განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
330100119002823041
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002823041

საქმე №1ბ/1592-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ნ-----–------–--

ადვოკატის: ლ-–----------–---–--

გამართლებულის: ი-----–-----------

მონაწილეობით,თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–---- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–----------- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ს------------–-------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–-------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენით, ი-----–---------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ი-----–----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ-------–--–-------------------–-----------–------------------------–---ადარბაზოს სარდაფში არსებულ ს---------–---–-- პარფიუმერიის მაღაზიიდან ი-----–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა: მამაკაცის “BOSS” ფირმის სუნამოს (ღირებულს 8 ლარად და 50 თეთრად), ქალის “ROSE GRACE PRECIOUS GIFT” სუნამოს კომპლექტს (ღირებულს 15 ლარად), “BOUQET OF ROSES” წარწერიან მუყაოს სასაჩუქრე პარკს (ღირებულს 2 ლარად), აგრეთვე, თანხას 107 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ი-----–----------- ქმედების შედეგად ს---------–---–- მიადგა 132 ლარის და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–----- რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი-----–----------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უსაფუძლოდ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული ვერსია და დაადგინა გამამრთლებელი განაჩენი, რომელიც არის დაუსაბუთებელი. მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მიერ განვითარებული ვერსიები წინააღმდეგობაშია საქმეზე დადგენილ უტყუარ გარემოებებთან და ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია. ი-----–----------, კ-----------------–--------------------------- ჩვენებებში უთითებენ მამაკაცის „BOSS“-ის ფირმის სუნამოზე, თუმცა კ-----------------–--------- ამოღებულ იქნა სულ სხვა ფირმის სუნამო. ასევე, მსჯავრდებული უთითებდა, რომ მას შემდეგ რაც შეიძინა სუნამოები დაზარალებულისაგან, ამ უკანასკნელმა ამობეჭდა ჩეკი და მისცა მას. თუმცა შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვილი ინფორმაციის თანახმად ხსენებული მაღაზიის სალარო აპარატში იმ დღეს ჩეკის ამობეჭდვის ფაქტი არ დადასტურდა. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენებას, მან დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი და მიუთითა ი-----–----------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. ს---------–---–-- მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია, როცა საგამოძიებო ორგანო მოქმედებს გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ატარებდა, ვერ იქნებოდა სრულყოფილი, ყველა დეტალის დაფიქსირება გამოკითხვის ოქმში შეუძლებელია და კანონმდებელიც ამბობს, რომ მოწმის ჩვენება არის ის რასაც იგი მისცემს სასამართლოში. გარდა დაზარალებულისა, სასამართლოში გამოკვლეული იქნა მოწმეთა ჩვენებები, რაც სავსებით საკმარისია ი-----–----------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს---------–---–-- განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ, მამამისის თხოვნით ოჯახის კუთვნილ პარფიუმერიის მაღაზიაში ითავსებდა გამყიდველის მოვალეობას. იმ დღეს მაღაზია გვიან გააღეს, ხოლო ვინაიდან მამა თავს შეუძლოდ გრძნობდა, გავიდა ჰაერზე, ხოლო თავად, მარტო დარჩა მაღაზიაში. საღამო იყო და ახლოვდებოდა მაღაზიის დაკეტვის დრო, როდესაც მან გადაწყვიტა სალარო აპარატში არსებული ფულის დათვლა. მამამისის მიერ მაღაზიის დატოვებიდან დაახლოებით 3 წუთში, როდესაც იყო ფულის დათვლის პროცესში, მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც თავდაპირველად ჭერს მოავლო თვალი. მისი შეფასებით აღნიშნული მამაკაცი ამოწმებდა მაღაზიაში კამერების არსებობის ფაქტს. შემდეგ სწრაფად მივიდა მასთან, უთხრა რომ მისი მეუღლის მეგობრის დაბადების დღეზე აგვიანდებოდა და სთხოვა სუნამოს ნაკრების სწრაფად შერჩევა. ი-----–----------მ შეარჩია მამაკაცისა და ქალის სუნამოები, რაც მოწმემ სასაჩუქრე პარკში ჩაუწყო. მათი ღირებულება მთლიანობაში შეადგენდა 25 ლარს და 50 თეთრს. მამაკაცმა ჯიბიდან ამოიღო ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა და უთხრა, რომ თანხა არ ყოფნიდა და სთხოვა სწრაფად დაეთვალა 50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მიუხედავად იმისა, რომ მას ი-----–----------- ხელში 50 აშშ დოლარი არ დაუნახავს, იფიქრა, რომ იგი დოლარში აპირებდა გადახდას, გადათვალა 50 აშშ დოლარის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში და 107 ლარის ოდენობით ხურდა, რომელიც უნდა დაებრუნებინა აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ, გადადო მაგიდაზე, როგორც აღმოჩნდა ი-----–----------- ხელსაყრელ ადგილას. ამის შემდეგ, გაყიდულ ნივთთა ჟურნალში აღწერის მიზნით, დაიხარა რვეულის ასაღებად. როდესაც თავი ასწია აღარც მის მიერ მაგიდაზე დადებული ფული იყო და აღარც სუნამოს შემძენი პირი. მას შემდეგ, რაც გაიაზრა მომხდარი ფაქტი, გაეკიდა უცნობ მამაკაცს, თუმცა დაახლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ იფიქრა, რომ დამნაშავეს შესაძლოა ჰყოლოდა თანამზრახველები, რომლებიც მის მიერ დატოვებული ღია მაღაზიიდან გაიტანდნენ სხვა ნივთებს. ამის გამო დაბრუნდა უკან, დაკეტა მაღაზია და კვლავ წავიდა მის მოსაძებნად, თუმცა კვალი უკვე დაკარგული ჰქონდა. უკან დაბრუნებისას გზად შეხვდა მამამისი, რომელსაც უამბო მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის თაობაზე და ერთად განაგრძეს დამნაშავის ძებნა, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მათ პოლიციას მიმართეს დასახმარებლად. დაზარალებულის განმარტებით, პირი რომელიც დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ სუნამოებს და ფულად თანხას, არის ი-----–----------.

2018 წლის 20 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს---------–---–-- ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ი-----–----------, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 19 დეკემბერს, მისი პარფიუმერიის მაღაზიიდან გაიტაცა ფულადი თანხა და სუნამოები. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო სიმაღლით, სხეულის აგებულებით, სახის მოყვანილობით, თმით, თვალის ფერით, ცხვირით და საერთო იერით.

აპელანტი მთლიანად იაზიარებს დაზარალებულის ჩვენებას, მის მიერ ი-----–----------- ამოცნობის ოქმს და ამტკიცებს, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ-------–--–-------------------–-----------–------------------------–---ადარბაზოს სარდაფში არსებული პარფიუმერიის მაღაზიიდან ი-----–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა 2 ცალს სუნამოს, მუყაოს სასაჩუქრე პარკს და ფულად თანხას 107 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ჩვენება ერთი შეხედვით არის თანმიმდევრული, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია აშკარად შეუს---მოა გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებთან. პალატა ერთი მხრივ ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტაციას, რომ გაზიარებული უნდა იქნეს ს---------–---–-- მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. თუმცა, საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე. ამდენად, ვინაიდან დაცვის მხარე აპელირებს რომ, არ უნდა მოხდეს დაზარალებულ ს---------–---–-- ჩვენების გაზიარება, რომელიც წინააღმდეგობაშია მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციასთან, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ს---------–---–-- ჩვენებებს და შეაფასებს მათ შორის გამოვლენილი წინააღმდეგობების ხასიათს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე №626აპ-17) - „შეუძლებელია მტკიცებულებების ურთიერთშეს---მისობის კატეგორიაში ვიგულისხმოთ აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით“. პალატა იზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებას, თუმცა ბუნებრივია, რომ მოწმის მიერ თუნდაც სხვადასხვა დროს მიცემული ჩვენებები ერთიანობაში უნდა იყოს ურთიერთშეს---მისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს. ის გარემოება, რომ ი-----–----------მ ს---------–---–- შესთავაზა შეძენილი პორდუქციის ღირებულების გადახდა 50 აშშ დოლარის კუპიურით და სთხოვა დაეანგარიშებინა იმ პერიოდში არსებული ვალუტის კურსი, ხოლო შემდეგ იგი დაეუფლა იმ ფულად თანხას, რაც დაზარალებულმა გაამზადა, როგორც აღნიშნული 50 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ დასაბრუნებელი ხურდა, არის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რაც რატომღაც საერთოდ არ ახსენდება გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას დაზარალებულს. ამასთან, სავსებით ლოგიკურია, რომ დაზარალებულს და მოწმეებს დანაშაულებრივი ქმედების დეტალები უკეთესად ახსოვთ ქმედებიდან მცირე დროის შემდეგ, გამომძიებლის მიერ გამოკითხვისას, ვიდრე მოგვიანებით სასამართლოს წინაშე დაკითხვის დროს. დაზარალებული ს--- ქ----–---–- გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას არა თუ ზოგადად მიუთითებს, მომხმარებლის მიერ სალაროს ზემოთ არსებული ფულადი თანხის გატაცებაზე, არამედ ცალსახად ადასტურებს, რომ პირი დაეუფლა იმ თანხას, რომელსაც მის შემოსვლამდე თვლიდა თავად (----------–---–--- რაც აშკარა წინააღმდეგობაშია მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან.

გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში ი-----–----------- მიერ ს---------–---–--ათვის ორი ცალი სუნამოს, სასაჩუქრე პარკის და ფულადი თანხის აშკარა გატაცებასთან დაკავშირებით სახეზეა მხოლოდ დაზარალებულ ს---------–---–-- ჩვენება და მის მიერ ამოცნობის ოქმში მითითებულ ინფორმაცია. პირველი ინსტანციის სასამართლოში სხვა სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-----–----------- ბრალეულობას, არ გამოკვლეულა.

2018 წლის 19 დეკემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა---------–--–-----------------------–------------------- კორპუსის სარდაფში არსებული პარფიუმერიის მაღაზია. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში, ხელის კვლები და ანაწმენდები.

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, პარფიუმერიის მაღაზიის მარცხენა ზედა მესამე ვიტრინაში არსებული “GIVENCHY” წარწერიანი სუნამოს ზედაპირიდან აღებული №2, №3, №4 თითის კვლები იდენტურია ერთიან მონაცემთა ბაზაში რიცხული ი-----–----------- (დაბადებული:---------- მარჯვენა ხელის თითების ანაბეჭდებისა.

2018 წლის 20 დეკემბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი-----–----------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, მისაღებ ოთახში არსებული მაგიდის უჯრიდან ამოღებულ იქნა მუყაოს სასაჩუქრე პარკი წარწერით “BOUQET OF ROSES”, აგრეთვე ერთი ცალი სუნამოს კომპლექტი წარწერით “ROSE GRACE PRECIOUS GIFT”.

2019 წლის 28 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დგინდება, რომ 2019 წლის 28 იანვარს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პ---–-–-------- განყოფილებაში გაიხსნა ი-----–----------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი სუნამოს ნაკრები სასაჩუქრე ჩანთასთან ერთად. სასაჩუქრე პარკი გაფორმებულია ყვავილებით და აქვს წარწერა “BOUQET OF ROSES”, ხოლო სუნამოს ნაკრებს აქვს წარწერა “ROSE GRACE PRECIOUS GIFT”. ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაში მონაწილე ს---------–---–-- განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული სასაჩუქრე პარკი და სუნამოს ნაკრები გასტაცა ი-----–----------მ შემთხვევის დღეს საკუთარი მაღაზიიდან.

2018 წლის 20 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი-----–----------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა.

