განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2020
საქმის ნომერი
010100119003103317
ინსტანცია
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-119-2020 წელი

№010100119003103317

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ------ ფ----------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

რ----- ფ----------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ------–-----------–----–----------------–----------ში, ბათუმის სა-ქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნა-წილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

რ----- ფ----------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რა-მაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართვე-ლოს სსკ- ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არას-რულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 16 ივნისს, საღამოს საათებში, ქ------–-----------–----–----------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში რ-----ი ფ----------ემ თავისი ოჯახის წევრის მი-მართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ მეუღლეს მ------ შ-----ეს თმების მოქაჩვით და ხელის სხეულზე არაერთჯერადი დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო რ----- ფ-----------ისა და მ------ შ-----ის არასრულწლოვანი შვილი ჯ----–- ფ----------ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით რ----- ფ----------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელიც ითხოვს რ----- ფ----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის სასჯე-ლის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, რომლითაც დადასტურდა რ----- ფ----------ის მირ მისთვის წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. აღნიშნულიდან გამომდი-ნარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები არის ურთიერთშეთავსებადი და არ ტოვებს ეჭვის შეტანის საფუძველს რ----- ფ----------ის მი-მართ წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ რ----- ფ----------ის ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა ლევან დავითაძემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2019 წლის 17 ივნისს, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულ მ------ შ-----ის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

საქმეში არსებული, შეტყობინების (რეგისტრაციის №-------) თანახმად, მ------ შ-----ე აცხადებდა, რომ მეუღლე რ-----ი ფ----------ე ცდილობს მის მოკვლას.

საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგე-ნილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემების მიხედვით: მოქალაქე მ------ შ-----ეს სხე-ულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნება.

მოწმის, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--- კ----ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა დაზარალებულ მ------ შ-----ის შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინებაში ეწერა, რომ მისი მეუღლე ახორციელებდა ძალადობას. პოლიციელებთან - გ--------- ხ------ესთან და გ--- გ-----ესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. როდესაც მივიდნენ, ეზოში ქალბა-ტონი ტიროდა, აღელვებული იყო, რ----- ფ----------ეც აღელვებული იყო, ნასვამი, ბავ-შვები ტიროდნენ. ქალბატონმა უთხრა მათ, რომ მეუღლემ ცემა. ბავშვებმაც დაადასტურეს, რომ მამამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას და ცემაო. რ----- შ-----ე იქვე იმყოფე-ბოდა და ადგილზე დააკავეს. გამომძიებელმა ადგილზე შეადგინა დაკავების ოქმი, ბრალ-დებულს განემარტა მისი უფლებები. მათი წამოსვლის შემდეგ კი გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში ჩვენების მიცემისას მოწმემ, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლი-ციის განყოფლების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--- გ-----ემ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა მ------ შ-----ემ და მოწმეებმა დ------ და ჯ----– ფ----------ეებმა პირ-ველი ინსტანციის სასამართლოში გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვეს ახლო ნათესავის – ძალადობაში ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხა-რის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცე-ბულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა რ----- ფ----------ის მიერ მ------ შ-----ის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში შესაბამისად ერთმნიშვნე-ლოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

რ----- ფ----------ის მიერ მ------ შ-----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთი-თებს მხოლოდ ირიბი მოწმეების – გ--- კ----ისა და გ--- გ-----ის ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ მ------ შ-----ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაა-დასტურონ რამდენად უტყუარია მათთვის მ------ შ-----ის მიერ მიწოდებული ინფორმა-ცია.

თავად დაზარალებულმა მ------ შ-----ემ და მოწმეებმა დ------ და ჯ----– ფ----------ეებმა ისარგებლეს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა სასამართლოს ჩვე-ნებები მეუღლისა და მამის – რ----- ფ----------ის წინააღმდეგ. შესაბამისად, სხვა პირდა-პირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ----- ფ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ რ----- ფ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდე-ბის დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცე-ბულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა რ----- ფ----------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულების ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი რ----- ფ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი რ----- ფ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

რ----- ფ----------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს რ----- ფ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განჩინების საფუძველზე ქ. ბ------–---------------------- -ში (ზონა –------------, სექტორი –---, კვარტალი –---, ნაკვეთი –----, კოდი –-------, საკადასტრო კოდი – №-------------------) მდებარე რ-----ი ფ----------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსე-ბული უძრავი ქონების 4000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადა-ღა.

გამართლებულს განიმარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili