განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142220700109660
საქმე №1/აგ-24-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მარტი 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ-–------–------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ვ-–------–-----------------------ს (დაბადებული 1----–-–----------------------------------------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მ–------ კ--------------- გრამი, უკანონო დათესვა, მოყვანა, იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
ვ-–------–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან 2013 წლის 8 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2013 წლის 11 ივლისიდან 2013 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
2020 წლის 9 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ვ-–------–------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ ვ-–------–------------ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების 1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (64 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კ------ს (მ–------) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
მიუხედავად აღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენის თანახმად, ვ-–------–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან 2013 წლის 8 ოქტომბრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2013 წლის 11 ივლისიდან 2013 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრულ იმ სასჯელთან დაკავშირებით, რომელიც მსჯავრდებულს მოხდილი აქვს, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მითითებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ-–------–------------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი, ვ-–------–------------ის მიმართ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე