განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200100118002536582
საქმე №1ბ/488-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ნ---- სანდოძე
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ---- კლდიაშვილი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ------ გ--------–---–-, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, მ-----–------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
ადვოკატი: თ----- გაბოძე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ------ გ--------–---–მა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- გაბოძემ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე განმარტეს, რომ მ------ გ--------–---–მა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა არა შურისძიების, არამედ ურთიერთშელაპარაკების მოტივით.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 მაისს, დღის საათებში, მ------ გ--------–---–-, მივიდა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ა-–---------- პ------–---–თან მოუხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც მ------ გ--------–---–მა შურისძიების მოტივით გადაწყვიტა ა-–---------- პ------–---–ის განზრახ მკვლელობა. მ------ გ--------–---–მა ხელში აიღო ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებული დანა, რომლითაც ა-–---------- პ------–---–ს განზრახ მოკვლის მიზნით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. ალექსადნრე პ------–---–ი მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე გ------- პ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, ა-–---------- პ------–---–ი იყო მამამისი. 2018 წლის 26 მაისს მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ა-–---------- პ------–---–ის სახლთან იდგა პოლიციის ავტომანქანები. ადგილზე მისვლისას უთხრეს, რომ ა-–---------- პ------–---–ი იყო მოკლული. მოგვიანებით გაიგო, რომ ხსენებული ჩადენილი ჰქონდა მ------ გ--------–---–ს. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მას მამამისი გარდაცვალებამდე ხუთი თვის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა, ა-–---------- პ------–---–ს ორჯერ ჰქონდა წნევა დარტყმული და უჭირდა გადაადგილება, ვეღარ გადაადგილდებოდა ავტომანქანითაც და ვერ დადიოდა ხელჯოხის გარეშე.
მოწმე მ-------- პ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, გარდაცვლილი ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელი სახლის გვერდით. ა-–---------- პ------–---–ი ბოლოს ნახა 2018 წლის 26 მაისს, დილის 08:00 საათზე, რის შემდეგ წავიდა ვენახში, საიდანაც დაბრუნდა საღამოს 8 საათზე, რა დროსაც დაინახა, რომ ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში იდგა ამ უკანასკნელის ავტომანქანა, რომელსაც საბარგული ჰქონდა ახდილი, ხოლო თავად ა-–---------- პ------–---–ი ვერსად დაინახა, რამაც დააეჭვა და შევიდა მის საცხოვლებელ სახლის საძინებელში, სადაც ასევე არ იყო ა-–---------- პ------–---–ი. ამის შემდეგ შეიხედა, სახელოსნოში, სადაც ვ----ფერი საეჭვო ვერ დაინახა. მოგვიანებით ა-–---------- პ------–---–ის სახლთან მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთან ერთადაც თავად შევიდა ეზოში, პოლიციის თანამშრომელმა სახელოსნოში შეანათა ფანარი და თქვა, რომ ა-–---------- პ------–---–ი იყო დაღუპული. მოგვიანებით გაიგო, რომ მკვლელი თავად ჩაბარდა პოლიციას. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---------- პ------–---–ს დარტყმული ჰქონდა წნევა და გადაადგილება უჭირდა და გადაადგილებას ახერხებდა ხელჯოხის დახმარებით, რადგან სრულყოფილად ვერ ხმარობდა კიდურებს, არსად არ მუშაობდა და გარდაცვალებამდე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ავტომანქანას ვეღარ ატარებდა.
მოწმე გ------ ბ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით დღის სამ საათზე, იმყოფებოდა ი--- გ--------–---–-ს ოჯახში, სადაც ასევე მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ------ გ--------–---–-, რომელმაც მოსვლისას ი--- გ--------–---–ს უთხრა, რომ მოკლა მისი შვილის მკვლელი და წავიდა. მან (გ------ ბ---–-–---–მა) მ------ გ--------–---–-ს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, რადგან იგი იყო ძალიან ნასვამი, ხოლო საღამოს გაიგო, რომ ა-–---------- პ------–---–ი სახლში უპოვიათ მოკლული, რის შემდეგაც დაიჯერა, რომ მ------ გ--------–---–- ამბობდა სიმართლეს.
მოწმე რ----- პ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში და მისი მეზობელი იყო ა-–---------- პ------–---–ი. 2018 წლის 26 მაისს, საღამოს, როდესაც სახლში დაბრუნდა, ა-–---------- პ------–---–ის სახლთან დაინახა პოლიციის თანამშრომლები და მეზობლები იყვნენ შეკრებილები და გაიგო, რომ ა-–---------- პ------–---–ი იყო მოკლული და იგი მოკლული ჰყავდა ვინმე გ--------–---–ს, რომლის სახელიც არ ახსოვს. მისივე ჩვენებით დადგენილია რომ ა-–---------- პ------–---–ს ხელჯოხების გარეშე გადაადგილება არ შეეძლო. მისთვის უცნობია სადმე მუშაობდა თუ არა ეს უკანასკნელი. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მან ა-–---------- პ------–---–ი ავტომანქანის საჭესთან დაინახა გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე.
მოწმე რ------ პ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, ა-–---------- პ------–---–ის სახლის გვერდით. 2018 წლის 26 მაისს იმყოფებოდა სახლში და მას ა-–---------- პ------–---–ის სახლიდან ხმაურის ან ჩხუბის ხმა არ გაუგია. მან მოგვიანებით გაიგო, რომ ა-–---------- პ------–---–ი მოკლული ჰყავდა მ------ გ--------–---–ს. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---------- პ------–---–ს დარტყმული ჰქონდა წნევა და უჭირდა გადაადგილება.
მოწმე მ------–---- პ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---------- პ------–---–ი იყო მისი შვილი. 2018 წლის 26 მაისს იგი იმყოფებოდა თავისი ქალიშვილის სახლში, რადგან თვითონ არის ავად და დამოუკიდებლად თავს ვერ უვლის. მოწმის განმარტებით, ა-–---------- პ------–---–ს სამჯერ ჰქონდა ინსულტი გადატანილი, რის გამოც ხელჯოხების გარეშე ვერ გადაადგილდებოდა.
მოწმე ლ---- ხ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, ა-–---------- პ------–---–ის სახლიდან დაახლოებით 40 მეტრის დაშორებით. 2018 წლის 26 მაისს, დღის საათებში იმყოფებოდა სახლში, ა-–---------- პ------–---–ის სახლიდან ხმაურის ან ჩხუბის ხმა არ გაუგია და ა-–---------- პ------–---–ის გარდაცვალების ამბავი გაიგო საღამოს საათებში, პოლიციის მოსვლის შემდეგ.
მოწმე გ--- თ---–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ გ--------–---–- არის მისი დის ქმარი. 2018 წლის 26 მაისს იგი იყო სამსახურში, რა დროსაც მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა მ------ გ--------–---–მა, რომელმაც უთხრა „შენს დას მიხედე, მე მგონი ალიკა (იგივე ა-–---------- პ------–---–ი) მოვკალიო“.
მოწმე მ------ ბ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მაისს იგი იყო მორიგე, რა დროსაც თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანილი იქნა მ------ გ--------–---–-. მოწმის განმარტებით, მან როგორც ექიმმა გასინჯა და შეამოწმა მ------ გ--------–---–- და მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №003608818 დასკვნით დადგენილია, რომ ა-–---------- პ------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული კისრის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობის შედეგად მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებათა (მარჯვენა საძილე არტერია და საუღლე ვენა) გამო. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არანაკლებ 13 საათისა. ა-–---------- პ------–---–ის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ნაკვეთი ჭრილობები კისრის არეში მაგისტრალური სისხლძარღვებისა (მარჯვენა საძილე არტერია და საუღლე ვენა) და ტრაქეიის დაზიანებებით. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 25.05.2018 წელს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---- კ---------–მა დაასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და ავთენტურობა. მოწმემ ასევე დამატებით განმარტა, რომ გვამს კისერში ორი დამოუკიდებელი დაზიანება აღენიშნებოდა, რომელთა ერთი დარტყმით ან გასმით მიყენება არის შეუძლებელი მათი განლაგებიდან გამომდინარე.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №003608818 დასკვნით დადგენილია, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა-–---------- პ------–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- კ--–-----მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ავთენტურობა.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 ივნისის ბილოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №004223218 დასკვნით დადგენილია, რომ ა-–---------- პ------–---–ის სისხლის ნიმუში (ობ. N21; პაკეტი, წარწერით: „...ა-–---------- პ------–---–ი...“) ეკუთვნის O(I), Rh+ ფაქტორს;
პაკეტში წარწერით: „...დანა მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N1) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ N1- ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა-–---------- პ------–---–ს (ობ. N21), ხოლო მინორული წილი მ------ გ--------–---–ს (ობ. N20; პაკეტი, წარწერით „...ნერწყვის ნიმუში აღებული მ------ გ--------–---–-სგან...“). დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მ------ გ--------–---–ს (ობ. N20), ხოლო მინორული წილი - ა-–---------- პ------–---–ს (ობ. N21);
პაკეტში წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქები, ამოღებული ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N3), პაკეტში წარწერით „...მოვარდისფრო ფერის სანთებელა, ამოღებული ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან...“ მოთავსებულ სანთებელაზე (ობ. N4) და პაკეტი წარწერით: „...გატეხილი სიგარეტის ღერი, ამოღებული ა-–---------- პ------–---–ის საცხ. სახლის პირველი სართულიდან...“ მოთავსებულ სიგარეტის ღერზე (ობ. N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–---------- პ------–---–ს (ობ. N21);
პაკეტში წარწერით: „...ფრჩხილის ნიმუში აღებული მ------ გ--------–---–-სგან...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ. N7, 8) არსებული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის მ------ გ--------–---–ს (ობ. N20)
პაკეტში წარწერით: „...ა-–---------- პ------–---–ის ფრჩხილის ნიმუშები...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე ობ. N10 (კონვერტი წარწერით: „...ა-–---------- პ------–---–ის ფრჩხილები მარცხენა მტევანი“) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---------- პ------–---–ს (ობ. N21). ამავე პაკეტში მოთავსებული ფრჩხილების ფრაგმენტებზე - ობ. N9 (კონვერტი წარწერით: „...ა-–---------- პ------–---–ის ფრჩხილები მარჯვენა მტევანი“) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ა-–---------- პ------–---–ს (ობ. N21). ობ. N9-ის გენეტიკურ პროფილში მ------ გ--------–---–-ს (ობ. N20) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
პაკეტში წარწერით „...ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი...“ მოთავსებულ შარვალზე და პაკეტში, წარწერით „... ერთი ცალი მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N11-13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–---------- პ------–---–ს (ობ. N21)
პაკეტში წარწერით: „...ა-–---------- პ------–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N14), მაისურზე (ობ. N15), ქვედა საცვალზე (ობ. N16), ცხვირსახოცზე (ობ. N17) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N18) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–---------- პ------–---–ს (ობ. N21). ამავე პაკეტში მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მბზინავი ზედაპირის მქონე დანაშრევი (ობ. N19) სისხლს არ წარმოადგენს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---- ო-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ავთენტურობა.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივნისის ცოცხალი პირების და გვამების, სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №004016018 დასკვნით დადგენილია, რომ იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო ბარათის მიხედვით მ------ გ--------–---–ს 27.05.2018წ. იზოლატორში მოთავსების დროს კანზე აღენიშნებოდა წარსულში სხვადასხვა დროს მიღებული თეთრი ფერის, უსწორმასწორო რელიეფის მქონე ნაწიბურები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს დაჟეჟილი ჭრილობების შემდგომ და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის ზუსტი დადგენა სამედიცინო საბუთების მიხედვით შეუძლებელია.
იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერების მიხედვით მ------ გ--------–---–ს 2018 წლის 26 მაისს მიღებული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------ კ--------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ავთენტურობა.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №004912918 დასკვნით დადგენილია, რომ მ------ გ--------–---–- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი. მართლსაწინააღდეგო ქმედების (დანაშაულის) ჩადენის დროს მ------ გ--------–---–- არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დავით მაღრაძემ, ნანა დელიბაშვილმა და თინათინ კახაძემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ავთენტურობა.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენბარეთა ექსპერტიზის №006268518 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- პ------–---–ის მარჯვენა ხელის მტევნის ფრჩხილების გადანაჭრებში აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობითი კუთვნილება პაკეტში წარწერით - „...ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი...“ მოთავსებული ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- პ------–---–ის მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილების გადანაჭრებში ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მ------ გ--------–---–-ს მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილის გადანაჭრებში არ აღინიშნება ა-–---------- პ------–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- პ------–---–ის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო-მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომელსაც გააჩნია საერთო გვარეობითი კუთვნილება პაკეტში წარწერით „...ერთი ცალი მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური...“ მოთავსებული მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; - ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომელსაც გააჩნია საერთო გვარეობითი კუთვნილება პაკეტში წარწერით „...ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი...“ მოთავსებული ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- პ------–---–ის მაისური ზედაპირზე არსებული ბოჭკოების მიკრონაწილაკების გამოსაკვლევად უვარგისია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პაკეტში წარწერით „...ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი...“ მოთავსებული ჯინსის შარვლის და პაკეტში წარწერით „ერთი ცალი მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური...“ მოთავსებული მაისურის ზედაპირებზე არ აღინიშნება ა-–---------- პ------–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თეა გოგიბერიძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ავთენტურობა.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ოქტომბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №007155118 დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა წარმოადგენს ცივ იარაღს.
გამოკვლევაზე წარმოდგენილ მაისურს (პაკეტი №FCD 866950) და ჯინსის შარვალს (პაკეტი №FCD 873166) დაზიანება არ აღენიშნება.
„ა-–---------- პ------–---–ის“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (მაისური, შარვალი, ტრუსი, ცხვირსახოცი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) მაისურს აღენიშნება ჭრით განვითარებული დაზიანებები, რომელთაგან წინა მარცხენა მხარეს დაახლოებით გულმკერდის შესაბამის ქვედა მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო შესაკრავი ჭრილის კიდესთან არსებული დაზიანების კვალდამტოვი საგნის მახასიათებლების განსაზღვრა წარმოშობის მექანიზმიდან გამომდინარე, მცირე საინფორმაციო მონაცემების გამო - შეუძლებელია. შარვლის მარჯვენა ტოტზე წინა მხარეს, დაახლებით მუხლის შესაბამის მიდამოში არსებული დაზიანებაში კი არ იქმნება ინფორმაციული ხასიათის ნიშანთა კომპლექი დაზიანების წარმოშობის მექანიზმზე მსჯელობისათვის. ტრუსს, ცხვირსახოცს, ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება. ჭრილობის არხის მიმართულების (ტრაექტორია) განსაზღვრა არ შედის ექსპერტ-ტრასოლოგის კომპეტენციაში.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ო---ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ავთენტურობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ კრიმინალისტებმა გ------- ხ-------–---–მა, ვ---- ნ-----–---–მა და ზა------ ლ--------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა დავით ნეკერაულმა, ლ---- ო------–---–მა, მ-----– ს--------ემ და დ----- ნ-------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
2018 წლის 26 მაისის დანაშაულის აღიარებით გამოცხადების შესახებ ოქმით, დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მაისს, შსს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში გამოცხადდა მ------ გ--------–---–-, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის 26 მაისს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მოკლა ა-–---------- პ------–---–ი.
2018 წლის 26 მაისის შეტყობინებით, მ------ გ--------–---–- 2018 წლის 26 მაისს ბრალის აღიარებით გამოცხადდა შსს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში.
2018 წლის 26 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა სოფელ რუისპირში მდებარე ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელი სახლი და საჩეხი. საჩეხის აღმოსავლეთ კედელზე არსებული კარიდან გასასვლელია მეორე ოთახში, ოთახის შუაგულში დგას "სადურგლო დაზგა", სახერხი დაზგის ძირში, აღმოსავლეთით იატაკზე გულაღმა დგომარეობაში ასვენია მამრობითი სქესის გვამი, ტანსაცმელი დასვრილი აქვს სისხლისმაგვარი ლაქებით და კისრის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში აღენიშნება განივად მდებარე სწორ კიდებიანი ჭრილობა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა დახლოების 25-30 სმ სიგრძის ლურჯტანიანი დანა, რომელიც დასვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით, ვარდისფერი სანთებელა და სიგარეტის ღერი.
2016 წლის 26 მაისის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მ------ გ--------–---–- დაკავებული იქნა 2016 წლის 26 მაისს 21:30 საათზე, შსს გლდანი-ნაძალდევის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების შენობაში და დაკავებისას რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევია.
2018 წლის 27 მაისის ამოღების ოქმის თანახმად მ------ გ--------–---–-სგან ამოღებული იქნა ზედნაცვამი ტანსაცმელი, საიდანაც მაისურს წინა მხარეს აღენიშნება სისხისმაგვარი ლაქები.
2018 წლის 27 მაისის ამოღების ოქმის თანახმად ნ---- თ---–--–---–ისგან ამოღებული იქნა მ------ გ--------–---–-ს ჯინსის შარვალი, რომელსაც აღენიშნება სისხისმაგვარი ლაქები.
2018 წლის 27 მაისის ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ მ------ გ--------–---–-საგან აღებული იქნა ნერწყვის და ფრჩხილების ნიმუშები.
2018 წლის 27 მაისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ა-–---------- პ------–---–ის გვამიდან აღებული იქნა სისხლის, ფრჩხილების და თმის ნიმუშები, ზედნაცვამი ტანსაცმელი.
მ------ გ--------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 25 მაისს იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, რა დროსაც ავტომანქანით გადაადგილდებოდა სოფელში, სადაც სკოლის წინ ტერიტორიაზე ავტომანქანამ აუდუღა წყალი. იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან და რათა აეღო წყალი, ვინაიდან სკოლაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, იგი ინსტიქტურად შევიდა ა-–---------- პ------–---–ის სახლის ეზოში, სადაც მას შეხვდა ეს უკანასკნელი, გაესაუბრნენ ერთმანეთს, გადასცა წყალი, რაც ჩაასხა ავტომანქანაში და წავიდა. მასსა და ა-–---------- პ------–---–ს შორის იყო თბილი საუბარი. ამის შემდეგ 2018 წლის 26 მაისს კვლავ ჩაიარა ა-–---------- პ------–---–ის სახლის წინ, სადაც ეს უკანასკნელი დახვდა, გააჩერა და ჰკითხა ავტომანქანა გააკეთა თუ არა, რაზეც უპასუხა, რომ ეს იყო „კრიშკის“ ბრალი. ამის შემდეგ ა-–---------- პ------–---–მა უთხრა, რომ შეჰყოლოდა სახლში, აჩვენებდა რაღაცას, ვინაიდან იგი იყო ხელოსანი ჩათვალა, რომ სახლში შეჰყავდა ნაწილისათვის. სახლში შევიდნენ საუბრით და ეს საუბარი იყო თბილი, კერძოდ, ეკითხებოდა თუ რითი გარდაიცვალნენ მისი მშობლები და ასე შემდეგ. მისი განმარტებით, სახლში შესვლის შემდეგ, ა-–---------- პ------–---–ს ჰკითხა თუ რა უნდა ეჩვენებინა, რაზეც უპასუხა, კი არ უნდა გაჩვენო, არამედ უნდა გკითხოო, თან დაჯდა მაგიდასთან და ხელში აიღო დანა. სახლში შესვლის შემდეგ ა-–---------- პ------–---–მა ტონი შეცვალა და ეკითხებოდა თუ ვინ დაუწვა მას სახლი, რაზეც პასუხად უთხრა, რომ მას სახლი არ დაუწვია, ხოლო ა-–---------- პ------–---–მა კვლავ უთხრა შენებმა ხომ დამიწვესო. მან ა-–---------- პ------–---–ს უთხრა, ბიძაშვილი მომიკალი, ამდენი ხანი გავიდა და არავის არაფერი გვითქვიაო, რაზეც ა-–---------- პ------–---–მა კვლავ აგრესიულად უპასუხა, შენი ბიძაშვილი ხომ წევს მიწაში და სახლის დაწვის გამო ყველას მიუწვენდა გვერდით. მ------ გ--------–---–-ს განმარტებით, იგი ამ დროს იყო დაძაბული, რადგან ა-–---------- პ------–---–ს ხელში ეჭირა დანა და ეშინოდა, რომ გამოსულიყო ა-–---------- პ------–---–ი აუცილებლად დაარტყამდა დანას, რადგან მას ორი კაცი ჰყავდა მოკლული და საკუთარი ძმა და რძალი დაჭრილი. მან ასევე განმარტა, რომ ა-–---------- პ------–---–ი გადავიდა გინებაზე, უთხრა თუ არაფერ შუაში არ იყო წასულიყო, რა დროსაც დარწმუნა, რომ აუცილებლად დაარტყამდა დანას, რის გამოც შეყოვნდა და არ წამოვიდა, რაზეც ა-–---- პ------–---–ი წამოუხტა და დანა წაიღო დასარტყმელად, მან დაუჭირა ხელი, მაგრამ დანის წართმევა ვერ მოახერხა, მოახრევინა ხელი და ორივე წაიქცა, პ------–---–ი მოექცა ქვემოთ, ხოლო თავად ზემოთ. წაქცევისას ა-–---------- პ------–---–ი დანას ექაჩებოდა თავისკენ, ხოლო თავად ცდილობა წართმევას, ამ ჯაჯგურში, ისე, რომ დანა ა-–---------- პ------–---–ს ეჭირა, ხელში მოხვდა მასვე ყელში, მიუხედავად ამისა, იგი არ ჩერდებოდა და იგინებოდა. ამის შემდეგ ა-–---------- პ------–---–მა დაიწყო ხრიალი და დანას გაუშვა ხელი, ხოლო თავად დანას გაუშვა ხელი და წამოდგა, დანა ამოაძრო ყელიდან, იქვე დააგდო და წამოვიდა. დაურეკა მეუღლეს, წავიდა თბილისში, გამოიცვალა ტანსაცმელი და ჩაბარდა პოლიციას. მასზე თავდასხმა ა-–---------- პ------–---–ს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რაც არ გამოუვიდა და რომ გამოსვლოდა მას არავინ დაიჭერდა, რადგან იტყოდა, რომ თავისთვის იყო სახლში და იქით დაესხნენ თავს. მისი განმარტებით, ა-–---------- პ------–---–ი გადაადგილდებოდა ჩვეულებრივ და მას არანაირი ხელჯოხები არ ჭერია.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მ------ გ--------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, თუმცა ითხოვა შურისძიების მოტივის ამორიცხვა, ვინაიდან მან ა-–---------- პ------–---–ი მოკლა ურთიერთშელაპარაკების და არა ბიძაშვილის მკვლელობისათვის შუარისძიების ნიადაგზე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. პალატამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ------ გ--------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ მ------ გ--------–---–მა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა არა შურისძიების, არამედ ურთიერთშელაპარაკების მოტივით, პალატა განმარტავს: პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: „2018 წლის 26 მაისს, დღის საათებში, მ------ გ--------–---–-, მივიდა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ა-–---------- პ------–---–თან მოუხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც მ------ გ--------–---–მა შურისძიების მოტივით გადაწყვიტა ა-–---------- პ------–---–ის განზრახ მკვლელობა. მ------ გ--------–---–მა ხელში აიღო ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებული დანა, რომლითაც ა-–---------- პ------–---–ს განზრახ მოკვლის მიზნით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. ალექსადნრე პ------–---–ი მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა“.
ამდენად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არაა მითითება, რომ მ------ გ--------–---–- ა-–---------- პ------–---–თან მივიდა ბიძაშვილის მკვლელობისათვის შურის საძიებლად. ამას ადასტურებს ასევე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ის ფაქტიც, რომ მ------ გ--------–---–ს თან კი არ ჰქონდა რაიმე იარაღი, არამედ მან, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ხელში აიღო ა-–---------- პ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებული დანა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ჭრილობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მ------ გ--------–---–მა მისი ბიძაშვილის მკვლელობის გამო, განზრახ, შურისძიების მოტივით ა-–---------- პ------–---–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, არ გამომდინარეობს წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებიდან.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------ გ--------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.
მ------ გ--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ------ გ--------–---–-სათვის სასჯელის შემსუბუქების თობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მსჯავრდებულ მ------ გ--------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელი გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მის პიროვნებას და მიაჩნია, რომ მ------ გ--------–---–-ს მიერ ქმედების აღიარებისა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალის აღიარებით სამართადამცავ ორგანოებში გამოცხადების გათვალისწინებით, მას უნდა შეუმცირდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენში მ------ გ--------–---–-ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: სანთებელა, სისხლისმაგვარი ლაქა, სიგარეტის ღერი, ფრჩხილის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, დანა, თმის ნიმუშები უნდა განადგურდეს; გასაღები, მობილური ტელეფონი, მ------ გ--------–---–-ს ტანსაცმელი, ა-–---- პ------–---–ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს; CD დისკი შენხული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ------ გ--------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
მ------ გ--------–---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.
მ------ გ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 მაისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: სანთებელა, სისხლისმაგვარი ლაქა, სიგარეტის ღერი, ფრჩხილის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, დანა, თმის ნიმუშები განადგურდეს; გასაღები, მობილური ტელეფონი, მ------ გ--------–---–-ს ტანსაცმელი, ა-–---- პ------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს; CD დისკი შენხული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/