრავმა. მას ასევე აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა და სისხლნაჟღენთები ორივე თვალბუდის მიდამოში, კანქვეშა სისხლჩაქცევები გულმკერდის მიდამოში, სისხლჩაქცევები და კანქვეშა ჰემატომა მარჯვენა თეძოს მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჭ----------------------------–---------–- და წარმოადგენს კ----–-- გ----------–---–ის საცხოვრებელ სახლს, რომელიც არის ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს გააჩნია შესასვლელი აივანი, რომელიც ამოშენებულია ბეტონის მცირე ზომის ფილებით, რომელშიც ჩასმულია ალუმინის ჩარჩოები და მინები. საცხოვრებელ სახლს გააჩნია ორ ფრთიანი ხის შესასვლელი კარები, რომელიც ღია მდგომარეობაშია... აივნის შესასვლელი კარიდან პირდაპირ და ხელმარცხნივ საცხოვრებელ სახლს გააჩნია კედელში ჩასმული ორი ფანჯარა. ხელმარცხნივ არსებული ფანჯრის მინები არის დამსხვრეული და ნამსხვრევები ყრია იატაკზე და ფანჯრის რაფაზე. ასევე, დამტვრეულია ხის ფანჯრის ერთი ჩარჩო, ხოლო პირდაპირ არსებულ ფანჯარაზე ჩამსხვრეულია ერთი მინა და ნამსხვრევები ყრია როგორც იატაკზე, ასევე, მაგიდაზე... საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში დგას ხის კარადა, რომლის ერთი კარები ღია მდგომარეობაშია და იქედან გადმოყრილია სხვადასხვა სახის ლოგინი და გადასაფარებლები. აღნიშნულ ოთახში ხელმარცხნივ კედელთან დგას ხის საწოლი, რომელზედაც ლოგინი არეულია და ყრია იატაკზე... მეორე საძინებელ ოთახში, შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ, კედელთან ახლოს დგას ხის საწოლი, რომელზეც გადასფარებლები არეულ მდგომარეობაშია... ხელმარცხნივ კედელთან დგას ხის მაგიდა, რომელზედაც ყრია მინის ნამსხვრევები ასევე, მაგიდაზე აგდია მოშავო ფერის მრგვალი ფორმის ელექტრობატარეიის კორპუსი. ასევე, მაგიდაზე აგდია მოშავო ფერის ტელეფონის ყურმილი თავისი სადენებით, ხოლო მაგიდის იქეთ უწესრიგოდ ყრია ხის სკამები და ერთი მოთეთრო ფერის პლასტმასის სკამი... ოთახში მთელ იატაკზე ყრია მინის ნამსხვრევები და ვაშლის ნახეთქები. მინის ნამსხვრევები ასევე ყრია ფანჯრის რაფაზე, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები... საცხოვრებელ სახლის ეზოს გარეთ, დაახლოებით 30 მეტრში, ქ.ჭიათურისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ფერდობზე არსებულ ბუჩქებზე აღმოჩენილი იქნა ორი ცალი პულოვერი _ მორუხო ფერის, მრგვალ საყელოიანი, სამი ღილზე შესაკრავიანი პულოვერი, წინა მარცხენა მხარეს მცირე ზომის ჯიბეზე წარწერით “-------”, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს და უკანა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და მოლურჯო ფერის ჟაკეტი, მარცხენა სახელოზე თეთრი ზოლებით, რომელსაც წინა მხარეს მთელ სიგრძეზე აქვს ღილებით შესაკრავი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ აღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუშები, ხელის კვლები, მინის ნამსხვრევები და გამოძიებისათვის საინტერესო სხვა ნივთები.

 

ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად, სახლის მეორე სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოშავო ფერის „F--”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც, ჩხრეკაში მონაწილე პირის _ ე-–---- ნ--------ის განმარტებით, ეკუთვნოდა მის შვილს, ზ------ ჩ------ეს. ომავე ოთახში განთავსებული საწოლიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მოშავო ფერის მობილური ტელეფონი _ ერთი სენსორიანი, უკანა მხარეს უცხოენოვანი წარწერით „------” და მეორე შედარებით მცირე ზომის, მოშავო ფერის მობილური ტელეფონი, წინა მხარეს უცხოენოვანი წარწერით „-----”. ე-–---- ნ--------ის განმარტებით, სენსორული ტელეფონი, წარწერით „------” ეკუთვნოდა თ------ დ-------ეს, ხოლო მეორე მობილური ტელეფონი, წარწერით „-----”, ვისი საკუთრება იყო, მისთვის უცნობია. მისივე განმარტებით, იმ საწოლზე, საიდანაც ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული ორი ცალი მობილური ტელეფონი, ეძინა თ------ დ-------ეს.

 

ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დადგენი-–--, რომ დაზარალებულმა კ----–-- გ----------–---–მა ამოიცნო ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული „-----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი და განმარტა, რომ აღნიშნული ტელეფონი იყო მისი საკუთრება, რომელიც გასტაცეს 2018 წლის 06 ოქტომბერს, ყაჩაღური თავდასხმის დროს.

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ კ----–-- გ----------–---–ის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ დ-------ეს; ფანჯრის რაფაზე არსებული მინის ნამსხვრევებიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგარი პლასტმასის სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა და საძინებელ ოთახში არსებული პლასტმასის სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ----–-- გ----------–---–ს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ „მაგთი ფიქსის“ ტელეფონის ელემენტის ჩასადებ ხუფზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ი დ-------ეს; საძინებელი ოთახიდან ამოღებული მინის ნამსხვრევების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის თ------ დ-------ეს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის კ----–-- გ----------–---–ს; ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ „-----“-ს ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ დ-------ეს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ გადასაფარებელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ----–-- გ----------–---–ს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ----–-- გ----------–---–ს, ამავე მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.№29, 30) გენეტიკური პროფილები შერეულია _ ობ.№29-ის პროფილის მაჟორული წილი და ობ.№30-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის კ----–-- გ----------–---–ს, ხოლო ობ.№30-ის პროფილის მეორე წილი ეკუთვნის თ------ი დ-------ეს; თ------ დ-------ის ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ----–-- გ----------–---–ს, ხოლო აღნიშნულ შარვალზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ დ-------ეს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ თ------ დ-------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვინაიდან, თვლის, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ------ დ-------ის მიერ კ----–-- გ----------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის ყაჩაღობაში მხილებისათვის საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ კ----–-- გ----------–---–ის ჩვენების სახით, რომელიც არ არის უტყუარი და სარწმუნო, ვინაიდან, კ----–-- გ----------–---–მა თ------ დ-------ის წინააღმდეგ ასეთი ჩვენება მისცა მის მიმართ პირადი ინტერესის საფუძველზე, არარსებულ დანაშაულზე მისი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარეს დაზარალებულის ჩვენების ამგვარ შეფასებაში, რომლითაც ეჭვქვეშ იქნა დაყენებული მისი სარწმუნოობა და აღნიშნავს, რომ კ----–-- გ----------–---–მა როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში დაკითხვისას დამაჯერებლად და გარკვევით გადმოსცა 2018 წლის 6 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები, დაწვრილებით მიუთითა იმ ქმედებებზე, რაც თ------ დ-------ემ და მასთან ერთად მყოფმა გამოძიებით დაუდგენელმა პირმა განახორციელეს მის მიმართ, დაწყებული მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევიდან, გაგრძელებული ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის მუქარით ქონების გადაცემის მოთხოვნით, დასრულებული მისი კუთვნილი ფულადი თანხისა და მობილური ტელეფონის გატაცების მომენტით. მანვე დეტალურად აღწერა მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებული ყველა გარემოება და მოვლენათა თანმიმდევრობა, ამასთან, მას არცერთ ეტაპზე შეუცვლია პოზიცია და არ უარუყვია თავის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს დაზარალებულ კ----–-- გ----------–---–ის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის არანაირი საფუძველი, რადგან მისი ჩვენება სრულიად გულწრფელია და მასში არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის გარემოებებთან მიმართებით, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იგი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. სასამართლოში არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კ----–-- გ----------–---–მა იცრუა სასამართლოს წინაშე და რომ მას ამოძრავებდა მხოლოდ თ------ დ-------ის დასჯის სურვილი. შესაბამისად, პალატას არ გააჩნია დაზარალებულის გულწრფელობაში ეჭვის შეტანისა და მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ კ----–-- გ----------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია დადასტურებული და გამყარებულია საქმეში არსებული და ზემოთ მიმოხილული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც ნახეს ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ ნაცემი კ----–-- გ----------–---–ი და არეული სახლი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ კ----–-- გ----------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები გულმკერდის დაჟეჟილობის, ორივე თვალბუდის მიდამოში სისხლნაჟღენთების, გულმკერდის მიდამოში კანქვეშა სისხლჩაქცევების და მარჯვენა თეძოს მიდამოში სისხლჩაქცევებისა და კანქვეშა ჰემატომის სახით, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე თანდართული ფოტოცხრილით, რომლებითაც დგინდება, რომ კ----–-- გ----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები იყო ჩამსხვრეული და ფანჯრის ჩარჩო დამტვრეული, სახლში შეინიშნებოდა არეულობა _ სკამები ეყარა უწესრგოდ, საწოლები იყო არეული, კარადის კარები იყო გაღებული და მასში არსებული ნივთები გადმოყრილი; ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ იმ საწოლიდან, რომელზეც თ------ დ-------ეს ეძინა, ამოღებული იქნა „-----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი; ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით, რომლის თანახმად, დაზარალებულმა კ----–-- გ----------–---–მა ამოიცნო ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული „-----“-ს ფირმის და განმარტა, რომ ის იყო მასზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული ტელეფონი; ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ----–-- გ----------–---–ს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ „მაგთი ფიქსის“ ტელეფონის ელემენტის ჩასადებ ხუფზე, სახლის შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან აღებულ ანაწმენდზე, საძინებელი ოთახიდან ამოღებული მინის ნამსხვრევების ფრაგმენტებზე და ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ „-----“-ს ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ დ-------ეს, ამ უკანასკნელის ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ----–-- გ----------–---–ს, ხოლო აღნიშნულ შარვალზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ დ-------ეს.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე და ნივთებზე, მათ შორის, მინის ნამსხვევებზე, ასევე ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებულ „-----“-ს ფირმის მობილურ ტელეფონზე მსჯავრდებულ თ------ დ-------ის მიერ დატოვებულ ბიოლოგიური მასალის კვლებს და თ------ დ-------ის ტანსაცმელზე აღმოჩენილ დაზარალებულ კ----–-- გ----------–---–ის სისხლის კვლებს აქვთ პირდაპირი მტკიცებულების ხასიათი, რადგან აღნიშნულ ადგილებზე ამ კვლების არსებობა სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, თუ არა იმ ვითარებაში, რაც დაზარალებულმა აღწერა თავის ჩვენებაში. ასევე საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს სხვაგვარი ახსნა, თუ როგორ მოხვდა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი თ------ დ-------ესთან.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს არსებითადაა დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, ვინაიდან, მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების რაიმე საფუძველი არ არსებობს, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ თ------ დ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მისი გამართლების საფუძველი.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ თ------ დ-------ე არ არის ნასამართლევი და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია, მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება მისთვის სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, რის გამოც შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ თ------ დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.თ------ დ-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

4.მსჯავრდებულ თ------ დ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 6 ოქტომბრიდან.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ თ------ დ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, კ----–-- გ----------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუშები, მოთეთრო ფერის ქსოვილი მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქებით, ექვსი ცალი ხელის კვალი, მინის ნამსხვრევები, ასევე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს არსებული ფერდობიდან ამოღებული მორუხო ფერის პულოვერი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით და მოლურჯო ფერის ჟაკეტი, რომლებიც ინახება შსს ჭ---------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოშავო ფერის „მაგთიფიქსის“ ტელეფონის ყურმილი ელექტროსადენებით, მოშავო ფერის ელექტრო ბატარეა დაზიანებულ მდგომარეობაში, მომწვანო ფერის ელემენტი წარწერით „H-----“, „მაგთიფიქსის“ ტელეფონის ელემენტების ჩასადების ხუფი და ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული „-------ს“ (-----) ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება შსს ჭ---------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ კ----–-- გ----------–---–ს.

 

· ზ------ ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული გრძელსახელოიანი მორუხო ფერის სვიტერი, უცხოენოვანი წარწერით „------“; მოშავო ფერის კეპიანი ქუდი, წარწერით „-------“; უმკლავო ე.წ. „დუტი“ ქურთუკი, წარწერით „-----“; „--------ს“ (I-----) და „---–--ს“ (F--) ფირმის მობილური ტელეფონები; მოვერცხლისფრო ბეჭედი და ტურისტული ნაკრები, ე.წ. „ბრელოკი“, რომლებიც ინახება შსს ჭ---------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ზ------ ჩ------ეს.

 

· ბრალდებულ თ------ დ-------ისგან ამოღებული მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, უცხოენოვანი წარწერით „--------“; მონაცრისფრო სვიტერი და მოშავო ფერის ტყავის ფეხსაცმელები, უცხოენოვანი წარწერით „-----“, რომლებიც ინახება შსს ჭ---------------------–-------------–--ში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბუნდეს თ------ დ-------ეს ან/და მისი ოჯახის წევრს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/