პალატა აღნიშნავს, რომ თავად ირკალი ბახტაძე არ უარყოფს 2018 წლის 19 დეკემბერს, საღამოს საათებში პარფიუმერიის მაღაზიაში ყოფნის ფაქტს, სადაც შეიძინა ორი ცალი სუნამო და მათ მოსათავსებლად ერთი ცალი სასაჩუქრე პარკი, შეს---მისად, აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი ვერ იქნება პირის ბრალეულობის დასადასტურებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ----------–---–-- განაცხადა, რომ არის დაზარალებულ ს---------–---–-- მამა. მათი ოჯახის საკუთრებაშია პარფიუმერიის მაღაზია. შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში მაღაზიაში გამყიდველის ფუნქციას ასრულებდა მისი ვაჟი ------------–---–-- რომელიც მარტო იმყოფებოდა ობიექტზე. კერძოდ, მოწმე იმ დღეს თავს შეუძლოდ გრძნობდა და მაღაზია საღამოს დაახლოებით 4 საათზე გახსნა, ხოლო მას შემდეგ რაც ს--- უნივერსიტეტიდან დაბრუნდა, შეუძლოდ ყოფნის გამო მას სთხოვა შენაცვლება. მოგვიანებით, იგი დაბრუნდა მაღაზიაში, თუმცა სავაჭრო ობიექტის კარი დაკეტილი დახვდა. მალევე დაინახა ს--- ქ----–---–-- რომელმაც უამბო მომხდარი ძარცვის შესახებ, უთხრა, რომ თავდამსხმელს მაღაზიიდან წაღებული ჰქონდა ორი სუნამო და ფულადი თანხა 107 ლარის ოდენობით. ლ---- და ს--- ქ----–---–---- ერთად გააგრძელეს დამნაშავის ძებნა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მის კვალს ვერ მიაკვლიეს, მიმართეს პოლიციას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: რ---------–---–---–-----------------–---–-------–-–--------------------–-----–-----------------–-–---–-------------–---–------------–------------------------------–------------------------–---–--- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმების სისწორე.

სააპელაციო პალატა აფასებს რა წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, მიუთითებს, რომ ისინი არ არიან უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და ი-----–----------- მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტზე ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულ ს---------–---–--გან. იმ პირობებში კი როდესაც ამ უკანასკნელის ჩვენებას ვერ ამყარებს სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, მოწმე ლ---- ქ----–---–--- და სამართალდამცავების მიერ მიცემული ჩვენებები ობიექტურ საფუძველს ვერ ქმნის ი-----–----------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

ი-----–----------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს იმყოფებოდა ქ------–--–--------------–- მეგობართან. როდესაც აპირებდა სახლში დაბრუნებას, გზად მიმავალმა შენიშნა პარფიუმერიის მაღაზია. მან გადაწყვიტა მეუღლისათვის საჩუქრის შეძენა და შევიდა მაღაზიაში, სადაც დახვდა ახალგაზრდა ბიჭი. ამ უკანასკნელმა შეარჩევინა ქალბატონის სუნამო. მოწმე აპირებდა გლდანში მეგობრის სანახავად წასვლას და მისთვისაც სურდა მამაკაცის სუნამოს შეძენა, თუმცა იმ მომენტში ჰქონდა ფულადი თანხა 15 ლარისა და 50 აშშ დოლარის ოდენობით და ლარის კუპიურები ორივე სუნამოს შესაძენად არ ჰყოფნიდა. ამის გამო გამყიდველს შესთავაზა, რომ თუ დაუხურდავებდა 50 აშშ დოლარს, მამაკაცის სუნამოსაც შეიძენდა. გამყიდველი თავიდან დაფიქრდა, განუმარტა, რომ აკრძალული იყო დოლარით ანგარიშსწორება, თუმცა ცოტახანში უთხრა კარგი დაგიხურდავებო. იმ პერიოდში 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენდა 2 ლარსა და 65 თეთრს. შეს---მისად, 50 აშშ დოლარის ღირებულება გაუტოლდა 132 ლარსა და 50 თეთრს. მოწმემ მიაწოდა 50 აშშ დოლარიანი კუპიურა, საიდანაც გამყიდველმა მის მიერ შეძენილი სუნამოებისა და სასაჩუქრე პარკის ღირებულება 25 ლარი და 50 თეთრი აიღო და ხურდა - 107 ლარის ოდენობით დაუბრუნა. ასევე მისცა ჩეკი, რომელიც გამოსვლისას გადააგდო. ამის შემდეგ მოწმემ დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა ქ. თ---–--–-----–----–- მდებარე თავისი მეგობრის - კ-----------------–----- ავტოსერვისში, სადაც ასევე დახვდა ამ უკანასკნელის მეგობარი ნ------------------ ბრალდებულის განმარტებით, უხერხული იყო სუნამოს მხოლოდ კ-----------------–-----თვის ჩუქება, ამიტომ მეუღლისთვის ნაყიდი სუნამოს ნაკრები აჩუქა ნ--------------------------------- ისაუბრეს საერთო ბიზნესთან დაკავშირებით და წამოვიდა იქიდან. მომდევნო დღეს, დილის საათებში ბავშვები წაიყვანა ბაღში, ბაღიდან გამოსვლის შემდეგ კი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მოსთხოვეს სუნამოების დაბრუნება. მოწმე საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ნ------------------ და შექმნილი პრობლემის გამო, სთხოვა ნაჩუქარი ნივთის უკან დაბრუნება. მან გამომძიებლები მიიყვანა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ნ------------------ მის მიერ ნაჩუქარი სუნამოს ნაკრები ჩამოიტანა და გადასცა პოლიციის თანამშრომელს. ამის შემდეგ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებთან ერთად წავიდა საკუთარ სახლში, სადაც ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, რომ ნ------------------ მიერ გადაცემული სუნამოს ნაკრები, თუ ნამდვილად მისი შეძენილი იყო, უნდა მიეთითებინა, რომ აღნიშნული ნივთის ამოღება ხდებოდა მისი ბინიდან და ასეც მოიქცა. მამაკაცის სუნამოსთან დაკავშირებით კი არაფერი უთქვამთ. მან ისე მოაწერა ხელი საგამოძიებო ექსპერიმენტისა და გამოკითხვის ოქმებს, რომ გამომძიებლების მიმართ არსებული ნდობიდან გამომდინარე, არცერთ მათგანს გაცნობია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმებმა: ნ---------------------------------------–----- დაადასტურესა ი-----–----------- ჩვენებაში მითითებული გარემოებები. ამ უკანასკნელის განმარტებით, მომდევნო დღეს მას დაუკავშირდა ნ-----------------, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლებს საკუთარ კორპუსთან გადასცა წინა დღეს ი-----–----------- მიერ ნაჩუქარი სუნამოს ნაკრები. მოწმემ იფიქრა, რომ შესაძლოა მისთვის გადაცემულ სუნამოსთან დაკავშირებითაც შექმნილიყო გარკვეული პრობლემები, რის გამოც სუნამო არ გამოუყენებია. აღნიშნული სუნამო მისგან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ამოიღეს.

2019 წლის 09 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, კ-----------------–----- კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი სუნამო წარწერით “XROME”. კ-----------------–----- განმარტებით, სწორედ აღნიშნული სუნამო აჩუქა ი-----–----------მ 2018 წლის 19 დეკემბერს.

2019 წლის 24 ივლისის ვებგვერდის დათვალიერების ოქმისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ლ---- ქ----–---–- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ (იურიდიული მისამართი: ქ-------–---------------------–---------------------------------------

სააპელაციო პალატა შეფასებით აპელანტის მიერ ვერ იქნა ახსნილი რომელი პირდაპირი მტკციებულებების ერთობლიობა ადასტურებს ი-----–----------- ვერსიის საპირისპიროდ მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს. სააპელაციო პალატა ი-----–----------- მიმართ გამამართლებელ განაჩენს ამყარებს არა დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიაზე მისი უდანაშაულობის შესახებ, არამედ მიიჩნევს, რომ ი-----–----------- ბრალეულობის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო მსგავსი ხასიათის მტკიცებულებების წარმოდგენა, მხოლოდ დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსიების ნაკლებად დამაჯერებელი ხასიათი, ვერ გადაწონის პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელ მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების წარმოდგენის სტანდარტის სავალდებულოობას და ვერ წარმოშობს პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველს. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები ვერ ქმნიან უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–----------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და მის მიერ ი-----–----------- ამოცნობის ოქმები, რომლის ერთადერთი წაყროც კვლავ ეს უკანასკნელია, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ი-----–----------- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ი-----–---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ი-----–----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

5. ი-----–----------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ანაწმენდები, სუნის კვალისა და ნერწყვის ნიმუშები, აგრეთვე ხელის კვლები განადგურდეს;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გასაღები; ი-----–----------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული 20 ლარიანი კუპიურა; ი-----–----------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სუნამოს ნაკრები წარწერით “ROSE GRACE PRECIOUS GIFT” და სასაჩუქრე პარკი წარწერით “BOUQUET OF ROSES”; ი-----–-----------გან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

- ოთხი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი