განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100120003387106
საქმე №1/ბ-135-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------– შ-----ს ძე ჭ--–--ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ამბროლაურის რაიონი სოფელი ბ-------–ი.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ა---------– ჭ--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა---------– შ-----ს ძე ჭ--–--ემ, 2019 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 1800 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-------–ში, მისივე საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, შუბლის არეში თეფშის ნატეხის სროლის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს - ნ---- ლ----ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ა---------– შ-----ს ძე ჭ--–--ემ, 2019 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 1900 საათზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-------–ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, კისრის არეში ხელის მოჭერით და სხეულის სხვადასხვა ადგილებში რკინის ჯამისა და სკამის დარტყმით იძალადა მეუღლეზე - ნ---- ლ----ეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ცაგერის რაიონული სასამართლო 2020 წლის 08 იანვრის განაჩენით ა---------– ჭ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2019 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა---------– ჭ--–--ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ცაგერის რაიონული სასამართლო 2020 წლის 08 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ზ----- შა-–--------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრება.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---------– ჭ--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემაკავებელი ორდერით, დაზარალებულ ნ---- ლ----ის ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხული შ----- ჭ--–--ის; დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 05 სექტემბრის №5--------- დასკვნით; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 ნოემბრის №5--------- დასკვნით; დაზარალებულ ნ---- ლ----ის განცხადებით; მოწმეების მ------–--------------------------–------------------------------------ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ა---------– ჭ--–--ის 2019 წლის 27 აგვისტოსა და 2019 წლის 07 ნოემბრის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით; დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, დადგენილებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ა---------– ჭ--–--ის ნასამართლეობის ცნობით; ა---------– ჭ--–--ის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ცნობით შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; N2------ შეტყობინებით; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი მიმართვით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა---------– ჭ--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ა---------– ჭ--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროკაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ზ----- შა-–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ცაგერის რაიონული სასამართლო 2019 წლის 08 იანვრის განაჩენი ა---------– ჭ--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ა---------– ჭ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა---------– ჭ--–--ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ა---------– ჭ--–--ეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 06 ნოემბრიდან -2020 წლის 08 იანვრამდე.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული დანა, წითელი ფერის ლაქები და თეთრი ფერის ჯამი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული ა---------– ჭ--–--ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ა---------– ჭ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე