განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-789-2019 წელი
№080100119002992444
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
11 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- თ----------ს,ადვოკატის – მ----- წ---–---ს,მსჯავრდებულის – ბ--- კ-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხი-ლა ბ--- კ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ბ--- კ-----ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირე-ბული ვ--–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ვ----------------------–-----–----ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და შე-ფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ბ--- კ-----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებაში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 იანვარს დაახლოებით 19:00 საათზე, ვ----------–----–----------------–-----–----ში მცხოვრები მამა-შვილი ა----- და ბ--- კ-----ები სახლისაკენ მიმავალ გზაზე შეკამათდნენ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა ბ--- კ-----მა შურისძიების მოტივით განიზრახა მამის, ა----- კ------ის მკვლელობა. ამ მიზნით მან თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ცემა მამა ა----- კ-----ი, რომელსაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგად ა----- კ-----ი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ--- კ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ წ---–---მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ--- კ-----ის მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალ-დების მხარემ ვერ წარმოადგინა ბ--- კ-----ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლი-ობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ--- კ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო საჩივერზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა რ----- თ----------მ, რო-მელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრე-ბული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ბ--- კ-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------ წ---–---ს, რომლებიც ითხოვენ ბ--- კ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ რ----- თ----------ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს გა-საჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე მ------ დ---–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან ა----- კ-----ი ბოლოს ნახა 2019 წლის 23 იანვარს, მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მ------ დ---–-–----–ი, ლ-–- დ---–-–---–ი და ბ--- კ-----ი სვამდნენ ღვინოს, არ ჰქონდათ სიგარეტი და გადაწყვიტეს ა----- კ-----ისათვის ეთქვათ რომ მათთან თუთუნი მოეტანა, რადგან როგორც მათ ბ--- კ-----მა განუმარტა, ა----- კ-----ი ჩამოსული იყო ვანიდან და სიგარეტიც უნდა ჩამოეტანა, სწორედ ამიტომ მ------ დ---–-–---–ი დაუკავშირდა ა----- კ-----ის მეზობელს მ------- ჩ------–---–ს და სთხოვა, რომ ა----- კ-----ისათვის ეთქვა მასთან მისულიყო. დაახლოებით 10-15 წუთში მათთან მივიდა ა----- კ-----ი, თუმცა სიგარეტი არ მიუტანია და უთხრა, რომ სიგარეტის ყიდვა ვერ მოახერხა, ვინაიდან მაღა-ზია დაკეტილი დახვდა, აღნიშნული ბ---ს ეწყინა და ისინი სიტყვიერად შეკამათდნენ, ბ---მ უთხრა რომ სიგარეტისთვის იყო წასული და როგორ არ მიუტანა. ამის შემდგომ ბ--- კ-----მა მამას უთხრა იარაღი მომიტანეო, რაზედაც მ------მ მიუთითა, რომ თუ დალევა უნდოდა დაელია, იარაღზე საუბარი არ იყო საჭირო, რაზედაც ბ--- კ-----მა მას ბოდიში მოუხადა და მამას უთხრა სახლში წასულიყვნენ, მ------ დ---–-–---–მა ისინი გააცილა და მეორე დილით გაიგო, რომ ა----- კ-----ი ხრამში გადავარდნილა, თუმცა გაუკვირდა რადგან ა----- კ-----ი ფხიზელი იყო. სუფრაზე ყოფნისას ა----- კ-----მა დაახლოებით სულ ოთხი ჭიქა ღვინო დალია, ხოლო ბ--- კ-----ი მთვრალი იყო. ბ---მ განუმარტა, რომ როდესაც მისი სახლიდან წამოვიდნენ დაახლოებით 5-10 მეტრში დაშორდნენ ერთმანეთს და ბ--- სახლში წავიდა რათა ცეცხლი დაენთო და ა----- კ------იც მალე მივიდოდა, შემდეგ ნახა, რომ ა-----ი გზაზე იყო გადავარდნილი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- დ---–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ის და ბ--- კ-----ი იმყოფებოდნენ მეზობელ მ------ დ---–-–---–თან, სადაც ცოტა დალიეს და სიგარეტის მოსატანად დაურეკეს ა----- კ-----ს, რომელიც მივიდა, თუმცა სიგარეტი არ მიუტანა და ბ--- კ-----ს უთხრა, რომ ორ დღეში მიდიოდა ვანში და სიგარეტს უყიდიდა. ამის შემდგომ როგორც ლ-–- დ---–-–---–მა განმარტა ის ადრე წამოვიდა, ხოლო ბ--- კ-----ი და მისი მამა ა----- კ-----ი იქ დატოვა. ლ-–- დ---–-–---–ი სახლში მივიდა დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, ხოლო მოგვიანებით დილის ოთხ საათზე მასთან მივიდა ბ--- კ-----ი და უთხრა, რომ მამამისი დაიმტვრა და დახმარება ჭირდე-ბოდა, უნდა მიეყვანა ლ-–- დ---–-–---–თან, რადგან სახლში ვერ მიჰყავდა. შემთხვევის ადგილზე რომ მივიდნენ ა----- კ-----ი მიწაზე იყო დაწოლილი, ბ---მ განუმარტა, რომ მან ამოიყვანა და მიწაზე დასვა. ა----- კ-----ისათვის პულსის გასინჯვა სცადა, თუმცა სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა. აღენიშნებოდა დაზიანებები თავისა და შუბლის მი-დამოში. ა----- კ-----ი მიიყვანეს ლ-–- დ---–-–---–ის სახლში და აღნიშნულის შესახებ მათ გააგებინეს მეზობლებს და აგრეთვე ბ--- კ-----ის დას და სიძეს, რომლებმაც ა----- კ-----ი გადაასვენეს მანქანით. ბ--- კი წავიდა სახლში და თქვა, რომ მოწესრიგდებოდა და შემდგომ წავიდოდა ვანში, სადაც ლ-–- დ---–-–---–იც უნდა წაჰყოლოდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------- ჩ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მას დაურეკა მ------ დ---–-–---–მა და სთხოვა დაეძახა ა----- კ-----ისათვის და ეთქვა, რომ თუთუნი მიეტანა მ------ დ----–-–---–თან. მ------- ჩ------–---–მა დაუძახა მას და შემდგომ გააგრძელა თავისი საქმე, ა----- კ-----მა კი უთხრა რომ წავიდოდა. შემდეგ მასთან მივიდა ლ-–- დ---–-–---–ი და უთხრა, რომ ა----- კ-----ი გარდაიცვალა და დახმარება ჭირდებოდათ, მანქანით უნდა წაეყვანათ სახლში, მ------- ჩ------–---–მა მას უთხრა, რომ მანქანა გაფუჭებული ჰყავდა, თუმცა ისე წაყვებოდა და დაეხმარებოდა, გზად მათ შეხვდათ ბ--- კ-----ი, რომელიც ტიროდა. მ------- ჩ------–---–მა განმარტა, რომ ის მხოლოდ ერთხელ შეესწრო კონ-ფლიქტს მამა-შვილს შორის, სხვა მისთვის ცნობილი არაფერია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ კ-----მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის გარდაცვლილ ა----- კ-----ის და. ბოლოს მან ა----- კ-----ი ნახა 2019 წლის 11 იანვარს, როდესაც მისი შვი-ლის დაბადების დღეზე მათთან მივიდა სტუმრად, მაშინ ბ--- კ-----მა იჩხუბა მამასთან იმ მიზეზით, რომ მას პირობები არ შეუქმნეს, რის გამოც ოჯახი დაენგრა. მამასთან ერ-თად შეურაცხყოფას აყენებდა მამიდებს, მამიდაშვილებს, რის გამოც მ------ კ-----მა მას უთხრა წასულიყო, ა----- კ-----ი კი მასთან დარჩებოდა, ამის შემდგომ ბ--- კ-----ი მა-მას ეუბნებოდა, როგორც კი მოხვალ ყველა ნეკნს და ძვალს დაგიმტვრევო, მეორე დღეს მ------ კ-----მა მის ძმას ურჩია არ წასულიყო, თუმცა არ დაუჯერა და მაინც წავიდა. მოწმის განმარტებით მან იცოდა და ფიქრობდა რომ ბ--- კ-----ი მამას მოკლავდა. მომხ-დარი ფაქტის შესახებ მოწმემ გაიგო მისი ძმის შვილისაგან, რომელმაც დაურეკა და უთ-ხრა, რომ ა-----ი დამტვრეულია, მოწმემ განმარტა, რომ მან მაშინვე გაიფიქრა, რომ არ-სენს ბ--- მოკლავდა, რადგან სულ ემუქრებოდა მამას, არასოდეს უყვარდა ის და ხში-რად ეუბნებოდა წამებაში ამოგხდი სულსო. მოწმის განმარტებით ის დარწმუნებულია, რომ მისი ძმა ა----- კ-----ი მოკლა ბ--- კ-----მა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე, დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ------- კ-----მა ჩვენების მიცემისას გან-მარტა, რომ ბრალდებული ბ--- კ-----ი არის მისი ძმა, ხოლო გარდაცვლილი ა----- კ-----ი მამა. 2019 წლის 24 იანვარს დილის შვიდის ნახევარზე მის მეუღლეს მ--–---- შ----–----ეს დაუკავშირდა მეზობელი დ----- ჩ------–---–ი და აცნობა, რომ ა----- კ------ი გარდაიცვალა. თ------- კ-----ი მეუღლესთან ერთად წავიდა სოფელ ს---–----ში, ლ-–- დ---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში სადაც იყო მამამისის ცხედარი, იქ ნახა ბ--- კ-----ი და ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზედაც ბ---მ უპასუხა, რომ ა----- კ-----ი დაიმ-ტვრა, როდესაც თ------- კ-----მა მას ჰკითხა, რომ ამდენ ხანს არ წაქცეულა და ახლა რა დაემართა, ბ--- კ-----მა არაფერი უპასუხა და თავი ჩახარა. ამის შემდგომ ა----- კ-----ი გადაასვენეს ვანში, თ------- კ-----ის საცხოვრებელ სახლში, შემდეგ მივიდა პოლიცია და გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ხოლო ბ--- კ-----ი და ლ-–- დ---–-–---–ი წაი-ყვანეს პოლიციის განყოფილებაში. თ------- კ-----მა განმარტა, რომ ბ--- კ-----ს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, თუმცა არასოდეს უფიქრია, რომ ადამიანის მოკვლას შეძლებდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ--–---- შ----–----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს, დაახლოებით დილის 08:00 საათზე მასთან მივიდა დ----- ჩ------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ გარდაიცვალა მისი სიმამრი, ა----- კ-----ი, როგორც მან განუმარტა გადა-ვარდა ხრამში. აღნიშნულის შემდგომ მ--–---- შ----–----ე მეუღლე თ------- კ-----თან ერთად მივიდა ვ----------------------–-----–----ში დ---–-–---–ების სახლში, სადაც მიც-ვალებული იმყოფებოდა და გადაწყვიტა თავისთან გადაესვენებინა. მოწმის განმარტე-ბით იმ დროს ბ--- კ-----იც იქ იმყოფებოდა და ტიროდა, როგორც შემდგომ მ--–---- შ----–----ემ მეზობლებისაგან შეიტყო მამა-შვილს ჩხუბი მოუვიდათ, სხვა მისთვის ცნობილი არაფერია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დე-ტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა დ----- ხ---–------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ აღ-ნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო მის მიერ. ვანის რაიონულ სამმართველოში მოწმის სახით გამოკითხა ლ-–- დ---–-–---–ი და ბ--- კ-----ი და მისი მონაწილეობითა და თანხმობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ხოლო ექსპერი-მენტის დასრულებისთანავე დააკავა ბ--- კ-----ი ბრალდებულის სახით, დაკავებუ-ლისაგან აიღო ნიმუშები და შემდგომ წარუდგინა ბრალდება. აგრეთვე გამოკითხა მოწ-მეები, დაათვალიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი, დანიშნა კომპლექსუ-რი, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური მასალისა და მიკრონაწილაკების ექსპერტიზა. დ------ ხ---–------ის განმარტებით ბ--- კ-----ს მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ მიეცა შეთავაზება მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში და მიეთითებინა გამო-ძიებისათვის საინტერესო ადგილები. ბ--- კ-----მა აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა და ამის შემდგომ დ----- ხ---–------ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტზე მოწვეული იქ-ნა ექსპერტები და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. საგამოძიებო ექს-პერიმენტის დაწყებამდე მოწმის სახით დაკითხულ ბ--- კ-----ს წაეკითხა მის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რაც დაადასტურა და დააზუსტა, ამის შემდეგ კი მისი მითითებით გაემართნენ ვ--------------------------–-----–----ის მიმართულებით. პირვე-ლად მივიდნენ მ------ დ---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბ--- კ-----მა მათ განუმარტა, რომ მამასთან და ლ-–-სთან ერთად დალია ღვინო, ამის შემდგომ მ------ დ---–-–---–ის სახლიდან წავიდნენ დაახლოებით 400-500 მეტრში განთავსებულ ჯვარ-თან, სადაც არის ბ--- და ა----- კ-----ების საცხოვრებელი სახლის შესახვევი, სადაც ბ--- კ-----მა მიუთითა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით გაემართა მამასთან ერთად. აღნიშნული შესახვევი წარმოადგენდა მაღალ მიხვეულ-მოხვეულ გზას, რომელიც არის ქვაღორღიანი. დაახლოებით 100-150 მეტრის გავლის შემდგომ, მოსახვევში ბ--- კ-----მა მიუთითა მამამისის ცხედრის ადგილზე. ბ--- კ-----მა ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მოუვიდა მამასთან ჩხუბი, ასევე იმ ადგილზე სადაც დაეცა ა----- კ-----ი, სადაც აღმოაჩინეს სისხლიანი ქვა და ტანსაცმლის საფირმო იარლიყი, აგრეთვე სისხლისმაგ-ვარი ლაქებით. ბ--- კ-----ს მიეცა შეთავაზება გაეკეთებინა დემონსტრირება თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მამა და შვილი როდესაც ჩხუბობდნენ, ბ---მ გააკეთა დემონს-ტრირება და აღნიშნული დასურათებული იქნა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ. მოწ-მის განმარტებით ამის შემდგომ ბ--- კ-----მა მიუთითა მისი სახლის მიმართულებით, დაახლოებით 30 მეტრში, სადაც იყო ფიჩხები შეგროვებული და განმარტა, რომ ამ ად-გილზე მიიყვანა მამამისი და მეტის წაყვანა ვერ შეძლო, რადგან უგონოდ იყო, მას სურ-და გაეთბო, რადგან ეგონა იყო გაყინული და სწორედ ამიტომ ცდილობდა დაენთო ცეც-ხლი. აღნიშნულის შემდგომ ბ--- კ-----ის მითითებით გაემართნენ მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 400-500 მეტრის დაშო-რებით. საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ იქნა სისხლიანი დანა, ბ--- კ-----ის განმარ-ტებით, სწორედ აღნიშნული დანით შემოაჭრა მამის ფეხსაცმელს რეზინი. ასევე მიუთი-თა იმაზე თუ სად გადამალა მისი ტანსაცმელი, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე იქნა ამოღებული. ბოლოს ბ--- კ-----მა მიუთითა ლ-–- დ---–-–---–ის საცხოვრებელ სახლზე, რომელიც მდებარეობს სოფელ ს---–----ში და განმარტა, რომ ლ-–- დ---–-–---–ის დახმარებით მიიყვანა მამამისი მის სახლში. საგამოძიებო ექსპერი-მენტის დასრულების შემდეგ ბ--- კ-----ი დააკავეს ბრალდებულის სახით. საგამო-ძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ბ--- კ-----ი მასში მონაწი-ლეობას იღებდა მოწმის სახით და რაიმე იძულებას, ზეწოლას ან დაშინებას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით თავდაპირველად გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნისათვის. მოწმემ აღნიშნა, რომ ბ--- კ-----ს დაზიანებები ჰქონდა სახისა და ყურის მიდამოში, რაზეც განმარტა, რომ აღნიშნული მიიღო მამასთან ჩხუბის მომენტში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ჩ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 25 იანვარს პოლიციის თანამ-შრომლების, ექსპერტების და ბ--- კ-----ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექს-პერიმენტი, რომელიც დაიწყო ვანის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შე-ნობიდან, რის შემდგომაც ექსპერიმენტში მონაწილე პირები ბ--- კ-----ის მითითებით გაემართნენ მ------ დ---–-–---–ის საცხოვრებელი სახლისაკენ, ბ--- კ-----მა განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სვამდა ღვინოს მ------ დ---–-–---–თან, ლ-–- დ---–-–---–თან და ა----- კ-----თან ერთად, შემდგომ კი მამასთან ერთად წავიდა თავიანთი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, გზაში მოუვიდა შეკამათება მამას-თან და დეტალურად აღწერა ექსპერიმენტში თუ როგორ და რა ვითარებაში ცემა მამა ა----- კ-----ი. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის „იარლიყი“ და ქვა, რომელთაც აღენიშნებოდათ სისხლისმაგვარი ლაქები, შემდგომ ექსპერიმენტში მონაწი-ლე პირებმა გადაინაცვლეს ბ--- კ-----ის საცხოვრებელ სახლში სადაც ნაპოვნი იქნა ბ--- კ-----ის კუთვნილი სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა.
მოწმემ, ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ----- ა------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის 25 იანვარს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც დაიწყო ვანის რაიონული სამმარ-თველოს ადმინისტრაციული შენობიდან, რის შემდგომაც ექსპერიმენტში მონაწილე პირები ბ--- კ-----ის მითითებით გაემართნენ მ------ დ---–-–---–ის საცხოვრებელი სახლისაკენ, სადაც ბ--- კ-----ი სვამდა მ------ და ლ-–- დ---–-–---–ებთან, აგრეთვე არ-სენ კ-----თან ერთად. აღნიშნულის შემდგომ წავიდნენ ბ--- კ-----ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. გზაში, სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ჯვარი, რომლის საპირისპირო მხარეს მიუყვება ტალახიანი გზა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არის ბუნებრივი აირის მილები, სადაც ბ--- კ-----ი შეჩერდა და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე იჩხუბა მამასთან, იქვე აღმოჩენილ იქნა მცირე ზომის ქვა, აგრეთვე თეთრი ფერის იარლიყი რომელთაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები, ბ--- კ-----მა განმარტა, რომ ნაცემი ა----- კ-----ი დატოვა სწორედ ამ ადგილზე. დეტა-ლურად აღწერა თუ როგორ ცემა და განმარტა, რომ სცემდა თავის არეში ორივე მუშტით და შუბლის არეში დაარტყა დაახლოებით სამი-ოთხჯერ. აღნიშნულის შემდგომ გადა-ინაცვლეს ბ--- კ-----ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულ იქნა დასაკეცი და-ნა და ბ--- კ-----ის კუთვნილი სისხლიანი ტანსაცმელი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დე-ტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების გა-მომძიებელმა დ----- ა-------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სისხლის სამართ-ლის საქმეზე მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ლ-–- დ---–-–---–ის საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა 2019 წლის 24 იან-ვარს, რაც მდებარეობს ვ----------------------–-----–----ში დაუსახლებელ ტერიტორიაზე, იქ სადაც ჯვარია განთავსებული და გზა იყოფა ორად. შემთხვევის ადგილის დათვა-ლიერებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, აგრეთვე ლ-–- დ----–-–---–ი, რომელიც მონაწილეობდა მოწმის სახით, რათა მიეთითებინა ადგილები, სა-დაც გარდაცვლილი ა----- კ-----ი იპოვეს. გარკვეულ სივრცეზე 50-60 მეტრის მანძილ-ზე ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც აღინიშნებოდა ქვაზე, ფოთ-ლებზე, ბუნებრივი აირის მილზე. გარდა ამისა შემთხვევის ადგილზე ნახეს და ამოიღეს ტყავის ქურთუკი და ჟილეტი დაზიანებულ მდგომარეობაში, ბოთლი რომელსაც აღე-ნიშნებოდა ნამწვის კვალი. ამის შემდგომ დათვალიერდა ლ-–- დ---–-–---–ის საცხოვ-რებელი სახლი და მან განმარტა, რომ ბ--- კ-----თან ერთად გადაიყვანა ა----- კ-----ი მის საცხოვრებელ სახლში, დახმარების მიზნით, თუმცა როგორც გაირკვა ის უკვე გარ-დაცვლილი იყო. ლ-–- დ---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში იატაკის ზედაპირზე აღმო-ჩენილ იქნა მოწითალო ფერის ლაქები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ----- ზ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 იანვარს მის მიერ ჩატარე-ბულ იქნა ვ----------------------–-----–----ში მდებარე ა----- კ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობდა ა----- კ-----ის შვილი თ------- კ-----ი, სოფლის რწმუნებული მ-----– ხ----–--ე და უბნის ინსპექტორ გამომძიებელი გ------- კ-------ე. მოწმის განმარტებით ჩხრეკის ჩატარება განაპირობა თავად ბ--- კ-----ის გან-მარტებამ იმის თაობაზე, რომ სახლში ინახავდა თავის კუთვნილ ტანსაცმელს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სახლის წინ მინდორზე, ასანთის კოლოფი, ღია აივანზე რეზი-ნის ჩექმები, სარდაფის ტიპის ოთახიდან კაპიუშონიანი სვიტერი, ჯინსის შარვალი, საძინებელი ტიპის ოთახში რეზინის ჩექმები, სვიტერი, შარვალი, წინდები, საცხოვრე-ბელი სახლის ღია სარდაფში აღმოჩენილი იქნა მოყავისფრო ფერის სპორტული სვიტე-რი, რომელზეც აღინიშნებოდა სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, იმავე ადგი-ლას საცხოვრებელი სახლის იატაკზე აღმოჩენილი იქნა მოშავო ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელზეც ასევე შეინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ამოღე-ბული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმო-წერები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–- ფ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2019 წლის 24 იანვარს ჩატარებულია გვამის გარეგნული დათვალიერება და ა----- კ-----ის გვამიდან აღებულ იქნა სისხლის, თმის, ხელის ანაწმენდის და ხელის ფრჩხილების ნიმუშები. როგორც მოწმემ განმარტა გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლ-თხემის და კიდურების მიდამოში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა ბ--- კ-----მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემი-სას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მამასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2019 წლის 23 იანვრის ფაქტთან დაკავშირე-ბით აჩვენა, რომ დაახლოებით 4-5 საათზე ბ--- კ-----ი ლ-–- დ---–-–---–თან ერთად მივიდა მ------ დ---–-–---–ის სახლში, სადაც გაშალეს სუფრა და დაიწყეს ღვინის და-ლევა. რამდენიმე ხნის შემდეგ დაურეკეს ა----- კ-----ს სიგარეტის მოსატანად, ა----- კ------ი მივიდა, თუმცა სიგარეტი ვერ მიუტანა, ბ--- კ-----მა ასევე გაარკვია, რომ ა-----მა ვერ მიუტანა ტყვიები, რომელიც დააბარა, რადგან მეორე დღეს სანადიროდ სურდა წას-ვლა. აღნიშნულის გამო ბ--- კ-----მა მამას უსაყვედურა. რამდენიმე ხანში გადაწყვიტეს წასულიყვნენ სახლში. გზაში ბ--- კ-----ი არკვევდა თუ რატომ ვერ მოუტანა სიგარეტი, რაზეც ა----- კ-----მა განუმარტა, რომ რაც დააბარა სხვა ყველაფერი მიუტანა გარდა სიგარეტისა, რადგან მაღაზია იყო დაკეტილი. ბ--- კ-----ს მამამ უთხრა, რომ სახლში წასულიყო და ცეცხლი დაენთო, თვითონაც მალე მივიდოდა. ბ--- კ-----ი წავიდა სახლ-ში, დაჩეხა შეშა, დაანთო ცეცხლი და შემდეგ ჩაეძინა, რამდენიმე ხნის შემდეგ სიცივი-საგან გაეღვიძა, მამა მოიკითხა და ნახა, რომ სახლში არ იყო. გადაწყვიტა წასულიყო მოსაძებნად, გაიარა ცოტა მანძილი და შენიშნა ქურთუკი, გარკვეული მანძილის გავლის შემდგომ შენიშნა მაისური და იქვე მიწაზე იწვა ა----- კ-----ი, წამოწია ხელით და ჰკითხა თუ რა სჭირდა, რაზეც მამამ რაღაც გაურკვევლად უპასუხა. დააპირა სახლში წაეყვანა, გაიარეს რამდენიმე ნაბიჯი, თუმცა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება, რის გამოც ლ-–- დ---–-–---–თან წავიდა დახმარების სათხოვნელად. როდესაც უკან დაბრუნდნენ ლ-–- დ---–-–---–მა უთხრა, რომ ა----- კ-----ი შეციებული იყო და ცეცხლი დაენთო, თუმცა ბ--- კ-----მა ცეცხლის დანთება ვერ შეძლო. ა----- კ-----ი წაიყვანეს ლ-–- დ---–-–---–ის სახლში, მისვლის შემდეგ ნახეს, რომ ა-----ი გარდაცვლილი იყო. ბ--- კ-----ი სახლში დაბრუნდა, რათა ტანსაცმელი გამოეცვალა, სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა, იქვე ეზოში, სახლის ქვემოთ დატოვა და ლ-–- დ---–-–---–თან ერთად წავიდა ვანში. ადგილზე მისვლიდან რამდენიმე წუთში მივიდა სასწრაფო დახმარება, პოლიცია და ექსპერტები. პოლიციას განუმარტა, რომ ა----- კ-----ი პირველად თავად ნახა, რის გამოც ის გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას აკეთებდა იმასაც, რასაც პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ დააკავეს. ბ--- კ-----ის განმარტებით ა----- კ-----ისათვის მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და შესაძლებელია მას დაზიანება სხვა პირმა მიაყენა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება 2019 წლის 24 იანვარს ვ----------------------–-----–----ში ა-----ი კ-----ის გარდაცვალების ფაქტზე.
საქმეში არსებული, დანაშაულის შესახებ №185854 შეტყობინების თანახმად 2019 წლის 24 იანვარს 11:45 საათზე, მ--- კ-----ისაგან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ვანის რა-იონის სოფელ ს---–----ში საეჭვო ვითარებაში, შესაძლოა ცემის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი.
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმარ-თველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემ-წე-გამომძიებელ დ----- ა-------–--ის მიერ 2019 წლის 24 იანვარს 18:00 საათიდან 19:30 საათამდე დროის პერიოდში მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს ვანის რაონის სოფელ ს---–----ში ე.წ „დ---–-–---–ების“ უბანში. უშუალოდ გზის კიდიდან - გზაგასაყარიდან 5 მეტრის მოშორებით გზის პირას ხელმარჯვნივ მიწაზე აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის რეზინის ჩექმა, რომელსაც ვიზუალურად ეტყო-ბა სავარაუდო გადაჭრის კვალი, რეზინის ჩექმა მნიშვნელოვნად მოსვრილია ნიადაგის მაგვარი ფენით, ხოლო ჩექმის ზედაპირის წინა ნაწილი მოსვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით. დათვალიერებისას მოსახვევიდან 19 მეტრის მოშორებით გზიდან ხელმარ-ჯვნივ აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები მოყავისფრო ფერის ფოთლებზე და ქვებზე. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის ქვები და ფოთლები, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლისმაგვარი ლა-ქები. აღმართზე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ მოშავო ფერის რეზინის ჩექმის ყელი, რომელიც გადაჭრილია არათანაბრად, დათვალიერება გაგრძელდა იმავე მიმართულე-ბით, რეზინის ჩექმის ფრაგმენტიდან 3.5 მეტრში აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის ტყავის ქურთუკი, წინ ელვაშესაკრავით, რომელსაც საყელოსთან და წინა ზედაპირზე აღენიშ-ნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ქურთუკის გვერდით მიწაზე დევს ნაჭრის მოლურჯო ფერის ელვაშესაკრავიანი ჟილეტი, რომლის სარჩულიც დაზიანებუ-ლია, საიდანაც მოსჩანს ჟილეტის მოთეთრო ფერის ბამბისმაგვარი შიგთავსი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვა-ლიერებაში მონაწილე ლ-–- დ---–-–---–მა განმარტა, რომ სწორედ ხსენებულ ადგილზე ქურთუკის, ჟილეტისა და ბოთლის ნამწვავის აღმოჩენის ლოკაციასთან მიწაზე იწვა ა----- კ-----ი, რომლის წამოსაყვანადაც იგი აწ გარდაცვლილი ა----- კ-----ის ვაჟმა ბ---- კ-----მა მიიყვანა. ზემოთ მითითებული ადგილიდან ერთი მეტრის მოშორებით გზის პირთან აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის თავსახურიანი პლასტმასის გამჭვირვალე ბოთლი ეტიკეტის გარეშე, რომელსაც შუა ნაწილში აღენიშნება სავარაუდოდ თერმული დაზიანების გამჭოლი კვალი ცალ მხარეს, რომელშიც მოსჩანს ასანთის ღერის ნამწვი, იქვე აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის ზონარი, რომლის ბოლოებიც შეკრულია პლასტმა-სის მცირე ზომის სამაგრით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.
მოწმემ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დე-ტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების გამომძიებელმა დ----- ა-------–--ემ და ექსპერტმა გ------- ა-–------ემ პირველი ინს-ტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს აღნიშნული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ა----- კ-----ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე სათავ-სოების ჩხრეკის ოქმის თანახმად - 2019 წლის 24 იანვარს 19:40 საათიდან 20:50 საათამდე დროის პერიოდში ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომ-ძიებელ ბ-----ი ზ------ის მიერ ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულ იქნა: ეზოში, მინდვრის საფარზე აღმოჩენილი ასანთის კოლოფი; საცხოვრებელი სახლის წინა აივნი-დან მოშავო ფერის ერთი ცალი რეზინის ჩექმა, რომლის ყელში მოთავსებულია ორი წყვილი მოშავო-მონაცრისფრო ფერის წინდა; საკუჭნაოს ტიპის ოთახიდან მოშავო ფე-რის ნაჭრის კაპიუშონიანი ქურთუკი, ქურთუკს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის-მაგვარი ლაქები; იმავე საკუჭნაო ოთახიდან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელზეც შეინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები; საძინე-ბელში არსებული პატარა ზომის მოთეთრო ფერის მაგიდიდან ამოღებულ იქნა სვიტერი რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები; იმავე მაგიდიდან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის სპორტული სვიტერი, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები; აღნიშნულ საძინებელ ოთახში არსებული სავარძლის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მორუხო ფერის შარვალი; იმავე სავარძლის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილი ნაქსოვი წინდა; ასევე მოლურჯო ფერის სპორტული შარვალი; სავარძლის გვერდით იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი წყვილი მოშავო ფერის რეზინის ჩექმა; ა----- კ-----ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საცხოვრებელი სახლის მარჯვენა მხარეს, იატაკის ქვეშ ღია სარდაფში ნაპოვნი იქნა მოყავისფრო ფერის სპორტული სვი-ტერი, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანების კვალი და შეინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები; იმავე ადგილზე აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლის-მაგვარი ლაქები.
საქმეში არსებული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად - 2019 წლის 25 იან-ვარს 00:55 საათიდან 04:00 საათამდე დროის პერიოდში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთ-რებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დ----- ხ---–-------ის მიერ ვანის რაიონული სამმართველოს შენობაში მოწმე ბ--- კ-----ს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეთა თანდასწრებით წაეკითხა 2019 წლის 24 იანვარს, მოწმის სა-ხით გამოკითხვის დროს გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია და მიეცა შეთავა-ზება საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით, ჩვენების ადგილზე შემოწმებით დაედასტურე-ბინა და ადგილზე მიეთითებინა გამოძიებისათვის საინტერესო ადგილებისათვის. მოწ-მე ბ--- კ-----მა განმარტა, რომ სრულად ეთანხმება მის მიერ 2019 წლის 24 იანვარს მოწ-მის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას და თანახმაა დაადასტუროს ჩვენების ადგილზე შემოწმებით. ამის შემდგომ ბ--- კ-----ის მითითებით წავიდნენ ვ-----------------------–-----–----ის მიმართულებით, სოფელ ს---–----ში ცენტრალური საავ-ტომობილო გზიდან გადაუხვიეს მარჯვენა მხარეს მდინარე ს---–----ზე გადასასვლელ საავტომობილო ხიდზე და გააგრძელეს მოძრაობა ქვაღორღიან მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე. 1400-1500 მეტრი მანძილის გავლის შემდგომ მოწმე ბ--- კ------ის მითითებით ავტომანქანა შეაჩერეს მარჯვენა მხარეს მდებარე ერთ-ერთ მოსახლეს-თან, რომელიც ბ--- კ-----ის განმარტებით არის მ------ დ---–-–---–ის სახლი, სადაც მან ა----- კ-----თან, ლ-–- დ---–-–---–თან და სახლის მეპატრონე მ------ დ---–-–---–-თან ერთად დალია ღვინო. ბ--- კ-----მა მიუთითა მ------ და ლ-–- დ---–-–---–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელ ლითონის კონსტრუქციის ჭიშკარზე და გან-მარტა, რომ აღნიშნულ ჭიშკრამდე გამოაცილა მ------ დ---–-–---–მა მამამისთან ა----- კ-----თან ერთად, იქვე მიუთითა მეორეხარისხოვანი გზის გაგრძელებაზე და განმარტა, რომ სახლის მიმართულებით მამასთან ერთად წავიდა ამ გზით. დაახლოებით 400-500 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ მივიდნენ ლითონის თეთრი ფერის შეღებილ ჯვართან, რომელიც დადგმულია დიდი ზომის მომრგვალო ფორმის კლდის ლოდზე. აღნიშნული ჯვრის გასწვრივ, საპირისპირო მხარეს არის შესახვევი და წარმოადგენს აღმართს, ხოლო გზა ტალახიანია. ბ--- კ-----მა მიუთითა აღნიშნული შესახვევისკენ და განმარტა, რომ მისი და აწ გარდაცვლილი მამის ა----- კ-----ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აღნიშნულ შესახვევში. მითითებული შესახვევის დასაწყისიდან საგამო-ძიებო ექსპერიმენტში მონაწილენი ფეხით გაემართნენ ბ--- კ-----ის სახლის მიმართუ-ლებით, დაახლოებით 100-150 მეტრი მანძილის გავლის შემდგომ ბ--- კ-----ის მითი-თებით შეჩერდნენ სავალი ნაწილის კიდესთან. გზიდან მარჯვენა მხარეს არის ხევი და ციცაბო დაღმართი, ხოლო მარცხენა მხარეს არის მთა-გორა. მარჯვენა მხარეს გზას რამდენიმე მეტრის მანძილზე გასდევს ბუნებრივი აირის მილი, რომელიც მიწიდან დაახლოებით 1,0 მეტრი სიმაღლეზე არის დამონტაჟებული. ბ--- კ-----მა მიუთითა სა-ვალი გზისა და ბუნებრივი აირის ლითონის მილებს შორის ქვიან, ფოთლოვან და ბალახით დაფარულ ადგილზე რა დროსაც განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე სცემა მამამისი ა----- კ-----ი და ამ ადგილზე მიატოვა წაქცეული. ასევე განმარტა, რომ შუა ღამით, როდესაც წავიდა მამის საძებნელად ამ ადგილზე ნახა იგი, რომელსაც გახდილი ჰქონდა ქურთუკი და ჟილეტი. მოწმე ბ--- კ-----ს მიეცა შეთავაზება გაეკეთებინა დემონსტრირება თუ რა გარემოებებში სცემა მისი მამა ა----- კ-----ი. მოწმე ბ--- კ-----ი დადგა საავტომობილო გზის უკიდურეს მარჯვენა კიდესთან, ხოლო მისი მითითებით მის წინ 40-50 სმ-ის დაშორებით დადგა მისი მამის ა----- კ-----ის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე დ----- ა------ე, ერთმანეთის პირისპირ. ბ--- კ-----ი არის აღმართის მხარეს, ხოლო დ----- ა------ე დაღმართის მხარეს. ბ--- კ------მა მოიმარჯვა ორივე მუჭი და იქვე გააკეთა დემონსტრირება თუ რა მდგომარეობაში სცემდა მის მამას. განმარტა, რომ 3-4-ჯერ დაარტყა თავის და შუბლის არეში ორივე მუჭი, რის შედეგად მამამისი წაიქცა, დ----- ა------ე მისი მითითებით გადაიწა უკან დაღმართის მხარეს, რა დროსაც განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში დაეცა მამამისი ძირს, როდესაც მას რამდენჯერმე ჩაარტყა მუჭი თავისა და შუბლის არეში. ბ--- კ-----ის მიერ მითითებულ ადგილზე აღმოჩენილ იქნა სისხლიანი ქვა, აგრეთვე შემაღლებულ ბორცვ-ზე აღმოჩენილ იქნა მოთეთრო ფერის საფირმო იარლიყი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. ამის შემდგომ ბ--- კ-----ის მითითებით მივიდნენ დაახლოე-ბით 20 მეტრის მანძილით მოშორებულ აღმართის მკვეთრ მოსახვევთან, სადაც ასევე გზის კიდეზე გაყვანილია ბუნებრივი აირის მილი, მოწმე ბ--- კ-----მა მიუთითა მკვეთ-რი მოსახვევის კუთხეში და განმარტა, რომ ამ ადგილამდე მიიყვანა მამამისი, როდესაც შუა ღამით აღმოაჩინა წაქცეული. იქვე მიუთითა ეზოს კიდეზე შეგროვებულ ხის პატარა ტოტებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ტოტები შეაგროვა ცეცხლის დასანთებად და მამის გასათბობად, რადგანაც ფიქრობდა, რომ ის იყო გაყინული, ასევე ამ ადგილზე და-ნით შემოჭრა „ვალინკი“ მამას კოჭის დონემდე, რადგანაც ეგონა, რომ ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ამის შემდგომ ბ--- კ-----მა მიუთითა მისი საცხოვრებელი სახლის ხის აივნის შესასვლელთან და განმარტა, რომ როდესაც სახლში მივიდა ტანსაცმლის გამოსა-ცვლელად მამამისის კუთვნილი ერთი ცალი „ვალინკი“ დადო მითითებულ ადგილზე. იქვე მიუთითა საკუჭნაო ოთახში საწოლის ლეიბზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ად-გილზე დადო მისი კუთვნილი ქურთუკი და ჯინსის შარვალი, აგრეთვე მიუთითა ოთახ-ში არსებულ მაგიდაზე რომელზეც მისი განმარტებით დააწყო მამის ა----- კ-----ის ტანსაცმელი, იქვე მიუთითა საწოლის თავთან კუთხეში არსებულ პატარა კარადის ზედაპირზე რომელზეც დევს გასაშლელი ჯაყვა-დანა და განმარტა, რომ აღნიშნული დანით შემოაჭრა ცალ ფეხზე მამას „ვალინკი“, დანაზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, შემდეგ მიუთითა სახლის უკან სახლის იატაკსა და მიწას შო-რის არსებულ ცარიელ ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე შეყარა ტანსაც-მელი და ქუდი, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს და იყო სისხლიანი.
საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2019 წლის 25 იანვარს 04:05 საათზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენ-ტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფი-ლების დეტექტივ გამომძიებელ დ----- ხ---–------ის მიერ ვ----------------------–-----–----ში გ------ დ---–-–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--- კ-----ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ბ--- კ-----ს დაკავებისას ნიკაპზე აღენიშნება მოყავისფრო ფუფხით დაფარული დაზიანება, სახეზე მარჯვენა და მარცხენა ყურებთან აღენიშნება დაზიანებები სიწითლის სახით, მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებზე აღენიშნება დაზიანებები ნაკაწრების სახით, ორივე მხრების ზედაპირზე აღენიშნება დაზიანებები სიწითლის სახით, მარცხენა თვალის არეში აღენიშნება დაზია-ნება სილურჯის სახით.
საქმეში არსებული, გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად - დათვალიერება ჩატარდა 2019 წლის 24 იანვარს 22:25 საათიდან 23:00 საათამდე დროის პერიოდში ვანის რაი-ონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ი-----–- ფ-----ის მიერ. გვამს გარეგნულად აღენიშნება უსწორო კიდეებიანი ჭრილობები, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები შუბლ-თხემის, კეფის, სახის, ზემო და ქვემო კიდურების მიდამოებში.
საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად - 25.01.2019 წელს 07:20-07:35 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ბ--- კ-----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევე-ბის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონა-ცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის (საგნე-ბის) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანება-თა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდე-გებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად - მოქ. ა-----ი კ-----ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითა-რებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დროის შუალედი დაახლოებით 20 საათისა. მოქ. ა-----ი კ-----ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: უსწოროკიდეები-ანი ჭრილობები ნიკაპქვედა მიდამოში მარცხნივ, მარცხენა წარბის რკალზე, შუბლის მიდამოში მარჯვნივ, მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე, კეფის მიდამოში მარჯვ-ნივ და თხემის მიდამოში მარცხნივ. მრავლობითი ნაჭდევები შუბლ-თხემისა და სახის მიდამოში თითქმის მის მთლიან ფართზე, სისხლჩაქცევებით თავის ქალას რბილი საფა-რის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემ-ში და მოგრძო ტვინში. თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპე-ბით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგე-ბიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. გარდა აღნიშნულისა მოქ. ა-----ი კ-----ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე III-IV-V-VI ნეკნების და მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე III-IV-V-VI-VII-VIII ნეკნების მოტეხილობები, პარიესული პლევრის მთლიანობის დარღვევის გარეშე, ირგვლივ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ქვეშ - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფე-ბიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. მოქ. ა-----ი კ-----ის გვამის გამოკვლევით ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მრავლობითი სისხლ-ნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ნაჭდევები მარცხენა ტერფის უკანა ზედაპირზე ბორცვის, პირველი და მეორე თითების უკანა ზედაპირების თითქმის მათ მთლიან ზედაპირზე - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდ-ში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტი-ზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანე-ბათა მსუბუქ ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. მიღებული დაზიანებების შედეგად ა-----ი კ-----ს შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები (ეყვირა, ემოძრავა) მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას.
ექსპერტმა გ-- გ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკით-ხვისას დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ბ--- კ-----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება და ბ--- კ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადა-კვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 111-117-ე მუხლის მეორე ნაწილზე.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ--- კ-----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე.
მართალია სასამართლო სხდომაზე ბ--- კ-----მა უარყო მამის – ა----- კ-----ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ შესაძლებელია მას და-ზიანება სხვა პირმა მიაყენა, თუმცა პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემო-ებებს:
მოწმის სახით დაკითხულმა მ------ დ---–-–---–მა განმარტა, რომ მის სახლში ბ--- კ-----სა და ა----- კ-----ს შორის მოხდა მცირე ინციდენტი სიგარეტის მიტანასთან და-კავშირებით, თუმცა მალე განიმუხტა და მამა-შვილი ბ--- და ა----- კ-----ები ერთად წავიდნენ სახლში.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ოქმზე თანდართული ფოტოსურათებით დას-ტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ბ--- კ-----მა მიუთითა ის ადგილი, სადაც მოუვიდა მამასთან შეკამათება და გააკეთა დემონსტრირება, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მამა-შვილი, როდესაც ჩხუბობდნენ.
მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივ-გამომძიებელმა დ----- ხ---–------ემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა გ------- ჩ-------ემ და დ----- ა------ემ აჩვენეს, თუ როგორ მიუთითა ბ--- კ-----მა მამის ცემის ადგილი და რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩე-ნილი იქნა ქვა, სისხლისმაგვარი ლაქებით.
აღნიშნული მტკიცებულებებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახლისკენ მიმავალ ა----- კ-----ს და ბ--- კ-----ს მოუვიდათ შელაპარაკება და რომ სხეულის დაზიანებები ა----- კ-----ს სწორედ შვილმა – ბ--- კ-----მა მიაყენა.
ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება ბ--- კ-----ის ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბ--- კ-----ს ბრალი დაედო იმისთვის, რომ 2019 წლის 23 ივნისს 19:00 საათზე ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა, შურისძიების მოტივით განიზრახა მამის, ა----- კ-----ის მკვლელობა. ამ მიზნით მან თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებითა და ფეხებით ცემა მამა – ა----- კ-----ი, რომელსაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც ა----- კ-----ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება (და ასეთს არც ბრალდება ედავება), რომ ბ--- კ-----მა მამას – ა----- კ-----ს დაზიანებები მიაყენა იარა-ღად რაიმე საგნის გამოყენებით.
საქართველოს სისხლის სამართლის თანამედროვე მეცნიერებაში მკვლელობა განმარტე-ბულია როგორც სხვისი სიცოცხლის მართლსაწინააღმდეგო და განზრახი მოსპობა.
იმ საკითხის დასადგენად, ამოძრავებდა თუ არა ბ--- კ-----ს მამის – ა----- კ-----ის მოკვლის განზრახვა, სააპელაციო პალატა აანალიზებს საქმეში არსებულ მტკიცებუ-ლებებს და მიაჩნია, რომ ბ--- კ-----ი მოქმედებდა სხეულის მძიმე დაზიანების განზ-რახვით და არ ითვალისწინებდა სიკვდილის დადგომის შესაძლეობლობას.
საქმის მასელბით დადგენილია, რომ ბ--- კ-----მა ხელებითა და ფეხებით სცემა მამა – ა----- კ-----ი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ბ--- კ-----მა კი მიუთითა, თუ რა ადგილას მოუხდა შეკამათება მამასთან და დემონსტრი-რება გააკეთა როგორ სცემა იგი ხელებითა და ფეხებით. მიუთითა ის ადგილიც, სადაც წაიქცა ა----- კ-----ი. შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა ქვა სისხლისმაგვარი ლაქებით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ა----- კ-----ის გვამზე აღინიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგი-ლებში, თუმცა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებს მიეკუთვნება თავის არეში მიყენებული დაზიანებები, რამაც ა----- კ-----ის სიკვდილი გამოიწვია.
მოწმის სახით დაკითხული ლ-–- დ---–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ დილის ოთხ საათზე მასთან მივიდა ბ--- კ-----ი და უთხრა, რომ მამამისი დაიმტვრა და დახმარება ესაჭიროებოდა, რომ ა----- კ-----ი წაიყვანეს მის (ლ-–- დ---–-–---–ის) სახ-ლში და ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ იგი უკვე გარდაცვლილი იყო.
მოწმე მ------- ჩ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ როდესაც ლ-–- დ---–-–---–-მა სთხოვა, რომ დახმარებოდა მანქანით ა----- კ-----ის სახლში გადასვენებაში, ბ--- კ-----ი ტიროდა.
ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ბ--- კ-----ის ქმედებაში არ დასტურდება განზრახ მკვლელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსე-ბობა. კერძოდ: ბ--- კ-----ის დამოკიდებულება გარდაცვლილთან – ისინი მამა-შვილი იყვნენ; მათ შორის წამოჭრილი კონფლიქტის უმნიშვნელო ხასიათი – წაკამათდნენ სი-გარეტის თაობაზე, რაც მალევე განიმუხტა; დანაშაულის ჩადენის იარაღი - ბ--- კ-----ს არ გამოუყებნებია იარაღად რაიმე სხვა საგანი, არამედ სცემა მამა ხელებით და ფეხით; დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი – ა----- კ-----ი წაიქცა და ბ--- კ-----მა თავი დაანება მას; დამნაშავის ქცევა ქმედების შემდეგ – ბ--- კ-----ი, რომელსაც ეგონა ა----- კ-----ი ცუდად იყო სიცივის გამო, ცდილობდა გონს მოეყვანა იგი და მეზობელს – ლ-–- დ---–-–---–ს მიმართა დახმარებისათვის – მიუთითებს, რომ ბ--- კ-----ი არ მოქმედებდა ა----- კ-----ის მოკვლის განზრახვით, არამედ მისი განზრახვა მიმარ-თული იყო ა----- კ-----ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისაკენ. შესაბამისად სა-აპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ ითვალისწინებდა და არც შეეძლო გაეთვა-ლისწინებინა, რომ მის მიერ ჩადენილ ქმედებას მოჰყვებოდა ა----- კ-----ის სიკვდილი.
ამდენად ბ--- კ-----ის ქმედება111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 111-117-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით და სასჯელი განესაზღვროს მატერიალური ნორ-მით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ბ--- კ-----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს ბ--- კ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებუ-ლის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ ბ--- კ-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლია-ნობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბ--- კ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართ-ლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ბ--- კ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 111-117-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ბ--- კ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებულია.
ბ--- კ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 25 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებუ-ლი მოშავო ფერის რეზინის გადაჭრილი ცალი ჩექმა; მოყავისფრო ფერის ფოთლები და ქვები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის მორუხო ფერის ქვა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა; მოშავო ფერის რეზინის ჩექმის გადაჭრილი ყელი; მოწითალო ფერის თავსახურიანი პლასტმასის გამჭვირვალე ბოთლი და ასანთის ნამწვის ღერები და მცირე ზომის მოშავო ფერის ზონარი; ვ----------------------–-----–----ში მდებარე ლ-–- დ---–-–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; ბ--- კ-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ქვა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით; ტანსაცმლის საფირმო იარლიყი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით; გასაშლელი დანა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით; ა----- კ-----ის საცხოვ-რებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ასანთის ცარიელი კოლოფი; ა----- კ-----ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში; ხელის ანაწმენდები და ხელის ფრჩხილები; თმის და კანის ნახჭის ანაბეჭდის ნიმუშები; ბ--- კ-----ისაგან, მ------ დ---–-–---–ისაგან და ლ-–- დ---–-–---–ისაგან აღებული ხელის ანაწმენდის ნიმუშები; ხელის ფრჩხილის ნიმუშები და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულებები – მოშავო ფერის ტყავის ქურთუკი, მოწითალო ფერის სის-ხლისმაგვარი ლაქებით; ნაჭრის მოლურჯო ფერის ჟილეტი, მოწითალო ფერის სისხ-ლისმაგვარი ლაქებით; მოშავო ფერის ერთი ცალი რეზინის ჩექმა და ორი წყვილი მოშა-ვო-მონაცრისფრო ფერის წინდა; მოშავო ფერის ნაჭრის კაპიუშონიანი ქურთუკი და მო-ლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით; ორი სვიტერი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; მორუხო ფერის შარვალი; ერთი წყვილი ნაქსოვი წინ-და; მოლურჯო ფერის სპორტული შარვალი და ერთი წყვილი მოშავო ფერის რეზინის ჩექმა; მოყავისფრო ფერის სპორტული სვიტერი და მოშავო ფერის ნაქსოვი ქუდი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ბ--- კ-----ისაგან, მ------ დ---–-–----–ისაგან და ლ-–- დ---–-–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
marina siraZe