განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2020
საქმის ნომერი
020100118002687449
ინსტანცია
თარიღი
20.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-4-2020 წელი

№020100118002687449

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

11 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ანა ა-------ს,ადვოკატების – ი----- ჯ---–--ს, ი--- შ-----ს,მსჯავრდებულის – დ----- კ-----–---–--ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა დ----- კ-----–---–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქ-მე.

დ----- კ-----–---–--, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ზ--------–---------–--------------–--–------------------–--------–--------–--–-----------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართ-ლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა 06 (ექვსი) თვის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

დ----- კ-----–---–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის განადგურებისათვის, რამაც მნიშვნე-ლოვანი ზიანი გამოიწვია

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 სექტემბერს, საღამოს საათებში ქ. ზუგდიდში, კუიბიშევის ქუჩაზე დ----- კ-----–---–--მ, გაბრაზებულმა იმით, რომ სახლში ვერ იპოვა ალკოჰოლური სასმელი ხელით და ხის ჯოხით ჩაამტვრია დედის ზ---- პ---------ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ფანჯრების მინები, რითაც დედას – ზ---- პ---------ს მიაყენა 190,13 ლარის ზიანი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ----- კ-----–---–--მ და მისი ინტერესების დამ-ცველმა ადვოკატებმა ი----- ჯ---–--მ და ი--- შ-----მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ დ----- კ-----–---–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნივთი კი, რომლის დაზიანებასაც ბრალდების მხარე ედავება დ----- კ-----–---–--ს, რეგისტრირებულია მის სახელზე და ზ---- პ---------სი არასდროს ყოფილა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ დ----- კ-----–---–--ს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატებს ი----- ჯ---–--ს და ი--- შ-----ს, რომლებიც ითხოვენ დ----- კ-----–---–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ანა ა-------ს, რომელიც გასაჩივრებულ განა-ჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლე-ლად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, პროცესის მონაწილე მხარეებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული, 2018 წლის 3 ოქტომბერს შედგენილი №----- შემაკავებელი ორდე-რით და ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ----- კ-----–---–--მ ხელით და ჯოხით ჩაამტვრია ზ---- პ---------ს საც-ხოვრებელი სახლის მინები.

აღნიშნული შემაკავებელი ორდერის მოქმედება შეწყდა დ----- კ-----–---–--ს სარჩე-ლის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადა-წყვეტილებით დ----- კ-----–---–--ს და ზ---- პ---------ს შერიგების გამო, რაც დაფიქ-სირდა მათ ერთობლივ განცხადებაში.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ბრალდებულ დ----- კ-----–---–--ს ჩვენებით (19.11.2019 წ სხდომის ოქმი), მოწმეების თამარ კ-----–---–--ს და ია ჭუმბურიძის (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ნ--- პ---------ს და ი---–- ქ------–--ს (13.11.2019 წ სხდომის ოქმი), გამომძიებელ ი-----–- ხ-----–-----ს ჩვენებით (19.11.2019 წ სხდომის ოქმი), დ----- კ-----–---–--ს დაბადების სააქტო ჩანა-წერით (ტ.1, ს/ფ 69), 2018 წლის 3 ოქტომბრის №------ შემაკავებელი ორდერით (ტ.1, ს/ფ. 148), 2018 წლის 3 ოქტომბრის №------ შემაკავებელი ორდერის ოქმით (ტ.1, ს/ფ 149), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ტ.2, ს/ფ 7).

საქმეში არსებული, 2019 წლის 24 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დას-ტურდება, რომ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი –-------------, მისამართი: ე-----–--------------–--–------------–--------–--------–--–-------- 2018 წლის 22 ოქტომბრიდან დარეგისტრირდა დ----- კ-----–---–--ს საკუთრებაში. რეგისტრაციის საფუძველია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იური-დიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთ-რების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს გაცემული №--- საკუთრების უფლების მოწმობა.

(ტ.2. ს/ფ 10)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს 2019 წლის 19 სექტემბრის №--------- დასკვნის თანახმად ფანჯრის მინების აღდგენის ღირებულება, მინის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 190,13 ლარს.

(ტ.1, ს/ფ 72).

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პა-ლატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას დ----- კ-----–---–--ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში.

იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნამდვილად ხის ჯოხით ჩაამტვრია ე-----–--------------–--–------------------–--------–--------–--–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახ-ლის ფანჯრის მინები, არც დ----- კ-----–---–-- ხდის სადაოდ.

რაც შეეხება ქმედების კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნორმაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათ-ვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნ-და იყოს.

კონკრეტულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქ------------–---------–--------------–--–------------------–--------–--------–--–--------------ში უძრავი ქონება რეგისტრირებულია დ----- კ-----–---–--ს სახელზე.

საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება ოდესმე რეგისტრირებული იყო ზ---- პ---------ს სახელზე. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ უძრავი ქონება დ----- კ-----–---–--ს სა-ხელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილე-ბის საფუძველზე.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდ-გენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დ----- კ-----–---–--მ დააზიანა სხვისი, კონკრეტულად კი დედის – ზ---- პ---------ს ქონება, დ----- კ-----–---–-- ცნო-ბილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის გამამტყუნე-ბელი განაჩენი დ----- კ-----–---–--ს მიმართ.

დ----- კ-----–---–-- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ დ----- კ-----–---–--ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხო-ვოს ზიანის ანაზღაურება.

დ----- კ-----–---–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 სექტემბრის განჩინე-ბით ანა შ-----–--ს (პ/ნ 1----------) უძრავ ქონებაზე, მდებარე ზ----------------------------–-----–-–----ში (ს/კ –-------------) დადებული ყადაღა.

ნივთმტკიცება – საქმეზე ამოღებული მინის ნატეხები, ხის ჯოხი, ანაწმენდები და ნერ-წყვის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili