განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-122-2020 წელი
№010100119003269829
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
6 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ--------- ი------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ--------- ი------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, რეგისტრირებული ო------------------–----–----------------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–------–------–--–---–--------------ში, მსჯავრდე-ბულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
გ--------- ი------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზი-კური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხ-ლით გათვალისწინებული შედეგი:
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ბ------–---------–--–---–----------ში მდე-ბარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს სახის არეში მუშტის დარ-ტყმით ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------- ი------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მია-ყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს უ-–---- ა----–----ს.
ასევე, 2019 წლის 13 ოქტომბერს, დღის საათებში, გ--------- ი------ემ ქ. ბ------–----------–--–---–----------ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ნასვამ მდგომა-რეობაში მყოფმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს უ-–---- ა----–----ს.
ასევე, 2019 წლის 14 ოქტომბერს, დღის საათებში, გ--------- ი------ემ ქ. ბ------–---------–--–---–----------ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინე-ბაში მყოფ მეუღლეს უ-–---- ა----–----ს.
გ--------- ი------ის მიერ განხორციელებულმა სისტემატურმა ცემამ გამოიწვია უ-–---- ა----–----ს ფიზიკური ტანჯვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ---------- ი------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ--------- ი------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და იგი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯა-ვრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს სასჯელის მიზნებიდან.
საპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა გ--------- ი------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ, რომლებიც შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარ-ჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ--------- ი------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხ-ლის 12 ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--------- ი------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, გაითვალისწინა სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯე-ლის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვ-ლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმე-დების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და გ--------- ი------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯე-ლი – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვლა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 დე-კემბრის განაჩენი გ--------- ი------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ--------- ი------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ--------- ი------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდეს გ--------- ი------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ო------------------–----–----------------–--------ში, რ------------------------ში (ზონა - ო----------------, სექტორი –--–------------, კვარტალი –---, ნაკვეთი –----, კოდი –-------) მდებარე, ვ------- ი------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
გ--------- ი------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 14 ოქტომბრიდან 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულ გ--------- ი------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს შესა-ბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაევალოს მსჯავრდებულს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუ-ყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili