განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
080100119003240179
ინსტანცია
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003240179

საქმე №1/ბ-86-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ თ----- მ-----ს

მსჯავრდებულის _ ი----- შ--------ს

ადვოკატის _ შ------- ს------–--ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს და მსჯავრდებულ ი----- შ--------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- შ--------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ო--------–---------------------–--–-------–-, მცხოვრების ქ---------–-------–--------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

 

ი----- შ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ი----- შ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ი----- შ-------- დაპატიმრებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსებული იქნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ი----- შ--------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაპატიმრების დღიდან - 2019 წლის 11 დეკემბრიდან.

 

ი----- შ--------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, უნდა მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ი----- შ--------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 8000 (რვა ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ი----- შ--------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ მდებარე ქ-------–---------–---------------------------–- (საკადასტრო კოდი 0------------------) _ 8000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

ი----- შ--------ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა უნდა დაეწყოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ი----- შ--------ს დაევალა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· ერთი ცალი DVD დისკი (შპს ,------–-ს’’ მაღაზიის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები), ერთი ცალი CD-R დისკი (საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალა) და ერთი ცალი CD-R დისკი (შემთხვევის ადგილის ფოტომასალა), რომლებიც თან ერთვის საქმეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

· მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული სპეც. პაკეტში H-----------, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი--------------------------------–--ს საგამოძიებო განყოფილებაში _ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

· ,--------------’’-ს მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით E------, რომელიც მოთავსებულია ქ---------------–-----------------–ოს ეზოში, მდებარე ქ---------–-----------–-–---–--------ში _ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----- შ--------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ---------–-------–----------------–- არსებული სუპერმარკეტი ,------–-ს’’ წინ გამავალ საავტომობილო გზაზე, ,--------------ს’’ მოდელის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით E------) უკუსვლით მოძრაობისას ი----- შ--------მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, ,,მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება’’. ი----- შ-------- შეეჯახა ქვეითს _ გ------- ქ------–--ეს, რომელიც საავტომობილო გზაზე იდგა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გ------- ქ------–--ე 2019 წლის 01 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

აპელანტი _ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი თ----- მ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ი----- შ--------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

გასაჩივრებული განაჩენით ი----- შ--------ს მიმართ გამოყენებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში ი----- შ-------- თავს არიდებდა მომხდარზე პასუხისმგებლობას, ვიდრე უტყუარი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მისი ბრალეულობა და შესაბამისად, მისი აღიარება სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით უნდა იქნეს შეფასებული, რაც არ იძლევა მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მიზანია ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. დანაშაულის ჩამდენისათვის ისეთი სასჯელის შეფარდება კი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რასაც სასჯელი ისახავს _ არაპროპორციულია. პროკურორის მოსაზრებით, ი----- შ--------სთვის შეფარდებული სასჯელი ვერ მიაღწევს სასჯელის მიზანს, შესაბამისად, სასამართლოს მისთვის უნდა დაენიშნა უფრო მკაცრი სასჯელი.

 

აპელანტი _ მსჯავრდებული ი----- შ-------- თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით, მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებას ერთ წლამდე, იმ საფუძვლით, რომ იგი შემთხვევიდან მეორე დღეს გამოცხადდა პოლიციაში და აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისი მონაწილეობით მოხდა ვიდეომასალის ამოღება და დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმეტი, რა დროსაც დაწვრილებით მიუთითა მომხდარის შესახებ, სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის გამოკითხვის ოქმისა, წარსულში არასდროს ყოფილა ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რასაც მთელი შეგნებით განიცდის, ყველა საშუალება იხმარა, რათა აენაზღაურებინა ზიანი და შერიგებოდა დაზარალებულის ოჯახს და დღესაც მზად არის ამისათვის, თავის ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა თ----- მ-----მ მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მსჯავრდებულ ი----- შ--------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო მსჯავრდებულმა ი----- შ--------მ, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ------- ს------–--ემ მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობით მსჯავრად ჩათვლა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის ერთ წლამდე შემცირება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი----- შ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, მათ შორის: თავად ბრალდებულ ი----- შ--------ს ჩვენებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ--- ქ------–--ე-ა--–--ის, მოწმეების _ ლ--–- შ-----–--ს, მ---–---- ა-----ის, ე----------ს, გ------- გ---–--–--ის და თ----- შ--------ს გამოკითხვის ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი----- შ--------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

 

აპელანტების უშუალო მოთხოვნებთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული ი----- შ-------- ავტოსაგზაო შემთხვევიდან მეორე დღეს გამოცხადდა პოლიციაში, აღიარა ჩადენილი დანაშაული და საგამოძიებო მოქმედებებში _ ვიდეოჩანაწერის დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო ი----- შ--------ს მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი----- შ--------ს არასწორად ჩაუთვალა პირობით მსჯავრად დანიშნული სასჯელის ნახევარი, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. გასაჩივრებული განაჩენით ი----- შ-------- მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულისათვის. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, მას პირობით მსჯავრად უნდა ჩათვლოდა დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი ი----- შ--------ს პირობით მსჯავრად ჩაუთვალა დანიშნული სასჯელის _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთის ნახევარი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ი----- შ--------ს პირობით მსჯავრად უნდა ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი, რაც შეადგენს 1 წელსა და 4 თვეს, შესაბამისად, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 8 თვის ვადით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა ი----- შ--------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ამ დანაშაულით გამოწვეულ შედეგს, კერძოდ, იმ გარემობას, რომ მის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, მისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობით მსჯავრად ჩათვლას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის ერთ წლამდე შემცირებას, ვინაიდან, თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის არგუმენტებზე, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით დაუნიშნა ი----- შ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი და მის მიმართ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი. შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი----- შ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ი----- შ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

4.ი----- შ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

5.მსჯავრდებულ ი----- შ--------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 11 დეკემბრიდან, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევისა და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვალა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ი----- შ--------ს ყოფაქცევის კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ი----- შ--------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი----- შ--------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად ი----- შ--------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, ქ---------–-------–-----------------------–- მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №0------------------) 8000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· ერთი ცალი DVD დისკი (შპს ,------–-ს’’ მაღაზიის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები) და ორი ცალი CD-R დისკი (საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევის ადგილის ფოტომასალა), რომლებიც თან ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

· მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული სპეც. პაკეტში №H----------, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი--------------------------------–--ს საგამოძიებო განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

· ,--------------’’-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით E------, რომელიც განთავსებულია შსს ქ---------------–-----------------–ოს ეზოში, მდებარე ქ---------–-----------–-–---–--------ში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/