განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
140100119002835097
ინსტანცია
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002835097

საქმე №1ბ/37-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოსსახელით

 

10 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ო---------------–---–ის

გამართლებულ - ე-----------–--–ის

მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ე-----------–--–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ. გორი, ვ-----------------–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორივე ბრალდების ოთხი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ე-----------–--–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-----------–--–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი);

 

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ოთხი ეპიზოდი).

 

ე-----------–--–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის სექტემბრის თვეში, საღამოს საათებში, ქ. გორში, გ--------–---------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე-----------–--–მა თ-------------ეს, რომელთან ერთად მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, ე-----------–--–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ-------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში, საღამოს საათებში, ქ. გორში, გ--------–---------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე-----------–--–მა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას თ-------------ეს, რომელთან ერთად მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, ე-----------–--–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ-------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

2018 წლის ნოემბრის თვეში, საღამოს საათებში, ქ. გორში, გ--------–---------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე-----------–--–მა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას თ-------------ეს, რომელთან ერთად მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, ე-----------–--–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ-------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

2018 წლის 18 დეკემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. გორში, გ--------–---------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე-----------–--–მა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას თ-------------ეს, რომელთან ერთად მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში და ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, ე-----------–--–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ-------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის ე-----------–--–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორივე ბრალდების ოთხი ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადასტურდა ე-----------–--–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ე-----------–--–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას სიღრმისეულად არ შეაფასა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები, მათი ურთიერთ თავსებადობის და ურთიერთ გამომდინარეობის თვალსაზრისით. აპელანტის აზრით, დაზარალებულ თ-------------ის ჩვენების შეფასებისას სასამართლომ აბსოლუტურად აცდენილი და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგო მსჯელობა განავითარა, რაც საფუძვლად დაედო დაუსაბუთებელი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

აპელანტის მითითებით, დაზარალებულმა თ-------------ემ, სასამართლოში დაკითხვისას დეტალურად განმარტა, თუ რა ვითარებაში მიაყენა მას ე-----------–--–მა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ თითოეული ძალადობისას განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში მუქარის ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით. აპელანტის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ და არაარგუმენტირებულად არ გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულება, რის მიზეზადაც მიუთითა თ-------------ის ფსიქიკური პრობლემა, კერძოდ, ის ფაქტი, რომ იგი აღრიცხვაზე იყო შპს „გ----------“ ფსიქიატრიულ სამსახურში და გადიოდა შესაბამის მკურნალობას. ბრალდების მხარის მითითებით, განაჩენში დასახელებული გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ე-----------–--–ის გამართლებას, არ არის შეფასებული ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. მხოლოდ დაზარალებულის ფსიქიკურად ავადმყოფობის ფაქტი არ შეიძლება ცალსახად ნიშნავდეს მისი ჩვენების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს და როგორც მტკიცებულების გაზიარების შეუძლებლობას. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო დაზარალებულის ჩვენება არ შეეფასებინა ცალმხრივად და იგი უნდა განეხილა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების კონტექსტშიც. ამასთან, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ფსიქიკური ავადმყოფობის საკითხია წამოჭრილი, ეს არ ნიშნავს უპირობოდ მისი ჩვენების უკუგდებას, არამედ, მსგავს შემთხვევაში, თავისთავად გასათვალისწინებელია ავადმყოფობის ხარისხი, მისი მიმდინარეობა, დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა ჩვენების მიცემის მომენტში, მოწმის ადეკვატურობის განსაზღვრისათვის. აპელანტის განმარტებით, თ-------------ე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას იყო სავსებით ადეკვატური და მას არ გამოუმჟღავნებია რაიმე საეჭვო, რაც გახდებოდა ეჭვის შეტანის საფუძველი მისი ჩვენების რეალურობაში. გამოძიებასა და საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, ობიექტურად არ იყო სახეზე რაიმე გარემოება, რაც პროცესის მწარმოებელს აფიქრებინებდა თ-------------ის ქცევის უსწორობასა და მის მიერ მიცემული ჩვენების რეალურობის ეჭვქვეშ დაყენებაზე. ერთადერთი, რაც ამ კუთხით გამოვლინდა, იყო თ-------------ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვერ დადგინდა დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ აღნიშნული დასკვნის ავტორი ექსპერტები, რომლებმაც განმარტეს, რომ თ-------------ე მათთან კომუნიკაციის დროს იყო სავსებით ადეკვატური, პასუხობდა დასმულ შეკითხვებზე და მოუყვა თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა მის მიმართ ძალადობა. სასამართლოს მიერ კი ზემოაღნიშნული დასკვნა შეფასდა ცალმხრივად, მხოლოდ მისი დასკვნითი ნაწილის მიხედვით, მაშინ, როდესაც ნებისმიერი დასკვნა გაანალიზებული უნდა იქნეს მისი სრული შინაარსის მიხედვით, ასევე დასკვნის ავტორი ექსპერტების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ დასკვნის ერთი წინადადება. აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს ის გარემოება, რომ დაზარალებულს არ შეეძლო სწორად აღექვა, დაემახსოვრებინა და აღექვა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

აპელანტის განმარტებით, თ-------------ის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობისა და რეალურობის შეფასების თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოებები: როდესაც იგი გამოიკითხა მოწმის სახით, მან გამომძიებელს დეტალურად მოუყვა, თუ სად, როდის და რა ვითარებაში ჩაიდინა მის მიმართ ე-----------–--–მა ძალადობისა და მუქარის ფაქტები. გამოკითხვის შემდეგ, დაზარალებულს შეხვდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელიც გაესაუბრა მას და ჰკითხა სახეზე არსებული დაზიანებების წარმომავლობის თაობაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის კვლევით ნაწილში ცალსახად მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 18 დეკემბერს დაახლოებით 04:30 საათზე, ე-----------–--–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახეში ხელის დარტყმით. ამასთან, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაზარალებული თ-------------ე, ექსპერტებს - მ-------------–---–სა და თ------------–-----–---–ს, დეტალურად მოუყვა ე-----------–--–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტების შესახებ.

აპელანტის მითითებით, ე-----------–--–ის მიერ დანაშაულების ჩადენა არ დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, გამოძიების ეტაპზე თ-------------ემ წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მან დეტალურად აღწერა თავის ჩვენებაში მითითებული ადგილები, მიუთითა კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მას ე-----------–--–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თ-------------ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი ასევე დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. აპელანტის აზრით, აღსანიშნავია დაზარალებულის დამოკიდებულება გამართლებულ ე-----------–--–ის მიმართ, თ-------------ემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე-----------–--–მა ის ცემა და დაემუქრა, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ სურს მკაცრად დასჯა. მოცემული გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ თ-------------ის ჩვენება არ იყო სუბიექტურად მოტივირებული ე-----------–--–ის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც უალტერნატივო საფუძველია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ე-----------–--–მა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ე-----------–--–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე-----------–--–ის მიერ ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტებს. აპელანტის მიერ ე-----------–--–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ ე-----------–--–ის ბრალეულობას.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ე-----------–--–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას, იმისდა მიუხედავად, ეს განაჩენი გამამტყუნებელია თუ გამამართლებელი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს. ამასთან, ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი კრიტერიუმებით: მტკიცებულებას მოცემულ საქმეში აქვს თუ არა შეხება მტკიცების საგანთან, მასში სწორად არის თუ არა ასახული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, სანდოა თუ არა ის წყარო, საიდანაც მიღებულია მტკიცებულება და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.

ე-----------–--–ის ბრალის დასადასტურებლად აპელანტის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულ თ-------------ის ჩვენება, რომლის თანახმად, ე-----------–--–მა, რომელთან ერთადაც დაახლოებთ ერთი წელია ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათ საცხოვრებელ სახლში, 2018 წლის სექტემბერში, ხელი გაარტყა სახეში და დაემუქრა მოკვლით. მან ხელის დარტყმის შედეგად იგრძნო ტკივილი და შეეშინდა მუქარის, რადგან იმ დროს სახლში სხვა არავინ იმყოფებოდა და ე-----------–--–ი აგრესიული იყო. ანალოგიური განმეორდა ოქტომბერსა და ნოემბერში - ე-----------–--–მა კვლავ დაარტყა თ-------------ეს ხელი სახეში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თ-------------ემ განიცადა ტკივილი და შეეშინდა მუქარის. 2018 წლის 17 დეკემბერს, მათ სახლში სუფრა იყო გაშლილი. როდესაც ე-----------–--–მა მეგობრები გააცილა და გვიან ღამით სახლში დაბრუნდა, თ-------------ეს დაემუქრა, ყელში მოუჭირა ხელები და ახრჩობდა, ხელებს უგრეხდა, რამდენჯერმე სახეში დაარტყა. თ-------------ემ დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე - შეეშინდა მუქარის და იძულებული გახდა, მისულიყო პოლიციაში. ძალადობის შედეგად, მან მიიღო დაზიანება სახეზე. ე-----------–--–ის ქმედებების ძირითადი მიზეზი იყო ეჭვიანობა. თ-------------ემ აპატია დაზარალებულს და არ სურს მისი დასჯა. სურს, რომ ბრალდებული მას აღარ შეეხოს. პოლიციაშიც იმიტომ მივიდა, რომ ე-----------–--–ს თავი დაენებებინა. დაზარალებულმა განმარტა, რომ 2017 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფება ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულ დისპანსერში, საიდანაც მკურნალობის შემდეგ უშვებენ.

დაზარალებულის ჩვენებასთან მიმართებით მნიშვნელოვანია ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც საჭიროა გამოსაკვლევი პირის - თ-------------ის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.

აღნიშნული ექსპერტიზის ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფსიქიკური ფუნქციების კვლევის მონაცემებით თ-------------ის აღქმა არის საგნობრივი, სწორი; სიტუაციის აღქმა და გააზრება - აფექტურად შეფერილი; ყურადღება - რამდენადმე დაქვეითებულია აქტიური ყურადღების კონცენტრაციის ხარისხი, სიმყარე, ინტენსივობა, უმნიშვნელოდ შევიწროვებულია ყურადღების მოცულობა, შეფერხებულია აქტიური ყურადღების გადანაცვლების უნარი, რამდენადმე აწეულია პასიური ყურადღება. გაზრდილია ცალკეული ოპერაციების შესრულების ხანგრძლივობა, ვლინდება ყურადღების რხევა, არამდგრადობა; მეხსიერება - ხანგრძლივი მეხსიერების კვლევისათვის გასაუბრებისას მოვლენებს წარსულიდან აღადგენს, ათარიღებს; ხანმოკლე მეხსიერების კვლევის დროს საფიქსაციო მასალის როგორც უშუალო აღდგენის, ისე დროის ინტერვალის შემდგომ რეპროდუცირებისას აღდგენილი მასალის რაოდენობა უმნიშვნელოდ ჩამორჩება ნორმას. ფიქსაციური მეხსიერების აღსანიშნავ დაქვეითებას ადგილი არ აქვს. აზროვნება - სააზროვნო პროცესის მიმდინარეობის კვლევისას მარტივი ზოგადობის ჯგუფებს ადგენს ინსტრუქციის შესატყვისად კონკრეტული ნიშნით და საერთო ზოგადი ნიშნის მიხედვით განმარტავს. ინტერპრეტირებისას რიგ შემთხვევაში გამოყენებულია ნაკლებად რელევანტური ნიშნები. დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - თ------------–-----–---–მა და მ-------------–---–მა.

პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე არ არის ჩატარებული განხილულ დასკვნაში მითითებული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა, შესაბამისად, პალატა ხელმძღვანელობს მოცემულ დასკვნაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, რომელიც არ იძლევა ცალსახად იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დაზარალებულს შეეძლო სრულად აღექვა, დაემახსოვრებინა და აღედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის ამ ნაწილში იმპერატიული, არამედ მიუთითებს დამატებითი სტაციონარული კვლევის საჭიროებაზე, რაც მოცემულ საქმეზე არ ჩატარებულა.

აპელანტი განმარტავს, რომ საქმეში მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ე-----------–--–ის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად, კერძოდ, მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რომელიც მოწმე თ-------------ის მიერ მიცემული ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა. გამომდინარე ზემოთ აღნიშნული დასკვნის ხასიათიდან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღწერილი გარემოებებიც ვერ ჩაითვლება ე-----------–--–ის ბრალეულობის უტყუარ დადასტურებად.

აპელანტი ასევე აქცენტს აკეთებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, 2018 წლის 21 დეკემბერს, 10:35სთ-ზე, მოქ. თ-------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება თ-------------ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი, თუმცა აღნიშნული დასკვნით ვერ დადასტურდება მისი მიმყენებელი პირის, მოცემულ შემთხვევაში ე-----------–--–ის ვინაობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ე-----------–--–ისა და თ-------------ის მეზობლების - ფ------------------ის, ნ---------------–---–ის, რ---------–--–-–---–ის, გ--–-------------ის და ა-–-------------------ის უდავოდ მიჩნეული ჩვენებებით ნათელია, რომ ისინი არასოდეს შესწრებიან ე-----------–--–სა და თ-------------ეს შორის კონფლიქტს, ასევე, არ გაუგიათ მათი ბინიდან კონფლიქტის ხმა. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ძირითადად ამხელენ ე-----------–--–ს ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტების ჩადენაში, აგებულია დაზარალებულ თ-------------ის ჩვენებაზე, რომლის ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად იქნეს მიჩნეული და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

ამდენად, მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ე-----------–--–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ე-----------–--–მა ჩაიდინა თ-------------ის მიმართ ძალადობა და მუქარა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია არც ერთი არასაეჭვო პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე-----------–--–ის მიერ თ-------------ის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაზე მიუთითებდა მხოლოდ დაზარალებული, რომლის ჩვენება ეჭვის შემცველია თ-------------ის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. საქმეში კი არ მოიპოვება სხვა, ისეთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ე-----------–--–ის მიმართ წარდგენილ ბრალს.

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ე-----------–--–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა და მუქარა თ-------------ის მიმართ.

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ე-----------–--–ის დამნაშავეობაში.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ე-----------–--–ის ბრალეულობის დასადგენად, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციონაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ე-----------–--–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

 

ე-----------–--–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

გამართლებულ ე-----------–--–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე