განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
330100115001092641
ინსტანცია
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001092641

საქმე №1ბ/272-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - მ--------–-----ის

ადვოკატების - მ--------------ის, გ----------–---–ის, ვ-–----------------ის

გამართლებულ - დ---------–----ის

 

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ--------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ---------–----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ლ--------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დ---------–----ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ---------–----ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

დ---------–----ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე ქ. თბილისში, უ-------------------------ში განთავსებულ შპს ,------ ავტომანქანების დარბაზში დ---------–----ემ დ--------------ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დ--------------ს დაუდგინდა დიაგნოზი: პირველი მეტაკარაბალური ძვლის ფუძის მოტეხილობა ცდომით; მარცხნივ იღლიის წინა ხაზზე ქვედა ნეკნის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის მოქმედების შედეგად, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებული ტრავმის მიღების თარიღს 09.09.13წ.

 

აღნიშნული ქმედებისათვის დ---------–----ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ---------–----ის ბრალეულობას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–-----ემ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დ---------–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, საქმეზე შეკრებილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, სასამართლოში გამოკვლეული, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ---------–----ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ბრალდების მხარე მიუთითებს დაზარალებულ დ--------------ის ჩვენებაზე, მოწმეების - ხ------------–---–ის, გ----------------ის, გ------------–------ის, მ---------------–---–ის, აწ გარდაცვლილი შ--------–------ის, დ---------------–---–ის, გ--------–--ის, დ--------------–---–ის ჩვენებებზე, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- /ექსპერტი ე-–------------ა/ და №0-------- დასკვნებზე /ექსპერტი ნ--------------ე/, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტ ლ-–----------–--ის ჩვენებაზე, საქმეში არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე და სხვა მტკიცებულებებზე.

 

აპელანტს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი მსჯელობს დაზარალებულ დ--------------ის ჩვენებაზე, სადაც ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ ჩხუბში დ---------–----ეს ეჭირა მისი ცერა თითი (და მოწმეს არ უთქვამს, რომ გადაუტრიალა თითი, თუმცა გადატრიალების შემთხვევაშიც კი შეეძლო მიეღო აღნიშნული დაზიანება, ხელის ჩავლებისას და იმ პერიოდში, სანამ რამდენიმე ხანი ეჭირა მისი თითი ხელში), ამავდროულად ის ხელს კრავდა და მუშტებს ურტყამდა, რა დროსაც გადავარდა უკან, რა დროსაც და ჯერ მაგიდას დაეჯახა, მერე - ბოძს. მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ფოტოცხრილით ცალსახადაა დადასტურებული, რომ ავტოსალონში, ანუ შემთხვევის ადგილზე, 2-3 მეტრის დაშორებითაა განლაგებული რკინაბეტონის ბოძები, ასევე მაგიდა დგას რადიატორის გვერდით და ადამიანები გვერდსაც კი ვერ აუვლიან ერთმანეთს. კერძოდ, მოწმე გ----------------ის ჩვენების თანახმად, შუშებსა და მაგიდას შორის, კუთხეში პატარა ადგილია, იყო სივიწროვე, გაჭირდებოდა, რომ ერთ კაცს მეორესთვის გვერდი აექცია. შესაბამისად, დ---------–----ეს უნდა დაეშვა, რომ მუშტების დარტყმით, თითზე ხელის მოჭერით და ხელისკვრის შედეგად, დ--------------ი აუცილებლად დაეცემოდა მაგიდაზე, ჩამოარტყამდა თავს ან სხეულის ნებისმიერ ადგილს, ჩვენს შემთხვევაში ზურგს, ე. ი. საფრთხე შეექმნებოდა ჯანმრთელობას, ასევე შეეჯახებოდა ბოძებს, რადიატორს, რომლის წინაც იდგა დ--------------ი.

აპელანტის აზრით, სასამართლო მიკერძოებულია ფაქტების აღწერაში, ცალსახად გაიზიარა მ----------–--–---–ის განმარტება თითის გადატრიალებასთან დაკავშირებით, რომელსაც არავინ ადასტურებს, რაზეც აიგო შემდგომში დაზარალებულის ჩვენების არასარწმუნოობა, მაშინ, როდესაც თვითონ დასკვნაშია გაყალბებულია ფაქტების აღწერა. დ--------------ის ჩვენებით, იგი ხელის და გულ-მკერდის არეში გრძნობდა ტკივილს, ექიმთან არ მისულა, ვინაიდან საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან თვლიდა, რომ საგანგაშო არაფერი სჭირდა. როდესაც ტკივილმა გულ-მკერდის და ხელის არეში არ იკლო, იგი წავიდა სამედიცინო დაწესებულებაში - „--------–-------------–-“, სადაც ჩაუტარდა კვლევა. მას დაუდგინდა მარცხენა ცერა თითის მოტეხილობა, ასევე მარცხენა მხარეს ნეკნის მოტეხილობა. დაახლოებით, ორი დღე მსჯელობდნენ ექიმები, დასჭირდებოდა თუ არა ოპერაცია. აპელანტის აზრით, აღნიშნული დასტურდება 9 სექტემბრის სამედიცინო დასკვნით, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ დ--------------ი უჩივის ტკივილს მარჯვენა ხელის ცერისა და გულმკერდის არეში, ასევე შესიებული აქვს სწორედ მარცხენა ცერა თითი, რაც მოტეხილობის ერთ-ერთი ნიშანია, მეორე ნიშანი კი - ტკივილი, რასაც ვერ უარყოფენ ვერც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტები. ექსპერტებმა - ე-–------------ამ, ნ--------------ემ და ა-–-----------------ემ განმარტეს, რომ შესაძლებელია სულ სხვა მხარეს მოხდეს დარტყმა და მეორე მხარეს გაიბზაროს და მოტყდეს ნეკნი. სისხლნაჟღენთები მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა მხრისა და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, რაც განვითარებულია მკვრივი საგნის მოქმედებით, ე. ი. ნეკნის მხარეს ფიზიკური დაზიანებების კვალი სისხლნაჟღენთების სახით, უკვე 9 სექტემბერსვეა გამოვლენილი და დაფიქსირებული, ამასთან, პაციენტი უჩივის ტკივილს მარცხენა მტევნის არეში და გულმკერდის არეში მარცხნივ. აპელანტი მიუთითებს ექსპერტ ე-–------------ას ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ დ--------------ს ეს დაზიანებები რომ მიეღო წინა საღამოს, იქნებოდა სხვა სურათი და შესაბამისად, დაფიქსირდებოდა სხვა თარიღი. წინა საღამოს მიღებული დაზიანება, მეორე დღეს, ანუ ამ შემთხვევაში 9 სექტემბერს დილით, ვეღარ იქნებოდა მოწითალო ფერის. დ--------------ის პირადად შემოწმების კონკრეტული თარიღი და საათი მითითებულია დასკვნით აღწერილობით ნაწილში, რომლის მიხედვით, ეს არის 9 სექტემბრის 14:30 საათი. ასევე, თვით ბრალდებულის ნათესავის, მამიდაშვილის, შ--------–------ის ჩვენებითაა დადასტურებული, რომ ის მივიდა დ--------------თან და ზურგიდან, სხვებთან ერთად შეეცადა მის გაკავებას, მას ექაჩებოდა ზურგიდან თავის მხარეს, ხოლო დ---------–----ეს უკნიდან ედგა ხ------------–---–ი და ცდილობდა მის დაკავებას. არ დაუნახავს, ინდიცენტის დროს ვინ ვის როგორ დაარტყა ხელი, ვინაიდან ყველაფერი სწრაფად მოხდა ე. ი. დ---------–----ის დაკავებას ცდილობდა ხ------------–---–ი. აპელანტის აზრით, ლოგიკურია, რომ დ---------–----ე კვლავ ცდილობდა დ--------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, სხვაგვარად მისი დაკავების აუცილებლობა აზრს კარგავს. ხ------------–---–ის ჩვენებას, რომ დ---------–----ეს დ--------------ი გადაწვენილი ჰყავდა მაგიდაზე და უკნიდან იჭერდა შ--------–------ი, ირიბად ადასტურებს შ--------–------ი, რომელიც ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას ახლო ნათესავისათვის.

აპელანტის განმარტებით, აღსანიშნავია მოწმე მ----------–--–---–ის ახლო ურთიერთობა დ---------–----ესთან, რაც თავად მოწმემ განაცხადა სასამართლო სხდომაზე. მის მიერ გაცემულია ე. წ. საკონსულტაციო დასკვნა, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს და შესაბამისად, აპელანტის აზრით, არც უნდა ყოფილიყო დაშვებული წინასასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო მ----------–--–---–ის მოწმედ დაკითხვა. მით უფრო, აღნიშნული გაურკვეველი დოკუმენტი საფუძვლად არ უნდა დადებოდა განაჩენს, მაშინ, როდესაც ორი ოფიციალური, სახელმწიფო სამსახურში მყოფი ექსპერტის დასკვნა იქნა წარმოდგენილი საქმეში.

ბრალდების მხარე განმარტავს, არასწორია სასამართლოს მითითება იმაზე, რომ მხარეებს არ გაუხდია სადავოდ დ--------------ის სხეულზე დაზიანებების, კერძოდ, ცერა თითის და ნეკნის მოტეხილობის არსებობის ფაქტი, რადგან მთელი პროცესის მიმდინარეობისას დაცვის მხარე ამტკიცებდა, ვითომდა აღნიშნული რენტგენის სურათები და შესაბამისად, დ--------------ის ისტორიაში მითითებული ყოველი სიტყვა იყო სიცრუე და რენტგენის სურათები ეკუთვნოდა სხვა პიროვნებას. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული განაჩენი მსჯელობს, თითქოსდა დაზარალებულის ჩვენებები ეწინააღმდეგება მოწმეთა - დ---------------–---–ის და გ------------–------ის ჩვენებებს, რაც არასწორია, ვინაიდან მათ არ დაუნახავთ, დ---------–----ეს ხელი ან ფეხი დაერტყას დ--------------ისათვის, რაც სულაც არ არის დაზარალებულის ჩვენების საწინააღმდეგო და მით უფრო, ფაქტის უარყოფა, რომ დ---------–----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ--------------ს, რაც დასრულდა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებით. ბრალდების მხარის აზრით, განაჩენში არ არის დასაბუთებული, თუ რატომაა დაზარალებულის ჩვენება ნაკლებად სარწმუნო, როცა არცერთი მოწმე მისი ჩვენების საწინააღმდეგოდ არაფერს ამბობს და დაზიანებები, რაც მოცემულია სამედიცინო დასკვნებში და სამედიცინო ისტორიაში, სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. დ--------------მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 11 სექტემბერს, რაც დასტურდება დ--------------სა და შპს „მ-------–--------------“ შორის ხელშეკრულებით სამედიცინო მომსახურებაზე. აღნიშნული ემთხვევა დაზარალებულის ჩვენებას, რომ ექიმები ორი დღე მსჯელობდნენ, ჩაედგათ თუ არა ფირფიტა მოტეხილ თითში, რაც უტყუარს ხდის დაზარალებულის ჩვენებას. რაც შეეხება ნეკნის მოტეხილობას, დაცვის მხარის ექსპერტებიც კი ვერ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ოპერაცია ნეკნების მოტეხილობის დროს არ ტარდება, ნეკნის მთლიანობა აღდგება თვითონვე, დროთა განმავლობაში. აპელანტის განმარტებით, არაგონივრულია სასამართლოს მსჯელობა, თითქოსდა დაზარალებულ დ--------------ს შესაძლოა დაზიანებები მიეღო 10-11 სექტემბერს პირველ რიგში იმიტომ, რომ 11 სექტემბერს მას უკვე მიმართული ჰქონდა სამედიცინო დაწესებულებისათვის, ამასთან, ეჭვი უნდა იყოს გონივრული, ხოლო ეჭვი, რომ დ--------------მა 10 სექტემბერს სხეულის ზუსტად იგივე ნაწილები და ლოკაციები დაიზიანა სხვა გარემოებებში, აპელანტის აზრით, ალოგიკურია.

აპელანტის განმარტებით, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ძლიერი მხარე არის სწორედ ის, რომ დ--------------ის პირადი შემოწმება მოხდა იმავე დღეს, ინციდენტიდან რამდენიმე საათში და მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების ის მცირედ გამოხატული ნიშნები, რაც აღწერილია №0-------- დასკვნაში, რომლებიც შემდგომში მეტი სიმპტომით და სიძლიერით გამოიკვეთა, ზუსტად ემთხვევა, სამედიცინო ისტორიაში ასახულ დაზიანებებს, რომლებზე დაყრდნობით ჩატარებული სამედიცინო დასკვნა დაედო საფუძვლად დ---------–----ის ბრალდებას. დ--------------ის სხეულზე არსებული მოტეხილობების ხანდაზმულობა კი განსაზღვრა შესაბამისი დარგის წამყვანმა სპეციალისტმა, ი-----–--------–---–მა, რომელმაც დაადგინა, რომ რენტგენოლოგიური სურათი არ ეწინააღმდეგება მითითებული ტრავმის მიღების თარიღს - 09.09.2013 წ. აპელანტის აზრით, სასამართლო ტენდენციურია ასევე მსჯელობაში, თითქოსდა დაზარალებული არ უარყოფს ბრალდებულზე რამდენჯერმე დარტყმის ფაქტს. მის ჩვენებაში, გარდა იმისა, რომ პირველი დარტყმა განახორციელა მან, სხვა დარტყმა არ ფიქსირდება.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დ---------–----ისათვის სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, განსაკუთრებით კი დაზარალებულთან მიმართებაში, რადგან დ---------–----ეს დღემდე მიაჩნია, რომ დაზარალებული არის მხოლოდ თვითონ და არა დ--------------იც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა დ---------–----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის მთავარ პრეტენზიას წარმოადგენს ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორად და ტენდენციურად შეფასება სასამართლოს მიერ, რა მიმართებითაც პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის გამოტანისათვის მტკიცებულებათა სტანდარტი, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს. ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: მტკიცებულებას მოცემულ საქმეში აქვს თუ არა შეხება მტკიცების საგანთან, მასში სწორად არის თუ არა ასახული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, სანდოა თუ არა ის წყარო, საიდანაც მიღებულია მტკიცებულება და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.

პალატა მიუთითებს, პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (31-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82–ე მუხლის პირველი ნაწილი). მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14), რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.

პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). განსახილველის სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ არსებულ საკვანძო საკითხებზე პალატას ქვემოთ ექნება მსჯელობა.

განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტების მიმოხილვის შემდეგ, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებულ თითოეულ საკითხზე მსჯელობას საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ჭრილში. კერძოდ, 2013 წლის 9 სექტემბერს დ---------–----ესა და დ--------------ს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის და ამ დაპირისპირებისას ერთმანეთისათვის დაზიანებების მიყენების სრულად აღდგენისათვის მნიშვნელოვანია ფაქტის თვითმხილველ პირთა ჩვენებები, რასაც პალატა ვრცლად მიმოიხილავს, კერძოდ:

 

დაზარალებული დ--------------ი მიუთითებს, რომ 2013 წლის აგვისტოდან მუშაობა დაიწყო შპს ,,---“-ში, მენეჯერის პოზიციაზე. შპს ,-------ს 20% წილს ფლობდა დ---------–----ე, ხოლო თავად შპს ,,---“-ს დამფუძნებლებს შორის არსებობდა უთანხმოება. მისი ხელფასის გამო დ---------–----ე გამოხატავდა პროტესტს, თანამშრომლებს აჩვენებდა დანიშვნის ბრძანებას და აცხადებდა, თუ რატომ უნდა ჰქონოდა ამხელა ხელფასი მას. 2013 წლის 09 სექტემბერს იგი სიტუაციის გასარკვევად შეხვდა დ---------–----ეს და მოსთხოვა პასუხის გაცემა მის ქმედებაზე. დ---------–----ე, როდესაც ის მასთან სალაპარაკოდ შევიდა, იჯდა. მას უკანა ჯიბეში ედო ტელეფონი, ამოიღო ტელეფონი და მაგიდაზე დადო, თვითონაც ჩამოჯდა მაგიდაზე. როდესაც ჰკითხა დ---------–----ეს, თუ რატომ იქცეოდა ასე, მან მიაყენა შეურაცხყოფა და განუცხადა, რომ იგი იყო კომპანიის დამფუძნებელი და რასაც მოისურვებდა იმას გააკეთებდა. აღნიშნულზე მან დ---------–----ეს დაარტყა ხელი, რაზეც დ---------–----ე წაბორძიკდა. შემდეგ მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ამ შეხლა-შემოხლაში და ჩხუბში დ---------–----ეს ეჭირა მისი ცერა თითი. ამავდროულად ხელს ჰკრავდა და მუშტებს ურტყამდა, რა დროსაც ის გადავარდა უკან, რის შედეგადაც ჯერ მაგიდას დაეჯახა, შემდეგ ბოძს. ამის შემდეგ ისინი გააშველეს და იგი კაბინეტში ავიდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დ---------–----ემ გამოიძახა. იგი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს დასაკითხად. მან მისცა ჩვენება, თუმცა ხელის და გულ-მკერდის არეში გრძნობდა ტკივილს. დაკითხვის შემდეგ გადაიყვანეს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც შეამოწმეს. ის თვითონ ექიმთან არ მისულა, ვინაიდან საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან თვლიდა, რომ საგანგაშო არაფერი სჭირდა. როდესაც ტკივილმა გულ-მკერდის და ხელის არეში არ იკლო, იგი წავიდა სამედიცინო დაწესებულება „--------–-------------–-“, სადაც ჩაუტარდა კვლევა, მას დაუდგინდა მარცხენა ხელზე ცერა თითის მოტეხილობა, ასევე მარცხენა მხარეს ნეკნის მოტეხილობა, დაახლოებით ორი დღე მსჯელობდნენ ექიმები, დასჭირდებოდა თუ არა ოპერაცია. მანვე განმარტა, რომ დ---------–----ესთან ჩხუბის დროს ხელში არაფერი ეჭირა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დაზარალებულის ამგვარ ჩვენებასთან თანხვედრაში მოდის ყველა თვითმხილველი მოწმის მიერ შემთხვევის აღწერის დეტალები. სასამართლოს აზრით, მნიშვნელოვანია დ---------–----ესა და დ--------------ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის აღდგენა. მოწმე დ---------------–---–ი განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს შპს „----- გაყიდვების სალონში ერთმანეთს შეხვდნენ დ---------–----ე და დ--------------ი. დაახლოებით 15-20 მეტრით იყვნენ დაშორებულნი ის და გ------------–------ი იმ მაგიდას, სადაც ისხდნენ დ---------–----ე და დ--------------ი. რაღაც დროის შემდეგ მათ შემოესმათ ხმაური, მიტრიალდნენ დ--------------ის და დ---------–----ის მხარეს. ისინი იყვნენ ჩაჭიდებულნი, მათ შორის იყო შეხლა-შემოხლა. შემდეგ თანამშრომლებმა გააშველეს და ყველაფერი დასრულდა. მას არ დაუნახავს, რომ დ---------–----ეს ხელი ან ფეხი დაერტყას დ--------------ისათვის, არც ის ახსენდება, დ--------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაეჩივლოს. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ------------–------მა. შემთხვევის დროს ავტომანქანების გაყიდვების დარბაზში მყოფი კიდევ ერთი პირის, აწ გარდაცვლილი შ--------–------ის გამოქვეყნებული ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 9 სექტემბერს გასაყიდი ავტომანქანების დარბაზში მასთან ერთად იმყოფებოდნენ დ---------–----ე და გ------------–------ი, რა დროსაც მათთან მივიდა დ--------------ი, რომელსაც დ---------–----ესთან საუბარი სურდა. ის და გ------------–------ი დარბაზში შორიახლოს განთავსდნენ, ხოლო დ--------------სა და დ---------–----ეს შორის საუბარი წარიმართა. რამდენიმე წუთში მას შემოესმა დ--------------ისგან და დ---------–----ისგან ხმაურის და გინების ხმა, მან დაინახა, რომ დ--------------ი საცემად იწევდა დასისხლიანებული დ---------–----ისკენ, ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ის და სხვა თანამშრომლები ცდილობდნენ დ--------------ის გაკავებას, იგი დ--------------ს ექაჩებოდა ზურგიდან მის მხარეს. სხვა თანამშრომლები თავის მხრივ აკავებდნენ დ---------–----ეს. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, დ---------–----ე დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას. მომხდარი ფაქტის თაობაზე, დ---------–----ე თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომლებმაც იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დ---------–----ისა და დ--------------ის გაშველების ფაქტს შეესწრო მოწმე მ---------------–---–ი, რომელმაც მიუთითა, რომ ხმაურზე ის და მისი თანამშრომელი გ--------–--ე შევიდნენ შენობაში, სადაც დახვდათ დ---------–----ე და დ--------------ი, რომლებსაც ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ, ისინი უკვე გაშველებულნი იყვნენ. დ---------–----ეს ცხვირიდან სისხლის მოსდიოდა, იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დ--------------ს. მოწმე გ--------–--ემ დამატებით განმარტა, რომ როდესაც დარბაზში შევიდა, დ---------–----ესა და დ--------------ს შორის კონტაქტი არ ყოფილა, ხელი ერთმანეთისთვის არ დაურტყამთ, ასევე, დ--------------ს მისთვის რაიმე ტკივილთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მოწმე ხ------------–---–ი შეესწრო იმ ფაქტს, თუ როგორ ჰყავდა დ---------–----ეს ჩაჭიდებული დ--------------ი, რომლებიც შემდეგ თანამშრომლებმა გააშველეს. დ---------–----ეს ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მას დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. ასევე არ დაუნახავთ ჩხუბის ფაქტი მოწმეებს დ--------------–---–ს და გ----------------ს, ისინი მხოლოდ გაშველების შემსწრენი გახდნენ.

 

კონფლიქტის მონაწილეთა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების ანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ დაზარალებულ დ--------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. იმ ფაქტს, რომ შეხლა-შემოხლაში და ჩხუბში დ---------–----ეს ეჭირა მისი ცერა თითი, ამავდროულად ის ხელს ჰკრავდა და მუშტებს ურტყამდა, რა დროსაც ის გადავარდა უკან, რის შედეგადაც ჯერ მაგიდას დაეჯახა, შემდეგ ბოძს, არ დასტურდება არც ერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით. ასევე არავინ მიუთითებს ჩხუბში ჩართულ პირთა გაშველების შემდეგ დ--------------ის მხრიდან რაიმე ჩივილების არსებობაზე, პირიქით, მოწმეთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დ---------–----ეს მოსდიოდა სისხლი ცხვირიდან. პალატას არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებებში, არც რაიმე სახის დაინტერესებაზე შეიძლება მსჯელობა, ვინაიდან ამგვარი მსჯელობის საფუძველს საქმის გარემოებები არ იძლევა. მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმით კონფლიქტის თვითმხილველ ჩართულ მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებით წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. მათ ჩვენებებს არ შეესაბამება დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების თაობაზე. შესაბამისად, ამ კუთხით, მისი ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ იქნა გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

მტკიცებულებათა მეორე ჯგუფს, რომელიც ბრალდების მხარეს დ---------–----ის ბრალეულობის დამადასტურებლად მიაჩნია, წარმოადგენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და დოკუმენტაციები:

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს „მ-------–-------------“-ს ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №--------------ის ჩანაწერების თანახმად მოქ. დ--------------ს, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 13.09.2013 წ-ს, 10:25 სთ-ზე (გაეწერა 14.09.13წ-ს, 13:00სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: პირველი მეტაკარპალური ძვლის ფუძის მოტეხილობა ცდომით. რენტგენოგრამების შესწავლის შედეგად ასევე დადგინდა მარცხნივ იღლიის წინა ხაზზე ქვედა ნეკნის (ვერ დგინდება რომელი ნეკნის) მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 09.09.13წ.

აღნიშნული დასკვნის ირგვლივ მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------------ემ განმარტა, რომ როდესაც ამბობს, არ ეწინააღმდეგება კონკრეტულ თარიღს, არ ნიშნავს კატეგორიულ მტკიცებას. შესაძლოა ისეთივე წარმატებით არ ეწინააღმდეგებოდეს 11 რიცხვს, როგორც არ ეწინააღმდეგება 9 რიცხვს, რადგან მოტეხილობა არ არის ისეთი სახის დაზიანება, რომელიც 2 დღეში შეიცვლის სახეს. ის არ არის კომპეტენტური მოტეხილობის ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრაში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, დ--------------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა მხრისა და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ხარისხს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–------------ამ.

 

კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №01-04/14 დასკვნის თანახმად, 1) ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნა №0---------ის მონაცემებით ექსპერტიზის მიერ 09.09.13 წ. გარეგანი გამოკვლევისას დაფიქსირებულია დ--------------ის ჩივილები ტკივილებზე მარცხენა ხელის მტევნის და გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ხოლო ინსპექციით - მარცხენა ხელის მტევნის I თითის მკვეთრი შეშუპება. ანამნეზური მონაცემების, შესამოწმებელი პირის ჩივილების და მარცხენა ხელის მტევნის I თითის შეშუპების არსებობის გათვალისწინებით სხეულის დაზიანების ხარისხზე ადეკვატური მსჯელობისათვის საჭირო იყო ჩიქოვანის გაგზავნა პროფილურ სპეციალისტთან ექიმ-ტრავმატოლოგთან ან/და სულ მცირე რენტგენორაფიული გამოკვლევის ჩატარება. 2) წარმოდგენილი დ--------------ის CD დისკის მონაცემებით, რომელზეც ასახულია მარცხენა ხელის მტევნის და გულმკერდის ნაწილის რენტგენოგრამები, აღინიშნება მარცხენა მტევნის I მეტაკარპალური ძვლის ფუძის მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომით და ნეკნის (თუ რომელი ნეკნია, განსაზღვრა შეუძლებელია) მოტეხილობა ცდომის გარეშე. რენტგენოგრაფიული მონაცემებით ორივე მოტეხილობა ახალია, ხოლო კონკრეტული თარიღის მითითება ანუ მოტეხილობა ცალსახად განვითარებულია 9, 10, 11 თუ 12 სექტემბერს, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. 3) მოტეხილობების მხარეობის, ლოკალიზაციის და ხასიათის მხედველობაში მიღებით, მათი განვითარება დ. ჩიქოვანის საკუთარი სხეულის სიმაღლიდან ერთჯერადი დაცემით მკვრივ ბლაგვ ზედაპირზე სავსებით დასაშვებია. 4) აღნიშნულ მოტეხილობებს დაზიანების მიყენებისთანავე უცილობლად ახლავს ტკივილი. ამ მიმართებით განსაკუთრებით საყურადღებოა I მეტაკარპარული ძვლის ფუძის შეცილებული მოტეხილობა, რომლის დროსაც დაზიანების მიყენებისთანავე მკვეთრადაა გამოხატული კლინიკური ნიშნების სიმძაფრე, როგორიცაა ძლიერი ტკივილი, მოტეხილობის ირგვლივ რბილი ქსოვილების შესივება და ხელის I თითის მოძრაობის შეუძლებლობა, რომელთა ინტენსივობა, სამკურნალო ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, რჩება ტრავმიდან ორი-სამი კვირის განმავლობაში.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–-----------------ემ.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას სამედიცინო დასკვნებთან მიმართებით და განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ დ---------–----ის მხრიდან დ--------------ის მიმართ დარტყმის ფაქტს დაზარალებულის გარდა, არც ერთი თვითმხილველი მოწმე არ ადასტურებს, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, სად და რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2013 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე. ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ დაზარალებულმა დ--------------მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა მხოლოდ 2013 წლის 12 სექტემბერს დილის საათებში, ანუ ინციდენტიდან 3 დღის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულების მასალებზე დაყრდნობით დ--------------ს დაუდგინდა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენებით დასტურდება, რომ აღნიშნული დაზიანების ხანდაზმულობა შესაძლებელია ემთხვეოდეს, როგორც 2013 წლის 9 სექტემბერს, ისე 2013 წლის 10 და 11 სექტემბერს, ვინაიდან მოტეხილობა 2-3 დღეში არ იცვლის სახეს.

 

ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ძლიერ მხარეს წარმოადგენს დ--------------ის პირადი შემოწმება იმავე დღეს, ინციდენტიდან რამდენიმე საათში და მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების ის მცირედ გამოხატული ნიშნები, რაც აღწერილია №0-------- დასკვნაში და რაც შემდგომში მეტი სიმპტომით და სიძლიერით გამოიკვეთა. დასკვნის თანახმად, დ--------------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა წინა მხრის, მარჯვენა მხრისა და გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, რომლებიც მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ცერა თითთან დაკავშირებით ექსპერტმა ე-–------------ამ განმარტა, რომ დ--------------ს ჰქონდა მხოლოდ შეშუპება, რომელიც არ წარმოადგენდა ფიზიკური დაზიანების ობიექტურ გარემოებას, ხოლო სხვა რაიმე დაზიანება, რომ ჰქონოდა, აისახებოდა დასკვნაში, ასევე თუ პირი დააფიქსირებდა სხვა ჩივილებს, დანიშნავდნენ დამატებით კვლევას. კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ა-–-----------------ემ განმარტა, რომ შესივება იმთავითვე არ ნიშნავს მოტეხილობას, იგი შესაძლოა სხვა მიზეზითაც იქნეს გამოწვეული, მაგრამ ის, რომ მოტეხილობას თან ახლავს ძლიერი ტკივილი და თითის ფუნქციონირების მოშლა, ამაში ექსპერტი იყო კატეგორიული.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის წარმდგენის მითითებას სასამართლო-სამედიცინო საკონსულტაციო №3--------- მედ. დასკვნის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით, რის არგუმენტადაც ბრალდების მხარე მიიჩნევს დასკვნაში ფაქტების არასწორად ასახვასა და ექსპერტ მ----------–--–---–ის ახლო ურთიერთობას დ---------–----ესთან. აღნიშნული დასკვნის თანახმად, 09.09.2013 წ. მიღებულ ტრავმას დ--------------ი უკავშირებს მარცხენა ხელის მტევნის 1-ლი მეტაკარპალური (ნების) ძვლის ფუძის მოტეხილობას და მარცხენა (დაუზუსტებელი) ნეკნის (დაუზუსტებელი მორფოლოგიის) მოტეხილობას. მარცხენა ხელის მტევნის 1-ლი მეტაკარპალური (ნების) ძვლის ფუძის მოტეხილობა და მარცხენა ნეკნის მოტეხილობა, ისევე როგორც დ--------------ის სხეულზე არსებული სხვა დაზიანებები: მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედის წინა ზედაპირზე დასწვრივად მდებარე მოგრძო ფორმის მოწითალო ფერის წყვეტილი სისხლნაჟღენთი ზომით 2,5 X 0,5სმ. მარჯვენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე მოგრძო ფორმის მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5 X 0,4 სმ, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, იღლიის ფოსოსთან მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით (არ იკითხება), მარჯვენა მხრის ქვედა მესამედის წინა ზედაპირზე მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4X2 სმ, მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციოდ მოწითალო ფერის, განივად მდებარე სისხლნაჟღენთი ზომით 2X0,3 სმ, მარცხენა ხელის მტევნის პირველი თითი მკვეთრი შეშუპება, მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ან საგნების ზემოქმედებით. გარდა მარცხენა ნეკნის მოტეხილობისა (რომლის წარმოქმნის მექანიზმი დაზუსტდება ცალკე), დ--------------ის სხეულზე არსებული ყველა დაზიანება წარმოქმნილია ამ მიდამოებზე მკვრივი ბლაგვი საგნის (ან საგნების) პირდაპირი ზემოქმედებით. დ--------------ს აღენიშნებოდა „მარცხენა ქვედა“ ნეკნის მოტეხილობა იღლიის წინა ხაზზე. სამედიცინო დოკუმენტებით - რენტგენოგრამებით არ არის დაზუსტებული, თუ კერძოდ რომელი ნეკნია მოტეხილი, და რაც მთავარია, არ არის აღწერილი მოტეხილობის მორფოლოგიური სურათი, მოტეხილობის ხაზების მიმართულება და განლაგება. არასრული სურათის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს კონკრეტული ნეკნის მოტეხილობის მექანიზმი, კერძოდ, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ ნეკნის მიდამოში ძალის პირდაპირ ზემოქმედებას (ნეკნის პირდაპირი მოტეხილობის განვითარება), თუ ადგილი ჰქონდა ე. წ. „კონსტრუქციულ“, ანუ ნეკნის არაპირდაპირ მოტეხილობას, როდესაც ნეკნის მოტეხილობა ვითარდება ძალის მოდების ადგილისაგან (მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებისაგან) დაშორებულ ადგილას. სასამართლო მედიცინაში ჩატარებულია ბევრი ფუნდამენტალური შრომა (მაგ. ვ. ნ. კრიუკოვი წიგნში „მოტეხილობების მექანო და მორფოგენეზის საფუძვლები“, მოსკოვი, 1995 „ ვ. ნ. კრიუკოვი წიგნში: ძვლების მოტეხილობების მექანიზმები“, მოსკოვი, 1971 და სხვა), მეცნიერულად დადგენილია და საყოველთაოდ აღიარებულია, რომ განირჩევა ძვლების პირდაპირი და არაპირდაპირი მოტეხილობები. პირდაპირი, ანუ ლოკალური მოტეხილობების შემთხვევაში ადგილი აქვს დაზიანებულ მიდამოზე ძალის (მკვრივი ბლაგვი საგნის) უშუალო ზემოქმედებას, მაშინ, როდესაც არაპირდაპირი, ე. წ. კონსტრუქციული „მოტეხილობების დროს ძალის მოდება არის მოშორებითი, ხოლო მოტეხილობა ვითარდება სხვა მიდამოში. მკვრივი ბლაგვი საგნით პირდაპირი მოტეხილობის მიყენების დროს მოტეხილობის ადგილას ყოველთვის (თუ მაგალითად პიროვნებას არ ეცვა სქელი ქურქი) აღინიშნება რბილი ქსოვილების ფარგლებში დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, მაშინ, როდესაც კონსტრუქციული მოტეხილობების გამომწვევი ძალის მოდება, მაგ. ორი ბლაგვი საგნით ზეწოლის (კომპრესიის გამო) ადგილი აქვს გულმკერდის დეფორმაციას, ძალის მოდების წერტილებში, ამ საგნების ზემოქმედების ადგილებში აღინიშნება სისხლნაჟღენთები, დეფორმაციის გამო განვითარებული ნეკნების მოტეხილობები ვითარდება მოშორებით. ნეკნების მოტეხილობები. ა. ლოკალური; ბ. კონსტრუქციული, 1,3 დაზიანებები გარეთა ფირფიტის მხრიდან, 2,4 დაზიანებები შიგნითა ფირფიტის მხრიდან. ამრიგად, ცალსახაა, რომ დ--------------ის ნეკნის რენტგენოგრამის უხარისხობის ან მისი აღწერილობის უხარისხობის გამო შეუძლებელია დადგინდეს, როგორია მოტეხილობის ხაზების მორფოლოგია, და შესაბამისად, ნეკნის მოტეხილობის მექანიზმი. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ 09.09.13. ნანახი იქნა-გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, იღლიის ფოსოსთან, ანუ იღლიის ხაზზე (დაუზუსტებელია, რომელზე) მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ხოლო ნეკნის მოტეხილობა ნანახია გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის წინა ხაზზე, დ--------------ის ნეკნის მოტეხილობა უნდა წარმოადგენდეს კონსტრუქციულ, ანუ არაპირდაპირ მოტეხილობას. დ--------------ის ნეკნის მოტეხილობის ხანდაზმულობის დადგენა 1,2,3,4 დღის სიზუსტით რენტგენოლოგიურად შეუძლებელია, ვინაიდან რენტგენოგრამაზე არ არის აღწერილი ნეკნის მოტეხილობის ხაზებიც კი, ასეთ მოკლე დროში, ანუ მოტეხილობის მწვავე პერიოდში რენტგენოლოგიური კვლევა არ იძლევა საშუალებას, დანახულ იქნეს ძვლის მოტეხილობის მიდამოში მიმდინარე ისეთი ნატიფი მიკროსკოპული პროცესები, როგორიც მიმდინარეობს მოტეხილობის ადგილას უჯრედულ დონეზე. ამდენად, რენტგენოლოგიურად შეუძლებელია, იმის დიფერენცირება, დ--------------ის ნეკნის მოტეხილობა განვითარებულია 9, 10, 11 თუ 12 სექტემბერს, ანუ 1-4 დღის სიზუსტით. რენტგენოლოგ ავაზაშვილის დასკვნა არის სავარაუდო და ნიშნავს ,,არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს“, ანუ მეტი სიზუსტე რენტგენოლოგიური კვლევებს მოტეხილობის ადრეულ-მწვავე ეტაპზე არ გააჩნია. დ--------------ს აღენიშნებოდა მარცხენა ხელის მტევნის 1-ლი ნების (მეტაკარპალური) ძვლის ფუძის მოტეხილობა. სასამართლო-მედიკური და ტრავმატოლოგიური სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევებით დადგენილია, რომ მტევნის 1-ლი ნების ძვლის ფუძის მოტეხილობა, ანუ როლანდოს მოტეხილობა ვითარდება: ამ მიდამოზე მკვრივი ბლაგვი საგნის პირდაპირი ზემოქმედებით (მაგ. საგნის დარტყმით უშუალოდ 1-ლინების ძვლის ფუძის მიდამოში); 1-ლინების ძვლის ღერძის მიმართ პერპენდიკულარულად დიდი ძალის მკვეთრი მოქმედებით (დარტყმით); შეკრული მუშტის დარტყმით მკვრივ ბლაგვ საგანზე და არ ვითარდება 1-ლი თითის ამოტრიალების შედეგად. ყოველივე ზემოაღნიშნული დასტურდება საქმის მასალების და სამედიცინო დოკუმენტების მონაცემებით: ციტატა: „25.12.2013 წ. მოწმის სახით დ--------------ის დაკითხვიდან: „მას შემდეგ რაც დ---------–----ეს სახის არეში დავარტყი ხელი, იგი გამოიწია ჩემკენ, დამიჭირა მარცხენა ხელის ცერა თითი და გადამიტრიალა, რა დროსაც ვიგრძენი ძლიერი ტკივილი, შემდეგ კი ტანის არეში რამდენჯერმე დამარტყა ხელი.“ ციტატა: „13.09.2013. პაციენტი დ--------------ი შემოვიდა მედიკლაბჯორჯიას მიმღებ განყოფილებაში ჩივილით ტკივილზე მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, შესივებაზე, მოძრაობის შეზღუდვაზე, კიდურის ფუნქციის მკვეთრ დარღვევაზე. პაციენტის გადმოცემით ტრავმა მარცხენა მტევნის არეში მიიღო ორიოდე დღის წინ დაცემის შედეგად. ... მარცხენა მტევანი 1-ლი თითის მიდამო შესიებულია. აღინიშნება კანქვეშა ჰემატომები. პალპაციით პირველი თითის მოძრაობა შეზღუდულია, კიდურის ფუნქცია მკვეთრად შეზღუდულია“. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N0--------; ციტატა: „ოპერაციის პროტოკოლი N7--. პაციენტი დ--------------ი. ოპერაციის დასახელება მარცხენა მტევნის პირველი თითის პროქსიმალური ფალანგის ფუძის ოსტეოსინთეზი მეტალოკონსტრუქციით“. ციტატა: „სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N0-------- ჩვენი 16.01.14წ.-ის შუამდგომლობა N5----------ის საფუძველზე გამომძიებლის მიერ ექსპერტიზაზე დამატებით წარმოდგენილ იქნა მოქ. დ--------------ის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ელ. ვერსია (1 ც. CD დისკი), რომელიც შეისწავლა თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ი-----–--------–---–მა... 12.09.13წ-ს. წარმოდგენილ რენტგენოგრამებზე აღინიშნება 1-ლი მეტაკარპალური ძვლის ფუძის მოტეხილობა, აგრეთვე ნეკნის (ვერ დგინდება რომელი ნეკნის) მოტეხილობა იღლიის წინა ხაზზე. რენტგენოლოგიური სურათი არ ეწინააღმდეგება მიმართვაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს 09.09.13წ.“ ციტატა 12.08.2015წ. დ--------------ი დაზარალებულის სახით დაკითხვის ოქმიდან: ,,შემაგინა დედის მისამართით“, რის გამოც ვეღარ მოვითმინე და დ---------–----ეს სახის არეში რამდენჯერმე დავარტყი ხელი, რის შემდეგაც ჩვენ ფიზიკურად შევეჭიდეთ ერთმანეთს და ჩვენს შორის დაიწყო ძიძგილაობა, მან უცბად დაძლია ჩემი ფიზიკური წინააღმდეგობა ვინაიდან ფიზიკურად ჩემზე ძლიერია და შემდეგ უკვე აქეთ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მომაწვა მთელი ძალით, დამარტყა ხელი ტანის არეში, სადაც, როგორც შემდგომ გაირკვა გამიტყდა კიდეც ნეკნი. აღნიშნული ინციდენტი გაგრძელდა 10-15 წამი, ჩვენ გაგვაშველეს დაცვის თანამშრომლებმა“. დ---------–----ის სამედიცინო დაწესებულებაში ნათქვამის მიხედვით დაზიანება სახის მიდამოში მიაყენეს სახის არეში მუშტის დარტყმით. დ---------–----ის სახის მიდამოში არსებული დაზიანებები ცხვირის მიდამოს ბლაგვი ტრავმის, მარჯვენა ქვედაყბის, მარცხენა ლოყისა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებში მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ან საგნების მოქმედებით, მაგრამ საქმის მასალებში არსებულ არასაკმარის მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია დ---------–----ის სახის მიდამოში არსებული დაზიანებების მიმყენებელი საგნის იდენტიფიცირება, კერძოდ, შეუძლებელია, დადგინდეს, რომელი დაზიანება არის მიყენებული წაგრძელებული ფორმის საგნის მოქმედებით, და რომელი სახის მიდამოში მუშტის მოქმედებით, ვინაიდან, არ არის ჩატარებული დ---------–----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა პირადი გასინჯვის გზით ტრავმის მიღებიდან უახლოეს დღეებში, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა, დაეფიქსირებინა დ---------–----ის სახეზე არსებული დაზიანებების ზომები და ფორმები, შესაბამისად კი შესაძლებელი იქნებოდა დაზიანებების მიმყენებელი საგნის ფორმის დადგენა (მუშტი თუ წაგრძელებული ფორმის ცილინდრული საგანი). მიუხედავად ამისა, სპეციალური სამედიცინო ლიტერატურის მონაცემების გათვალისწინებით, შესაძლებელია, დ---------–----ეს სახის მიდამოში დაზიანებები მიეღო, როგორც ცილინდრული საგნის, ასევე სახის მიდამოში მუშტის დარტყმითაც, როგორც ამას ექიმებთან აცხადებს და როგორც ამას თავის ჩვენებაში აცხადებს დ---------–----ე, მითუმეტეს, რომ მას დაზიანებები მიყენებული აქვს სახის მარჯვენა ნახევარშიც და მარცხენა ნახევარშიც, და თუ გავითვალისწინებთ, რომ, სავარაუდოდ დაზიანების მიმყენებელ პირს აღენიშნება მარცხენა ხელის მტევნის 1-ლი მეტაკარპალურიძვლის მოტეხილობა, რაც საკმაოდ ხშირად ვითარდება მკვრივ, ბლაგვ საგანზე შეკრული მუშტით დარტყმის დროს. ზემოთმოყვანილი სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერები: ციტატები: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N0--------, ექსპერტი გ-----------------, 23.10.-28.11.2013. დ---------–----ის სახელზე არსებული სამედიცინო დოკუმენტები. ციტატა: „შპს ,,--------------------–----------–------–--------–----------------------------–-----“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8----ის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N9----ის ჩანაწერები. ციტატა: ,,ს. ს. „ვ-------I“ კლინიკა „მ-----“-ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8----ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. დ---------–----ეს ამბულატორიულად მიუმართავს 16.09.2013წ. დიაგნოზი: ქალა-ტვინის ტრავმის (თავის ტვინის შერყევის) შემდგომი მდგომარეობა, პოსტტრავმული ასთენიზაციის სინდრომი.“ ციტატა: შ.პ.ს. ,,ს-------–---–--------–----------------------------–----ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N4-------ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. დ---------–----ეს აღენიშნებოდა ორივე თვალბუდის მიდამოს ჰემატომები.“ ციტატა: „შ------------------------–----------–------–--------–----------------------------–-----“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N 8----დან ირკვევა 2013 წლის 09 სექტემბერს 10 საათსა და 11 წუთზე პაციენტის გადმოცემით ტრავმა მიიღო ჩხუბის დროს, მკვრივი ბლაგვი სხეულის (მუშტის) მოხვედრის შედეგად. აღენიშნება ქვედა ყბის არეში მარცხნივ ჰემატომა. ტუჩის მარცხენა კუთხესთან შეშუპება. ცხვირიდან აღენიშნება სისხლდენა. ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია-პაციენტმა ჩხუბში დარტყმის გამო მიიღო ტრავმა ცხვირისა და სახის არეში. ტრავმა მიიღო ბლაგვი სხეულით (მუშტით). ამჟამად ავადმყოფს აღენიშნება ჰემატომა ქვედა ყბის არეში და თვალბუდეზე მარცხნივ, ცხვირიდან სისხლდენა“. ციტატა: „ს-----------------–-------------“-ს ... პაციენტს სახის არეში (მარჯვენა ქვედაყბის, მარცხენა თვალბუდისა და მარცხენა ლოყის მიდამოში) აღენიშნება კანქვეშა ჰემატომები“.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------–--–---–მა. მანვე კატეგორიულად გამორიცხა ამოტრიალების გზით ცერა თითის იმ სახით მოტეხილობა, რომელიც ჰქონდა დ--------------ს. მისივე განმარტებით, იმ დაზიანებების გათვალისწინებით, რაც დ---------–----ეს აღენიშნებოდა სახის არეში, ცალსახად ადგილი ჰქონდა რამდენიმე ზემოქმედებას.

 

სამედიცინო დოკუმენტაციის საბოლოო შეფასებისას, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნები არ არის არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო, დ--------------ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი დადასტურებულია ყველა მათგანით, თუმცა სადავოს წარმოადგენს მისი მიყენების დრო და გარემოება, რასაც ცალსახად და გადაჭრით, ვერც ერთი ექსპერტი ვერ განმარტავს. დ--------------სა და დ---------–----ეს შორის კონფლიქტის დროს აღნიშნული დაზიანებების მიღება არ არის გამორიცხული, თუმცა არც დადასტურებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით. მხოლოდ დაზარალებულის მითითება დ---------–----ის მხრიდან თითის დაჭერასა და მუშტების დარტყმის შესახებ, რის შედეგადაც ის დაეცა, არ არის საკმარისი დ---------–----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ეჭვს აძლიერებს დ--------------ის მიმართ შემთხვევის დღეს ჩატარებული გამოკვლევისა და რამდენიმე დღის შემდეგ გაცემული ექსპერტიზის დასკვნებს შორის სხვაობა, როდესაც პირველ შემთხვევაში მას თითზე ჰქონდა მხოლოდ შეშუპება, ხოლო შემდეგ აღმოჩნდა მოტეხილობა. ბრალდების მხარის მითითება, დ--------------ის მიერ რამდენიმე დღის შემდეგ სხეულის იმავე ადგილებზე სხვა გარემოებებში დაზიანების მიღების არალოგიკურობასთან დაკავშირებით, მხოლოდ თეორიული მსჯელობაა. იმ პირობებში, როდესაც არ არის უტყუარად დადასტურებული 2013 წლის 9 სექტემბერს დ--------------სა და დ---------–----ეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს მის მიერ დაზიანებების მიღება, შეუძლებელია მხოლოდ იმ ლოგიკაზე დაყრდნობა, რომ მომდევნო ორ დღეში იმავე ადგილებზე ის დაზიანებებს ვერ მიიღებდა, მით უფრო, რომ დაზიანებების მიღების ხანდაზმულობას ცალსახად ვერ საზღვრავს ვერც ერთი ექსპერტი.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეო გამოსახულებაში 09:44:38 წუთზე დაფიქსირებული პიროვნება (აღნაგობის მიხედვით: მაღალი, გამხდარი. აცვია მოთეთრო ფერის პერანგი, მოშავო ფერის შარვალი. აქვს მოშავო ფერის მოკლე თმოვანი საფარი) 09:44:50 წუთზე მარცხენა ხელით მაგიდაზე დებს სავარაუდოდ თაბახის ფურცელს (ებს) და შემდეგ ხელი მიაქვს შარვლის უკანა მარცხენა ჯიბესთან, რის შემდეგაც მის ხელში (მარცხენა) 09:44:51 წუთზე ფიქსირდება მოშავო ფერის წვრილი მართკუთხა ფორმის საგანი და პარალელურ რეჟიმში ჯდება სკამზე მაგიდის უკან, რის გამოც მისი ხელი ამოეფარება მაგიდას. 09:45:21 წუთზე ფიქსირდება ზემოთ აღნიშნული პიროვნების ხელებით გადაწვდომა მის წინ ჯერ კიდევ მჯდარ პიროვნებაზე და შემდგომ ხელების შეხება. 09:45:21 წუთზე პიროვნების მარჯვენა ხელში ფიქსირდება მოშავო ფერის წვრილი მართკუთხა ფორმის საგანი. 09:45:44 წუთზე მამაკაცი (რომელიც ფიქსირდება გამშველებელთან ერთად. აცვია მონაცრისფრო ტონალობის პერანგი და მუქი ტონალობის შარვალი) იხრება ძირს, შემდეგ იმართება და მარცხენა ხელს მიმართავს ფანჯრის რაფისკენ (სავარაუდოდ დებს დაფაზე ნივთს). 09:45:48 წუთზე მამაკაცი (რომელიც ფიქსირდება გამშველებელთან ერთად. აცვია მოიასამნისფრო ტონალობის პერანგი და მუქი ტონალობის შარვალი) უახლოვდება ფანჯარას და მარჯვენა ხელის მოძრაობით ფანჯრის რაფიდან სავარაუდოდ იღებს ნივთს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–----------–--ემ.

 

პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას დაზარალებულის ხელში ფიზიკური დაპირისპირების დროს საგნის არსებობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე, თავად დ---------–----ეზე არსებული დაზიანებები არ გამორიცხავს დ--------------ის ხელში რაიმე საგნის არსებობის ფაქტს. ამასთან, სადავო არ არის, რომ ფიზიკური დაპირისპირება წამოიწყო დ--------------მა. ბრალდების მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დ---------–----ეს უნდა გაეთვალისწინებინა შემთხვევის ადგილის სივიწროვე და იქ არსებული საგნების განლაგება და შესაბამისად, დაცემის შემთხვევაში დარტყმის შედეგად დაზიანებების მიყენების ალბათობა, სრულიად მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას, რაც ვერ გახდება დ---------–----ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის განზრახვის დამადასტურებელი გარემოება. ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, N 527აპ-17). მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ შეიკრა ლოგიკური ჯაჭვი, რაც დ--------------ის სხეულზე არსებული დაზიანებების კონფლიქტის დღეს მიღების ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მოგვცემდა, კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა დ---------–----ის დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ---------–----ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ--------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

დ---------–----ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: CD დისკები - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე